ნოდარ ტაბიძე (1931-2016) დაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1954 წელს.
1959 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის კათედრაზე; 1979 წლიდან ხელმძღვანელობდა პრესის თეორიისა და პრაქტიკის კათედრას; 1982-1999წწ. იყო ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი; რამდენიმე ჟურნალისა და გაზეთის სარედაქციო კოლეგიის წევრი; მრავალი მეცნიერული ნაშრომის (აქედან 14 წიგნია, მათ შორის: "გალაკტიონი - შემოქმედებითი ლაბორატორია", თბ., 1993; "გალაკტიონი - რედაქტორი და გამომცემელი", თბ., 1997) და პუბლიცისტური სტატიის ავტორი; გ. ტაბიძის ძმისწული და მისი შემოქმედების მკვლევარი; ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტიკის ისტორიკოსი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1975).
წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.850
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ეგრისის სამეცნიერო აკადემია, წევრი (1995-)
- ჟურნალისტთა ფედერაციის გამგეობა, წევრი
- საქართველოს ლიტერატურათმცოდნეობის აკადემია, დამფუძნებელი წევრი, ვიცე-პრეზიდენტი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1997 - ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია
- 1996 - სერგეი მესხის სახელობის პრემია
- 1989 - საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის პრემია
ბიბლიოგრაფია
- მედალიონები (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2003. - 125გვ.
- საიდუმლო კუნძულის აღმოსაჩენად : ისტორია ჟურნალისტიკის ფაკულტეტისა; ფიქრები პუბლიცისტთა აღზრდაზე (ავტორი). - თბილისი, 2001. - 184გვ.
- გალაკტიონი : ცხოვრება და შემოქმედება (ავტორი). - თბილისი, 2000. - 518გვ.
- გალაკტიონი-რედაქტორი და გამომცემელი (ავტორი). - თბილისი, თსუ-ს გამ-ბა, 1997. - 178 გვ.
- გალაკტიონის შემოქმედებითი ლაბორატორია (ავტორი). - თბილისი, თსუ-ს გამ-ბა, 1993. - 208გვ.
- ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკა (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1988. - 255გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00009055/