სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11858

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
 ამბროსი (ზაქარია) იოსების ძე მიქაძე 1728-1815წწ ნეკრესელი მიტროპოლიტი. დაკრძ. სიონის საპატრიარქო ტაძარში  ამბროსი (ზაქარია) იოსების ძე მიქაძე 1728-1815წწ ნეკრესელი მიტროპოლიტი. დაკრძ. სიონის საპატრიარქო ტაძარში

1728-1815 წწ. გარდ. 87 წლის

ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი მიქაძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

11       ბეჭდვა

ამბროსი (ზაქარია) იოსების ძე მიქაძე 1728-1815წწ ნეკრესელი მიტროპოლიტი. დაკრძ. სიონის საპატრიარქო ტაძარში

საპატრიარქოს უწყებანიN26 7-13ივლისი  2011წ 2011წ გვ17

მიტროპოლიტი ამბროსი (მიქაძე) 1728-1815

მიტროპოლიტი ამბროსი, ერისკაცობაში ზაქარია იოსების ძე მიქაძე, 1728 წელს, ქ. თბილისში, სიონის ტაძრის დეკანოზის ოჯახში დაიბადა. მის მიერ 1742 წელს გადაწერილ კონდაკში არის გადამწერის ხელით შესრულებული მინაწერი: „აღვსწერე წლისა ათოთხმეტისამან“, საიდანაც დგინდება მისი დაბადების თარიღი. გადმოცემით, ზაქარიას წინაპარი ამბროსი მიქაძე XIII საუკუნეში დადიანს უჩუქებია ქართლის მეფისათვის, დედოფალს კი ის სამლღვდელოდ აღუზრდია და სიონის დეკანოზად უკურთხებია. ამის "ამადასტურებელი საბუთი დაბეჭდილია (აქტები II,). ამ პირის ჩამომავლად თვლის თავს ამბროსი ნეკრესელი. ზაქარიას მამა, იოსებ მღვდელი, სიონის დეკანოზი იყო. სიონშივე მსახურობდა იოსების მამაც, ასევე ამბროსი. 1771 წელს ამბროსი, მიტროპოლიტ ამბროსის პაპა, უკვე გარდაცვლილია, მას დარჩენია ქვრივი მარიამი და ობოლი იოსები. ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე გიორგი XII-ის ვაჟი იოანე ბატონიშვილი თავის წიგნში „მცირე უწყებანი ქართველთა მწერალთათვის“ მიტროპოლიტ ამბროსის შესახებ წერდა: „ესე ზაქარია, ზედწოდებით ამბროსი, ძმა იყო სიონის დეკანოზის ნიკოლოზისა. იყო მეცნიერი, საღმრთო წერილსა შინა გამოცდილი, კვალად უცხო მწერალი, ვითარცა ხუცურისა, ეგრეთვე მხედრულისა ხელისა. ამანაც მრავალნი საღმრთონი წერილნი და ისტორიები გარდასწერნა. ესე იყო კარგი პიიტიკოსი, მუსიკოსი და სრული მგალობელი. ამან აღაზრდა რაოდენიმე მოწაფენი. უკანასკნელ მეფემან ირაკლი დაადგინა მწყემსმთავრად ნეკრესის ეკლესიისა ნეკრესელად და მუნცა იღვაწა კეთილად“. ცნობილი ისტორიკოსი და მეცნიერი პლატონ იოსელიანი მეუფე ამბროსისთან დაკავშირებით თავის წიგნში „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“ საპირისპირო მოსაზრებას გვთავაზობს: „1788 წელსა მოვიდა მეორედ მეფის ძე გიორგი დუშეთსა და თანა ჰყვა მას წილკნელი ამბროსი, კაცი სათნო და კეთილი, არა დახელოვნებული სწავლათა შინა, გარნა ყოვლად ტკბილი, დუმილისა მოყვარე და მშვიდი“. ახალგაზრდა ზაქარიამ კარგი ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო განათლება მიიღო. დიმიტრი ჯანაშვილის ცნობით, ზაქარიას მასწავლებლები აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები ბესარიონ ორბელიშვილი და ნიკოლოზ ხერხეულიძე ყოფილან. მეორე ვერსიით, იგი კათოლიკოს ანტონ Iის გაზრდილი გახლდათ. ზუსტი ცნობები იმის შესახებ, თუ როდის მოხდა მისი ხელდასხმა, შემორჩენილი არ არის, მის მიერ გადაწერილ ძველ ქართულ ხელნაწერებზე არსებული მინაწერებით დგინდება ზოგიერთი რამ. მაგალითად: XVIII საუკუნის 50-იან წლებში გადაწერილ ხელნაწერში „იოანე ოქროპირი, თარგმანება იოანეს სახარებისა“ იგი წერს: „რაოდენნიმე დაკლებულნი გამოვაცოცხლე მე, უღირსმან სიონის დეკანოზის შვილმან ზაქარიამ, და ლოცვით მოხსენიებას გევედრები, აღმომკითხველნო წმიდანო, რომ აწ მინდა ვცხონდე და თუკი ვცხონდები, თქვენ რაი გენაღვლებათ“. 1757 წლით დათარიღებულ ხელნაწერზე „პროკლე დიადოხოსის, კავშირნი ღვთისმეტყველებითნი“ იგი ხელს აწერს, როგორც სიონის ტაძრის დიაკონი, ხოლო 1769 წელს გადაწერილ „ანტონ I-ის კატეხიზმოში“ ზაქარია თავის თავს სიონის ხუცესს და სიონის დეკანოზის შვილსხუცეს ზაქარიას უწოდებს. სავარაუდოა, რომ მისი მღვდლად ხელდასხმაც 1757-1769 წლებში მოხდა. XVIII საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში, დაქვრივების შემდეგ, მლვდელი ზაქარია გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერში მოღვაწეობს, სადაც ამბროსის სახელით ბერად აღიკვეცა. მონასტერში ყოფნის პერიოდში მან გადაწერა „ითიკა“ და „დაუჯდომელი ჯვრისა". ეს უკანასკნელი თხზულება მას ნინოწმინდელ მიტროპოლიტი საბას (ტუსიშვილი) დავალებით გადაუწერია. აქვე გადაუწერია იოანე ნათლისმცემლის მონასტრის საბუთები. სავარაუდოდ, 1775 ან 1776 წელს იგი იკორთის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა და არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. ეს დასტურდება 1777 და 1781 წლებში მის მიერ გადაწერილი კრებულიდან, სადაც ანდერძის სახით წერია: „აღვწერე წილკნელმან, გარ-


26-1 საპატრიარქოს უწყებანიN26 7-13ივლისი2011წ 2011წ გვ18

მიტროპოლიტი ამბროსი (მიქაძე) 1728-1815 (გაგრძელება)

ნა პირველ იკორთის არქიმანდრიტმან უღირსმან

ამვროსიმ, პალატასა საპატრიარხოსა, თვესა აგვისტოსა 4, წელსა 1777“. აქედან ჩანს, რომ 1777 წლის 4 აგვისტოს ის უკვე წილკნელი ეპისკოპოსია. საქართველოს ისტორიის მკვლევარის, დეკანოზ პოლიევქტოს კარბელაშვილის ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ I-მა (ბაგრატიონი) არქიმანდრიტ ამბროსის 1777 წლის 9 აპრილს ეპისკოპოსად დაასხა ხელი და წილკნის კათედრა ჩააბარა. ეპარქიაში ჩასვლისთანავე ეპისკოპოს ამბროსის საკათედრო ტაძრის აღდგენა დაუწყია, მასვე წამოუწყია წმინდა ისე წილკნელის საფლავის შეკეთება. ამ დროისათვის წილკანი ლეკთა შემოსევების გამო მეტად საშიში ადგილი ყოფილა. ეპისკოპოსი იშვიათად წირავდა, არც ქადაგების მსმენელი ჰყავდა, არც მგალობელი, ენატრებოდა სადღესასწაულო მსახურებების ჯეროვნად აღსრულება: „ქადაგების გარდაგდება, ლექსთა თქმა რა სახელია, წლამდის უწირავად დგომა ეპისკოპოსთ რა ხელია, და სხვა ცოდნა, ტიბიკონი, გალობა გარდამელია, და დღესასწაულთა გარდახდა თვალით არღა მნახველია.“ წილკნის ეპარქიაში მოღვაწების პერიოდში, კერძოდ, 1787 წელს, ეპისკოპოსმა ამბროსიმ გამოისყიდა და წილკნის საკათედრო ტაძარს შესწირა „სამოციქულო“. ამის შესახებ ვკითხულობთ თედო ჟორდანიას „ქრონიკების“ III ტომში: „მე, ყოვლადსამღვდელოს წილკნელს ამვროსის, მომიტანეს ქალაქიდამ ეს სამოციქულო. ერთს ვისმე სომეხს სახლში ჰქონებოდა და დიაღ მრავალი მწუხარება და სნეულება შემთხვეოდა. აქ წილკანს მე მომიტანეს და მე ისევ ამ ეკლესიაში დამიდვია. ამ ეკლესიის მნემ იცის ახლა; 1787 წელი“. ასევე თ. ჟორდანიას „ქრონიკების“ II ტომში ვკითხულობთ ლექსს, რომელიც ამბროსი მიტროპოლიტმა დაწერა კათოლიკოს ანტონ II-ის ეპარქიაში სტუმრობის დროს. უწმინდესმა ანტონმა დუშეთში დაიბარა წილკნელი ამბროსი, რომელიც რაღაც მიზეზის გამო ვერ ეახლა მას, ამიტომ თვით კათოლიკოსი მიბრძანდა წილკანში, სადაც მეუფე ამბროსიმ ეს ლექსი წარმოთქვა. იგი ასე იწყება: „კათოლიკოსი მობრძანდა, წილკნელი მიეგებაო, უბრძანა, რად არ წამოხველ, არა გაქვს სიტყვის გებაო, მაგრამ შენდობის ღირსი ხარ, არ მინდა შენზედ კრებაო, და, ახლა დაჯექ და თქვი რამე, რაც ცეცხლი შენ გედებაო“. არაგვის ხეობაში 15 წელი იმსახურა მეუფე ამბროსიმ, რომელიც გაჭირვებითა და წინააღმდეგობებით ყოფილა აღსავსე. 1792 წლის 16 თებერვალს ქართლკახეთის მეფე ერეკლე II-მ იგი თბილისში, სასახლეში დაიბარა: „ცისკრის ალილო აღარავის ახსოვს, ჩამოდი და გვასწავლე და იშოვნი რასმეო“. თბილისში ჩასულ ამბროსის შაირი ეთქვა მეფისათვის: „რა თქვენი ოქმი მებოძა, აღარ მივეც თავი ძილსა, უდაბნოში წინამძღვარსა, გამომახვეს სიტყვა ტკბილსა, იქ იკორთა დაუტევე, ვერც იქ ვენდე ლეკის კბილსა, წილკანს უარესი მიყვეს, ვერც აქ უძლებ გუთნის თხრილსა. კვალად ისმინე, ხელმწიფევ, აღარ ვსდგები წილკანს მეო, ვერც უშენოდ გავსძლებ სადმე, თუ გინდ კარში გამაგდეო, ჩემი გაძლება ჩემს გლახაკს, ჩემს სახლს ახლო მიმაგდეო, საოსტატოს არასა გთხოვ, მანდ შენს მლოცველად დამაგდეო“. ერეკლე II-მ შეისმინა ეპისკოპოს ამბროსის თხოვნა და 1792 წლის 1 მარტს იგი მანგლისის კათედრაზე დაადგინა. 1794 წლის 2 დეკემბერს მეუფე ამბროსი ნეკრესის ეპარქიაში გადაიყვანეს და მიტროპოლიტის წოდება მიანიჭეს. 1794 წლის 4 დეკემბერს ახალი მღვდელი” თავარი, მიტროპოლიტი ამბროსი ნეკრესის ეპარქიაში ჩაბრძანდა და სოფელ შილდაში ჩავიდა, მას ციხის კარზე დახვედრია მისი წინამოადგილის, მეუფე დოსითეოზის (ჩერქეზიშვილი) შესრულებული წარწერა: „შემდგომად ჩემსა მოსრულო, ეკლესიისა სიძეო, თუ ჩემებრ ქცევით იცხოვრო, დოსითეოსმან გიძეო, იყავ ცნობითა მაღლითა, გონება განაღვიძეო, და, აწ თუ ჰსცნობ სიბრძნით ადვილ არს, არა მცირე უნჯი გიძეო“. პასუხად კი მიტროპოლიტ ამბროსის დაუწერია: „მე შემდგომ შენსა მოსრული, მიქაძე ამვროსიძეო, წილკნელ მანგლელ ნეკრესელი, ვის ამვროსი ' სახელ მძეო, აქ მყოფს არ მცირედ გიღვწია, დიდად ვმადლობ შენი ძე და, აწ დამხვდა ციხე განძრცვილი, „ შესამოსი კარგი ძეო“. ნეკრესის ეპარქიაშიც გახშირებული ლეკიანობის გამო კათედრა დაცემული და გაპარტახებული იყო, ამიტომ მეუფე ამბროსის სოფელ შილდაში მოუწყვია რეზიდენცია და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ეკლესიაც აუშენებია. იმავე წელს ეკლესიისათვის ზარი ჩამოასხმევინა. 1808 წელს ტაძარს შემოავლო გალავანი. ამ დროს ნეკრესის ეპარქიაში შედიოდა 86 კომლი ყმა-გლეხი, საეკლესიო შემოსავალი შეადგენდა 1200 მანეთს, მოქმედებდა 56 ეკლესია, მსახურობდა 49 მღვდელი, 17 -– დიაკონი და 42 –– მედავითნე-მგალობელი. „აღწერა საქართველოს საკათალიკოზო უწყებისა და მის ხელქვეითთა“ გვაუწყებს, რომ 1800 წელს მეუფე ამბროსის სამწყსოში 14 სოფელი და 5 თავადი შედიოდა. ამბროსის ნეკრესის ეპარქიაში მსახურება განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ჰომილეტიკური მოღვაწეობით. მღვდელმთავარი ერთიანი გულმოდგინებით ზრუნავდა სამღვდელო დასისა და ერისკაცთა განათ-

26-2 საპატრიარქოს უწყებანიN26 7-13ივლისი2011წ 2011წ გვ19

მიტროპოლიტი ამბროსი (მიქაძე) 1728-1815 (გაგრძელება)

ლებისათვის, თხზავდა და წარმოთქვამდა ქადაგებებს. სადაც თვითონ ვერ ახერხებდა მისვლას, წერდა თავის ქადაგებებს რამდენიმე ცალად და მოძღვრებს ავალებდა, საჭიროების შემთხვევაში წაეკითხათ მრევლისათვის, ადგენდა კრებულებს ახლად დადგენილი მღვდლების განსასწავლად, განმარტავდა სახარების ტექსტებს, შექმნა სწავლა „ყრმათათვის“ და სხვ. ამავე დროს მუშაობდა განათლების ხაზითაც. 1801 წელს, როდესაც მეფობა გაუქმდა, მიტროპოლიტი ამბროსი “მოითხოვდა ერეკლე მეფის ანერძის დამტკიცებას და მე ფობის დატოვებას (ე. ი. წ% იულონ ბატონიშვილის გამეფებას), სათანადო პეტიციასაც მოაწერა ხელი. ამით განრისხებულმა საქართველოს რეგენტმა დავით ბატონიშვილმა კათოლიკოს ანტონს მოსთხოვა ამბროსის ეპარქიის მმართველობიდან გადაყენება, ვიდრე თავს არ გაიმართლებდა. იგი თავიდანვე იყო რუსული ორიენტაციის მომხრე. 1804 წლის მთიულეთის აჯანყების დროს, მეფის რუსეთმა გამოიყენა მიტროპოლიტ ამბროსის გავლენა და როგორც წილკნის ყოფილი ეპისკოპოსი, დაინტერესებულ მემამულე რევაზ ერისთავთან ერთად, მეამბოხეთა შორის მშვიდობიანობის ჩამოსაგდებად გაგზავნა. მიტროპოლიტმა ამბროსიმ ეს მისია დადებითად შეასრულა. 1812 წლის 14 აპრილს მან გულნატკენმა დატოვა („თავისი სამწყსო: „მოხუცსა აღეშურნენ ვიეთნიმე უცებნი“. თუმცა მალევე, 1812 წლის კახეთის აჯანყების ლიკვიდაციის შემდეგ, როცა მეფის ჯარმა კახეთი აიკლო, კერძოდ კი, ნეკრესელი მღვდელმთავრის რეზიდენცია, სოფელი შილდა გადაწვა და დააქცია, მხცოვანი მუეფე კვლად დაუბრუნდა თავის კათედრას და მიუხედავად ქვეყნის აოხრებით გამოწვეული მწუხარებისა, სნეულებისა და მოხუცებულობისა, კვლავინდებური ენერგიით შეუდგა მის განახლება-მოწყობას. სიცოცხლის უკანასკნელი თვეები მიტროპოლიტმა ამბროსიმ თბილისში გაატარა. ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, 1815 წლის 11 მარტს, იგი გარდაიცვალა. დაკრძალულია სიონის საპატრიარქო ტაძარში. მიტროპოლიტ ამბროსის ქალიშვილი თინათინი ცოლად ჰყავდა თბილისის სიონის დეკანოზს, თავად იოსებ გიორგის ძე ფალავანდიშვილს, რომელიც იშვილა ამბროსის ძმამ, სიონის დეკანოზმა ნიკოლოზ მიქაძემ და ამიტომ იოსებ ფალავანდიშვილი ატარებდა ორ გვარს: მიქაძე-ფალავანდიშვილი. მათი შვილები იყვნენ: მიხეილი (სასულიერო უწყების თარჯიმანი), ნიკოლოზი (XIX ს-ის 30-იან , წლებში თბილისის სამოქალაქო გუბერნატორი), ზებედე (ტყვეობაში დაკარგული) და იესე (1832 წლის შეთქმულების გამომჟღავნებელი). მიტროპოლიტ  ამბროსის ჰყავდა ორი ძმა. უფროსი, სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი ნიკოლოზი, საუკეთესო კალიგრაფი ყოფილა. მისი გადაწერილი წიგნები აღწერილი აქვთ თედო ჟორდანიასა და მოსე ჯანაშვილს. დეკანოზი ნიკოლოზი 1752 წელს თან ახლდა ათანასე თბილელს (ამილახვარი) მოსკოვში, სადაც ის 1754 წლის აგვისტომდე დარჩა. იქ ყოფნისას, 1753 წელს, მან გადაწერა ხელნაწერი (ჟორდანია, ხელნაწერთა აღწერილობა I, 18), ამავე დროს,  ის იყო სვიმონ ბატონიშვილის მეუღლის ანა პიაყან ასულის მოძღვარი. დეკანოზი ნიკოლოზი სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზად მსახურობდა 1746-1752 და 1754-1767 წლებში. როგორც ჩანს, 1767 წლის შემდეგ მამა ნიკოლოზი ისევ რუსეთში წასულა. იგი მიიცვალა 1789 წლის იანვარში, ბოგოიავლენსკის მონასტერში. მეორე ძმა, არქიმანდრიტი კირილე, მოსკოვში მოღვაწეობდა და იქვე აღესრულა. 1766 წელს მამა კირილემ გადაწერა ანდრია კრიტელის დიდნი გალობანი: „ამხილველთ მვედრი ვარ, ესრეთ უგვანად მწირობის ჟამს ვწერე მე, უღირსმან ბერმა არქიმანდრიტმა კირილე, ქალაქსა მოსკოვს, ოკტონბერს ე, წელსა 1766“. მიტროპოლიტი ამბროსი გახლდათ საუკეთესო მქადაგებელი. მისი ქადაგებანი, მარტივი ენით ნაწერთქმული, თავისი შინაარსით ორგვარი იყო: საკუთრივ რელიგიურ-დოგმატური და ისტორიულ-პუბლიცისტური. უკანასკნელი შინაარსის ქადაგებებში იგი ებრძოდა იმდროინდელი ქართველობის ცრუმორწმუნეობას (მკითხაობას, სიზმარს, ჯადოქრებს, ხევისბერებსა და დეკანოზებს). 1881 წელს თბილისში დაიბეჭდა მუეფე ამბროსის ქადაგებათა კრებული, სათაურით: „სიტყუანი და მოძღვრებანი თქმულნი ამბროსი ნეკრესელ ეპისკოპოსის მიერ“, დიმიტრი ჯანაშვილის წინასიტყვაობითა და გორის ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძე) მატერიალური დახმარებით. ამ კრებულში შესულია 41 მოძღვრება. მისი დანარჩენი ქადაგებები გამოიცა 2004 წელს, მარნეულისა და რუსთავის ეპარქიაში მოღვაწე დეკანოზ მიქაელ ჭაბაშვილის მიერ. გთავაზობთ მცირე ამონარიდს მიტროპოლიტ ამბროსის ერთ-ერთი ქადაგებიდან: 

26-3 საპატრიარქოს უწყებანიN26 7-13ივლისი2011წ 2011წ გვ20

მიტროპოლიტი ამბროსი (მიქაძე) 1728-1815 (დასასრული)

„განძვინებულნი მტერნი, თითქო თვით ჯოჯოხეთისაგან წარმოშობილნი, გარს ეხვევიან შთასანთქმელად ედემის კუთხეს, სადაც იბრძვის თავგანწირულად რიცხვით მცირე, გარნა ისტორიით ღირსშესანიშნავი ერი. საქართველოს ერი არ ძრწის: ქრისტეს უძლეველი ჯვარი აქვს მას საფარველად. მამულისადმი ცხოველი სიყვარული ამხნევებს მას. სათაყვანებელი ირაკლი, ერის ძალგრძნობათ შემაერთებელ-განმახორციელებელი, ჰყავს მას წინამძღოლად... დრომ და შრომამ განხარეს ირაკლი, ოჯახში უთანხმოების მომასწავებელ ნიშნათ დაჰკოდეს მისი გული. მისი ბასრი ხმალი თითქო დაჩლუნგდა, მის მოუღალავ მკლავს თითქო მოაკლდა ძალა... განეშორა საქართველოს მისი მფარველი მეფე ირაკლი, მოეშალა მას საიმედო ბურჯი თვითარსებობისა. დაიწყო სამეფომ შემზარავი რყევა. და რა არის მიზეზი ამ უბედურებათა?  ცოდვა ჩვენი; ეს ყოველივე ჩვენის ცოდვისა, მოუქცევ- ლობისა ქრისტიანობაზე ჩვენგან ნაკლებად, უსასოდ მდგომარეობისაგან არის. ცოდვა განმრავლებულ არს, ცოდვამ გაგვაოხრა და ჩვენს ქვეყა- ნასაც ჩვენი ცოდვა აქცევს, არღვევს და ამდაბლებს. მაშ, აბა, რომელი ქვეყანა გინახავსთ და გაგიგონიათ სიმართლისა და მადლისაგან დაცემული, დამდაბლებული?! ვაჟო! არ გესმისთ, ეს რა ამბავია?! განიღვიძეთ საქართველოს ერნო სამღვდელონო, საერონო, დიდნო და მცირენო! ღმერთი აღარვისა გწამს?! დავყრუვდით, დავბრმავდით, არ გვესმის, ვეღარა დაგვინახავს-რა?! კაცმა თავის თავზე მოწევნილი განსაცდელი, თუ ჭირი, თუ მწუხარება, თუ სიგლახაკე, თუ სნეულება უნდა ღვთის მადლობით მოითმინოს, მაგრამ ხელის და ფეხის მოშვებით და ლეშის განსვენებით არა, არამედ ვითარცა გვამცნებს ეზრასა შინა მოხსენებული: „ოდეს მოვიდეს დღე მწუხარებისა და იწროებისა, უფროღა ნუ მოუძლურდები, სულთ ითქვენ და სცნა სადა იყავ, მაშინ შეგეწიო შენ“. ისმინეთ: დღე ესე დღე არს განხმობისა შრომით, მხურვალის ცრემლით და ღვთის ვედრებით, ლიტანიით, ღამისთევით, მარხვითა, ლოცვითა და ერთის რომელისმე სინანულისა და თავის თავში აჩემებულის ცოდვის მოკვეთით, რომ ღმერთმან ჩვენი ვედრება შეისმინოს, შეგვიწყალოს, გვილხინოს და ჩვენზედ აღძრული ეგოდენი უსჯულოთ მოსული მძლავრება დასცეს და დაამდაბლოს. მოვინანიოთ, რომ ამისგან უფრო შეწუხება და მეორედ მოსვლის მსგავსი მტრისაგან აოხრება ჩვენმა თვალმა არ დაინახოს, თორემ როგორც მადლს და ლოცვას მრავალი რამ კეთილი შეუძლია, ისე ცოდვის სიმრავლისაგან რაც არ გვეგონოს, იმას მოველოდეთ, მოვინანოთ და მივმართოთ მტერს? და ან რისა გვეშინის? უმწეონი თუ ვართ და უნუგეშონი გვივის ჩვენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამ საქართველოს წილად ხდომილი და მრავალჯერ საქართველოს ერის შეწუხებიდან გამომხსნელი; მეწინავე და საჭურველ და ღონე მოკლებულ თუ ვართ და შეშინებულ გვაქვს ჩვენ შემწედ და წინამძლოლ და ძლიერ საჭურველი ქრისტეს უკვდავი სისხლით შეღებილი ჯვარი, ძალ მეფეთა, სიმხნე მხედართა, მფარველ ქრისტიანეთა და ძლიერად დამცემელ, დამამდაბლებელ მებრძოლთა მტერთა ჩვენთა, რომლისა ძალითა ვსძლიოთ და უკუვაგდოთ მტერი იგი მოსული ჩვენზედა, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ“. 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.11.2025
ბოლო რედაქტირება 04.11.2025
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0