საპატრიარქოს უწყებანი N20 5-11ივნისი 2008წ გვ.18
დეკანოზი ვასილ ხეცურიანი (1874-1924)
ჩეკისტთა მიერ უმოწყალოდ ნაცემი, ნატანჯ-ნაგვემი, ფიზიკურად გატეხილი მღვდელი ვასილ ხეცურიანი 1924 წლის აგვისტოში, თეკლათის ერთ-ერთ ჭაობიან ადგილზე სხვა სენაკელ მამულიშვილებთან ერთად მუხანათურად დახვრეტეს. იგი თავისივე რაიონის „ახალი თაობის“ ადამიანებმა გაწირეს. სწორედ იმ ადამიანებმა, გასაბჭოების შემდეგ ახალი ხელისუფლების გვერდში რომ დადგნენ და გამუდმებით, ცინიკურად და ავის მოსასწავებლად რომ ჩასძახოდნენ: „ამხანაგო ხეცურიანო, გამოფხიზლდი, მიაფურთხე ეშმაკს, დაგმე ღმერთი და ეკლესია, გაიკრიჭე წვერი, გაიხადე ანაფორა, აღიარე ბნელეთის მოციქულობა, გადააგდე ეგ ჯვარი და ჩადექი მუშურ-გლეხური სახელმწიფოს მშენებელთა რიგებში, თორემ.. მაგრამ მისგან ყოველ ჯერზე ერთი და იგივე პასუხი ხვდებოდათ: „მე ღმერთს და ეკლესიას ვერ დავგმობ, უფლის რწმენას ვერ ვუღალატებ, თქვენ კი, დაე, მოგიტევოთ უფალმა თანანადები თქვენნი, რამეთუ ჯერაც არ იცით, რასა იქმთო...“ სულით გაუტეხელ და უფლის რწმენით აღსავსე მღვდელს ბოლოს აღარ მოუთმინეს.
აჯანყების დამარცხების შემდეგ გამეფებული განუ-კითხავი რეპრესიებით ისარგებლეს, შეიპყრეს, მღვდლის სამოსი ჩამოაფხრიწეს, მკერდიდან ჯვარი ჩამოგლიჯეს და სენაკის მაზრის ჩეკას საკნებში დამწყვდეულ მასავით უდანაშაულო მოქალაქეებს შეურიეს, ხოლო 31 აგვისტოს გვიან ღამეს სხვა ტუსაღებთან ერთად ხელებგადაბ- მული თავისივე სოფლის გზას გაუყენეს, საერთო სამარესთან დააყენეს და ყველაზე ბოლო დახვრიტეს. სენაკში ეხლაც იხსენებენ: „ფიზიკურად ახოვანი მამა ვასილი სხეული დახვრეტილთა მიერ ამოვსებულ სამარეში რომ ვერ ჩაეტია, ჩექმებით ჩატენეს შიგ და სანახევროდ მიაყარეს მიწა...“ წლების შემდეგ იმ ადგილზე სიმინდის და სოიოს უხვი მოსავალი მოჰყავდათ კოლმეურნეებს, მოგვია ნებით კი მექანიკური ქარხნის კორპუსები ააგეს. მისი საძირკვლების ჩაყრისას მშენებლებმა ადამიანთა უამრავი ნაშთები ამოიღეს მიწიდან. ვინ იცის, რომელი იყო მათ შორის მამა ვასილის ნატანჯი სხეულის ნაწილები.
***
ვასილ ხევცურიანი 1874 წელს ახალ სენაკის მაზრის სოფელ თეკლათში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. მისი წინაპრები სასულიერო მოღვაწეები იყვნენ. მამა ვასილ იოანეს ძე ხეცურიანი ზედა თეკლათის წმინდა მთავარანგელოზ მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო. სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1874 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) იგი დიაკვნად აკურთხა და ორბელის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში განამწესა, ხოლო ერთი წლის შემდეგ მღვდლად დაასხა ხელი და გვირიშის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. აქედან მამა ვასილი თავისი თხოვნის საფუძველზე სენაკის მაზრის უშაფათის თემის ბეთლემის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს, სადაც 11 წელი იმსახურა. ამ ხნის მანძილზე თავისი ღვთისმოსაობით, სულიერი ცხოვრებით, მრევლისადმი ზრუნვითა და ყურადღებით ისეთი გავლენა და ავტორიტეტი მოიპოვა, რომ სასულიერო ოლქის სამღვდელოთა ყრილობამ არაერთხელ აირჩია გურია-სამეგრელოს ეპარქიის სამღვდელოების ყრილობის დეპუტატად და სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის გამგეობის წევრად. 1886 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსის გრიგოლის (დადიანი) ლოცვა-კურთხევით იგი ზედა თეკლათის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის მოძღვრად დაინიშნა. ზედა თეკლათის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია სენაკიხობის სამთავარხუცესო ოლქს ეკუთვნოდა, გურია-სამეგრელოს ეპარქიის ერთ-ერთი სულიერ ცენტრს წარმოადგენდა. მის სამრევლოში 493 ოჯახი ანუ 2 000-მდე მორწმუნე შედიოდა, მათ შორის სამღვდელოთა 15, თავად-აზნაურთა 78 და გლეხთა 400 ოჯახი, მათგან ბევრი იყო ახალგაზრდობაც, რომლებიც მოკლებულნი იყვნენ სწავლა-განათლების მიღების საშუალებას. მდგომარეობის გამოსასწორებლად მან საკუთარი სახსრებით ეკლესიასთან გახსნა ერთკლასიანი სამრევლო სკოლა, რომელიც საკუთარ სახლშივე განათავსა. ეპარქიის სასწავლო ოქლქის საბჭოს მიერ იგი ამავე სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1912 წლისათვის ამ სკოლაში, რომელსაც უკვე სათავეში მამა ვასილის შვილი ნიკოლოზი ედგა, 50 მოწაფე სწავლობდა. თავისი არსებობის მანძილზე მან ასეულობით თეკლათელი ახალგაზრდა აზიარა სწავლა-განათლების მადლს და დიდი წვლილი შეიტანა მათი აღზრდისა და პიროვნულად ჩამოყალიბების საქმეში.
20-1 საპატრიარქოს უწყებანი N20 5-11ივნისი 2008წ გვ.19
დეკანოზი ვასილ ხეცურიანი (1874-1924) (გაგრძელება)
განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო ვასილ ხეცურიანის სასულიერო მოღვაწეობა თეკლათის დედათა მონასტერში, სადაც იგი 1889 წელს ეპისკოპოს გრიგოლის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა. მისი იქ განმწესება მონასტრისათვის ღირსახსოვარ დროს დაემთხვა ამავე მონასტრის წინამძღვრისა და დიდი მოამაგის, იღუმენია ათანასიას (სალაყაია) და მონასტრის დედების დიდი მეცადინეობით აგებული ახალი დიდი ტაძრის საზეიმო კურთხევა მზა-დდებოდა. მამა ვასილიც აქტიურად იყო ჩართული ამ საერთოსამზადისში. 1889 წლის 1 ოქ-ტომბერს თეკლათში უამრავი სტუმრის: სამღვდელოებისა და მორწმუნე საზოგადოების წინა-შე, ეპისკოპოს გრიგოლის მიერ ახალი ტაძრის საზეიმოდ კურთხევის შემდეგ სამადლობელი სიტყვით სწორედ ის გამოვიდა. თავის ამ გამოსვლაში, რომელიც მაშინდელ პრესაშია გამოქ-ვეყნებული, იგი ამბობს: „ითხოვდით და მოგეცეს თქვენ და ჰპოოთ, ირეკდით და განგეღოს თქვენ“ (ლუკა 11. 9-10). ჭეშმარიტად მრავალი ეძიეთ, მრავალი ითხოვეთ და კიდეც აღგისრულდათ თქვენი გულის წადილი, პატივცემულო დანო! ხშირად იტყოდით ხოლმე, რო-გორ შევიძლოთ ჩვენ ეკლესიისა და სენაკების აღშენება, მაგრამ თქვენ მუდამ გახსოვდათ მაცხოვრის სიტყვა - „შესაძლებელ არს ღუთისა მიერ ყოველივე მორწმუნისათვის“ (მარკ. 10. 27). დიახ, მორწმუნისათვის ღმერთს წინასწარ განმზადებული აქვს, რათა აღუსრულოს კეთილი მოფიქრება და განზრახვა. ჩვენ ყველანი ვხედავთ და თქვენც დარწმუნებული ხართ, რომ გერგოთ წილად სიტყვა მაცხოვრისა, ვითარცა კეთილმორწმუნეთა და მოღვაწეთა. პავლე მოციქული იტყვის: „არა რაი გვაქვს და ქრისტეს იესოს მიერ ყოველივე გვაქვს“. მოხვედით ამ მონასტერში თითქმის შიშველნი და არა რაის მექონენი, დღეს აღვსილნი ხართ ღვთისა მიერ წყალობითა და შემკულნი ყოვლითა ცხოვრებითა, ხართ ბედნიერნი სულით და დაიმე- დოვნებულნი გულით, რადგან ნივთიერად უზრუნველ ხართ. ეხლა მოიხსენეთსიტყვა მაცხოვრისა: „ეძიებდეთ პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ეს ყოველი შეგეძინოს თქვენ“ (3. 12. 31). მადლითა და შეწევნითა ღვთისათა, თქვენ, დანო, გაათავეთ შენობა ეკლესიისა, გაათავეთ მას შინა მორთვა წმიდათა და უწმიდესთა ხატთა, შეაგროვეთ მას შინა ყოველგვარი საღმრთო და საეკლესიო წიგნნი და საჭირო სამკაულობანი. რა უნდა ჰქნათ აწი და როგორ უნდა მოიხმაროთ იგი თქვენ? კაცი, როდესაც დააპირებს სადმე დასახლებას, პირველ რიგში, იგი აღაშენებს სახლსა, ეზოს გარშემო შემოუზღუდავს და სანამ თავის განზრახვას არ შეასრულებს, იგი დღე და ღამე შრომაშია. ხოლო როდესაც მოამზადებს სახლს, შემდეგ იწყებს მასში ცხოვრებას. დანო, მოღვაწენო და მორჩილნო, სწორედ ასე უნდა ჰქმნათ თქვენც. აწ სულიერად არ უნდა ჰსცეთ თავთა თქვენთა განსვენება ლოცვასა, ფსალმუნებასა, სიყვარულსა და შიშსა შინა ღვთისათა. ეკლესია არის სულიერი სადგომი თქვენი, საცა არის თვით უპირველესი საჭირო-საგანი როგორც თქვენთვის, ეგრეთვე ყოველი ქრისტიანისათვის. ამ მონასტერში უნდა დასახლდეთ თქვენ სულით, თითოეულს კაცს ამ სო- ფელში აქვს ორგვარი ცხოვრება: ხორციელი და სულიერი. ხორციელად შენ მაშინ ცხოვრობ, როდესაც მუშაობ, შრომობ, ლაპარაკობ, მიმოხვალ ნათესავებთან, შეექცევი მათთან, აკეთებ რასმეს შენს მამულში, შენს ეზოში, შენს სახლში და ან სხვაგან შენი ხორციელი ცხოვ-რებისათვის. სულიერი ცხოვრებისათვის ყოველი შენი გრძნობა, ყოველი შენი მოქმედება და ლოცვა უნდა იყოს ეკლესიაში. კაცს აქვს ორგვარი საზრდო: ხორციელი და სულიერი. ხორცი- ელი საზრდო არის საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი, სახლი და სხვანი, რომლებიც ნივთიერად აკმაყოფილებენ ჩვენს ხორციელ მოთხოვნილებას და თუ ესეები მოაკლდება კაცს, იგი მოკვდება ხორციელად. მსგავსადვე სულსა კაცისასა აქვს თავისი საკუთარი საზრდო, რომელიც თუ მოაკლდა მის სულსა, იგიცა მოკვდება. რაი არს სულიერი საზრდო? სულიერი საზრდო არის სწავლა-განათლება, ცოდნა მართალი სარწმუნოებისა, შემუშავებული კეთილად მოქმედებითა, ცნობა ჭეშმარიტისა ღვთისა და თავისთავისა. აქ, ეკლესიაში, უხვად მოგეცემათ სულიერი საზრდო და მადლი გექნებათ, თუ თითოეული თქვენგანი შეიწყნარებთ, მიიღებთ და კეთილად მოიხმართ მას, რომლისათვის მაცხოვარი ეტყვის მსმენელთა თვისთა: „პირველად ეძიებდეთ სასუფეველსა მისსა და შემდგომ ყოველი შეგეძინოს თქვენ“. ეკლესია მრავალ რიგად წინ დაგვიგებს ჩვენ განსარინებლად ჩვენის თავისა ბოროტთაგან. ეკლესიაში წაგიკითხვენ საღვთო წიგნებსა: დავითნსა, სამოციქულოსა, წმიდასა სახარებასა. აქ წაგიკითხვენ მრავალ გვართა საყურადღებო ლოცვათა, საეკლესიო წიგნთა, აქ წაგიკითხვენ წმიდათა წინასწარმეტყველთა, მოციქულთა, მახარებელთა, წმიდათა და ღირსთა წმიდათა დედათა, ქალწულ მოწამეთა ცხოვრებას. თუ შენ გულმხურვალედ ისმენ და მიჰბაძავ მათ ცხოვრებითა, აქეთგან მოგეცემათ სულიერი საზრდო და სასუფეველი, ანუ სხვებრ ვსთქვათ, სულისათვის სანატრელი და სასიხარულო ბინა და ადგილი დაიდება იქ მაშინ, როდესაც სული შენი განშორდება გახრწნილს ხორცს, საშინელთა წმიდათა ანგელოზთაგან.
20-2 საპატრიარქოს უწყებანი N20 5-11ივნისი 2008წ გვ.20
დეკანოზი ნიკოლოზ ხეცურიანი (1874-1924) (დასასრული)
ერთი სიტყვით, ყოველნი სულიერნი ფიქრნი, გრძნობანი შენნი განამტკიცო სულიერად და მიუზღო უფალსა. ეკლესიაში უნდა განუცხადო უფალს მთელი შენი სულიერი მდგომარეობა, ეკლესია მოგამზადებს შენ სულიერად და უკვდავად მერმისსა მისთა საუკუნო და უხილავი სოფლის ცხოვრებისათვის. თქვენ კვალადვე უნდა შეუდგეთ შრომათა და ღვაწლსა, მოიგონეთ და ახლად გაახსოვნეთ თქვენს გონებაში ცხოვრება წმიდათა ქალწულ მოწამეთა და ღირსთა დედათა, ესე ვითარად თქვენცა წმიდად განახორციელებთ მთელს თქვენს ცხოვრებას. ზემოთქმულის კეთილშრომათა, მეცადინეობათა სულთა თქვენთათვის მისი ყოვლად უსამღვდელოესობა გიძღვნისთ თქვენ, დანო მონასტრისანო, მწყემსმთავრულ ლოცვა-კურთხევას, გადმოგსცემთ გულითად მადლობას. ესრეთი თქვენ მიერ მხნედ შედგომისა და შესრულებისათვის წმინდის მონასტრისა. გარშემო მისსა ზღუდეთა საიმედოთა და ბანაკთა თქვენთვის. დაუკითხავად აქვს სახეში მის მეუფებას, რომ იგი იქონიებს საკუთარის ყუ- რადღების მიქცევას ამა მონასტრისადმი ყოვლისა მხრით, გარნა თქვენ, დანნო, განმხნევდით ამით. უფრო და უფრო შეეცადეთ მონასტრის წარმატებისათვის. ისე როგორც სულიერის ცხოვრებისათვის გაუმჯობესებაზე ხართ გამსჭვალულნი. მიიღეთ ტალანტი, ასარგებლეთ იგი თქვენს გულში, გაუდგით განტეხვა თქვენს გონებაში, რომ არ გახმეს და არ დაჭკნეს. დანო მონასტრისანო, ერთიღა უნდა დაუმძღვაროთ ამ ჩემ მიერ თქვენდამი დარიგებას. მაცხოვარი გვიქადაგებს და გვიბრძანებს მსმენელთა მისთა: ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყვა ღვთისა და დაიმარხონ იგი“ (ლუკა 11. 28). ჩვენ მაშინ ვიქნებით ნეტრი და სულიერის სანატრელ მდგომარეობაში, როცა აღვასრულებთ მცნებათა, მოძღვრებათა და დარიგებათა მაცხოვრისათა მოთმინებითა, მარხულობითა, ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა. აწ ვთხოვ ღმერთსა, რათა ეკ-ლესია ესე იქმნეს მკურნალად თქვენდა და ყოველთა მსასოებელთა მოსავთა მისთა, ყოვლისა სულიერისა და ხორციელისა მომაკვდინებელისა სენისა, სნეულებისა და მავნებლისაგან. ეცადენით, დანო, რომ კეთილად მოიხმაროთ იგი და ეს თქვენი მაღალი დანიშნულება და ლტოლვილება განამართლოთ წინაშე ქრისტეს ღუთისა, რათა გიწოდოს თქვენ მაცხოვარმან: „ესე არს ძმა ჩემი, დაი ჩემი და დედა. ამინ.” მასალა მოგვაწოდა ბატონმა რევაზ გრიგოლავამ
21 საპატრიარქოს უწყებანი N21 12-18ივნისი 2008წ გვ.18
მღვდელი ნიკოლოზ ხეცურიანი (1874-1924)
გთავაზობთ ნიკოლოზ ხეცურიანისადმი მიძღვნილ წერილს
მამა ვასილი გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსის გრიგოლის (დადიანი) ერთგული და მხურვალე თანამოაზრე იყო. იგი სხვებთან ერთად აქტიურად იბრძოდა რუსიფიკატორული პოლიტიკის წინააღმდეგ, ყველა იმ ვოსტორგოვების, პობედონოსცევის, ლევიცკისა და მათ ძმათა წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთი მზაკვრული ხერხებით ცდილობდნენ აფხაზეთისა და სამეგრელოს მოწყვეტას ქვეყნის ერთი ანი სხეულიდან. იგი მუდმივად არიგებდა მონაზვნებს, მორწმუნეებსა და ახალ-გაზრდობას, რომ არ მოეკლოთ სულიერი საზრდო არა მარტო საკუთარი სულისათვის, არამედ თანამოძმეთა, ნათესავ-ახლობელთათვის და საერთოდ, ეზრუნათ ერის გადარჩენისა და მისი უკეთესი მო-მავლისათვის. ამის უპირველეს გზად კი ქრისტიანული სიყვარულით გამსჭვალული სწავლა-განათლებისა და ცოდნის გავრცელება მიაჩნდა, რისთვისაც მთელი სიცოცხლე აქტიურად იღვწოდა კიდეც. უმწიკვლო და ნაყოფიერი სასულიერო მოღვაწეობისათვის იგი 1893 წლის აპრილში — სკუფიით, 1900 წლის 6 მაისს — კამილავკით, ხოლო 1905 წლის 15 მაისს – სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.53 წლის ასაკში დაქვრივებული თავისი სამივე შვილის — ნიკოს, თებრონიას და ვერას აღზრდა-გა- ნათლებაზეც მონდომებით ზრუნავდა. სწორედ მისი რჩევით გადაწყვიტა მისმა ერთადერთმა ძემ — ნიკოლოზმა წინაპართა გზაზე სიარული, უფლისა და ღვთის სამსახურში ჩადგომა და ამ მიზნით ახალ სენაკის სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის მოწაფე გახდა. ეს სასწავლებელი მან 1892 წელს პირველი ხარისხის დიპლომითა და სანიმუშო ქცევით დაამთავრა, ამ დროისთვის სასწავლებლის ზედამხედველი იყო თბილისის სასულიერო სემინარიის ახალი კურსდამთავრებული არისტარქო კალანდარიშვილი, ხოლო მას თანაშემწედ ჰყავდა კიევის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული დავით ალადაშვილი (შემდგომში მიტროპოლიტი გიორგი, წლების განმავლობაში გურია-სამგრელოსა და იმერეთის ეპისკოპოსი, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს (ცინცაძე) მოგონების მიხედვით „ბრძენი ადმინისტრატორი“. სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ნიკოლოზმა სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. ამ პერიოდისათვის სემინარიაში დამკვიდრებული იყო მკაცრი რეჟიმი. დასჯის დამამცირებელი მეთოდები, რაც მოსწავლე-ახალგაზრდობას არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად განაწყობდა. 1893 წლის დეკემბერში ლადო კეცხოველის, მიხა ცხაკაიას და ალექსანდ-რე წულუკიძის მეთაურობით მოეწყო სემინარიელთა დიდი საპროტესტო დემონსტრაცია, რომლის მონაწილეები მოითხოვდნენ სემინარიაში გამეფებული რეჟიმის აღკვეთას, ქართული ენის სწავლების აღდგენას, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის დაარსებას, საკითხავი ლიტერატურის თავისუფლად არჩევის უფლებას, დესპოტი და შოვინისტი პედაგოგების სემინარიიდან დათხოვნას. ეგზარქოს ვლადიმერის (ბოგოიავლენსკი) თხოვნით, თბილისის ჟანდარმერიამ დემონსტრაცია ძალის გამოყენებით დაშალა. სემინარია დროებით დაიხურა, 67 მოსწავლე, მათ შორის აქციის ორგანიზატორებიც სემინარიიდან გარიცხეს. სემინარიიდან დათხოვნილთა შორის იყო ამ აქცი- ის მონაწილე ნიკოლოზ ხეცურიანიც, რომელიც მაშინ ამ სასწავლებლის მეორე კურსის მოსწავლე გახლდათ. იგი მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა. სემინარიაში სწავლის გაგრძელებაზე არც უფიქრია. მოსკოვს გაემგზავრა და საიმპერატორო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. იგი აქ 1901 წლამდე ისმენდა გამოჩენილ მეცნიერთა ლექციებს, იღრმავებდა ცოდნას, რის შემდეგაც მშობლიურ ახალ სენაკში დაბრუნებული, საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის კანცელარიის მოხელედ დაინიშნა.
21-1 საპატრიარქოს უწყებანი N21 12-18ივნისი 2008წ გვ.19
მღვდელი ნიკოლოზ ხეცურიანი (1874-1924)(გაგრძელება)
აქ იგი 1911 წლამდე მსახურობდა. ამავე წლის 4 ოქტომბერს გარდაიცვალა მღვდელი ვასილ ხეცურიანი და ნიკოლოზმა გადაწყვიტა მამის საქმე გაეგრძელებინა. 1911 წლის 11 დეკემბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) იგი დიაკვნად აკურთხა, ხოლო ერთი კვირის შემდეგ მღვდლად დაასხა ხელი და ზედა თეკლათის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. მომდევნო წელს, საეპარქიო სასწავლო საბჭოს გადაწყვეტილებით, იგი მამის მიერ დაარსებული ამავე ეკლესიასთან არსებული სამრევლო სკოლის გამგედა საღმრთო სჯულის მასწავლებელი ხდება. ამ სკოლაში ამ პერიოდისთვის უკვე 50 თეკლათელი ახალ- გაზრდა სწავლობს. თავის ქადაგებებში მრევლისადმი იგი მუდამ ქადაგებდა სახარებისეული ჯვრის ტვირთვისა და თავგანწირვის შესახებ, რომლის გარეშეც შეუძლებელია ცხონება, ამისთვის კი საჭიროა თავის უარყოფა, საკუთარი ჯვრის აღება და უფლის გზაზე სვლა. ეს გზა იოლი არ არის. გზა სამოთხისაკენ მწუხარებისაა, სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, რადგან ჩვენ ახლა ტანჯვა-ვაების დროში ვიმყოფებით და ყველას სამართლიანად გვაქვს მისჯილი მთელი ცხოვრების განმავლობაში შრომა, გარჯა და ავადმყოფობა, გლოვა და დარდი, უბედურება და მწუხარება, სწორედ ამიტომ განვიცდით ამქვეყნად უბედურებებს, მაგრამ ყველანი ვერ აღწევენ ნეტარებას. დარდმა, ტკივილმა და მწუხარებამ მანამდე რომ მიგვიყვანოს, საჭიროა ყველა ამ უბედურებას ცოცხალი რწმენითა და ჭეშმარიტი სინანულით შევხვდეთ, მოთმინებითა და უდრტვინველად ავიტანოთ უფლისათვის ყოველივე და ამ სათნოებით დავამარცხოთ ეშმაკი, რომელიც სამოთხისაკენ მიმავალ ამ გზას გვიღობავს. უბედურება უდრტვინველად და მოთმინებით რომ გადავიტანოთ, ამისთვის ხშირად უნდა წარმოვიდგინოთ, რომ მიწა სამოთხე კი არაა, არამედ სამოთხიდან განდევნის ადგილი. ამიტომაც გვმოძღვრავს მაცხოვარი: „სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა (იოანე 16. 33). „მწუხარება თქუენი სიხარულად გარდაიქცეს (იოანე 16. 20). როცა ამას გააცნობიერებთ, მაშინ მოთმინებასა და გამბედაობას მოიხვეჭთ, ადვილად გადაიტანთ მწუხარებასა და მღელვარებას. უბედურებისას დარჩებით შეურყეველნი, ვითარცა კლდე და მიხვდებით, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება მიწაზე კი არა, ზეცაშია. შეითვისეთ ეს და უბედურებისას სულმოკლენი კი არ იქნებით, არამედ უფლისაგან ნუგეშინისცემულნი – ქადაგებდა იგი. სხვა ქადაგებაში, რომელშიც ადამიანის სულის უმაღლეს ღირებულებებზე საუბრობდა, სულს, თავისი ბუნებით ღვთის ხატს ადარებდა და ამბობდა, რომ იგი ამასთან არის ტაძარი სულისა წმინდისა, „არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღმრთისანი ხართ ამბობს მოციქული ― და სული ღმრთისა დამკვიდრებულ არს თქვენ შორის“. სულიწმინდის სავანეზე ღირსეული არა არის რა. ადამიანთა სულების მარადიული დაღუპვისაგან გამოსასხნელად ძე ღვთისა თავად გარდამოხდა ზეციდან, იშვა უპატიობაში, იცხოვრა მიწაზე. ადამიანთა მსგავსად შრომობდა, ოფლს ღვრიდა, დევნული, დამცირებული და განკიცხული იქნა. მერე ჯვარს ეცვა და ტანჯვა-წამებით აღესრულა. მისი სისხლის ფასად არის გამოსყიდული ადამიანის სული, ამიტომაცაა მაღალი მისი ღირსება. ადამიანებმაც უნდა შეიცნონ უფალი – თავიანთი გამომსყიდველი და თავიანთი ზრუნვა, ძალისხმევა და მეცადინეობა მის დასაცავად უნდა გამოიყენონ. განა უგულისხმოდ არ იქცევიან ისინი, რომლებიც საკუთარ სხეულზე უფრო ზრუნავენ, ვიდრე სულზე, როდესაც სულის სიკეთეებს მიწიერ და ხრწნად ნივთებზე და არარაობაზე ყიდიან? მამა ნიკოლოზ ხეცურიანი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მოამაგე და მზრუნველი, მისი ავტოკეფალიისათვის დაუცხრომელი მებრძოლი იყო და იმათ გვერდში მხნედ მდგომი, ვინც ამ იდეებისათვის მამაცურად იღწვოდა.
21-2 საპატრიარქოს უწყებანი N21 12-18ივნისი 2008წ გვ.20
მღვდელი ნიკოლოზ ხეცურიანი (1874-1924)(დასასრული)
იგი ამასთან ქართული ლიტერატურის, ისტორიისა და კულტურის დიდი თაყვანისმცემელიც გახლდათ და მუდამ მათი ერთგული მოამაგეც. შემორჩენილია მისი დეპეშა, რომელიც მას დიდი მგოსნის აკაკი წერეთლის გარდაცვალების გამო მისი დამკრძალავი საორგანიზაციო კომიტეტისათვის გაუგზავნია. ამ დეპეშაში იგი სწერს: „ჩემი გულის ღრმა ტკივილს და სევდას ვუერთებ მთელი შეგნებული საქართველოს დიად გლოვას, დიდებული პოეტის აკაკის გარდაცვალების გამო. ვინც ღვთაებრივის ნიჭით დაჰმღეროდა ერის სიმწარეს, სხივოსან თავისუფლებასა და საკაცობრიო ბედნიერებას. ჩვენი ძვირფასი სამშობლოს ტანჯვის დროს აკაკის ერთი საღი, იმედიანი სიტყვა, ციურის შუქით გაბრწყინებული, მშვენიერ ღიმით აღსავსე, მტკიცე იმედით და რწმენით, ნუგეშად გვასულდგმულებდა, რომ ჩვენს სამშობლოს მოელის უკეთესი მერმისი, ბედნიერი მომავალი. აღარ არის აკაკი! მშობლიური ცის ჰორიზონტი შავი წყვდიადით არის მოცული, მაგრამ აკაკის სული, ვით კეთილი გენია, მარადის იქნება მოციალე სამშობლოს ცაზე და დაიფარავს მას ბნელ და ბოროტ სულთაგან. ძვირფასო აკაკი, საუკუნოდ იყოს შენი სახელი წმიდად ჩვენს გულში“. მალე ახალმა სიომ დაჰქროლა. დამოუკიდებლობის ნანატრი ხანმოკლე ხანაც დასრულდა და ქვეყანა გასაბჭოვდა. სენაკის მაზრაშიც დაიწყო განუ-კითხავი ანტირელიგიური კამპანია. მაზრის სასულიერო მოღვაწეებმა, რომელთა შორის მამა ნიკოლოზიც იყო, ხმა აღიმაღლეს ეროვნული ფასეულობების ნიველირების წინააღმდეგ, რასაც რეპრესიების უფრო მძიმე სუსხი მოჰყვა. დაიწყო რელიგიის მსახურთა დევნა-შევიწროება, აბუჩად აგდება და დაცინვა, ეკლესია-მონასტრების ძარცვა-დარბევა, შემდეგ მასიური დან-გრევებიც. მაზრის 187 ეკლესიიდან 158 სწორედ იმ დროს აღიგავა მიწისაგან პირისა. 1924 წლის აგვისტოში მასიური დახვრეტებიც დაიწყო. ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის თავჯდომარის მოგილევსკის მიერ ჩეკას ადგილობრივი ორგანოებისათვის დაგზავნილი ცირკულარული დირექტივის საფუძველზე, რომელიც ერთ-ერთ პარტიულ თათბირზე მისი განცხადების ტექსტს წარმოადგენდა: „დახვრიტეთ ის, ვინც არ გამოადგება ბოლშევიზმს!“ სამაზრო ხელმძღვანელობამ და სამაზრო ჩეკამ ბოლშევიზმისათვის გამოუსადეგარ მოქალაქეთა შორის მამა ნიკოლოზ ხეცურიანიც მიიჩნია. ასე ტრაგიკულად აღესრულა იგი, მაგრამ თავისი ცხოვრე-ბით, მოღვაწეობითა და აღსასრულით დაადასტურა ქრისტიანული მორალის ცხოველმყოფე-ლობა და უკვდავება. სულითა და ხორცით ქრისტიანი სანთელივით ზვარაკად შეეწირა რწმენას და სულის უკვდავებას.