სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11905

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ავლაბრის (თბილისი) წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია ავლაბრის (თბილისი) წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

61       ბეჭდვა

ავლაბრის (თბილისი) წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია

 საპატრიარქოს უწყებანი N34 11-17 ოქტომბერი, 2012წ გვ.18

ავლაბრის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია 

| ნაწილი

წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის ეკლესია ავლაბარში, დუშეთის ქუჩის 12 ნომერში მდებარეობს. იგი ეზოს სიღრმეშია განთავსებული და საცხოვრებელი სახლებითაა გარშემოტყმული. სამხრეთით, კარის ზემოთ, ქვაზე მოცემული ორენოვანი (ქართული და რუსული) წარწერა გვამცნობს, რომ ეკლესია აიგო 1856 წელს, მიტროპოლიც ისიდორეს კურთხევით. ისტორიული საზღერების მიხედვით, ეკლესია ქ. თბილისში, ძველი დედაქალაქის –- „ისნის“ ტერიტორიაზე მდებარეობდა, კახეთის მოედნის ჩრდილოეთით, XII სექტორში. ეკლესია 1802 წლის გეგმაზე გალავნითაა მოზღუდული, გალავნის აღმოსავლეთით ქართული სასაფლაოა. გალავანი გეგმით სამხრეთ-ჩრდილოეთითაა დაგრძელებული, ტაძარი მის დასავლეთ ნაწილში დგას. ისტორიკოს პლატონ იოსელიანის ცნობით, ავლაბრის წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის ეკლესია თავდაპირველად აიგო ბერძენი ბერების

მიერ, მაგრამ თბილისის მრავალგზის აოხრების გამო –– დანგრეულა, საქართველოს სახელმწიფო არქივში დაცული საბუთების თანახმად, იგი აშენებული ყოფილა 1518 წელს ქვითკირით. 1826 წელს მას 40 კომლი საეკლესიო გლეხი ეკუთვნოდა და არ გააჩნდა რაიმე მამულები. 1824 წელს, საქართველოს ეგზარქოს იონას (ვასილევსკი) დროს, როდესაც ტაძრის წინამძლვარი გახლდათ მღვდელი იოანე სულხანიშვილი, განუახლებიათ და უკურთხებიათ მაცხოვრის მიგებების დღესასწაულის სახელობაზე. 1845 წელს ჩატარებულ ტაძრის აღწერილობაში წერია, რომ სამრეკლო იყო ხისა და ექვს ბოძზე იდგა. ეკლესია მეტრიკულ ჩანაწერებს აწარმოებდა 1824 წლიდან, ხოლო აღმსარებელთა სიებს -– 1830 წლიდან. 1852 წელს საქართველოს ეგზარქოს ისიდორეს (ნიკოლსკი) დროს დაწყებულა მცირე ტაძრის გადაკეთება, რომელიც 1856 წელს ხელახლა უკურთხებიათ წმინდა მარინეს სახელობაზე. ტაძარი ბაზილიკური, ქვის ქვითკირით ნაგები ყოფილა, კრამიტით გადახურული, მოგვიანებით კი თუნუქით. დასავლეთის მხარეს მიდგმული ჰქონდა რამდენიმესართულიანი სამრეკლო, რომლის დაბლა სართულიც ეკლესიის გაგრძელებას წარმოადგენდა. სამრეკლოსთან ყოფილა ქვითკირის კიბე მგალობლებისთვის. ფიცრის კანკელი სამიარუსიანი გახლდათ. სამრეკლოს გარდა ეკლესიის ეზოში აშენებული იყო საკრებულო სახლები. სულ ათი ნაგებობა მდგარა ეკლესიის სათავსოებით. გალავანში ტაძართან კირის ხსნარით აგებული, ერთსართულიანი, აივნიანი აგურის სახლი იდგა ეზოს მხარეს. ამჟამად ტაძარი დარბაზული ტიპის ნაგებობაა და იგი ე. წ. ევროპული აგურითაა აშენებული. აბსიდი სწორკუთხედშია ჩაწერილი და ფასადზე არ გამოიყოფა. შესასვლელი ორი მხრიდან აქვს, ცენტრალური სამხრეთით, ხოლო მეორე, მცირე კარი ჩრდილოეთ მკლავის აღმოსავლეთ კუთხეშია გაჭრილი. ფასადებზე სარკმლები აგურისავე თაღოვან საპირეებშია ჩასმული, მათ გვერდით ცრუ სარკმლები მონაცვლეობენ, ასეთსავე თაღებში მოქცეული. თითოეული მათგანი მუზარადისებრი მოხაზულობის მქონეა. მათი სიმეტრიული განლაგება თანაბარზომიერ რიტმს წარმოშობს. თაღებს შორის წყობის ჩაღრმავებით საფეხუროვანი ჯვრებია გამოყვანილი. ინტერიერს სამი საბჯენი თაღი ანაწევრებს, რომლებიც მარტივი პროფილის მქონე შვერილ პილასტრებს ებჯინებიან. ყველა თაღი შეისრულია, დასავლეთის მკლავზე ორქანობა სახურავით გადახურული სამრეკლოა დაშენებული. ფრონტონის ქვეშ, ორივე მხარეს, ჯვრებია მოცემული. ასეთივე ჯვრები ამკობს აღმოსავლეთით დაშენებულ მცირე, სწორკუთხა ფორმის ცრუ გუმბათსაც. კომუნისტების შემოსვლის პერიოდში დუშეთის ქუჩა ნატახტრის ქუჩად იწოდებოდა. როგორც ტაძრის ქონების მიღება-ჩაბარების აქტებიდან ირკვევა, 1932 წლის ქონების ჩამონათვლის სიაში არ შედიოდა ეზოში არსებული შენობა-ნაგებობები და ზარები. 1934 წელს სამრეკლო გაუქმებულია. ზარები ჩამოუხსნიათ და წაუღიათ მაშინდელი მთავრობის განკარგულებით. ეკლესიას ჩამოერთვა საკრებულო სახლები, რის გამოც ტაძრის კრებული კერძო ბინებში ცხოვრობდა და დიდ მატერიალურ გაჭირვებას განიცდიდა. ' 1938 წლის თებერვალში, 2 აქტის მიხედვით, წმინდა მარინეს სამრევლო ტაძრის ძირითადი ხატი სიონის საპატრიარქო ტაძარში გადააბრძანეს. ამ პერიოდიდან ტაძარი, თავისი ქონებით, ჩაიბარა 26 კომისართა სახელობის რაიონულმა საბჭომ. ღვთისმსახურება გაუქმდა და მასში ფოტოლაბორატორია განთავსდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის კალისტრატეს (ცინცაძე) ბრძანებით, წმიდა ოდიკი, სამირონე, ხატები და შესამოსელი სანთლის საწყობში გადაიტანეს. წმინდა მარინეს ეკლესიის მრევლი სიონის სამრევლოს მიაწერეს. 2002 წლიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ავლაბ


34-1 საპატრიარქოს უწყებანი N34 11-17 ოქტომბერი, 2012წ გვ.19

ავლაბრის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია (გაგრძელება)

რის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია კვლავ მოქმედია. ტაძრის წინამძღვარია არქიმანდრიტი იოაკიმე (ასათიანი). მასთან ერთად მსახურობენ დეკანოზი კონსტანტინე ხუროძე და მლვდელი იაკობ ასათიანი.

ავლაბრის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრები

1814-1827 მღვდელი იოანე ზაქარიას ძე სულხანიშვილი

1827-1843 მღვდელი სვიმონ ბასილის ძე გურგენიძე

1843-1849 დეკანოზი მიხეილ სვიმონის ძე გურგენიძე

1850-1873 დეკანოზი პლატონ ნიკოლოზის ძე ელიაშვილი

1873-1884 დეკანოზი ევსტათი პლატონის ძე ელიაშვილი

1885-1897 დეკანოზი სოლომონ ანდრიას ძე შოშიაშვილი

1897-1902 დეკანოზი მიხეილ გიორგის ძე ბერძენიშვილი

1902-1906 დეკანოზი ლაზარე ალექსის ძე ტურიაშვილი

1906-1914 მღვდელი ზაქარია მიხეილის ძე გულისაშვილი

1914-1930 დეკანოზი იაკობ გრიგოლის ძე ტატიშვილი

1930-1932 დეკანოზი ლევან ალექსის ძე ტლაშაძე

1932-1933 არქიმანდრიტი ამბროსი (ალადაშვილი)

1933-1935 იღუმენი ევაგრე (დიასამიძე)

1935-1936 დეკანოზი ბესარიონ ზაქარიას ძე ფურცელაძე

1936-1937 არქიმანდრიტი ამბროსი (ალადაშვილი)

1937-1938 დეკანოზი ხარლამპი ხუციშვილი

მღვდელი იოანე სულხანიშვილი 1786 წელს თბილისში, ცნობილი დეკანოზის -- ზაქარია სულხანიშვილის ოჯახში დაიბადა. წარმოშობით აზნაურთა წოდებას ეკუთვნოდა. მისი მამა ზაქარია და ბაბუა, დეკანოზი იესე დაახლოებული იყვნენ ქართლ-კახეთის სამეფო კართან და მეფეების, თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის კარის ეკლესიის მოძღვრები გახლდნენ. ასეთ სულიერ გარემოში

აღიზარდა მომავალი მოძღვარი და შემდგომში თავადაც იგივე ღვაწლი იტვირთა. პატარა იოანემ წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი მამამისთან ისწავლა, ხოლო ფილოსოფია -- ვეჯინის ლვთაების მონასტრის მღვდელმონაზონ იოსტოსთან (ანდრონიკაშვილი). ფლობდა სალაპარაკო რუსული ენასაც. ხელდასხმამდე, წლების განმავლობაში მეტეხის ეკლესიაში მედავითნედ მსახურობდა. 1811 წელს საქართველოს ეგზარქოსმა ვარლაამმა (ერისთავი) დიაკვნად აკურთხა, 1814 წელს ისევ მეუფე ვარლაამმა მღვდლად დაასხა ხელი და თბილისის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა.

1827 წლის დასაწყისში მეტეხის ეკლესიაში გადაიყვანეს. მღვდელი იოანე 1835 წლის ივნისში გარდაიცვალა. მიღებული ჰქონდა საეკლესიო ჯილდო - სკუფია. მამა იოანე ადრე დაქვრივდა. ჰყავდა ერთი შვილი -დიმიტრი (დაბ. 1818წ.). 

მღვდელი სვიმონ ბასილის ძე გურგენიძე 1790 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა. წარმოშობით აზნაურთა წოდებას ეკუთვნოდა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი მამასთან ისწავლა. არ იცოდა რუსული ენა. 1815 წელს ბერძენმა მიტროპოლიტმა თეოდოსიმ დიაკვნად აკურთხა, 1817 წელს მეუფე თეოდოსიმ მღვდლად დაასხა ხელი და თბილისის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა. 1827 წელს ამავე ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. მღვდელი სვიმონ გურგენიძე იხსენიება მღვდელ ეფრემ ალექსი-მესხიშვილის ჩვენებებში, რომლებიც მან მისცა 1832 წლის შეთქმულების საგამომძიებლო კომისიას. როგორც ჩანს, იგი დაკავშირებული იყო შეთქმულების წევრებთან. მღვდელი სვიმონი 1843 წელს გარდაიცვალა. ჰყავდა შვილები: დეკანოზი მიხეილი (დაბ. 1822წ.) და ალექსანდრე (დაბ. 1824წ.). 


დეკანოზი მიხეილ სვიმონის ძე გურგენიძე 

1822 წლის 30 ოქტომბერს თბილისში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1837-1843 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, სადაც საფუძვლიანი განათლება მიიღო. კარგად ფლობდა რუსულ ენასაც. 1843 წელს მიხეილი დაქორწინდა მელანია გაბრიელის ასულზე (დაბ. 1823წ.), რომელთანაც 1844 წელს ერთი ასული მარიამი შეეძინა. 1843 წლის 10 ოქტომბერში თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა ევგენიმ (ბაჟენოვი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 17 ოქტომბერს მღვდლად დაასხა ხელი და თბილისის მაცხოვრის მირქმის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1845 წლის მიწურულს თბილისის ეკლესიების მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა. ამავე წელს დაქვრივდა. 1848 წელს, როდესაც აღიძრა საკითხი მოსკოვში ქართული საღვთო და საეკლესიო-საღვთისმსახურო წიგნების ბეჭვდისა, მამა მიხეილს, რო-

34-2 საპატრიარქოს უწყებანი N34 11-17 ოქტომბერი, 2012წ გვ.20

ავლაბრის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია (გაგრძელება)

 გორც ქართულის კარგად მცოდნეს, დაევალა კორექტორობა და ამ მიზნით გაიგზავნა მოსკოვში. აქ იგი დაუახლოვდა ქართველ ბატონიშვილებს, საქართველოს უკანასკნელ დედოფალ მარიამს, რომელმაც ჩარიცხა იგი თავის ამალაში. 1850 წელს, დედოფლის გარდაცვალების შემდეგ, დაენიშნა პენსია 400 მანეთის ოდენობით. 1850 წელსვე დაინიშნა ქართული ენის მასწავლებლად მოსკოვის ლაზარევის აღმოსავლეთის ენების ინსტიტუტში და აგრევთვე მოსკოვის კონსტანტინეს სამიჯნაო ინსტიტუტში. 1857 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1859-60 წლებში თან ახლდა ქართველ ბატონიშვილებს საზღვარგარეთ მოგზაურობისას, მათთან ერთად მოიარა ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი და სხვა ქვეყნები. იყო ქველმოქმედი, თავმდაბალი, მოყვარული სამშობლოსი და მამობრივ მზრუნველი რუსეთში მყოფი ქართველი სტუდენტებისა. 1864  წლიდან ითხოვს საქართველოში დაბრუნების ნებართვას. 1868 წლის სააღდგომოდ მამა მიხეილი გაცივდა და ამავე წლის 18 ივლისს მოსკოვში ჭლექით გარდაიცვალა. მოსკოვში მამა მიხეილის დაკრძალვას დაესწრო ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი და პუბლიცისტი ნიკო ცხვედაძე,

ნიკო ცხვედაძე;

რომელიც 1866- 1870 წლებში მოსკოვის სასულიერო აკადემიაში სწავლობდა. მან ჟურნალ „დროებაში“ მცირედი წერილიც გამოაქვეყნა მოძღვრის შესახებ. იგი მოკლედ აღწერს მის ცხოვრებას და საუბრობს მამა მიხეილის დადებით თვისებებსა და სიკეთეზე, რაც მან აღასრულა თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში. აი, რას წერდა იგი: „განსვენებულ დეკანოზ მიხეილ გურგენიძის ხასიათში სხვათა შორის ის იყო შესანიშნავი, რომ მხოლოდ ის ქართველები უყვარდა, რომელიც თავის საქმეს ბეჯითად ეკიდებოდნენ. ამგვარი ყმაწვილისათვის ის თავს არ ზოგავდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ამ გვარად კაცები თავისდროზე გამოსადეგი იქნებიან თავის ქვეყნისათვის. რამდენ ახალგაზრდა ქართველს, სწავლის მიღების მსურველს, კუჭი რომ დასწვია შიმშილისაგან, დაუწყვია სანსალი აქა იქ, რომ, რა არის, შეხუდეს ვისმე კეთილ კაცს და ხელი გაიმართოს. მაგრამ საუბედუროდ ამ გვარი გაჭირვებული ყმაწვილები ერთი კაცის მეტს ძნელად პოულობდნენ, იმისთანა კაცებსა, რომლებსაც თავიანთ ქუეყანა ჰყვარებოდათ და ამისა გამო თავიანთი ქუეყნის კაცებისათვის არაფერი დაეზოგათ. ეს ერთი კაცი იყო განსვენებული დეკანოზი მიხეილ გურგენიძე. ვისაც მოსკოვის უნივერსიტეტში და სასულიერო აკადემიაში შეუსრულებია კურსი, ყველამ იცის ამისი გულკეთილობა და ლტოლვილობა მისდამი, რომ მიუცია შემწეობა შევიწროებული სტუდენტებისათვის. არათუ მოსკოველებს, პეტერბურღის სტუდენტებსაც კი აძლევდა შემწეობას. ბევრჯელ საქართველოში წამოსასვლელად უთხოვნიათ ფული სესხად და ამ ცხონებულს შვიდ-შვიდ თუმნობით და ათ-ათ თუმნობით მიუცია. განსვენებულის მზრუნველობა აქაურ ქართველებზე იქამდინ მიაღწევდა, რომ სტუდენტს სიკვდილის დროსაც ეს უხდებოდა პატრონად. ამის ხელში სამიოდ სტუდენტი მომკვდარა და სამივე ამას დაუმარხავს. აი, ამ მიმართულებისა, მხურვალე სიყვარულის მქონე თავის მამულისადმი, გონიერი მამა აქაური ქართველებისა იყო ის კაცი, რომელიც 18 ივლისს გარდაიცვალა და 21-ს გამოასვენეს ქართველი ბატონიშვილების კარის ეკლესიიდან და გაამგზავრეს დიდი ცერემონიით იმ საიქიოს. დეკანოზი მიხეილი ამ სოფლად მოკვდა; მაგრამ არ მომკვდარა და არც მოკვდება მისი სახელი ჩვენ ყმაწვილ კაცებს შორის. ახალ თაობას მოსდევს იმოდენი ძალი, სიმართლის სიყვარული და ცოცხალი მეხსიერება, რომ მაგ გვარი მიმართულების კაცების სახელი ჩაიბეჭდოს თავის გონებაში და ღირსეულად მოიხსენიოს ხოლმე“.

(გაგრძელება იხ. შემდეგ ნომერში)

35 საპატრიარქოს უწყებანი N35 18-24 ოქტომბერი 2012წ გვ.17

ავლაბრის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია (გაგრძელება)

II ნაწილი

დეკანოზი ესტატე ელიაშვილი

დეკანოზი პლატონ ნიკოლოზის ძე ელიაშვილი 1817 წელს დაიბადა. 1835-1841 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც II ხარისხის დიპლომით დაასრულა. 1841 წლის 6 აგვისტოს საქართველოს ეგზარქოსმა ევგენიმ (ბაჟენოვი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 10 აგვისტოს მღვდლად დაასხა ხელი და ქვემო ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის სახელობის ეკლესიის წინამძლვრად დანიშნა. 1844 წლის 16 სექტემბერს ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1846 წლის 6 სექტემბერს სოფელ ავჭალაში სკოლის გახსნის გამო და ბავშვებისთვის უსასყიდლოდ სწავლებისათვის კვლავ გამოეცხადა მადლობა. 1849 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1850 წლის მაისში თბილისის მაცხოვრის მირქმის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1852 წლის 20 მაისს მღვდელ პლატონ ელიაშვილს, ტაძრის გარემონტების გამო, ნება დართეს ტაძრის კანკელი და ინვენტარი დროებით ფერისცვალების მამათა მონასტერში გადაეტანა. 1854 წელს საეკლესიო საბუთების სარევიზიო კომიტეტის წევრად დაინიშნა. 1855 წლის 17 აპრილს იასამნისფერი სკუფია უბოძეს. 1856 წელს, მისი წინამძლვრობის პერიოდში მოხდა ტაძრის ხელახალი კურთხევა წმინდა მარინეს სახელობაზე. 1860 წლის 14 მაისს ხავერდის კამილავკა ეწყალობა. 1862 წლის 28 აგვისტოს მამა პლატონს სიმსივნით გარდაეცვალა მეუღლე -–– ბარბარე, რომელიც იმ დროს 35 წლისა იყო. 1864 წლის 25 აპრილს იგი სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1868 წლის 1 იანვარს მამა პლატონი თბილისის საქალაქო სასამართლოში სასულიერო მსაჯულად დაინიშნა. 1868 წლის 28 აგვისტოს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1874 წლის 30 აპრილს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. დეკანოზი პლატონი, სავარაუდოდ, XIX საუკუნის 80-იან წლებში გარდაიცვალა. დეკანოზი ესტატე პლატონის ძე ელიაშვილი (იხ. მასზე სტატია გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანში“ 2008წ, N38); 

დეკანოზი სოლომონ შოშიაშვილი;

დეკანოზი სოლომონ ანდრიას ძე შოშიაშვილი  (იხ. მასზე სტატია გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანში“ 2011წ. N3); 

35-1  საპატრიარქოს უწყებანი N35 18-24 ოქტომბერი 2012წ გვ.18

ავლაბრის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია (გაგრძელება)

დეკანოზი პლატონ ნიკოლოზის ძე ელიაშვილი 1817 წელს დაიბადა. 1835-1841 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც II ხარისხის დიპლომით დაასრულა. 1841 წლის 6 აგვისტოს საქართველოს ეგზარქოსმა ევგენიმ (ბაჟენოვი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 10 აგვისტოს მღვდლად დაასხა ხელი და ქვემო ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის სახელობის ეკლესიის წინამძლვრად დანიშნა. 1844 წლის 16 სექტემბერს ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1846 წლის 6 სექტემბერს სოფელ ავჭალაში სკოლის გახსნის გამო და ბავშვებისთვის უსასყიდლოდ სწავლებისათვის კვლავ გამოეცხადა მადლობა. 1849 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1850 წლის მაისში თბილისის მაცხოვრის მირქმის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1852 წლის 20 მაისს მღვდელ პლატონ ელიაშვილს, ტაძრის გარემონტების გამო, ნება დართეს ტაძრის კანკელი და ინვენტარი დროებით ფერისცვალების მამათა მონასტერში გადაეტანა. 1854 წელს საეკლესიო საბუთების სარევიზიო კომიტეტის წევრად დაინიშნა. 1855 წლის 17 აპრილს იასამნისფერი სკუფია უბოძეს. 1856 წელს, მისი წინამძლვრობის პერიოდში მოხდა ტაძრის ხელახალი კურთხევა წმინდა მარინეს სახელობაზე. 1860 წლის 14 მაისს ხავერდის კამილავკა ეწყალობა. 1862 წლის 28 აგვისტოს მამა პლატონს სიმსივნით გარდაეცვალა მეუღლე  ბარბარე, რომელიც იმ დროს 35 წლისა იყო. 1864 წლის 25 აპრილს იგი სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1868 წლის 1 იანვარს მამა პლატონი თბილისის საქალაქო სასამართლოში სასულიერო მსაჯულად დაინიშნა. 1868 წლის 28 აგვისტოს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1874 წლის 30 აპრილს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. დეკანოზი პლატონი, სავარაუდოდ, XIX საუკუნის 80-იან წლებში გარდაიცვალა. დეკანოზი ესტატე პლატონის ძე ელიაშვილი (იხ. მასზე სტატია გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანში“ 2008წ, N38); დეკანოზი სოლომონ ანდრიას ძე შოშიაშვილი (იხ. მასზე სტატია გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანში“ 2011წ. N3);

დეკანოზი მიხეილ ბერძენიშვილი;

დეკანოზი მიხეილ ბერძენიშვილი 1841 წელს ცნობილი სასულიერო მოღვაწის, დეკანოზ გიორგი ბერძენიშვილის (შემდგომში დავით გარეჯისა და ხირსის მონასტრების წინამძღვარი, არქიმანდრიტი გრიგოლი. გარდაიცვალა 1869 წლის 5 ივლისს. დასაფლავებულია ხირსის მონასტერში) ოჯახში დაიბადა. 1864 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1864 წლის 26 ივნისს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) იგი დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და დუშეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. 1866 წლის 15 იანვარს დუშეთის სამხედრო ჰოსპიტალში საეკლესიო წესების უსასყიდლოდ შესრულებისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1868 წლის 23 იანვარს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1869 წლის 10 თებერვალს კავკასიის სასწავლო ოლქის ხელმძღვანელობამ დუშეთი-თიანეთის ორკლასიანი სკოლის საღვთო სჯულისა და ქართული ენის მასწავლებლად დაადგინა. 1871 წლის 31 მარტს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ დუშეთის მაზრის III ოლქის მთავარხუცესის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. 1872 წლის 24 ნოემბერს, ოლქის სამღვდელოების თხოვნით, კვლავ გაუგრძელეს უფლებამოსილება. 1873 წლის 27 დეკემბერს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის გადაწყვეტილებით დუშეთის სანთლის ქარხნის მმართველად დაადგინეს. 1874 წლის 2 ნოემბერს დამტკიცდა მთავარხუცესის თანამდებობაზე. 1875 წლის 2 აგვისტოს სკოლაში ერთგული და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1873 წლის 3 აპრილს სკუფია უბოძეს. 1876 წლის 6 ნოემბერს, კავკასიის არმიის მთავარი კაპელანის თხოვნით, საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ მამა მიხეილი დუშეთის სამხედრო ჰოსპიტლის კაპელანად დანიშნა, სადაც უსასყიდლოდ აღასრულებდა საეკლესიო წესებს. 1874 წელს დუშეთის საზოგადოებისა და მრევლის ძალისხმევით დააარსდა ქალთა სასწავლებელი, სადაც მამა მიხეილს დაევალა საღვთო სჯულის, ქართული ენისა და მართლწერის სწავლება. 1879 წლის 13 მარტს რუსეთ-თურქეთის ომში (1877-1878წწ.) დაჭრილი ჯარისკაცებისათვის აღმოჩენილი სულიერი შემწეობისათვის წითელი ჯვრის საზოგადოებამ სამახსოვრო ჯვრით დააჯილდოვა. 1881 წლის 12 აპრილს კამილავკა ეწყალობა. 1884 წლის 12 იანვარს გადადგა მთავარხუცესობიდან. 1885 წლის ივლისს, დუშეთის ახალი ეკლესიის მშენებლობაში შეტანილი წვლილისათვის საქართველოს ეგზარქოსმა პავლე (ლებედევი)მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა.

     მამა მიხეილი წლების განმავლობაში ერთგულად მსახურობდა სამხედრო კაპელანად და ამისათვის სამხედრო უწყებიდან რამდენჯერმე გამოეცხადა. 1890 წლის თებერვლიდან დეკემბრის ჩათვლით დროებით ასრულებდა მთავარხუცესის მოვალეობას. 1891 წლის 08 მარტს დუშეთის განყოფილების სახალხო სასამართლოს თხოვნით საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) მწყემსმთავრული მადლობა დამოუცხადა. 1891 წლის 20 ოქტომბერს  აირჩიეს თავჯმდომარედ და ხაზინდარად იმ კომიტეტისა, რომელიც აგროვებდა შემოწირულობას რუსეთის შიდა გუბერნიებში მცხოვრები მშიერი მოსახლეობისათვის. 1893 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1897 წლის 01 თებერვალს მღვდელი მიხეილი თბილისის წმიდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად. 


1899 წლის 03 თებერვალს მამა მიხეილი წმიდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1900 წლის 06 მაისს მიენიჭა დეკანოზის წოდება. დეკანოზი მიხეილი 1902 წლის 18 ივლისს გარდაიცვალა. იგი 20 ივლსს ავლაბრის წმიდა მარინეს სახელობის ეკლესიის გალავანში დაკრძალეს.


დეკანოზ მიხეილს ჰყავდა მეუღლე ნინო გრიგოლის ასული (დაბ. 1847წ.) და შვილები: მიტროფანე (გარდაიცვალა ადრე, დარჩა მეუღლე ბარბარე და ორი ასული: თამარი და ევგენია), გალაქტიონი (დაბ. 1872წ. მუშაობდა თბილისის გუბერნიის ხაზინაში), ნკოლოზი (დაბ. 1857წ.), ირაკლი (დაბ. 1884წ.), ეფემია (დაბ. 1881წ.).

35-2 საპატრიარქოს უწყებანი N35 18-24 ოქტომბერი 2012წ გვ.19

ავლაბრის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია (გაგრძელება)


გარდა საკუთარი შვილებისა, მამა მიხეილი ზრდიდა სამ ობოლ ბავშვსაც, რომლებსაც კარგი განათლება მიაღებინა და გზაზე დააყენა: მარიამი (დაბ. 1879წ.), პეტრე (დაბ. 1884წ.) და გიორგი (დაბ. 1886წ.).


დეკანოზი ლაზარე ტურიაშვილი 1845 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ ტიბაანში, მღვდელ ალექსი და სიდონია ტურიაშვილების ოჯახში დაიბადა. 1867 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია პირველი ხარისხის დიპლომით. 1868 წლის 28 იანვარს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 1 თებერვალს მღვდლად დაასხა ხელი და სიღნაღის წმინდა სტეფანე პირველდიაკონის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. 1868 წლის 17 თებერვალს სიღნაღის სამაზრო სასწავლებელში საღვთო სჯულისა და ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა. 1868 წლის 19 სექტემბერს ეგზარქოსმა ევსევიმ დაავალა სიღნაღის მთავარანგელოზთა სახელობის ახალი ეკლესიის მშენებლობის კომიტეტის თავმჯდომარეობა. 1869 წლის 22 მაისს ბოდბის 2 მონასტერში ახალი სამრეკლოს მშენებლობის ხელმძლვანელობაც მას დაეკისრა. 1870 წლის 20 ივნისს თელავი-სიღნაღის მაზრისა და ზაქათალის ოლქის სამღვდელოებამ მამა ლაზარე სამი წლის ვადით აირჩია საეპარქიო კრების თავჯდომარედ. 1871 წლის 31 ოქტომბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1872 წლის 14 ივლისს ეგზარქოსმა ევსევიმ დედაეკლესიაში, სასულიერო სასწავლებელსა და სიღნაღის სახალხო სასამართლოში ოთხწლიანი ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1873 წლის 22 თებერვლიდან 14 მარტამდე ერთი თვით ასრულებდა სიღნაღის სამაზრო სასწავლებლის ზედამხედველის მოვალეობას. 1876 წლის 1 ივლისს ამიერკავკასიის სასწავლო კომიტეტის ხელმძღვანელობის თხოვნით მღვდელი ლაზარე თბილისში გადმოიყვანეს და ამიერკავკასიის პედაგოგიური სემინარიის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს. 1880 წლის 20 მარტს სკუფია უბოძეს. 1881 წლის 30 აგვისტოს გორში გაიხსნა წმინდა ანასტასიას სახელობის ქალთა პროგიმნაზია, სადაც ამავე წლის 13 ოქტომბერს მამა ლაზარე საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. მანამდე კი, გიმნაზიის გახსნაზე მან ვრცელი ქადაგებით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ისაუბრა სკოლის დადებითი მნიშვნელობის შესახებ მომავალი თაობებისთვის. ქადაგებას გთავაზობთ შემოკლებით: „მამანო და დედანო! განხორციელდა დიდი ხნის სურვილი და დაგვირგვინდა დიდი ხნის დაწყობილი საქმე! ახლა რა განხორციელდა და დაგვირგვინდა? მკითხავთ მე, დედანი და მამანი აქ შეკრებილთ ყრმათანი. განხორციელდა სურვილი გორის ქალაქის მცხოვრებთა და არა თუ მარტო გორის ქალაქის მცხოვრებთა, არამედ მთელის მის მაზრისა: მოსწრებოდნენ ქალების სასწავლებელს, რომელშიაც გამოზრდილიყვნენ დედები ზნეობითნი, ზრდილნი და განათლებულნი. დასრულდა საქმე ამა სასწავლებლის გახსნისა -- გახსნა პროგიმნაზიისა. დიდად ბედნიერ არიან მშობელნი, რომლების ყრმებიც სწავლობენ მათ თვალწინა, მაგრამ ასჯერ ბედნიერ არიან ყრმანი - წულნი, რომელნიც შემდეგ სასწავლებლიდგან წასვლისა ჩაეხუტებიან რა დედის უბესა, გაშლიან მათ წინ თავიანთ სიხარულსა და ნაღველსა, თავიანთ მასწავლებლებთაგან დაგურგულებასა და რისხვასაცა, ამიტომ, რომ ყრმანი წულნი, თავიანთის პირდაპირის და დაუფარველის ხასიათითა ვერ დაფარვენ ვერა რაიმეს, თვით მასწავლებლის დაძრახვასაცა თუ ქებასა, და მშობელნიც მცოდნელნი თავიანთი შვილის წრფელის პირდაპირის ხასიათისა, მოექცევიან მათ თანახმად მათის ხასიათისა, მისცემენ მათ შესაბამს მათდამი დარიგებას, ყვედრებას, სწავლას, დაგურგულებასა და წაქეზებასა, რომელნიც მოუტანენ მათ დიდს სარგებლობას. აბა, ვიფიქროთ, დედანო და მამანო, რა უდრო უსაჭიროეს არს ამა საუკუნეში შემდეგ ამისა, როდესაც ნებით აწ განსვენებულის ღვთისადმი ხელმწიფისა, ყველა წოდებანი გაერთიანებულ არიან უფლებებში და ყველა წოდებათ ღია აქვთ კარი ყველანაირის სასწავლებლებისა და ყველა თანამდებობისა? რის მანქანაა ეხლა აზნაურობა, თავადობა, მღვდლობა და მოქალაქობა გაუნათლებლათ? რას მომცემს მე აზნაურობა, როდესაც არ ვიცი, თუ როგორ მოვიქცე საზოგადოებაში, როგორ ვიცხოვრო და არ მაქვს გასწორებული არც ხასიათი, არც ზნეობა, არ ვიცი უბრალო კანონნი საზოგადო და საკუთარის ცხოვრებისანი! ღმერთი ჩვენ გვასაჩუქრებს ყრმებითა, აძლევს მათ ჭკუას, გულს და ნებას. მაგრამ მათი ჭკუის განათლება, მათი გულის გაკეთილშობილება და მათი ნების დამოუკიდებლობაზედ დამტკიცება არის ჩვენი პირდაპირი ვალდებულება. ჩვენ ყველანი ქრისტიანენი ვართ შემდგომნი ქრისტეს სწავლებისა. მოიგონეთ ქრისტე, მისი სწავლა, თუ რა მნიშვნელობას აძლევდა ის დედაკაცსა, იმან პირველმან გამოიყვანა დედაკაცი საასპარეზო ადგილზედ, მისცა მას უფლება და ხმა საზოგადო ცხოვრებაში და მოქმედებაში და არა უმიზეზოდ. აბა, აიღეთ საზოგადო ისტორია და გაშინჯეთ, რომელი ქალი ხელმწიფეთაგანი განაგებ-

35-3  საპატრიარქოს უწყებანი N35 18-24 ოქტომბერი 2012წ გვ.20

ავლაბრის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია (დასასრული)

და სახელმწიფოსა. აიღეთ თამარ მეფეს ცისკარი და დიდება საქართველოსი. ვინ განანათლა ჩვენი მხარე და მით აღამაღლა ქართველთ ხასიათი და ზნეობა, თუ არა ქართველთ განმანათლებელმა მოციქულთა სწორმა ნინომ? ან რით არიან მამაკაცებზე ნაკლებ ნინოს მოგზაურნი რიფსიმე და გაიანე, რომელნიც ესრეთ პატივცემულ არიან

სომხებისაგან? არა დედაკაცთ გამხნევებით იბრძოდნენ განა ჩვენი წინაპარნი მამაკაცნი, როდესაც ისინი იდგნენ ყარაულად და ხელში იარაღით იცავდნენ მამულს მტერთ ხელიდგანა? მაშ, ვილოცოთ, რომ ღმერთმა მოგვცეს ესრეთი დედანი, რომ ეს ქალნი შეიქმნენ იმნაირ დედებათ, რომლებიც ჩაუნერგავენ თავიანთ შვილებს მამულის სიყვარულსა და ერთგულებასა. პატივი და ერთგულება სარწმუნოებისა და ეკლესიისა, რომლისთვისაც ესრეთ ერთგულად იბრძოდნენ ჩვენნი მამანი და დედანი, პაპანი და დედის-დედანი, პაპის-პაპანი და ბებიის დედანი. დასასრულს, მე არ შემიძლიან არ გადაუხადო გულითადი მადლობა დიდათ პატივსაცემ ჩვენს ბატონ დ. დ. სემიონოვს მასზედა, რომელ მან პირველად განიზრახა გორში საქალებო პროგიმნაზიის გახსნა, ეცადა ამ აზრის განხორციელებასა და კიდეც განახორციელა. არ შემიძლიან არ გადაუხადო გულითადი მადლობა ამა ყრმების პირითა, თვით ქ. გორის საზოგადოებას მასზედა, რომ თუმცა გორი პატარა ქალაქია, თუმცა მისი მცხოვრებლები არ არიან ძლიერ მდიდარნი, თუმცა მისი შემოსავალი ძლიერ მცირეა, მაინც გორის საზოგადოებამ გამოიჩინა ისეთი გულმხურვალეობა, რომ დაადგინა ყოველწლივ პროგიმნაზიისათვის შეწირვა ათას ათასი მანეთისა. მაშ, იყოს კურთხეულ სახელი უფლისა“. 1884 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1888 წლის 22 იანვარს და 1890 წლის 20 იანვარს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) სასულიერო ხარისხში ოცწლიანი თავდადებული სამსახურისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1890 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. დეკანოზ ლაზარე ტურიაშვილს გორის წმინდა ანასტასიას სახელობის ქალთა პროგიმნაზიაში მოღვაწეობის პერიოდში მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა (ცვნობილ პედაგოგთან და საზოგადო მოღვაწესთან, იაკობ გოგებაშვილთან, რომელსაც ხშირად მიმართავდა რჩევებისათვის. იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მის დამსახურებას პედაგოგიკაში, მის მსოფლმხვედელობასა და სასწავლო მეთოდიკას. მოსწონდა მის მიერ დაწყებითი კლასებისთვის შედგენილი ქართული და რუსული ენის სახელმძღვანელოები. შემორჩენილია რამდენიმე წერილი, სადაც მამა ლაზარე დიდი სიყვარულით მოიკითხავს ცნობილ პედაგოგს: „ძმაო იაკობ! მოგიკითხამ ძმოობრივის სიყვარულით და ვსთხოვ თქვენს წარმატებას. თქვენის წერილის პასუხი აგერ გახლამს და მე რაღა მოგწეროთ მეორეთ პასუხები; მხოლოდ დაუმატებ, რომ უკეთუ ბავშვები ეტანებიან ამ სახელმძღვანელოს არა იმიტომ, რომ მარტო კარგად არის შედგენილი, არამედ იმიტომ უფრო, რომ ქართულ კალაპოტზედ არის გამოჭრილი და ქართული ცხოვრებიდგან არის მისი მასალა აღებული; და ეს უკანასკენლი, ჩემის აზრით, უფრო უსაჭიროესია და პედაგოგიური, სხვაფრივ ბავშვები რუსულს ენას ვერ შეიგნებენ თუ არ მშობლიურის საშუალებით. სხვებრ ვარ მშვიდობით. ამ წერილს ვატან ჩემს შვილს, უფროსსა გიმნაზიელს კოტე ტურიაშვილს. მე არ მეცალა, რომ მენახეთ. თქვენი ძმა და მეგობარი, მლვდელი ლაზარე ტურიაშვილი. 19 დეკემბერი, 1892წ. ქ. გორი“.

1894 წლის აპრილში მამა ლაზარე თბილისის სასულიერო სემინარიის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა და მაისში დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1898 წლის 28 ნოემბერს ერევნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს და ერევნის გუბერნიის II ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს. 1899 წლის 3 თებერვალს წმინდა ანას'III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1902 წლის 25 ივლისს ავლაბრის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. დეკანოზი ლაზარე 1907 წელს პენსიაზე გავიდა. გარდაიცვალა 1929 წლის 17 აპრილს. მეორე დღეს მისი ცხედარი კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე დაკრძალეს. დეკანოზ ლაზარეს ჰყავდა მეუღლე -- ეკატერინე დიმიტრის ასული (დაბ. 1854წ.6) და შვილები: ალექსანდრა (დაბ. 1871წ.), კონსტანტინე (დაბ. 1872წ., დაამთავრა მოსკოვის წმინდა ლაზარეს სახელობის ინსტიტუტი), ალექსანდრე (1878-1905წწ.), თამარი (დაბ. 1880წ.), ნიკოლოზი (დაბ. 1882წ.), მიხეილი (დაბ. 188ვწ.), იოანე (1885-1915წწ. პროფესიით ინჟინერი) და ნადეჟდა (დაბ. 1886წ.).

(გაგრძელება იხ. შემდეგ ნომერში)

36 საპატრიარქოს უწყებანი N36 25-31 ოქტომბერი, 2012წ გვ.17

ავლაბრის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია (გაგრძელლება)

III ნაწილი

მღვდელი ზაქარია (შაქრო) მიხეილის ძე გულისაშვილი (იხ. მასზე სტატია გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანში“ 2008წ. N37);


დეკანოზი იაკობ გრიგოლის ძე ტატიშვილი 1868 წელს გორის მაზრაში, სოფელ მარანში აზნაურის ოჯახში დაიბადა. 1886-1890 წლებში იაკობი გორის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1890 წლის დეკემბერში ქ. ელიზავეტოპოლის (ახლანდელი განჯა) წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. ამ პერიოდში იაკობი და- ქორწინდა ნინო ეფრემის ასულ ონიაშვილზე, რომელთანაც 6 შვილი შეეძინა: გიორგი (დახვრიტეს 1937 წელს), თამარი, ირაკლი, სოფიო, მიხეილი, ელენე. 1892 წლის 25 მარტს თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) მედავითნე იაკობი დიაკვნად აკურთხა და ისევ ელიზავეტოპოლის ეკლესიაში დაადგინა. 1895 წელს დიაკონი იაკობი ბორჯომის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში განამწესეს. 1899 წლის 1  ივნისს მღვდლად დაასხეს ხელი და ბაკურიანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1902 წლის 22 ივნისს საგვერდულით დაჯილდოვდა, ხოლო 1909 წლის 23 აპრილს სკუფია უბოძეს. 1914 წლის 31 იანვარს მღვდელი იაკობი თბილისის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადმოიყვანეს. 1916 წლის 20 მაისს კამილავკა ეწყალობა. XX საუკუნის 20-იან წლებში ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მი

36-1  საპატრიარქოს უწყებანი N36 25-31 ოქტომბერი, 2012წ გვ.18

ავლაბრის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია (გაგრძელლება)

ენიჭა. მამა იაკობი 17 წელი ერთგულად და პატიოსნად ემსახურებოდა წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიას. მის წინამძლვრობაში მოხდა ტაძრის დარბევა და შევიწროება კომუნისტური ხელისუფლების მიერ. 1930, წელს ჯანმრთელობის გაუარესების გამო, უარი თქვა ტაძრის წინამძღვრობაზე და პენსიაზე გავიდა. დეკანოზი იაკობი 1941 წლის 14 ივლისს გარდაიცვალა. დასაფლავებულია თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე. დეკანოზი იაკობ ტატიშვილი;


დეკანოზი ლევან ალექსის ძე ტლაშაძე (მასზე სტატია იხ. გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანში“, 2008წ. N37); არქიმანდრიტი ამბროსი (ალადაშვილი, მასზე სტატია იხ. გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანში“, 2008წ. N 27);


დეკანოზი ბესარიონ ზაქარიას ძე ფურცელაძე 1866 წელს სიღნაღის მაზრის სოფელი ვეჯინში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. მამამისი -- ზაქარია მედავითნედ მსახურობდა. 1888 წელს ბესარიონმა დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია პირველი ხარისხის დიპლომით. 1888 წლის სექტემბერში სოლოლაკის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძართან არსებულ სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1889 წლის 11 იანვარს საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) თბილისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაადგინა. 1896 წლის 6 დეკემბერს საქართველოს ეგზარქოსასსა მა ვლადიმერმა (ბოგოივლენსკა დიაკვნად .. აკურთხა, ხოლო ამავე წლის 8 დეკემბერს მღვდლად დაასხა ხელი და საინგილოში, კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეორე მღ-ვდლად განამწესა. 1897 წლის 28 ოქტომბერს მამა ბესარიონი კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების ბრძანებით კახის ქალთა სამრევლო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1900 წლის 10 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1904 წლის 28 მარტს სკუფია უბოძეს. 1904 წლის 1 მაისს კახის ნორმალური სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაამტკიცეს. 1904 წლის 23 ივნისს კახის ეკლესიის წინამძღვრად და საინგილოს ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1905 წლის 28 სექტემბერს ზაქათალის სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად განამწესეს. 1907 წლის 26 მარტს საქართველოს ეგზარქოსმა ნიკონმა (სოფისკი) ზაქათალის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანა და 1907 წლის 26 ივნისს ისევ დაამტკიცა მთავარხუცესად. 1908 წლის 29 მარტს სამთავარხუცესო ოლქის საბჭოს თავჯდომარედ დაინიშნა. 1908 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1909 წელს სიღნაღის მაზრაში მცხოვრებმა ძმებმა ტურიაშვილებმა წინადადებით მიმართეს წერაკითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომ თუ საზოგადოება თავის თავზე აიღებდა და ინგილო მუსლიმანებისთვის ზაქათალაში სკოლას დააარსებდა, ისინი ყოველ წელს 100 მანეთს ჩაურიცხავდნენ აღნიშნულ სკოლასყ ადგილობრივ ინტელიგენციას დიდი ხნით ადრე ჰქონდა განზრახული ამ საქმის განხორციელება, მაგრამ რცხვენოდა, რადგან მთელ საინგილოში იმ პერიოდში ერთი კაციც არ იყო წერაკითხვის საზოგადოებაში გაწევრიანებული. ამ საქმეში ადგილობრივ ინტელიგენციას დახმარება გაუწია მამა ბესარიონმა. მან ითავა წევრების გამოძებნა და დიდი გულმოდგინებით შეუდგა მუშაობას. ცოტა ხანში მან 20-მდე ადამიანი გამოარჩია, რომლებიც შემდგომში წერა-კითხვის საზოგადოებისათვის უნდა წარედგინათ. 1910 წლის 24 მაისს მღვდელი ბესარიონი ზაქათალის ოლქის სამზრუნველოს დირექტორად აირჩიეს. 1916 წლის 6 მაისს იგი სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1917 წლის 8-17 სექტემბერს მღვდელი ბესარიონი პირველ საეკლესიო კრების მუშაობას ესწრებოდა, როგორც საინგილოს ოლეის მთავარხუცესი. XX საუკუნის 10-იანი წლების ბოლოს დეკანოზის წოდება მიენიჭა. XX საუკუნის 20-იანი წლების მიწურულს, ჰერეთის ოლქში ყველა მოქმედი ტაძრის დახურვისა და სამღვდელოების გამოდევნის გამო, მამა ბესარიონი იძულებული გახდა ქ. თბილისში გადმოსულიყო საცხოვრებლად. 1935-1936 წლებში იყო თბილისის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი.

36-2 საპატრიარქოს უწყებანი N36 25-31 ოქტომბერი, 2012წ გვ.19

ავლაბრის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია (გაგრძელლება)


 სიცოცხლის უკანასკნელი წლები მამა ბესარიონმა სიონის საპატრიარქო ტაძარში გაატარა. XX საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) თავის წერილში მას ცოცხალთა შორის იხსენიებს. 1940 წლის ბოლოსა და 1941 წლის დასაწყისში (იანვარი) სიონის ტაძარში შეწყდა ღვთისმსახურება. ამის შესახებ გულისტკივილით წერდა უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანს კ. ჩარკვიანს „ერთადერთ მოქმედ საკათედრო ტაძარში, ისიც სიონში, შეწყდა მღვდელმთავრული ღვთისმსახურება იმის გამო, რომ კათედრა იგი ღარიბია. გადაჭარბებული დაბეგვრის გამო თავი ვერ გაიტანა... თუ გადასახადები არ შემცირდა, ღვთისმსახურნი დაანებებენ თავს სამსახურს და სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქს მოესპობა შესაძლებლობა მისი პატივის შესაფერისად შეასრულოს ღვთისმსახურება“. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასახადები გაუორმაგეს სიონში მოსამსახურე სასულიერო პირებს: ბესარიონ ფურცელაძეს, სიმონ მონასელიძეს, დავით გარსიაშვილს, მიხეილ მახათაძეს, ევაგრე დიასამიძეს. ფინსახკომის წარმომადგენელი ვ. კაჭარავა უწმინდესსა და უნეტარეს კალისტრატეს ცინიკური ტონით ატყობინებდა, რომ არსებული კანონი ითვალისწინებდა მიმდინარე გადასახადის ჩამოწერას იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე მოქალაქე შეწყვეტდა თავის საქმიანობას (ე.ი “ დაანებონ თავი მღვდლობასო). 1945 წლის 12 აპრილს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე საკათოლიკოსოში არსებულ მოქმედ ეკლესიათა და მღვდელმთავართა სიას უგზავნის სსრკ-ის სახკომსაბჭოსთან არსებულ მართლმადიდებელი ეკლესიის საბჭოს რწმუნებულს საქართვე ლოში კონსტანტინე ქადაგიშვილის. აღნიშნულ სიაში მოქმედი სამღვდე-ლოების რიგებში აღარ იხსენიება დეკანოზი ბესარიონ ფურცელაძე. სავარაუდოდ, იგი ომის პერიოდში გარდაიცვალა. მამა ბესარიონი ადრე დაქვრივდა და შვილები არ ჰყავდა. კახის ქალთა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, 1904 წელი. ცენტრში ზის: მღვდელი ბესარიონ ფურცელაძე ცოცხლის უკანასკნელი წლები მამა ბესარიონმა სიონის საპატრიარქო ტაძარში გაატარა. XX საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) თავის წერილში მას ცოცხალთა შორის იხსენიებს. 1940 წლის ბოლოსა და 1941 წლის დასაწყისში (იანვარი) სიონის ტაძარში შეწყდა ღვთისმსახურება. ამის შესახებ გულისტკივილით წერდა უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანს კ. ჩარკვიანს „ერთადერთ მოქმედ საკათედრო ტაძარში, ისიც სიონში, შეწყდა მღვდელმთავრული ღვთისმსახურება იმის გამო, რომ კათედრა იგი ღარიბია. გადაჭარბებული დაბეგვრის გამო თავი ვერ გაიტანა... თუ გადასახადები არ შემცირდა, ღვთისმსახურნი დაანებებენ თავს სამსახურს და სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქს მოესპობა შესაძლებლობა მისი პატივის შესაფერისად შეასრულოს ღვთისმსახურება“. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასახადები გაუორმაგეს სიონში მოსამსახურე სასულიერო პირებს: ბესარიონ ფურცელაძეს, სიმონ მონასელიძეს, დავით გარსიაშვილს, მიხეილ მახათაძეს, ევაგრე დიასამიძეს. ფინსახკომის წარმომადგენელი ვ. კაჭარავა უწმინდესსა და უნეტარეს კალისტრატეს ცინიკური ტონით ატყობინებდა, რომ არსებული კანონი ითვალისწინებდა მიმდინარე გადასახადის ჩამოწერას იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე მოქალაქე არქიმანდრიტი ევაგრე (დიასამიძე) იღუმენი ევაგრე (დიასამიძე, მასზე სტატია იხ. გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანში“, 2007წ. M13);


დეკანოზი ხარლამპი ხუციშვილი 1870 წელს სიღნაღის მაზრაში, სოფელ ყვარელში, ცნობილ დეკანოზ ნიკოლოზ ხუციშვილის ოჯახში დაიბადა. მამამისი, დეკანოზი ნიკოლოზი თითქმის მთელი ნახევარი საუკუნე ერთგულად ემსახურებოდა ყვარლის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარს და მის სამრევლოს. იგი დაბადებილი იყო XIX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში. 1855/56 წლებში თბილისის სასულიერო სემინარია დაასრულა და ამავე წელს მიიღო სამღვდელო ხარისხი. მოღვაწეობდა მშობლიურ სოფელში. დედაეკლესიაში თავდადებული და პატიოსანი სამსახურისათვის უმაღლესი საეკლესიო მმართველობისაგან მიღებული ჰქონდა სხვადასხვა სახის ჯილდო: 1866 წელს სკუფია, 1889 წელს დეკანოზის წოდება, 1899 წელს წმინდა ანას II ხარისხის ორდენი. 1862 წლიდან მამა ნიკოლოზი იყო თელავის მაზრის II ოლქის მთავარხუცესი. ამ პოსტზე მან ზუსტად 40 წელი იმსახურა. 1902 წლის 12 დეკემბერს სიბერის გამო უარი თქვა მთავარხუცესობაზე. დეკანოზი ნიკოლოზი 1904 წლის 20 მაისს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ამავე წელს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა პატარა ნეკროლოგი, სადაც მისი საეკლესიო მოღვაწეობა დადებითად არის შეფასებული. „20 ამ მაისს გარდაიცვალა მოხუცი და მთლად კახეთში სახელგანთქმული ყვარლის ბლაღოჩინი, დეკანოზი ნიკოლოზ ხუციშვილი. განსვენებული იყო ძველ სემინარიელთაგანი და მეტად თავისებური ხასიათის ადამიანი. მის დიდად ხანგრძლივ ბლაღოჩინობაში არც მღვდელი, არც დიაკონი არ „გაფუჭებულა“ მისი ხელითო, ამბობენ ყველანი. იგი იყო მოწესრიგე მთელი ალაზანგაღმა მხრისა, მტკიცედ იცავდა და ესარჩლებოდა სამღვდელოებას მთავრობის წინაშე, ამასთან, თავისებურად

36-3საპატრიარქოს უწყებანი N36 25-31 ოქტომბერი, 2012წ გვ.20

ავლაბრის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია (დასასრული)

სტუქსავდა და ამხელდა უწესოდ მოქმედთ წინაშე თვისსა და თანამოძმეთა. ამიტომაც მის საბლაღოჩინოში „მღვდლები ერთმანეთს არ უჩიოდნენ სასულიერო მთავრობასთან და არ სწეწდნენ ერთმანეთს „დანოსებით“, ეს სენი კი, საუბედუროდ, სხვაგან ჩვენში საზოგადოა. განსვენებული მეტად მშვენიერი კილოთი კითხულობდა სახარებას, „ტარასი არქიმანდრიტისგან შევისწავლეო“ (საუბარია ცნობილ კალიგრაფსა და სასულიერო მოღვაწეზე, ქვთახევის მონასტრის წინამძღვარზე, ტარასი ალესი-მესხიშვილზე, წმინდა ანტონ II კათოლიკო- სის ნათლულზე, რომელმაც არაერთი ღვაწლმოსილი მოძღვარი გაზარდა -– გ.მ.), –– იტყოდა ხოლმე. სასოებით სწირავდა და ლოცულობდა ხოლმე და, ამასთან, მუდამ ზეპირად და მშვენიერის ქართულით ამბობდა ხოლმე მოკლედ, მაგრამ ღრმა აზროვან ქადაგებას. იგი მართლა რომ ამშვენებდა დიდებულ ყვარლის ნათლისმცემლის ეკლესიას, აგებულს თავად ჭავჭავაძეთა მიერ და სათუთად შემკულს ნ. ზ. ჭავჭავაძის მიერ (დაღესტნის გუბერნატორი) ქართველ წმიდათა ხატებით, ნახატით პარიზსა და პეტერბურგს საუკეთესო მხატვართაგან. განსვენებული საქართველოს საეპარქიო კრებამ 1893 წელს ამოირჩია თავის თავჯდომარედ, წინააღმდეგ სახელოვან დეკანოზ იუნიცკისა. იგი სცხოვრობდა მეტად უბრალოთ და უანაგროდ, იმიტომ ნივთიერად არა დასტოვა რა, თუმცა 48 წელი ემსახურებოდა ეკლესიას. საუკუნოთ იყოს ხსენება შენი, პატიოსანო ქართველო მოძღვარო!“. ასეთ ტრადიციულ და ქართულ ოჯახში დაიბადა და აღიზარდა მომავალი მოძღვარიც. პატარა ხარლამპი მამამისმა თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. 1890 წელს იგი ბოდბისხევის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1891 წლის აპრილში ბოდბისხევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს და სამრევლო-საეკლესიო სკოლის ჩამოყალიბება დაევალა. 1896 წლის 4 ივლისს ყვარლის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაადგინეს. 1903 წლის 13 ივნისიდან არტაანის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ეკლესიაში, ხოლო 1904 წლის 20 თებერვლიდან შულავერის სამრევლოშია. 1904 წლის 14 მარტს თავისი თხოვნით გათავისუფლდა შულავერის ეკლესიიდან. 1904 წლის 10 ივლისს ხარლამპი დიაკვნად აკურთხეს და ბორჯომის სასაფლაოს წმინდა ოლღას სახელობის ეკლესიაში განამწესეს. 1904 წლის 26 ოქტომბერს ბორჯომის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს და ამავე წლის მიწურულს მღვდლად დაასხეს ხელი. XX საუკუნის 10-იანი წლებში თბილისში, ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში დიაკვნის შტატში დაადგინეს. 1913 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა. 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, მამა ხარლამპი ფრონტზე წავიდა და სამხედრო კაპელანად მსახურობდა. 1916 წლის 23 აპრილს სკუფია უბოძეს. 1917 წელს საქართველოში დაბრუნდა და ისევ კუკიის ეკლესიაში დაინიშნა. XX საუკუნის 10-იანი წლების ბოლოს დედოფლისწყაროს წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა და სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში მამა ხარლამპი თავისი თხოვნით მცხეთა-თბილისის ეპარქიაში გადმოიყვანეს და თბილისის ერთ-ერთ ტაძარში დაინიშნა. ამ პერიოდში მიენიჭა დეკანოზის წოდება. 1937 წლის 4 აპრილს იგი ავლაბრის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა, სადაც 1938 წლის თებერვლამდე მსახურობდა. 1943 წელს თბილისის მამა დავითის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. დეკანოზი ხარლამპი 1956 წლის 22 იანვარს გარდაიცვალა. მამა ხარლამპის ჰყავდა მეუღლე ეკატერინე გიორგის ასული მჭედლიშვილი და ოთხი შვილი: ნიკოლოზი, იაკობი, მიხეილი და ეკატერინე.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.11.2025
ბოლო რედაქტირება 11.11.2025
სულ რედაქტირებულია 9





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0