წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის დღესასწაულზე დამსწრე სასულიერო პირები. 1955 წელი
სხედან მარცხნიდან: სიონის ტაძრის დეკანოზი ალექსანდრე გაბუნია (შემდგომში პროტოპრესვიტერი 1880-1967), წმ. ალექსანდრე ნეველის ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ზინობი (მაჟუგა, შემდგომში მიტროპოლიტი 1896-1985), სავარაუდოთ წმ. მიხეილ ტვერელის სახელობის ტაძრის მღვდელი ვასილ პლოხოტნიკოვი (1882-1958), დეკანოზი რომანოზ პეტრიაშვილი (შემდგომში მიტროპოლიტი 1887-1979).დგანან: წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის მამასახლისი, მღვდელი მიხეილ დიდენკო (შემდგომში არქიმანდრიტი მაქსიმე 1929-2000), მამადავითის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე საყვარელიძე (1891-1962), მღვდელი პახუმი ობოლაძე (შემდგომში პროტოპრესვიტერი 1898-1982). ფოტოს მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით მამა პახუმის შვილს, ქალბატონ ეთერ ობოლაძეს.