სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
იოსებ თეოფანეს ძე ჩიჯავაძე 1867-1929წწ დეკანოზი დაკრძ. ნავთლუხის წმ. ბარბარეს ეკლესიაში იოსებ თეოფანეს ძე ჩიჯავაძე 1867-1929წწ დეკანოზი დაკრძ. ნავთლუხის წმ. ბარბარეს ეკლესიაში

1867-1929 წწ. გარდ. 62 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ჩიჯავაძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

42       ბეჭდვა

იოსებ თეოფანეს ძე ჩიჯავაძე 1867-1929წწ დეკანოზი დაკრძ. ნავთლუხის წმ. ბარბარეს ეკლესიაში

საპატრიარქოს უწყებანი  N15 29აპრილი-5მაისი 2010წ. გვ. 18.


დეკანოზი იოსებ ჩიჯავაძე 1867-1929

დეკანოზი იოსებ თეოფანეს ძე ჩიჯავაძე 1867 წლის 17 სექტემბერს ქ. თბილისში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. მამა — მღვდელი თეოფანე იოსების ძე ჩიჯავაძე (1836-1883 წლები) — თბილისის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური იყო, ხოლო დედა —ოლღა ზანდუკელი გახლდათ. პატარა იოსებმა ჯერ თბილისის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა, ხოლო 1885-91 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. სწავლის დასრულების შემდეგ იგი დაქორწინდა. ჰყავდა სამი შვილი: დიმიტრი, ელენე და შოთა (მამა იოსების მეუღლე 1896 წელს ადრეულ ასაკში გარდაიცვალა). 1891 წლის 7 ივლისს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) იოსები დიაკვნად აკურთხა, ხოლო მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და თბილისის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1897 წლის აღდგომას საგვერდულით, ხოლო 1900 წელს სკუფიით — დააჯილდოვეს. 1911 წლის თებერვალში მამა იოსებს, საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის ბრძანებით, საეკლესიო წესების დარღვევის გამო დროებით შეუჩერდა მღვდელმოქმედება და რამდენიმე თვით გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამა თა მონასტერში განამწესეს სასჯელის მოსახდელად. 1915 წლის 6 მაისს მამა იოსები კამილავით დააჯილდოვეს. 1916 წელს იგი რუსეთში გაემგზავრა და სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში ჩააბარა. მასვე დაევალა სანკტ-პეტერბურგის ქართული სამრევლოს ჩამოყალიბება წინამძღვრობა. აი, რას წერდა ამის შესახებ გაზეთი „სამშობლო“: „კვირას, 31 იანვარს, პეტროგრადის ცენტრალური ბანკის დარბაზში მოხდა პეტროგრადის ქართველთა ახალშენის კრება. თავმჯდომარეობდა თავადი ვ. ს. მიქელაძე. კრება ნებადართული იყო პეტროგრადის ქალაქის უფროსისაგან. კრებას უნდა განეხილა საკითხი ქალაქში ქართული ეკლესიის აგებისა. თავმჯდომარემ საუცხოო მხატვრულ ფერადებით დაასურათა გარემოებანი, რამაც პეტროგრა-დის ქართველთა შორის დაჰბადა აუცილებლობა სატახტო ქალაქში ყოფილიყო ქართული ეკლესია. შემდეგ კრებას მოახსენა შარშან, 15 დეკემბერს საგანგებოდ არჩეულ რწმუნებულთა მოქმედების ანგარიში. ეს კომიტეტი უპირველესად ეახლა პეტროგრადისა და ლადოგის მიტროპოლიტს პიტირიმს, ითხოვა მისგან ლოცვა-კურთხევა ამ წმინდა საქმე-


15-1  საპატრიარქოს უწყებანი  N15 29აპრილი-5მაისი 2010წ. 19.

დეკანოზი იოსებ ჩიჯავაძე 1867-1929(გაგრძელება)


ში დასახმარებლად. მეუფე პიტირიმი გული სავსებით მიეგება ამ შუამდგომლობას და აღუთქვა დახმარება პეტროგრადში ქართული ეკლესიის აგების საქმეში. რადგანაც ქვეყანა დღეს მძიმე პირობებში იმყოფება და ეკლესიის აგებაც ძალაუნებურად გაჭინაურდება. მეუფე პიტირიმი გულმხურვალედ მოეკიდა საქმეს, მით უმეტეს, რომ პეტროგრადის ქართველობას და განსაკუთრებით პეტროგრადში მყოფ ქართველ დაჭრილ მეომრებს ხშირად სჭირდებათ სულიერ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება, რადგან სლავიანური წირვა-ლოცვა მათ არ ესმით. ამის გამო მიტროპოლიტმა პიტირიმმა რწმუნებულებს შესთავაზა ერთ-ერთი ეკლესია, სადაც დროებით თავს შეაფარებს ქართული კრებული და წირვა-ლოცვას ქართულად მოისმენს. ამ მოხსენების მოსმენის შემდეგ კრებამ დაავალა თავად ვ. ს. მიქელაძეს, უღრმესი და უგული- თადესი მადლობა გადასცეს მეუფე პიტირიმს იმ მხურვალე თანაგრძნობა-მონაწილეობისათვის, რომელსაც იჩენდა საქართველოს სამწყსოს მიმართ ეგზარქოსობის დროს, რითაც ჩვენი ერის უდიდესი და საყოველთაო სიყვარული დაიმსახურა. კრებაზე გამოირკვა, რომ უმაღლეს წრეებში თანაგრძნობით ეგებებიან პეტროგრადში ქართული ეკლესიის აგების საქმეს. კრებამ დაადგინა, დროებით რომელიმე ორსაკურთხევლიან ეკლესიაში მოხერხებულიყო ქართული წირვა-ლოცვის მოწყობა. ხანგრძლივ თათბირში მონაწილეობას იღებდნენ გენერალ-მაიორი, თავადი ი. ა. ნაკაშიძე, მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის ამალის წევრი, თავადი ზურაბ ავალიშვილი, ა. დ. ქორქია, თავადი ი. გ. თარხნიშვილი და სხვანი. კრებამ მადლობა გადაუხადა კომიტეტის გამოცდილ ქართველ მოღვაწეს თავად ვ. ს. მიქელაძეს თავდადებულ და ერთგულ საქმიანობისათვის პეტროგრადის ქართული ეკლესიის დაარსებაში. ჩვენ განსაკუთრებით სიამოვნებით უნდა აღვნიშნოთ, რომ კრებამ უგულითადესის პატივისცემით მოიხსენია „პეტერბურგის ვედემოსტის“ დიდი ხნის თანამშრომელი, ცნობილი კანონისტი ნიკოლოზ დურნოვო, რომელიც დიდი ხნის მეგობარია ივერიის ეკლესიისა“. 1917 წლის 14 იანვარს აღნიშნული ეკლესია წმინდა ნინოს სახელობაზე იკურთხა. მწირველნი ბრძანდებოდნენ: პოლოცკის ეპოსკოპოსი კირიონი (საძაგლიშვილი), გორის ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე), სტარო-რუსიის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ამბროსი (ხელაია) და პეტროგრადის ქართული სამრევლოს წინამძღვარი, მღვდელი იოსებ ჩიჯავაძე. წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი იოსები სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. წირვის შემდეგ გაიმართა სადღესასწაულო ტრაპეზი, სადაც ქართველმა სასულიერო პირებმა და მრევლმა დიდი მადლობა მოახსენეს მეუფე პიტირიმს, რომელსაც ბევრი უსიამოვნება გადახდა ქართველებისათვის ამ ეკლესიის გახსნის გამო. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ რუსეთის იმპერია დაინგრა. ამით ისარგებლეს ქართველმა ავტოკეფალისტებმა და ამავე წლის 12 მარტს (ახ. სტ. 25 მარტს) სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მღვდელმთავრებმა და სამღვდელოებამ ქართული ეკლესიის ავტოკეფალია აღდგენილად გამოაცხადეს. 1917 წლის 11-17 სექტემბერს გამართულ პირველ საეკლესიო კრებაზე კათოლიკოს-პატრიარქად ეპისკოპოსი კირიონი (საძაგლიშვილი) აირჩიეს. 1917 წლის 16 ნოემბერს უწმინდესმა კირიონმა საკათოლიკოსო საბჭოში დასვა საკითხი საეკლესიო ჟურნალის გამოცემისათვის „სვეტიცხოველის“ სახელწოდებით. რედაქტორობა თავდაპირველად შესთავაზეს დეკანოზებს — კალისტარტე ცინცაძესა და კორნელი კეკელიძეს, მაგრამ მათ უარი განაცხადეს. ამის შემდეგ უწმიდესმა კირიონმა წამოაყენა მამა იოსების კანდიდატურა, რომელიც ამ დროს პეტერბურგში იმყოფებოდა. მან მაშინვე გაუგზავნა დეპეშა მამა იოსებს და საქართველოში დაიბარა. ამავე წლის ბოლოს იგი სამშობლოში დაბრუნდა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონმა ჟურნალის რედაქტორად და თავის პირად მდივნად დანიშნა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ჟურნალის რედაქტორად იგი ფორმალურად ითვლებოდა, მისი მთავარი იდეოლოგები იყვნენ დეკანოზები: ილია შუბლაძე, ქრისტეფორე ციცქიშვილი და ილარიონ ჯაში. 1918 წლის 11 თებერვალს მამა იოსებს დეკანოზის წოდება მიენიჭა. XX ს-ის 20-იანი წლების დასაწყისში მამა იოსები რუსეთში არსებული „ცოცხალი ეკლესიის“ საქმიანობაში აღმოჩნდა ჩართული. 1922 წლის სექტემბრის პირველ რიცხვებში იგი (კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის (ხელაია) ლოცვა-კურთხევის გარეშე, რის გამო მას დროებით შეუჩერეს მღვდელმოქმედება) მოსკოვში გაემგზავრა იქაურ კრებაზე დასასწრებად, აირჩიეს „ცხოველი ეკლესიის“ ჯგუფის ცენტრალურ კომიტეტის წევრად, აღიჭურვა სათანადო რწმუნებე-


15-2 საპატრიარქოს უწყებანი  N15 29აპრილი-5მაისი 2010წ. 20.

დეკანოზი იოსებ ჩიჯავაძე 1867-1929(დასასრული)

ბით და საქართველოში ჩამოვიდა. მამა იოსებმა ამ საქმეში მხარდამჭერები ვერ მოძებნა და მალევე ჩამოშორდა აღნიშნულ მოძრაობას. მან შენდობა ითხოვა თავისი საქციელის გამო და დეკანოზ კალისტრატე ცინცაძის შუამდგომლობით მალევე აღუდგინეს მღვდელმსახურება. შემდგომ წლებში მამა იოსები უკვე ერთგულად ემსახურებოდა დედა ეკლესიას და მიუხედავად კომუნისტური ხელისუფლების მხრიდან ეკლესიის დევნისა, ანაფორა არ გაუხდია, უშიშრად ქადაგებდა სარწმუნოებას, ანუგეშებდა წმინდა ბარბარეს ეკლესიის მრევლს და დიდი სიყვარულითაც სარგებლობდა მორწმუნეთა შორის. 1927 წლის 21-27 ივნისს დეკანოზი იოსები მონაწილეობდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის IV საეკლესიო კრებაში. 1928 წლის აღდგომის დღესასწაულზე ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) იგი ენქერით დააჯილდოვა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში დეკანოზი იოსები ხშირად ავადმყოფობდა. 1932 წლის აგვისტოში წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის სამრევლო საბჭო კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) სთხოვს ახალი წინამძღვრის დანიშვნას: „მთხოვნელს ჩვენ პირადად არ ვიცნობთ. უკეთუ მისი უწმიდესობა ჰრაცხს მას შესაფერ კანდიდატად, ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვეთქმის. ერთს კი მოგახსენებთ — წმ. ბარბარეს ყოფილი წინამძღვარი, აწ განსვენებული დეკანოზი იოსებ ჩიჯავაძე ორი წლის განმავლობაში ავადმყოფობდა, ხოლო მისმა დროებითმა შემცვლელებმა კეთილად ვერ წარმართეს ეკლესიის საქმე და მრევლი შემოიფანტა“. როგორც ამ წერილიდან ირკვევა, მამა იოსები, ავადმყოფობის გამო, უკანასკნელი ორი წელი სისტემატიურად ვერ ახერხებდა ტაძარში სიარულს. იგი 1929 წლის 12 იანვარს გარდაიცვალა. იგი 15 იანვარს ნათლუღის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის ეზოში დაასაფლავეს. 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.09.2025
ბოლო რედაქტირება 28.09.2025
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0