სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11865

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
გიორგი ვასილის ძე ზალიკანიანი 1839-1915წწ  მედავითნე გიორგი ვასილის ძე ზალიკანიანი 1839-1915წწ  მედავითნე

1839-1915 წწ. გარდ. 76 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ზალიკანიანი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

16       ბეჭდვა

გიორგი ვასილის ძე ზალიკანიანი 1839-1915წწ მედავითნე

 საპატრიარქოს უწყებანი N7 16-22 თებერვალი 2012წ 18

მედავითნე გიორგი ზალიკანიანი 1839-1915

 „შენ მუდამ უნდა სდარაჯობდე ქვაშვეთის კარ-მიდამოს“

მარცხნიდან მღვდელი მირონ ომანიძე და დიაკონი ნიკოლოზ კუჭაიძე, დგას გიორგი ზალკანიანი.

მედავითნე გიორგი ვასილის ძე ზალიკანიანი 1839 წლის 4 აგვისტოს ქ. თბილისში დაებადა. გიორგის პაპა, ზალიკა, გადმოსულა რაჭიდან (გიორგის ნამდვილი გვარი, სავარაუდოდ, მაცაბერიძე ყოფილა). ზალიკა მუშაობდა სოფელ დიღომში, მებაღე-მებოსტნედ, შემდეგ ზედსიძედ შესულა ერთ ოჯახში, რომელსაც ამის შემდეგ ზალიკაანთ ოჯახს ეძახდნენ. ეს აამ შერჩენია მას. გიორგის ჰყოლია დები, ი მაგრამ ისინი ადრე გარდაცვლილან. იგი იყო უკანასკნელი: წარმომადგენელი ამ ოჯახისაც და ამ ახალი გვარისაც.  _ მის დედას ერქვა სოფიო. პატარა გიორგიმ საეკლესიო განათლება თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტერში მიიღო, სადაც მისი მასწავლებელი იყო ძველი ტრადიციებისა და ბერული “. _ ცხოვრების მიმდევარი, მღვდელ-მონაზონი ფილოთეოსი (გრიგორიევი, ერისკაცობაში დავითის ტაძრის წინამძღვამღვდელი თომა, მამა რი და მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მცირე ეკლესიის აღმშენებელი). მან პატარა გიორგის საფუძვლიანად შეასწავლა ქართულ და რუსულ ენებზე წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. შემდგომში, უკვე ასაკში მყოფი გიორგი, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით იხსენებდა თავის მოხუცებულ მასწავლებელსა და აღმზრდელს. 1857 წლის 17 იანვარს გიორგი ზალიკანიანი ხარფუხის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ბერძნული ეკლესიის უშტატო მედავითნედ დაინიშნა. 1858 წლის 11 სექტემბერს მიიღეს სასულიერო უწყებაში და შტატში დაამტკიცეს. 1860 წლის 17 თებერვალს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ გრიგოლ ჭარელაშვილის თხოვნით, გიორგი ქაშვეთის ტაძარში განამწესეს. 1863 წლის 15 დეკემბერს სტიქარი უკურთხეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე (ცინცაძე), რომელიც წლების განმავლობაში ქაშვეთის ეკლესიის წინამძღვარი გახლდათ, პირადად იცნობდა გიორგი ზალიკანიანს და საინტერესო მოგონებებიც შემოგვინახა მასზე. აი, რას წერდა იგი გიორგის შესახებ: „XIX ს-ის 60-იან წლებში მსახურობდნენ ქვაშვეთში სახელგანთქმულნი მკითხველ-მგალობელნი, დიაკონი იოანე დულარიძე, როსტომ დარჩია და გიორგი ზალიკანიანი. ამ „სამთა ძმათა“ კითხვა-გალობის მოსასმენად დადიოდნენ ქვაშვეთში თითქმის ყოველ შაბათ-კვირას (იმ დროს ცისკარს დილით ლოცულობდნენ) ბარბარე ბატონიშვილი (გიორგი XII-ის ასული), გრიგოლ და მამუკა ორბელიანები, ივანე და გიორგი მუხს რანბატონები, გრიგოლ და ტერეზია დადიანები, პლაყ ტონ იოსელიანი და ბევრი  სხვა წარჩინებული ქართველი“. გიორგი იყო კაცი ცოცხალი, დაუზარებელი, დავალების შეგნებულად ამსრულებელი, ზრდილობიანი, ენამახვილი და... თავმომწონე. გარდა საუცხოო კითხვა-გალობისა,რომლითაც გიორგი ხიბლავდა და ატკბობდა ქართველ მორწმუნე საზოგადოებას, განსვენებულს სხვა ღვაწლიც მიუძღვის ჩვენი დედაქალაქის წინაშე. რა საშინელებას წარმოადგენს „ყვავილი“, ჩვენ ეს ვიცით, ვიცით ისიც, თუ რა საშუალებით შეიძლება ამ საშიშროებისაგან თავის დაღწევა. წარსული საუკუნის სამოციან წლებში ამ „ბატონების“ შესახებ სულ სხვა აზრისანი იყვნენ, -აცრა გააჯავრებს „დიდ ბატონებსო“. ამისთვის გიორგიმ საფუძვლიანად შეისწავლა ეს საქმე. 1866 წლის 14 აპრილს იგი დაინიშნა ქალაქის ვაქცინატორად, გამოიყენა თავისი ტკბილი ენა და პოპულარობა, შეაგნებინა უბრალო ხალხს აცრის საჭიროება, აუცრა რვა წლის განმავლობაში ყვავილი არა ერთსა და ორი ათას ადამიანს და გადაარჩინა უამრავი ხალხი სიკვდილსა და დასახიჩრებას“. XIX საუკუნის 60-იან წლებში გიორგიმ, საკუთარი ხარჯებით, ქაშვეთის ეკლესიის ეზოში, თავისი ბინის ერთ-ერთ ოთახში გახსნა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, სადაც უსასყიდლოდ ასწავლიდა რამდენიმე ათეულ ბავშვს წერას, კითხვას, საღვთო ისტორიას, გალობას, სიმღერას და ანგარიშს, ამ სახით მან მრავალ ქართველ ახალგაზრდას გაუღვიძა სურვილი ცოდნის შეძენისა. მის მოწაფეთა შორის იყო ცნობილი ივანე მაჩაბელი (შექსპირის მთარგმნელი), რომელსაც იმდენად შეაყვა


7-1  საპატრიარქოს უწყებანი N7 16-22 თებერვალი 2012წ 19

მედავითნე გიორგი ზალიკანიანი 1839-1915 (გაგრძელება)


რა სწავლა, რომ 8 წლის ვანო სადაგ დღეებში „სამოციქულოს“ კითხულობდა ქაშვეთის ტაძარში. შემდგომში ქაშვეთის ეკლესიის მნათე და საკათოლიკოსო საბჭოს წევრი ნიკოლოზ არჯევანიძე ასე იხსენებდა ამ ამბავს: „გიორგის ცალ ხელში პატარა ვანო ეჭირა, ხოლო მეორეში -- დიდი ხუცური სამოციქულო, საიდანაც, გიორგის კისერზე მარცხენით ჩამოკიდებული ვანო, უკითხავდა მლოცვე- ლებს „კორინთელთა“ ანდა „ეფესელთა მიმართ ეპისტოლეს...“ გარდა პატარა მოწაფეებისა, გიორგი დიდ ინტერესს უღვიძებდა უკვე ასაკში მყოფ ახალგაზრდობას. მან შეაყვარა მოზარდებს „ვეფხისტყაოსანი“ და „დავითიანი“ და მისი გავლენით თითემის ზეპირად დაისწავლა იგი ყველა მათგანმა. 1881 წელს „დავითიანის“ სრული გამოცემის ავტორი იდეურადაც და ფაქტობრივადაც, გიორგი ზალიკანიანი იყო, რაც აღნიშნულია კიდეც გამოცემის წინასიტყვაობაში. 1882 წლის 17 მაისიდან ქაშვეთის ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ დავით გრიგოლის ძე ჭარელაშვილთან მომხდარი უსიამოვნების გამო გიორგი ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში გადავიდა, სადაც 1886 წლის 15 ივნისამდე მსახურობდა. ამ დაპირისპირების შესახებ ისევ უწმინდეს კალისტრატეს (ცინცაძე) მოგონებებში ვკითხულობთ. „გიორგი  ჩვენს დროსაც, მოხუცებულებაში, მეტად თავმომწონე კაცი იყო, ახალგაზრდობაში „ბუზსაც არ დავისომდი თავზეო“, -- იტყოდა განსვენებული. მას უყვარდა კარგი მაუდის ყურთმაჯიანი კაბის (ჩოხის) და ფარჩის მოკლე ახალუხის ტანისამოსი. ეს კი თურმე არ მოსწონდა მამა დავით ჭარელაშვილს. განსაკუთრებით ვერ ურიგდებოდა თურმე მამა დავითი „პსალომშჩიკის“ „კოხტაობას“. ამის გამო, გვიამბო გიორგიმ, ერთ დღეს, როდესაც ალექსანდრეს ბაღში დიდი „სეირნობა“ იყო და მეც ლამაზად გამოწყობილი გავსცქეროდი მხიარულ ხადხს, უეცრად დამიძახეს, წინამძღვარი გიბარებსო. მიბრძანა: „მიშველე, ბავშვი კვდება, წავიდეთ, მოვნათლოთო". გავექანე მსახურის დასაძახებლად, მაგრამ არც ერთი არ აღმოჩნდა სახლში, დავაპირე ფაიტონის მოყვანა. წინამძღვარი მეუბნება, სანამ შენ ფაიტონს მოიყვან, ბავშვი მოკვდება; არც საჭიროა ფაიტონი, აქვე არისო. მეც წამოვავლე ემბაზს ხელი და გავყევიო. შევედით ხალხით გაჭედილ ბაღში, ნახევარი რომ გავიარეთ, გვერდზე გადაუხვია მამა დავითმა, შემდეგ კი უკანვე დავბრუნდით. ხალხში ბევრი ნაცნობი აღმოჩნდა და აქეთ-იქიდან გვეკითხებოდნენ: რა დაგემართათ, გზა ხომ არ აგერიათო. მივხვდი ყველაფერს: მსახურებიც განგებ იყო  დაგზავნილი სხვადასხვა მხარეს და ნათლობაც -– მოჭორილი. მეორე დღეს ვეახელ ეგზარქოსს და ვსთხოვე, სამსახურიდან განთავისუფლება; მიზეზი ვერ მათქმევინა, თუმცა ძალიან დაინტერესდაო...“

1886 წლიდან გიორგი ზალიკანიანი ოფიციალურად აღარ მსახურობს ტაძარში. იგი თბილისის სხვადასხვა ეკლესიებში ეხმარება მედავითნე-მგალობლებს. მან თავისი კეთილშობილური და მოსიყვარულე ხასიათის წყალობით ყველასგან დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. 1908 წელს ქაშვეთის ეკლესიის წინამძღვარ, დეკანოზ კალისტრატეს თხოვნით, მან შექმნა ხუთი კაცისაგან შემდგარი გუნდი, რომელიც გალობდა ჩვეულებრივ სამ ხმაზე. 1911 წლის 2 ივნისს, წინამძღვრისა და მრევლის თხოვნით, იგი დაუბრუნდა ქაშვეთის ეკლესიას, სადაც გარდაცვალებამდე მსახურობდა. გიორგი ზალიკანიანი იყო სიწმინდეების დამცველი და ქართული ისტორიის მოსიყვარულე. იგი ხშირად დადიოდა მიტოვებულ საყდრებში, იწერდა იქიდან ძველ წარწერებს და გაზეთ „ივერიისა“ და „ცნობის ფურცლის“ მეშვეობით საზოგადოების ყურამდე მიჰქონდა თავისი სატკივარი. 1898 წელს „ცნობის ფურცელში“ იგი წერდა: „სოფელ ზეგვიდან სამ ვერსზედ, ჩრდილოეთით (ძეგვის ხევის პირას) არის აწ გაუქმებული პატარა ეკლესია, ლომფინ აყრილი. აღმოსავლეთით პატარა სანათურის თავს არის ჩატანებული ქვა, რომელზედაც არის მხედრულის ასოებით შემდეგი წარწერა: „ქ. აღვაშენე საყდარი ესე ჩიტნაკოზ პატრიარქმან დომენტიმ ყოვლად წმიდისა. ყოვლად წმიდაო, შეუნდევნ ყოველნი მისნი ცოდვანი ამინ. ქორონიკოს უდ“. მედავითნე გიორგი ზალიკანიანი 1915 წლის 14 იანვარს, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ აღესრულა. იგი 18 იანვარს, კვირა დღეს დაასაფლავეს ქაშვეთის ეკლესიის ეზოში და როგორც უწმინდესი კალისტრატე წერდა: „ეს პატივი მან უეჭველად დაიმსახურა". ცნობილი საზოგადო მოღვაწე და ჟურნალ „თეატრისა და ცხოვრების“ რედაქტორი იოსებ იმედაშვილი გიორგი ზალიკანიანის შესახებ წერდა, რომ „იგი იყო ქართული სასულიერო მწიგნობრობის საუკეთესო მცოდნე, საეკლესიო წიგნების ცნობილი მკითხველი და საუცხოვო მგალობელი“. 1915 წელს გაზეთი „სახალხო ფურცელი“ მისი გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერდა: „14 იანვარს ტფილისში გარდაიცვალა ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის მედავითნე გიორგი ვასილის ძე ზალიკანიანი. იგი ყველა ძველი ტფილისის მოქალაქეთათვის კარგად ცნობილია. ყოველ მათგანს ჰქონია შემთხვევა, მოესმინა მისი საუცხოვო ხმა, მშვენიერი ძველებური საეკლესიო საგალობლები ნიკოლოზის ეკლესიაში, ქვაშვეთში, ანჩისხატში და სხვაგან, სადაც ის მსახურობდა. განსვენებული იყო როგორც კარგი მცოდნე ძველი ქართულის ლიტერატურისა

საპატრიარქოს უწყებანი N7 16-22 თებერვალი 2012წ 20

მედავითნე გიორგი ზალიკანიანი 1839-1915 (დასასრული)

საეკლესიო მწიგნობრობისა და გალობისა. განსვენებულის დასაფლავების ხარჯი იკისრა ქრისტიანობის აღმადგენელმა საზოგადოებამ, რომლის წევრადაც ითვლებოდა განსვენებული მედავითნე“. დასაფლავების დღეს, 18 იანვარს, წესის აგების წინ სიტყვა წარმოთქვა ქაშვეთის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა კალისტრატე ცინცაძემ, სადაც კარგად არის წარმოჩენილი მოხუცი მედავითნე-მგალობლის ცხოვრება-შემოქმედება: „ტფილისის ეკლესიათა კრებულთ მამათმთავარო და ქართული წირვა-ლოცვის დამამშვენებელო გიორგი, რად გაჩუმებულხარ? რატომ გულმხურვალე მონაწილეობას არ იღებ მღვდელმთავრის წირვაში, რომლისაც აქამდის იყავ ტრფიალი? იქმნება მისთვის გაბუტებულ იყვე, რომ ეხლანდელი კითხვა-გალობა აღარ მოგწონდეს, ვინათგან ჩვენ შორის ვეღარ ჰხედავ შენებრ სახელგანთქმულს მცკითხველ-მგალობელს, შენს მეგობარს და მასთან მეტოქეს, ქვაშვეთისავე დია- კონს როსტომ დარჩიას, და შენს წინა მოადგილეს, ზარისავით წკრიალა ხმის პატრონს, ტკბილად მგალობელს მელიტონ კახეთელიძეს? ანდა, იქმნება მისთვის დაგედოს საცო პირისა შენისათვის, რომ მსმენელთ-მლოცველთა შორის აღარა სჩანს საღვთო წერილით განბრძნობილნი, შენი ნიჭის ხელმძღვანელნი და ცოდნის პატივისმცემელნი: ბარბარე და თეკლე ბატონიშვილნი, ნინო მუხრანბატონი, დიდი გრიგოლ დადიანი, და გრიგოლ და ვახტანგ ჯამბაკურ-ორბელიანები და ივანე მაკაროვ-არჯევანიძე? მერმე, ჩემო გიორგი, მაგ გაბუტვით ხომ უფრო ცუდ გარემოებაში გვაყენებ ჩვენცა და შენს საყვარელ საქმესაც: ვინ უნდა გადმოგვცეს შენ მიერ მამა-პაპათაგან შეთვისებული და მისაკუთრებული, სულისა და გულის დამატკბობელი შნო და კილო ქართულის ღვთისმსახურებისა, ვინ უნდა განგვწვრთვნას და გვავარჯიშოს ამ საღვთო საქმეში, ვინ უნდა აღნუსხოს შეცთომილება და დაგვაყენოს სწორს გზაზე? იქმნება გულნაკლულად იყვე ჩვენზედ მისთვის, რომ შენებრ ვერ შევიყვარეთ ძველი მწერლობა და ვერ გაუწიეთ პატრონობა: ვერ მოგბაძეთ შენ, რომელმანც მოუპოვე ამბროსი ნეკრესელს სახელოვანი გამომცემელი (იგულისხმება ნეტარხსენებული ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე, რომელმაც გამოსცა ამბროსი ნეკრესელის ქადაგებანი და მოძღვრებანი 1881 წელს), ხოლო დავით გურამიშვილის თხზულებათა სრულის კრებულის (1880 წელში) და ზოგიერთ სხვათა გამოცემა-გამოქვეყნება, შენ მარტომ თავს იდევ და ბრწყინვალედ შეასრულე? იქმნება გულს გაკლდეს, რომ შენ მიერ სამოციან წლებში ამ  წმიდა ტაძრის გალავანში გახსნილი სამრევლო სკოლა დღეს აღარ არსებობს, და ბევრმა ჩვენგანმა არც კი იცის შენი ეგეთი ღვაწლი სამშობლოს წინაშე? იქმნება, მოხუცო, 58 წლის მუშაობისაგან მამულისა და ეკლესიის სასარგებლოდ დაღლილმოქანცულ იყვე, და ეხლა მოსვენებას აპირებდე? შეუფერებელია, შენ ხომ „მოუსვენარი“ გიორგი ხარ და მოსვენებას შორს გაურბოდი: „ვისაც მოსვენება უნდა, ის წმინდა ნინოს სასაფლაოზე უნდა იყოსო“, აკი ასე იცოდი ხოლმე ლაპარაკი? იქმნება მისთვის არ გვცემდე ხმას, რომ მოხუცებულობის დროს ვერ მოგიარეთ, ვერ გასიამოვნეთ, გაწყენინეთ, გაგაჯავრეთ და ამიტომ დააპირე ქვაშვეთითგან გაქცევა, როგორც 32 წლის წინად გაიქეცი? ნუ ინებებ ამას, გიორგი, ნუ! შენ ქვაშვეთითგან ვერ გაგიშვებთ, შენ აქ უნდა დარჩე საუკუნოდ, შენ მუდამ უნდა სდარაჯობდე ქვაშვეთის კარ-მიდამოს, და განუწყვეტლივ, დღედაღამ აქებდე და ადიდებდე ჩვენს სასოს და მფარველს, წმინდა მთავარ-მოწამე გიორგის! ასეთია ჩვენი, მრევლისა და კრებულის „უფროს“ წევრთა სურვილი და შენც, როგორც კრებულის „უმცროსი“ წევრი, ჩვენს სურვილს უნდა დაემორჩილო, ჩვენს დაჟინებას ანგარიში გაუწიო! მაშ, ნუღარ აგვიანებ, აღახვენ ბაგენი შენნი და შენებურად შეეხმატკბილე უფალს: შენი ვარ, უფალო, მაცხოვნე მე, რამეთუ სიმართლენი შენნი გამოვიძიენ მე, და ჩვენც შევღაღადებთ: შეიწყალე, უფალო, მონაი შენი. ამინ“.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.11.2025
ბოლო რედაქტირება 05.11.2025
სულ რედაქტირებულია 5





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0