გოგი ჩაგელიშვილი 2 იანვარი, 1945 დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1971 წელს.
გამართული აქვს პერსონალური გამოფენები თბილისში: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი(1985), მხატვრის სახლი(1989), თანამედროვე ხელნაწერთა გალერეა(1995), გალერეა "TMS"(1997, 1998, 2003, 2004); გალერეა "შარდენი"(2001), გალერეა "უნივერსიტეტი"(2002), გალერეა "ჩაგელა"(2005); მოსკოვში – ცენტრალური მხატვრის სახლი(1989), გალერეა "გერცევი"(1997); თურქეთი – ანკარა (1990), სტამბოლი(2000, 2006), გალერეა "ნიმი"(საფრანგეთი, 1993); გალერეა "კორა"(1998, კანადა) და სხვა. გამოცემული აქვს მოთხრობების კრებულები, ნამუშევრების ალბომი(2006).
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- საქართველოს დამსახურებული მხატვარი
ბიბლიოგრაფია
- კოლექციონერი : მოთხრობები, პიესები (ავტორი). - თბილისი, ჯისიაი, 2008. - 166გვ.. - ISBN: 978-99940-17-81-2
- მხატვარი (ავტორი). - თბილისი, საარი, 2001. - 228გვ. . - ISBN: 99928-39-46-5