საპატრიარქოს უწყებანი N9 1-6მარტი 2012წ გვ.17
„ქვეყნისთვის დაუღალავად მლოცველი“ ეპისკოპოსი ნიკიფორე (ჯორჯაძე) 1782-1851
ეპისკოპოსი ნიკიფორე, ერისკაცობაში -- ნოდარ ჯორჯაძე, 1782 წელს (მეორე ვერსიით, 1778 წელს) კახეთის სოფელ საბუეში, თავადის ოჯახში დაიბადა. მისი საერო სახელი რომ ნოდარი იყო, ერთ-ერთი ძველი ქართული ხელნაწერის შემდეგი სიტყვებიდან ჩანს: „ნოდარი არქიმანდრიტი ნიკიფორესი არს ესე“. ჯორჯაძეებში ეს სახელი ძალიან მიღებული და გავრცელებული გახლდათ და ხშირად ისინი „ნოდარიშვილებად“ იწოდებოდნენ. ამის სასარგებლოდ ლაპარაკობს ეს ხელნაწერიც. დიდ თავადურ ოჯახში დაბადებულ პატარა ნოდარს საფუძვლიანი საერო და სასულიერო განათლება ჰქონდა მიღებული. 1796 წელს იგი აღსაზრდელად ქიზიყში, XV _ ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის . მამათა მონასტერში მიაბარეს, სადაც მან სავანეში მოღვაწე ბერების დახმარებით შეისწავლა ქართულ ენაზე წერა-კითხვა, საღმრთო წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. 1800 წელს ბოდბელმა მიტროპოლიტმა იოანემ (მაყაშვილი) ამავე მონასტერში ბერად აღკვეცა, სახელად ნიკიფორე უწოდა და დიაკვნად აკურთხა. 1806 წელს მეუფე იოანემ მას მღვდლად დაასხა ხელი. ამავე წელს აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოსმა ანტონ II-მ (ბაგრატიონი) მლვდელ-მონაზონ ნიკიფორეს არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა და ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად განამწესა. საქართველოს ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ მამა ნიკიფორე კვლავ ხირსის მონასტრის წინამძღვრად რჩება. 1812 წელს იგი ბრინჯაოს ჯვრით დაჯილდოვდა. 1817-1818 წლებში არქიმანდრიტი ნიკიფორე აქტიურ მონაწილეობას იღებს „ოსეთის სასულიერო კომისიის“ მუშაობაში. იგი საქართველოს ეგზარქოს თეოფილაქტეს (რუსანოვი) აწვდის ღირებულ ცნობებს შიდა ქართლის მთიანეთის ხეობებში ოსი მოსახლეობის განსახლების, მათი სულადობრივი და კომლობრივი რაოდენობის შესახებ. ეგზარქოსს მამა ნიკიფორესათვის დაუვალებია შიდა ქართლში ოსებით დასახლებულ ხეობებსა და სოფლებში მონათლული და მოუნათლავად დარჩენილი მოსახლეობის აღნუსხვა, კომლებისა და სულადობრივი რაოდენობის ჩვენებით; არქიმანდრიტს აგრეთვე უნდა დაედგინა, თუ რომელ თავადს
ან აზნაურს ეკუთვნოდა აღნუსხული ხეობისა და სოფლის მოსახლეობა. დავალება ითვალისწინებდა, რომ ის ყოველგვარი გახმაურების გარეშე შესრულებულიყო. ამასთან, ეგზარქოსი ითხოვდა სამუშაოს შესრულების დროს ყველა შესაძლო ხერხით უსაფრთხოების უზ- რუნველყოფას. აღწერა სრულად უნდა ჩატარებულიყო ოსებით სახლებულ ხეობებში, აგრეთვე ახლომდებარე სოფლებში, სადაც ო-სეთის სასულიერო კომისია“ წინა წლებში, თელავის მთავარეპისკოპოს დოსითეოსის (ფიცხელაური) ხელმძღვანელობის დროს, 12 ეკლესიის მშენებლობას გეგმავდა. 1817 წლის დეკემბერში არქიმანდრიტმა ნიკიფორემ შეადგენა და ეგზარქოსს გაუგზავნა პირველი მოხსენებითი ბარათი. იგი აღწერდა ახლად მონათლული ოსებით დასახლებული კავკასიის მთების 8 ხეობის სოფლებს. ეს იყო ჩატარებული სამუშაოს ნაწილი. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ზამთრის დიდთოვლობის გამო არქიმანდრიტი ნიკიფორე იძულებული გახდა, შიდა ქართლის მთიანეთში აღწერა შეეწყვიტა. 1818 წლის 16 მარტით თარიღდება მეორე დოკუმენტი, რომლის მიხედვით ჩანს, რომ არქიმანდრიტ ნიკიფორეს გაუგრძელებია ეგზარქოსის დავალების შესრულება; აღუწერია დამატებით კიდევ 11 ხეობაში მდებარე სოფლების მოსახლეობა -– კომლებისა და სულადობის მიხედვით და წარმოუდგენია, როგორც თავად აღნიშნავს, „ყოველნივე უნაკლულოდ სრულებით აღწერილნი ესრეთ, ვითარცა ზემორე რვათა ხეობათა", ე. ი. აღუწერია სრულად და უნაკლოდ, ადრე აღწერილი 8 ხეობის მსგავსად. ამჯერად, არქიმანდრიტი ნიკიფორე ანგარიშზე ხელს აწერს, როგორც „ოსეთის სასულიერო კომისიის მქადაგებელყოფილი“.
9-1 საპაპატრიარქოს უწყებანი N9 1-6მარტი 2012წ გვ.18
„ქვეყნისთვის დაუღალავად მლოცველი“ ეპისკოპოსი ნიკიფორე (ჯორჯაძე) 1782-1851 (გაგრძელება)
1826 წლის 22 დეკემბრიდან 1827 წლის 1 აგვისტომდე, საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის დავალებით, სხვა სასულიერო პირებთან ერთად იმერეთში იქაური ეკლესია-მონასტრების შემოსავალ-გასავლის დასადგენად და საეკლესიო საჩივრების გასარჩევად მიავლინეს. 1830 წლის 1 თებერვალს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1837 წლის 14 აგვისტოს, სინოდალური კანტორის განჩინებით, შუამთის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა: „უქაზისამებრ მისის იმპერატორობითის დიდებულებისა, სინოდის კანტორამ მოსმენისა შემდგომ უქაზისა უწმიდესის მმართვებლობის სინოდისა 20 მაისიდგან ამა წელსა #5830სა, რომელიცა იგი წარმოუწერს -– პატივსადებელად გულსმოდგინებითისა შუამდგომელობისა საქართველო-იმერეთის სინოდის კანტორისა და საფუძველსა ზედა განკეთილებითსა წარმოდგენისა ყოფაქცევისათვის მყოფს სინანულად, დავით გარეჯის უდაბნოსა შინა არქიმანდრიტის ეპიფანეს, გათავისუფლებულ იქმნას იგი კანონისაგან, გარნა შუამთის მონასტერსა შინა, რომელიცა იყო განმგებლობასა შინა მისსა, არღარა განწესებულ იქნეს. ხოლო თანახმად წინადადებისა სინოდის წევრისა, ყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტის იონასა, წინამძღვრად მონასტერსა შინა გარდმოყვანილ იქმნეს თქვენს ადგილზე, წინამძღვრად ხირსის შტატ-გარეშე სტეფანეს მონასტერსა შინა. ვბრძანეთ: ყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტს სიღნაღისას იოანეს ეცნობოს რა ზემორე განცხადებულება განჩინება უწმიდესი სინოდისა, ეთხოვოს მას განკარგულება, რაიმცა თქვენ ჩააბაროთ ხირსის მონასტერი ყოვლისა ქონებითა მისითა, ეგრეთვე სალარო, თეთრითა და დოკუმენტებითა, როგორც მონასტრისა, ისე საეკლესიოცა სათანადო სიითა დაიშნულსა თქვენსა ადგილსა ზედა წინამძღვარსა არქიმანდრიტ ეპიფანეს ხელწერითა“. 1841 წლის 28 აპრილს მეუფე ნიკიფორე იმპერატორის გვირგვინით შემკობილი წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1841 წლის 8 ნოემბერს ავადმყოფობის გამო 1981 გავიდა (ინსულტი დაემართა) იმერეთის 4 მთავარეპისკოპოსი სოფრონი (წულუკიძე). მთელ საეგზარქო- სოში იმჟამად სამად სამი მღვდელმთავარი დარჩენილიყო. აღმოსავლეთ საქართველოში ეგზარქოსი ევგენი (ბაჟენოვი), ხოლო დასავლეთ საქართველოში ორი –– სამეგრელოს ეპისკოპოსი გიორგი (კუხალაშვილი) და ჯრუჭის მონასტრის წინამძღვარი, უეპარქიო მიტროპოლიტი დავითი (წერეთელი). საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორა იძულებული გახდა, კანდიდატურა გამოეძებნა გორის ეპარქიის კათედრისათვის. 1841 წლის 15 ნოემბრის სხდომაზე მათ განიხილეს სამი ვაკანსია: 1) დავით გარეჯის წინამძღვრის, არქიმანდრიტ იოანესი (ავალიანი), შუამთის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ნიკიფორესი (ჯორჯაძე) და სხვავის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ პანტელეიმონისი. საბოლოო არჩევანი მამა ნიკიფორეზე შეჩერდა. კანტორამ წერილები გაუგზავნა სამეგრელოს ეპისკოპოს გიორგისა და მიტროპოლიტ დავითს, რომლითაც სთხოვდნენ მათ თბილისში ჩამოსვლას და არქიმანდრიტ ნიკიფორეს მღვდელმთავრად კურთხევაზე დასწრებას. ხელდასხმა უნდა მომხდარიყო 1842 წლის 21 იანვარს სიონის საკათედრო ტაძარში.1842 წლის 1 იანვარს სინოდალურ კანტორაში მივიდა ეპისკოპოს გიორგის წერილი: „მოწერილობასა ზედა თქვენისა მაღალყოვლადუსამღვდელოესობისა ჩემდამო 19-ის დეკემბრიდგან წარსულის 1841 წლისა, უმორჩილესად მოვახსენებ თქვენს მეუფებას: რომელ ადრიდგან მსურდა ხილვა და თაყვანისცემა თქვენის მაღალ მაღალყოვლადუსამღვდელოესობისა, რომლისა გამოდროისათვის კურთხევისა ეპისკოპოსად არქიმანდრიტის ნიკიფორესი, ამა იანვრის 21 ვისწრაფდი მოსვლასა ქ. თბილისს და იმა შემთხვევისა შინა დასწრება ჩემთვის იქნებოდა ფრიად სასიამოვნო, გარნა უწინარეს ამისა მქონდა მე პატივი მოხსენებად, თქვენის მაღალყოვლადუსამ-
9-2 საპაპატრიარქოს უწყებანი N9 1-6მარტი 2012წ გვ.19
„ქვეყნისთვის დაუღალავად მლოცველი“ ეპისკოპოსი ნიკიფორე (ჯორჯაძე) 1782-1851 (გაგრძელება)
ღვდელოესობისადმი, რომელ წარსულის ზაფხულის სიცხეებისგან დროისა მუშაობისა ჩემისა სუჯუნის წმინდის გიორგის ქვითკირის ეკლესიისა და სხვათა აწ აშენებულთა ჩემს ეპარქიაში ეკლესიებთა ხშირის მხედველობისა გამო ჩემისა, დიდად მავნებლობა შემემთხვია ცხელებით, რომლისა დროიდან აქამომდისა ვიტანჯები მით, რასა ზედა ჯრუჭის მონასტრის მიტროპოლიტი დავითი მხილველი ჩემისა სნეულებისა მო- 1) ახსენებდა თქვენს მაღალყოვლადუ- 8 სამღვდელოესობას და მით ვიმედოვნებ თავსა ჩემა უმოწყალესო მწყემსმთავარო, რომელ მიმიტევებთ იმ შემთხვევასა დაუსწრებლობას, ესე იგი ეპისკოპოსად კურთხევისა ზედა არქიმანდრიტის ნიკიფორესი“. უმორჩილესი მოსამსახურე გიორგი, ეპისკოპოსი მინღრელიისა,1842 წლის 1 იანვარი. 1842 წლის 10 იანვარს საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ რუსეთის წმინდა სინოდს ნებართვა სთხოვა, რათა არქიმანდრიტი ნიკიფორეს ეპისკოპოსად ხელდასხმა ორ მღვდელმთავარს შეესრულებინა. მალე მოვიდა პასუხიც: „ეპისკოპოს გიორგის ავადმყოფობის გამო, როგორც გამონაკლისი, ხელდასხმა შეასრულოს ორმა ეპისკოპოსმა“. 1842 წლის 4 აპრილს სიონის საკათედრო ტაძარში შესრულდა ლოცვა, ხოლო 5 აპრილს საქართველოს ეგზარქოსმა ევგენიმ (ბაჟენოვი) და მიტროპოლიტმა დავითმა არქიმანდრიტი ნიკიფორე ეპისკოპოსად აკურთხეს და გორის ეპარქიის მმართველად და ეგზარქოსის ქორეპისკოპოსად დაადგინეს. რადგანაც ეპისკოპოსად ხელდასხმა ესე გაჭიანურდა, მეუფე ნიკიფორე ითხოვდა შეჩერებული ჯამაგირის ბოლომდე დაფარვას. 1842 წლის 30 აპრილს წმინდა სინოდისადმი გაგზავნილ წერილში იგი აღნიშნავდა: „1841 წლის 26 ნოემბერს მოხდა ჩემი გამორჩევა მღვდელმთავრად. მანამდე მე ვიღებდი წელიწადში 150 თუმანს, თეთრით. გთხოვთ, რადგანაც ჩემი ხელდასხმა ესე დაგვიანდა და შესრულდა მხოლოდ აპრილის 5-ს, ჩემი ეს შემოსავალი დამიფაროთ 1842 წლის მაისადმი“. 1842 წლის მაისიდან 1843 წლის 30 აგვისტომდე ეპისკოპოსი ნიკიფორე დროებით განაგებს იმერეთის ეპარქიას, რომელსაც მაშინ გურიის ეპარქიაც ეკუთვნოდა. 1847 წლის 5 აპრილს წმინდა ანას I ხარისხის ორდენი ეწყალობა. 1851 წელს წმინდა სინოდმა მეუფე ნიკიფორეს ჩააბარა შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტრის წინამძღვრობაც. ეპისკოპოსი ნიკიფორე 1851 წლის 3 დეკემბერს, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტერში გარდაიცვალა. იგი დიდი პატივით დაასაფლავეს მონასტრის ტაძარში, სამხრეთის კარებთან. საფლავის ქვაზე აწერია: „ნიკიფორე, გორის ეპისკოპოსი და საქართველოს ეგზარქოსის ქორეპისკოპოსი, თავადი ჯორჯაძე, დაბადებიდან 76 წლის, გარდაიცვალა 1851 წლის 6 დეკემბერს“ (საფლავის წარწერაში არის შეცდომა - რედაქცია). საფლავის ქვა გააკეთებინა საქართველოს მთავარმართებელმა, თავადმა მიხეილ ვორონცოვმა. ეპისკოპოს ნიკიფორეს გარდაცვალების შესახებ რუსული გაზეთი „კავკაზი“ იუწყებოდა: „ავლაბრის გორას რომ აივლით, დაინახავთ ძველ გალავანს და სამრეკლოს, რომელსაც ქართველები დარიას მონასტრად მოიხსენიებენ, რადგან იქ ცხოვრობდა ერეკლე მეფის მეუღლე, დარეჯან დედოფალი. ამ მონასტერშივე გაატარა თავისი ცხოვრების უკანასკნელი დღეები გორის ეპისკოპოსმა ნიკიფორემ, სადაც 3 დეკემბერს მან მშვიდობით განისვენა ღვთის წინაშე. იგი ემზადებოდა იმ ქვეყანაში გადასასვლელად, გამუდმებით ლოცულობდა და ამზადებდა სულს უფალთან შესახვედრად. მოკვდა ადამიანი! თითქოს ისეთი უბრალო რამ მოხდა, ამის შესახებ ყოველდღე გვესმის, ვხედავთ ვიღაცის გარდაცვალებას, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვერ შევგუებივართ ამ ბუნებრივ მოვლენას. გაწყვეტს კი სიკვდილი სარბიელს ადამიანისას, რომელიც ეს ესაა იწყებდა გაცნობიერებულ ცხოვრებას. დაამთავრა რა თავისი მიწიერი ცხოვრება დაჩაჩანაკებულმა მო-
9-3 საპაპატრიარქოს უწყებანი N9 1-6მარტი 2012წ გვ.20
„ქვეყნისთვის დაუღალავად მლოცველი“ ეპისკოპოსი ნიკიფორე (ჯორჯაძე) 1782-1851 (დასასრული)
ხუცმა, ჩვენ გვეცოდება იგი და, ამასთანავე, გულში თავისთავად ჩნდება შიში საკუთარი თავის გამო. მაგრამ იყვნენ და ახლაც არიან ადამიანები, რომელნიც უშფოთველად ელოდებიან სიკვდილის ჟამს. ესენი არიან ჭეშმარიტი ქრისტიანები. მომზადებული შეხვდა თავის აღსასრულს ეპისკოპოსი ნიკიფორეც, ელოდა მას, როგორც მიზანს, რომლისკენაც მიილტვოდა იგი მთელი თავისი მონაზვნური ცხოვრების განმავლობაში, შეხვდა მშვიდად, დარწმუნებული, რომ მისი სული არ მოკვდებოდა, არამედ გააგრძელებდა სიცოცხლეს მომავალშიც. განსვენებული იყო ძველი თაობის მოხუცი. დაიბადა სოფელ საბუეში. ეკუთვნოდა კახეთის უძველეს თავადურ გვარს - ჯორჯაძეებს. 1796 წელს მიაბარეს ბოდბის მონასტერში, სადაც აღიზარდა მიტროპოლიტ იოანეს მეთვალყურეობით. 1800 წელს აღიკვეცა ბერად და იმავე წელს აკურთხეს დიაკვნად. 1801 წლის იანვარში ახალგაზრდა ბერ-დიაკონ ნიკიფორეს წილად ხვდა პატივი, მონაწილეობა მიეღო ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის წესის აგებაში და დაკრძალვის ცერემონიაში, რომელსაც ანტონ II კათოლიკოსი და საქართველოს ეკლესიის სხვა მღვდელმთავრები აღასრულებდნენ. 1806 წელს აკურთხეს მღვდლად და ხირსის მონასტრის არქიმანდრიტად დანიშნეს. 1830 წელს შუამთის მონასტრის წინამძღვარი გახდა. 1842 წლის 5 აპრილს კი სიონის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსის ხარისხში აიყვანეს და გორის კათედრაზე განამწესეს, ამასთანავე, ეგზარქოსის ქორეპისკოპოსად დაადგინეს. ? 1842-1843 წლებში, საამარითის ეპისკოპოს სოფრონის გარდაცვალების გამო, განაგებდა იმერეთის ეპარქიასაც და მასთან ერთად გურიის კათედრას. ჩვენ არ შეგვწევს ძალა და არც ვაპირებთ შევაფასოთ და ავწონ-დავწონოთ მისი ამქვეყნიური ცხოვრება და თავდადება, რაც მან აღასრულა თავისი მრავალწლიან ბერულ სარბიელზე, ყველა ის სიკეთე, საქმით და სიტყვით აღსრულებული, გაწეული ადამიანების მიმართ, რომლებიც მასთან მიდიოდნენ რჩევის საკითხავად. მისი ბოლო მოქმედება იყო თხოვნა, გაგზავნილი კავკასიის მეფისნაცვალისადმი, რათა მას ორი ზარბაზანი გაეგზავნა შუამთის მონასტრის დასაცავად, რადგან იმ პერიოდში კახეთს რამდენჯერმე დაესხა თავს შამილის მოთარეშე რაზმები და 33- ფუთიანი ზარი, რომელიც შეწირა მონასტერს და წონით და ზომით ყველაზე დიდი იყო მთელ კახეთში. 9 დეკემბერს მის დასაფლავებას უამრავი ადამიანი დაესწრო, მათ შორის, კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ვორონცოვი, მეუღლესთან ერთად. წირვა და წესის აგება შეასრულა საქართველოს ეგზარქოსმა, მიტროპოლიტმა ისიდორემ (ნიკოლსკი) სამღვდელოებასთან ერთად. მისი ცხედარი ფერისცვალების მონასტრის ტაძარში დაკრძალეს, სადაც იგი აღასრულებდა ღვთისმსახურებას, და მორწმუნე ადამიანები რამდენიმე მბჟუტავი კანდელის ფონზე ხშირად ხედავდნენ მას დილიდან გვიან საღამომდე დაუღალავად მლოცველს და მვედრებელს ქვეყნის შემოქმედის წინაშე“.