სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
წულაძე სამღვდელო გვარი სოფ. ჭანჭათი (ლანჩხუთი) წულაძე სამღვდელო გვარი სოფ. ჭანჭათი (ლანჩხუთი)
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი წულაძე სია

ლანჩხუთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

53       ბეჭდვა

წულაძე სამღვდელო გვარი სოფ. ჭანჭათი (ლანჩხუთი)

საპატრიარქოს უწყებანი N8 4-6მარტი 2010წ გვ. 25

,,მაღლა ეჭირათ ჩვენში საეკლესიო დროშა'' წულაძეების სამღვდელო გვარი

მღვდელი იოანე ნიკოლოზის ძე წულაძე 1836 წელს სოფელ ჭანჭათში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. მისი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდნენ სამშობლოსა და დედაეკლესიას. საქართველოს საეგზარქოსოს არქივში დაცულია ცნობა სოფელ ჭანჭათის ეკლესიისა და იქ მოღვაწე სასულიერო პირების შესახებ, სადაც ვკითხულობთ(საბუთი დაწერილია 1839 წელს): „სოფელ ჭანჭათის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია — აშენებულია ხით. სიძველის გამო აშენების წელი არაა ცნობილი. განახლებულია 1780 წელს. სამრევლო შედგება 66 კომლისაგან. ეკლესია მდებარეობს საბატონო სოფელში. შეწირული აქვს მამული — ვენახიანი, ორი ქცევა და 240 ქცევა ტყე. მღვდელი იოანე წულაძე — 91 წლის, ქვრივი. ჰყავს ორი ძე: დიაკონი ნიკოლოზი — 31 წლის და ლაზარე 29 წლის. წარმომავლობით სახაზინო ყმა, სასულიერო წოდების. წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი გურიის უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წი..

8-1 საპატრიარქოს უწყებანი N8 4-6მარტი 2010წ 26

,,მაღლა ეჭირათ ჩვენში საეკლესიო დროშა'' წულაძეების სამღვდელო გვარი (გაგრძელება)


..ნამძღვარ, არქიმანდრიტ იობთან ისწავლა. 1770 წელს ხინოწმინდელმა ეპისკოპოსმა იოანემ (წუწუნავა) დიაკვნად აკურთხა. 1783 წლის 9 მარტს ჯუმათელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (თაყაიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი. მღვდლად კურთხევის სიგელი არა აქვს. დიაკონი ნიკოლოზ წულაძე — 31 წლის, ცოლიანი. ჰყავს ორი ძე: პორფირი 10 წლის და იოანე წლის. წარმომავლობით სახაზინო ყმა, სასულიერო წოდების. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი თავის მამასთან ისწავლა. 1822 წლის მარტში ჯუმათელმა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (შარვაშიძე) დიაკვნად აკურთხა. დიაკვნად კურთხევის სიგელი არა აქვს.“ როგორც ვხედავთ, მამა იოანე ამ დროს ჯერ კიდევ 4 წლის ბავშვია. იგი დიდი სასულიერო ტრადიციების მქონე ოჯახში იზრდებოდა და არცაა გასაკვირი, თუ რატომ აირჩია მან ეს მძიმე, მაგრამ ტკბილი უღელი. როდესაც იგი წამოიზარდა, მამამ სასწავლებლად ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა, რომლის დასრულების შემდეგ მედავითნედ დაიწყო მსახურება. XIX საუკუნის 60-იან წლებში გურიის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ტუსკია) მედავითნე იოანეს დიაკვნად, შემდეგ კი — მღვდლად დაასხა ხელი და მშობლიურ სოფელში განამწესა. მამა იოანე ნახევარი საუკუნე ღირსეულად ემსახურა უფალს და 1912 წლის 21 ივლისს ღვაწლმოსილი აღესრულა. მისი გარდაცვალების შესახებ საკმაოდ ვრცელი წერილი დაიბეჭდა მაშინდელ პრესაში, კერძოდ, გაზეთ „თემში“, სადაც დაწვრილებით არის აღწერილი მისი ხანგრძლივი მოღვაწეობა დედაეკლესიის საკეთილდღეოდ: „21 ივლისს, სოფელ ჭანჭათში (გურია) ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა 76 წლის მოხუცი მღვდელი იოანე ნიკოლოზის ძე წულაძე, რომელმაც მთელი 50 წლის განმავლობაში ღირსეულად ატარა პატიოსანი ჯვარი ქვეყნისთვის თავდადებულისა, პირნათლად ემსახურა მრევლს და ვალგადახდილი მიეშურება საუკუნო მოსასვენებლად. ამ პატიოსანი მოძღვრის მეტად მიმზიდველი პიროვნება, როგორც ქრისტეს მცნების თანახმად განვლილი ცხოვრება, მა- იძულებს კალამი ავიღო ხელში და მის თანამოსაქმეთ  მიუთითოთ იმ იშვიათ თვისებებზე, რომლებიც შეადგენენ მისი პატიოსანი სულის ღირსეულ სამკაულს და ანდამატივით იზიდავენ მისკენ ნაცნობისა და მოკეთის გულს. განსვენებული წარმოადგენდა მეტად იშვიათს ტიპს ძველი მღვდლებისას, რომელთაც ადრე ისე მაღლა ეჭირათ ჩვენში საეკლესიო დროშა და რო- მელნიც დიდად განსხვავდებოდნენ ახალი დროის მღვდლებისაგან. „ძველსა და ახალს მღვდლებს შორის ის განსხვავება არის, რომ ახლების შენახვა უფრო ძვირად უჯდებაო მრევლსაო“, — იოხუნჯა ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელიც ამ პატიოსანი მოძღვრის და საფლავებას დაესწო და ეს ოხუნჯობა, ჩემი აზრით, ნახევრად მართალი მაინც არის. მართლა და განსვენებული ამ მხრივ დიდად განირჩეოდა სხვა თავის თანამოსაქმეებისაგან. 50 წლის სამსახურით საეკლესიო სარბიელზე და გასაოცარი შრომისმოყვარეობით ერთი გოჯითაც არ გაუფართოებია თავისი მამაპაპეული და ღარიბი ქოხმახების და კეთილი სახელის გარდა სხვა სიმდიდრე არა დაუტოვებია რა ამ ქვეყნად. მამა იოანეს არ მოუხვეჭია სახელი საეკლესიო მჭერმეტყველებით, მაგრამ რათ ვთხოვთ ცარიელ სიტყვებს იმ კაცს, რომლის ხანგრძლივი მოღვაწეობა მრევლში და თვით კერძო შინაური ცხოვრება ერთ შეუწყვეტელ უმჭერმეტყველეს ქადაგებას წარმოადგენდა. განსვენებული არც ჩვენს მწერლობაში იყო ცნობილი. მისი „ანბანთქება“ და ორიოდე ლექსი ცალკე წიგნად გამოცემული მაინც და მაინც დიდს განძს არ წარმოადგე. ჩვენი მწერლობისათვის, მაგრამ მისი უსწავლელ კაცად ჩათვლა იმას შეუძლია, ვისაც მეცნიერად ასამაღლებლის რუსულად მთქმელი მღვდელი მიაჩნია და ვინც ფიქრობს, რომ ქართულ მწერლობას არ ძალუძს კაცის აყვანა სასურველ გონებრივ და ზნეობრივ სიმაღლემდეო. თავდავიწყებამდის შრომისმოყვარე მამა იოანე მოიცლიდა თუ არა საეკლესიო და საოჯახო საქმეებისაგან, მაშინვე წიგნს ან გაზეთს მივარდებოდა, ხარბად ეწაფებოდა ჩვენს საეკლესიო და საერო მწერლობას, კუბოს კარამდე წიგნი არ გაუგდია ხელიდან და კიდევაც გამოართვა მშობლიურ მწერლობას ის, რისი მიცემაც ამ უკანასკნელს შეეძლო, მაგრამ გამორთმევ არის და გამორთმევაც! ზოგი თუ წიგნს უგემურად, დროის მოსაკლავად კითხუ- ლობს, ან იმ მოსაზრებით, აქაო და ნაკითხს კაცს დამიძახებენო, მამა იოანე წიგნების საშუალებით გონებასა და გულს იფაქიზებდა და ყოველთვის იმას ცდილობდა, წაკითხული მეორე ბუნებად ექცია, შეესისხლხორცებია, შეეთანხმებია წაკითხულთან, რათა მის სიტყვასა და საქმეს შორის წინააღმდეგობა არ ყოფილიყო. საშინლად ეჯავრებოდა, სწუხდა, როცა ნასწავლი კაცი რამე უმსგავსოებას ჩაიდენდა და სამართლიანად ნათლავს ერთს თავის ლექსში ამგვარად განსწავლულ „მეცნიერებს“ „თვალხილულ ბრმებათ და ყურმახვილ ყრუებად“. წიგნების კითხვას კიდევ მისთვის ის აზრი ჰქონდა, რომ სურდა ცხოვრებას კუდში არ მოქცეოდა, ამა თუ იმ მოვლენას მოუმზადებელი არ დახვედროდა. ამიტომაც იყო, რომ წასული თავი- სუფლების დღეებში, როცა ზოგი მისი თანამოძმენი დაიბნენ, ცალის თვალით მარცხნით იყურებოდნენ და ცალს კი მარჯვნივ აცეცებდნენ, მამა იოანე სრულიად არ შეშფოთებულა, მეტად დინჯად ეჭირა თავი, თითქო მის თვალწინ რაღაც ჩვეულებრივი ამბავი ხდებაო და მხოლოდ ხანდახან ეს უსწორო ომი შიშში ჩააგდებდა და მის დაღარულს, მუდამ ზრუნვით აღბეჭდილს 

8-2 საპატრიარქოს უწყებანი N8 4-6მარტი 2010წ 27


,,მაღლა ეჭირათ ჩვენში საეკლესიო დროშა'' წულაძეების სამღვდელო გვარი (გაგრძელება)

შუბლს ნაოჭი მოემატებოდა. თავდაპირველად, მოძღვარი, ის იყო ღრმად მორწმუნე ადამიანი და რაც უნდა მახლობელი ყოფილიყავი, ძნელად თუ გაპატივებდა მცირეოდენ იჭვიანობას სარწმუნოების სფეროში. როგორც ქართველი, ის იყო იშვიათი სტუმართმოყვარე, მისი სახლის კარები ყოველთვის და ყველასთვის ღია იყო, არავისაგან პასპორტს არ ითხოვდა და მთელი თვეობით, გინდა წლობით რომ დარჩენილიყავით მასთან, ერთხელაც წარბებშეკრული არ შემოგხედავდა. ის იყო მეტისმეტად თავდაჭერილი, უმაღლესად ზრდილი, მეტად მშვიდობიანი ხასიათის მექონი, რაც უნდა შევიწროება მიგეყენებინა, როგორც ხორციელი აღელდებოდა, მაგ- რამ ძნელად თუ იმისთანა სიტყვა წასცდებოდა, რომ ბოლოს სანანებლად დარჩენოდა. თითოეული მისი სიტყვა, ყოველი მისი ნაბიჯი, ათასჯერ აწონილ-გაზომვილი, წინდაწინ მოფიქრებული იყო და ამით აიხსნება ის გარემოება, რომ რამდენიც უნდა ეცადო, რაც უნდა აფათურო ხელი შენს მეხსიერებაში, ვერ მოძებნი ვერც ერთ უშვერ სიტყვას, ვერც ერთ უმსგავსო საქციელს, რომლითაც მამა იოანეს ვისმესთვის ოდესმე გული დაეჭრას. სრულიად მოკლებული პატივმოყვარეობას, ის ყველაფერში სასტიკ ზომიერებას იცავდა. თუმცა კარგი განწყობილება ჰქონდა მღვდელმთავრებთან, რომლებიც ხშირად მისას ზაფხულს ატარებდნენ, მაგრამ აზრად არ მოსვლია რაიმე ჯილდო ეთხოვა. 50 წლის უმწიკვლო სამსახურმა მისი მკერდი ორდენებით ვერ დაამშვენა. არასოდეს მინახავს მის ტანზე შრიალა ანაფორა, აბრეშუმის ახალუხი; სტუმ- რის უზომო პატივისმცემელი, პურ-მარილზე გადაგებული, ძნელად თუ ოდესმე ჭამა-სმაში თითონ ზომიერებას გადასცდებოდა, მაგრამ რაც ყველაზე უფრო ამშვენებდა მას, ეს იყო მისი უსაზღვრო რწმენით განმსჭვალული, მოძმის მეტად მოყვარული გული, რომელიც ხელმძღვანელობდა მას მთელს მის ცხოვრებაში, მადლით რწყავდა ყოველ მის ნაკვალევს და ნებას აძლევდა შინაურთან თუ ახალგაზრდასთან ყოველთვის მეგობრული განწყობილება ჰქონოდა. ასეთი სიყვარულით ეპყრობოდა ის ყოველს სულიერ არსებას. არაფრის გულისათვის არ გაპატივებდა პირუტყვებთან უდიერად მოქცევას და საშინლად აღელდებოდა, როცა მისი ოჯახის რომელიმე წევრი მის თვალწინ მოსაკლავად გაიმეტებდა ჩიტებს, რომელთაც მამა იოანე სისტემატიურად უმასპინძლდებოდა ნასუფრალით საგანგებოდ დამზადებულ ლისტებზე. უნდა გენახათ მამა იოანე, როცა მას რომელიმე მძიმე ავადმყოფის საზიარებლად მიიწვევდნენ. აუტანელი სევდის შავი ღრუბელი მოიცავდა მის მადლიან სახეს, საშინელი სიბრალული, უსაზღვრო მწუხარება შეიპყრობდა მთელს მისს არსებას და ისიც სწრაფად გაქანდებოდა ავადმყოფისაკენ. არა მარტო ზიარებით, არამედ მთელი საშინაო აფთიაქით და სხვადასხვა საჭირო წამლებით და შესაფერი საშუალებით თავდაპირველად იმას შეეცდებოდა ავადმყოფისათვის ღონე დაებრუნებინა, გაემხნევებინა; სნეულიც მის მიახლოვებაზე რაღაც შვებასა და ნუგეშს გრძნობდა. ასე ქრისტიანულად, ადამიანურად დალია თვისი ამქვეყნიური ცხოვრება ყოვლადპატიოსანმა მამა იოანემ და ამან მოუყარა მის დასაფლავებაზე თავი აუარებელ ნაცნობსა და პატივისმცემელთ. მეც სხვებთან ერთად გზას გილოცავ, პატიოსანო მოძღვარო და ჩემო საუკეთესო მეგობარო მამა იოანე! თან ვისურვებ შენს სულიერ სიმდიდრეს ამ სოფლად მემკვიდრე გასჩენოდეს და ისე არ გაურბოდნენ ასეთ განძს ზოგი შენი თანამოსაქმენი, როგორც შჩედრინის გმირები ემალებოდენ ყველასაგან მოძულებულს ჩვარში გახვეულს სინდისს“. მამა იოანეს დასაფლავებას 2000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. წარმოთქვეს სიტყვებიც, მათ შორის: მღვდელმა ეპიფანე ჩხეიძემ, მღვდელმა ეპიფანე ხონელიამ, მასწავლებელმა არ. წითლიძემ და სხვებმა. მამა იოანეს საქმე ღირსეულად გააგრძელა მისმა შვილმა, ცნობილმა მოძღვარმა, დეკანოზმა ლავრენტი წულაძემ. იგი 1867 წლის 30 სექტემბერს დაიბადა. ოჯახში მამის მეთვალყურეობით მიიღო პირველდაწყებითი განათლება, რის შემდეგაც დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი და სოფელ ჭანჭათის ეკლესიაში მედავითნედ დაიწყო მსახურება. 1887 წელს მამა ლავრენტიმ სოფელ სურებში დააარსა დაწყებითი სკოლა, სადაც დიდი რუდუნებით ემსახურებოდა ბავშვების განათლებისა და აღზრდის საქმეს. 1890 წელს ქ. ფოთის საქალაქო სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად გადაიყვანეს. XIX საუკუნის 90-იან წლებში გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) ახალგაზრდა მასწავლებელს მღვდლად დაასხა ხელი. 1918 წლამდე მამა ლავრენტი ღირსეულად მოღვაწეობდა ამ სასწავლებელში, ხოლო სამღვდელო მსახურებას იგი ქ. ფოთის ერთ-ერთ ეკლესიაში აღასრულებდა. მამა ლავრენტი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა გაზეთ „ივერიასთან“, „ცნობის ფურცელთან“ და სხვა გაზეთებთან, სადაც სხვადასხვა თემა... 

8-3 საპატრიარქოს უწყებანი N8 4-6მარტი 2010წ 28


,,მაღლა ეჭირათ ჩვენში საეკლესიო დროშა'' წულაძეების სამღვდელო გვარი (დასასრული)

... ტიკაზე აქვეყნებდა თავის სტატიებს, საუბრობდა ეკლესიასა და ქვეყანაში იმჟამად არსებულ მრავალ პრობლემაზე, განსაკუთრებით კი სწავლა-განათლების საკითხზე, რომელიც მწვავედ იდგა XIX საუკუნის საქართველოში. თავის ერთ-ერთ ქადაგებაში იგიაღნიშნავდა: „გული კაცისა ძლიერია მხოლოდ მაშინ, როცა განათლებულიაო“, — სთქვა ერთმა ბრძენმა. რაკი ასეა, ჩვენ ამ თქმიდან ის დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ ერიცა და ქვეყანაც მხოლოდ მაშინ არის ძლიერი, როცა ბევრი ნასწავლი და განათლებული კაცი ჰყავს. სამწუხაროდ და სავალალოდ ჩვენდა, ჩვენს ერსა და ქვეყანას არა თუ ნასწავლი და განათლებული კაცი არა ჰყავს ბლომად, არამედ უხეიროდ წერაკითხვის მცოდნეთა რიცხვიც მცირედ მოიპოვება. დიაღ, ჩვენი ქვეყანა ღარიბია განათლებულის და განვითარებულის კაცებით, ჩვენი ერი ღატაკია უანგარო და ეჭვმიუტანელ პატიოსნების მქონე ადამიანებით, ჩვენი მამული უპოვარია მხნე და მუყაითის მუ- შაკებით და ნუთუ ამის შემდეგ შესაძლოა, ადამიანს არ აუშფოთდეს სული, არ აუჩუყდეს გული და არ აუცრემლიანდეს თვალები“. იგი ასევე გახლდათ სამეცნიერო-პედაგოგიურ და ლიტერატურულ ჟურნალ „განათლების“ აქტიური თანამშრომელი. გაწევრიანებული იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებ საზოგადოებაში. მამა ლავრენტი მონაწილეობ- და 1917 წლის 11-17 სექტემბერს ჩატარებულ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაზე. 1918 წლიდან სიკვდილამდე იგი მსახურობდა თავის მშობლიურ სოფელში და ასევე ასწავლიდა სოფელ აკეთის სკოლაში ქართულ ენას. 1922 წელს ადგილობრივი ხელისუფლების წაქეზებით იქაურმა კომკავშირლებმა დაარბიეს და დაწვეს ჭანჭათის ეკლესია. ამ დროს მამა ლავრენტი თავის შვილებთან ერთად დაპატიმრებული იყო და მეტეხის ციხეში იმყოფებოდა. ციხიდან გაათავისუფლეს და რამდენიმე თვეში მოძღვარი კვლავ თავის სოფელში დაბრუნდა, სადაც უშიშრად აგრძელებდა მღვდელმსახურებას. 1923 წლის 4 ნოემბერს, ღამით, როდესაც იგი სახლში ბრუნდებოდა, ბოლშევიკური პარტიის წევრთა დავალებით, ადგილობრივმა კომკავშირლებმა იგი სიცოცხლეს გამოასალმეს. დეკანოზი ლავრენტი დიდი პატივით დაასაფლავეს სოფელ ჭანჭათის ეკლესიის ეზოში, საგვარეულო სასაფლაოზე, წინაპრების გვერდით. იგი გახლდათ წულაძეების იმ შტოს უკანასკნელი წარ- მომადგენელი, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას ჭან-ჭათის ეკლესიაში.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.09.2025
ბოლო რედაქტირება 26.09.2025
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0