საპატრიარქოს უწყებანი N13 29მარტი-4აპრილი გვ.17
მღვდელი ფარნაოზ ზაბახიძე 1886-1919
მღვდელი ფარნაოზ მაქსიმეს ძე ზაბახიძე 1886 წელს იმერეთში, საჩხერის მაზრის სოფელ სხვიტორში, გლეხის ოჯახში დაიბადა. ზაბახიძეების ოჯახი დაახლოებული იყო აკაკი წერეთლის ოჯახთან. პატარა ფარნაოზი აკაკის დამ, ანა წერეთელმა მონათლა, რომელმაც თავის ნათლულს საჩუქრად „ქილილა და დამანას“ ქართული თარგმანი აჩუქა, შესაბამისი წარწერით. ფარნაოზმა წარჩინებით დაამთავრა საჩხერის ორკლასიანი სასწავლებელი. შემდეგ საეკლესიო ცოდნის მისაღებად ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში მიაბარეს, სადაც იმ პერიოდში ბიძამისი, მღვდელ-მონაზონი სერაპიონი (ზაბახიძე) მოღვაწეობდა, რომელმაც საფუძვლიანად შეასწავლა მას წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. 1911 წელს ფარნაოზი დაქორწინდა ეკატერინე ანტონის ასულ ნოზაძეზე (დაბადებული -–– 1888 წელს). ამავე წელს მან სამღვდლო გამოცდები ჩააბარა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელთან არსებულ კომისიას და 1912 წლის 5 თებერვალს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) იგი დიაკვნად აკურთხა. დია-
13-1 საპატრიარქოს უწყებანი N13 29მარტი-4აპრილი გვ.18
მღვდელი ფარნაოზ ზაბახიძე 1886-1919 (გაგრძელება)
კონი ფარნაოზი ჯრუჭის მონასტერში განამწესეს. იმ პერიოდში ჯრუჭის მონასტრის წინამძღვრად არქიმანდრიტი გაბრიელი (აბაშიძე) დაინიშნა, რომელმაც ““ მიზნად დაისახა სავანეში სამონასტრო სკოლის აღორძინება და ბერმონაზვნური ცხოვრების გამოცოცხლება. ამ საქმეში მას ” გვერდით უდგას ახალგაზრდა დიაკონი ფარნაოზ ზაბახიძე, რომელმაც რამდენიმე წერილიც გამოაქვეყნა მაშინდელ პრესაში. აი, რას წერდა იგი: „ჯრუჭის მონასტერში გაიხსნა ერთკლასიანი სამრევლო სკოლა. ოც სექტემბერს ამ სკოლაში სწავლა დაიწყო. ორმოცამდე ადის მოსწავლეთა რიცხვი. ეს პირველი წელიწადია და მომავლისთვის მოსალოდნელია ერთი სამად მეტი იყოს, რადგანაც ეტყობა, სწავლის მსურველი ბევრია. სკოლა ყველას ეახლოვება და ბავშვებს შეუძლიათ თავის სახლიდან იარონ. ამის მოლოდინში ამ მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ მამა გაბრიელს აზრადა აქვს მომავალი წლიდან ორკლასიანად გადააკეთოს. ამ მონასტერშივე მამა არქიმანდრიტმა დააარსა ორი წლის სამედავითნეო კურსი, რომელიც იმერეთის ეპარქიაში არ არსებობდა. ჯერჯერობით მოსწავლე შვიდამდის არის და თანდათან მთხოვნელთა რიცხვი უფრო მატულობს, რადგან მონასტერში სწავლა უფასო იქნება, მაშინ, როდესაც ქუთაისში სამედავითნეოდ მომზადებისათვის ორას-სამასი მანეთი არ ჰყოფნის. არქიმანდრიტ გაბრიელსა ჰსურს, შეიძინოს რამდენიმე მიწის სამუშაო მანქანები, რომელიც პირველად სამონასტრო ადგილში იმუშავებს და თუ გამოდგა, ადგილის მიხედვით, მცხოვრებლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ ამ მანქანებით. ჯრუჭის მონასტერი მთავრობის მიერ პირველ ხარისხოვანად არის მიწერილი და, მართლაც, ეს მონასტერი ყველა ქართულ მონასტრებს აღემატება სიმდიდრით, როგორც ეკლესიური ძვირფასი სამკაულით, ისე სხვა უძრავი ქონებით, რადგან ამ მონასტრის ქონება ხაზინაზე არ გადასულა და ისევ მონასტერს აქვს შენარჩუნებული. თუ ყოველთვის ისეთი ხალხის გულშემატკივარი წინამძღვარი ეყოლება ამ მონასტერს, როგორიც არის მამა გაბრიელი, ბევრი რამე შეუძლიან გააკეთოს მონასტრისა და ხალხის სასარგებლოდ“. 1914 წლის მარტის დასაწყისში დიაკონი ფარნაოზი აღმოსავლეთ საქართველოში გადაიყვანეს. 1914 წლის 21 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში გორის ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე) მას მღვდლად დაასხა ხელი და ფშავ-ხევსურეთის ოლქში, სოფელ უკანა ფშავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძლვრად დაადგინა. 1914 წლის 7 ივლისს შუა ფხოვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. მასვე დაევალა საღვთო სჯულის სწავლება შუა ფხოვის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში. 1914 წლის 9 ოქტომბერს თიანეთის მაზრის II ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ აირჩიეს. 1915 წლის7 მაისს II ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს და ამავე წლის 1 ივლისს საგვერდულით დააჯილდოვეს. ვ”. იმ პერიოდში მთელ ფშავ-ხევჯი” სურეთში საეკლესიო ცხოვრება ფრიად სავალალო მდგომარეობაში იყო. ოლქში არ მოქმედებდა 13 საკმარისი საგანმანათლებლო ცენტრებიი არ არსებობდა მღვდლებისთვის საცხოვრებელი ბინები. რადგანაც სამლვდელოება არ იყო ადგილობრივი, ამიტომ მათ ხშირად უწევდათ თავშესაფარის ძებნა მრევლის სახლებში. მედავითნეების პრობლემაც მოსაგვარებელი გახლდათ. მამა ფარნაოზმა მთავარხუცესად დანიშვნისთანავე დაიწყო თავის ოლქში სულიერი ცხოვრების აღორძინებისა და სამლვდელოების მატერიალური ყოფის გაუმჯობესებაზე ფიქრი. მან დახმარება სთხოვა ეგზარქოსის კანცელარიას და გაზეთ „საქართველოს“ ფურცლებზე ფშავ-ხევსურეთის სამღვდე- ლოების გაჭირვებული მდგომარეობის შესახებ ხმამაღლა განაცხადა: „მთელს საეგზარხოსოში არც ერთ კუთხეში სამღვდელოება იმდენ გასაჭირს არ განიცდის, როგორც ფშავ-ხევსურეთში. ფშავ-ხევსურეთი შესდგება ათი სამრევლოსაგან და შეადგენს ერთ საბლაღოჩინო ოლქს. ამ ათს სამრევლოში ხუთი მრევლის მღვდელი წლიურად თვითეული ღებუ- ლობს 500 მან. სამი -– 600 მან. და ორიც -– 400 მან. ეს არის მათი მთელი ცხოვრების წყარო, მეტი ერთი კაპეიკი არსაიდან. ეხლა გასავალი თვითვეულის მღვდლისა: თელავის სასულიერო სასწავლებლის შესანახად 30 მან.; „საექსარხოსო მახარობლის“ და „საეკლესიო უწყებათა“ გამოსაწერად 9 მან.; საბლაღოჩინო იასაულის დასაქირავებლად 6 მან.; თელავსა და თბილისში დეპუტატების გასაგზავნად 5 მან.; ზედაშე, სეფისკვერი და სანთელი სულ ცოტა 1 მან,; საპენსიო -- ათი მანეთი. არის კიდევ ისეთი წვრილი ხარჯები, რომლის ჩამოთვლა საჭირო არაა. ეხლა ვნახოთ, საცხოვრებელი ბინები როგორი აქვთ. არც ერთი მღვდლისა თუ მედავითნის სახლი ისეთი არ იქნება, რომ წვიმა არ ჩამოდიოდეს. ზოგ მღვდელს სახლი სულ არ უდგია და ვინ იცის, ვის ემუდარება, ღამე გამათევინეო. აი, სწორეთ ესაა მიზეზი, რომ არც ერთი მღვდელი ცოლ-შვილით ვერ სცხოვრობს ფშავ-ხევსურეთში და თვეობით რჩება სამრევლოები უმღვდლოდ. მკითხველისთვის ადვი-
მარცხნიდან: მღვდელი გიორგი ზაბახიძე ოჯახთან ერთად. მარჯვნივ ზის: მღდელმონაზონი სერაპიონი (ზამბახიძე);
13-2 საპატრიარქოს უწყებანი N13 29მარტი-4აპრილი გვ.19
მღვდელი ფარნაოზ ზაბახიძე 1886-1919 (გაგრძელება)
ლი წარმოსადგენია, თუ რა გაჭირვებაში იქნება აქაური სამღვდელოება. მართალია, არსებობს „ქრისტიანობის აღმადგენელი საზოგადოება“, მაგრამ არავის არ უზრუნვია ფშავ-ხევსურეთის ხალხის და სამღვდელოების ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესებისათვის, გარდა „რაპორტებისა“ და „წლიური აჩოტების“ შედგენისა, რაიც ფორმალურად სრულდება. უკანასკნელ ეპისკოპოზ ანტონის ამ კუთხეში მოგზაურობის შემდეგ, მისი მეუფების პროექტით, ყოველს სამრევლოში თუ არა, ოთხს ადგილზე მაინც დაარსებულიყო სამრევლო სკოლები, რაიც წინამორბედი იქნებოდა ფშავ-ხევსურთა წინ წაწევისა და ასცდებოდეს იმ დაცინვას, რაიც პირზე აკერია ყოველ რუსის მოგზაურს ამ კუთხეში. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს პროექტიც ქვას ქვეშ იქმნა ამოდებული -- ვისგან -- ეს ჩვენ არ ვიცით“. მოძღვარი ბევრს ზრუნავდა სამედიცინო კუთხითაც. საექიმო პუნქტების არარსებობა დიდ პრობლემებს უქმნიდა მოსახლეობას. 1914 წლამდე მთელ ფშავ-ხევსურეთში ერთი საფერშლო პუნქტი არსებობდა სოფელ შუაფხოში. პირველი მსოფლიო ომი რომ დაიწყო, ეს ექიმიც წაიყვანეს. ზამთარში დიდი ყინვები დაიწყო და მოსახლეობაშიც ათასგვარი გადამდები დაავადებები გაჩნდა, რომელიც მუსრს ავლებდა დიდსა და პატარას. მამა ფარნაოზმა თიანეთიდან დაიბარა ფერშალი, მაგრამ მან გაყინული გზებისა და სიცივის გამო უარი თქვა მთაში ასვლაზე. ამასთან დაკავშირებით მოძღვარი გაბრაზებული წერდა გაზეთ,საქართველოს“ ფურცლებზე: „ჩვენ არ ვიცით, რა მოეხსენა სამაზრო ექიმს, ბატონ ხითაროვს, და არც დიდს მნიშვნელობას ვაძლევთ ამას. მხოლოდ გვინდა ვიცოდეთ, რას ფიქრობს საგუბერნიო ექიმი, ბატონი ქიქოძე, რომელსაც ამხელა კუთხე, 60-80 ვერსით დაშორებული სამაზრო ქალაქს და ყოველსავე დახმარებას მოკლებული, მიტოვებული ჰყავს უფერშლოდ? ფერშალი ომში დასჭირდათ, მაგრამ აქ რომ ეს ხალხი სწყდება -- ვინღა უნდა წავიდეს საომრად? ერთი ფერშალი უფრო მეტს სარგებლობას მოუტანს ომს თუ ათასი კაცი? ამას ანგარიში უნდა გაეწიოს, ვისგანაც ჯერ არს და ფშავ-ხევსურეთში დაუყოვნებლივ გამოიგზავნოს ექიმი, საჭირო წამლებითურთ, ერთი თვის ვადით მაინც, რომ ეს გულშემზარავი ავადმყოფობა როგორმე ჩააქროს; მერე კი სამუდამოდ უნდა გამოგზავნონ. ხალხი უზომოდ გაჭირვებულია და შველა სჭირია“. 1918 წელს მამა ფარნაოზი დუშეთის მაზრაში, სოფელ გრემისხევის წმინდა დიდმოწამე მარინეს. სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. მამა ფარნაოზი აქაც აქტიურად მონაწილეობს საეკლესიო ცხოვრების ფერხულში. პერიოდულ გამოცემებში და ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე ხშირად იბეჭდება მისი წერილები „ფ. სხვიტორელის“ ფსევდონიმით, სადაც იგი უამრავ საკითხთან ერთად დაუფარავად საუბრობდა იმ პერიოდში ქვეყანაში არსებულ საერთო პრობლემებზე, როგორც საერო, ისე საეკლესიო სფეროში. 1919 წლის 17 ივნისს მამა ფარნაოზის თავმჯდომარეობით შედგა დუშეთის მაზრის II ოლქის სამღვდელოების საეპარქიო კრება, რომელზეც იმსჯელეს სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის: „1) მცხეთის საეპარქიო საბჭოსაგან იყო მოწვეული კრება მცხეთაში ეპარქიის სამღვდელოებისა. კრებამ მოითხოვა ხსენებული დელეგატების დაკმაყოფილება დღიურის მიცემით და უარს ჰყოფს იმ მოსაზრებას საკათოლიკოსო საბჭოსას, ვითომც, მან არ იცოდა ამ კრების მოწვევის შესახებ. 2) კრებამ იქონია ასევე მსჯელობა სანთლის ქარხანაზე დუშეთში, რომელიც ჰყიდის სანთელს კერძო პირებზე და ამით ძირსა სცემს ნივთიერად ეკლესიებს. კრებამ გამოიტანა დადგენილება ამის შესახებ და დაადგინა: ეცნობოს მთავრობას, უკეთუ ხსენებულ დადგენილებას არ მიიღებს შესასრულებლად, მაშინ ოლქის სამღვდელოება თვით კისრულობს შესრულებას, მიუხედავად იმისა, თუ ეს სასიამოვნო იქნება თუ არა ქარხნისათვის. კრების ოქმზე არის დამსწრე მოძღვრების ხელმოწერები: მღვდელი ფარნაოზ ზაბახიძე, მღვდელი გაბრიელ ჯინჭარაძე, მღვდელი მიხეილ ინაშვილი, მღვდელი იოსებ ფხალაძე, მღვდელი ზაქარია ლაშაური, მღვდელი. მიხეილ ჩოხელი, დეკანოზი გიორგი გელაძე, მღვდელი გიორგი ჭელიძე, მღვდელი იოანე სისაური, მღვდელი შიო თურქაძე, მღვდელი სვიმონ ტყემალაძე, მღვდელი ევგენი კაველაშვილი, მღვდელი ნიკოლოზ ოქროპირიძე, მედავითნე გიორგი კარიაული, მედავითნე ილარიონ თურქაძე, მედავითნე ზაქარია ოქროპირიძე, მედავითნე ნიკოლოზ ჟიჟიაშვილი, მედავითნე ნიკოლოზ ღარიბაშვილი“. მამა ფარნაოზი თავის მრევლს უსასყიდლოდ ემსახურებოდა და ხშირად მათ „დრამის“ ფულსაც არ ახდევინებდა. ომის პერიოდი იყო და მრევლს ძალიან უჭირდა. მამაკაცები ომში იყვნენ წასული, რის გამოც ქალებსა და მოხუცებს უხდებოდათ ოჯახში მძიმე სამუშაოს შესრულება. მოძღვარი ყველანაირად ხელს უწყობდა თავის სამწყსოს და განამტკიცებდა მათ სარწმუნოებაში. ამის მაგალითია მეზობელი სოფლის, მჭადიჯვრის მთავარანგელოზთა ეკლესიის წინამძლვრის, მღვდელ ზაქარია ლაშაურის წერილი, რომელიც მან მამა ფარნაოზს მისწერა: „პატივცემულო მ. ფარნაოზ! გიძღვნი ძმურ სალამს და გისურვებ ყოველ ბედნიერებას. მ. ფარნაოზ, მიზეზი ამ
13-3 საპატრიარქოს უწყებანი N13 29მარტი-4აპრილი გვ.20
მღვდელი ფარნაოზ ზაბახიძე 1886-1919 (დასასრული)
წერილისა, შემდეგია: გრემისხევში ყოფილა ჩემი მრევლი გოძიანთსა და აქ ჩამოიტანა ამბავი, ვითომც თქვენ ყოფილხართ გოძიანთ ხარჯში და იქ გითქვამთ, რომ ამიერიდგან მღვდელმა არ უნდა აიღოს თავის გასამრჯელო სამღვდელო მოქმედებაში: ნათლობაში, გასანათლი, ჯვრის საწერი, საანდერძო და სხვა, თვითონც თქვენც არ აგიღიათ არაფერი. ჩამოვიდა მჭადიჯვარში და გაავრცელა ხმა აქ. რასაკვირველია, მე თქვენ პირად ანგარიშებთან არა მესაქმება რა, მაგრამ გთხოვთ, შემატყობინოთ,
რაშია საქმე. ეს ამბავი მართალია თუ არა. თუ მართალია, მიზეზი რა არის, რატომ უნდა იყვეს მღვდელი ყმა მრევლისა. გასაბათილებლად ამ ხმებისა, გთხოვთ, უეჭველად მაცნობოთ პასუხი“. ცნობილი არ არის, თუ რა პასუხი გასცა მოძღვარმა ამ შეკითხვაზე მამა ზაქარიას. ამ წერილის მიღებიდან მას დიდხანს აღარ უცოცხლია. მღვდელი ფარნაოზი უეცრად გარდაიცვალა 1919 წლის ნოემბერში. მისი ცოლისძმა, გიორგი ნოზაძე სამძიმრის ბარათს უგზავნის თავის დას, ეკატერინეს და ამხნევებს ნაადრევად დაქვრივებულ ფოფოდიას: „დაო კატო ის უბედურება, რაც ჩვენ გვეწვია ამ ერთი წლის განმავლობაში, აუნაზღაურებელია. ვერვინ ვერ გაგიწევს ვერც დედის, ვერც სვიმონიკას და ვერც ფარნაოზის მაგიერობას. ის, რაც აქამომდე ბედმა იღბალი გვარგუნა, ეხლა ჩაგვამწარა. განსაკუთრებით დაგსაჯა შენ ულმობელმა ცხოვრებამ. რომ გაგაიმედო, აბა, რითი! ეს ტყუილი-ფარისევლობა იქნება, მაგრამ არის ერთი გარემოება, რასაც შენ ანგარიში უნდა გაუწიო. ეს არის შენი დარეჯანი და მგონია კიდევ მეორე ბავშვიც. უნდა გახსოვდეს, რომ იგინი შენ უნდა გაზარდო. შენ მაგივრობას მათ ვერავინ ვერ გაუწევსთ და შენ რომ თავი გაიფუჭო დარდით და ფარნაოზს უკან გაჰყვე, მათ ვინღა მიხედავს! მართალია, გყავართ ძმები, მაზლები, ნათესავები, მაგრამ დედის მაგიერობას შვილს, განსაკუთრებით პატარას, ვერავინ ვერ გაუწევს, ბევრმაც რომ მოინდომოს. მაგათ გულისათვის უნდა გაიმაგრო გული და შეებრძოლო ცხოვრებას. ქვეყანა დიდია. მასზე კეთილი კაცი ჯერ არ დალეულა. ღმერთი არ გაწირავს კაცსა თვისსა განაჩენსა. მე უკვე დამოუკიდებელი კაცი ვარ. რეალურ სასწავლებელში მასწავლებლათა ვარ და იმდენი დახმარების აღმოჩენა კი შემიძლია, რომ დარეჯანი შკოლის გარეთ არ დავსტოვო, თუ კაცი ვყოფილვარ, თუ ქუდი მხურე- ბია, მე ამას შევასრულებ. ჩემს გარდა კიდევა გყავს ძმა, მამა. ბოლოს კიდევ გიმეორებ, გახსოვდეს შენი შვილები, გახსოვდეს შენი მოვალეობა მათ მიმართ, გახსოვდეს, რომ უშენოდ იგინი დაიღუპებიან. მშვიდობით! 1919 წლის 24 ნოემბერი“. მამა ფარნაოზი ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა თავდაპირველად სოფელ გრემისხევში დაასაფლავეს, ხოლო სამი თვის შემდეგ, როგორც ისევ გიორგი ნოზაძის წერილიდან ირკვევა, მშობლიურ სოფელ სხვიტორში გადაასვენეს და საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. მამა ფარნაოზის სიმამრი იყო საჩხერის რაიონის სოფელ ლიჩის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ანტონ ნოზაძე (1860-1944), ხოლო მისი ქვისლი გახლდათ კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გერვასი ჯაოშვილი (1884-1969). ასევე სასულიერო პირი იყო მამა ფარნაოზის ძმა -– გიორგი ზაბახიძე (1877- ?), რომელიც სპეთის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში მოღვაწეობდა.