წულაძე
														 ონოფრე არქიმანდრიტი ალიბეგლოს (ჰერეთი. საინგილო)  წმიდა ნინოს ეკლესია. ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია 2015წლის მონაცენებით
2025წლის 7 ივნისს გარდაიცვალა თბილისის წმინდა გიორგის სახელობის (კარის) ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი ონოფრე (წულაძე).
არქიმანდრიტი ონოფრე დაიკრძალება სამშაბათს, 1 ივლისს მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტრის ეზოში.
საპატრიარქოს უწყებანი N26 3-16სექტემბერი 2009წ გვ.13
ბერად აღკვეცა
18 აგვისტოს მახათის მთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტერში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ამავე მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა საბამ (კუჭავა) ბერად აღკვეცა: კრწანისის წმინდა საბა განწმედილის სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი რევაზ ნოზაძე — სახელად ეწოდა ანტონი, თბილისის ზღვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის „მსწრაფლშემსმენელი“ ხატის სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი ედიშერ წულაძე — სახელად ეწოდა ონოფრე და მახათის მთის მამათა მონასტრის მორჩილი მამუკა მაისურაძე  სახელად ეწოდა იონა.
 საპატრიარქოს უწყებანი N37 1-7ნოემბერი 2011წ გვ.12
დაჯილდოება
28 ოქტომბერს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: მღვდელი მარტინ კახიძე -- ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით; ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის მღვდელმსახური, მღვდელ-მონაზონი ონოფრე (წულაძე) -- ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით;  მღვდელი გაბრიელ ბენიაიძე -- ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით; მღვდელი ნოე კილაძე -- ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.
დაჯილდოება
12 იანვარს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დააჯილდოვა ეპარქიებში მოღვაწე სამღვდელოება: მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიიდან, სქემარქიმანდრიტი ეგნატე (კურტანიძე) –- მეორე გამშვენებული ჯვრით; ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის სამლვდელოება: არქიმანდრიტი დემეტრე (თეთრუაშვილი) -- მეორე გამშვენებული ჯვრით. იღუმენი ონოფრე (წულაძე) - არქიმანდრიტის წოდებით; დეკანოზი გაბრიელ ბენიანიძე -- მიტრით; მღვდლები: პეტრე ხუმარაშვილი და ზაქარია ყველაშვილი -– ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით. ვრით; იღუმენი ონოფრე (წულაძე) -– არქიმანდრიტის წოდებით; დეკანოზი გაბრიელ ბენიანიძე -- მიტრით; მღვდლები: პეტრე ხუმარაშვილი და ზაქარია ყველაშვილი -– ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.