სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11793

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
რევაზ დიმიტრის ძე მეზვრიშვილი 1894-1989წწ დეკანოზი, დაბ. სოფ ოჟიო (ახმეტა) რევაზ დიმიტრის ძე მეზვრიშვილი 1894-1989წწ დეკანოზი, დაბ. სოფ ოჟიო (ახმეტა)

1894-1989 წწ. გარდ. 95 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი მეზვრიშვილი სია

ახმეტა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

31       ბეჭდვა

რევაზ დიმიტრის ძე მეზვრიშვილი 1894-1989წწ დეკანოზი, დაბ. სოფ ოჟიო (ახმეტა)

 საპატრიარქოს უწყებანი  N3 28 იანვარი-3თებერვალი 2010წ. 19

დეკანოზი რევაზ მეზვრიშვილი 1894-1989


დეკანოზი რევაზი 1894 წელს კახეთში, თელავის მაზრაში, სოფელ ოჟიოში დიმიტრი და ბაბალე მეზვრიშვილების მორწმუნე ოჯახში დაიბადა. მის გაჩენამდე მშობლებს 4 მცირეწლოვანი შვილი გარდაეცვალათ. თურმე პატარა რევაზიც ხშირად ავადმყოფობდა. ერთხელ დედამისს, როცა ჩვილს აკვანში არწევდა და თან საკუთარ უბედობაზე ტიროდა და მოსთქვამდა, სამი თეთრწვერა მოხუცი გამოცხადებია და უკითხავთ: რას მოსთქვამ, რა გაგჭირვებიაო. დედას თავისი განსაცდელის შესახებ უამბია და უთხოვია, ეს ერთი შვილი მაინც დამირჩინეთო. შუათანა თეთრწვერიანს უთქვამს — როცა წამოიზრდება, ერთი წლით აწყურის თეთრი გიორგის მონასტერში მიაბარეთ ბერებთან და გადარჩებაო. როგორც კი ცოტა წამოიზარდა მამა რევაზი, მშობლებმა იგი მართლაც მიაბარეს მონასტერში აღსაზრდელად. იმ პერიოდში აწყურის მამათა მოხასტერში მამა ათანასე (ზურაბაშვილი) მოღვაწეობდა, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში შეასწავლა პატარა რევაზს წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი. ერთი წლის შემდეგ იგი სახლში დაბრუნდა. ხუთი წლის შემდეგ, უკვე მოზრდილმა რევაზმა თბილისის სასულიერო სასწავლებელში ჩააბარა, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. სასწავლებლის დასრულების შემდეგ მან თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტერთან არსებული სამედავითნეო კურსები გაიარა და გორის ეპისკოპოს ანტონის (გიორგაძე) ლოცვა-კურთხევით მედავითნედ მსახურობდა. 1916 წლის 19 თებერვალს ქსნის ხეობაში, სოფელ ლარგვისის წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესეს, თუმცა ოჯახური მდგომარეობის გამო, ამავე წლის 14 მარტს, თავისივე თხოვნით გათავისუფლდა ამ მსახურებიდან და მშობლიურ კუთხეში დაბრუნდა. იგი აწყურის თეთრი გიორგის სახელობის მამათა მონასტერში საბერო მორჩილად მიიღეს. 1916 წლის 28 აგვისტოს ალავერდელ ეპისკოპოს პიროსის (ოქროპირიძე) ლოცვა-კურთხევით, მორჩილი რევაზი შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერში გადაიყვანეს. შუამთის მონასტერში მოღვაწე გამოცდილ ერთად ბერმონაზვნებთან ყოფნა დიდი ნუგეში და სულიერი საზრდო იყო ახალგაზრდა მორჩილისთვის, მაგრამ სულ მალე ქვეყანაში მდგომა-რეობა ძირფესვიანად შეიცვალა. 1917 წლის თებერვალში რუსეთში მომხდარმა რევოლუციამ დაამხო მეფის ხელისუფლება და ამავე წლის 12 მარტს მცხეთაში, სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში შეკრებილმა ქართველმა მღვდელმთავრებმა და სამღვდელოებამ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია აღდგენილად გამოაცხადა. თითქოს ყველაფერი კარგად უნდა წარმართულიყო მრავალტანჯული ქართველი ერისა და ეკლესიისათვის, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს ქვეყნის დამოუკიდებლობაც აღადგინა. თუმცა ბოროტს არ ეძინა. ჯერ იყო და მენშევიკურმა ხელისუფლებამ შეუტია ეკლესიას და სამღვდელოებას, ჩამოართვა საეკლესიო მიწები და ამით მათ საარსებო საშუალება მოუსპო, შემდეგ კი კომუნისტურმა მმართველობამ საყოველთაო ომი გამოუცხადა რელიგიას. მონასტერში მყოფი ახალგაზრდა რევაზი მძიმე არჩევანის წინაშე დადგა. ან სამღვდელო ხარისხი უნდა მიეღო, ან ერში დაბრუნებულიყო. მონასტრის ძმობისა და იღუმენ ნიკოლოზის (მიქელაძე) ლოცვა-კურთხევით მან უკანასკნელი გზა აირჩია და სოფელში დაბრუნდა. იგი მალევე დაქორწინდა ლუბა ყურაშვილზე და მეურნეობას მიჰყო ხელი. ფიზიკურად ძალიან ბევრს შრომობდა და კარგი და ძლიერი ოჯახიც შექმნა. 1943 წელს, ხელისუფლების ნებართვის შემდეგ,..


3-1 საპატრიარქოს უწყებანი  N3 28 იანვარი-3თებერვალი 2010წ. 20

 დეკანოზი რევაზ მეზვრიშვილი 1894-1989(დასასრული)

..შესაძლებელი გახდა, კვლავ ამოქმედებულიყო ეკლესიები და სამღვდელოებას საშუალება მიეცა, წირვა-ლოცვა და საეკლესიო წესები აღესრულებინა. მამა რევაზმა აწყურის თეთრი გიორგის მონასტერს მიაშურა, სადაც ჯერ კიდევ მოღვაწეობდნენ ძველი, ხელისუფლების მარწუხებს გადარჩენილი მოხუც ბერები. მათი დახმარებით მამა რევაზი ნელ-ნელა ჩაება საეკლესიო ცხოვრების ფერხულში და ღვთისმსახურების წესისა და განგების ცოდნა უმოკლეს დროში აღიდგინა. 1957 წელს, როდესაც აწყურის თეთრი გიორგის ეკლესიის მხცოვანი არქიმანდრიტი მელქისედეკი (ცელაძე) გარდაიცვალა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ (ფხალაძე) რევაზს შესთავაზა სამღვდელო ხარისხი მიეღო. მართლაც, აღსრულდა ნება ღვთისა და ამავე წელს მას სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელი დაასხეს ჯერ დიაკვნად, მცირე ხანში კი მღვდლად. რის შემდეგაც იგი აწყურის თეთრი გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.


მამა რევაზმა სამი ათეული წელი ღირსეულად იმსახურა აწყურის თეთრი გიორგის სახელობის მონასტერში და ვინ მოსთვლის, რამდენი ადამიანი მონათლა ამ პერიოდში, რამდენი ანუგეშა, რამდენს უქადაგა ჭეშმარიტი სარწმუნოება და ქრის-ტეს გზაზე დააყენა. 1982 წლის ალავერდობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობის გამო მამა რევაზს დეკანოზის წოდება მიანიჭა და მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. 1984 წელს, თვალის ჩინის დაკარგვის გამო, მხცოვანი მოძღვარი წინამძღვრობიდან გადადგა. ალავერდელ მიტროპოლიტ გრიგოლის (ცერცვაძე) ლოცვა-კურთხევით მას წელიწადში 130 მანეთი დაენიშნა პენსიის სახით. მისი შვილიშვილი, ბატონი ირაკლი მეზვრიშვილი ასეთ ამბავს იხსენებს: „1987 წელს უკვე ლოგინად ჩავარდნილ მამა რევაზს თხოვნით მიუმართავს მეუფე გრიგოლისთვის, რომ ერთი წლის პენსია წინასწარ მიეცათ მისთვის, რადგან იგი გრძნობდა სიკვდილის მოახლოებას. მაგრამ მეუფე გრიგოლს უთქვამს, რომ მას კიდევ ორი წელი ჰქონდა ღვთისაგან ბოძებული“. მართლაც, აღსრულდა მეუფე გრიგოლის წინასწარმეტყველება და მამა რევაზი ზუსტად 1989 წელს, იმ ამბიდან ორ წელიწადში აღესრულა. იგი დიდი პატივით დაასაფლავეს სოფელ ოჟიოს წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე. 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.09.2025
ბოლო რედაქტირება 26.09.2025
სულ რედაქტირებულია 7





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0