სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12189

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
გიორგი უჩარდიას ძე ჩაგუნავა 1850-1907წწ მღვდელი. შვიდი შვილი; გიორგი უჩარდიას ძე ჩაგუნავა 1850-1907წწ მღვდელი. შვიდი შვილი;
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ჩაგუნავა სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

86       ბეჭდვა

გიორგი უჩარდიას ძე ჩაგუნავა 1850-1907წწ მღვდელი. შვიდი შვილი;


მღვდელი გიორგი ჩაგუნავა 1850-1907
მღვდელი გიორგი უჩარდიას ძე ჩაგუნავა 1850 წელს დაიბადა. 1878 წელს დაამთავრა ყუბანის ოლქის საოსტატო სემინარია. 1880 წლის 10 იანვარს ჯვარი დაიწერა მღვდელ ეფრემ კასრაძის ასულ მაკრინეზე. 1878-90 წლებში მასწავლებლობდა დაბა ჯავაში, შემდგომ თბილისის აკოფოვის კერძო გიმნაზიაში, ასევე თბილისის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის კათოლიკეთა ეკლესიის სკოლასა და თბილისის სემინარიის საჩვენებელ-სამაგალითო სკოლაში. 1889 წელს იმავე სასწავლებლის ეკონომოსი ხდება. 1890 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და თბილისის სემინარიის ეკლესიის მოძღვრად დაინიშნა.


1892 წლის 15 თებერვალს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1896 წლის აღდგომას, წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე, სკუფია უბოძეს. 1899 წლის 8 აგვისტოს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა. 1902 წლის 6 მაისს კამილავკით დაჯილდოვდა. მღვდელი გიორგი 1907 წლის 5 ივნისს გარდაიცვალა. დაკრძალულია ქაშვეთის ტაძრის ჩრდილოეთ კედელთან. კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) მასზე საუბრისას აღნიშნავდა: „მღვდელი გიორგი იყო სამაგალითო მასწავლებელი, მშვიდი და წყნარი მოძღვარი და იშვიათი გულკეთილი ადამიანი“. მამა გიორგი ჩაგუნავას 2007 წლის 5 ივნისს გარდაცვალებიდან 100 წელი შეუსრულდებოდა. ფოტო მოგვაწოდა მამა გიორგის შვილიშვილმა, ბატონმა ვაჟა ჩაგუნავამ.

მღვდელი გიორგი ჩაგუნავა 1851-1907 „სამაგალითო მასწავლებელი, მშვიდი და წყნარი მოძღვარი“

მღვდელი გიორგი უჩარდიას ძე ჩაგუნავა 1851 წელს ქუთაისის გუბერნიაში, სენაკის მაზრაში, გლეხის ოჯახში დაიბადა. თავდაპირველად სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1878 წელს დაამთავრა ყუბანის საოსტატო სემინარია და ამავე წლის 14 ივნისს ჯავის ერთკლასიან სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 1880 წლის 1 სექტემბრიდან 1881 წლის 1 ივლისამდე თბილისის ტერაკოფოვის კერძო გიმნაზიაში მუშაობდა. 1881 წლის 1 ნოემბრიდან 1887 წლის 1 ნოემბრამდე თბილისის კათოლიკეთა ღვთისმშობლის მიძინების ტაძართან არსებული დაწყებითი სკოლის, ხოლო 1887 წლის 1 სექტემბრიდან 1890 წლის 1 ივლისამდე თბილისის სასულიერო სემინარიის საჩვენებელ-სამაგალითო სკოლის პედაგოგია.

1887 წელს თბილისში ქართველმა საზოგადოებამ ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ერთერთ ფუძემდებელს, მსახიობ ვასო აბაშიძეს იუბილე გადაუხადა. იუბილეზე წაიკითხეს მისალოცი ბარათები. მომღერალ ვლადიმერ აღნიაშვილის გუნდის მისალოცი ბარათი გიორგი ჩაგუნავამ წაიკითხა. მამა გიორგიმ 1880 წლის 10 იანვარს ჯვარი დაიწერა მღვდელ ეფრემ კასრაძის ასულ მაკრინეზე (1857). ჰყავდა შვილები: ეკატერინე (1882), ნიკოლოზი (1884), ნინო (1885), მარიამი (16.10.1886, მოინათლა 1887 წლის 19 მაისს, ნათლიები იყვნენ თედო ჟორდანია და ანა დავითის ასული ტარსაიძე, ნათლობა შეასრულეს დეკანოზმა ნიკოლოზ არდაზიანმა და დიაკვანმა მირონ ომანაძემ), მართა (1889; 1904 წლიდან 1918 წლის მაისის ბოლომდე ასწავლიდა დიდუბის ტაძართან არსებულ სამრევლო სკოლაში), ევგენია (1894; დაამთავრა თბილისის ქალთა ეპარქიალური სასწავლებელი), ალექსანდრე (1896; დაამთავრა თბილისის მე-4 ვაჟთა გიმნაზია), შალვა (1900). 1889 წლის 22 დეკემბრიდან ის თბილისის სასულიერო სემინარიის ეკონომოსია. 1890 წლის 14 იანვარს დიაკვნად აკურთხეს და სემინარიის კარის ეკლესიაში დაინიშნა. 1890 წლის 17 მაისს მღვდლად დაასხეს ხელი და სემინარიის სულიერ მოძღვრად დაადგინეს.

1892 წლის 15 თებერვალს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1896 წელს სკუფია უბოძეს. იგი ასევე დაჯილდოებული იყო რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის სახელობის ვერცხლის მედლით.. 1897 წლის 24 აგვისტოდან 1898 წლის 1 სექტემბრამდე თბილისის წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძარზე მიწერილ წმ. თეოდოსი ჩერნიგოველის ტაძართან არსებულ სამრევლო სკოლაში საღვთო სჯულის პედაგოგი იყო.
1898 წლის 1 ნოემბერს მღვდელი გიორგი გაათავისუფლეს თბილისის სასულიერო სემინარიის ეკონომოსის და მოძღვრის თანამდებობიდან. საქმე შემდეგში გახლდათ: 1898 წლის 14 ივლისს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორად დაინიშნა არქიმანდრიტი გერმოგენი (დოლგანოვი, შემდგომში ტობოლსკისა და ციმბირის ეპისკოპოსი, დახვრიტეს 1918 წელს კომუნისტებმა, შერაცხილია წმინდანთა
დასში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გ. მ.), რომელმაც თავის თანაშემწედ მლვდელ-მონაზონი დიმიტრი (აბაშიძე) დანიშნა. დანიშვნისთანავე მან გადაწყვიტა, თავიდან მოეშორებინა მამა გიორგი, რომლისთვისაც ადგილის ძებნა დაიწყო. ბოლოს ადგილი გამონახა: პენსიაზე უნდა გაეშვათ ვერის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი სოლომონ ელიოზიშვილი, მის ადგილზე გადაეყვანათ ქაშვეთის ტაძრის მეორე მღვდელი გრიგოლ გამდლიშვილი და ამ უკანასკნელის ადგილზე დაენიშნათ მამა გიორგი. მან ეს მოსაზრება
გაუზიარა ეგზარქოს ფლაბიანეს (გოროდეცკი), რომელმაც ნებართვა მისცა, ასე მოქცეულიყო. თუმცა ამ საქმის მოგვარებას თითქმის ერთი წელი დასჭირდა. ამ პერიოდში კი, 1898 წლის 1 ნოემბრიდან 1899
წლის 8 აგვისტომდე, მამა გიორგი თბილისის პირველი სამისიონერო ტაძრის წინამძღვარი იყო. აქვე უნ .  და აღინიშნოს ისიც, რომ არქიმანდრიტ გერმოგენის ლოცვა-კურთხევით, 1899 წლის 29 მაისს სემინარიის მეხუთე კურსიდან გარიცხეს იოსებ ჯუღაშვილი, მომავალი სკკპ ცენტრალური კომიტეტის მდივანი იოსებ სტალინი. 1899 წლის 8 აგვისტოს მამა გიორგი ქაშვეთის წმ. გიორგის ტაძრის მეორე მღვდლად დაინიშნა. 1898 წლის 7 სექტემბრიდან 1903 წლის 1 ოქტომბრამდე იგი ერთდროულად თბილისის სამი დაწყებითი სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებელი იყო, მათ შორის, ქაშვეთის ტაძართან არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლისა.
XIX ს-ის მიწურულს გადაწყდა ქაშვეთის ძველი ტაძრის დანგრევა და ახლის აგება. ტაძრის აშენე-

20-1  საპატრიარქოს უწყებანი N20 9-15ივნისი 2016წ გვ.19
მღვდელი გიორგი ჩაგუნავა 1851-1907 „სამაგალითო მასწავლებელი, მშვიდი და წყნარი მოძღვარი“ (გაგრძელება)
თბილისის სასულიერო სემინარიის პედაგოგები და მოწაფეები. მესამე რიგში მარჯვნიდან მესამე მღვდელი გიორგი ჩაგუნავა.

ბა იტვირთა ქაშვეთის ეკლესიის მამულების გამგე კომიტეტმა, რომლის შემადგენლობაში ტაძრის ბალავრის ჩაყრისას შედიოდნენ სამრევლოს სამი წარმომადგენელი, კრებული და მოლარე-მნათე, მათ შორის იყო მამა გიორგი ჩაგუნავაც. 1902 წლის 15 მაისს მამა გიორგის კამილავკა ეწყალობა. ამასთან დაკავშირებით შემორჩენილია ერთი მოგონება: 1901 წლის 10 ნოემბერს საქართველოდან ხარკოვის კათედრაზე გადაიყვანეს ეგზარქოსი ფლაბიანე (გოროდეცკი), რომელიც თბილისის სამღვდელოების ზოგიერთმა წარმომადგენელმა ყარაიაზის სადგურამდე გააცილა. საუბრისას მან გამოთქვა სინანული საქართველოდან წასვლის გამო,
რადგან თავისი ძვლების დაფვლას აქ ფიქრობდა. გამომშვიდობებისას მან სამღვდელოებას დააბარა: „მღვდელი გიორგი ჩაგუნავა ერთადერთი მღვდელია, რომელსაც ჩემგან ჯილდო არ მიუღია, მაგრამ შეცდომას უსათუოდ გამოვასწორებ ჩემი მემკვიდრის მეოხებითო“. წელს მამა გიორგი კამილავკით დაჯილდოვდა. 1907 წლის 27 თებერვალს მამა გიორგიმ, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, სინოდალურ კანტომართლაც, მომდევნო რას შტატიდან გასვლა და პენსიის დანიშვნა სთხოვა. 1907 წლის 4 აპრილს ექიმებმა მას დასვენება ურჩიეს, რადგან მძიმედ იყო დაავადებული, აწუხებდა ქრონიკული ბრონქიტი, არტერიოსკლეროზი, გული, გადიდებული ჰქონდა ღვიძლი, მარცხენა მხარე პარალიზებული და ცენტრალური ნერვიული სისტემა დაზიანებული. უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე (ცინცაძე), რომელიც იმჟამად ქაშვეთის ტაძრის
წინამძღვარი იყო, ასე იხსენებს მამა გიორგის ავადმყოფობის ამბავს: „ქაშვეთის ეკლესიას ჰყავდა მეორე მღვდელი, მამა გიორგი ჩაგუნავა, უკეთილესი კაცი და მშვენიერი თანამწირველი. სამწუხაროდ,
1903 წლიდან ნერვიული დაავადება ტანჯავდა და 1906 წლის დამლევს დამბლა დაეცა -- მარჯვენა კიდურები და ენა წაერთვა. 1904 წელს ეგზარქოს ალექსის ვთხოვე, შტატის დიაკვანი დ. ლაზარიშვილი მღვდლად ეკურთხებინა. თხოვნა შემისრულა, ამიტომ მამა გიორგის ავადმყოფობით მრევლს არაფერი დაკლებია, მაგრამ 1907 წლის მარტში ექიმებმა თქვეს, მამა გიორგი დიდხანს ვერ გაატანს და ყველაფრისთვის უნდა ვიყოთო მზად.

20-2 საპატრიარქოს უწყებანი N20 9-15ივნისი 2016წ გვ.20
მღვდელი გიორგი ჩაგუნავა 1851-1907 „სამაგალითო მასწავლებელი, მშვიდი და წყნარი მოძღვარი“ (დასასრული)

ჩვენ, თანამოსამსახურეთ, მის მრავალრიცხოვან ოჯახზე უნდა გვეფიქრა, რომელიც მარჩენალის გარდაცვალების შემდეგ სრულიად უსახსროდ
დარჩებოდა. საპენსიო ტიპიკონის მიხედვით, თუ 25 წელს ნამსახური მღვდელი ავადმყოფობის გამო პენსიაში გავიდოდა, მთლიან პენსიას, ე. ი. 300 მან. მიიღებდა, და თუ სიკვდილის შემდეგ ქვრივი მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩებოდა, პენსია უკლებლივ ცოლს მიეკუთვნებოდა. გადავწყვიტეთ, მამა გიორგი სამსახურიდან „გაგვეშვა“, ოღონდ ისე, რომ ეს მას არ სცოდნოდა. მამა გიორგის სახელით დავწერეთ თხოვნა (საუბარია ზევით ნახსენებ თხოვნაზე -– გ. მ.), რომელსაც
ხელს აწერდა მისი ქალიშვილი, და ამ ქალიშვილთან ერთად წავედი ეგზარქოს ნიკონთან (სოფისკი)... ეგზარქოსმა მიგვიღო. დაგვლოცა და ვუთხარით, ვინც ვიყავი.
-–- ჰო,დიდი ხანია მსურდა თქვენი ნახვა! ეს ქალიშვილი ვინ არის?
–- ჩემი თანამწირველის გოგონაა, -- მივუგე და ყველაფერი მოვუყევი.
–– კარგი, კარგი. ყოველივეს გავაკეთებ. თხოვნას ვინ აწერს ხელს?
– ეს ქალიშვილი.
––- დაადასტურეთ მისი ხელმოწერა! ვიღებ ქაღალს და ვწერ, რაც საჭიროა.
––- ბეჭედი თან გაქვთ? გაკვირვებით შევხედე.
– აბა, აბა, ნუ გაბრაზდებით, ვენდობით თქვენს ხელმოწერას, -- მითხრა ეგზარქოსმა, ადგა, დალოცა ქალიშვილი და გაუშვა დამშვიდებული. შემდეგ მე მომიბრუნდა: -– ჩვენ კი დავსხდეთ და გულახდილად ვისაუბროთ.
დავსხედით.
–– როგორ იქნება მამა გიორგის ბინის საქმე. ის ხომ ბინიდან უნდა წავიდეს? -– ვკითხე ეგზარქოსს.
–- კრების წევრები ყველანი ეკლესიის ბინებში ცხოვრობენ? ერთის გარდა, რომლისთვისაც ბინას ვქირაობთ. მაშინ მან წერილობითი თანხმობა მოგვცეს.
– მოგვცემს! კი, მაგრამ საძმო შემოსავალსაც უწილადებთ?
–- უსათუოდ! –– რაო, თქვენი ნათესავია?
––- დიახ, ნოეს მხრიდან,
–- უცნაურია. ჩვენთან ამას არ იზამდნენ!
–- არ ვიცი, თქვენთან რას იზამდნენ, ჩვენთან
კი ასე იქცევიან, -- ვუთხარი და ორი-სამი შემთხვევა მოვახსენე...“
მიუხედავად ექიმების აქტიური ჩარევისა, 1907 წლის 23 მაისს მამა გიორგი გარდაიცვალა. დაკრძალულია ქაშვეთის ტაძრის ჩრდილოეთ კედელთან.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) მამა გიორგიზე აღნიშნავდა: „მღვდელი გიორგი იყო სამაგალითო მასწავლებელი, მშვიდი და წყნარი მოძღვარი და იშვიათი გულკეთილი ადამიანი“

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.09.2025
ბოლო რედაქტირება 29.12.2025
სულ რედაქტირებულია 6





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0