საპატრიარქოს უწყებანი N31 20-26 ოქტომბერი 2011წ გვ.17
ვარძიის მონასტერი XIX-XXI საუკუნეებში
I ნაწილი
საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით, ისტორიულ მესხეთში, ასპინძის რაიონიდან 30 კმ-ის დაშორებით, მდინარე მტკვრის ღრმა ხეობის ზემო წელზე, ერუშეთის მთის ფრიალო, ასი მეტრის მიუვალი სიმალლის კლდეში, ხუთასი მეტრის სიგრძეზე განთავსებულია ქართული კულტურის შესანიშნავი ძეგლი ვარძიის სამონასტრო კომპლექსი. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, სამონასტრო კომპლექსი, ძირითადად, 1156-1203 წლებში იქმნებოდა, სავანე 1185 წლის 15 აგვისტოს, თამარის მეფობის ხანაში (1184-1213), საზეიმოდ აკურთხეს. სამეფო ნასტერი დიდ როლს ასრულებდა ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ვარძიაში მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი მწიგნობრები, მათ შორის გამორჩეული ადგილი უკავია იოანე შავთელს, რომელმაც იქ ყოფნის პერიოდში შექმნა „გალობანი ვარძიისა ღვთისმშობლისანი“. ტრადიციულად, ვარძიის მონასტრის წინამძღვრის წოდება საწოლის მწიგნობარი იყო, იგი ეკლესია-მონასტრების საქმიანობას ხელმძღვანელობდა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში თვალსაჩინო როლს ასრულებდა. მონლოლთა ბატონობის ხანაში ვარძიელი ბერმონაზვნები აქტიურად იბრძოდნენ სარწმუნოებისა და ეროვნული კულტურის გადასარჩენად. 1551 წელს მონასტერი სპარსთა ჯარმა დაარბია და დაანგრია. ვარძიის ცნობილი ღვთისმშობლის ხატი, ოქროსა და ფოლადის კარები და კულტურის სხვა მრავალი განძი მტერმა გაიტაცა. 1578 წელს, როდესაც ეს მხარე ოსღეთმა დაიპყრო, მონასტერი საბოლოოდ გაუკაცრიელდა. 1828 წელს, რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ, ვარძია კვლავ საქართველოს შემადგენლობაში მოექცა, თუმცა 1854 წლამდე იგი გავერანებული იყო და ქურთ მწყემსებს იქაურობა საჯოგედ და ფარეხად გადაექციათ, ეკლესია და თამარ მეფის დარბაზი საქონელს დაებინძურებინა. ამ წელს ერთი ოსმალეთიდან გამოქცეული ღვთისმოყვარე ბერძენი კალატოზი, სახელად ჰაჯი გიორგი პოპანდოპულო, წალკიდან ვარძიის მოსალოცად წავიდა. ღვთისმოყვარე და ქრისტეს სარწმუნოებით გამსჭვალული ბერძენი შეძრწუნდა, როცა ეს დიდებული მონასტერი ასეთი გავერანებული ნახა. მან საქართველოს ეგზარქოს ისიდორესგან (ნიკოლსკი) ნებართვა ითხოვა და შეუდგა ვარძიის მონასტრის განახლებას. მან თავისი ხარჯებით გაწმინდა და გაასუფთავა მღვიმეები, წინა კედელი აუშენა ჩამონგრეულ მღვიმეს, ეკლესიაში დადგა ახალი კანკელი, გააკეთა მღვიმეებში შესასვლელი გზა და მტკვარზე ხიდიც გადო. 1857 წელს ეგზარქოსმა ისიდორემ აკურთხა განახლებული მონასტერი და აქედან მოყოლებული ვარძიაში ალდგა ბერმონაზვნული ცხოვრება. 1863 წელს მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა მლვდელ-მონაზონი ანტონი, ხოლო მონასტრის მზრუნველობა კი ახალციხის ოლქის მთავარხუცესს ჩააბარეს. მამა ანტონის შემდეგ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ვარძიის მონასტრის წინამძღვრები იყვნენ: მღვდელ-მონაზონი ბასილი, 1873-1879; მღვდელ-მონაზონი მარტირი (წულუკიძე), 1879-1882; მღვდელ-მონაზონი სვიმონი (წულუკიძე), 1882-1885; მღვდელ-მონაზონი კალისტრატე (ჩიჩუა), 1885-1888; არქიმანდრიტი სვიმონი (წულუკიძე), 1888-1907; არქიმანდრიტი იპოლიტე (მნათენაძე), 1907-1924; მღვდელ-მონაზონი ბასილი 1827 წელს იმერეთში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი მღვიმევის მამათა მონასტერში ისწავლა. 1854 წლის 20 ოქტომბერს ამავე მონასტერში მორჩილად განამწესეს. 1857 წლის 13 მაისს იმერეთის ეპისკოპოსმა გერმანემ (გო-
31-1 საპატრიარქოს უწყებანი N31 20-26 ოქტომბერი 2011წ გვ.18
ვარძიის მონასტერი XIX-XXI საუკუნეებში (გაგრძელება)
გოლაშვილი) დიაკვნად აკურთხა. 1859 წლის 4 ივლისს კი მლვდლად დაასხა ხელი. 1861 წლის 20 ნოემბერს ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს. 1866 წლის 22 სექტემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1873 წლის 30 ოქტომბერს ვარძიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის წინამძლვრად დაინიშნა. 1876 წლის 3 სექტემბერს ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1878 წლის 15 აპრილს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1879 წლის 28 სექტემბერს მარტყოფის წმინდა ანტონის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს. 1883 წლის 31 ივლისს წითელი ჯვრის საზოგადოებამ წითელი ჯვრით დააჯილდოვა. 1885 წლის 25 იანვარს მარტყოფის მონასტრის გამგედ დაინიშნა. 1885 წელს კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების IV განყოფილების წევრად აირჩიეს. 1886 წლის 10 დეკემბერს თბილისის ფერისცვალების სახელობის მონასტერში გადაიყვანეს. 1888 წლის 17 სექტემბერს ისევ მარტყოფში განამწესეს. 1889 წლის 9 ნოემბერს თბილისის ფერისცვალების მონასტერში დაბრუნდა. 1891 წლის მაისში წმინდა სინოდმა მადლობა გამოუცხადა. მღვდელ-მონაზონი ბასილი 1898 წლის 6 ივნისს გარდაიცვალა. მღვდელ-მონაზონი მარტირი წულუკიძე 1827 წელს გლეხის ოჯახში დაიბადა. სასწავლებელში არ უსწავლია. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ბერად შედგომის სურვილით მონასტერში მივიდა. 1859 წლის 24 ოქტომბერს ეგზარქოსების წმინდა ჯვრის სახელობის კარის ეკლესიაში ბერად აღიკვეცა და სახელად მარტირი ეწოდა. ამავე წლის 1 ნოემბერს დიაკვნად აკურთხეს და მარტყოფის ღვთაების მონასტერში განამწესეს. 1865 წლის 11 აპრილს მღვდლად დაასხეს ხელი. 1867 წლის 22 აპრილს გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში დაინიშნა. 1868 წლის 31 მარტს, მამა მარტირმა მონასტერს ახალი ხატები შესწირა, რის გამოც მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. ამავე წლის 9 ივლისს ხაზინადრად დაადგინეს. 1871 წლის 27 აგვისტოს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1873 წლის 18 ივლისს მარტყოფის მონასტერში გადაიყვანეს. 1876 წლის 22 აპრილს მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1877 წლის 19 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1879 წლის 28 სექტემბერს ვარძიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის წინამძლვრად დაინიშნა. 1881 წლის 30 აპრილს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელი უბოძა. 1882 წლის 20 ივნისს ეგზარქოსების სამლვდელმთავრო სახლის ეკონომოსად დაინიშნა. 1883 წლის 31 ივლისს წითელი 2 ჯვრის საზოგადოებამ თავისიივრით დააჯილდოვა. 1884 წლის 7 აპრილს წმინდა ანას III ხარისხის ორდენი ეწყალობა. 1884 წლის 8 ივნისს დავით გარეჯის ლავრაში გადაიყვანეს. 1885 წლის 5-24 იანვრიდან მარტყოფის მონასტერშია. 1886 წლის 10 დეკემბერს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტერში დაინიშნა და ხაზინადრობა ჩააბარეს. 1887 წლიდან შიომღვიმის '" მონასტერში განამწესეს და იქაც ხაზინადრობა დაევალა. 1893 წელს ახტალის მონასტერში გადაიყვანეს, მღვდელ-მონაზონი მარტირი 1896 წლის 5 თებერვალს გარდაიცვალა. მღვდელ-მონაზონი კალისტრატე, ერისკაცობაში კირილე ჩიჩუა 1838 წელს სამეგრელოში, თავადის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი. 1859 წლის იანვარში ბერად შედგომის სურვილით ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში მივიდა, სადაც სამი წლის განმავლობაში სხვადასხვა მორჩილებაში გამოიცდებოდა. 1861 წლის 26 დეკემბერს მ ნასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ბესარიონი (ჩიჩუა) ბერად აღკვეცა და სახელად კალისტრატე უწოდა. 1862 წლის 1 იანვარს სამეგრელოს ეპისკოპოსმა გერონტიმ (პაპიტაშვილი) დიაკვნად აკურთხა. ამავე წლის (მეორე ვერსიით 1863 წლის) 24 ივნისს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მღვდლად დაასხა ხელი. 1863 წლის 12 თებერვალს ხობის მონასტრის ხაზინადრად დაინიშნა. 1864 წლის 4 მარტს მონასტრის წინამძღვრის თანაშემწედ დაადგინეს და 25 მარტს საგვერდულით დაჯილდოედა. 1865 წლის 29 მაისს, მისივე ინიციატივით, შეკეთდა მონასტრის სამრეკლო, ხოლო სოფელ ქვალითის ეკლესიის გასარემონტებლად შეაგროვა 800 მანეთი. 1868 წლის 15 სექტემბერს გულმოდგინე სამსახურისათვის საეპარქიო მმართველობამ მადლობა გამოუცხადა. 1867 წლის 25 ივნისს კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების IV განყოფილების წევრად აირჩიეს. 1871 წლის 25 ივნისიდან 1873 წლის 30 აგვისტომდე და 1875 წლის 6 მაისიდან 1879 წლის 3 ივლისამდე მონასტრის წინამძღვრის თანაშემწეა. 1881 წლის 11 ოქტომბერს, მისი მოთავეობით, მონასტერი გადაიხურა. 1882
31-2 საპატრიარქოს უწყებანი N31 20-26 ოქტომბერი 2011წ გვ.19
ვარძიის მონასტერი XIX-XXI საუკუნეებში (გაგრძელება)
წლის 22 სექტემბერს მამა კალისტრატე აღმოსავლეთ საქართველოში გადაიყვანეს და დავით გარეჯის მონასტრის ხაზინადრად დაადგინეს. 1883 წლის 11 ოქტომბერს მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1885 წლის 1 თებერვალს ვარძიის ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1886 წლის 16 სექტემბერს ვარძიის მონასტერში სარემონტო სამუშაოები ჩაატარა, რის გამოც ადგილობრივმა საეპარქიო მმართველობამ მადლობა გამოუცხადა. მამა კალისტრატე დაჯილდოებული იყო 1853-1856 წლების ყირიმის ომის დროს გაცემული ბრინჯაოს მედლით წმინდა გიორგის „ლენტით“. ასევე მიღებული ჰქონდა ჯვარი წითელი ჯვრის საზოგადოებისაგან. მამა კალისტრატემ დიდი ამაგი დასდო ვარძიის მონასტერს. 1887 წელს იგი 500 მანეთად მოურიგდა მხატვარ გიგო გაბაშვილს, რომელმაც ვარძიის ყოვს. ლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის განახლება იკისრა. ეს ძველებური ხატი დიდი ზომის გახლდათ და მონასტრის გუმბათის ქვეშ იყო გამოსახული. ორივე მხარეს ანგელოზები იყო გამოხატული. ჩარჩოები და სხვა მასალები თვითონ ვარძიის მონასტერმა გაიღო თავისი ხარჯებიდან. მოხატვა უნდა დაწყებულიყო მომდევნო წლის ზაფხულს, აპრილის დამლევს და ორ-სამ თვეში დასრულებულიყო. გიგო გაბაშვილს ხატი ძველებურ სტილში უნდა შეესრულებინა. მამა კალისტრატემ წამოიწყო ვარძიის მონასტრის საფუძვლიანი შეკეთებაც. მოახერხებდა ამ ღირსეული საქმის ბოლომდე მიყვანას, რომ არა ის უბედური შემთხვევა, რომელიც მას სავანის განახლების დროს შეემთხვა. აი, რას წერდა 1888 წლის აპრილში გაზეთია „ივერია“: „ახალქალაქიდან გვწერს ბატონი ილია ალხაზიშვილი შემდეგს სამწუხარო ამბავსა: 28 მარტს მივიღეთ აქ ამბავი, რომ ვარძიის მონასტრის წინამძღვარს, მამა კალისტრატეს, შეემთხვა საშინელი უბედურებაო. როგორც მოგეხსენებათ, მამა კალისტრატე მხნე და მშრომელი კაცი იყო. მონასტრის გასამშვენიერებლად და იმის არე-მარეს განსაკეთებლად არ აკლებდა თავის მოღვაწეობას. აი, ამ ჟამადაც მონასტრის დასწვრივ, მტკვრის პირზედ, დიდის ვაი-ვაგლახით მებატონეთ გამოართვა უწინდელის მონასტრის საკუთარის მამულიდამ ერთი ბოხჩა ალაგი და ამ ალაგზე აპირებდა ბაღის გამართვას მონასტრის კრებულისათვის. ამ ალაგის გასაგანიერებლად დაუწყო ბრძოლა თოფის წამლით საშინელს კლდეებს და საქმე კარგადაც მიდიოდა, მაგრამ გუშინ საღამოთი შემდეგი უბედურება დაემართა: ერთმა ლაღუმმა, ჩვეულებისამებრ, ვერ იფეთქა თავის დროზედ, რისთვისაც მამა კალისტრატემ მიჰგზავნა კაცი მიზეზის გასაგებად. ამ კაცმა უთხრა, რომ არაფრის ნიშანი არ არისო, მიწით გავსილა ხვრელი და თოფის წამალი ვერ იფეთქებსო. მაშინ გულმა ვერ გაუძლო მამა კალისტრატეს, მივიდა თითონ და, ვიდრე გასინჯავდა მიწას, რომელიც თოფის წამალსა ჰქონდა ზემოდამ წაყრილი, დაიძახა უცბად საშინელმა ლაღუმმა, იფეთქა და თითონ მამა კალისტრატეც მაღლა აისროლა ჰაერში. მარჯვენა ხელი მოსწყდა და ცოტაზეღა ჰკიდია, პირი-სახე საშინლად დასახიჩრებული აქვს და სასიკვდილოდ არის გადადებული. პირველი შემწეობა ავად თუ კარგად იქვე თავის მოსამსახურეს აღმოეჩინა. ბევრის წვალების შემდეგ სისხლი შეეწყვიტა და დღეს ახალქალაქიდამ სამხედრო ექიმი მივაშველეთ ცხენის საჩქაროზედ. ახალციხეშიც მაზრის უფროსს ნ. ალექსი-მესხიშვილს მივწერეთ დეპეშა, რომ დაეხმაროს და უპატრონოს, როგორც ბერს, ისე იმის სარჩო-ქონებას. ექიმი ჯერ არ დაბრუნებულა და დაწვრილებით ამ ამბავს შემდეგის ფოსტით გაცნობებთ“. მართლაც ამავე თვეში ისევ გაზეთი „ივერია“ წერდა: „როგორც საქმიდგანა სჩანს, პატივცემული მამა კალისტრატე ასწორებდა მონასტრის გზას, რომელზედაც გადმოწოლილიყო უზარმაზარი კლდის ლოდები, რის გამოც მლოცავთ მისვლა-მოსვლა უჭირდებოდათ. ამიტომაც მამა კალისტრატემ განიზრახა ამ ლოდების ლაღუმით დამტვრევა, ე. ი. აფეთქება თოფის წამლით და კიდეც შეუდგა საქმეს. კალისტრატეს მიეცა თავისისავე ხელით ამოფუღრულს ლოდებში სამი ლაღუმი და ფიცხლავ მოჰშორებოდა რამდენსამე მანძილზე. მოკლე ხანის განმავლობაში ორს ლაღუმს ეფეთმნა და მესამეს-კი კარგა ხანს დაეგვიანა. კალისტრატეს ეგონა მესამე ლაღუმმა მომატყუაო და ხელმეორედ მიუახლოვდა პატრუქის მისაცემად. აეღო პატრუქი, ჩაედო გატენილს კლდის ნაფუღრში, რომელშიაც ცეცხლს ჯერ არ მიეღწია თოფის წამლამდე და სანამ წუმწუმას აანთებდა, იფეთქა თოფის წამალმა, გახეთქა ლოდი ნაწილ-ნაწილად და საშინლად დაასახიჩრა თავდადებული მამა კალისტრატე. საცოდავისათვის ლაღუმს წაურთმევია სრულებით სამი თითი მარჯვენა ხელისა: დიდი, მაჩვენებელი და შუა თითი და ამავ ხელის ძვლები სულ დაულეწია. პირი-სახეც ძალიან დაუშავებია და დაუზიანებია. სულ შეტრუსნია, გაჰლურჯებია და ისე აქვს თურმე დასიებული, რომ ექიმმაც ჯერ არ იცის, თვალები აქვს თუ არა. მაგრამ, როგორც ექიმი ამბობს, სახე საეჭვოდ არა აქვს დაზიანებული, რადგან სიმსივნე არ უშლის მამა კალისტრატეს არც ლაპარაკს და არც ჭამასა. მოწვეული ქალაქ ახალქალაქიდგან სამხედრო ექიმი ამბობს, რომ თუ ხელი არ მოეჭრა, ძალიან ძნელია კალისტრატეს მორჩენა და ეს ოპერაცია უსათუოდ საჩქაროდ უნდა მოხდეს, ვიდრე ანტონის ცეცხლი არ გასჩენიაო. მე მარტოკა არ შემიძლია ეს ოპერაცია გავუკეთო, თუ ერთი სხვა ექიმიც არ დამესწროვო. მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, ვინ არის პატრონი?! დასტოვეს ძვირფასი მამა ეხლანდელ უამინდობისა გამო მიუვალ და მივარდნილ კლდეში. ამაზედ არც პოლიცია ზრუნავს, არც მაზრის ექიმები. თუმცა პოლიციამ გაგზავნა თავისი მოხელე, ბატონი ვ. ტერ-გრიგორიევი, მონასტრის ნივთების დასაცველად და აგრეთვე მღვდელ-მონოზონისა, მაგრამ ამნაირი დაცვა ვერ დაიხსნის დასა-
31-3 საპატრიარქოს უწყებანი N31 20-26 ოქტომბერი 2011წ გვ.20
ვარძიის მონასტერი XIX-XXI საუკუნეებში (დასასრული)
ხიჩრებულ ძვირფასს მამას, რომლის შემდგომაც მთელი მონასტერი უნდა ჩავარდეს იმ მდგომარეობაში, რომელშიაც იყო ამ სამი და ოთხის წლის წინად“. 1888 წლის 10 დეკემბერს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ექიმის რჩევითა და თხოვნით, მამა კალისტრატე თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტერში გადაიყვანეს. 1890 წლის 12 იანვარს დავით გარეჯის მონასტერში დაინიშნა, სადაც ასევე უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. მონასტრის დათვალიერების დროს იგი კლდეზე დაგორდა და საშინლად დაიმტვრა. ექიმებმა ძლივს მოახერხეს მისი ფეხზე დაყენება. XIX საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს მამა კალისტრატე, თავისი თხოვნით, სოხუმის ეპარქიაში გადაიყვანეს და დრანდის რუსული მონასტრის საძმოში განამწესეს, სადაც სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა. 1906 წლის 12 სექტემბერს სოხუმის ეპისკოპოსი კირიონი (საძაგლიშვილი, შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) სწერდა მღვდელ იოსებ ჩიჯავაძეს: „10 სექტემბერს ღამე გავათიე ჩემს მონასტერში – დრანდაში. მეორე დღეს, დილით, ვნახე დრანდის მთაში გვირაბები, ძველად გამოკვეთილი მდინარის პირამდე. მერე წავედი ახლომდებარე ქილის სანახავად. ქილა წარმოადგენს პატარა მონასტერს, რომელშიაც ოცამდე ბერი მოღვაწეობს. ამ ქილის ახლოს სახლობენ ესტონები და მეგრელები. მეორე ქილის ნახვა ვეღარ მოვასწარი. მონასტრის წიგნსაცავში ვნახე ექვსი ქართული ხელნაწერი, რომლებიც დრანდის მონასტერს დარჩენია მღვდელ-მონაზონ ცნობილი კალისტრატესაგან. ორი მათგანი ტყავზეა ნაწერი და დანარჩენი ქაღალდზე. ერთი უფრო უძველესი ხელნაწერი ეკუთვნის X-XI ს-ს. გარდა ამისა, მამა კალისტრატეს ბევრი ხელნაწერი ჰქონია, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ მისსავე ნათესავს, გვარად ლოლუას წაუღია. მასვე დარჩენია ნაწილებიანი წმინდა გიორგის ხატი, რომელიც ეხლა დრანდის მონასტრის ტრაპეზში ასვენია. ამ ხატის აღწერა თვით კალისტრატეს მოუქცევია ლოცვანის წინა ფურცელზე (ეს ლოცვანი ტარასის ხელშია იგულისხმება მღვდელ-მონაზონი ტარასი კანდელაკი, შემდგომში წილკნელი ეპისკოპოსი), სადაც ვკითხულობთ: „ზევით რომ არის წმინდა გიორგის გვერდია, მეორე წმინდა ნიკოლოზისა, მესამე წმინდა იოანე ნათლისმცემლის კბილია, მეოთხე წმინდა ხარლამპის, ზევითა კუთხეში წმინდა მარინესი. მეორე კუთხეში ძელი ჭეშმარიტი მოყვითალო ქრისტესი და ნათლისმცემლის სისხლია“. როგორც ამ წერილიდან ირკვევა, ღვაწლმოსილი მოძღვარი აფხაზეთში, დრანდის მონასტერში აღესრულა. თუ სად დაკრძალეს იგი, ჩვენთვის უცნობია.
საპატრიარქოს უწყებანი N32 27ოქტომბერი-2ნოემბერი 2011წ გვ.18
ვარძიის მონასტერი XIX-XXI საუკუნეებში
II ნაწილი დასაწყისი იხ. „საპატრიარქოს უწყებანის“ M31-ში
არქიმანდრიტი სვიმონი (წულუკიძე) „ვარძიის ნატამალის გუშაგი და პატრონი“ გარძიის მონასტრის რიგით მეხუთე წინამძღვარი გახლდათ არქიმანდრიტი სვიმონი, ერისკაცობაში სმარაგდე ყარამანის ძე წულუკიძე. იგი 1834 წელს იმერეთში, წულუკიძეების თავადურ ოჯახში დაიბადა. ოჯახში პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ, 1849 წელს, მშობლებმა პატარა სმარაგდე ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, რომელიც 1853 წელს დაასრულა. 1854 წლის 11 თებერვალს 20 წლის ახალგაზრდა (მეორე ვერსიით, 1857 წელს, როგორც ამას XVIII საუკუნის II ნახევარში გადაწერილ „ბიბლიურ წიგნებზე“ გაკეთებული მინაწერი გვამცნობს: „მე კნიაზი სამარაღდონი წულუკიძე განმაწესეს მორჩილად გაენათის მონასტერში ჩყნზ წელში“) იმერეთის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (წულუკიძე) გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში მორჩილად განამწესა. 1861 წლის 5 დეკემბერს გელათის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ბონიფანტემ (ნადირაძე) მორჩილი სმარაგდე ბერად აღკვეცა და სახელად სვიმონი უწოდა. ამავე წლის 17 დეკემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) იგი დიაკვნად აკურთხა. 1864 წლის 4 აპრილს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტერში გადაიყვანეს. 1867 წლის 8 ოქტომბერს გორის ეპისკოპოსმა გერონტიმ (პაპიტაშვილი) ბერ-დიაკონ სვიმონს მღვდლად დაასხა ხელი და ამავე წლის 20 ნოემბერს მონასტრის ეკონომოსად დაადგინა. 1869 წლის 19 თებერვალს დავით გა-
32-1 საპატრიარქოს უწყებანი N32 27ოქტომბერი-2ნოემბერი 2011წ გვ.19
ვარძიის მონასტერი XIX-XXI საუკუნეებში (გაგრძელება)
რეჯის მონასტერში გადაიყვანეს. 1870 წლის 28 ოქტომბერს ამავე მონასტრის ხაზინადრად დაადგინეს. 1871 წლის 25 ივნისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1872 წლის 13 იანვარს შიომღვიმის მონასტერში განამწესეს და იქაც ხაზინადრობა დაევალა. 1875 წლის 30 აპრილს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა. 1878 წლის 13 ივლისს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. 1879 წლის 25 ოქტომბერს ისევ გარეჯის მონასტერში დააბრუნეს და 1880 წლის 10 თებერვალს კვლავ ხაზინადრად დაინიშნა. 1882 წლის 13 ივნისს ჯავახეთში, ვარძიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1884 წლის 9 აგვისტოს კავკასიის მთავარმართებელმა, ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვმა იმოგზაურა ახალციხისა და ახალქალაქის მაზრაში. მან ახალქალაქის დათვალიერების შემდეგ ვარძიის მოლოცვა გადაწყვიტა და ცხენით გაემართა მონასტრისაკენ. როდესაც აღმართს შეუდგა, ფეხით მოინდომა მონასტერში ასვლა. კარიბჭესთან მას წინამძღვარი, მამა სვიმონი მიეგება და მოკლე სიტყვით მიმართა: „თქვენო ბრწყინვალებავ! მხიარულებით მოგეგებვის თქვენ ძველი ესე მიძინების ტაძარი, სადგომი მეფე გიორგი III-ისა და ასული მისი მეფე თამარისაგან გადადებული სასაფლაოდ მათდა ამათ დროს ბედნიერ მდგომარეობაში იყო. შემდეგ კი 600 წლის განმავლობაში ამან გამოიარა ათასნაირი მტარვალობა ქრისტეს სარწმუნოეჯის მტერთაგან. მცირედი ადგილიც არ არის ვენს ქვეყანაში, რომ ქართველთ სისხლი არ დაეღვაროთ სარწმუნოებისთვის და მამულისთვის; მაგრამ არსად ისე არ დასტყობია, როგორც ამა მხარეს. თვალი ზეციურის დედოფლისა ყოველთვის იღვწოდა თავის წილხდომილის ივერიისათვის და მით მან მიანდო ქრისტესმოყვარე ძლიერის რუსეთის მეფეს მფარველობასა ქვეშე, რომელიც ზრუნავს წმიდათა ეკლესიათა და ხალხის კეთილდღეობისათვის. ღვთის განგებამ შთაგითხრათ თქვენ გულში თვით თქვენის თვალით განგეცადათ სალს კლდეში ეს დიდებული ძველი ტაძარი, სადაც კვალი თქვენი ბრწყინვალებისა დაუვიწყარი იქმნება. უფალმა აკურთხოს შემოსვლა და გასვლა თქვენი ამა ტაძრიდამ და წარმართნეს გზანი თქვენი გზასა მშვიდობისასა, სადიდებლად წმინდა სახელისა მისისა და სასარგებლოდ ერისა თვისისა“. 1885 წლის 1! თებერვლიდან მღვდელმონაზონი სვიმონი ისევ გარეჯის მონასტერშია. 1885 წლის 15 ივლისს წმინდა ანას'III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1888 წლის 26 აგვისტოს მამა სვიმონი ხელმეორედ დაადგინეს ვარძიის მონასტრის წინამძღვრად. 1898 წლის 5 ივლისს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოს ფლაბიანეს (გოროდეცკი) ლოცვა-კურთხევით, გორის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) მლვდელ-მონაზონი სვიმონი ენქერით დააჯილდოვა და იღუმენის წოდება მიანიჭა. 1901 წლის 10 ივნისს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1904 წელს ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ და მწერალმა ალექსანდრე ყიფშიძემ (ფრონელმა) იმოგზაურა ვარძიის მონასტერში და იქ ნანახი და განცდილი თავის ნაშრომში „ნახული და გაგონილი ვარძია“ აღწერა. ძველი ისტორიისა და ამბების მოთხრობის შემდეგ, აი, რას გვიამბობს იგი არქიმანდრიტ სვიმონის შესახებ: „ვარძიის ნატამალს გუშაგობას და პატრონობას უწევს არქიმანდრიტი მამა სიმონი, ერობაში თავადი წულუკიძე. დღეს ქართველობას ბერობა თითქმის აღარა გვყავს. იგი წარსულს რეჟიმს სამუდამოდ თან გაჰყოლია. მამა სიმონი ახოვანი ტანისაა, ლმობიერი სახისა, ძალზედ მოხუცი, მაგრამ მხნე და სიცოცხლით სავსე. ეტყობა, დიდად უყვარს ვარძია. აქ შიმშილს ამჯობინებს სხვაგან განცხრომა-ფუფუნებას. მამა სიმონი ძველის ტიპის ბერია, რუსული სწავლა-განათლება არ მოუღია, საუბარი სასოებიანი და ქართული მარილიანი აქვს. არქიმანდრიტს ორი მორჩილი ჰყავს, ვგონებ ერთი იმერია და მეორე ამერი. ერთი პატარა ბიჭიცაა, ასე 12-13 წლისა, ცოცხალი, როგორც ჩიტი და მარდი, როგორც ნიბლია. მამა არქიმანდიტს ხელზე ემსახურება, ჩაის უკეთებს, სუფრას უშლის და ქვეშაგებსაც უმზადებს. ბავშვი იმერეთიდანაა ჩამოყვანილი. მისი წკრიალა ხმა ზარივით გაისმის ამ მინგრეულ-მონგრეულ მღვიმეთა შორის. მარტოოდენ ეს ბალღია სიცოცხლის წარმომადგენელი და გამომსახველი. დიდხანს გასძლებს თუ არა ეს მალხაზი ქოჩორა ჩიტი სიცოცხლეს მოკლებულ სავანეში, ძნელი გამოსაცნობია.
32-2 საპატრიარქოს უწყებანი N32 27ოქტომბერი-2ნოემბერი 2011წ გვ.20
ვარძიის მონასტერი XIX-XXI საუკუნეებში (დასასრული)
არავითარი სახსარი ცხოვრებისა მამა სიმონს კრებულით არა აქვს. დღესაც არ ვიცი, რითი საზრდოობს დიდებულისა და სახელოვანის ვარძიის გუშაგი. ქონება არავითარი, არც მოძრავი, არც უძრავი. კრებულს ჰყავს ერთადერთი სახედარი ფქვილისა და შეშის საზიდავად. ჰყოლიათ ერთი ცხენიცა და, რადგან ვერ გამოუკვებიათ, გაუბარებიათ. ცოტაოდენი შეწირულობა მოუგროვებია მამა სიმონს და განუზრახავს წისქვილი დაებრუნებინა მტკვარზე. სამი ქვა კიდეც მოეტანა ქუთაისიდგან, რუ გაეთხარა დიდი წვალებითა და ტანჯვით, მაგრამ წისქვილი ჩემს იქ ყოფნის დროს წესიერად ვერ მუშაობდა, წყალი ღონივრად ვერ სცემდა და წისქვილს უგემურად გაჰქონდა ღრიტინი. მაშასადამე, ეს განზრახული წყარო საზრდოს შოვნისა ჯერჯერობით დაშრეტილია. მამა სიმონს ჰყვარებია ქართულის კითხვა. ჩემსობას „ივერიასა“ მოვკარი თვალი არქიმანდიტის სენაკში. საწყენია, თუ ფულით იწერს. საიდან უნდა გაიღონ ერთი თუმანი? კარგს იზამს რედაქცია, თუ უსასყიდლოდ გამოუგზავნის გაზეთს. ნუ დაივიწყებს გაზეთი, რომ ეს სამიოთხი ქართველიღა დარჩა ძველის საქართველოს წარმომადგენლად ამ გამაჰმადიანებულს და გასომხებულს მხარეს. ვსთხოვ „ცნობის ფურცელსაც“ და „მოამბეს“, ნუ დაიშურებენ ჟურნალსა და გაზეთს ვარძიისათვის, ხოლო ნახატებიანი დამატება საჭირო არაა, ვინაიდგან ვარძია იტალია არ არის და მამა სიმონი იმ ბერთა ჯგუფს არ ეკუთვნის, რომელნიც ბოკაჩოს დროს ცხოვრობდნენ. შიშველ ქალთა სურათნი „დეკამერონობას“ გასწევენ და რა ხელსაყრელია, რომ უდაბნოში ჩვენსავე ხელით შევიტანოთ „ეშმაკეულობა“ და „ავი სული“. საჭიროა პური არსობისა და გონების საზრდო და არა სულისა და გულის მაცთუნებელი. ესენი სხვა ჯურის ბერთათვის და ნერვებმოშლილ ინტელიგენციისათვის დაგვილოცია“. 1907 წლის 15 ივნისს არქიმანდრიტი სვიმონი კახეთში, ხირსის წმინდა სტეფანე პირველდიაკონის სახელობის მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1911 წლის 8 დეკემბერს, მოხუცებულობის გამო, შტატიდან გადადგა და პენსიაში გავიდა. საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის გადაწყვეტილებით, მას უფლება მიეცა, ეცხოვრა ხირსაში, სადაც მონასტრის შემოსავლიდან თვეში 10 მანეთი დაენიშნა. 1916 წლის დასაწყისში, როდესაც საქართველოს ეგზარქოსმა პლატონმა (როჟდესტვინსკი) იმოგზაურა კახეთში და ხირსის მონასტერი მოილოცა, მოინახულა ღრმად მოხუცებული არქიმანდრიტი სვიმონი, რომელსაც დაჰპირდა პენსიის მომატებას. მან დანაპირები შეასრულა და ამავე წლის 1 აპრილიდან, მისივე ბრძანებით, ქართლ-კახეთის ეპარქიის მამათა მონასტრების საძმოებს დაევალათ ყოველწლიურად 240 მანეთი შეეგროვებინათ მამა სვიმონის სასარგებლოდ. სავარაუდოდ, მამა სვიმონი 1917 ან 1918 წელს გარდაიცვალა.
გაგრძელება იხ. შემდეგ ნომერში
33 საპატრიარქოს უწყებანი N33 3-9ნოემბერი 2011წ გვ.18
ვარძიის მონასტერი XIX-XXI საუკუნეებში
არქიმანდრიტი იპოლიტე (მნათენაძე) „ყოვლადპატიოსანი და გულკეთილი ადამიანი“
III ნაწილი
მონასტრის უკანასკნელი წინამძღვარი გახლდათ არქიმანდრიტი იპოლიტე, ერისკაცობაში ილარიონ ნიკოლოზის ძე მნათენაძე. იგი 1861 წელს ქართლში, სახელმწიფო გლეხის ოჯახში დაიბადა. 1897 წლის ჩათვლით იგი მშობლიურ სოფელში ცხოვრობდა და სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული. 1898 წლის 19 მარტიდან ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის უშტატო წევრია. 1900 წლის მარტში სასულიერო უწყებაში მიიღეს. ამავე წლის 12 ივნისს შტატის მორჩილად დაადგინეს. 1901 წლის 4 მაისს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტერში გადაიყვანეს და ამავე წლის 17 ნოემბერს იპოლიტეს სახელით ბერად აღკვეცეს. 1901 წლის 4 დეკემბერს დიაკვნად აკურთხეს. 1907 წლის 9 მარტს ვარძიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა და ამავე წლის 18 მარტს ეგზარქოსების წმინდა ჯვრის სახელობის კარის ეკლესიაში საქართველოს ეგზარქოსმა ნიკონმა (სოფისკი) მლვდლად დაასხა ხელი. 1913 წლის 14 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1920 წელს ვინმე არჩილ მაჭავარიანმა იმოგზაურა ვარძიის მონასტერში და იქ ნანახი და განცდილი გაზეთ „საქართველოს“ ფურცლებზე გამოაქვეყნა: „ბერი იპოლიტე, რომელიც ამჟამად იმყოფება ვარძიის მონასტერში და თავის თავი შეეწირა განდეგილობისათვის ამ ღირს შესანიშნავ და მიყრუებულ ადგილსა ყოვლადპატიოსანი და გულკეთილი ადამიანი იყო. იგი მაგონებდა სხვა განდეგილებს, რომელთაც ყველაფერი მიეტოვებინათ, რათა ღვთისმსახურებაში გაეტარებინათ თავიანთი სიცოცხლე. ეხლაც, ამ მეოცე საუკუნეში, როდესაც მთელი კაცობრიობის აზროვნების ფართე ასპარეზი ერთგვარ უარყოფას ისახავს ორთოდოქსულ მიმართულების წინააღმდეგ და ეძებს სულ სხვა გზებს საღვთისმეტყველო საკითხების გადაწყვეტაში, მოიპოება სადღაც ადამიანები, რომელნიც წმინდად იცავენ ძველ სასულიერო ტრადიციებს და სულგრძელობით იტანენ წილად ხდომილ ბერულ ცხოვრებას. მისი საქმე იყო ლოცვა და სხვა არაფერი. მის სიმდიდრეს შეადგენდა რამდენიმე სასულიერო წიგნი და კრიალოსანი, რომელსაც ის აგორებდა ლოცვის შემდეგ, დასვენების დროს, მისვლისთანავე მოხუცი იპოლიტე დიდის თანაგრძნობით მოგვეპყრო და სიამოვნებით გაგვიძღვა წინ მონასტრის დასათვალიერებლად. უნებლიეთ გებადება კითხვა: –– რა ხელმა და რა გონებამ გააკეთა ყველაფერი ეს?.. ყველგან დაცულია სილამაზე, მოხდენილობა, სისწორე. აი, რით შეგვიძლიან მართლა ვიამაყოთ ჩვენ. აი, რა შესძლებიათ და როგორები ყოფილან ქართველები ძველად. მაგრამ, საუბედუროდ, ჟამთა სიმუხთლე დასტყობია მას. ოსმალების შემოსევის დროს დიდი ზიანი მისცემია ამ მონასტერს. კელდებზე მხატვრობა დასერილია თოფის ტყვიებით, ზოგ ადგილ.' ოთახების ერთი მეორის გამყოფი შუა კეარები მქ მონგრეულია უხეშ მტრისაგან უმიზნოდ. ამას გარდა, ზოგ ალაგას კლდე ჩამოწოლილია და ოთახები დანგრეული, რადგან წვიმისგან და ნიაღვრისგან ჩამოთლილი კლდე ვეღარ შემაგრებულა თავის ადგილს. ეს უკვე ჩვენი ბრალია, რომ მას ყურადღებას არ ვაქცევთ და საჭირო შეკეთებისათვის, რომელსაც დღეს ეს ძველი მონასტერი მოითხოვს, არ ვფიქრობთ. მონასტრის სიმდიდრე, რომელიც მასში იყო წინად, ზოგი მოპარულია და გაძარცვული და ზოგიც ძალად წაღებული. ბერის სიტყვით, რაც კი ღირსშესანიშნავი იყო ამ მონასტერში ხატებიდან დაწყებული, რუსების ბატონობის დროს იქნა რუსეთში გაზიდული ურწმუნო ეგზარქოსების დროს – როგორც აშკარად, ისე ფარულად. რაც რუსებს გადაურჩა, ის ოსმალებს წაუღიათ შემოსევის დროს, ხოლო ადგილობრივ თათრებს დაუმთავრებიათ მონასტრის გაქურდვა, ვინაიდან ამ დროს ბერები (წინად რამდენიმე ბერი იმყოფებოდა აქ) გაქცეულან და მონასტერი უპატრონოდ დარჩენილა. ამის მიუხედავად, მოხუცი ბერი ერთგვარ სიხარულს გამოსთქვამდა იმის შესახებ, რომ რუსები განდევნილნი არიან საქართველოდან და საქართ-
33-1 საპატრიარქოს უწყებანი N33 3-9ნოემბერი 2011წ გვ.19
ვარძიის მონასტერი XIX-XXI საუკუნეებში (გაგრძელება)
ველო ეხლა თვით არის თავის ბატონ-პატრონი. ბერმა შემოგვატარა მთელი მონასტერი და დაგვათვალიერებინა. ამასთან, ყველაფერს გვიხსნიდა და საგულისხმიერო ცნობებს გვაწვდიდა. დავლის შემდეგ დავსხედით ეკლესიის წინ, დერეფანში, სვეტებთან, საიდანაც მოსჩანდა დაბლა გადაჭიმული მტკვრის ხეობა. გუშინ, გვითხრა ბერმა, მთავრობის თავმჯდომარე ბრძანდებოდა აქ მინისტრებით. მან დაათვალიერა აქაურობა. სხვათა შორის, წაიღო ჩემ მიერ შედგენილი შეკეთების გეგმა და დამპირდა მონასტრის შეკეთებას. ბერი იპოლიტე კმაყოფილი იყო ამით, მაგრამ "სურდა ფართე საზოგადოებასაც მიეპყრო ყურადღება და მონასტრის შეკეთებაში დაჰხმარებოდნენ...“ დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის პირველი მეთაურის, ნოე ჟორდანიას დაპირება დაპირებად დარჩა. 1921 წლის თებერვალში რუსეთის იმპერიამ საქართველო ხელმეორედ დაიპყრო და ვარძიის მონასტრისთვის აღარავის ეცალა. მამა იპოლიტე ისევ თავისი ძალებით ცდილობდა სავანე დანგრევისა და გაუდაბურებისაგან ეხსნა, მაგრამ რა უნდა ექნა მარტო კაცს იმ უმძიმეს პერიოდში, რომელიც ახალმა კომუნისტურმა რეჟიმმა მოუტანა საქართველოს. 1924 წლის ზაფხულის დასაწყისში ახალციხეახალქალაქის ოლქის მთავარხუცესი, დეკანოზი იოანე ცქიტიშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს ვარძიის მონასტრისათვის და საკათოლიკოსო საბჭოს სთხოვდა გამოენახა გზები და საშუალება, რათა იქ მცხოვრებ ბერებს არ შეეწყვიტათ ლოცვავედრება ერისა და საქართველოს გადარჩენისათვის. აი, რას წერდა იგი: „თქვენს მეუფებას კარგად მოეხსენება, რომ ვარძიის მონასტერი ქართველი ერის სიამაყეა, როგორც უტყუარი საბუთი მისი წარსული დიდებისა, სარწმუნოების ფხიზელი დარაჯია, რადგან საზღვარზე დგას. მას გარს ახვევიან უცხო სარწმუნოების ერები, საიდანაც ხალხი ბლომად დაიარება დიდ დღესასწაულებში. ნახულობენ სავანეს და მით ეცნობიან ჩვენი ერის ისტორიას და სარწმუნოებას. ამ მონასტრის ცხოვრებაში განსაკუთრებით აღსანიშნავია 15 აგვისტო (ძვ. სტილით) ღვთისმშობლის მიძინების დღე. ამ დღეს ტაძრის დღესასწაულია. ეს დიდებული მონასტერი თავისი წარსული სიდიადით საქართველოს ყველა კუთხიდან ამ დროისათვის დიდძალ ხალხს იზიდავს. მლოცველების რიცხვი იმდენად დიდია, რომ არსებულ მაღაროებში ვერ თავსდებიან და იძულებული ხდებიან კიბეებზე გაათიონ. ჩემის აზრით, რომ სარწმუნოების ეხლანდელმა კრიტიკულმა ხანამ, მორწმუნე ერს გული რომ არ გაუგრილოს და მით მონასტერმა ერთხელ და სამუდამოდ არ დაჰკარგოს თავისი მნიშვნელობა, საჭიროა მონასტრის სახელის ამაღლება. ეს კი მოხდება მაშინ, თუ ყოველწლობით, ამ შესანიშნავ დღეს მღვდელმთავრის წირვა მოეწყობა და დანარჩენ დღესასწაულებში წინამძღვარი შეასრულებს წირვას, მაინცდამაინც არქიმანდრიტის ხარისხში. ეჭვს გარეშეა, რომ ეს მლოცველებში სარწმუნოების გრძნობას ფრიად გააღვიძებს. გამოვდივარ რა ასეთი დებულებიდან, უმორჩილესად ვშუამდგომლობ თქვენი მეუფების წინაშე, წელს ღვთისმშობლის მიძინების დღეს კეთილი ინებოთ წირვა ხსენებულ მონასტერში, ხოლო აწინდელი წინამძღვარი მისი მღვდელ-მონაზონი იპოლიტე აღიყვანოთ არქიმანდრიტის ხარისხში, რადგან მან ეს უკვე დაიმსახურა. მღვდელ-მონაზონი იპოლიტე მაღალი ზნეობისაა და მტკიცედ ასრულებს ბერულ აღთქმას. იგი 16 წელიწადია მოღვაწეობს აღნიშნულ მონასტერში. მას იქ გაუკეთებია სავანეში ასასვლელი კიბეები, გაუმშვენებია წყარო, შეუკეთებია წინამძღვრის ბინა. ასუფთავებს და უვლის მრავალ მაღაროს. ასრულებს ღვთისმსახურებას, მუდმივ სასყიდელს კი არსაიდან იღებს. მას ახალციხე-ახალქალაქის ოლქშიაც მიუძღვის სამსახური, რაც გამოიხატება ოლქის ეკლესიებისათვის სამედავითნეო კანდიდატების მომზადებაში. თუ სადმე მესხეთჯავახეთის ეკლესიებში მედავითნე კარგად გალობს, ამის მიზეზი აუცილებლად მამა იპოლიტეა, რადგან თვითონ მშვენიერი მგალობელია“. საკათოლიკოსო სინოდმა გაითვალისწინა მამა იპოლიტეს დამსახურება და იმავე წლის 28 აგვისტოს, ტაძრის დღესასწაულზე მას არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. მისი შემდგომი ბედი უცნობია. როგორც ჩვენს ხელთ არსებული მასალებიდან ირკვევა, ამის შემდეგ ვარძიის მონასტერში მალევე შეწყდა ღვთისმსახურება.
33-2 საპატრიარქოს უწყებანი N33 3-9ნოემბერი 2011წ გვ.20
ვარძიის მონასტერი XIX-XXI საუკუნეებში (დასასრული)
მღვდელ მონაზონი მათე (გელაშვილი)
აქვე უნდა ვახსენოთ ვარძიის მონასტრის საძმოს უკანასკნელი წარმომადგენელი, მღვდელ-მონაზონი მათე, ერისკაცობაში მიხეილ გელაშვილი. იგი 1849 წელს ქართლში, გლეხის ოჯახში დაიბადა. მიღებული ჰქონდა შინაური განათლება. 1878 წლის 14 სექტემბერს მიხეილი ვარძიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში მორჩილად განამწესეს. 1891 წლის 24 იანვარს სასულიერო უწყებაში მიიღეს და გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერში გადაიყვანეს, სადაც 1894 წლის 31 ივლისს ბერად აღიკვეცა და სახელად მათე ეწოდა. ამაგე წლის 30 ოქტომბერს დიაკვნად აკურთხეს. 1897 წლის 16 დეკემბერს მამა მათე ისევ ვარძიის მონასტერში გადაიყვანეს. 1898 წლის 5 დეკემბერს მღვდლად დაასხეს ხელი. 1907 წლის 19 სექტემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. მამა მათეს შესახებ მოგონებები შემოგვინახა აწ განსვენებულმა ბაგრატ პაპამ (დევნოსაძე), რომელიც თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდა ვარძიის მახლობლად (დაბადებული იყო 1900 წელს) და კარგად ახსოვდა იქ მოღვაწე უკანასკნელი ბერები. აი, რას ყვებოდა იგი მათე ბერის შესახებ: „თუ რომელიმე სოფელში რაიმე სენი მძვინვარებდა, იგი არ უშინდებოდა და თვითონ კურნავდა ხალხს. მათე ბერს თხის ტყავი ემოსა. ძალიან უყვარდა ხალხს. ხშირად დაგვიანებია მონასტერში მისვლა და კარიც დაუკეტავთ, დილით კი, ყველას გასაკვირად, თავისი სენაკიდან გამოსულა. გაკვირვებულებს ასე პასუხობდა: კარი ღიად დამხვდა და ისე შემოვედიო. 1917 წლის რევოლუციამდე ცოტა ხნით ადრე იგი ხალხში ქადაგებდა უღმერთო ადამიანების გამოჩენის შესახებ, რომლებიც დაანგრევდნენ ტაძრებს, აცდუნებდნენ და აწამებდნენ ადამიანებს და მოუწოდებდა ყველას, მტკიცედ მდგარიყვნენ სარწმუნოებაზე. რევოლუციის შემდეგ იგი წასულა ამ მონასტ რიდან და მას შემდეგ არც არაფერი გაუგია მის შესახებ პაპა ბაგრატს“.
მონასტრის დახურვისა და ალდგენის ხანა
საბჭოთა ხელისუფლებამ ვარძიაში მონასტერი დახურა, შემდეგ ჯერ ტურისტული ბაზა, 1938 წელს კი მუზეუმი დააარსა. მისი ხელახალი ამოქმედება XX საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს მოხერხდა. 1989 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ვარძიის მონასტრის პირველ წინამძღვრად მღვდელ-მონაზონი სერაფიმე (კიკონიშვილი) დაინიშნა. 1990-1995 წლებში ვარძიაში მღვდელი იოანე გელაშვილი, ხოლო 1995-1999 წლებში კი მღვდელი ზოსიმე კაცაძე მსახურობდა. 1999 წლიდან ვარძიაში ბერები დასახლდნენ და მონასტრის წინამძლვრად მღვდელ-მონაზონი ანტონი (მაჭარაშვილი, ამჟამად არქიმანდრიტი) დაინიშნა. 2001 წელს მამა ანტონის ძალისხმევით სამონასტრო კომპლექსის აღმოსავლეთ ნაწილში ბერებისთვის სენაკები მოეწყო, სადაც ერთი სენაკი უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ისთვისაა განკუთვნილი. 2002 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა მოილოცა ვარძიის მონასტერი და მოინახულა მისთვის განკუთვნილი სენაკი. მონასტერში ახლაც გრძელდება სარემონტო სამუშაოები და მიმდინარეობს მისი გამშვენება-განახლება. ამჟამად ვარძიის მონასტერში მოღვაწეობენ: წინამძღვარი არქიმანდრიტი ანტონი (მაჭარაშვილი), მღვდელმონაზონი მათე (ვაშაყმაძე), ბერ-დიაკონი შალვა (გოგატიშვილი), ბერ-დიაკონი გიორგი (ვარდანიძე), ბერი იოანე (ზარიძე), ბერი ლაზარე (ჯობინაშვილი).
 
				   					 
					 
   
									   
									   
									   
									   
									  