მაია ჩიჯავაძე 10 მარტი, 1952 დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1974 წელს.
1974 წლიდან დაიწყო მუშაობა კინოსტუდია "ქართულ ფილმში". შექმნა კოსტუმების ესკიზები ფილმებისთვის: "სამი სასიძო" (რ. ჭარხალაშვილი, 1977), "იმედის მწვანე კუნძული" (ო. გვასალია, 1978), "მშობლიურო ჩემო მიწავ!" (რ. ჩხეიძე, 1980), "გზა შინისკენ" (ა. რეხვიაშვილი, 1981), "დღეს ღამე უთენებია" (ლ. ღოღობერიძე, 1983), "ადამიანთა სევდა" (გ. ჩოხელი, 1984),
"საფეხური" (ა. რეხვიაშვილი, 1986, "სიკეთის ტელეფონი" (ა. ჭიაურელი, 1986) და სხვ. დამდგმელი მხატვარია ფილმებისა: "ლილეო" (მ. ჭიაურელი უმც. 1975), "მიახლოება" (ნ. ნიკოლაძესთან ერთად/ა. რეხვიაშვილი, 1989). 1989 წლიდან ცხოვრობს ჰოლანდიაში, მონაწილეობს გამოფენებში.
წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 198; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge.; youtube.com