სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11709

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
იოანე სიმონის ძე ლუკაშვილი 1873-1956წწ დეკანოზი  დაბ. სოფ. ბერშუეთი (გორი) იოანე სიმონის ძე ლუკაშვილი 1873-1956წწ დეკანოზი  დაბ. სოფ. ბერშუეთი (გორი)

1873-1956 წწ. გარდ. 83 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ლუკაშვილი სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

15       ბეჭდვა

იოანე სიმონის ძე ლუკაშვილი 1873-1956წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ბერშუეთი (გორი)


დეკანოზი იოანე ლუკაშვილი (1873-1956)
დეკანოზი იოანე ლუკაშვილი დაიბადა 1873 წელს სოფელ ბერშუეთში, მღვდლის - სიმონ ლუკაშვილის ოჯახში. 1897 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და დაოჯახდა ელეონორა ბასიშვილზე და ერთი წლის განმავლობაში მეუღლესთან ერთად ეწეოდა პედაგოგობას. 1898 წელს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, შემდეგ კი მღვდლად და განამწეს თიანეთის წმ. გიორგის ეკლესიაში. ამის შემდეგ მსახურობდა ჯერ საგურამოში, შემდეგ კი გორის „ოქონის“ ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში. 1913 წლის 8 აპრილს დანიშნეს თბილისის ქალთა ეპარქიალური სასწავლებლის მოძღვრად და ეკონომოსად. იმავე წლის 6 მაისს დაჯილდოვდა კამილავკით. 1915 წლის 18 აპრილს გადაიყვანეს ბოკოწინის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის წინამძღვარად. 1919 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დააჯილდოვა ოქროს ჯვრით. 1920-30-იან წლებში მუშაობდა საკათალიკოსო სინოდის კანცელარიაში მდივნად. 1920-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) მიანიჭა დეკანოზის წოდება და დანიშნა ანჩისხატის ეკლესიის წინამძღვრად. 1932 წელს ეკლესიის დახურვის გამო კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) დანიშნა კუკიის წმ. ნინოს ეკლესიის წინამძღვრად და დააჯილდოვა ენქერით. 1945 წელს მანვე დააჯილდოვა მიტრით. გარდაიცვალა 1956 წელს, დასაფლავებულია კუკიის წმ. ნინოს ტაძრის სამხრეთის კედელთან.


შემთხვევა აღდგომის ღამეს 1931 წელს, აღდგომის ღამეს ანჩისხატის ტაძარში ოციოდე მორწმუნეს მოეყარა თავი, რომელთა შორის მოხუცები სჭარბობდნენ. ანჩისხატის შემოგარენში არსებული სახლები მთავრობას ეკლესიისთვის ჩამოერთმია და ათასი ჯურის ხალხი შეესახლებინა შიგ. ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე ლუკაშვილი ღამისთევის ლიტანიობისათვის ემზადებოდა. ტაძრის გაპარტახება უკვე მოესწროთ კომუნისტებს, ანჩისხატის სასწაულთმოქმედი ხატიც უპატიოდ მოეშორებინათსამყოფელისთვის. აივნიდან ცნობისმოყვარე მცხოვრებლები გად-მომდგარიყვნენ და ავი თვალით უმზერდნენ ლიტანიობის დასაწყისს. მამა იოანე გალობით გაუძღვა მცირე სამწყსოს, სამჯერ შემოუარეს უძველეს ტაძარს და როდესაც მოძღვარმა სიხარულით შესძახა „ქრისტე აღსდგა“ და მრევლმაც „ჭეშმარიტად“ უპასუხა, სტვენით და სიცილ-ხარხარით მორწმუნეთა გამოჯავრება დაიწყეს ახლადშეკედლებულებმა. შეშფოთდა მრევლი, მამა იოანეს სახეზეც წუხილი გამოიხატა, მაგრამ მოიკრიბა სულიერი ძალა და უღმერთოთა ღრიანცელის თანხლებით გააგრძელა სადღესასწაულო ღვთისმსახურება. ლიტურგიის დასრულებისას მოკლედ იქადაგა მამა იოანემ კლდესა ზედა აშენებულია და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან ეკლესიას. მომდევნო წელს ანჩისხატის ტაძარიც გაუქმდა. დეკანოზ იოანეს მიერ იმედით წარმოთქმული სიტყვა კი მაინც გამართლდა, თუმცა უფრო მოგვიანებით როდესაც 1988 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II სამღვდელოებასთან ერთად აღადგინა ღვთისმსახურება თბილისის ამ უძველეს ტაძარში.

ივანე სიმონის ძე ლუკაშვილი დაბ. 1873წ. მართლმ. მღვდელი სოფ. ვანათი ერედვი


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1911-)

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: სოფელი ვანათი

1908 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილებამ საზოგადოების წევრობის მსურველთა სია გაუგზავნა. სიაში ზემო ნიქოზიდან იყვნენ ალექსანდრე ილარიონის ძე კასრაძე , ქვემო ნიქოზიდან – მღვდელი დავით კაპანაძე, ტირძნისიდან – მღვდელი სპირიდონ ანდრიას ძე კასრაძე, ქემერტიდან – მღვდელი დიმიტრი ანდრიას ძე კასრაძე, დიციდან – მღვდელი იოსებ კაპანაძე, ვანათიდან – მღვდელი ივანე ლუკიანოვი, შინდისიდან – მღვდელი დავით სვიმონიშვილი, თამარაშენიდან – გიგია აბესალომის ძე მაჩაბელი და ივანე აბესალომის ძე მაჩაბელი, ყელქცეულიდან – მიხეილ ანტონის ძე ლიაძე, საქაშეთიდან – დიმიტრი ნიკოლოზის ძე დიასამიძე.


25.08.2023  კარიბჭე

1920-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) მამა იოანე ლუკაშვილს დეკანოზის წოდება მიანიჭა და ანჩისხატის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. ეს ამბავიც მისი წინამძღვრობისას მომხდარა.


1931 წელს, აღდგომის ღამეს ანჩისხატის ტაძარში ოციოდე მორწმუნეს შეეფარებინა თავი, რომელთა შორის მოხუცები ჭარბობდნენ. ანჩისხატის შემოგარენში არსებული სახლები მთავრობას ეკლესისსთვის ჩამოერთმია და ათასი ჯურის ხალხი შეესახლებინა შიგ. ტაძრის გაპარტახება უკვე მოესწროთ კომუნისტებს. ანჩის სასწაულმოქმედი ხატიც უპატიოდ მოეშორებინათ ეკლესიიდან. აივნიდან ცნობისმოყვარე მცხოვრებნი გადმომდგარიყვნენ და ავი თვალით უცქერდნენ ლიტანიობის დასაწყისს. მამა იოანე გალობით გაუძღვა მცირე სამწყსოს, სამჯერ შემოუარეს უძველეს ტაძარს და როდესაც მოძღვარმა სიხარულით შესძახა: "ქრისტე აღსდგა" და მრევლმაც "ჭეშმარიტადო", უპასუხა, სტვენით და სიცილ-ხარხარით მორწმუნეთა გამოჯავრება დაიწყეს ახალშეკედლებულებმა. შეშფოთდა მრევლი. შეწუხდა მამა იოანეც, მაგრამ სულიერი ძალები მოიკრიბა და უღმრთოთა ღრიანცელის თანხლებით გააგრძელა სადღესასწაულო ღვთისმსახურება.


ლიტურგიის დასრულების შემდეგ მამა იოანემ იქადაგა - კლდესა ზედა აშენებულია და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან ეკლესიას. მომდევნო წელს ანჩისხატის ტაძარიც გაუქმდა. მამა იოანეს ნათქვამი სიტყვა 1988 წელს გამართლდა - უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამღვდელოებასთან ერთად აღადგინა ღვთისმსახურება ანჩისხატის წმინდა ტაძარში.


ტექსტის წყარო: "საპატრიარქოს უწყებანის" არქივი.


სურათზე: ვანათის საეკლესიო-სამრევლო სკოლა. ცენტრში - მღვდელი, იოანე ლუკაშვილი. გადაღებულია 1909 წელს.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 31.08.2025
ბოლო რედაქტირება 31.08.2025
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0