ალექსანდრე ჯალიაშვილი დაიბადა 1871 წელს.
1909 წლიდან ალექსანდრე ჯალიაშვილი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი.
1915 წლის 4 მარტს სვეტიცხოვლის 12 მოციქულის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაადგინეს. ამავე წელს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს.
1917 წელს დეკანოზის წოდება მიანიჭეს. მამა ალექსანდრე პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა.
1917 წლის 12 მარტს, მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გამოცხადდა საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენა, ხოლო ამავე წლის 11-17 სექტემბერს საეკლესიო კრებაზე აირჩიეს საქართველოს პატრიარქი. შეიქმნა ახალი ეპარქიები, დადგინდა მმართველი მღვდელმთავრები და დეკანოზი ალექსანდრე წილკნის საეპარქიო საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს. იგი პატიოსნებითა და ეკლესიისადმი ერთგულებით გამოირჩეოდა.
დეკანოზი ალექსანდრე, გადმოცემის მიხედვით, თურმე შემთხვევით უკანასკნელად შეხვდა ილია ჭავჭავაძეს იმ საბედისწერო დღეს. ერთმანეთს გამოელაპარაკნენ, ამის შემდეგ ილიამ გზა განაგრძო... ერის მამა მოკლეს. 7 სექტემბერს, საგურამოდან ილიას ცხედრის თბილისში გადმოსვენების დღეს, მცხეთის ჯვრის მონასტრის ძირში პროცესიას დახვდა დეკანოზი ალექსანდრე სამღვდელოებასთან და თავის ურიცხვ მრევლთან ერთად და მას იქ ემოციური, გრძნობით აღსავსე სიტყვა წარმოუთქვამს...
დეკანოზი ალექსანდრე ცნობილი მეფუტკრე ყოფილა და ამ დარგში ბევრს მუშაობდა. დღემდეა შემორჩენილი მისი ჩანაწერები ფუტკრის მოვლასა და თაფლის სასარგებლო თვისებებზე.
1919 წელს მამა ალექსანდრე მოულოდნელად, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. იგი დიდი პატივით დაკრძალეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1909-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1915 - სამკერდე ოქროს ჯვარი
საპატრიარქოს უწყებანი N38 18-24ნოემბერი 2010წ გვ. 18
,,მეფუტკრეობა ერთდროულად ხელმისაწვდენია როგორც მდიდრისთვის ისე ღარიბისთვის’’
მღვდელი ნიკოლოზ მაღალდაძე და მისი მეუღლე ნინო ჩოლოყაშვილი.
დეკანოზი ალექსანდრე მიხეილის ძე ჯალიაშვილი 1871 წელს (საფლავზე აწერია 1873 წელი), სიღნაღის მაზრის სოფელ ფანიანში, მედავითნის ოჯახში დაიბადა. ალექსანდრე ადრეულ ასაკში დაობლდა და იგი ოჯახის ახლობელმა და ნათესავმა მღვდელმა ნიკოლოზ მაღალდაძემ გაზარდა. მამა ნიკოლოზი 1836 წელს კახეთში დაიბადა. იგი მთელ კახეთში, კერძოდ, ქიზიყში, ერთ-ერთ სამაგალითო და პატიოსან მოძღვრად ითვლებოდა. სასულიერო სასწავლებლის დასრულების შემდეგ, XIX ს-ის 60-იან წლების ბოლოს, მას მღვდლად დაასხეს ხელი და ქიზიყში, სოფელ ბოდბისხევის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნეს, ხოლო 1885 წელს კამილავკით დააჯილდოვეს. 1892 წელს ეპარქიალურმა სასწავლო კომიტეტმა მადლობა გამოუცხადა თბილისის ქალთა ეპარქიალურ სასწავლებელში წმინდა კონსტანტინესა და ელენეს ცხოვრების 100 ბროშურის უფასოდ დარიგებისათვის. 1893 წლის თებერვალში სიღნაღის მაზრის I ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვარად აირჩიეს. 1899 წლის 6 მაისს კი წმინდა სინოდმა მადლობის სიგელი უბოძა. მამა ნიკოლოზი 1902 წლის 22 ივნისს, სიბერის გამო, თავისი თხოვნის საფუძველზე, შტატიდან გადადგა. გარდაიცვალა 1902 წლის 28 ოქტომბერს, თბილისში. დასაფლავებულია კუკიაზე, წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე.
მღვდელი ალექსანდრე ჯალიაშვილი, მეუღლესთან ივლიტა ჭაბაშვილთან ერთად.
მამა ნიკოლოზმა პატარა ალექსანდრე თავდაპირველად სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მიაბარა. 1887 წელს მან თბილისის სასულიერო სემინირიაში ჩააბარა. 1891 წლის 16 ნოემბერს დაიწინდა ივლიტა გიორგის ასულ ჭაბაშვილზე. 1893 წელს ალექსანდრემ თბილისის სასულიერო სემინარია მეორე ხარისხის დიპლომით დაამთავრა და ამავე წლის 25 ივლისს ჯვარი დაიწერა ივლიტაზე. 1893 წლის 18 დეკემბერს მათ ეყოლათ ასული ელისაბედი, რომელიც სემინარიის მოწაფემ მიხეილ ბენაშვილმა მონათლა (შემდგომში დეკანოზი, 1924 წელს ანაფორა გაიხადა). ალექსანდრე 1893 წელს, გორის მაზრაში, სოფელ ვანათის ერთკლასიან სამრევლო-საეკლესიო სკოლის მას- წავლებლად განამწესეს. 1894 წლის 1 მაისს წინამძღვრი ანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში გადაიყვანეს და რუსული ენის მასწავლებლად დანიშნეს. სამ თვეში ამავე სკოლის ზედამხედველად დაადგინეს. 1894 წლის 6 ნოემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) იგი დიაკვნად აკურთხა, ხოლო მეორე დღეს — მღვდლად დაასხა ხელი და ქარელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1896 წლის 4 იანვარს მამა ალექსანდრესა და ივლიტას. შეეძინათ მეორე შვილი — მიხეილი. იგი მონათლა ვარტერ-აკოფოვმა. ამავე წლის 12 სექტემბერს გარდაეცვალათ ასული — ელისაბედი. 1897 წლის 3 აპრილს მამა ალექსანდრე სოფელ იტრიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს, მაგრამ ამავე წლის 30 მაისს, წინამძღვრიანთკარის სასწავლებლის ხელმძღვანელობის თხოვნით, დუშეთის მაზრის სოფელ ბოკონინის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში განამწესეს და აღნიშნული სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დანიშნეს. 1898 წლის 22 თებერვალს შეეძინა ვაჟი იოანე, რომელიც 17 მაისს მონათლა ცნობილმა მო- სამართლემ და საზოგადო მოღვაწემ ილია იოანეს ძე წინამძღვრიშვილმა. 1899 წლის 6 მაისს, მღვდელი ალექსანდრე, ეკლესიაში ერთგული და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის, საგვერდულით დააჯილდოვეს. 1900 წლის 20 თებერვალს გაჩნდა მესამე ვაჟი — დიმიტრი, რომელიც პელაგია კობიაშვილმა მონათლა. 1902 წლის 5 სექტემბერს მამა ალექსანდრეს სკუფია უბოძეს. 1902 წლის 16 სექტემბერს დაიბადა მეოთხე ვაჟი — ნიკოლოზი, რომელიც რევაზ გარაყანიძემ და მარიამ დიმიტრის ასულმა ბაქრაძემ მონათლეს. 1903 წლის 27 ოქტომბრიდან 1906 წლის 16 მაისამდე მამა ალექსანდრე დუშეთის სასწავლო განყოფილების საბჭოს წევრია. 1905 წლის 1 მარტს ეყოლათ მეხუთე ვაჟი — ალექსანდრე, მონათლეს 12 მაისს — დავით დავითაშვილმა და მარიამ კონტრიძემ. 1906 წლის ივნისში მამა ალექსანდრემ თბილისში, სანთლის ქარხანაში დაიწყო მუშაობა და საკონტროლო კომიტეტის წევრად აირჩიეს. ამასთან დაკავშირებით, 1906 წლის 1 სექტემბერს მან თბილისში სახლი იყიდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 1907 წლის 30 აგვისტოს, როდესაც მამა ალექსანდრე ოჯახთან ერთად თბილისში მიემგზავრებოდა, სიკვდილის წინ, უკანასკნელად ნახა დიდი
38-1 საპატრიარქოს უწყებანი N38 18-24ნოემბერი 2010წ 19
,,მეფუტკრეობა ერთდროულად ხელმისაწვდენია როგორც მდიდრისთვის ისე ღარიბისთვის’’(გაგრძელება)
ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, თავადი ილია ჭავჭავაძე. აი, რას წერდა იგი შემდგომში ამ შეხვედრის შესახებ: „30 აგვისტოს სახლობა მომყავდა თბილისში. წინ შემოგვხვდა ილია ჭავჭავაძის ეტლი, რომელიც წიწამურს იქით ღელეში შეეჩერებინათ. როცა გავცდით და ცოტა გზა გავიარეთ,გავიგონეთ თოფის სროლა. მცხეთის პირდაპირ დუქნებთან შევჩერდით და იქ შევიტყეთ განსვენებულ ილია ჭავჭავაძის მოკვლის ამბავი. აქ ერთი გლეხი წამოგვეწია, გვითხრა, ილია მოჰკლესო და დაიწყო ითინი. აქვე მგზავრისაგან გავიგე, რომ მას ჩამოსვლის დროს რაღაც საეჭვო სტვენა გაეგონა იმ ადგილს ცოტა იქით, სადაც მკვლელობა მოხდა“. 7 სექტემბერს, საგურამოდან ილია ჭავჭავაძის თბილისში გადასვენების დღეს, მცხეთის წმინდა ჯვრის სახელობის მონასტრის ძირში მამა ალექსანდრე სამღვდელოებასთან და ურიცხვ მრევლთან ერთად პროცესიას გზაში შეეგება და გრძნობით აღსავსე სიტყვა წარმოსთქვა. 1909 წლის 18 სექტემბერს შეეძინათ ქალი, დაარქვეს ელისაბედი (ზიზო), 1910 წლის 12 იანვარს მონათლეს სანდრო ბალარჯიშვილმა და ნინო ჭილაშვილმა. 1911 წლის 10 აპრილს, აღდგომას, შეეძინათ კიდევ ერთი ასული — ევგენია. 1913 წლის 6 მაისს მამა ალექსანდრე კამილავკით დაჰილდოვეს. 1915 წლის 4 მარტს იგი სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაადგინეს და ამავე წელს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. 1917 წელს მას დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1917 წლის 12 მარტს (ძვ. სტ.) მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გამოცხადდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, ხოლო ამავე წლის 11-17 სექტემბერს შემდგარ პირველ საეკლესიო კრებაზე პატრიარქი აირჩიეს, შეიქმნა ახალი ეპარქიები, დადგინდა მმართველი მღვდელმთავრები და ჩამოყალიბდა საეპარქიო საბჭოები. წილკნის ეპარქიის საეპარქიო საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს დეკანოზი ალექსანდ- რე ჯალიაშვილი, რომელიც თავისი ნიჭიერებითა და პატიოსნებით, ეკლესიისადმი ერთგულებით, ყველასათვის სასურველი პიროვნება გახლდათ. დეკანოზი ალექსანდრე 1919 წლის 24 თებერვალს (ახ. სტილით 8 მარტს) ღამის 11 საათზე მოულოდნელად გარდაიცვალა. იგი დიდი პატივით დაასაფლავეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. მისი მეუღლე ივლიტა გარდაიცვალა 1945 წლის 22 სექტემბერს. მამა ალექსანდრე ცნობილი მეფუტკრე იყო. ამ დარგ-ში იგი ბევრს მოღვაწეობდა.
შემორჩენილია მისი ჩანაწერები ფუტკრისა და თაფლის სარგებლობასა და მის სამკურნალო თვისებებზე, აი, რას წერდა იგი: „მეფუტკრეობა ერთი იმ სამეურნეო დარგთაგანია, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს ჩვენში წინმსვლელობის გზას თვალსაჩინოდ ჩამორჩენია. ამას, სხვათა შორის, მოწმობს შარშანდელი კავკასიის საიუბილეო გამოფენა, სადაც მონაწილეობას იღებდა სულ 45 მეფუტკრე და მათ რიცხვში, ვგონებ, არ შევცდები — მხოლოდ ექვსი ქართველი. ეს, რასაკვირველია, სრულებითაც არ ამტკიცებს იმას, ვითომ მთელს საქართველოში მარტო ექვსი-შვიდი ქართველი მისდევდეს ფუტკრის მოვლა-მოშენებას. კასრ-გოდრებიან საფუტკრეებს თითქმის ყოველ სოფელში შეხვდებით, მხოლოდ ეს-კი ცხადია, რომ გაუმჯობესებულის, ჩარჩოიან წესის მიმდევარნი მეფუტკრენი ძლიერ ცო- ტანი გვყვანან, თითებზედ ჩამოსათვლელნი, და ამის გამოც თვითონ მეფუტკრეობა პროგრესიულ ზრდას მოკლებულია. ბევრს ქვეყნებში, საცა ჩვენებური ბუნების ხელშემწყობ გარემოებებს მოკლებულნი არიან, დღეს მეფუტკრეობა სასურველ წარმატებამდე არის მიღწე-ული და აღიარებულია იგი მეურნეობის ერთ საუკეთესო შემოსავლიან დარგად: პატრონ-მეფუტკრეს აძლევს საჭირო ცხოვრების საღსარს და საზოგადოებასაც აწვდის ყოვლად შემრგო და სენთა მკურნებელს საზრდო-თაფლს. მეფუტკრეობა ერთნაირად ხელ-მისაწვდენია რო-გორც მდიდრისათვის, ისე ღარიბთათვის. მისთვის, როგორც მევენახეობა-მეღვინეობისა, ბაღოსნობისა და სხვა სამეურნეო დარგთათვის, მომეტებული თანხა და ხარჯი არ არის საჭირო. პირველ ხანებში საკმარისია მხოლოდ სამიოდე სკა, პატარა ადგილი საფუტკრის მოსათავსებლად და თვითონ საგნის რიგიანად შესწავლა, რომ სულ უღარიბესმა კაცმა საკმარისი (და მომეტებულიც) შეიძლება შეიძინოს, თვისი ცხოვრება ნივთიერად უზრუნველ-ჰყოს. მდიდარ მეზობლის მინდორ-ბაღები უხვად აძლევს უმამულო მეფუტკრეს სურნელოვანს თაფლს და სამაგიეროდ კიდევ მისი ფუტკრები ხელს უწყობენ მდიდრის ბაღებს განაყოფი- ერების საქმეში. აქედან ცხადია, რამდენად სარგებლიანია მეფუტკრეობა და რად აყენებენ ამ მრეწველობას წარჩინებულნი მეფუტკრენი ბევრს სამეურნეო დარგებზედ მაღლა. მაგრამ ეს არა კმარა. მეფუტკრეობა ანიჭებს კაცს არა მარტო ნივთიერ კეთილდღეობას, არამედ ჯანმრ- თელობასაც, სენთა კურნებას და გონების სიფხიზლესაც. ჩვენ ხელთა გვაქვს შესანიშნავი წერილი ი. ლიუბარსკისა, რომელიც, უჩივის რა თაფლის შევიწროებასა და განდევნას, როგორც მედიცინის, ისე შინაურ ხმარებიდგან შაქრის გაფართოებულ წარმოების წყალობით, ცხოვლად გვიხატავს თაფლის სამკურნალო თვისებას. უწინ თაფლს ისევე ხმარობდნენ, როგორც ეხლა შა-
38-2 საპატრიარქოს უწყებანი N38 18-24ნოემბერი 2010წ 20
,,მეფუტკრეობა ერთდროულად ხელმისაწვდენია როგორც მდიდრისთვის ისე ღარიბისთვის’’(დასასრული)
ქარს, მაგრამ თაფლი რომ გაცილებით სჯობია შაქარს, როგორც საჭმელი და როგორც წამალი, ეს ეჭვს გარეშეა. თაფლი არის ნაყოფი ნაზის მცენარე წვენისა და შეიცავს ისეთს ნაწილებს, რომელნიც ჩვენის სხეულის არსების საჭიროებას შეადგენენ. თაფლი შესდგება წმინდა შაქრისაგან —ყურძნისა, ლერწმისა და მწვანეულობისა, რომლებშიაც გახსნილია სხვა ნივთიერებაც, როგორც მაგალითად, ეფირის ზეთი და ჯინჭველის სიმჟავე. ამ ნივთიერებას ფუტკრები განგებ ურევენ თაფლში, რომ არ წახდეს. ჩვეულებრივი შაქარი-კი შესდგება ერთგვარი შაქრისაგან ლერწმისა და თითქმის ყოველთვის შეიცავს ნაშთს იმ ქიმიურ ნივთიერებათა, რომელთაც მექარხნეები ხმარობენ შაქრის დასაწმენდად და გარეგან მიმზიდველობის მისაცემად. ამიტომაც ხელოვნური შაქარი ძლიერ ცუდად მოქმედობს კბილებზედ და კუჭზედაც. მართალია, ძნელი მოსალოდნელია, რომ იაფფასიან შაქარს მიჩვეულმა კაცმა თავი დაანებოს და მის ნაცვლად თაფლი იხმაროს, — მით უმეტეს, რომ ბევრნი ვერ იტანენ თაფლის ძალუმ სიტკბოსა და თავისებურ გემოს, მაგრამ მის საკურნებელ თვისებისა გამო სასურველია და სამეცადინო, რომ თაფლის გავრცელების საქმეს ყველა ხელს უწყობდეს და საზოგადოებას აჩვევდეს მის ხმარებას უფრო ხშირად, ვიდრე ეხლა ხმარობს. თაფლი მეტად შემრგოა და ადვილი მოსანელებელი, თვალსაჩინოდ აცხოველებს სხეულს, აძლევს სისხლს ენერგიას, ამაგრებს ძარღვებს, ასუბუქებს და მოძრავ ჰყოფს მთელს ტანს, ახალისებს ნერვებს, აფართოებს აზროვნებას, უმშვიდებს ძილს. თაფლი კიდევ ცნობილია, როგორც გადამდებ ავადმყოფობის ამცდენი საჭმელი. ამას გვიმტკიცებს შემდეგი მოსაზრება. გამოკვლეულია, რომ მომეტებული ნაწილი გადამდებ ავადმყოფობათა, როგორნიც არიან: საოფლე, ხოლერა, ყელჭირვება, ყვავილი, სისხა და სხვა, ვრცელდება ბაქტერიებით. გა- მოკვლეულია ისიც, რომ ჩვენი სისხლის თეთრი გორველები ითვისებენ სისხლიდან თვისის განახლებისათვის არა მარტო საჭირო სითხეს, არამედ მჭიდრო სხეულებსაც, რომლებშიაც პოულობენ თვისს საზრდოს. რადგანაც თაფლი ასე საუცხოვოდ მოქმედობს კაცის სისხლზედ, სასურველია, თაფლი ბავშვების მუდმივ და ჩვეულებრივ საჭმელად გახდეს. მაშინ ბავშვნი გაცილებით უფრო ჯანმრთელნი და მაგარის აგებულებისანი გაიზრდებიან. გარდა ამისა, მრავალგვარი გადამდები ჭირიც, ეს ბავშვების ხშირი სტუმარი, მათთვის საშიში აღარ იქნება“.