სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ალექსანდრე ოქროპირიძე 1878-1959წწ მთავარხუცესი დაბ. სოფ. დისევი (გორი) ალექსანდრე ოქროპირიძე 1878-1959წწ მთავარხუცესი დაბ. სოფ. დისევი (გორი)

1878-1959 წწ. გარდ. 81 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ოქროპირიძე სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

32       ბეჭდვა

ალექსანდრე ოქროპირიძე 1878-1959წწ მთავარხუცესი დაბ. სოფ. დისევი (გორი)

საპატრიარქოს უწყებანი N 2, 13-19 იანვარი 2011 წ გვ. 16


მღვდელი ალექსანდრე ოქროპირიძე 1878-1959 წწ

საქართველოში მრავალი ცნობილი და განთქმული გვარი არსებობს, რომლებმაც სამღვდელო პირთა, საგვარეულო-საოჯახო დინასტიები შექმნეს. მათ შორის გამოირჩევა გორის რაიონის სოფელ დისევში მცხოვრები ოქროპირიძეთა ოჯახი, სადაც არაერთი ღირსეული მამულიშვილი აღიზარდა ქვეყნისა და დედაეკლესიის სასახელოდ. ერთ-ერთი ასეთი პიროვნება გახლდათ ამ გვარში მოღვაწე უკანასკნელი მღვდელმსახური, ალექსანდრე ოქროპირიძე, რომელიც 1878 წლის 4 სექტემბერს მოევლინა ამ ქვეყანას. 

ალექსანდრე ოქროპირიძის წინაპართაგან პირველი სასულიერო პირი, საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორაში დაცული საბუთებიდან, გახლავთ მღვდელი გიორგი ოქროპირიძე, რომელიც XVIII ს-ის 90-იანი წლებიდან მოღვაწეობდა სოფელ კულბითის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში. მამა გიორგის შვილებიდან ორი – ზაქარია და გაბრიელი –– ასევე სასულიერო პირები იყვნენ. მღვდელი გიორგი 1829 წლის 10 აპრილს გარდაიცვალა. მისი ვაჟი -- დეკანოზი გაბრიელ ოქროპირიძე - 1824 წლის აპრილში დაიბადა. 1839- 1845 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. სემინარიის დასრულებისთანავე დაოჯახდა და საქართველოს ეგზარქოსმა ისიდორემ (ნიკოლსკი) მღვდლად დაასხა ხელი. მღვდელი გაბრიელი 

მღვდელი ალექსანდრე ოქროპირიძე მეუღლესთან და შვილებთან ერთად

საპატრიარქოს უწყებანი N 2, 13-19 იანვარი 2011 წ გვ. 17


კულბითის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მას ჰყავდა 6 შვილი: 1846 წლის ნოემბერში დაიბადა ეკატერინე, 1848 წლის 23 იანვარს -- მღვდელი ბესარიონი, 1853 წლის 23 იანვარს –– სალომე, 1855 წელს - მედავითნე დავითი, 1858 წლის 18 მარტს -– სოფიო და კიდევ ერთი ვაჟი –- მღვდელი იოანე. მამა გაბრიელი გამორჩეული სასულიერო მოღვაწე გახლდათ, იგი ცნობილი იყო თავისი წიგნიერებითა და განათლებით. ეკლესიაში 60 წლის მანძილზე მოღვაწეობის შემდეგ მრავალი ადამიანი მოაქცია და აზიარა ქრისტეს სარწმუნოებას. XIX ს-ის 70-იანი წლების ბოლოს მამა გაბრიელი დისევის ძელიცხოველის სახეობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 

მარცხნიდან დეკანოზი გაბრიელი და მისი ძმა მღვდელი ზაქარია

1884 წელს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელი უბოძა. 1885 წელს სამკერდე ოქრო ჯვარი მიიღო. 1889 წლის აღდგომას წმინდა ანას. III ხარისხის ორდენი ეწყალობა. 1896 წლის 13 აპრილს ეკლესიაში 50 წლის ერთგული სამსახურისათვის წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. 1899 წლის 15 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1901 წლის 16 ოქტომბერს დეკანოზი გაბრიელი თავისი შვილის, მღვდელ ბესარიონის თხოვნით, სოფელ ჭარების ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გადავიდა, ხოლო თავად ბესარიონი კი დისევის ეკლესიაში დაინიშნა. 1903 წლის კნისში, 48 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა სოფელ აწერისხევის ეკლესიის მედავითნე, მამა გაბრიელის უმცროსი ვაჟი “- დავით ოქროპირიძე, რამაც ფრიად დაამწუხრა მოხუცი მოძღვარი. 1903 წლის 26 აგვისტოს იგი, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პენსიაზე გავიდა.

სხედან მარცხნიდან: მღვდელი ბესარიონი, დეკანოზი გაბრიელი და მღვდელი იოანე, დგანან, მედავითნე დავითი და მისი ძმა პრისტავი გრიგოლი. ფოტო გადაღებულია 1899 წლის ივნისში.

მღვდელი ბესარიონი 1848 წლის 23 იანვარს სოფელ კულბითში დაიბადა. დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი და სწავლა თბილისის სემინარიაში გააგრძელა. 1875 წლის 25 თებერვალს სემინარიის მეოთხე კლასიდან გამოვიდა და ერთაწმინდის წმინდა ევსტათი პლაკიდას სახელობის ეკლესიის მედავითნედ

დაინიშნა. ამავე პერიოდში დაქორწინდა მარიამ ზაქარიას ასულზე, რომელთანაც სამი შვილი –– მღვდელი ალექსანდრე, გიორგი და ალექსანდრა ეყოლა.

1877 წლის 27 მაისს ბესარიონი დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1879 წლის 24 დეკემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და ხევსურეთში, სოფელ შატილის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძლვრად დაადგინეს. 1880 წელს ბარისახოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. ამავე წლის 27 ოქტომბრიდან დუშეთის მაზრაში სოფელ ხაჩირაანთკარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია. 1883 წლის 10 სექტემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1884 წლის 8 ოქტომბერს მამა ბესარიონი ჭარების ეკლესიაში დაინიშნა.


1890 წლის აპრილში სკუფია უბოძეს. მამა ბესარიონი დაჯილდოებული იყო იმპერატორ ალექსანდრე III-ის სამახსოვრო ვერცხლის მედლით. 1901 წლის 16 ოქტომბერს დისევის ეკლესიაში განამწესეს. 1913 წლის 15 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1917 წლის 21 იანვარს ჭარების ეკლესიაში დაბრუნდა სამოღვაწეოდ.

ასეთ ტრადიციულ სამღვდელო ოჯახში დაიბადა მომავალი მღვდელმსახური ალექ- სანდრე ოქროპირიძე და არცაა გასაკვირი, რომ სამოღვაწეოდ სასულიერო გზა აირჩია. 1888 წელს მამამისმა პატარა

ალექსანდრე გორის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა აღსაზრდელად, რასაც შემდგომში მოძღვარი ასე იხსენებდა: „შვიდი წლისა რომ შევიქენ, მამაჩემმა შემისვა ცხენს უკან და წამიყვანა ქ. გორში,

სასულიერო სასწავლებელში მისაბარებლად. ყოველ დილით დაუკლებრივ, ყველას ერთად ეკლესიაში გვალო- ცებდნენ ნახევარი საათი... შემდეგ ყველას თავთავიანთ კლასებში გვქონდა კატეხიზმო, სლავიანური გრამატიკა და ბერძნული, რომელსაც ძალდატანებით ყველა ჩვენგანი გაუგებრად, კაჭკაჭივით ვზეპირობდით“.

1892 წელს ალექსანდრემ სწავლა ქ. ელიზავეტოპოლის ექვსწლიან სამოქალაქო სასწავლებელში განაგრძო, რომელიც 1898 წელს წარჩინებით დაამთავრა. აქ მან მიიღო მასწავლებლის მოწმობა და უფლება, ემუშავა ნებისმიერ ორწლიან ნორმალურ სასწავლებელში პედაგოგად. 1899 წლის 9 თებერვლიდან 1903 წლის 29 აგვისტომდე ალექსანდრე ასწავლიდა საეკლესიო გალობას ჯერ „ზაკავკასკი“ სასწავლო სემინარიაში, შემდეგ კი -- საგარეჯოს სამინისტრო სკოლაში, რომელიც კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელ საზოგადოებას ეკუთვნოდა. 1901 წელს ახალგაზრდა ალექსანდრემ ცოლად შეირთო გერმანელი მეწარმის, ჰენრიხ მალკეს (მას ჰქონდა საკუთარი

ქარხანა თბილისში) ასული ოლგა (დაბადებული 1882 წელს). მათ ოთხი ასული და ერთი ვაჟი გაუზარდეს

სამშობლოს: ალექსანდრა -– დაბადებული 1903 წელს, სოფიო (1906), ევგენია (1908) და გაბრიელი (1909). 1903 წლის 29 აგვისტოს ალექსანდრე დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1903 წლის 31 აგვისტოს მღვდლად დაასხეს ხელი და გორის მაზრაში, სოფელ ჭარების ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელო-


საპატრიარქოს უწყებანი N 2, 13-19 იანვარი 2011 წ გვ.18


ბის ეკლესიის წინამძლვრად დაინიშნა. მამა ალექსანდრე ღირსეული გამგრძელებელი გახლდათ თავისი

წინაპრების საქმისა. მრავალი წარმართი ადამიანი მოაქცია და აზიარა ქრისტეს სარწმუნოებას. იგი მატერიალურადაც ეხმარეობდა ხელმოკლე ოჯახებს, ხელს უმართავდა მათ სწავლა-განათლების მისაღებად. უსასყიდლოდ ურიგებდა სახელმძღვანელოებს.

1908 წლის გორის IX ოლქის სამღვდელოებამ იგი თბილისის საეპარქიო კრებაზე დამსწრე დეპუტატად გამოარჩია. 1910 წლის 18 აპრილს ეკლესიაში თავდადებული მოღვაწეობისათვის საგვერდულით, ხოლო

1916 წლის 15 მაისს სკუფიით დაჯილდოვდა. 1917 წლის 21 იანვარს მამა ალექსანდრე დისევის ძელიცხოველის სახელობის ტაძარში აგრძელებს მოღვაწეობას. ამავე წელს იგი გორის მაზრის IX ოლქის

მთავარხუცესად აირჩიეს. 


1917 წლის 12 მარტიდან (ძვ. სტ.), მას შემდეგ, რაც სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ქართულმა სამღვდელოებამ ავტოკეფალია აღდგენილად გამოაცხადა, შეუწყდათ დაფინანსება სახელმწიფო ხაზინიდან, რაც მძიმე ტვირთად დააწვა მათ მრავალრიცხოვან ოჯახებს. შემოსავლის გარეშე დარჩენილი

სამღვდელოებას მატერიალურად ძალიან გაუჭირდა.

ამასთან დაკავშირებით, მთავარხუცესმა, მღვდელმა ალექსანდრემ სოფელ კარბში მოიწვა საოლქო კრება,

რომელზეც განიხილეს რამდენიმე პრობლემატური საკითხი აირჩიეს საეპარქიო საბჭო, რომლის

შემაგენლობაშიც კრების თავმჯდომარის, მამა ალექსანდრეს გარდა, შევიდნენ მღვდელი გიორგი გვიმრაძე და მღვდელი ანდრია ქუჩუკაშვილი, ხოლო მედავითნეებიდან: მელქისედეკ ივანიძე და ვლადიმერ ოქროპირიძე.

„კრებაზე განიხილეს მედავითნეების მოთხოვნა, რათა ეკლესიის საერთო შემოსავლიდან ორი მეხუთედი მათთვის დაეთმოთ. კრებაზე ერთხმად დაადგინდა: ეს საკითხი გაიგზავნოს განსახილველად სრულიად საქართველოს სამღვდელოების საეკლესიო კრებაზე. აგრეთვე იქონიეს მსჯელობა თავიანთი უკიდურესი მდგომარეობის გამო და დაადგინეს: ეთხოვოს სრულიად საქართველოს კათოლიკოსის მოსაყდრეს, მეუფე ლეონიდეს, იშუამდგომლოს სადაც ჯერ არს, რომ საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიას დაუბრუნდეს წართმეული ქონება და ამ წყაროდან მიეცეს სამღვდელოებას გადაჭრილი ჯამაგირი, მღვდელსა – არანაკლებ ოცის თუმნისა და მედავითნეს -– ათისა თვეში და მოისპოს ყოველი სამარცხვინო აღება და დამამცირებელი ხელის გაშვერა. უკეთუ ყოველი საეკლესიო წყარო მოსპობილია, მაშინ დაინიშნოს, რაც კი შეიძლება მალე, კომისია, რომელიც მოვალე იქნება შეადგინოს მორწმუნეთაგან მრევლი, მოაწესრიგოს და გამოარკვიოს კრებულის მდგომარეობა. მრევლი შესდგებოდეს დაფანტულ ადგილებში არანაკლებ სამასის კომლისაგან, შექუჩებულში კი ათასისგანაც. დაინიშნოს სასტიკი მეთვალყურე სასულიერო წოდების პირთათვის და შეუფერებელნი დათხოვილ იყვნენ ადგილებიდან და მიენიჭოთ მათ

სრული უფლება თავისუფალის მოქალაქისა, 1917 წლის 9-17 სექტემბერს ჩატარებულ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაზე მოხდა ეპარქიებში ახალი მთავარხუცესების არჩევა. სამლვდელოების გადაწყვეტილებით, მღვდელი ალექსანდრე ურბნისის ეპარქიის მერეთის ოლქის

 მთავარხუცესად დაინიშნა. 1918 წლი  23 ნოემბერს ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) მამა ალექსანდრე კამილავკით დააჯილდოვა.

როგორც ურბნისის ეპარქიის დელეგატი, მღვდელი ალექსანდრე ესწრებოდა საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის | და II საეკლესიო კრებებს. 1920 წლის 27 ივნისს გაიმართა საქართველოს ეკლესიის მეორე კრება, რომელსაც მოხსენებითი წერილი გაუგზავნა მლვდელმა ალექსანდრე ოქროპირიძემ, სადაც ის დაუფარავად საუბრობს ეკლესიაში არსებულ იმჟამად პრობლემებსა და სიმძიმეებზე. წერილის სათაურია „საქართველოს მართლმადიდებელ

ეკლესიას დაღუპვა მოელის“:

„საქართველოს რუსეთთან შეერთებამდის ივერიის ეკლესია ბრწყინავდა, სათავეში მას უდგნენ

ღირსნი მამანი, რომლებიც მზად იყვნენ მუდამ ეკლესიის და სამშობლოს კეთილდღეობისათვის შეეწირათ, წამებით, თავიანთი ხორცი. სარწმუნოება მათში მტკიცე იყო და აი, ამისთვის, ამა სოფლის წუთი


საპატრიარქოს უწყებანი N 2, 13-19 იანვარი 2011 წ გვ.19


ტანჯვას არად აგდებდენ საუკუნო ნეტარებასთან. როდესაც საქართველო შეუერთდა დახავსებულ, ერთმორწმუნე რუსეთს, ეკლესიაც ხარობდა, ეგონა, რომ ერის დასვენება მას მისცემდა დროს მომეტებულ აყვავებისა და განვითარებისათვის, მაგრამ მოსტყუვდა. რუსის შოვინისტებმა უმთავრეს მიზნათ დაისახეს ჩვენი გადაგვარება, ამოგლე- ჯა ენისა, გულის უმთავრეს სამშობლოს სიყვარულით გაჟღენთილი ძარღვისა. იმ ძარღვისა, რომელიც ყოველ ჩვენგანს ასულდგმულებდა. მან კარგად იცოდა, რომ ყველა ამგვარ მიზანს მიაღწევდა სარწმუნოების წყალობით. მას კარგა ჰყავდა შესწავლული ქართველი ერი, ის ერი, რომელიც ათასი წლობით, ვით კლდე დამატისა, მტკიცედ ებრძოდა გარშემორტყმულს მტერს, იცავდა ქრისტეს ჯვარს, ენას, სამშობლოს და არ შეაბღალინა მართლმადიდებელი სარწმუნოება მუსულმანობას, ყველა ამისთვის ბევრი უმანკო სისხლი დაიღვარა. დაიღვარა ერთმორწმუნე რუსებისგანაც კი. თავიანთი იდეების განხორციელებისათვის აწამეს ანტონ კათოლიკოსი, დოსითეოსი და ბევრი სხვა მამებიც, მაგრამ სისხლით გაუმაძღარ ბუმბერაზ რუსეთს ამგვარი უმანკო სისხლთა მსხვერპლები არ აკმაყოფილებდა და თავისი ტლანქი ხელებით ელამუნებოდა უმთავრესი ძარღვის ამოგ- ლეჯას. მიზანს კიდეც მიაღწია: დაგვიკეტეს ათონის სასულიერო აკადემია, საიდგანაც გამოდიოდნენ ნამ- დვილი თავდადებული შვილები სამშობლოსი, აგრეთვე ყველა სასწავლებელი მონასტრებისა, სადაც სწავლობდა მთლად საქართველოს მოწინავე ერის ახალთაობა და მათ სანაცვლოდ დაგვიარსეს თავიანთი სემინარიები და სასწავლებლები, რომლებთაც მართლა მიაღწიეს თავიანთ მიზანს, დაამახინჯეს ყოველივე ჩვენგანი იქ მოსწავლე, და აი, სამწუხაროდ, დღეს აღარც ერთ ჩვენგანს აღარ უდუღს სისხლი კათოლიკოზთა ანტონისა, დოსითეოსისა და გოგია დიაკვნისა. ჩვენ, მო- ნობაში აღზრდილებს, არ შეგვწევს ძალა ხმის ამაღლებისთვის და აი, ჩვენმა გაჩუმებამ მიაქანა ჩვენი ეკლესია საუკუნო უფსკრულამდის.

რესპუბლიკანური მმართველობაა დამყარებული განათლებულ საფრანგეთში, მაგრამ მათი ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს გამოეყო, ღირსეულად არსებობს ისევ და ერიც ღირსეულ პატივსა სცემს მას, მის წარმომადგენელ რომის პაპს და მის ხელქვეითებს. მათზედ განათლებული გერმანია და ინგლისიც არ შეეხო, რევოლუციის დღეებშიაც კი სიწმინდეს და სარწმუნოებას. ჩვენი სამშობლოს ერი კი, რუსეთისგან გადაგვარებული, დღეს ჭკუას იჩემებს, ამ საკითხში განათ- ლებულ ევროპას წინ უხტება, ყველა საქმეებს გვერდზეც მოუწესრიგებელს სტოვებს, ძარცვა-გლეჯის გაბატონებას თავს ანებებს და ღმერთს და ეკლესიას უცხადებს ცხარე ომს, სამწუხაროდ, ეკლესიის წარმომადგენელნიც, რუსეთის სკოლიდგან გადაგვარებულნი, ღირსეულად ვეღარ იცავენ თავიანთ პოზიციას და აი, იღუპება ჩვენი ეკლესია და, მასთან, იღუპება ჩვენი ერიც.

დღეს დაიკეტა ყველა სასულიერო სასწავლებლები, გამოდევნილ და გათახსირებულ იქნა, ყველგან მუდამ პირველ ნიადაგზედ დაყენებული საღვთო სჯული, რომელიც აფაქიზებდა და სულიერად ახეირებდა ჩვენს ახალ თაობას.

 დღეს ვერაგულად, არა სამშობლოს კეთილდღეობისათვის, არამედ მისი ეკლესიის დაღუპვისათვის, იტაცებენ მისი და ჩვენი ალალი შრომით შეძენილ ქონებასაც კი. და ჩვენ, ყველანი, გულხელდაკრეფილნი, გაჩუმებულნი ვუმზერთ ყველა ამას და თავისუფალი

მოქალაქენი, თავისუფალ რესპუბლიკაში, სიტყვის თავისუფლების დროს, ხმას ვერ ვიღებთ.

სირცხვილი ჩვენთვის! ეს სამუდამოდ დაღუპავს ჩვენს ეკლესიას და ერს, იმ ერს, რომელმაც სარწმუნოების წყალობით შეინარჩუნა ის, რითაც დღეს იგი ამაყობს და არსებობს“.

1921 წლის 21 თებერვალს რუსეთის ახლად შექმნილმა კომუნის- ტურმა იმპერიამ მოახდინა საქართველოს ანექსია. ქვეყანაში დაიწყო მასობრივი დაპატიმრება-დახვრეტები. განსაკუთრებით თავადაზნაურობას და სამღვდელობას დაუდგა მძიმე დღეები. გამონაკლისი არც მამა ალექსანდრე ყოფილა; მას 

2-3 საპატრიარქოს უწყებანი   No2, 13-19 იან3არი 2011 წ. გვ.20



კატეგორიულად მოსთხოვეს, დაეტოვებინა მღვდელმსახურება და გაეხადა ანაფორა. მოძღვარი მეტად რთულ ვითარებაში აღმოჩნდა.1921-1922 წლებში, ლიახვის ხეობაში მომხდარი კონფლიქტის დროს, როდესაც ოსური ბანდები მშიერი მგლებივით მოედნენ ხეობას და აწიოკებდნენ ქართულ სოფლებს, მამა ალექსანდრემ დიდი წვლილი შეიტანა მათი ალაგმვის საქმეში. მან პირადი ავტორიტეტისა და ნაცნობ-მეგობრების დახმარებით მოახერხა და კომუნისტებთან საერთო ენა გამონახა. პირადად ეახლა საშა (ალექსანდრე) გეგეჭკორს და ხეობის დასაცავად იარაღი სთხოვა. მამა ალექსანდრემ ცხენებით ჩამოიტანა იარაღი და მოსახ- ლეობას თავდასაცავად დაურიგა. მართლაც, იმ პერიოდში ბევრი ქართული სოფელი გადარჩა აწიოკებას და ამაში დიდი ღვაწლი მამა ალექსანდრეს მიუძღვის. 

1924 წელს დიდი უბედურება დაატყდა თავს ისედაც გატანჯულ და დადარდიანებულ მოძღვარს. მოულოდნელად გარდაეცვალა ცხოვრების თანამგზავრი და ერთგული მეუღლე. მრავალრიცხოვანი შვილების აღზრდა-პატრონობა მამა ალექსანდრეს დააწვა.

 ხელისუფლების წარმომადგენელნი არ ასვენებდნენ მამა ალექსანდრეს. მალე იგი იძულებული გახდა, მიეტოვებინა სამწყსო და საერო სამსახურში გაეგრძელებინა მოღვაწეობა. იგი სიცოცხლის ბოლომდე სოფელ დისევის სკოლის პედაგოგად მუშაობდა. იმ უღმერთობის ხანაში მრავალი ახალგაზრდა ღირსეულად აღზარდა. მუდმივად სამშობლო- სა და ქვეყნის სიყვარულზე ესაუბრებოდა, რადგან ეკლესიასა და ღმერთზე საუბრის უფლება აღარ ჰქონდა.

მღვდელი ალექსანდრე ოქროპირიძე 1959 წელს ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა. მისი ცხედარისოფელ დისევის მიწას მიაბარეს.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.10.2025
ბოლო რედაქტირება 10.10.2025
სულ რედაქტირებულია 7





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0