სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11758

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
იუსტინე სტეფანეს ძე ტაბიძე 1861-1919წწ მღვდელი.  დაბ. სოფ. ჭყვიში (ვანი) იუსტინე სტეფანეს ძე ტაბიძე 1861-1919წწ მღვდელი.  დაბ. სოფ. ჭყვიში (ვანი)

1861-1919 წწ. გარდ. 58 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ტაბიძე სია

ვანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

64       ბეჭდვა

იუსტინე სტეფანეს ძე ტაბიძე 1861-1919წწ მღვდელი. დაბ. სოფ. ჭყვიში (ვანი)

ტიციანისა და გალაკტიონის დიდი ბაბუა ივანე ტაბიძე


1834-1856 წლებში ჭყვიშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო. 1857-1892 წლებში მღვდელი სტეფანე იოვანეს (იესეს) ძე ტაბიძე ჭყვიშის წმ. გიორგის ეკლესიაში გახლდათ მღვდელი, რომელიც 1894 წელს გარდაცვლილა. ტიციანის მამამ - იუსტინე ტაბიძემ (1861-1919) მღვდლობის ტრადიცია გააგრძელა. ის 1892-1917 წლებში იყო ჭყვიშის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი.

ფოტოზე დგას: ტიციანის დედა ელისაბედ ოქროპირის ასული ფხაკაძე (1865-1951). მარცხნიდან შუა რიგში სხედან: ტიციანის მამა მღვდელი იუსტინე ტაბიძე (1860-1919), ტიციანის და -სოფიკო ტაბიძე და მისი ბებია. მესამე რიგში მარცხნიდან სხედან: ტიციანის უმცროსი ძმა სიმონ ტაბიძე და ტიციან ტაბიძე

        1899 წელს გაზეთ “მწყემსის” “ N6-ში გამოქვეყნდა კაჭახიძის სტატია “იმერეთის ეპარქიის სამღვდელოების დეპუტატების კრება ქ. ქუთაისში 16, 17 და 18 მარტს”, სადაც ვკითხულობთ, რომ მღვდელი იუსტინე ტაბიძე კრების თავმჯდომარედ დაუნიშნავთ. იგი დიდი პატივისცემით სარგებლობდა ეპარქიაში, როგორც მწიგნობარი და განსწავლული სასულიერი პირი, რომელსაც სოფელში ჰქონია მდიდარი ბიბლიოთეკა.

        “გარემოება მოხსენდა ყოვლად სამღვდელოს, რომელმანც განუმარტა კრებას ყოველივე და ამის შემდეგ დეპუტატები შეუდგნენ თავსმჯდომარის არჩევას. 

თავმჯდომარედ ერთ ხმად იქმნა არჩევული მღვდელი მამა იუსტინე ტაბიძე, რომელიც სამღვდელოების მიერ არა ერთ გზის იყო ხოლმე არჩეული წინა კრებების დროს საქმის მწარმოებლად.

თავსმჯდომარის აღრჩევის შემდეგ კრებამ აღნუსხა ის კითხვები, რომლებზედაც უნდა ქონებოდა მსჯელობა.”

        1916 წელს ახალგაზრდა ტიციანმა გამოაქვეყნა 4-ნაწილიანი ლექსი “წიგნიდან ‘ქალდეას ქალაქები’“, რომლის მე-3

ნაწილი დაიბეჭდა ჟურნალ “ცისფერ ყანწების” N2-ში.პოეტი სიამაყით გვაუწყებს, რომ წინაპრები მღვდლები ჰყავდა. შემდეგ აღგვიწერს სოფლის მყუდრო და სევდიან პეიზაჟებს, სადაც დაღვრემილი დგას ხის ტაძარი. დახატულია მღვდელი მამის პორტრეტი, რომელიც ლოცულობს და უფროსი ვაჟი მდუმარედ უსმენს. მამის ანაფორას კი წითელი ფერი გადაჰკრავს, რაც პოეტის ავ წინათგრძნობად უნდა გავიგოთ. 1921 წელს საქართველოში რუსთა წითელი არმია შემოიჭრება, რასაც მოჰყვება ჩვენი ქვეყნის ხანგრძლივი ოკუპაცია, სასულიერო პირთა რეპრესიები, ქრისტიანული ტაძრების ორეტაპიანი, მასობრივი ნგრევა კომუნისტების მიერ 1924 და 1932 წლებში.


მაგი წინაპარი


გრძელია ჟამი, ღვდელმსახურობს რაც ჩემი გვარი.

ვინ დათვლის წირვას, რაოდენი გამოიყვანეს.

ახლაც ეზოს წინ დაღვრემილი მოსჩანს საყდარი:

ეს გერბი არი, ამაყ მგოსანს

რომ დამიხატეს.

ლოცულობს მამა, მწუხრის ლოცვას მუნჯად ვუცქერი:

ფსალმუნი სულში შეფრინდება და იმარხება.

შავ ანაფორას მეწამული გადაკრავს ფერი

და ვხვდები ახლა, თუ ქალდეა რად მენატრება!..

ყვითელ სანთელზე მაგონდება მე მზე ბრწყინვალე,

მზის სადიდებლად აზიდული დიდი ტაძარი.

ზვიად ქვის სვეტებს, თითქო ადნობს ჰანგი მხურვალე

და მღერის მოგვი, ვინც რომ ჩემი დაიწყო გვარი.

ასე ადიდა წინაპარმა ასტარტა მწველი,

მადონნას ქება ახლა მამის ასველებს წვერებს,-

არ დალეულა ჩვენ მოდგმაში ჯერე მლოცველი,

გადახდილ წირვის დათვლა თვითონ ღმერთს დააბერებს.

წინაპართ ჩრდილნო! არ დაგწყვეტთ გულს ჩამომავალზე,

მე მაბეზღებენ, რომ მხედავენ ჯერე ასე მშვიდს.

და თუ ვეღარ ვთქვი ლიტურღია მე თავის თავზე,

ქვეყანას მაინც გადავუხდი ერთხელ პანაშვიდს.



თემო ჭახნაკია გამოჩენილი სამტრედიელების მკვლევარი.

[ნარკვევიდან: სამტრედიის ორპირი ტიციანის შემოქმედებაში]


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.09.2025
ბოლო რედაქტირება 12.09.2025
სულ რედაქტირებულია 4





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0