მედეა მეზვრიშვილი დაბადების თარიღი: 12 აპრილი 1930წელი საგარეჯო გარდაცვ. თარიღი: 5 დეკემბერი, 2009 (79 წლის ასაკში)
მისი ინიციატივით აშენდა, თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის თეატრი, თელავში გიგოს გორაზე წმიდა ნინოს ტაძარი, სოფელი უდაბნო, და სხვა უამრავი დიდი საქმის ფუძემდებელი
დაკრძალვის ადგილი: ქ. საგარეჯო კატეგორია: თანამდებობის პირი, საზოგადო მოღვაწე
ბიოგრაფია დაბადების ადგილი: ქ. საგარეჯო.
დაამთავრა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი.
1955 წლიდან იყო კომკავშირის თელავის რაიკომის მეორე, პირველი მდივანი. 1961 წლიდან - პარტიის საგარეჯოს რაიკომის მდივანი, მეორე მდივანი; 1963 წლიდან - თელავის, საგარეჯოს რაიაღმასკომების თავმჯდომარე; 1973 წლიდან - საქართველო კომპარტიის საგარეჯოს რაიკომის პირველი მდივანი. საგარეჯოს და თელავის გამგებელი, კახეთში პრეზიდენტის რწმუნებული; საქართველო სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი. მის სახელს უკავშირდება თელავის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მშენებლობა, თელავში ერეკლე მეფის ძეგლის დადგმა, დავით გარეჯის აღდგენა და სხვ. დიდი ღვაწლი და დამსახურება მიუძღვის საქართველოს და კერძოდ, მშობლიური კახეთის წინაშე. პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე.
წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.548; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.316; საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
1996 - ღირსების ორდენი
საქართველოს სახელმწიფო აღმშენებლობაში, ქვეყნის ერთიანობასა და ძლიერებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ხანგრძლივი მოღვაწეობისათვის
ითანამშრომლა ნანა კოხტაშვილი ვალერიანის ასული (დედის და) დაიბადა 21 იანვარი 1953 წელი საგარეჯოში