საპატრიარქოს უწყებანი N29 6-12 ოქტომბერი 2011წ გვ.17
პროტოპრესვიტერი დიმიტრი ხახუტაშვილი 1855-1937 „საზოგადო საქართველოს ძირ-ლხინის გულშემატკივარი“
პროტოპრესვიტერი დიმიტრი გიორგის ძე ხახუტაშვილი 1855 წელს გორის მაზრის სოფელ მეჯევრისხევში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1873-1879 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1879 წლის 1 სექტემბერს სოფელ ბოდბისხევის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1881 წლის 27 აპრილს კავკასიის სასწავლო კომიტეტმა სასწავლო დარგში კეთილსინდისიერი მოღვაწეობისათვის მადლობა გამოუცხადა. 1881 წლის 1 სექტემბერს თბილისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგად გადმოიყვანეს. ამავე პერიოდში იგი დაქორწინდა მარიამ იოანეს ასულზე, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა: თამარი (1886 წელი, გათხოვილი ამაშუკელზე), შალვა (1887 წელი), ქეთევანი (1890 წელი, გათხოვილი იყო თავად გიორგი მიხეილის ძე ხერხეულიძეზე, რომელიც 1915 წლის დეკემბერში გმირულად დაეცა პირველ მსოფლიო ომში, პო-
29-1 საპატრიარქოს უწყებანი N29 6-12 ოქტომბერი 2011წ გვ.18
პროტოპრესვიტერი დიმიტრი ხახუტაშვილი 1855-1937 (გაგრძელება)
ლონეთის ფრონტზე), ვახუშტი (1895 წელი). 1888 წლის 11 დეკემბერს დიმიტრი დიაკვნად აკურთხეს, ხოლო ამავე წლის 13 დეკემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და მესხეთში, ქ. ახალციხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ციხის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1889 წლის 7 მარტს ახალციხეახალქალაქის ოლქის მთავარხუცესად და ახალციხის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად განამწესეს. 1889 წლის 25 აპრილს სასულიერო წოდების დარგში „კოლეგიის სეკრეტარის“ ჩინი მიენიჭა. 1889 წლის 7 ივლისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1891 წლის 7 იანვარს მბეჭდავი კომისიის წევრად აირჩიეს. 1892 წლის 10 აპრილს სკუფია უბოძეს.
მამა დიმიტრის მეუღლე მარიამ ხახუტაშვილისა
1893 წლის 8 მაისს საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ ვარძიის მონასტრისათვის გამოჩენილი მზრუნველობის გამო მადლობა გამოუცხადა, პირად საქმეში შეტანით. 1893 წლის 24 ნოემბერს საფარისა და ვარძიის მონასტრების მთავარხუცესად დაინიშნა. 1894 წლის 20 თებერვალს, წმინდა სინოდის 1850 წლის 25 აგვისტოს N 8659 ბრძანების საფუძველზე, მამა დიმიტრის ვადაზე ადრე დეკანოზის წოდება მიანიჭეს. 1896 წლის 14 მაისს კამილავკა ეწყალობა. ამავე წლის 19 მაისს საქართველოს ეგზარქოს ვლადიმერის (ბოგოიავლენსკი) ლოცვაკურთხევით დეკანოზმა დიმიტრიმ აკურთხა აწყურის განახლებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია. დეკანოზ დიმიტრი ხახუტაშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობაში ქრისტიანული სარწმუნეობის ქადაგებისა და განმტკიცების საქმეში. ოსმალთა 300 წლიანი ბატონობის შედეგად ეს მხარე საქართველოს სხვა კუთხეებს განათლების მხრივ საგრძნობლად ჩამორჩებოდა. საჭირო იყო აქტიური მოღვაწეობა, ტაქტიანი მიდგომა გლეხობასთან, ზნეობრივი სახითა და საზოგადოებრივი მოღვაწეობით ხალხისათვის მაგალითის მიცემა. მისი მოღვაწეობის შესახებ საყურადღებო ცნობებს გვაწვდის 1901 წელს გაზეთი „ივერია“: „არ ეგონოს მკითხველს, ცუდი საქმის მეტი კარგი არა კეთდებოდეს რა მესხეთ-ჯავახეთში. ამ მხარეში, რომელიც, ვინ იცის, რამდენი წელი ოსმალების უღელ ქვეშ იყო, თვით ჩვენი გამაჰმადიანებული მოძმენიც კი კეთილს არ აყრიან ჩვენს ძველ ნაშთებსა (სომხებზედ არას ვიტყვით, რადგან მთელი გაზეთიც ვერ დაიტევს). ამ ბოლო დროს დიდი ყურადღება მიაქციეს ძველი ეკლესიების სუფთად და მთლად შენახვას. აღუკრძალეს სომხებს თავიანთ ეკლესიებად გადაკეთება, მაჰმადიანებს მეჩეთებათა და ეკლესიებში პურის, ბზისა და თივის ჩაყრა, როგორც აქნობამდის შვებოდნენ ხოლმე. ყოველი ამისი მიზეზი კი გახლავთ ყველასაგან პატივცემული ადგილობრივი ბლაღოჩინი, დეკანოზი დიმიტრი ხახუტაშვილი. აგერ ათი წელიწადია,
რაც აქ მსახურობს, სულ მუდამ კრიჭაში უდგია ძველი ნაშთების ხელშემხებლებს. არამგონია, სადმე ქართლში იყოს ისე სუფთად შენახული ძველი ეკლესიები, როგორადაც აქ ჯავახეთშია ამ ბოლო დროს. ვინ არის ამის მიზეზი? რასაკვირველია, მამა დიმიტრი. გარდა ამისა, მისი ჩაგონებით (რასაკვირველია, ადგილობრივ მღვდლებსაც შრომა მიუძღვით) ამ ცოტა ხანში აქეთ შვიდი-რვა ეკლესია აშენდა და განახლდა: ტობისა, ანდრია-წმინდა, ერკოთისა, დადეშისა და სხვ. და აი, ამ კვირაშიაც მამა დეკანოზმა, ადგილობრივი მღვდლების თანამწირველობით, სამი ეკლესია აკურთხა: ტოლოშისა (26 ოქტომბერს), თოკისა (29 ოქტომბერს) და ჭიხარულისა (30 ოქტომბერს). ტოლოშის ეკლესია წელს შეაკეთეს შიგნით-გარედან, დააგეს ცემენტის იატაკი და საკურთხეველში - ხისა. დიდი გულშემატკივრობა გამოიჩინა ტოლოშის სამრევლოსაის ვის ახალგაზრდა მღვდელმა სერგი გელაშვილმა. სულ 7 თვეა, რაც მრევლში გამწესდა და ამ ხნის განმავლობაში გადააკეთებინა ქუნცის ეკლესია და გაამშვენიერა ტოლოშისა. კურთხევის დროს მამა დიმიტრი ხახუტაშვილმა ამ ღირსშესანიშნავი დღისათვის შესაფერი სიტყვა წარმოთქვა, აუხსნა ხალხს, თუ რას ნიშნავს ეკლესიის სიმშვენიერე, მეტადრე, იმ გარემოებაში, როგორშიც სამშობლოს მოშორებულნი ჯავახელნი არიან და სხ 1897 წლის 14 ივნისს მამა დი ი იტრი ახალციხის სანი, ლის საწყობის შემმოწმებელი სარევიზიო კომისიის წევრად აირჩიეს. 1899 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1903 წლის 3 თებერვალს წმინდა ანას III ხარისხის ორდენი ეწყალობა. დეკანოზ დიმიტრის დიდი დამსახურება მიუძღვი' მესხეთ-ჯავახეთში სწავლა-განათლების გავრცელების საქმეში. ახალციხეში გადმოყვანისთანავე იგი ინიშნება ჯერ ახალციხის სამრევლო სკოლის ზედამხედველად, ხოლო 1896 წლის 2 ოქტომბერს ახალციხე-ახალქალაქის ოლქის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ. მისი მეცადინეობითა და ძალისხმევით 1892-1904 წლებში სამცხე-ჯავახეთში, სოფლის ეკლესიებთან გაიხსნა 20-ზე მეტი სამრევლო-საეკლესიო სკოლა, სადაც ცოდნა მიიღო ასობით სწავლას მოწყურებულმა ახალგაზრდამ. 1871 წელს ანა ბესარიონის ასულმა მუსხელიშვილმა-ლოღობერიძისამ დააარსა ქალთა უფასო სკოლა ქ. ახალციხის ძველ ნაწილში რაბათში. სკოლა წელიწადში საშუალოდ 47 მოსწავლეს ამზადებდა, 1886 წელს ამ სასწავლებელში 56 გოგონა სწავლობდა, რომელთაც ორი მასწავლებელი ემსახურებოდა. ქალაქის გამგეობა ყოველწლიურად მასწავლებელს 300 მანეთით ეხმარებოდა. ხსენებულ სასწავლებელში დეკანოზი დიმიტრი წლების განმავლობაში სალვთო რჯულს უფასოდ ასწავლიდა. აი, რას წერდა 1903 წელს გაზეთი „ივერია“ მამა დიმიტრის საგანმანათლებლო მოღვაწეობის შესახებ:
29-2 საპატრიარქოს უწყებანი N29 6-12 ოქტომბერი 2011წ გვ.19
პროტოპრესვიტერი დიმიტრი ხახუტაშვილი 1855-1937 (გაგრძელება)
„აქნობამდე სოფელ ჭობარეთში და არც ახლომახლო (გარდა მუსხისა) სკოლის ჭაჭანებაც არ იყო, ახლა კი აი, ეს 7-8 წელიწადია ღვაწლითა და მეცადინეობითა ბლაღოჩინის მამა დიმიტრი ხახუტაშვილისა დაარსდა ახლო სოფელ ძველში სამრევლო სკოლა, რომლის გამგე არის ამავე სოფლების მღვდელი ეფრემ ინასარიძე, რომელიც არავითარ შრომას არ ზოგავს ხალხის სინათლეში გამოყვანისათვის. მამა ხახუტაშვილის ღვაწლი კი მარტო სკოლების დაარსებით (სხვა რამდენიმეც დააარსა) არ განისაზღვრება. იგი არის მამაპატრონი ამ დაჩაგრულ-დაბეჩავებული ხალხისა; იგი არამც თუ როგორც სასულიერო კაცი მარტო სასულიეროს ასწავლის, არამედ თავის ფეხით დადის სოფლიდან სოფელს და ურჩევს ხალხს ეხლანდელ ცხოვრების გაჭირვების დროს გაჰიდონ ბლომად შეყრილი უჯიშო ს პვარევბორგაბითაი ცხვარ-ძროხა და მის მაგივრად იყოლიონ რამდენიმე კარგი ჯიშის ძროხა; დაანებონ თავი მამა-პაპეულ გუთანურემს და ახალი სამეურნეო იარაღები შეიძინონ, რომ შრომაც ნაკლები წავიდეს და ნაშრომი კი ბლომად დარჩეს; აიშენონ ეხლანდელ მიწურ თაგვის სოროს მსგავს სახლების მაგივრად რიგიანი, ჯანის მოსასვენებელი სახლები და სხვადასხვა. მოუტანია კიდეც ნაყოფი მამა დიმიტრის დარიგებას. ჩვენს იქ ყოფნის დროს რამდენიმემ განაცხადა სურვილი სამეურნეო იარაღის და „დუხაბორის“ ძროხის ყიდვისა. ვუსურვებთ მამა დიმიტრის დაუცხრომელ ენერგიას, რათა ეს დიდებული ნაწილი მესხეთისა კვლავ აღყვავდეს და აღორძინდეს“. მოსახლეობის ფართო ფენებში განათლების გავრცელებისათვის საკმარისი არ იყო სკოლების რაოდენობის ზრდა. ხალხში წიგნებისა და პერიოდული გამოცემების სიმცირე ან საერთოდ უქონლობა, სერიოზულ პრობლემებს ქმნიდა. აუცილებელი იყო ბიბლიოთევკებისა და სამკითხველო დარბაზების გახსნა, რაც დიდ დახმარებას გაუწევდა სოფლის მოსახლეობას: „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ მდივნის დავით კარიჭაშვილის მიერ საზოგადოების გამგეობისადმი წარდგენილ მოხსენებით ბარათში ვკითხულობთ: „ჩვენ შეგვხვდა პირადი ლაპარაკი ამ საგნის შესახებ თვით მამა ლეონიდესთან (იგულისხმება შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქო ლეონიდე ოქროპირიძე, რომელიც იმ პერიოდში მისიონერად მსახურობდა), ახალციხის ბლაღოჩინ მამა ხახუტაშვილთან და იქაურ საქალაქო სკოლის მასწავლებელ ბატონ ბურჭულაძესთან. ამ პირთა მოწმობით, ახალციხეში ყოფილა დიდი მოთხოვნილება კითხვისა, რომლის დაკმაყოფილებას ხელს უშლის ქართული წიგნების უშოვნელობა, ამიტომ ისინი საჭიროდ ხედავენ, რომ დაარსდეს ბიბლიოთეკა... ადგილობრივვე მათ ნდომიათ დაარსება ბიბლიოთეკისა, მაგრამ სხვადასხვა დაბრკოლება დახვედრი ათ, რის გამოც გადაუწყვეტიათ მიემართათ წერაკითხვის საზოგადოებისათვის. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ახალციხის ქართველი შეგნებული საზოგადოება ყოველგვარ დახმარებას გაუწევს წერა-კითხვის საზოგადოებას ბიბლიოთეკის შენახვაში“. მამა დიმიტრის საფიქრალი მხოლოდ ბიბლიოთეკაზე ზრუნვით არ ამოიწურებოდა. 1909 წელს ახალციხის ინტელიგენციაში დაიწყო მოძრაობა „საზოგადოების“ ადგილობრივი ფილიალის დასაარსებლად. განჩინებაში აღნიშნულია: „განვიხილეთ წინადადება წერაკითხვის საზოგადოების ფილიალი “ განყოფილების დაარსების შესახებ “ და ვცანთ რა ყველაზე მეტად საჭი- „ როება ამისთანა განყოფილებისა მესხეთში, რომ აქაურმა დაკარგულმა ხალხმა მოიგონოს-აღადგინოს თავისი დედა-ენა და დავადგინეთ დაარსდეს ასეთი განყოფილება“. მართლაც, 1913 წელს განყოფილება ამოქმედდა და მის თავმჯდომარედ დეკანოზი დიმიტრი დაინიშნა. დეკანოზი დიმიტრი, როგორც ახალციხე-ახალქალაქის მაზრების მთავარხუცესი და თავისი ქვეყნის პატრიოტი, განსაკუთრებით ზრუნავდა რეგიონში ქართული ცნობიერების ამაღლებისთვის. 1905 წელს, როდესაც რევოლუციურმა ქარტეხილმა გადაურა მთელი რუსეთის იმპერიას, ქ. ახალციხის ეკლესიის რუსი მრევლი აუმხედრდა მამა დიმიტრის, რადგან მან წირვის დიდი ნაწილი ქართულად ჩაატარა. თუმცა მოძღვრის გონივრულობითა და აქტიური მოქმედებით სიტუაცია მალევე დარეგულირდა. დეკანოზი დიმიტრი არ გამოკლებია არც ერთ მნიშვნელოვან საეკლესიო თუ საზოგადო მოვლენას. იხდიდა ცნობილი პიროვნებების სახელზე პანაშვიდებს და შეძლებისდაგვარად ცდილობდა თავისი წვლილი შეეტანა ქვეყნის კეთილდღეობის საქმეში. მისი მესხეთში მოღვაწეობის პერიოდში მრავალი ასეთი მაგალითია შემორჩენილი: „ახალციხე კვირას გადავიხადეთ აქ პანაშვიდი განსვენებული ყაზბეგის სულის მოსახსენებლად. ხალხი ბლომად დაესწრო. ბლაღოჩინმა მამა დიმიტრი ხახუტაშვილმა წარმოსთქვა შესაფერი და გრძნობით სავსე სიტყვა განსვენებულის მოღვაწეობის შესახებ“. ქ. ახალციხეში ერეკლე II-ის გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ პანაშვიდზე მამა დიმიტრიმ „დამსწრე საზოგადოებას დაუსურათა დიდებული მეფის, ერეკლეს მოღვაწეობა, გმირობა და კეთილი ზრუნვა არა მარტოოდენ თავისი სამეფოსათვის, არამედ სამცხისათვისაც, რომელიც იმ დროს მას არ ეკუთვნოდა. მიჰმართა დამსწრეთ, კარგი იქნება, ცოტა რამ წვლილი გამოვიღოთ იმ ფონდისათვის, რომელიც დაარსებულია ერეკლეს სახელობაზედაო... პანაშვიდის შემდეგ ოცდახუთი მანეთი ფული შეგროვდა“. მამა დიმიტრი გულისტკივილით გამოეხმაურა დ. ბაქრაძის, ა. ღოღობერიძის, გაბრიელ ეპისკოპოსის, რაფი-
29-3 საპატრიარქოს უწყებანი N29 6-12 ოქტომბერი 2011წ გვ.20
პროტოპრესვიტერი დიმიტრი ხახუტაშვილი 1855-1937 (დასასრული)
ელ ერისთავის, ა. ცაგარელის, ილია ჭავჭავაძის გარდაცვალებას, შთამბეჭდავი ს სიტყვა წარმოთქვა მიხეილ თამარაშვილის უდროოდ აღსრულებასთან დაკავშირებით. მამა დიმიტრის მეგობრული ურთიერ- თობა ჰქონდა სამცხე-ჯავახეთში მოღვაწე ცნობილ კათოლიკე მოძღვართან, მღვდელ ივანე გვარამაძესთან. საინტერესოა მამა ივანეს აზრი დეკანოზ დიმიტრი ხახუტაშვილზე. 1896 წლის 20 მარტს იგი ილია ჭავჭავაძეს სწერდა: „გავლილს თვეს თებერვლისა გაახელ „სამგლოვიარო სიტყვა“ განსვენებულ გაბრიელ ეპისკოპოსზედ, რომელიც წაკითხულ იყო პანაშვიდის აღსრულების შემდეგ წმინდა მარინეს ეკლესიაში ადგილობრივი ბლაღოჩინის, ხახუტაშვილის მიერ ახალციხის სამწიგნობროში, დღემდის ველოდები მის დაბეჭვდას და არ დაიბეჭდა, მით რომ ჩვენსკენ სხვა არავინ არის საზოგადო საქართველოს ჭირ-ლხინის გულშემატკივარი, რომ მუდამ თანაზიარ იყოს ყოველს შემთხვევაში მომავალ თაობის სამაგალითოდ“. დიდ ყურადღებას აქცევდა მამა დიმიტრი მაჰმადიან მესხებს, ესაუბრებოდა მათ ქართული წარმომავლობის შესახებ, ცდილობდა მათში ეროვნული სულის გაღვიძებას. მისი დამსახურებით მრავალი მაჰმადიანი მოინათლა და მამაპაპისეულ რჯულს დაუბრუნდა. თითქმის 31 წელი იმსახურა დეკანოზმა დიმიტრიმ სამცხე-ჯავახეთში და თავისი დაუღალავი მოღვაწეობით კეთილი ნაყოფი გამოიღო იქაურ მოსახლეობაში. 1916 წლის 6 მაისს დეკანოზი დიმიტრი წმინდა ანას I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1917 წლის 12 მარტს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გამოცხადებულ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიას მოძღვარი დიდი სიხარულით შეხვდა. იგი აქტიურად ჩაება მშობლიური ეკლესიის განახლებისა და განმტკიცების ბრძოლაში. როგორც აწყურის ეპარქიის დელეგატი, ესწრებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო კრებას, ხოლო IV და V საეკლესიო კრებებზე მონაწილეობდა მცხეთათბილისის ეპარქიის დელეგატის სტატუსით იმყოფებოდა. 1918 წლის აღდგომას ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) იგი ენქერით დააჯილდოვა. 1919 წლის თებერვალში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) გაითვალისწინა მამა დიმიტრის დიდი დამსახურება და ღვაწლი დედაეკლესიის წინაშე და იგი სვეტიცხოვლის
თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილედ გადაიყვანა. 1920 წლის ოქტომბერში დეკანოზი დიმიტრი თბილისში კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. XX ს-ის 30-იან წლებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ (ცინცაძე) ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისათვის პროტოპრესვიტერის წოდება მიანიჭა. ეკლესიისათვის უმძიმეს წლებში, როდესაც ანაფორის ტარება დიდ გმირობად ითვლებოდა, მამა დიმიტრი აქტიურად განაგრძობდა საეკლესიო მოღვაწეობას, უშიშრად ქადაგებდა ქრისტიანობას, აღასრულებდა წირვა-ლოცვებს, მრევლს განამტკიცებდა და მოუწოდებდა, არ მიეტოვებინათ მამაპაპისეული სარწმუნოება, მტკიცედ მდგარიყვნენ ეკლესიის სადარაჯოზე და მთელი გულით ედიდებინათ უფალი. ახსოვდა მუდამ მაცხოვრის სიტყვები, რომელიც მან პეტრე მოციქულს უთხრა: „რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას მტიცედ სწამდა, რომ კომუნისტები დიდხანს ვერ იბატონებდნენ საქართველოში და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არ დატოვებდა თავის სამწყსოს უნუგეშოდ, რაც ახდა კიდეც. პროტოპრესვიტერი დიმიტრი 1937 წლის 11 ნოემბერს გარდაიცვალა. მისი ცხედარი კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის აღმოსავლეთ კედელთან, საკურთხევლის უკან დაკრძალეს.