სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11700

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
თორნიკე აჭაიძე 1875-1976წწ მღვდელმონაზონი დაბ. სოფ. გუდანთა თუშეთი თორნიკე აჭაიძე 1875-1976წწ მღვდელმონაზონი დაბ. სოფ. გუდანთა თუშეთი
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი აჭაიძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

თორნიკე აჭაიძე 1875-1976წწ მღვდელმონაზონი დაბ. სოფ. გუდანთა თუშეთი

მამა თორნიკე აჭაიძე

(1875 – 1976)

უფლის ერთგული მსახური

გასული საუკუნის დასაწყისში, ბოლშევიკებმა, ,,სინდისის თავისუფლების” სახელით, დაიწყეს ეკლესია – მონასტრების დახურვა, ძარცვა და ნგრევა. ეკლესიების ძარცვის პარალელურად, იდევნებოდნენ ის სასულიერო პირებიც, ვინც გაბედავდა და ხმას ამოიღებდა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო. აი, ასეთ უმძიმეს პერიოდში მოუწია სასულიერო მოღვაწეობა მამა თორნიკეს, ერისკაცობაში ზაქარია აჭაიძეს.


ზაქრო დაიბადა 1875 წელს, მთათუშეთის სოფელ გუდანთაში, მრავალშვილიან ოჯახში. ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც თავის უფროს დასთან – დარიასთან

157

ერთად, გამოიპარა მთათუშეთიდან და მცხეთის სამთავროს მონასტერს შეაფარა თავი. ისინი ლეკიანობის გამო გამოიქცნენ მთიდან.

დარო აჭაიძე მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში აღიკვეცა მონაზონად ანას სახელით და თავის უმცროს ძმას-ზაქროს, თავისთან, სამთავროს ეზოში ზრდიდა. ზაქრომ აქ გაიცნო მიხეილ მამულაშვილი, შემდგომში ,,მცხეთელი მინდია,” რომელსაც ბავშობიდანვე ახლო ურთიერთობა ჰქონდა სამთავროს მონასტერთან და მის დედებთან. ზაქრო და მიხეილი დაახლოებით ერთი ასაკისანი იყვნენ და ერთ დროს, ერთადაც უსწავლიათ სკოლაში. ამ დროს შეჰფიცეს მათ ერთმანეთს ძმობა და ძმადნაფიცებს, სიცოცხლის ბოლომდე არ გაუწყვეტიათ ერთმანეთთან მეგობრობა და მისვლა-მოსვლა.

მონაზონმა ანა აჭაიძემ თავისი თავმდაბლობითა და კეთილი საქმეებით, ღვთის ერთგული მსახურებით, მალე გაითქვა სახელი: იყო ხელსაქმის საუკეთესო მცოდნე, კერავდა და ქარგავდა საეკლესიო სამოსელს, კერდა საბნებსა და თეთრეულს სასულიერო პირებისათვის. მან გამოზარდა უამრავი სასულიერო პირი, მათ შორის ილია შიოლაშვილი, მომავალი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, რომელიც მისი მოღვაწეობის დროს, მცხეთის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

მონაზონი ანა აჭაიძე, 1980 წლიდან, სამთავროს დედათა მონასტრის იღუმენი გახდა. იგი გარდაიცვალა 1986 წელს და დაკრძალულია სამთავროს მონასტრის ეზოში, სხვა იღუმენიებთან ერთად.

დის ხელშეწყობით, ზაქარია აჭაიძემ წარმატებით დაამთავრა შემდეგში მცხეთის სასულიერო სემინარია და მალე სასულიერო პირიც გახდა, თორნიკეს სახელით. მას საქართველოს სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებში მოუწია მოღვაწეობამ, რადგანაც ხშირად იდევნებოდა.

158

4 ჯერ მოხდა მისი დაკავება, მაგრამ ყოველ ჯერზე, მოახერხა ციხიდან გაქცევა.


მამა თორნიკე აჭაიძე მჭიდრო ურთიერთობაში იყო ისეთ სასულიერო პირებთან, რომლებიც შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები გახდნენ: კალისტრატე ცინცაძესთან, დავით დევდარიანთან, მელქისედეკ ფხალაძესთან და სხვა.

XX ს-ის 20-იანი წლებიდან, მამა თორნიკე აჭაიძე ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფლის (ძველი გავაზის) ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში მოღვაწეობდა. აქ მან გაიცნო ახალგაზრდა ქალი, მიხეილ ბეროშვილის ქვრივი-ევა, რომელსაც სამი შვილი ჰყავდა.

159

მამა თორნიკემ გადაწყვიტა თავისი ბედი ამ ქალისათვის დაეკავშირებინა და ობოლი ბავშვები გაეზარდა.

ასე გახდა მამა თორნიკე აჭაიძე ილო ბეროშვილის, შემდგომში ცნობილი პოეტისა და პუბლიცისტის, ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის, გამზრდელი მამა. ილოს ჰყავდა კიდევ ორი და – საბედა და მარია. მამინაცვალმა არ დაიშურა ძალ-ღონე, რომ სამივე შვილისათვის სათანადო განათლება მიეცა და უმაღლესი სასწავლებელი დაემთავრებინა. ევასთან ქორწინების პერიოდში მას საკუთარი ვაჟიც, ზაურიც ეყოლა, თუმცა არასოდეს გაურჩევია შვილები ერთმანეთისგან და არც არაფერი მოუკლია მათთვის.

მამა თორნიკეს ახალსოფელში მოღვაწეობის პერიოდში მრავალი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული. მთავარი მისი საქმიანობა კი დიდებული ძველი გავაზის, ღვთისმშობლის ტაძრის დაცვა და პატრონობა იყო. ის თავის შვილთან, ზაურისთან ერთად, უვლიდა ეკლესიის ეზოს, რგავდა კაკლის, ცაცხვისა და იფნის ხეებს.

ხშირად აუწიოკებიათ მისი ოჯახი და კედლებიდან ჩამოუყრიათ გაკრული ხატები იმდოინდელი მთავრობის წარმომადგენელთ. თუმცა ამით მამა თორნიკე არ დაშინებულა და ის ბოლომდე უფლის ერთგულ მსახურად დარჩა.

გარდაიცვალა ღრმად მოხუცებული, 1979 წელს დაკრძალულია ახალსოფლის სასაფლაოზე.

დღეს საუბარია მისი დის – იღუმენია ანას ინტრონიზაციაზე. გარკვეული დროის შემდეგ, იგი შეიძლება წმინდანად შერაცხონ.

მამა თორნიკე აჭაიძემ კი დაგვიტოვა შესანიშნავი შთამომავლობა, ზოგიერთი მათგანი ცნობილი პიროვნე-ბებიც გახდნენ და ყოველთვის იამაყებენ თავიანთი შეუპოვარი წინაპრის, ქრისტეს რაინდის, მამა თორნიკე აჭაიძის განვლილი გზით. ღმერთა სასუფეველი არ

160

მოაკლოს მის ნათელ სულს!


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.08.2025
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0