სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12246

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
დავით ანტონის ძე დუმბაძე 1849-1918წწ დეკანოზი დაბ. სოფ. შემოქმედი (ოზურგეთი) დავით ანტონის ძე დუმბაძე 1849-1918წწ დეკანოზი დაბ. სოფ. შემოქმედი (ოზურგეთი)

1849-1918 წწ. გარდ. 69 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი დუმბაძე სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

23       ბეჭდვა

დავით ანტონის ძე დუმბაძე 1849-1918წწ დეკანოზი დაბ. სოფ. შემოქმედი (ოზურგეთი)




დეკანოზი დავით დუმბაძე 1849-1918
დეკანოზი დავით ანტონის ძე დუმბაძე 1849 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ შემოქმედში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. სანამ უშუალოდ მამა დავითზე ვისაუბრებთ, საჭიროა, ერთი-ორი სიტყვით ვახსენოთ მამამისის, სრული მგალობლის – ანტონ დუმბაძის დიდი დამსახურება ქართული საეკლესიო გალობის აღორძინებისა და განვითარების საქმეში. ანტონ დუმბაძე მთელ საქართველოში გალობის ერთ-ერთ საუკეთესო მცოდნედ და ავტორიტეტულ პიროვნებად ითვლეობდა. საერო სამსახურში იგი პოლიციის პორუჩიკი იყო. მას ცხრა შვილი ჰყავდა, რომელთაგანც უმეტესობა მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. მისი 7 ვაჟიდან ექვსმა სამხედრო კარიერა აირჩია, მათგან ოთხმა გენერალ-მაიორის წოდებას მიაღწია. ერთ-ერთი ვაჟი იოანე იალტის გენერალ-გუბერნატორი და რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II სთან დაახლოებული პირი გახლდათ. ანტონ დუმბაძე 1844 წლიდან გურიის საკათედრო  ტაძარში სამღვდელმთავრო გუნდში გალობდა. გურიის ეპისკოპოსი გაბრიელი (ტუსკია) 1878 წლის 26 მარტს მის შესახებ წერდა: „იგია უფროსი ყველა მგალობლებშიდ გურიის ეპარქიისა, ნიჭიერებისა გამო და სწავლასა ავრცელებდა გალობისას ამხანაგებში და სამღვდელოებათა შორისაცა, რომელიცა ეხლაც ავრცელებს გალობის სწავლად აქაურ ეპარქიაშიდ“. 1893 წელს მაქსიმე შარაშისა და წმ. ექვთიმე კერესელიძის ძალისხმევითა და ფინანსური თანადგომით, წმ. ფილიმონ ქორიძე ოზურგეთში, ქართული საეკლესიო საგალობლების გადასაღებად ჩავიდა. მას ამ საქმეში სწორედ ანტონ დუმბაძის დიდი იმედი ჰქონდა. თავად ანტონ დუმბაძე გაზეთ „ივერიაში“ წერდა: დიდი ხანი არ არის, რაც მთელს საქართველოში იყო აძრული ლაპარაკი შესახებ იმისა, რომ შესაძლო იყო თუ არა გარდაღება ქართულის საეკლესიო გალობისა ნოტებზედ, რომელზედაც მე იჭვნეული ვიყავი. ეხლა, მადლობა ღმერთს, ამ მოკლე ხანში, ამგვარ იჭვნეულობას და ლაპარაკს მოეღო ბოლო და მიეცა დასასრული, მით რომ ეს მეხუთე თვე არის, რაც პატივცემული ფილიმონ ქორიძე ყოველდღე დაუღალავად მუშაობს და შრომობს ამ საქმეზედ ქ. ოზურგეთში, ერთად ჩემისა და ჩემის შვილის მღვდლის დავითისა და ერთის ჩემის შეგირდის მოლარიშვილის დახმარებით. მე, როგორც გამოცდილს და მცოდნეს სრულის საეკლესიო ქართულის გალობისა, ის მაქვს სასიამოვნოდ, რომ ყოველი ეკლესიური გალობა გადადის ნოტებზედ, ისე შეუცვლელ და უნაკლულოდ იმ კილოზედ, როგორიც არსებობდა და არსებობს გურია-იმერეთში.. ამას გარდა, კიდევ გამოგვიჩნდა ერთი ყოვლადპატიოსანი მამულიშვილი და გულშემატკივარი ამ კარგის საქმისა, რომელიც გულმოდგინედ შეუდგა განხორციელებას ამ ძვირფასის საუნჯისას, მან არ მიხედა არც შრომას, არც ნივთიერ ხარჯსა და სარჯელს და საუკუნოდ ავალებს საზოგადოებას. ეს კა-

6-1  საპატრიარქოს უწყებანიN6 7-13 თებერვალი2012წ გვ.18
დეკანოზი დავით დუმბაძე 1849-1918 (გაგრძელება)
ცი არის ისევ ერთი გურულთაგანი -მაქსიმე შარაძე და მას ეხმარებიან მისი ამხანაგნიც“. ანტონ დუმბაძე, ეს ტკბილი მოხუცი და შესანიშნავი მგალობელი1907 წელს გარდაიცვალა. მღვდელმა დავითმა ღირსეულად გააგრძელა თავისი მამისა და დუმბაძეთა გვარის სასულიერო და სამგალობლო ტრადიციები. მან დაამთავრა ოზურგეთის სამწლიანი სასულიერო სასწავლებელი. 1869 წლის 6  დეკემბერს დავითი საკათედრო ტაძრის კერძო დიაკვნად დაინიშნა. 1869 წლის 30 დეკემბერს გურიის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ტუსკია) დიაკვნად აკურთხა,ხოლო 1870 წლის 6 იანვარს მღვდლად დაასხა ხელი და საკათედრო ტაძრის კრებულში დაადგინა. 1872 წლის 15 აგვისტოს შემოქმედის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს და ოზურგეთის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1875 წლის 25 აგვისტოს მღვდელი დავითი ოზურგეთის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში განამწესეს. ამავე წელს ოლქის სამღვდელოებამ ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის  მმართველი საბჭოს წევრად აირჩია. 1877 წლის 3 აპრილიდან 1878 წლის 1 სექტემბრამდე რუსეთ-თურქეთის ომის დროს სამხედრო ჰოსპიტალის მღვდელი იყო. 1877 წლის ივლისში იგი ფრონტის ხაზზე დიდი რისკის ფასად დაჭრილი ჯარისკაცებისთვის ასრულებდა საეკლესიო წესებს. 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად მოხერხდა აჭარის თურქეთის 300-წლიანი ბატონობისაგან გათავისუფლება. ეს დიდი ისტორიული მოვლენა იყო. ეს ძირძველი ქართული კუთხე ფორმალურად რუსეთის იმპერიას, ხოლო ფაქტობრივად – დედასამშობლოს დაუბრუნდა. ახალშემოერთებული კუთხე და მისი მოსახლეობა მაშინვე მოექცა „კავკასიაში ქრისტიანული სარწმუნოების აღმდგენი საზოგადოების“ ყურადღების ცენტრში. როდესაც რუსეთის ჯარი ბათუმში შევიდა, მას თან ახლდნენ როგორც რუსი, ასევე ქართველი სასულიერო პირები. ერთ-ერთი მათგანი იყო მღვდელი დავით დუმბაძე. ბათუმში საზეიმოდ შემოსულ რუსეთის ჯარს საეკლესიო ზარების გუგუნით მიეგება წმინდა ნიკოლოზის სახელობის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია და ამ ეკლესიის მრევლი. ეს იყო პირველი შემთხვევა ზარების რეკვისა, რადგან ადრე თურქები არ აძლევდნენ ეკლესიებზე ზარების დარეკვის უფლებას. ამ მოვლენის აღსანიშნავად ბათუმში გაიმართა საზეიმო ბანკეტი, რომელსაც ესწრებოდა როგორც საერო, ასევე საეკლესიო ხელისუფლების წარმომადგენლები. ბანკეტზე სიტყვით გამოვიდა ბერძნული ტაძრის წინამძღვარი, მლვდელი ალექსი და ამ ისტორიული მოვლენის შესახებ ისაუბრა. მან დიდი სიყვარულით მოიხსენია მამა დავით დუმბაძე, რომელიც მანამდე რამდენჯერმე იყო ბათუმში ნამყოფი. ამ ვიზიტების დროს იგი ეცნობოდა ბერძნული და ბათუმში არსებული სხვა ეკლესიების წარმომადგენლებს. ანუგეშებდა ბათუმელ ქრისტიანებს და არწმუნებდა, რომ  მალე ეს მხარე თურქთა ბატონობისგან გათავისუფლდებოდა. „ჩვენ ვიცოდით, – აღნიშნავდა მამა ალექსი, – რომ მამა დავითი ქრისტიანული სამისიონერო საზოგადოების წევრი იყო და მას ვაწვდიდით ინფორმაციებს ბათუმში ქრისტიანთა მდგომარეობის შესახებ“. დასასრულ, მამა ალექსიმ ისიც აღნიშნა, რომ ის დიდად მადლობელი იქნებოდა, თუ მღვდელი “ დავით დუმბაძე, სხვებთან ერთად, დაჯილდოვდებოდა მედლით იმ თავდადებისათვის, რომელიც მან გამოიჩინა ამ დიდი ისტორიული მოვლენის განხორციელებისათვის. შემდგომში, 1880 წლის 1 თებერვალს,იგი მართლაც დაჯილდოვდა წითელი ჯვრის საზოგადოების სამახსოვრო ჯვრით. ამავე პერიოდში დაჯილდოვდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს სახელობის ვერცხლის მედლით. 1878 წლის 18 აგვისტოს მღვდელი დავითი გურიის ეპარქიის საეკლესიო ქონების აღმწერი კომისიის  წევრად დანიშნეს. 1879 წლის 19 ივლისს ოზურგეთის ოლქის სამღვდელოების თხოვნით, საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ დაამტკიცა მთავარხუცესის პოსტზე. მისი მთავარხუცესობის პერიოდში, მამა დავითის მეცადინეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა ოთხი ახალი ტაძარი: 1875 წელს იკურთხა ნიგოეთისა და გორისგვერდის წმინდა გიორგის, შუხუთის ღვთისმშობლის ეკლესიები, ხოლო 1881 წელს “– წითელმთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. 1882 წლის 8 თებერვალს სინოდალური კანტორის გადაწყვეტი-

6-2 საპატრიარქოს უწყებანიN6 7-13 თებერვალი2012წ გვ.19
დეკანოზი დავით დუმბაძე 1849-1918 (გაგრძელება)
ლებით, მამა დავითი გურიის ეპარქიის სასულიერო სასამართლოს ხაზინადრად დაინიშნა. 


1883 წლის 24 მარტს გურიის ეპის-  კოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე)  თხოვნით მიმართა საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას  მღვდელი დავით დუმბაძე დაეჯილდოებინა მოქალაქეობრივი გმირობის გამო:  „საქმე იმაში მდგომარეობს, რომ 1881 წლის 13 ივლისს გურიის აწგანსვენებული ეპისკოპოსი გაბრიელი (ტუსკია) შემოქმედის მონასტრის მოსალოცად და რევიზიის ჩასატარებლად მისულა. უკან გამობრუნებისას მდინარე ბჟუჟის ადიდების გამო მეუფე ცხენიდან გადმოვარდა და წყალმა ხუთ საჟენზე წაიღო. მამა დავითი მაშინვე წყალში შევარდნილა და დიდი წვალებით გამოუყვანია წყლიდან ეპისკოპოსი გაბრიელი“. მართლაც, 1884 წლის 9 მარტს წმინდა სინოდის დადგენილებით რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე III-მ მღვდელი დავით დუმბაძე ოქროს მედლით დააჯილდოვა, 1884 წლის 2 მაისს, თავისი თხოვნის საფუძველზე მამა დავითი გათავისუფლდა მთავარხუცესობიდან. 1888 წლის 26 მაისს ოზურგეთის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძლვრად დაინიშნა. 1894 წლის 25 თებერვალს ოზურგეთის მაზრის სამღვდელოებამ მამა დავითი სასულიერო სასწავლებელში თავის წარმომადგენლად აირჩია და ამავე წლის 30 მარტს დამტკიცდა ამ პოსტზე. ამასთანავე, იგი ასწავლიდა ქართულ საეკლესიო გალობას აღნიშნულ სასწავლებელში. 1894 წლის 15 მაისს სკუფია უბოძეს. 1895 წლის იანვარში იგი გურია-სამეგრელოს სამღვდელოების საეპარქიო კრებაზე მონაწილეობდა როგორც ოზურგეთის ოლექის დეპუტატი. 1896 წლის 6 ივლისიდან მამა დავითი გურია-სამეგრელოს საეპარქიო სასწავლო კომიტეტის ოზურგეთის განყოფილების წევრია. 1899 წლის 15 მაისს მას კამილავკა ეწყალობა. 1905 წელს რუსეთში დაწყებულმა რევოლუციის ტალღამ საქართველოსაც გადაუარა. ქვეყანაში უამრავი შემზარავი და სასტიკი მკვლელობა მოხდა. მდგომარეობა უმართავი გახდა. რუსეთიდან მოვლინებულმა დამსჯელმა ჯარმა, გენერალ ალიხანოვავარსკის მეთაურობით, საშინელი რეპრესიები დაიწყო. დევნა სამლვდელოებამაც განიცადა. გაზეთი „ივერია“ 1905 წელს წერდა: „როგორც „ჩერნ. ვესტ“ იუწყება, ქ. ოზურგეთში გენერალ-მაიორ ალიხანოვ-ავარსკის პასუხისგებაში მიუცია ბლაღოჩინი მღვდელი დავით ანტონის ძე დუმბაძე. მიზეზი ისაა, რომ მღვდელ დუმბაძეს უარი განუცხადებია მღვდელმსახურების შესრულებაზე თავად ტ. ნაკაშიძისა დალ. გურიელის დასაფლავების დროს. როგორც ვიცით, მათი მკვლელობა პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა“. 1905 წლის 15 მაისს მღვდელი დავითი სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა, ხოლო 1908 წლის 12 თებერვალს დეკანოზის წოდება მიენიჭა. ამ პერიოდში იგი ისევ  ოზურგეთის ოლქის მთავარხუცესად იხსენიება. 1912 წლის 6 მაისს წმინდა ანას  III ხარისხის ორდენი ეწყალობა. 1913 წლის 20 ოქტომბერს გურია-სამეგრელოს ეპარქიის მონასტრების მთავარხუცესი, ხობის მონასტრის წინამძღვარი,იღუმენი დიმიტრი (პარკაია) ავადმყოფობის გამო გადადგა თანამდებობიდან, ამიტომ ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) გადაწყვეტილებით, ეპარქიაში მოქმედ ყველა მონასტერს დაენიშნა ახალი მთავარხუცესი თეთრი სამღვდელოების მხრიდან. დეკანოზი დავითი შემოქმედის მამათა მონასტრის მთავარხუცესად დაადგინეს. 1914 წლის 15 მაისს იგი წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1914 წელს დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. სოფლის ღარიბ მოსახლეობაზე ეს ომი მეტად მძიმედ აისახა. დიდი გადასახადებისგან შევიწროებული გლეხობა სულს ღაფავდა. მოსახლეობის დახმარების მიზნით მამა დავითის თავმჯდომარეობით შეიკრიბა ოზურგეთის მაზრის სამღვდელოება და დაადგინეს, რომ „ამ ომის დასრულებამდე მშრომელ ხალხს დრამის ფული არ გადაახდევინონ. კრებაზე ასევე გადაწყდა, რომ ყოველთვიური ჯამაგირიდან მათ ორი პროცენტი გადასდონ ომში გაწვეულ ჯარისკაცთა ოჯახების დასახმარებლად“. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში ვითარება შეიცვალა. სამლვდელოება უკიდურესად რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. გამონაკლისი არც მამა დავითი გახლდათ. 1917 წელს გაზეთი „საქართველო“ წერდა: „ოზურგეთი. 10 მარტს დროებითი მთავრობის განკარგულებით დააპატიმრეს ნიკო თაყაიშვილი. მეორე დღეს თავისით გამოცხადდა ციხის უფროსთან დიმიტრი მგელაძე. იმავე დღეს შენდობა და პატიება ითხოვა დეკანოზმა დავით დუმბაძემ. ორივე დროებით გაანთავისუფლეს“. თუ რა მიზეზის გამო მოხდა დაპირისპირება ადგილობრივ ხელისუფლებასა და დეკანოზ დავითს შორის, ვიგებთ თავად მამა დავითის წერილით, რომელიც მან ამავე წლის 7 აპრილს ცნობილ საზოგადო მოღვაწეს, პუბლიცისტსა და ქართული დრამატული თეატრის აქტიურ წევრს, დიმიტრი დუმბაძეს მისწერა: „დიდად პატივცემულო ძმაო და მეგობარო დიმიტრი მოისევიჩ ქრისტე აღსდგა და იცოცხლე გრძელ ჟამიერად, ლოცვა-კურთხევით მოგიკითხავ და თქვენს ჟამიერ სიცოცხლეს ღმერთსა ვთხოვ; ჩვენში იციან, რომ დაელავს, პირის ჯვარი უნდა გამოისახოო, სწორეთ ეხლა არის ის დრო. 12 მარტს ახალმა მთავრობამ ყოვლითურთ უმართლოდ და  გამოუკვლეველად დამიჭირეს და ჩამაგდეს ნაობახ-
6-3 საპატრიარქოს უწყებანიN6 7-13 თებერვალი2012წ გვ.20
დეკანოზი დავით დუმბაძე 1849-1918 (დასასრული)
შიდ. ერთი თვე გადის, ჩვენება არ ჩამოურთმევია და არც მე ვიცი რისთვის მტანჯავენ, კარგათ მოგეხსენება  ავათმყოფი კაცი ვარ და 70 წლის მოხუცი კაცი, ძველ დროშიდ ძველს ვემსახურებოდი, ეხლა დიდი სიხარულით ახალს ვემსახურები. აქ არის ერთი მხოლოდ მეზობლური მტერობა, შტატის ადგილის მიცემას დაპირებია,კ ხალხი მთხოვილობს, სამღვდელოება მთხოვილობს, და კათოლიკოსის მოადგილემ ვრცელი ტელეგრამა გამოუგზავნა აქაურ კამისრებს, მაგრამ ხმას არ იღებს, ნაობაღშიდ კინაღამ მოვკვდი რევმატიზმით და ჭაჭების ტკივილით და ძლივს ძლივობით დომაშნი არესტით დამამწყვდიეს სახლშიდ, სადაცა თოფიანი  კაცნი მადგანა თავზედ და ვიტანჯები. ვიცი რომ თავმოყვარე, პატიოსანი კაცი ბრძანდები, გაჭირვებულ კაცს ზღვამ პირი გაუღო, მეც გაჭირვებული ვარ. ახალი მოხელენი შენი ყველა ნაცნობი არიან, განსაკუთრებით პატივცემული ნოე ჟორდანია, ჩემის ცოლის ნათესავი. ამასთანავე, თქუენ სხვებიც გყავს კარგი მოსახმარი, და მომეხმარე -–- რაც მოგახსენე, რომ ჩემის მხრით არაფერი საწინააღმდეგო კანონიერი არაფერი შესაფერხებელი თქვენ არ შეგხვდებათ. გაფიცებ ცოცხალს და მკვდარს, ნურაფერს  ძველს ჩემსას ნუ გაიხსენებ და მოიხმარე ყველა შენი ნაცნობი და მომეხმარე, თუ წინააღმდეგ შემთხვევაში საჭირო იქმნება უმაღლეს მართებლობასთან საქმის მიხწევა, ისიც  მაცნობე საიდუმლოდ; მომიტევე შეწუხებისათვის. დავშთები თქუენი მაღალ კეთილშობილების ღვთისადმი მლოცველი დეკანოზი დავით დუმბაძე“. შემდგომში მოვლენები უფრო მძაფრად განვითარდა. 1918 წლის 10 მაისს დღემდე დაუდგენელ ვითარებაში მოკლეს დედაეკლესიისა და ქართული საეკლესიო გალობის დიდი მოამაგე, მხცოვანი დეკანოზი დავით დუმბაძე. ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა და მრევლმა ვერაგულად მოკლული დეკანოზის ცხედარი შემოქმედის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაკრძალეს. დეკანოზ დავით დუმბაძესა და მის მეუღლეს მაკა დიონისეს ასულ ტუსკიას (დაბ. 1859წ.) 2 ვაჟი და 10 ქალიშვილი ჰყავდათ: ელისაბედი (1879წ. გათხოვილი იყო მიხეილ ნაკაშიძეზე), ვასილი (1881წ.), ალექსანდრა (1882წ. გათხოვილი დიმიტრი სიმვულიდზე), ელენე (1885წ.), მარიამი (1887წ. გათხოვილი ვასილ დარახველიძეზე), მატრონა (1888წ. გათხოვილი ტიმოთე გერასიმოვზე), გიორგი (1889წ.), პელაგია (1892წ.), მარგალიტა (1893წ.), ეკატერინე (1894წ.), სოფიო (1896წ.) და თამარი (1898წ.). მათგან ორი: გიორგი და პელაგია 1919 წელს უკვე აღარ იხსენიებიან (ცოცხლებში. შემდგომში მისი ერთი ვაჟი, ვასილ დუმბაძე, ემიგრაციაში წავიდა და მორგანების ბანკის წამყვანი ფინანსისტი გახდა, ხოლო დები  დან ერთ-ერთმა სონია დუმბაძემ, რომელიც კარგი მუსიკალური ნიჭით გამოირჩეოდა, 1919 წელს წარმატებით ჩააბარა გამოცდები თბილისის კონსერვატორიაში. სწავლობდა პედაგოგ ანა ჯაყელთან. შემდგომში თბილისის კონსერვატორიის კონკურსში გამარჯვებულ  სტუდენტთან ერთად, იგი მილანში  ჩავიდა და მაესტრო დელი პონტისთან დაიწყო მეცადინეობა. საბოლოოდ, მანაც ემიგრაციაში დაასრულა ცხოვრება.



დეკანოზი დავით დუმბაძე 1849-1918

მე როგორც გამოცდილს და მცოდნეს სრულის საეკლესიო ქართულის გალობისა ის მაქვს სასიამოვნოდ რომ ყოველი ეკლესიური გალობა  გადადის ნოტებზედ - დეკანოზი ანტონ დუმბაძე

I ნაწილი

დეკანოზი დავით ანტონის ძე დუმბაძე 1849 წელს ქუთაისის გუბერნიაში, ოზურგეთის მაზრის სოფ. შემოქმედში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. სანამ უშუალოდ მამა დავითზე ვისაუბრებთ, ორიოდე სიტყვით საჭიროა ვახსენოთ მამამისის, სრული მგალობელის - ანტონ დუმბაძის დიდი დამსახურება ქართული გალობის განვითარების საქმეში. ანტონ დუმბაძე მთელ საქართველოში გალობის ერთ-ერთ საუკეთესო მცოდნედ და ავტორიტეტულ პიროვნებად ითვლებოდა. იყო პოლიციის პორუჩიკი. მას ცხრა შვილი ჰყავდა, რომელთაგან უმეტესობა მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. მისი 7 ვაჟიდან ექვსმა სამხედრო კარიერა აირჩია, მათგან
ოთხმა - იოსებმა, ნიკოლოზმა, სამსონმა და ივანემ

1-1  საპატრიარქოს უწყებანი N1 13-26იანვარი 2022წ გვ.21
დეკანოზი დავით დუმბაძე 1849-1918 (გაგრძელება)

გენერალ-მაიორის წოდებას მიაღწია.

ყველაზე ცნობილი იყო ივანე დუმბაძე (1851-1916), რომელიც იყო რუსეთის არმიის გენერალი, სახელმწიფო მოღვაწე,იალტის გენერალ-გუბერნატორი და რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-სთან დაახლოებულიპირი. 1880-1887 წლებში იყო
ოზურგეთის მაზრის ბოქაული. 1887 წელს დუმბაძე გადაიყვანეს მე-3 კავკასიურ დრუჟინაში, სადაც დაინიშნა სამხედრო მოსამართლედ. 1894 წლის 26თებერვალს მან მიიღო ვიცეპოლკოვნიკის წოდება, ხოლო 1900 წელს  სრული პოლკოვნიკისა. ამ პერიოდში დუმბაძე
დაახლოებული იყო ქართულ ნაციონალისტურ ჯგუფებთან. 1900 წლის 16 აგვისტოდან იყო კრასნოვოდსკის მე-8 სარეზერვო ბატალიონის მეთაური. 1903 წლის 26 მაისს დუმბაძე დაინიშნა მე-16ფეხოსანთა პოლკის მეთაურად და ამ პოსტზე დარჩა 1907 წლის 15 ოქტომბრამდე. ამ დროიდან დუმბაძემ  გაწყვიტა კავშირი ქართველ ნაციონალისტებთან და დადგა რუსიფიკატორული პოლიტიკის მხარეს. 1905 წლის რევოლუციის შემდეგ დუმბაძე აქტიურად ჩაერთო იმპერიაში მიმდინარე პოლიტიკურ მოქლენებში. 1905 წლის ოქტომბრის მანიფესტის გამოცემისა და სოციალური მღელვარების გაზრდის შემდეგ, 1906
წლის 26 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა მინისტრმა პ. სტოლიპინმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა კურორტ იალტაში. სამოქალაქო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოები (ერობა) დაითხოვეს და ძალაუფლება გადაეცა ტავრიდას გუბერნატორს, გენერალ ვასილ ნოვიცკის; რადგან გუბერნატორის რეზიდენცია იალტიდან შორს, სიმფეროპოლში იყო, ნოვიცკიმ იალტის უმაღლეს სამხედრო კომენდანტად დანიშნა ივანე დუმბაძე, რათა ამ უკანასკნელს დაეცვა მეფის საზაფხულო რეზიდენცია, რომელიც იალტის ახლომდებარე დაბა ლივადიაში მდებარეობდა. 1907 წლის 31 მაისს იგი გახდა გენერალ-მაიორი. 1907 წლის 15 ოქტომბრიდან 1908 წლის 10 ივლისამდე ივანე დუმბაძე იყო 34-ე ქვეითი დივიზიის მე-2 ბრიგადის სარდალი. 1908 წლის 2 აგვისტოს დაინიშნა იალტის უმაღლეს მთავარმმართებლად. 1912 წლის 23 ივლისიდან გახდა მე-13 ქვეითი დივიზიის მე-2 ბრიგადის
სარდალი. 1912 წლის 4 აგვისტოს, სამხედრო მინისტრის ბრძანებით, გადააყენეს ქვეითთა დივიზიაში დაკავებული თანამდებობიდან და იმავე თვეში გაათავისუფლეს იალტის მთავარმმართებლობიდან.
ის ჩაირიცხა სამხედრო სამინისტროს რეზერვში. 1912 წლის დეკემბერში ნიკოლოზII-ემ ი. დუმბაძე ჩარიცხა მისი საიმპერატორო უდიდებულესობის ამალაში და მალე, იმპერატორის პირადი სურვილით, აღადგინეს იალტის მმართველის თანამდებობაზე. ი. დუმბაძემ მიიღო რამდენიმე უცხოური ორდენი, მათ შორის, ლომისა და მზის სპარსული ორდენი, ამომავალი ვარსკვლავისა და ოქროს ვარსკვლავის ბუხარის ორდენები, მხსნელის ბერძნული ორდენი და წმ. დანიელის ჩერნოგორიულიორდენი. 1914 წელს, „ორმოცწლიანი შესანიშნავი სამსახურისთვის“, დუმბაძემ მიიღო განსაკუთრებული ნიშანი წმ. გიორგის ბაფთაზე. ივანე
დუმბაძემ მონაწილეობა ვერ მიიღო | მსოფლიო ომში ავადმყოფობის გამო. 1916 წლის გაზაფხულზე მას კიევში ჩაუტარდა ოპერაცია, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. 1916 წლის 15 აგვისტოს იგი საკუთარი სურვილით გადადგა იალტის მმართელის პოსტიდან, მაგრამ დარჩა იმპერატორის ამალაში. გარდაიცვალა 1916 წლის 1 ოქტომბერს. გენერალ-მაიორ ივანე დუმბაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაზეთი „საქართველო“ წერდა: „იალტის ყოფილ მმართველს, განსვენებულ გენერალ დუმბაძეს, თითქმის ყველა რუსულმა გაზეთებმა ნეკროლოგები უძღვნეს, რომელშიაც ერთხმად აღიარებენ, რომ განსაკუთრებულ სისასტიკესთან და უცნაურ ახირებულობასთან ერთად, დუმბაძე იშვიათი პატიოსნების კაცი იყო და უდრეკი თავის მოვალეობის წინაშეო.ეამ დროს პეტროგრადული გაზეთი „რეჩი“ იტყობინებოდა: „მძიმე ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ იალტაში გარდაიცვალა გენერალმაიორი ივანე ანტონის ძე დუმბაძე. მძიმე ავადმყო-



1-2  საპატრიარქოს უწყებანი N1 13-26იანვარი 2022წ გვ.22
დეკანოზი დავით დუმბაძე 1849-1918 (გაგრძელება)

ფობამ აიძულა იგი გადამდგარიყო სამსახურიდან ჯერ კიდევ ამ სამი თვის წინად და იმ ხანებში ვცადეთ, რამდენადაც შესაძლებელი იყო, დაგვეხასიათებინა ეს კაცი, რომელიც შეიძლება უდიდეს როლს არ თამაშობდა, მაგრამ მის გარშემო დიდი ხმაურობა იყო და ძველი რუსეთის თვალსაჩინო მოღვაწედ ითვლებოდა. ეხლა, როდესაც ჯერ კიდევ არ გაცივე- ბულა საფლავი იმ კაცისა, რომლის მოქმედება ხშირად სასტიკად მოგვიხსენებია, შეუძლებელია, რომ ავტეხოთ ძველი კამათი. უნდა დრომ გაიაროს, რომ შესაძლებელი იქმნეს ყველა მასალის გამოქვეყნება და მიუდგომელი დახასიათება დუმბაძისა, რომლის
სახელი სავსებით დაუკავშირდა ძველი რუსეთის წეს-წყობილების ახალში გარდასვლის ისტორიას. ეხლა კი მხოლოდ შემდეგი შეგვიძლია ვთქვათ: ყველა თავის თანამოაზრეთა და პატრიოტული რუსეთის დამცველთა შორის, ი. ა. დუმბაძე იყო იშვიათი უანგარო და პირადათ პატიოსანი. იგი მოქმედებდა პირადი რწმენით და, ყოველ შემთხვევაში, არა ანგარებისათვის და მარტო ამისათვის მომავალი მიუდგომელი ისტორიკოსი მრავალს აპატიებს აწ გარდაცვალებულს აბსოლიუტიზმის რომანტიკოსს“. ანტონ დუმბაძე 1844 წლიდან გურიის საკათედრო ტაძარში სამღვდელმთავრო გუნდში გალობდა. გურიის ეპისკოპოსი გაბრიელი (ტუსკია) 1878 წლის 26 მარტს მის შესახებ წერდა: „იგია უფროსი ყველა მგალობლებშიდ გურიის ეპარქიისა, ნიჭიერებისა გამო და სწავლასა ავრცელებდა გალობისას ამხანაგებში და სამღვდელოებათა შორისაცა, რომელიცა ეხლაც ავრცელებს გალობის სწავლად აქაურ ეპარქიაშიდ“.
თავად ანტონ დუმბაძე გაზეთ „ივერიაში“ წერდა: „დიდი ხანი არ არის, რაც მთელს საქართველოში იყი აძრული ლაპარაკი შესახებ იმისა, რომ შესაძლო იყო თუ არა გარდაღება ქართულის საეკლესიო გალობისა ნოტებზედ, რომელზედაც მე იჭვნეული ვიყავი. ეხლა, მადლობა ღმერთს, ამ მოკლე ხანში, ამგვარ იჭვნეულობას და ლაპარაკს მოეღო ბოლო და მიეცა დასასრული, მით რომ ეს მეხუთე თვე არის, რაც პატივცემული ფილიმონ ქორიძე ყოველ დღე დაუღალავად მუშაობს და შრომობს ამ საქმეზედ ქ. ოზურგეთში, ერთად ჩემისა და ჩემის შვილის მღვდლის დავითისა და ერთის ჩემის შეგირდის მოლარიშვილის დახმარებით.
მე, როგორც გამოცდილს და მცოდნეს სრულის საეკლესიო ქართულის გალობისა, ის მაქვს სასიამოვნოდ, რომ ყოველი ეკლესიური გალობა გადადის ნოტებზედ, ისე შეუცვლელ და უნაკლულოდ იმ კილოზედ, როგორიც არსებობდა და არსებობს გურია-იმერეთში.
ამას გარდა, კიდევ გამოგვიჩნდა ერთი ყოვლადპატიოსანი მამულიშვილი და გულშემატკივარი ამ კარგის საქმისა, რომელიც გულმოდგინედ შეუდგა
განხორციელებას ამ ძვირფასის საუნჯისას. მან არ მიხედა არც შრომას, არც ნივთიერ ხარჯსა და სარჯელს და საუკუნოდ ავალებს საზოგადოებას.

მღვდელი დავით დუმბაძე და მამაისი ანტონ დუმბაძე

ეს კაცი არის ისევ ერთი გურულთაგანი -– მაქსიმე შარაძე -– და მას ეხმარებიან მისი ამხანაგნიც“. ანტონ დუმბაძე 1907 წელს გარდაიცვალა.
მღვდელმა დავით დუმბაძემ ღირსეულად გა- აგრძელა თავისი მამისა და დუმბაძეთა გვარის სასულიერო და სამგალობლო ტრადიციები. მან დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო 3-წლიანი სასწავლებელი. 1869 წლის 6 დეკემბერს დავითი საკათედრო ტაძრის კერძო დიაკვნად დაინიშნა. 1869 წლის 30 დეკემბერს გურიის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ტუსკია) დიაკვნად აკურთხა. 1870 წლის 6 იანვარს კი –– მღვდლად დაასხა ხელი და საკათედრო ტაძრის კრებულში დაადგინა. 1872 წლის 15 აგვისტოს
შემოქმედის წმ. გიორგის ეკლესიაში გადაიყვანეს და ოზურგეთის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1875 წლის 25 აგვისტოს მღვდელი დავითი ოზურგეთის წმ. მარინეს სახ. ტაძარში განამწესეს. ამავე წელს ოლქის სამღვდელოებამ ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის მმართველ საბჭოს წევრად აირჩია. 1877 წლის 3 აპრილიდან 1878 წლის 1 სექტემბრამდე, რუსეთ-თურქეთის ომის დროს, სამხედრო ჰოსპიტალის მღვდლად იყო. 1877 წლის ივლისში იგი ფრონტის ხაზზე დიდი რისკის ფასად დაჭრილი ჯარისკაცებისთვის ასრულებდა საეკლესიო წესებს.
1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად მოხერხდა აჭარის თურქეთის 300-წლიანი ბატონობისაგან გათავისუფლება. ეს დიდი ისტორიული მოვლენა იყო. ეს ძირძველი ქართული კუთხე ფორმალურად რუსეთის იმპერიას, ხოლო ფაქტობრივად – დედასამშობლოს დაუბრუნდა. ახალშემოერთებული მხარე და მისი მოსახლეობა მაშინვე მოექცა „კავკასიაში ქრისტიანული სარწმუნოების აღმდგენი საზოგადოების“ ყურადღების ცენტრში. როდესაც რუსეთის ჯარი ბათუმში შევიდა, მას თან ახლდნენ როგორც რუსი, ასევე ქართველი ეროვნების სასულიერო პირები. ერთ-ერთი მათგანი იყო  მღვდელი დავით დუმბაძე. ბათუმში საზეიმოდ შემოსულ რუსეთის ჯარს საეკლესიო ზარების გუგუნით მიეგება წმ. ნიკოლოზის სახ. ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია და ამ ეკლესიის მრევლი. ეს
იყო პირველი შემთხვევა ზარების რეკვისა, რადგან ადრე თურქები არ აძლევდნენ ეკლესიებზე ზარების დარეკვის უფლებას. ამ მოვლენის აღსანიშნავად ბათუმში გაიმართა საზეიმო ბანკეტი, რომელსაც ესწრებოდნენ რო-

1-3  საპატრიარქოს უწყებანი N1 13-26იანვარი 2022წ გვ.23
დეკანოზი დავით დუმბაძე 1849-1918 (გაგრძელება)

გორც საერო, ასევე საეკლესიო ხელისუფლების წარმომადგენლები. ბანკეტზე სიტყვით გამოვიდა ბერძნული ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი ალექსი და დადებითი შეფასება მისცა ამ ისტორიულ მოვლენას. მან დიდი სიყვარულით მოიხსენია მამა დავით დუმბაძე, რომელიც მანამდე რამდენჯერმე იყო ბათუმში ნამყოფი. ამ ვიზიტების დროს იგი ეცნობოდა ბერძნულ და ბათუმში არსებული სხვა ეკლესიების წარმომადგენლებს.
ინტენსიურად ხვდებოდა ბათუმელ ქრისტიანებს, ანუგეშებდა მათ და არწმუნებდა, რომ მალე ეს მხარე თურქთა ბატონობისაგან გათავისუფლდებოდა. „ჩვენ ვიცოდით, – აღნიშნავდა მამა ალექსი – რომ, მამა დავითი ქრისტიანული სამისიონერო საზოგადოების წევრი იყო და მას ვაწვდიდით
#1, 13-26 იანვარი 23 ლაქეობრივი გმირობის გამო დაეჯილდოებინათ მთავარხუცესი მღვდელი დავით დუმბაძე. საქმე იმაში მდგომარეობს,
რომ 1881 წლის 13 ივლისს გურიის ეპისკოპოსი გაბრიელი (ტუსკია) შემოქმედის მონასტრის მოსალოცად და რევიზიის ჩასატარებლად მისულა. უკან გამობრუნებისას, მდინარე ბჟუჟის ადიდების გამო, მეუფე ცხენიდან გადმოვარდა და წყალმა ხუთ საჟენზე წაილო. მამა დავითი მაშინვე წყალში შევარდნილა და დიდი წვალებით გამოუყვანია წყლიდან ეპისკოპოსი გაბრიელი.

დეკანოზი დავით დუმბაძე შვილებით;

1884 წლის 9 მარტს, წმინდა სინოდის დადგენილებით, რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე III-მ მლვდელი დავით დუმბაძე ოქროს მედლით დააჯილდოვა. 1884 წლის 2 მაისს, თავისივე თხოვნის საფუძველზე, მამა დავითი გათავისუფლდა მთავარხუცეინფორმაციებს ბათუმში ქრისტი- ანთა მდგომარეობის შესახებ“. მამა ალექსიმ დასასრულს ისიც აღნიშნა, რომ ის დიდად მადლობელი იქნებოდა, თუ მღვდელი დავით დუმბაძე, სხვებთან ერთად, დაჯილდოვდებოდა მედლით იმ თავდადებისათვის, რომელიც მან გამოიჩინა ამ დიდი ისტორიული მოვლენის განხორციელების საქმეში. შემდგომში, 1880 წლის 1 თებერვალს, იგი მართლაც დაჯილდოვდა წითელი ჯვრის საზოგადოების სამახსოვრო ჯვრით. ამავე პერიოდში დაჯილდოვდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის სახელობის ვერცხლის მედლით. 1878 წლის 18 აგვისტოს მღვდელი დავითი გურიის ეპარქიის საეკლესიო ქონების აღმწერი კომისიის წევრად დანიშნეს. 1879 წლის 19 ივლისს, ოზურგეთის ოლქის სამღვდელოების თხოვნით, საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ დაამტკიცა მთავარხუცესის პოსტზე. მისი მთავარხუცესობის პერიოდში, მღვდელ დავითის მეცადინეობითა და ხელმძღვანელობით, აშენდა ოთხი ახალი ტაძარი: 1875 წელს იკურთხა ნიგოეთისა და გორისგვერდის წმ. გიორგის, შუხუთის ღვთისმშობლის ეკლესიები, ხოლო 1881 წელს კი წითელმთის
წმ. გიორგის ეკლესია. 1882 წლის 8 თებერვალს, სინოდალური კანტორის გადაწყვეტილებით, მამა დავითი გურიის ეპარქიის სასულიერო სასამართლოს ხაზინადრად დაინიშნა. 1883 წლის 24 მარტს გურიის ეპისკოპოსი ალექსანდრემ (ოქროპირიძე) თხოვნით მიმართა საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას, მოქალაქეობრივი გმირობის გამო დაეჯილდოებინათ მთავარხუცესი მღვდელი დავით დუმბაძე. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ 1881 წლის 13 ივლისს გურიის ეპისკოპოსი გაბრიელი (ტუსკია) შემოქმედის მონასტრის მოსალოცად და რევიზიის ჩასატარებლად მისულა. უკან გამობრუნებისას,
მდინარე ბჟუჟის ადიდების გამო, მეუფე ცხენიდან გადმოვარდა და წყალმა ხუთ საჟენზე წაილო. მამა დავითი მაშინვე წყალში შევარდნილა და დიდი
წვალებით გამოუყვანია წყლიდან ეპისკოპოსი გაბრიელი.


1884 წლის 9 მარტს, წმინდა სინოდის დადგენილებით, რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე III-მ მლვდელი დავით დუმბაძე ოქროს მედლით
დააჯილდოვა. 1884 წლის 2 მაისს, თავისივე თხოვნის საფუძველზე, მამა დავითი გათავისუფლდა მთავარხუცესობიდან. 1886 წელს მღვდელი დავითი და მამამისი, ანტონ დუმბაძე ცილისწამების მსხვერპლი
გახდნენ და სასამართლოში მოუწიათ თავის მართლება. საქმის ვითარება შემდეგი იყო: 1886 წლის 7  ნოემბერს, ქ. ბათუმში, ქუთაისის ოლქის სასამართლო განყოფილება იხილავდა ანტონ და დავით დუმბაძეების საქმეს, რომელთაც გურიის ეპისკოპოს გაბრიელის (ტუსკია) თარჯიმანის სვიმონ იორაიშვილის მკვლელობა ბრალდებოდათ. მათთან ერთად
საბრალდებო სკამზე იჯდა ახალგაზრდა ყმაწვილი
კაცი გრიგოლაშვილი, რომელსაც ბრალდებოდა, ვითომ მას დუმბაძეების ჩაგონებით მოეყვანა ყაჩაღი მამულაშვილი იორაიშვილის მოსაკლავად. ბრალდებულებს იცავდა ადვოკატი ნიკო ყიფიანი. ეს პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდა და გაზეთმა „ივერიამ“ თითქმის სრულად გააშუქა. როგორც ამ საქმიდან ჩანს, დუმბაძეებსა და იორაიშვილს შორის მართლა ყოფილა დაპირისპირება, რადგან ორივენი გავლენიან პირებად ითვლებოდნენ ეპისკოპოს გაბრიელის (ტუსკიას) გარემოცვაში. ეს შუღლი და მტრობა წლების მანძილზე გრძელდებოდა. ერთხელ შერიგებულან კიდეც და სვიმონ იორაიშვილის მოუნათლავს მღვდელ დავით დუმბაძის ერთ-ერთი შვილი. საბოლოოდ ისინი ისევ დაპირისპირებიან ერთმანეთს და ამის მიზეზი მღვდელი ნიკოლოზ ინწკირველი ყოფილა, რომელმაც სვიმონ იორაიშვილს მიმართა დახმარებისთვის და მამა დავით დუმბაძე დაადანაშაულა საეკლესიო ყულაბიდან ფულის ამოღებაში. იორაიშვილის მტკიცედ მოუკიდია ამ საქმისთვის ხელი და

1-4  საპატრიარქოს უწყებანი N1 13-26იანვარი 2022წ გვ.24
დეკანოზი დავით დუმბაძე 1849-1918 (დასასრული)

საქმის სასამართლოში გატანას აპირებდა. სწორედ ამ დროს „შეუთვლია“ დავით დუმბაძეს: „ან დამეხსენი, ან მე შენ უნდა მოგკლაო... მღვდლობა რას მიქვიან, თუ შენის გულისათვის ციმბირში გამგზავნიანო". ასეთი მდგომარეობა იყო მათ შორის, როდესაც 1884 წლის 31 მარტს, 75 წლის მოხუცი, სვიმონ იორაიშვილი საკუთარ სახლში თოფით მოკლეს. ვიდრე გარდაიცვლებოდა, მის საზიარებლად მღვდელი მოიხმეს და მამა დავითი სწრაფად გაეშურა მისი სახლისკენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ცოცხალს ვეღარ მიუსწრო. თავდაპირველად პოლიციამ იორაიშვილის მოსამსახურე დააპატიმრა. როგორც ამ ამბის შემსწრენი ამბობდნენ „დავით დუმბაძე ძრიელ შეწუხებული იყოვო, ტიროდა კიდეცაო“. ამასობაში გურიაში
მოჰკლეს ყაჩაღი ივანე მამულაშვილი. მისი მოკვლის შემდეგ გამოჩნდა კაცი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ვითომც მისთვის ეთქვა მამულაშვილს, რომ მე მოვკალ სვიმონ იორაიშვილი დუმბაძეების შთაგონებით,
რომ დუმბაძეები ამის გულისთვის 200 მანეთს შემპირდნენ და, გარდა ამისა, ოსმალეთში უნდა გავეპარებინეო; მაგრამ არც ფული მომცეს და არც გაქცევაში დამეხმარენო. გარდა ამისა, გამოჩნდა კიდევ ვიღაც კაცი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მამულაშვილი დუმბაძის სახლში ვნახეო. საქმე იქამდე მივიდა, რომ მამა-შვილი დუმბაძეები დაიჭირეს. საქმეს ქუთაისის სასამართლო იხილავდა, რომელმაც პირველ განხილვაზე მოსპო ძიება მასალების არქონის გამო, მაგრამ სასამართლო პალატამ ეს გადაწყვეტილება უკანონოდ სცნო და კვლავ ოლქის სასამართლოს დაუბრუნა საქმე ხელახლა განსახილველად. ოლქის  სასამართლოს განყოფილებამ საქმე მეორედ განიხილა, დუმბაძეები ხელახლა უდანაშაულოდ სცნო და სასჯელისაგან სრულიად გაათავისუფლა.

2 საპატრიარქოს უწყებანი N2 27იანვარი-9თებერვალი 2022წ გვ.20

დეკანოზი დავით დუმბაძე 1849-1918 II ნაწილი 

ზნეობრივ და გონებრივ საზრდოსთან სულიერი საზრდოც უნდა გვახსოვდეს 

1888 წლის 26 მაისს მლვდელი დავითი ოზურგეთის წმ. მარინეს სახ. საკათედრო ტაძრის წინამძლვრად დაინიშნა. 1893 წელს მაქსიმე შარაშისა და წმ. ექვთიმე კერესელიძის ძალისხმევითა და ფინანსური თანადგომითწმ. ფილიმონ ქორიძე ოზურგეთში, ქართული საეკლესიო საგალობლების გადასაღებად ჩავიდა. მას ამ საქმეში სწორედ ანტონ დუმბაძისა და მღვდელი დავითის დიდი იმედი ჰქონდა. იმავე წელს უკვე მზად იყო ნოტებზე გადაღებული საგალობლები. საგალობლები გადაიღეს „პარაკლიტონის (რვა ხმათა) პირველი ხმიდგან. ი, ეს საგალობლებიც: 1) სამწუხრონი ლოცვანი; 2) მოადეგით ერნო სიონსა; 3) ყოვლისა სოფლისა დიდებასა; 4) დასდევ საცოი პირსა ჩემსა; 5) ღმერთი უფალი; 6) უფალო ღაღად ვყავ; 7) დიდება და აწდა და სხვ. სულ ათი ნაჭერი. აი, რას წერდა 1894 წელს ამ წარმატებული მუშაობის შედეგად გაზეთი „ივერია“: „ოზურგეთში იმყოფება ამ ჟამად ბ-ნი ფილიმონ ქორიძე, რომელსაც გადააქვს ნოტებზედ ანტონ დუმბაძის გალობა. ფ. ქორიძე, ანტ. დუმბაძე და მისი შვილი -- დავითი დაუღალავად ჰმუშაობენ; საქმე მშვენივრად მიდის, ბევრი დაუწერიათ და რაც დაუწერიათ, სწორედ სამაგალითოდ არის დაწერილი. ცოტა არ იყოს, ბ-ნ ანტონ დუმბაძეს არ სჯეროდა, რომ ასე მოეწყობოდა ნოტებზედ გალობა, ეშინოდა კიდეც, კილო არ დამახინჯდესო, მაგრამ ეხლა სულითა და გულით არის მონდომებული, როგორმე დააბოლოვოს ეს საქმე. ბევრი ხარჯი მოუნდება ამ დიდს საგანს. იმედი არის, საზოგადოება შეეწევა ამ საქმის დამწყებთ. საკვირველია,
რომ საეკლესიო გალობის ნოტებზედ გადაღების შესახებ ეკლესიის მსახურნი გაჩუმებულნი არიან! გვესტუმრა ბ-ნი რატილი -–- თავისის ხოროთი, და ორი კონცერტი გაჰმართა. ქართულმა სიმღერამ
ხალხი აღტაცებაში მოიყვანა“. 1894 წლის 25 თებერვალს ოზურგეთის მაზრის სამლვდელოებამ მღვდელი დავითი სასულიერო სასწავლებელში თავის წარმომადგენლად აირჩია და იმა-

2-1  საპატრიარქოს უწყებანი N2 27იანვარი-9თებერვალი 2022წ გვ.21
დეკანოზი დავით დუმბაძე 1849-1918 II ნაწილი (გაგრძელება)

ვე წლის 30 მარტს დამტკიცდა ამ პოსტზე. ამასთანავე, იგი ასწავლიდა ქართულ საეკლესიო გალობას აღნიშნულ სასწავლებელში. 1894 წლის 15 მაისს სკუფია უბოძეს. 1895 წლის იანვარში იგი გურია-სამეგრელოს
სამღვდელოებას საეპარქიო კრებაზე მონაწილეობდა როგორც ოზურგეთის ოლქის დეპუტატი. 1896 წლის 6 ივლისიდან მღვდელი დავითი გურია-სამეგრელოს საეპარქიო სასწავლო კომიტეტის ოზურგეთის განყოფილების წევრია. 1897 წლის თებერვალში ოზურგეთში ჩამოყალიბდა ფრიად საინტერესო კომიტეტი, რომელსაც დაევალა ქართული ხალხური სიმღერებისა და ეროვნული საგალობლების ნოტებზე გადაღება, რათა ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველასათვის. კომიტეტს ასევე დაევალა თანხის მოძიება ამ საქმიანობისათვის. ნოტებზე გადაღება დაევალა ფილიმონ ქორიძეს. კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს თავადაზნაურთა წინამძლოლი, თავადი სვ. გუგუნავა, ხოლო წევრებად:
ოზურგეთის მაზრის უფროსი ზ. ალშიბაია, ქალაქის მოურავი თ. ნ. თავდგირიძე, მღვდელი დავით დუმბაძე, მაზრის მმართველის თანაშემწე ალ. გამრეკელი და გურიანთის ბოქაული ბეს. იოსელიანი.
1897 წლის სექტემბერში ოზურგეთში გაიხსნა წიგნთსაცავი, რასაც დიდი ხანია ითხოვდა ქალაქის მოსახლეობა და აი, ეს ნანატრი დღეც დადგა. მთელი მოსახლეობა ტკბებოდა ამ სიახლით, იქვე კითხულობდნენ ქვეყანაში მომხდარ ახალ ამბებს, ეცნობოდნენ ქართველი და უცხოელი მწერლების ნაწარმოებებს, წიგნები უფასოდ მიჰქონდათ სახლში წასაკითხადაც. თუმცა ამ დადებით მოვლენას, როგორც ჩანს, პატარა უარყოფითი თვისებაც ჰქონია, რაც პირველმა მღვდელმა დავითმა დაინახა და გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე გააშუქა. იგი წერდა: „ვინ არ იცის, რომ
წიგნთსაცავის გახსნა ერთი საუკეთესო საქმეა, მაგრამ, სამწუხაროდ ჩემდა, როგორც ადგილობრივმა მღვდელმა, არ შემიძლიან აქ არ აღვნიშნო ერთი
ურიგო მდგომარეობა, რომელიც ხდება ხსენებულის წიგნთსაცავის მიზეზით. ჩემის აზრით, ზნეობრივ და გონებრივ საზრდოსთან სულიერი საზრდოც უნდა გვახსოვდეს, მაგრამ ისე გაიტაცა აქაურნი მცხოვრებნი ჩვენმა წიგნთსაცავმა, რომ თითქმის სრულიად დაავიწყდათ წირვა-ლოცვის მოსმენა. მართლაც, აკაკისა არ იყოს, ჩვენი ზარების ხმა იმათ ეხლა „წადით“, „წადით“ ეყურებათ. უქმეს წინადღის საღამოს ლოცვაზედ ჩვენი ეკლესია სრულიად დაცარიელებულია. ამისათვის სასურველია მიექცეს
ყურადღება, ვისგანაც ჯერ არს, რათა კვირა-უქმე დღეების წინ, საღამოს ოთხის საათიდან, დაკეტილი იქმნას წიგნთსაცავი ვიდრე ექვს საათამდე, ე.ი. მწუხრის და ცისკრის გამოსვლამდე და ამ ნაირად აღარც სულიერი საზრდო დაგვავიწყდება და წიგნებისა და გაზეთების კითხვასაც მოვესწრებით“. როგორც ამ წერილიდან ჩანს, წიგნთსაცავმა ისე გაიტაცა ქალაქის მოსახლეობა და მრევლი, რომ ლოცვაზე ტაძარში აღარ მიდიოდნენ და მთელი საღამო დროს სამკითხველოში ატარებდნენ, რამაც მათი სულიერი მოძღვრის შეშფოთება გამოიწვია. 1899 წლის 15 მაისს
მღვდელ დავითს კამილავკა ეწყალობა. 1900 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძეე ხლოცვა-კურთხევითგადაწყდა ოზურგეთში ქართული საეკლესიო გალობის სასწავლებლის დაარსება. 1900 წლის 15 მარტს ეპისკოპოსი ალექსანდრე ფოთიდან ჩაბრძანდა ოზურგეთში და მოიწვია კრება. წაკითხულ იქნა სპეციალური წესდება, რომელიც ამ სასწავლებლისთვის შეიმუშავეს. მეუფე ალექსანდრემ 100 მანეთი შეწირა ამ საქმეს და შემდგომშიც აღუთქვა დახმარება და შემწეობა. კომიტეტის საპატიო თავმჯდომარედ ეპისკოპოსი ალექსანდრე იქნა არჩეული, თანაშემწედ -- ნიკო თავდგირიძე, ხოლო მის წევრებად
მღვდლები: არსენ თოხაძე, ლუკა ხუნდაძე, გიორგი თოხაძე და დავით დუმბაძე. 1905 წელს რუსეთში დაწყებულმა რევოლუციის ტალღამ საქართველოსაც გადაუარა. ქვეყანაში უამრავი შემზარავი და სასტიკი მკვლელობა მოხდა. მდგომარეობა უმართავი გახდა. რუსეთიდან მოვლინებულმა დამსჯელმა ჯარმა, გენერალ ალიხანოვავარსკის მეთაურობით, საშინელი რეპრესიები დაიწყო. დევნა სამლვდელოებამაც განიცადა. გაზეთი „ივერია“ 1905 წელს წერდა: „როგორც „ჩერნ. ვესტ“
იუწყება, ქ. ოზურგეთში გენერალ-მაიორ ალიხანოვ-ავარსკის პასუხისგებაში მიუცია ბლაღოჩინი მღვდელი დავით ანტონის ძე დუმბაძე. მიზეზი ისაა, რომ მღვდელ დუმბაძეს უარი განუცხადებია
მღვდელმსახურების შესრულებაზე თავად ტ. ნაკაშიძისა და ლ. გურიელის დასაფლავების დროს. როგორც ვიცით, მათი მკვლელობა პოლიტიკურ
ნიადაგზე მოხდა“.  1905 წლის 15 მაისს მღვდელი დავითი სამკერდე ოქროს ჯვრით დააჯილდოვდა ხოლო 1908 წლის 12

2-2  საპატრიარქოს უწყებანი N2 27იანვარი-9თებერვალი 2022წ გვ.22
დეკანოზი დავით დუმბაძე 1849-1918 II ნაწილი (გაგრძელება)

თებერვალს დეკანოზის წოდება მიენიჭა. ამ პერიოდში იგი ისევ ოზურგეთის ოლქის მთავარხუცესად იხსენიება. 1907 წელს იუმორისტული ჟურნალი „ეშმაკის მათრახი“, რომელიც ხშირად ეკლესიისა და სასულიერო პირების ლანძღვა-დაცინვით და ცილისმწამებლური წერილების ბეჭდვით იყო დაკავებული, თავის ფურცლებზე დეკანოზ დავითის შესახებ წერდა: „ამ კვირაში ოზურგეთი, ეს სამჯერ მომწვარი ოზურგეთი, მამა დავითის სადეკანოზო ქალაქი, ნიკოკის საპრასედნიკო ადგილი და დიმიტრი-კოწიას
სანადირო, სააღლუმო მოედანი -- საგუბერნიო ქალაქათ გადააქციეს, გენერალ-გუბერნატორად ტოლმაჩევი დანიშნეს. ეს ბრძნული განკარგულება კი მე, როგორც ეშმაკის ერთგულ მოციქულს,
ძრიელ მომეწონა მისი სამართლიანობით. ნათქვამია, „ძაღლი იმან უნდა დამარხოს, ვინც დაარჩოო“ და აი, სწორეთ ოზურგეთსაც, ამ ანდაზის თანახმად, უკანასკნელი წესიც იგინმა უნდა აუგოს.. კრილოვის დეკანოზი დავითი, თავისი ღირსეული სულიერი შვილებით, ფარულად, მთელი მაზრის მაგიერ, ეახლა ნამესტნიკს და ითხოვა მაზრის მკრეჭელათ ისევ ერმოლოვი. ნამესტნიკს,მართალია, დავითი და დავითისტები არ მიუღია,
მაგრამ დავითიანი მაინც ისმინა და ერმოლოვს ტოლმაჩევიც „დაუდავესკა“ გენერალ-გუბერნა- ტორად. ყოველივე ეს დავითმა ისე მოაკვარაჭინა,
რომ მისი მარჯვენის ნაქნარი სიკეთე მარცხენას არ გაუგია, რა არის სააქაოს მადლი, არავინ მითხრას და საიქიოს ზენარი ჯილდო არ დამიკარგოსო. ჩვენც მეტი რა გვეთქმის, „რაც მოგივა დავითაო,
ყველა შენი თავითაო!“ დეკანოზმა დავითმა ორი ნომრის შემდეგ ასეთი
პასუხი გასცა ამ ფელეტონის ავტორს: „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, სამას სამოცო წმინდაო გიორგი შენ დამიფარე. ღვთის პირიდან გადავარდნილო ეშმაკო! მე ღვთის მსახურს მონას, წმინდისა ქრისტეს ეკლესიისას მამცნეს ერთგულთა ჩემთა, ვითომც შენს მოციქულს გამოეგზავნოს წერილობითი ცნობა, ვითომც მე
ვინმე სტრაჟთა მთავრისათვის მიმეცეს ასი მანეთი ვერცხლი და ვითომც თანამდევ ვიყო მიცემად ორასისა კიდევ და უკეთუ ესე ვითარსა არა მივცემ,
მან უფროსმან სტრაჟისამან უნდა დაწვას ოდა ჩემი სიყრმისა, ჩემისაგან ოფლითა აგებული და ვითომც ესე ვითარი სასჯელი დამემსახურებიოს მე,
ქრისტეს მსახურსა, მით, რომ მესმიოს და მეცეს ჭამადი განქცეულთა მათ ფირალთათვის. მართალია, ეკლესია ქრისტესი გვავალებს, ვცეთ ჭამადი და სმადი ყოველსა მოყვასსა, მაგრამ მე შიშითა მიწიერისა ღმერთისა არა მიყვიეს ესე და არცა ვისმეთვისმე ასი მანეთი ბალიშის ქვეშე შამომიდვიეს
და არცა ორასისა მიცემა აღმითქვამს ყოველივე ესე ჭორ არს. არცა მეორე ლექსსა საეშმაკო გაზეთსა შინა მოთავსებულსა მე-6 ნომერსა „ოზურგეთს ყავს სამი მგელი“, მე ჩემს თავს არა ვცნობ და როგორც ვიცი გამოცდილებითა ჩემითა, ის უნდა იყოს უსამართლოთ დასჯილი და ვიატკასა შინა წარვლენილი მოსანანებლათ ცოდვათა არა ჩადენილთა, თანა მწირველი ჩემი ძმისწული ლავრენტად წოდებული, რომელსა არა დაეხმარა უქანქაროთ მოძღვარი ქალაქისა მის ოზურგეთისა და
რომლისა შესახებ პრისტავმან კნიაზმან მან ბრძანებითა უფროსისათა ჩაიდინა საქციელი, რომელი ჯერ არს განქიდებად“. 1912 წლის 6 მაისს წმ. ანას III ხარისხის ორდენი ეწყალობა. 1913 წლის 20 ოქტომბერს გურია-სამეგრელოს ეპარქიის მონასტრების მთავარხუცესი, ხობის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი დიმიტრი (პარკაია) ავადმყოფობის გამო გადადგა თანამდებობიდან, ამიტომ გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) გადაწყვეტილებით, ეპარქიაში მოქმედ ყველა მონასტერს დაენიშნა ახალი მთავარხუცესი თეთრი სამღვდელოების მხრიდან. დეკანოზი დავითი შემოქმედის მამათა მონასტრის მთავარხუცესად დაადგინეს. 1914 წლის 15 მაისს წმ. ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1914 წელს დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. სოფლის ღარიბ მოსახლეობაზე ეს ომი მეტად მძიმედ
აისახა. დიდი გადასახადებისგან შევიწროებული გლეხობა სულს ღაფავდა. მოსახლეობის დახმარების მიზნით მამა დავითის თავმჯდომარეობით შეიკრიბა ოზურგეთის მაზრის სამღვდელოება და დაადგინეს,
რომ ამ ომის დასრულებამდე მშრომელ ხალხს დრამის ფული არ გადაახდევინონ. კრებაზე ასევე გადაწყდა, რომ ყოველთვიური ჯამაგირიდან მათ ორი პროცენტი გადადონ ომში გაწვეული ჯარისკაცთა
ოჯახების დასახმარებლად. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში ვითარება შეიცვალა. სამღვდელოება
უკიდურესად რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. გამონაკლისი არც მამა დავითი გახლდათ. 1917 წელს გაზეთი „საქართველო“ წერდა: „ოზურგეთი. 10 მარტს, დროებითი მთავრობის განკარგულებით, დააპატიმრეს ნიკო თაყაიშვილი. მეორე დღეს თავისით გამოცხადდა ციხის უფროსთან დიმიტრი მგელაძე. იმავე დღეს შენდობა და პატიება ითხოვა დეკანოზმა დავით დუმბაძემ. ორივე დროებით გაანთავისუფლეს“. იგივე ცნობას გვაწვდის გაზეთი „ერთობა“, სადაც ვკითხულობთ: „ოზურგეთი. სატუსაღოში მყოფი დეკანოზი დავით დუმბაძე ძრიელ ავად შეიქმნა. ამიტომ მას ციხეში ჯდომა შეუცვალეს შინაურ დატუსაღებით გამომთვლებამდე“. თუ რა მიზეზის გამო მოხდა დაპირისპირება ადგილობრივ ხელისუფლებასა და დეკანოზ დავითს შორის, ამას ვიგებთ თავად მამა დავითის წერილით, რომელიც იმავე წლის 7 აპრილს ცნობილ საზოგადო მოღვაწეს,
პუბლიცისტსა და ქართული დრამატული თეატრის აქ-

2-3  საპატრიარქოს უწყებანი N2 27იანვარი-9თებერვალი 2022წ გვ.23
დეკანოზი დავით დუმბაძე 1849-1918 II ნაწილი (გაგრძელება)

ტიურ წევრს -- დიმიტრი დუმბაძეს მისწერა: „დიდად პატივცემულო ძმაო და მეგობარო დიმიტრი მოისევიჩ! ქრისტე აღსდგა და იცოცხლე გრძელ ჟამიერად, ლოცვა-კურთხევით მოგიკითხავ და თქვენს ჟამიერ სიცოცხლეს ღმერთსა ვთხოვ; ჩვენში იციან, რომ დაელავს, პირის ჯვარი უნდა გამოისახო, სწორეთ ეხლა არის ის დრო. 12 მარტს ახალმა მთავრობამ ყოვლითურთ უმართლოდდა გამოუკვლეველად დამიჭირეს და ჩამაგდეს ნაობახშიდ. ერთი თვე გადის, ჩვენება არ ჩამოურთმევია და არც მე ვიცი, რისთვის მტანჯავენ, კარგათ მოგეხსენება, ავათმყოფი კაცი ვარ და 70 წლის მოხუცი კაცი, ძველ დროშიდ ძველს ვემსახურებოდი, ეხლა დიდი სიხარულით ახალს ვემსახურები. აქ არის ერთი მხოლოდ მეზობლური მტერობა, რომელიც ვინღაცას ჩემი შტატის ადგილის მიცემას დაპირებია, ხალხი მთხოვილობს, სამღვდელოება მთხოვილობს, და კათოლიკოსის
მოადგილემ ვრცელი ტელეგრამა გამოუგზავნა აქაურ კამისრებს, მაგრამ ხმას არ იღებს, ნაობაღშიდ კინაღამ მოვკვდი რევმატიზმით და ჭაჭების ტკივილით  და ძლივს ძლივობით დომაშნი არესტით დამამწყვდიეს სახლშიდ, სადაცა თოფიანი კაცი მადგანა თავზედ და ვიტანჯები. ვიცი, რომ თავმოყვარე, პატიოსანი კაცი ბრძანდები, გაჭირვებულ კაცს
ზღვამ პირი გაუღო, მეც გაჭირვებული ვარ. ახალი მოხელენი შენი ყველა ნაცნობი არიან, განსაკუთრებით პატივცემული ნოე ჟორდანია, ჩემის ცოლის ნათესავი. ამასთანავე, თქუენ სხვებიც გყავს კარგი
მოსახმარი და მომეხმარე რაც მოგახსენე, რომ ჩემის მხრით, არაფერი საწინააღმდეგო კანონიერი, არაფერი შესაფერხებელი თქვენ არ შეგხვდებათ. გაფიცებ ცოცხალს და მკვდარს, ნურაფერს
ძველს ჩემსას ნუ გაიხსენებ და მოიხმარე ყველა შენი ნაცნობი და მომეხმარე, თუ წინააღმდეგ შემთხვევაში საჭირო იქმნება უმაღლეს მართებლობასთან საქმის მიხწევა, ისიც მაცნობე საიდუმლოდ; მომიტევე შეწუხებისათვის. დავშთები თქუენი მაღალ კეთილშობილების ღვთისადმი მლოცველი დეკანოზი დავით დუმბაძე“. ციხიდან გათავისუფლებული მოძღვარი კვლავ ტაძარს დაუბრუნდა და სამსახური გააგრძელა. 1917
წლის 27 სექტემბერს ოზურგეთში გაიმართა შემოქმედის რაიონის კოლექტივის წევრთა კრება, სადაც კოლექტივის 1-23 სექტემბრის მოღვაწეობის ანგარიში მოისმინეს. კრებაზე ასევე განიხილეს მათთვის
მიუღებელი პირების ხელმეორედ დატუსაღების საკითხები, რომლებიც გათავისუფლდნენ თავდებით ივლისის თვეში. მათ საყვედური გამოთქვეს, რომ აღმასრულებელმა კომიტეტმა გურიის ცენტრალური
კომიტეტის დადგენილება სისრულეში არ მოიყვანა და პატიმრები გამოუშვა. კრებამ აღნიშნა: „საკითხის მიფუჩეჩების გამო ბევრი ასეთი პირი დაუპატიმრებელი დარჩა, რომელთაც დიდი ზარალი მოაქვთ.
მაგ. მღვდელი დავით დუმბაძე გამოდის ჯვარზე და კიდევ ჰპოულობს თავის თანამოაზრეებს". კრებამ დაადგინა, აეკრძალოს დ. დუმბაძეს ჯვარზე გამოსვლა და ქადაგება. როგორც ვხედავთ, დროებითი
მთავრობის მმართველობის პერიოდში დეკანოზ და-


2-4  საპატრიარქოს უწყებანი N2 27იანვარი-9თებერვალი 2022წ გვ.24
დეკანოზი დავით დუმბაძე 1849-1918 II ნაწილი (დასასრული)

ვითს ურთიერთობა დაეძაბა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რასაც მოჰყვა მისი დაპატიმრება და შემდეგ ქადაგების აკრძალვაც.
შემდგომში მოვლენები უფრო მძაფრად განვითარდა. 1918 წლის 10 მაისს დღემდე დაუდგენელ ვითარებაში მოკლეს დედაეკლესიისა და ქართული საეკლესიო გალობის დიდი მოამაგე, მხცოვანი დეკანოზი ”დავით დუმბაძე. ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა  და მრევლმა, ვერაგულად მოკლული დეკანოზის ცხედარი შემოქმედის წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაკრძალეს.
1919 წლის 7 მაისს გაზეთი „საქართველო“ პატარა ნეკროლოგს აქვეყნებს: „გულდამწუხ- რებულნი მეუღლე -- მაკა დიონისეს ასული დუმბაძისა, შვილები -- ვასილი, ელენე, მარგალიტა, ეკატერინა, სოფიო, თამარა, ელისაბედი ნაკაშიძისა, მარიამ დარახველიძისა, მატრონე გერასიმოვისა, პაშა სიმვულიდისა, სიძეები მიხეილ ნაკაშიძე, ვასილ დარახველიძე, ტიმოთე გერასიმოვი და დიმიტრი სიმვულიდი აუწყებენ ნათესავთ და ნაცნობთ, ვერაგულად მოკლულის დეკანოზის -- დავით დუმბაძის გადახდილი წლის თავზე წირვა და პანაშვიდი შესრულდება 10 მაისს, სოფ. შემოქმედის წმიდა გიორგის ეკლესიაში“. დეკანოზ დავით დუმბაძესა და მის მეუღლეს მაკა დიონისეს ასულ ტუსკიას (დაბ. 1859წ.) 2 ვაჟი და
10 ქალიშვილი ჰყავდათ: ელისაბედი (დაბ. 1879წ. გათხოვილი იყო მიხეილ ნაკაშიძეზე), ვასილი (დაბ. 1881წ.), ალექსანდრა (დაბ. 1882წ. გათხოვილი დიმიტრი სიმვულიდზე), ელენე (დაბ. 1885წ.), მარიამი (დაბ. 1887წ. გათხოვილი ვასილ დარახველიძეზე), მატრონა (დაბ. 1888წ. გათხოვილი ტიმოთე გერასიმოვგზე), გიორგი (დაბ. 1889წ.), პელაგია (დაბ. 1892წ.),
მარგალიტა (დაბ. 1893წ.), ეკატერინე (დაბ. 1894წ.), სოფიო (დაბ. 1896წ.), თამარი (დაბ. 1898წ.). მათგან ორი: გიორგი და პელაგია 1919 წელს უკვე
აღარ იხსენიებიან ცოცხლებში. შემდგომში მისი ერთი ვაჟი, ვასილ დუმბაძე ემიგრაციაში წავიდა და მორგანების ბანკის წამყვანი ფინანსისტი გახდა, ხოლო დებიდან ერთ-ერთი სონია დუმბაძემ, რომელიც კარგი მუსიკალური ნიჭით გამოირჩეოდა, 1919 წელს წარმატებით ჩააბარა გამოცდები თბილისის კონსერვატორიაში. მეცადინეობდა პედაგოგ
” ანა ჯაყელთან. შემდგომში თბილისის კონსერვატორიის კონკურსში გამარჯვებულ 15 სტუდენტთან ერთად მილანში ჩავიდა და მაესტრო 
დელი პონტისთან დაიწყო მეცადინეობა. საბოლოოდ მანაც ემიგრაციაში დაასრულა ცხოვრება.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.11.2025
ბოლო რედაქტირება 23.02.2026
სულ რედაქტირებულია 8





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0