სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11509

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
გრიგოლ ნიკოლოზის ძე კიკნაძე 1867-1944წწ დეკანოზი გრიგოლ ნიკოლოზის ძე კიკნაძე 1867-1944წწ დეკანოზი
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი კიკნაძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

11       ბეჭდვა

გრიგოლ ნიკოლოზის ძე კიკნაძე 1867-1944წწ დეკანოზი

38-1

დეკანოზი გრიგოლ კიკნაზე 1867-1944

დეკანოზი გრიგოლ ნიკოლოზის ძე კიკნაძე 1867 წელს, აზნაურის ოჯახში დაიბადა. 1884-90 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1890 წელს დიდუბის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიასთან არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.


1892 წლის 14 ოქტომბერს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს და ამავე წლის 21 ოქტომბერს დიაკვნად აკურთხეს; მამა გრიგოლი აქაც სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად მუშაობდა. 1897 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და დაბა მიხაილოვკის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1898 წლის 4 სექტემბერს ეგზარქოსმა ფლაბიანემ განახლებული ტაძარი აკურთხა და მამა გრიგოლი საგვერდულით დააჯილდოვა. 1903 წლის აღდგომას სკუფია უბოძეს. 1906 წელს თბილისში, ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. პა რალელურად, თბილისის სანთლის ქარხნის საქმის მწარმოებლად დაინიშნა. 1908 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1910 წლის 14 მაისს ყაზახის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში განამწესეს. 1912 წლის 10 ოქტომბერს ელიზავეტოპოლის გუბერნიის II ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაადგინეს. 1915 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დააჯილდოვეს. 1918 წელს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად და- ინიშნა და დეკანოზის წოდება მიენიჭა.


1922 წელს ზეწოლის შედეგად ანაფორა გაიხადა და სამოქალაქო სამსახური დაიწყო. პროფესორ ნანა სიხარულიძის ოჯახში ინახება მეტად საინტერესო ძველებური ფოტოალბომი (ქნინანას ბებია გახლდათ ანა მატათიას ასული მირია-ნაშვილი), რომელშიც დაცულია ალ. როინაშვილისა და დ. ერმაკოვის გადაღებული ფოტოპორტრეტები; ბევრ მათგანს აქვს წარწერა და ჩვენთვის ცნობილი ხდება მასზე გამოსახულ პიროვნებათა ნაწილის ვინაობა. ანა მირიანაშვილის მეუღლე, ქ-ნი ნანას პაპა, გრიგოლ (გიგო) ნიკოლოზის-ძე კიკნაძე, 1922 წლამდე აგრძელებდა სასულიერო მოღვაწეობას, პარალელურად თბილისის სასულიერო სემინარიაში ძველ სლავურს ასწავლიდა. სამწუხაროდ, საბჭოთა ხელისუფლების მომძლავრების წლებში მას თავისი საქმიანობის შეწყვეტა მოუხდა და გარდაცვალებამდე პენსიონერის უინტერესო და უღიმღამო ყოფას თავისი მდიდარი ბიბლიოთეკითა და ახლო ნათესავ-მეგობრებთან ურთიერთობით იმსუბუქებდა. ქალბატონმა ნანამ შემდეგი მიამბო: კიკნაძეების გვარი წარმოშობით ხარაგოულიდან არის. გრიგოლ კიკნა- ძის მამას — ნიკოლოზს მშობლიური კერა ადრე დაუტოვებია. სამხედრო სამსახური ჯერ ბათუმში დაუწყია, შემდეგ თბილისში გადმოუყვანიათ. თბილისში დაფუძნებულ ნიკოლოზ კიკნაძეს და თამარ სულთანიშვილს ოთხი შვილი შეეძინათ: ანა, ილია, გრიგოლ (გიგო) და სოფიო (სონა). ბავშვები დედით ადრე დაობლდნენ. 19 წლის ანას მოუხდა უმცროს და-ძმაზე, 3 წლის გიგოსა და 1 წლის სონაზე ზრუნვა. ნიკოლოზ კიკნაძის უმცროსმა ვაჟმა გიგო მამისა და ძმისგან განსხვავებით, სასულიერო განათლება მიიღო. მან თბილისის სასულიერო სემინარია დაასრულა. გიგო კიკნაძეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა იმდროინდელ ქართველ საზოგადო მოღვაწეებთან, რომელთა შორის შესამჩნევი ადგილი ეკავა ნიკო მთვარელიშვილს. სწორედ ნიკოს ოჯახში გაიცნო ახალგაზრდა გიგომ სოფელ შილდის ეკლესიის დეკანოზის — მატათია მირიანაშვილის ქალიშვილი ანა. ანა იმ დროს წმინდა ნინოს სასწავლებელს ამთავრებდა. ახალგაზრდების გაცნობა-დაახლოება ქორწინებით დამთავრდა. კიკნაძეების ახლადშექმნილი ოჯახი დაბინავდა საკუთარ სახლში, რომელიც გიგოს დისშვილის, პარესას მეუღლემ, გრიგოლ ქურდიანმა ააშენა. მათ ექვსი შვილი შეეძინათ — ერთი ვაჟი და ხუთი გოგონა. ამათგან ორი, ბარბარე და ქეთევანი, პატარობისას ქუნთრუშას ემსხვერპლნენ, გადარჩა ვაჟი ნიკილოზი და სამი ქალი, ნინო (შემდეგში ხიდირბეგიშვილის მეუღლე), თამარი (ქ-ნ ნანა სიხარულიძის დედა) და ელენე. სამწუხაროდ, კიდევ ორნი მშობლების სიცოცხლეში გარდაიცვალნენ: 14 წლის ნიკოლოზი ფილტვების

38-2

დეკანოზი გრიგოლ კიკნაზე 1867-1944(გაგრძელება)

ანთებას ვერ გადაურჩა, ხოლო დიაბეტით დაავადებულმა ელენემ მხოლოდ 27 წელი იცოცხლა. ნიკოლოზის გარდაცვალების შემდეგ გაუბედურებულმა მშობლებმა ამჯობინეს ამ სახლს გაცლოდნენ. გიგომ სახლის ნაწილი გაყიდა; მეორე ნაწილი კი დაუტოვა თავის უმცროს დას, სონას, რომელიც პირველ მსოფლიო ომში მეუღლის დაღუპვის შემდეგ ტაშკენტიდან ძმის ოჯახში თავისი ორი მცირეწლოვანი შვილით თბილისში დაბრუნდა. გიგომ ღვთისმსახურების ადგილის შეცვლაც შეძლო: იგი გადაიყვანეს ქალაქ ყაზახის ეკლესიის მღვდელმსახურად. იმ დროს ამ ქალაქში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად გიგოს ცოლის ძმა, სამაზრო ვეტერინარი მიხეილ მირიანაშვილი, რომელსაც რევოლუციური წარსულის მიზეზით აკრძალული ჰქონდა რუსეთის იმპეიის დიდ ქალაქებში სამსახური; შეეძლო ემუშავა ხოლო ქალაქებსა ან დაბებში. მრავა ნაშვილების და კიკნაძეების გარდა ყაზახეთში რამდენიმე ქართული ოჯახიც იყო და იქაურ ქართველებს პატარა სათვისტომოც ჰქონდათ შექმნილი. გამოხდა ხანი და კიკნაძეების ოჯახი ისევ თბილისს დაუბრუნდა. თავდაპირველად გიგოს ოჯახი ქვისლმა, დეკანოზმა ალექსი მიქელაძემ შეიკედლა. გიგო კიკნაძე ისევ ქაშუეთს და მის მრევლს ემსახურებოდა. მალე მას დეკანოზის წოდება მიანიჭეს. ამ დროს საქართველოში მენშევიკები იყვნენ ხელისუფლებაში. გრიგოლ კიკნაძე მრავალმხრივ განათლებული პიროვნება გახლდათ. მისი განსწავლულობა მხოლოდ სასულიერო სფეროთი არ შემოიფარგლებოდა. ქ-ნ ნანას ოჯახში დღემდე დაცულია პაპამისის მდიდარი ბიბლიოთეკა, რომელიც სხვადასხვა ენაზე გამოცემული რელიგიური და მხატვრუი ლიტერატურის გარდა შეიცავს ისტორიის, გეოგრაფიის, სამართალმცოდნეობის, ეკონომიკის, მედიცინის და სხვა დარგების ლიტერატურას. ამ წიგნებში ბევრია სამახსოვრო წარწერიანი გამოცემები; მათ შორის კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის მიერ მიძღვნილი. საქართველოს გასაბჭოების შემდგომ გიგო კიკნაძე ერთხანს კვლავ აგრძელებდა ღვთისმსახურებას. მაგრამ ერთ დღეს ქაშუეთის ეზოდან გამოსულს ვიღაც წითელი ფანატიკოსი თუ მიჩენილი მოხელე ეცა: მაკრატლით თმა შეაჭრა, ჯვარი ჩამოგლიჯა და ქვაფენილს დაანარცხა. გიგო მცირე ხნით გაშეშებული იდგა, შემდეგ დაწვდა დაგდებულ ჯვარს სიტყვებით „ღმერთო, შეუნდე!” და სახლში წალასლასდა. ამ დღიდან ორი თვე იგი სახლიდან არ გამოსულა — კალისტრატე ცინცაძის რჩევით, გიგო კიკნაძემ ღვთისმსახურებას თავი გაანება; ამ ფაქ- ტიდან ერთ კვირაში თავად დეკანოზი კალისტრატეც დააპატიმრეს — წითელი რეპრესიები თანდათან ფართოვდებოდა და ძლიერდებოდა . . . გიგო კიკნაძეს უმძიმესი ხვედრი ერგო: ოთხი შვილის გარდაცვალებას მოესწრო, სასულიერო მოღვაწეობა აუკრძალეს და ცხოვრებისეული ქარტეხილებით ჯანმრთელობაშერყეული პენსიონერის უფუნქციო და ამდენად, უღიმღამო არსებობას დასჯერდა; სახლიდან იშვიათად გამოდიოდა. მხოლოდ ოჯახის წევრებთან, განსაკუთრებით შვილიშვილებთან და მეგობრებთან ურთიერთობა ასულდგმულებდა. ქალბატონმა ნანამ გაიხსენა პაპის უახლოესი მეგობრები — თედო სახოკია და კოტე სუხიშვილი: „კოტე სუხიშვილი საკმაოდ სიმპათიური მოხუცი იყო. პატარა, თეთრი წვერი ჰქონდა, ნაცრისფერ კოსტიუმს იცვამდა და შავი ფერის ბაფთა ეკეთა; ტროსტს ატარებდა ხოლმე. ხოლო თედო სახოკია პატარა ტანის კოხტა კაცი გახლდათ; პაპა და მისი მეგობრები დასხდებოდნენ დიდ მისაღებ ოთახში და დიდხანს საუბრობდნენ. სავარძლებს შუა იდგა პატარა მაგიდა, რომელსაც ბებო გადააფარებდა მის მიერ მოქარგულ თეთრ სუფრას და მიჰქონდა „koße с молоком“. თედო სახოკია ყავას უშაქროდ სვამდა, თუმცა ძალიან ბევრ რძეს კი ისხამდა ფინჯანში  თეთრი, ვარდებიანი სარძევედან. პაპა კიდეც დასცინოდა: это не кофе с молоком а молоко с кофе-о. д- გონდება კიდევ პაპას ერთი მეგობარი, მღვდელი გიორგი კალანდარიშვილი, რომელიც წმინდა ბარბარეს ეკლესიაში მსახურობდა. მოდიოდა კიდევ ვალიკო შოთაძე, ძველი პროვიზორი. იგი პაპას ყაზახეთში დაუმეგობრდა. პაპა გიგოსა და ბებო ანიკოს

38-3

დეკანოზი გრიგოლ კიკნაზე 1867-1944(დასასრული)

მონათლული იყო ვალიკო შოთა-ძისა და მისი მეუღლის პეპას ქალიშვილი მეგი. პაპას ახლო ურთიერთობა ჰქონდა კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძესთან, რომლის ქალიშვილი მელიტა და პაპას უმცროსი ქალიშვილი ელენე (დეიდაჩემი) ერთად სწავლობდნენ და ახლო მეგობრები იყვნენ. კათოლიკოსი პაპას ყოველ ახალ წელს საეკლესიო კალენდარს ჩუქნიდა სამახსოვრო წარწერით.“ გიგო კიკნაძეს სიცოცხლის ბოლო ორი წლის განმავლობაში, როცა იგი ინსულტის შედეგად მწოლიარე იყო, არ მოკლებია ზემოხსენებული მეგობრების ყურადღება; ზოგჯერ კათოლიკოსიც მოინახულებდა ხოლმე მას, დალოცავდა და გაამხნევებდა. „პაპა რომ გარდაიცვალა (1944 წელს), კოტე სუხიშვილი და თედო სახოკია ერთად მოვიდნენ. თედოს არაჩვეულებრივად ლამაზი ვარ დების კონა ეჭირა. ორივენი დამწუხრებულნი დიდხანს იდგნენ პაპას ფეხებთან, უყურებდნენ მის მშვიდ სახეს, თითქოს განშორება არ უნდოდათ პაპას გარდაცვალების შემდეგ კათოლიკოსის ურთიერთობა ჩვენს ოჯახთან არ შეწყვეტილა. მას მამაჩემი (ცნობილი ოფთალმოლოგი ივანე სიხარულიძე) მკურნალობდა; მოაკითხავდა ხოლმე მამაჩემს პატრიარქის მანქანა, რომელიც სტალინის ნაჩუქარი  ... ახლაც მაქვს სახლში 1947 წლის საეკლესიო კალენდარი, კათოლიკოსის მიერ მიძღვნილი უკვე მამაჩემისადმი. ესეც პაპასადმი კეთილგანწყობის გამოხატულებად მიმაჩნია. ძალიან კეთილი კაცი იყო პაპაჩემი. არასოდეს დამავიწყდებამისი სიტყვები — „სიკეთე, სიკეთე, სიკეთე უნდა აკეთო ყოველთვის, თუ კი გინდა, რომ ღმერთი მუდამ შენთან იყოს!“ მასალა მოგვაწოდა ქალბატონმა გულიკო გუჯაბიძემ


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.07.2025
ბოლო რედაქტირება 11.07.2025
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0