სქემმღვდელმონაზონი მოსე ერისკაცობაში კონსტანტინე ილიას ძე სუმბაძე 1887 წელს გლე- ხის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, საღმრთო წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში, თავის ბიძასთან მღვდელმონაზონ ზენონთან ისწავლა. 1910 წლის 10 მაისს ჯვარ-ბოსლევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1911 წლის 18 დეკემბერს ვარდისუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის მედავითნედ გადაიყვანეს. 1913 წლის 9 ოქტომბერს თავისი თხოვნის საფუძველზე მედავითნეობიდან გათავისუფლდა და ამავე წლის 25 ოქტომბერს თხოვნით მიმართა აღმოსავლეთ საქართველოს მონასტრებისა და გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ნაზარის (ლეჟავა) „უმორჩილესად გთხოვთ მიმიღოთ მორჩილად თქვენდამი რწმუნებულ მონასტერში და თუ ღირს ვიქნები, შემდეგ აღმკვეცოთ ბერად“. 1913 წლის 21 ნოემბერს მიიღეს მორჩილად. 1914 წლის 13 მარტს არქიმანდრიტმა ნაზარმა ანაფორა უკურთხა. 1914 წლის 22 სექტემბერს მამა ნაზარი თხოვნით მიმართავს სინოდალურ კანტორას: „გთხოვთ ნება დამრთოთ ბერად აღვკვეცო და დიაკვნად მიკურთხოთ ჩემივე მონასტრის მორჩილი კონსტანტინე სუმბაძე, რომელიც კარგადაა მომზადებული ჩემს მიერ“. ბაქოს ეპისკოპოსმა პიმენმა შემდეგი მინაწერი გააკეთა ამ თხოვნაზე: „უარი ეთქვას მამა ნაზარს, თუ ასე სჭირდება მონასტერში დიაკონი, მაშინ მარტყოფის მონასტრიდან გადაიყვანოს ბერდიაკონი იოსები (ხარაზაშვილი)“.
36-1 საპატრიარქოს უწყებანი N36 22-28ნოემბერი 2007წ გვ.19
1915 წელს კონსტანტინე ბერად აღკვეცეს და სახელად კვიპრიანე უწოდეს. 1916 წელს დიაკვნად აკურთხეს. 1918 წელს მღვდლად დაასხეს ხელი. 1922 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1925 წელს კომუნისტებმა დახურეს გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერი და იქ მოღვაწე ბერებმა სხვადასხვა მონასტრებს შეაფარეს თავი. მამა კვიპრიანე შიო-მღვიმის მონასტერში დამკვიდრდა. 1925 წლის 15 დეკემბერს იგი თხოვნით მიმართავს . ამავე მონასტრის წინამძღვარს, იღუმენ ისეს (სუხიშვილი): „უმორჩილესად ვთხოვ თქვენს მაღალღირსებას ნება დამრთოთ მოვიტანო და დავდგა მონასტრის ეზოში, გარეშე მონასტრის ფუტკრისა, ჩემი საკუთარი ფუტკარი, რომელიც შედგება 2 დადანის სკისაგან. ამასთანავე, ვარწმუნებ თქვენს მაღალღირსებას, რომ ფუტკარი არის საღი და ჯანმრთელი და არავითარი სენით დაავადებული. ვსდებ პირობას, რომ არ მივითვისო მონასტრის ფუტკარი სკების ყრის დროს, არც არავითარი ხელსაწყო. უკეთუ ვინიცობაა მოკლე ხანაში, ე. ი. 10 წლის განმავ- ლობაში მომიხდა რაიმე მიზეზით მონასტრიდან წასვლა, უფლება მაქვს თუ წაღება არ მინდა და თუ ისურვებს მონასტერი მივყიდო მას და თუ მონასტერი არ იყიდის, მაშინ გავყიდო კერძო პირზე და თუ ხანგრძლივად მომიხდა აქ ცხოვრება და მერე აქედან წასვლა ჩემი საკუთარი ფუტკარი, თუ გამრავლებული მეყოლება იმ ჟამათ, უნდა დავუტოვო მონასტერს მეხუთედი და თუ განგებითა ღვთისათა განველ ამიერ სოფლით, მაშინ რაიც ფუტკარი აღმოჩნდეს, იგი შემიწირია ხსენებულ მონასტერზე. მონასტერი არაფერში მოვალე არ არის დამეხმაროს ფუტკრის მოვლა-მოშენებაში. თვინიერ მეზობლური განწყობილ დახმარებისა და არც მე ვარ მოვალე, რომ ჩემი საკუთარი ფუტკრიდან რაიმე მივსცე მონასტერს, ე. ი. თაფლი, სანთელი, თვინიერ პატივის ცემისა, ვისთვისაც მე მსურს“. 1928 წლის აღდგომას, ეკლესიაში ერთგული და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) მამა კვი პრიანე სამკერდე ოქროს ჯვრით დააჯილდოვა. 1930 წელს არქიმანდრიტმა ისემ დიდ სქემაში აღკვეცა და სახელად მოსე უწოდა. მამა მოსემ თავისი ცხოვრება მოწამეობრივად დაასრულა. ჩვენს ხელთ არის 1932 წლის 15 დეკემბრით დათარიღებული წერილი, რომელიც არქიმან- დრიტმა ისემ მისწერა წილკნელ ეპისკოპოს ალექსის (გერსამია), მამა მოსეს მკვლელობასთან დაკავშირებით, სადაც დეტალურად არის აღწერილი ეს ამბავი: „შაბათს, 3 დეკემბერს საღამოს, ჩემი პირადი საქმის გამო წამოვედი შიო-მღვიმის მონასტრიდან და დაუტოვე ჩემს მეგობარს, აწ განსვენებულ დიდსქემა მღვდელმონაზონ მოსეს ეკლესიის და საწინამძღვრო სახლის გასაღები. ასევე 10 თუმანი. თან დავუბარე, თუ ჩემი დისწული ჩამოვიდოდეს (ეხლაც ველოდები) და ჩამოიტანა ურმით ჩემი საზამთრო საზრდო, გადაეცა ურმის ქირა 10 თუმანი და თუ არ ეყოფოდა, თავისი დაემატებინა ჩემს მოსვლამდე და მიეცა ჩემი სახლის გასაღები, რომ ღამე გარეთ არ დარჩენილიყო. ასევე მორჩილ დათიკოს (ჩიტიშვილი – შემდგომში მღვდელ-მონაზონი) დავუბარე, რომ იგი გადასულიყო სოფელ სხალტბაში გადმოსატანად გამომცხვარი პურისა, სადაც დატოვებული მქონდა ფქვილი და ამის შემდეგ გავემართე მცხეთის გავლით თბილისისაკენ. 4 დეკემბერს თბილისში დავრჩი, 5-ში დილით გავედი თბილისიდან საფოსტო მატარებლით, გავუარე მცხეთაში კბილის ექიმს. ნაშუადღევს გავედი მცხეთიდან და 4 საათი იქნებოდა, მივედი მონასტერში. როცა შევედი მონასტრის გალავანში, ჰოი საშინელებავ! კატა ერთი მხრიდან მომეგება საშინელი კივილით და ძაღლი მეორე მხრიდან, რომელიც არაჩვეულებრივად წკმუტუნებდა, მელაქუცებოდა და ფეხქვეშ მიგორდებოდა. მიუახლოვდი ჩე-მი მეგობრის მოსე სუმბაძის ბინას.
36-2 საპატრიარქოს უწყებანი N36 22-28ნოემბერი 2007წ გვ.20
შევნიშნე, რომ მის საცხოვრებელ ბინას კლიტე ედო მხოლოდ. მეორე, რომელიც საკუჭნაოდ ჰქონდა და არავის თავის დღეში არ უშვებდა შიგ, ღია იყო. შევეხმაურე ორჯერ და ვთხოვე, ჩემი ბინის გასაღები მოეცა, მაგრამ შიგნიდან ხმა არავინ გამცა. ვიფიქრე, შეიძლება არ სცალია მეთქი და წავედი ჩემი სახლისაკენ. ავედი რა კიბეზე, შევნიშნე, შესავალი კარი ღია იყო და ფანჯარა ჩამტვრეული. შევედი რა აივანში, ჩემი საწოლის ოთახის კარი ფეხით იყო შელეწილი, აგრეთვე სამზარეულოსი, დიდი სასადილოსი და დარბაზისა. შევედი სახლში, მაგიდის უჯრები გამოღებული და არეული იყო. ქვეშაგები გადმოყრილი, ზოგი ტანისამოსი და საცვლები წაღებული. გავედი საკუჭნაო ოთახში, ვიხილე იქედან წაეღოთ ხუთი თონის პური და სამი თევ-ზი. ამავე დროს შევნიშნე, რომ მაგიდაზე ეწყო ეკლესიის გასაღები. კვლავ დავბრუნდი დაბლა განსვენებულის ოთახისაკენ. შევაღე კარი, შიგ არავინ დამხვდა. გამოვბრუნდი უკან ეზოში. ვი- პოვნე კლიტე გადაგდებული მოსეს საკუჭნაოსი. გამოვედი წინა ბალკონისკენ, დავიძახე, ძახი- ლით. ვეძახდი ხან მოსეს, ხან დათიკოს, მაგრამ ჩემს ხმას ბანს აძლევდა გამოძახილი ბუებისა და ჭოტებისა. ვიფიქრე, შეიძლება უბედურებას გაექცნენ, წავიდნენ მცხეთაში ან ძეგვში მილი- ციაში განსაცხადებლად. უკვე ბინდმა მოაღწია და მოვიდა ჩემი მორჩილი დათიკოც, როცა სახ- ლში შემოვიდა ჩემთან, გაკვირვებული შემეკითხა, რათ არის ფანჯრები დამტვრეულიო. მე ვკითხე: შენ არ იცი, რა მოხდა აქ მეთქი? მითხრა – არაო. ვუთხარ, როცა სოფელში წახვედი, სად იყო მამა მოსე მეთქი. მითხრა: აქ იყო და მთხოვა ჩქარა მოდიო, მცხეთაში მინდა წასვლაო. ის ღამე გავატარეთ მწუხარებაში, მეორე დილით ადრე კვლავ შეუდექით დათვალიერებას, რა იყო წამხდარი და რა წაღებული. ეკლესიაში არ შესულან და არც არა დაკარგულა. დათიკო წავიდა წყალზე, სადაც შეამჩნია XI ს-ისძველ საძმოს სატრაპეზოსთან აუარებელი სისხლი დაღვრილი და ზეგ აგურები და კრამიტები დაფარებული. ამოვიდა და შემატყობინა. მაშინვე გავიქეცი და ვიხილე საშინელება. იქვე აგურებთან შევნიშე გათრეული კაცი, რომელსაც მისდევდა სისხლის კვალი. ეყარა ორივე ყურები მოჭრილი და თმები. მკვდარი გადაეგდოთ ხევში. გამოეჭრათ ყელი, დაეჭრათ ორივე ხელის სავარცხლები და თითები იქვე ეგდო. თვალები ჩაჭყლეტილი ჰქონდა. როგორც ექიმმა შეამოწმა და სთქვა, აღმოაჩნდა 26 ჭრილობა სხვადასხვა ადგილას, წელს ზემოთ. იქვე ეგდო ტყავის ქამარი, რომელიც ზიდილის დროს გაეწყვიტათ. სახლში დაბრუნებისთანავე დავწერე წერილი, შევატყობინე მცხეთაში ეპისკოპოსს და მილიციას. მილიცია მოვიდა, მოიყვანა მეორე დღეს ექიმი, რომელმაც შეადგინა ოქმი და მოგვცეს ნება და- მარხვისა, რასაც სიმდაბლით მოგახსენებთ“.
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა, იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) იტვირთა. მეუფე ლეონიდემ ჯერ კიდევ წინამძღვრად დანიშვნამდე, 1901 და 1903 წლებში მოახატვინა წმინდა იოანე ნათლისმცემელისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრები რუს მხატვარ ნ. ანდრეევს. მონასტერს იგი 1911 წლის 7 დეკემბრამდე განაგებდა. 1911-15 წლებში მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი პიროსი (ოქროპირიძე). 1915 წლის თებერვლიდან გარდაცვალებამდე ისევ მეუფე ლეონიდე წინამძღვრობს. ამ პერიოდში მონასტერში მოღვაწეობდნენ სასულიერო პირები: ხაზინადარი მღვდელმონაზონი ისე (სუხიშვილი), მღვდელმონაზონი გაბრიელი (ქიტიაშვილი), მღვდელმონაზონი ხარლამპი (ხომასურიძე), სქემმღვდელმონაზონი გაბრიელი, ბერი მარკიანე, (ცინვაძე), ბერი ლუკიანე (გაბეჩაშვილი), ბერი მიხეილი (იმნაძე), ბერი ისიდორე, ბერი პანტელეიმონი (ჯოხაძე, შემდგომში დავითგარეჯის მონასტრის მღვდელმონაზონი).
მშვიდობიანი და დაწყნარებული ცხოვრება შიომღვიმის მონასტერში დიდხანს არ გაგრძელებულა. ჯერ იყო და 1919 წელს მენშევიკებმა ჩამოართვეს მონასტერს მიწები და ამით საარსებო საშუალება მოუსპეს ბერებს, 1921 წელს კომუნისტებმა საერთოდ აკრძალეს სარწმუნოება და ეკლესია.
1923 წლის 4 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) მონასტრის წინამძღვრად ახალგაზრდა მღვდელმონაზონი ეფრემი (სიდამონიძე, შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) დაადგინა. უმძიმეს პირობებში უხდებოდათ მამა ეფრემსა და სავანეში მყოფ ბერ-მონაზვნებს მოღვაწეობა. მონასტერი არაერთხელ გაძარცვეს და დაარბიეს. აქ მოღვაწე რამდენიმე ბერი მტარვალთა ხელით მოწამებრივად აღესრულა. ზოგიერთი თავის მშობლიურ კუთხეს დაუბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ღამეს მოსალოდნელი იყო თავდასხმა მონასტერზე, მამა ეფრემს არ მიუტოვებია იქაურობა. მღვდელმონაზონ ისესთან (სუხიშვილი) ერთად იგი ცდილობდა შეენარჩუნებინა მონასტრული ცხოვრება და წირვა-ლოცვა და ბერული ტრადიციისაებრ აღსრულებულიყო ყველაფერი. იმ პერიოდში მორჩილებად მივიდნენ იოანე აფციაური (შემდგომში არქიმანდრიტი პართენი) და დავით ჩიტიშვილი (შემდგომში იღუმენი დავითი). ისინი ეხმარებოდნენ მამებს საქონლის მწყემსვაში, სეფისკვერის გამოცხობასა და ფუტკრის მოვლაში. ამასთანვე, სწავლობდნენ ბერული ცხოვრების ანბანსაც.
მე-20 საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში, როდესაც აღმოსავლეთ საქართველოში დაიხურა რამდენიმე მონასტერი, იქ მოღვაწე მამების ნაწილიც ჯერ კიდევ მოქმედ შიომღვიმის მონასტერში დამკვიდრდა. ერთი მათგანი იყო ქვაბთახევის მონასტრის მღვდელმონაზონი სტეფანე (გიგოლაშვილი), რომელიც 1924 წლის 7 მაისით დათარიღებულ წერილში იღუმენ ეფრემს (სიდამონიძე) სთხოვს მონასტერში მიღებას: "გთხოვთ მიმიღოთ და ჩამწეროთ ძმათა შორის. ტაძრის დაკეტვა და წირვა-ლოცვის უქონლობა მაიძულებს, თავი დავანებო ჩემს მონასტერს, ქვაბთახევს. საბუთები არაფერი მაქვს, რადგან მონასტრის დაკეტვისა და ქონების ჩამორთმევის დროს წაღებულ იქნა ყველაფერი".
1925 წელს დაიხურა გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერი და იქ მოღვაწე მღვდელმონაზონი კვიპრიანე (სუმბაძე, შემდგომში სქემმღვდელმონაზონი მოსე, მოწამებრივად აღსრულებული 1932 წლის 4 დეკემბერს) ამავე წლის 15 დეკემბერს თხოვნით მიმართავს შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარს იღუმენ ისეს (სუხიშვილი): "უმორჩილესად ვთხოვ თქვენს მაღალღირსებას, ნება დამრთოთ, მოვიტანო და დავდგა მონასტრის ეზოში, გარეშე მონასტრის ფუტკრისა, ჩემი საკუთარი ფუტკარი, რომელიც შედგება ორი დადანის სკისაგან. ამასთან, ვარწმუნებ თქვენს მაღალღირსებას, რომ ფუტკარი არის საღი და ჯანმრთელი და არავითარი სენით დაავადებული. ვსდებ პირობას, რომ არ მივითვისო მონასტრის ფუტკარი სკების ყრის დროს, არც არავითარი ხელსაწყო. უკეთუ ვინიცობა მოკლე ხანაში ე.ი. 10 წლის განმავლობაში მომიხდა რაიმე მიზეზით მონასტრიდან წასვლა, უფლება მაქვს, თუ წაღება არ მინდა და თუ ისურვებს მონასტერი, მივყიდო მას და თუ მონასტერი არ იყიდის, მაშინ გავყიდო კერძო პირზე და თუ ხანგრძლივად მომიხდა აქ ცხოვრება და მერე აქედან წასვლა, ჩემი საკუთარი ფუტკარი თუ გამრავლებული მეყოლება, იმ ჟამათ უნდა დავუტოვო მონასტერს მეხუთედი და თუ განგებითა ღვთისათა განველ ამიერ სოფლით, მაშინ რაიც ფუტკარი აღმოჩნდეს, იგი შემიწირია ხსენებული მონასტერზე. მონასტერი არაფერში მოვალე არ არის, დამეხმაროს ფუტკრის მოვლა-მოშენებაში, თვინიერ მეზობლური განწყობილ დახმარებისა და არც მე ვარ მოვალე, რომ ჩემი საკუთარი ფუტკრიდან რაიმე მივსცე მონასტერს ე.ი. თაფლი, სანთელი, თვინიერ პატივისცემისა, ვისთვისცა მე მსურს".
1933 წელს ოქტომბერში მოკლეს ძეგვის ყოვლადწმინდა სამების სახელობის მამათა მონასტრის მღვდელმონაზონი რაფაელი (კურდოვი). სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) ძეგვის მონასტრის მოვლა-პატრონობა და ეკლესიის ნივთების თვალ-ყურის დევნა არქიმანდრიტ ისეს დაავალა. მამა ისემ ითხოვა, იქ არსებული ნივთები დროებით შიომღვიმეში გადაეტანათ შესანახად. ნებართვის მიღების შემდეგ მან აღწერა საეკლესიო ინვენტარი და გადაიტანა. მოგვყავს სია ამ ნივთებისა: 1) კანკელის ტილოს ხატები, 2) ივერიის ღვთისმშობლის ხატი კარგ "კიოტში", 3) ღვთისმშობლის ხატი დიდი ზომის "მსწრაფლშემწე", 4) ოთხი დიდი ზომის ტილოზე დახატული სხვადასხვა ხატები, 5) სამეუფეო კარი მოოქროვილი გარეშე კანკელისა, 6) ხის ჯვარი მიცვალებულზე გასაძღოლი, 7) ყვითელი თითბერის ჯვარი, 8) თითბირის შვიდსანთელა, 9) 4 ცალი მოზრდილი შანდალი, 10) 2 შანდალი თეთრი თითბერისა დასადგამი, 11) ერთი წყვილი მაუდზე დახატული საეკლესიო დროშა, 12) პატარა ზომის სლავიანური სახარება უბრალოდ შეჭედილი ვერცხლის თხელი ფენით.
XX საუკუნის 30-იანი წლების შუა ხანებში მონასტერში მხოლოდ არქიმანდრიტი ისე, მღვდელმონაზონი პართენი (აფციაური) და ბერდიაკონი დავითი (ჩიტიშვილი) მოღვაწეობდნენ. 1940 წელს მამა პართენის დაპატიმრების შემდეგ და მამა დავითის თბილისში გადასვლის მერე მამა ისე მარტო დარჩა სავანეში. მიუხედავად გაჭირვებისა და აუტანელი მდგომარეობისა, სიკვდილამდე არ მიუტოვებია მონასტერი. იგი 1950 წელს გარდაიცვალა და 52-წლიანი მოსაგრეობის შემდეგ (მამა ისე შიომღვიმეში 1898 წლის 1-ელ იანვარს მივიდა) მონასტრის ეზოში პოვა სამუდამო განსასვენებელი.
ამის შემდეგ შიომღვიმის მონასტერში დროებით შეწყდა წირვა-ლოცვა და ბერული ცხოვრება. იქ დროგამოშვებით ადიოდა მღვდელმონაზონი დავითი (ჩიტიშვილი) და სავედრებელ პარაკლისებს იხდიდა ღირსი მამის საფლავზე.
1957 წლის 17 აპრილს მცხეთის რაიკულტურის განყოფილების მიერ ყოფილი არქიმანდრიტი გიორგი (დადიანი) დაინიშნა შიომღვიმის მონასტრის მომვლელად და მეთვალყურედ. იგი მუდმივად მონასტერში ცხოვრობდა და, შეძლებისდაგვარად, ყურადღებას არ აკლებდა მიტოვებულ სავანეს. აი, რას სწერს მას 1960 წლის აღდგომას კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემი (სიდამონიძე): "ჯვებე (ყოფილ გიორგი) დადიანს, წმინდა შიოს სავანის მოქალაქეს. დიდად გმადლობთ ბრწყინვალე პასექის დღესასწაულის მოლოცვას, ჭეშმარიტად აღსდგა! ვითარცა შვილი ღირსი მამა შიოს სავანისა, მეც გილოცავ ბრწყინვალე ქრისტეს აღდგომას - ქრისტე აღსდგა! ვითარმცა აქამომდე არ მოკლებულნი, მისს მსასოებელნი, ღირსი მამის მოწყალებისა, ნურც შენ მოგაკლოს თვისი მფარველობა და გაჩვენოს შენი მერმინდელი დღე უფრო ბრწყინვალე და მშვენიერი - ღირსი მამა შიოს სავანის ბერ-მონაზონი კ.პ. ეფრემი". 1960 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემმა გიორგი დადიანი აღადგინა მღვდელმონაზვნის ხარისხში და შიომღვიმის ლავრა ჩააბარა. 1964 წელს მამა გიორგი სასტიკად ნაწამები და მოკლული იპოვეს თავის კელიაში. მისი ცხედარი სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ეზოში დაკრძალეს.