სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12010

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ნიკონ მარკოზის ძე სალარიძე დაბ. 1848-1930წწ. დეკანოზი დაბ. სოფ. წაღვლი, გორი ნიკონ მარკოზის ძე სალარიძე დაბ. 1848-1930წწ. დეკანოზი დაბ. სოფ. წაღვლი, გორი
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი სალარიძე სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

125       ბეჭდვა

ნიკონ მარკოზის ძე სალარიძე დაბ. 1848-1930წწ. დეკანოზი დაბ. სოფ. წაღვლი, გორი



დეკანოზი ნიკონ სალარიძე
დეკანოზი ნიკონ სალარიძე 1848 წელს, გორის რაიონის სოფელ წაღვლში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. მამამისი, მღვდელი მარკოზ სალარიძე გორის რაიონის სოფელ წაღვლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მსახურობდა. 1866-70 წლებში თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1871 წლის 29 მარტს თბილისის ორბელიანების წმინდა ნიკოლოზის სახელობის კარის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა, სადაც წელიწად-ნახევარი იმსახურა. XIX საუკუნის 80-იან წლებში ჯერ დიაკვნად, შემდეგ კი მღვდლად აკურთხეს და წაღვლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნეს. 1890–91 წლებში, მამა ნიკონის თაოსნობით, წაღვლის ტაძარი საფუძვლიანად გაარემონტეს, რისთვისაც მან პირადი ხარჯიდან გაიღო 400 მანეთი.


ამასთან დაკავშირებით, 1891 წლის მარტში იგი საგვერდულით დაჯილდოვდა. 1898 წლის 23 ივნისს, თავისი თხოვნის საფუძველზე, დაინიშნა ატოცის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად. 1904 წლის აღდგომას, წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე დაჯილდოვდა სკუფიით. 1910 წლის 6 მაისს უბოძეს კამილავკა, ხოლო 1914 წლის 6 მაისს — სამჯერდე ოქროს ჯვრით დააჯილდოვეს. 1918 წლის 1 ოქტომბერს ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) დეკანოზის წოდება მიანიჭა. 1926 წელს, 78 წლის ასაკში, ჯანმრთელობის გაუარესებისა და მოხუცებულობის გამო, მსახურებას ჩამოშორდა და ოფიციალურად აღარ იხსენიება სამღვდელოთა რიგებში. დეკანოზი ნიკონი XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში გარდაიცვალა.


მამა-შვილი –– ნიკონ და დავით სალარიძეები

დეკანოზი ნიკონ მარკოზის ძე სალარიძე 1849 წელს თბილისის გუბერნიაში, გორის მაზრაში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. ჰყავდა ძმა, დეკანოზი იოანე და ერთი და  თეოდოსია. დეკანოზმა ნიკონმა დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი და 1872 წლის  29 მარტს თბილისის ორბელიანების წმ. ნიკოლოზის სახელობის კარის ეკლესიის მედავითნედ განამწესეს. 1873 წლის 16 ოქტომბერს კრწანისის ბერძნული წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1877 წელს კუკიის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში დაადგინეს. 1882 წლის 17 ოქტომბერს ის დიაკვნად აკურთხეს და ისევ მედავითნის შტატში დატოვეს. 1882 წლის 8 დეკემბერს დიაკვნის შტატში დაამტკიცეს. 1886 წლის 15 აგვისტოს მლვდლად დაასხეს ხელი და საკორინთლოს წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში დაინიშნა. 1888 წელს წაღვლის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს. 1889 წელს მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1891 წლის მარტში, მისი მო თავეობით, წაღვლის ტაძარი შეკეთდა, რისთვისაც მან პირადი ხარჯიდან გაიღო 400 მანეთი. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) საგვერდულით დააჯილდოვა. 1896 წელს მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1898 წლის 23 ივნისს ატოცის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს. 1900 წლის 30 ივნისს გორის მაზრის V ოლქის სამლვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს. 1901 წელს ბრეძის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის შეკთებისთვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1902 წელს სკუფია უბოძეს. ამავე წელს ატოცის ეკლესიის შემკეთებელი საბჭოს წევრად აირჩიეს. 1903 წელს საციხურის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის აღდგენისთვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1907 წელს სამთავრხუცესო საბჭოს წევრად დაინიშნა. 1910 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1913 წლის 12 თებერვალს ატოცის სასოფლო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს. 1914 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1918წლის 1 ოქტომბერს ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) დეკანოზის წოდება მიანიჭა. 1926 წელს, მოხუცებულობის გამო, თავი დაანება სამსახურს და პენსიაზე გავიდა. ცხოვრობდა ქ. ბორჯომში, თავისი უფროსი შვილის, დავითის სახლში. იქვე გარდაიცვალა 1930 წლის 12 სექტემბერს და 16 სექტემბერს ადგილობრივ სასაფლაოზე დაკრძალეს. ჰყავდა მეუღლე ––ეკატერინე ბესარიონის ასული ლიაძე (1859) და შვილები: მღვდელი დავითი, ისიდორე, ლეონტი ლევანი, გიორგი, ალექსანდრე, იროდიონი, ანა და ქეთევანი. 

მამის გზა უფროსმა ვაჟიშვილმა, დავითმა გააგრძელა, რომელიც 1879 წელს დაიბადა. 1889-1893 წლებში გორის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1894 წელს თბილისში, ეგზარქოსების წმ.  ჯვრის სახელობის კარის ეკლესიის მორჩილად განამწესეს. 1899 წლის 26 აპრილს ეგზარქოსების წმ. ჯვრის სახელობის კარის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1900 წლის 1 ივნისს ერევნის ღვთისმშობლის საფარველის სახელობის საკათედრო ტაძრის მედავითნედ გადაიყვანეს. ამავე წლის 30 დეკემბერს ისევ ეგზარქოსების კარის ეკლესიის მედავითნედ დაადგინეს. 1901 წლის 4 დეკემბერს გორის „ოქონის“ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში, მედავითნის შტატში განამწესეს. 1902 წლის 10 მარტს
17-1  საპატრიარქოს უწყებანი N17 30აპრილი-6მაისი 2015წ გვ.19
მამა-შვილი –– ნიკონ და დავით სალარიძეები (გაგრძელება)
დიაკვნად აკურთხეს. 1902 წლის 23 დეკემბერს გორის ლვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ეკლესიაში იმავე თანამდებობაზე გადაიყვანეს. 1902 წლის 1 სექტემბრიდან 1905 წლის 1 სექტემბრამდე გორის საკათედრო ტაძართან და ოქონის ეკლესიასთან არსებულ სამრევლო-საეკლესიო სკოლებში საღვთო სჯულს ასწავლიდა. 1905 წლის 4 ივლისს დიაკვნის შტატში დაინიშნა. 1910 წლის 19 ნოემბერს ფოთის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ეკლესიაში გადაიყვანეს და პროტოდიაკვნის წოდება მიენიჭა. 1914 წლის 11 დეკემბერს თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის
პროტოდიაკვნად გადაიყვანეს. 1915 წელს მამა დავითის უბედურება დაატყდა თავს. ტრაგიკულად დაიღუპა მისი უფროსი ვაჟი -–– ირაკლი. ამის შესახებ იმჟამად გამომავალი გაზეთი „საქართველო“ წერდა: „უბედური შემთხვევა.

ნიკონ სალარიძის მეუღლე ეკატერინე და შვილები: ლევანი და ქეთევანი.

27 მაისს, ნაშუადღევის  3 საათზე, სიონის ტაძრის ეზოში ასტყდა ხმაური:  ჩხუბი, ჩხუბიო. გამოირკვა შემდეგი: თავადაზნაურობის კომისიას სიონში გაეგზავნა ავტომობილით მცენარეულობა და ყვავილები კ. ა. მუხრანბატონის კუბოს შესამკობლად. სიონში შესასვლელ კარებთან ქუჩაზე მისულიყო სიონის პროტოდიაკონის დავით სალარიძის 13 წლის ვაჟი და ავტომობილზე შემჯდარიყო. ბავშვს გასჯავრებია შოფერი. ბავშვი გაქცეულა, სამრეკლოს გვერდით ქუჩაზე წაქცეულა და იქვე სული დაულევია“. 1917 წლის 12 მარტს (ახ. სტ. 25 მარტი) სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გამოცხადდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. წირვაში მონაწილეობდა პროტოდიაკვანი დავით სალარიძეც. ამავე წლის 13 აგვისტოს ქართველმა სამღვდელოებამ მიიღო გადაწყვეტილება თბილისის ეპარქიის აღდგენის შესახებ. თბილისის ქალთა საეპარქიო სასწავლებლის  დარბაზში ჩატარდა თბილელი მიტროპოლიტის არჩევნები, რომელზეც ერთხმად აირჩიეს ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე), აქვე მიენიჭა მას მიტროპოლიტის წოდება. 15 აგვისტოს სიონის საკათედრო ტაძარში საეკლესიო წესით დაადგინეს თბილელ მიტროპოლიტადაც. უამრავი ხალხის თანდასწრებით პროტოდიაკვნმა დავითმა წაიკითხა აქტი: „განბჭობითა და გამოწვილვითა საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობისა და სამღვდელოთა და საეროთა დასთა თბილისისა და სხვათა საქართველოს ქალაქთაითა, თავდადებულ იქმნა უძველესი საყდარი თბილელ მიტროპოლიტთაი, რომელიც ერთი საუკუნე განიცდიდა ქვრივნობასა, ხოლო საყდარსა ამისა ზედა შთაგონებითა სულისა წმიდისა და შემოკრებილთა ერთსულოვან თანხმობითა აღრჩევითა, აღიყვანების სრულიად საქართველოს ეკლესიის კათალიკოზ-პატრიარქის მოსაყდრე ეპისკოპოსი ლეონიდი, ვილოცოთ მისთვის და ვთქვათ -– აქსიოს“. 1919 წელს ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) პროტოდიაკვან დავითს მღვდლად დაასხა ხელი და ურბნისის ეპარქიაში, სოფ. რუისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად განამწესა. XX ს-ის 20-იანი წლების დასაწყისში რუისის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხების შემდეგ რუისში ადგილობრივმა ხელისუფლებამ დააპატიმრა მამა დავითის მრევლის წევრები. მოძღვარი გამოესარჩლა მათ, ცდილობდა, გადაერჩინა ისინი და მაგრამ ვერაფერს გახდა. უღმერთო ჯალათებმა 96 კაცი დახვრიტეს. ამ ამბავმა ძალზე ცუდად იმოქმედა მოძღვარზე. მან ანაფორა გაიხადა და ქ. ბორჯომში გადასახლდა საცხოვრებლად. ცოტა ხანში იგი ბორჯომის საკურორტო მმართველობაში იწყებს
მუშაობას. 1927 წლის 3 თებერვალს საარჩევნო კომისიის გორის სამაზრო აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომის ოქმში ვკითხულობთ: „ბორჯომში მცხოვრები დავით სალარიძე 1924 წლამდე იყო მღვდლად, ხოლო ამ ხნიდან დაანება თავი მღვდლობას და მსახურობს საბჭოთა დაწესებულებაში, არის პროფკავშირის წევრი. ვინაიდან დღიდან მღვდლობის მიტოვებისა გასულია მხოლოდ 3 წელი, ამიტომ თანახმად საარჩევნო ინსტრუქციის მე-8 მუხლისა, უფლებებში აღდგენაზე სალარიძეს უარი ეთქვას.
მარცხნიდან: პროტოპრესვიტერი ალექსანდრე გაბუნია, დეკანოზი პლატონ ცქიტიშვილი და მლვდელი დავით სალარიძე (პროტოდიაკვნის შესამოსელში). ლიტანიობა; 

დასტური ეთხოვოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. თავჯდომარე -– ვ. ქურდაძე, მდივანი სერ. გერსამია“. ამ ეტაპზე მას უარი ეთქვა, უფლებები აღდგენოდა. 1929 წლის 23 იანვარს უკვე ბორჯომის ქალაქის საარჩევნო კომისიამ მიმართავს გორის სამაზრო კომისია: „მიუხედავად იმისა, რომ დავით სალარიძე სცხოვრობდა რელიგიური კულტის სამსახურისაგან მიღებული შემოსავლით, მაგრამ უკვე ოთხი წელია დაანება თავი  მღვდლობას, ეწევა სარგო და ზოგადსასარგებლო შრომას, დაამტკიცა თავისი ლოიალობა საბჭოთა მთავრობის მიმართ და არის პროფკავშირის წევრი, ვთხოვთ გორის სამაზრო საარჩევნო კომისიას ,აღძრას შუამდგომლობა ცენტრალურ საარჩევნო
17-2 საპატრიარქოს უწყებანი N17 30აპრილი-6მაისი 2015წ გვ.20
მამა-შვილი –– ნიკონ და დავით სალარიძეები (დასასრული)
კომისიის წინაშე, რათა მოქალაქე დავით ნიკონის ძე სალარიძე იქნეს აღდგენილი საბჭოთა საარჩევნო ხმის უფლებებში. თავჯდომარე -- გელაშვილი, მდივანი -- ჩიგოგიძე“. 1952 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკმა (ფხალაძე) იგი სასულიერო ხარისხში აღადგინა და როგორც ყოფილ პროტოდიაკვანს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაევალა ღვთისმსახურება. უკანასკნელად 1956 წელს ჩანს მოქმედი სამღვდელოების რიგებში. 1960 წელს აღწერილ საქართველოს ეკლესიის სამღვდელოების სიებში უკვე აღარ იხსენიება. ჰყავდა მეუღლე -- სოფიო დავითის ასული იშხნელი (1887) და შვილები: ირაკლი (1902-1915) და შალვა (1905). სხვანაირად წარიმართა მისი უმცროსი ვაჟის, შალვას ცხოვრება. იგი საბჭოთა წყობის ერთგული წევრი გახდა და გორის მაზრაში, სოფ. რუისის მილიციის უფროსად მუშაობდა. აქ მან ადგილობრივ მოსახლეობას თავი ცუდად დაამახსოვრა. ამის შესახებ გაზეთ „კომუნისტში „თვითმაცქერლის ფსევდონიმით უცნობი ავტორი წერდა: „რაიმილიციის უფროსად არის ყოფილი მღვდლის შვილი შალიკო სალარიძე, რომლის საქციელიც აუტანელია გლეხობისათვის. ხშირად ნახავთ მის ცხენს რომელიმე საწყალ გლეხის კარზე დაბმულს, სადაც მოქალაქე შალვა, წელში მათრახ გარჭობილი, ქეიფობს და დროს ატარებს. ქეიფით რომ გულს იჯერებს, ნაგანის ტუჩით  დაუწყებს გლეხს ცემას და დაშინებას. 25 ივლისს რუისის თემ-აღმასკომის თავჯდომარე გიორგი
ვარნაზოვი და შალიკო სალარიძე მოვიდნენ ძალზე მთვრალები აღმასკომის შენობაში და იქ ვითომც დაიძინეს, მაგრამ რა დააძინებდათ: თემ-აღმასკომის კასის ფული ჰქონდათ შეჭმული და ფიქრობდნენ, ვისთვისმე მოეხვიათ თავზე. დილა რომ გათენდა, მათ ხრიკი მოსდეს მილიციის უმცროს თანამშრომელს ალექსი მამესწარაშვილს. შენ მომპარე ჯიბიდან გასაღები, გააღე კასა, ამოიღე ფული და ისევ ჯიბეში ჩამიდეო, -- ურცხვად აბრალებდა თემ-აღმასკომის თავჯდომარე გიორგი ვარნაზოვი და მისი თანხმობით შალიკო სალარიძემ დააპატიმრა უდანაშაულო ალექსი მამესწარაშვილი, რომელიც არ გაატარეს პატიმრების წიგნაკში. ამ დროს მილიციის უფროსი არ იყო სამმართველოში. შემდეგ ბოდიშის მოხდით გამოუშვეს ალექსი და თან უთხრეს, რომ არსადა სთქვაო. ამ ამბავმა მიაღწია გორის პოლიტბიურომდე და დატუსაღებულ იქნა გიორგი ვარნაზოვი, ხოლო გარეთ დარჩენილმა შალიკო სალარიძემ კი შვებულებაში წასული მამესწარაშვილი უმიზეზოდ მოხსნა სამსახურიდან. ხსენებული მილიციონერი ხუთი წლის ნამსახურია და შენიშნული არაფერში ყოფილა“.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.09.2025
ბოლო რედაქტირება 15.12.2025
სულ რედაქტირებულია 7





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0