დონაური პეტრე მიხეილის ძე (1802-1863) დაბადების ადგილი: ქ. სანქტ-პეტერბურგი.
1842-1851წწ. ეჭირა ვლადიმირის, ხოლო 1851-1862წწ. სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორის პოსტი; 1851 წლიდან იყო საიდუმლო მრჩეველი; 1855-1863წწ. სენატორი და სახელმწიფო კონტროლიორის ამხანაგი(მოადგილე); რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოდან რუსეთში გადასახლებულ ქართველ აზნაურთა შთამომავალი, გენერალ-მაიორი მ. დონაურის ვაჟი.
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.480