სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11758

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
სვეტიცხოვლი 1917 წლის 12 (25) მარტი.ავტოკეფალიის აღდგენის აქტი სვეტიცხოვლი 1917 წლის 12 (25) მარტი.ავტოკეფალიის აღდგენის აქტი
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

27       ბეჭდვა

სვეტიცხოვლი 1917 წლის 12 (25) მარტი.ავტოკეფალიის აღდგენის აქტი

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტი სვეტიცხოვლი 1917 წლის 12 (25) მარტი.

+ჩშიზ წელსა, მარტის იბ დღესა, მცხეთის წმიდათა ათორმეტთა მოციქულთა სრულიად საქართველოის საკათალიკოსო ტაძარსა შინა, დღესა კვირიკესა, შემოვკრბით ჩვენ, სრულიად საქართველოის ეკლესიის მწყემსთმთავარნი, სამღვდელონი კრებულნი და ერისაგან წარმომადგენელნი და, შემდგომად ლიტურღიისა და კეთილდღეობისათვის ახლისა მთავრობისა სავედრებელის პარაკლისის შესრულებისა, გულისხმა ვყავთ სახელმწიფოსა შინა რუსეთისასა მომხდარნი ძირითადნი ცვლილებანი და ახლისა მთავრობისა დაფუძნებაი, ეგრეთვე სახელმძღვანელონი დებულებანი ამა მთავრობისანი, საკუთრივ მის მიერ სინიდისისა და სარწმუნოების თავისუფლების აღსარებაი (მუხ. 3). ამასთანავე განვბჭეთ, ვითარმედ: ა) ეკლესიასა ქართველთასა აქუნდა, თანახმად მსოფლიო კრებათა კანონებისა, ავტოკეფალური არსებობაი, რომლისა მოსპობაი ანუ გაუქმებაი არავის ძალედვა, თვინიერ მსოფლიო კრებისა, გარნა მას შინა სრულიად არაკანონიერად შეწყვეტილ იქმნა ავტოკეფალური მართვა-გამგეობაი; ბ) რუსეთსა შინა დამყარდა ახალი სახე სახელმწიფოის მართვა-გამგეობისაი და მას აღარ შეესაბამების ქართველთა ეკლესიისა უფლებაშეჩერებულად ყოფნაი; ამისათვის უცილობელად ვსცანით და ერთხმად და ერთსულად განვაჩინეთ:

ა) ამიერითგან აღდგენილად ჩაითვალოს საქართველოსა შინა ავტოკეფალური საეკ-ლესიო მართველობაი; ხოლო, ვიდრე კანონიურად აღირჩეოდეს კათალიკოსი საქართველოის ეკლესიისაი, მოსაყდრედ მისა დაინიშნოს ყოვლადსამღვდელო ლეონიდე, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი, და მასთან, განსაგებელად ეკლესიისა, დაწესდეს დროებითი მმართველობაი საქართველოის ეკლესიისაი, სასულიეროთა და საეროთა პირთაგან შემდგარი.

ბ) ვინაითდან საქართველო ქვაკუთხედად თვისისა არსებობისა აღიარებს სრულსა სოლიდარობასა რუსეთისა ახალსა მთავრობასა თანა, განჩინებაი ესე ეცნობოს მთავრობის თავმჯდომარეს უფალს როძიანკოს, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს თავადს ლვოვს, სინოდის ობერპროკურორს უფალს ლვოვს და კავკასიის კომისარიატს – ტფილისში.

ხელს აწერენ:

1. იმერეთის ეპისკოპოსი გიორგი;

2. გორის ეპისკოპოსი ანტონი;

3. პიროს ალავერდელი;

4. იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვარი, ნაზარი არქიმანდრიტი;

5. დეკანოზი მარკოზ ტყემალაძე;

6. დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე;

7. დეკანოზი კორნელი კეკელიძე;

8. იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა;

9. ანტონი ივანეს ძე ნატროშვილი;

10. სოლომონ იასონის ძე ახვლედიანი;

11. პეტრე სვიმონის ძე ბარათაშვილი;

12. დეკანოზი ნიკიტა მალაქიაშ ძე თალაკვაძე;

13. ვასილ ზაქარიას ძე ბარნოვი;

14. დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილი;

15. დ. სახოკია;

16. მღვდელი ვასილ კარბელაშვილი;

17. დიაკონი ტიმოთე ბაკურაძე;

18. დავით ალექსის ძე დავითაშვილი;

19. სერგი რომანის ძე გორგაძე;

20. მღვდელი ქრისტეფორე ციცქიშვილი;

21. მღვდელი ლაზარე ნათიძე;

22. იოსებ გიორგის ძე ივანიძე;

23. ვასილ ალექსანდრეს ძე აბაშიძე;

24. ევდოკია ზაქარიას ასული ხარებაშვილი;

25. პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილი;

26. სოსიკო მერკვილაძე;

27. ექიმი მარიამ იოსელიანი;

28. მიხაილ ალექსანდრეს ძე მოლოდონი;

29. პეტრე ტარიელის ძე ჩიკვაიძე;

30. იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი;

31. ანტონ გრიგოლის ძე ღლონტი;

32. სტეფანე მიქელაძე;

33. ნიკოლოზ ესტატეს ძე მონასელიძე;

34. ალექსანდრე გიორგის ძე …

35. ალექსანდრე მიხეილის ძე ნასყიდაშვილი;

36. მთავარდიაკონი გიორგი ტაბლიაშვილი;

37. მღვდელი ონისიმე მელითაური;

38. ნიკოლოზ ანტონის ძე ხახუტაშვილი;

39. ბაბალე ბუწი;

40. … ალექსანდრეს ძე სიმონიშვილი;

41. მღვდელი გიორგი რომახაშვილი?

42. ანნა თულაშვილი;

43. გიორგი მუსხელიძე;

44. არმზაზის მღვდელმონაზონი მირიანი;

45. მღვდელი ნიკოლოზ ხევცურიანი;

46. ალექსანდრე მიხეილის ძე გველაშვილი;

47. ალექსანდრე გიორგის ძე ერისთავი;

48. ვასილ ესტატეს ძე ყარსელიშვილი;

49. იოსებ… ძე გველესიანი;

50. მიხეილ ვასილის ძე სეფაშვილი;

51. მიხეილ გიორგის ძე იანვარიშვილი;

52. თამარ კონსტანტინეს ასული გორგაძე;

53. ლუბა კონსტანტინეს ასული ეგაძე;

54. ნინო ეგაძისა;

55. დავით ალექსნადრეს ძე ყიფშიძე;

56. ეკატერინე ყიფშიძე;

57. ნინო კორინთლისა;

58. დავით ელიზბარის ძე კორინთელი;

59. ლუბა ალექსანდრეს ასული კლიმიაშვილისა;

60. ლეონტი სვიმონის ძე კასრაძე;

61. მღვდელი სამსონ ანტონის ძე ლეჟავა;

62. დეკანოზი ალექსანდრე სიმონიშვილი;

63. თავადი დიმიტრი ერასტის ძე ჩოლოყაშვილი;

64. ანნა გიორგის ასული ახალშენიშვილი;

(საქმე №6454; ფრ. 39,88)

სულ 600-ზე მეტი ხელმოწერა. ზოგიერთი ხელმოწერა არ არის მკაფიო, ამიტომ ნაწილობრივ ან სრულად გაუშიფრავია.

დამოუკიდებლობის აქტი ინახება საქართველოს საპატრიარქო არქივში.

წყარო: გაზეთი “საპატრიარქოს უწყებანი”, №9(409), 2007 წ.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.09.2025
ბოლო რედაქტირება 06.09.2025
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0