საპატრიარქოს უწყებანი N12, 24-30 მარტი 2011 წ. გვ.18
იღუმენია ნინო (ციციშვილი)1872-1946
იღუმენია ნინო, ერში -–– ელენე ციციშვილი, 1872 წელს, ქართლში, თავადის ოჯახში დაიბადა. პატარა ელენემ პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, რის შემდეგ მშობლებმა იგი თბილისის ქალთა ეპარქიალურ სასწავლებელში მიაბარეს, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. სასწავლებლის დასრულების შემდეგ ელენე მითხოვდა თავად ბარათაშვილს, რომელთანაც რამდენიმე წელიწადი იცხოვრა. მეუღლის ნაადრევად გარდაცვალების გამო, მან მიილო მტკიცე გადაწყვეტილება, რათა დარჩენილი ცხოვრება მონაზვნობაში, ლოცვასა და ღვთის მორჩილებაში გაეტარებინა. ამ სურვილით მივიდა მცხეთაში, სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში, სადაც მალევე მორჩილის კაბით შემოსეს. 1905 წლის 10 თებერვალს საქართველოს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) მორჩილი ელენე სამთავროს დედათა მონასტრის საქმის მწარმოებლად დანიშნა. 1909 წლის 5 ივლისს ალავერდელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) იგი მონაზვნად აღკვეცა და სახელად ნინო უწოდა. ამავე წლის 15 ოქტომბერს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის ბრძანების საფუძველზე, მონაზონი ნინო სამთავროს მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს. 1910 წლის 16 მაისს მას იღუმენიას წოდება მიენიჭა. 1913 წლის 6 მაისს კი სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1921 წელს საბჭოთა რუსეთმა ქართველი კომუნისტების დახმარებით განახორციელეს საქართველოს ანექსია. ქვეყანაში დამყარდა სასტიკი ტერორი, რაც განსაკუთრებით ქართულ ეკლესიაზე აისახა. ეკლესია-მონასტრები უნუგეშო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამ მხრივ გამონაკლისი არც სამთავროს დედათა მონასტერი იყო, თუმცა მონასტრის წევრები გაჭირვებით, მაგრამ მაინც ახერხებდნენ თავის გატანას.
1917-1921 წლებში მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერს სულიერ წინამძლოლობას უწევდა მღვდელი ლევან ტლაშაძე, რომელიც 1922 წლის 1 იანვარს ოძისის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის (ხელაია) ლოცვა-კურთხევიი მონასტერში წირვა-ლოცვის შესრულება სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურებს დაევალათ, ხოლო 1923 წლის 22 დეკემბერს ილუმენია ნინოს თხოვნით, მონასტრის სულიერ მოძღვრად ქვათახევის მონასტრის მღვდელ-მონაზონი სერგი (ძოწაძე) დაინიშნა, რომელიც რამდენიმე წელი თავდადებულად ემსახურა მონასტერს. იღუმენია ნინო ცდასა და მონდომებას არ აკლებდა, რათა ამ დიდებული ტრადიციების მქონე მონასტერს შეძლებისდაგვარად კვლავ საეკლესიო ტიპიკონით გაეგრძელებინა ცხოვრება. იგი პირადი მაგალითით ამხნევებდა მონაზვნებს და სულიერად განამტკიცებდა მათ. ამასთანავე, ცდილობდა შეენარჩუნებინა დისციპლინა მონასტერში, მკაცრად ყოფილიყო დაცული წეს-ჩვეულებანი და არ მოხდარიყო მონაზვნებისა და მორჩილების დაფანტვა სავანიდან. შემორჩენილია 1926 წლის 3 ნოემბრით დათარიღებული ერთი წერილი, სადაც ის წილკნის ეპისკოპოს პავლეს (ჯაფარიძე) სთხოვს, მონასტრის ტიპიკონის დარღვევის გამო,
12-1 საპატრიარქოს უწყებანი N12, 24-30 მარტი 2011 წ. გვ.19
იღუმენია ნინო (ციციშვილი)1872-1946 (გაგრძელება)
გაფრთხილება მისცეს მონაზონ სოფიოს. აი, რას წერდა იგი: „თქვენო მეუფებავ, ჩვენს კრებულში გახლავთ მონაზონი სოფიო არბოლაშვილი, რომელიც ამჟამად არ ემსახურება მონასტერს. გთხოვთ უმორჩილესად, უბრძანოთ, რომ თუ მონასტერში უნდა ყოფნა, მონასტრიდან არ იაროს და რაც საქმე შეეხება, მონასტერ-ში შეასრულოს, თუ არა და, გთხოვთ უმორჩილესად, განკარგულება მოახდინოთ, რაც კანონი მონასტრისა არის“. ეპისკოპოსი პავლეც თავის მხრივ პასუხობს: „წინადადებას ვაძლევ მონაზონ სოფიოს, დაემორჩილოს ყოველივე მონასტრის წესს და წინამძღვრის განკარგულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, დათხოვნილ იქნება მონასტრიდან როგორც ვხედავთ, XX საუკუნის 20-იანი წლების შუა პერიოდში სამთავროს დედათა სავანე ჯერ კიდევ მოქმედი მონასტერია, სა დაც კვლავინდებურად აღესრულება ღვთისადმი სავედრებელი ლოცვა ვედრება. თუმცა, სამწუხაროდ, მდგომარეობა მალევე შეიცვალა. 20-იანი წლების ბოლოს მონასტერში უპატრონო ბავშვთა თავშესაფარი მოეწყო. მონაზვნები მონასტრიდან გამოდევნეს, შემდეგ კი მხოლოდ ერთი ოთახი დაუთმეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩამოაყალიბა მცხეთის სამეურნეო არტელი „ქალთა შრომა“, რომელშიც მონაზვნები გაერთიანებულან. მათ კარგა ხანს საარჩევნო ხმის უფლებაც ჩამორთმეული ჰქონიათ. 1933 წლით დათარიღებული ერთ-ერთი საბუთი კი წარმოადგენს I საფეიქრო მუშების სიას, რომელშიც იღუმენია ნინო ამ საწარმოს რიგითი წევრია, თავჯდომარედ კი მონაზონი ანუსია (კოჭლამაზიშვილი) აურჩევიათ. აქ, როგორც ჩანს, გარკვეული როლი უნდა ეთამაშა იღუმენია ნინოს თავადურ წარმოშობას, რაც იმ დროისათვის არასასურველად ითვლებოდა. მიუხედავად ხელისუფლების დაჟინებული მცდელობისა, სამთავროში ამ სასტიკ წლებშიც კი არ დამცხრალა სულიერი ცხოვრება. მონასტერი ოფიციალურად გაუქმებული იყო, თუმცა დედები მაინც ახერხებდნენ სამონასტრო წესით ფარულად ეცხოვრათ. ეს კარგად ჩანს ამ პერიოდის მონასტრის დედებისა და ღვთისმსახურთა პირადი მიმოწერიდან. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოღვაწე დედები და მათი სულიერი დები და ძმები ერთმანეთს ამხნევებდნენ ამ წერილებით. როგორც წერილებიდან ირკვევა, მონაზვნებს იმხანად სულიერ წინამძღოლობას სვეტიცხოვლის ტაძრის მღვდელმსახური, 1932 წლიდან კი ზედაზნის მონასტრის იღუმენი ექვთიმე (კერესელიძე) უწევდა, რომელიც 2002 წელს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავდადებული მოღვაწეობისათვის წმინდათა დასში შერაცხა. წერილებიდან ისიც ჩანს, რომ ქართველი სამღვდელოება სამთავროს დედათა მონასტერს მოქმედ მონასტრად მიიჩნევდა. XX საუკუნის 30-იან წლებში სამთავროს დედათა მონასტერი კულტურის ძეგლად გამოცხადდა, ხოლო 1938 წელს მონაზონი ანუსია ძეგლის მცველად არის მოხსენიებული. როგორც ირკვევა, ამ პერიოდში იღუმენია ნინო საერთოდ აღარ მოიხსენიება წინამძღვრად, რაც, სავარაუდოდ, იმით აიხსნება, რომ იგი უკანასკნელ პერიოდში ხშირად ავადმყოფობდა და ძველებურად ვეღარ ახერხებდა სულიერი წინამძღოლობა გაეწია სამთავროს მონასტერში შემორჩენილი დედათა კრებულისათვის. ეს დასტურდება მენჯის შუშანიების დედათა სავანის წინამძღვრის, იღუმენია ფავსტოსადმი გაგზავნილი წერილითაც, სადაც მოთხრობილია იღუმენია ნინოსა და სამთავროს მონასტერში დატრიალებული უკანასკნელი ამბები. ბარათის ავტორია წილკნელი ეპისკოპოსი ტარასი (კანდელაკი) წერილი 1946 წლის 4 მარტით თარიღდება: ცჩემო სულიერო შვილო, დედაო იღუმენია ფავტო! დაგლოცოთ ღმერთმა! როგორც ჩქარა მიპასუხეთ, ისე ჩქარაც მივიღე თქვენი წერილი. სამი მარტის მენჯის ფოსტის ბეჭედი აზის წერილს და ოთხ მარტს მე მომივიდა, გამიკვირდა. აქედან თბილისში ორ-სამ დღეს ძლივს იღებენ და მათგან აგრე სწრაფად როგორ მივიღე-მეთქი. თქვენი წერილი კი გამიხარდა, მაგრამ ფულის გამოგზავნა არ მიამა. მე ხომ გწერდით, რომ თუ თქვენ მიგზავნით, არ გააკეთოთმეთქი. სხვაზე არას ვამბობდი, მაგრამ არ გამიგეთ. როგორ შეიძლება ძროხა გაყიდოთ და მე მიგზავნოთ ფული. თქვენი მიცვალებულები ჩემს მოსახსენებელში ყველა მიწერია და მუდამ ვიხსენიებ, ცოცხლებს კი ხომ გიცნობთ და, რა თქმა უნდა, ვლოცულობ თქვენზე. იღუმენია ნინოს ამბავი ასე იყო: მონასტრიდან რომ გამოასახლეს, ყველანი ერთად ერთ პატარა მიწურატაკიან ოთახში მოთავსდნენ. იღუმენია ნინო და სამიც მონაზონი გამუდმებით ერთად იყვნენ. ვერ აიტანა საწყალმა ამგვარი ცხოვრება, ამბობდა, მალე მოვკვდებიო და, მართლაც, მძიმედ ავად გახ-
12-1 საპატრიარქოს უწყებანი N12, 24-30 მარტი 2011 წ. გვ.20
იღუმენია ნინო (ციციშვილი)1872-1946 (დასასრული)
და, უმკურნალეს და გამობრუნდა, მაგრამ ავადობამ კვლავ გაუხსენა და 10 თებერვალს, ღამის პირველის ნახევარზედ გარდაიცვალა. მე მეორე დილას მივედი მათთან სახლში, ჩვენგან ახლოს ცხოვრობდა. პანაშვიდი გადავუხადე და წამოვასვენე ჩვენს ტაძარში. დილა-საღამოს პანაშვიდებს ბლომად ესწრებოდა ხალხი. 14-ში, შაბათს, მევე ჩავუტარე წირვა, ხალხიც ბევრი მოვიდა. წირვის შემდეგ გამოვედით ეკლესიიდან და ანდერძი სამი საათისათვის დავნიშნე. უკანასკნელად ჩვენს გალავანში გავუძეხი წინ და მერე მისმა ნათესავებმა წაასვენეს მონასტერში და ეკლესიის აღმოსავლეთის მხარეს დაასაფლავეს. მწერთ, რომ ჩამოსვლა გსურთ, ამაზე მეც გთხოვდი და მოხარული ვიქნებოდი თქვენის აქ მოსვლით, მაგრამ ახლა არ გირჩევთ. თვინიერ იმისა, რომ ძნელია მგზავრობა, საშიშიც არის, ეპიდემიის გამო მატარებლის ვაგონები დატილიანებულიაო და ტიფიანი ავადმყოფის ტილმა თუ უკბინა კაცს, ისიც ავად გახდება თურმე. თბილისში უკვე არიან ტიფით ავად. ასე რომ, კარგი დროისათვის გადასდევით თქვენი ჩამოსვლა. მშვიდობა იყოს და ყოველივეს მოვესწრებით. იღუმენია ბატონო, გეცნობებოდათ, აქ რომ კახეთელიძე იყო, 93 წლისა, გაიკრიჭა, ტანისამოსი გაიხადა, მღვდლობას დაანება თავი და „,სტოროჟად“ დადგა. ჩემი აწენდაწეწვა სულ იმის ბრალი იყო, არ ვიცი, რა მიზეზით, მაგრამ ცდილობდა, რომ გავეციმბირებინეთ. დღედაღამ ჩემს მტრობაში იყო. ვენაცვალე უფლის სახელს! -- დამიფარა. მთავრობა ჩემს დევნას შეეშვა და ნება დამრთეს ტაძარში დავბრუნებულიყავი. ყველანი მოხარულნი არიან ამისა, მაგრამ მაინც მაწუხებს კითხვა: ნეტა რა დავუშავე ამ 90 წლის კაცს ან ვინ შეასმინა ეწერა ჩემზე „დანოსები“. ისე მოულოდნელად გარდაიცვალა, ვერც დავეკითხე და ვერც ვერაფერი გა- ვიგე დანამდვილებით. რა სასწაულები მოხდა აქ, ვერ მოგწერთ, თუ ოდესმე გნახავთ, გიამბობთ. დედა ზოილე და ერთი ავადმყოფი მონაზონი, ქრისტინე, კვლავ ერთ ოთახში არიან, მესამე წელიწადია ზოილე მას უვლის, სიყვარულით მოგიკითხათ ორივემ. ავადმყოფ სქემმონაზონ მარიამს ჩემ მაგიერ გადაეცი ლოცვა-კურთხევა და დიდი სამადლობელი სახსოვრისათვის. მე მოხსენიებაში მას არასოდეს ვივიწყებ. აგრეთვე ლოცვა-კურთხევა დედათქვენს და თქვენს დასაკეფსიმეს. ბევრი რამ მინდა, შვილო, მოგწერო, მაგრამ ვჩქარობ და ეხლა ეს იკმარე. იყავით კარგად და ჯანმრთელად. ვიცი, რა გარემოებაშიც გიხდებათ ბრძოლით ცხოვრება, მაგრამ მარტო თქვენ არა ხართ ასე, ბევრი ამხანაგიც გყავთ.... უფალი იყოს თქვენი შემწე და მფარველი, გიძღოდეთ ყოველ გასაჭირში! ნეტავ, როდის ვეღირსები თქვენსა და თქვენი სავანის ნახვას. თქვენთან გულდინჯ საუბარს. აწ, მგონი, მე ამას ვერ ვეღირსო და ნუ დამივიწყებთ მოხუცს. მარად თქვენი მომხსენებელი ეპისკოპოსი გირო ასე, მონასტრიდან დევნილობაში დაასრულა თავისი ცხოვრება იღუმენია ნინომ, რომელსაც ჩვენი ეკლესიის ყველაზე ტრაგიკულ და უმძიმეს პერიოდში მოუწია მონასტრის წინამძღვრობა და სასულიერო მოღვაწეობა. მისი გარდაცვალებიდან ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა; ჩვენი გულგრილობისა და მოუცლელობის საბაბით კი ასეთ პიროვნებათა საქმენი სათანადოდ წარმოჩენილიც არ არის, თუმცა იგი დავიწყებას არ ეძლევა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი უკვდავი სული.
მონოზვნად აღიკვეცა ნინოს სახელით 1904 წელს, 1910 წელს იღუმენიას ხარისხში აიყვანეს. მონასტრის გამგებლად დანიშნა ეგზარქოსმა ალექსი I-მა. 1906-1922 წლებში იყო სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვარი - იღუმენია. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა, მაგრამ მენშევიკური ხელისუფლების ანტირელიგიური კამპანიისას სამთავროსაც, ისევე როგორც სხვა მონასტრებს, მიწები ჩამოართვეს და ორმოცამდე მონაზონი უსახსროდ დატოვეს. იღუმენია ნინომ სახელმწიფოს მეთაურებს კანონით კუთვნილი ქონების დაბრუნება მოსთხოვა, 1920 წელს კი საქართველოს დამფუძნებელი კრების ხელოვნების კომისიას დახმარება სთხოვა: "ეს ქრისტიანობის და მისი კულტურის აკვანი მეტად მოუვლელია. ორთავე ტაძარში ჩადის წვიმა, ინგრევა და თუ მსწრაფლ ყურადღება არ მოგვექცა, მე პასუხისმგებელი აღარ ვიქნები, არამედ პასუხს აგებენ შთამომავლობის წინაშე ისინი, ვისაც ჩვენი ქვეყნის სვე-ბედნი აბარიათ". საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მონაზვნები მონასტრიდან განდევნეს, ბოლოს, ერთი ოთახი დაუთმეს. 1924 წელს სამთავროს მონასტრის დედებს არტელი ჩამოუყალიბებიათ, სადაც საბნებს კერავდნენ. მონასტერი გარეგნულად არტელად გადაიქცა. "მცხეთის I საფეიქრონადი - ფეიქარის" საბუთებს ხელს "ამხანაგი ნინო" აწერდა. 1933 წლიდან ამ საწარმოს თავმჯდომარე ანუსია კოჭლამაზიშვილი ყოფილა. დედა ნინო კი, თავადური წარმოშობის გამო, რიგით წევრად დარჩენილა. 1930 წელს სამთავრო კულტურის ძეგლად გამოცხადდა. 1938 წელს დედა ანუსია ძეგლის მცველად არის დასახელებული. მონასტრის არქივში დაცული პირადი მიმოწერიდან ჩანს, რომ ქართველი სამღვდელოება სამთავროს მონასტერს მოქმედ მონასტრად თვლიდა და დედა ნინოს (ციციშვილი) იღუმენიად მოიხსენიებდა. ნინო ციციშვილი იყო უკანასკნელი იღუმენია საქართველოს გასაბჭოებამდე მოქმედი მონასტრის იღუმენიათა შორის და ღირსეული გამგრძელებელი წინამორბედ წინამძღვართა ღვაწლისა. გარდაიცვალა 1941 წელს, დაკრძალულია სამთავროს ტაძრის აღმოსავლეთ ფასადის წინ.
წყარო: სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტერი: samtavro.ge; karibche.ambebi.ge