თბილისის მამა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესია (დასასრული)
დასაწყისი იხ:საპატრიარქოს უწყებანი N32 3-9 ოქტომბერი 2013წ გვ.17
მამა დავითის ტაძრის წინამძლვრები (არასრული სია)
1810-1823 მღვდელი თომა გრიგოლის ძე ფირალოვი-გრიგორიევი (+03.02.1859)
1824-1880 დეკანოზი იოსებ თომას ძე გრიგორიევი
(+29.02.1880)
1880-1891 მლვდელი ზაქარია იოსების ძე გრიგორიე- ვი (+14.11.1891)
1891-1930 დეკანოზი ნესტორ სვიმონის ძე მაჭარაშვილი (+1930)
1931 ეპისკოპოსი ეფრემი (სიდამონიძე)
1931-1943 დეკანოზი ნიკიფორე სვიმონის ძე კანდელაკი
1943-1953 დეკანოზი ხარლამპი ნიკოლოზის ძე ხუციშვილი (+22.0 1.1956)
1953- 1957 დეკანოზი იოანე ესტატეს ძე საყვარელიძე
1957-1959 დეკანოზი ლევან ალექსის ძე ტლაშაძე
1959-1961 დეკანოზი ვალერიან ალექსანდრეს ძე ტაბლიაშვილი
1961-1971 დეკანოზი პანტელეიმონ იესეს ძე ბარნაბიშვილი
1974- 1975 არქიმანდრიტი სოკრატე (ჭულუხაძე)
1976-1978 დეკანოზი ამირან აკაკის ძე შენგელია
1978-1980 დეკანოზი ანტონ გიორგის ძე შიოშვილი
1980-1981 მლვდელი რევაზ ტომარაძე
1 98 1 - 1 982 იღუმენი გიორგი (ოდიშვილი)
1982-1992 დეკანოზი არჩილ გიორგის ძე ლაფერაშვილი (+15.05.1992)
1992-2000 დეკანოზი თომა გერვასის ძე ჯაჯანიძე (+02.03.2000)
2000-2002 არქიმანდრიტი ზენონი (იარაჯული)
2002-2010 არქიმანდრიტი იოანე (კიკვაძე)
2010-2012 არქიმანდრიტი სამუელი (ზედგენიძე)
2012 წლიდან არქიმანდრიტი იოანე (კიკვაძე)
დამხმარე მღვდლები, დიაკვნები და მედავითნეები
1812-1824 დიაკონი იოსებ თომას ძე გრიგორიევი
183-1839 დეკანოზი პეტრე გიორგის ძე ეგაძე
(+03.05.1839)
1855-1865 მღვდელი მიხეილ იოანეს ძე ბერიძე (+18.01.1865)
1865-1879 მღვდელი გრიგოლ ნერგაძე (+14.07.1879) 1877-1880 მღვდელი ზაქარია იოსების ძე გრიგორიევი
1888 დიაკონი იოანე ზაქარიას ძე ჩიტაძე
188-1896 დიაკონი გრიგოლ უზნაძე (+11.01.1896)
1896-1900 მედავითნე იოანე კიკნაძე
1900-1902 დიაკონი გრიგოლ თომას ძე სონღულაშვილი
1902-1905 დიაკონი ალექსანდრე კირილეს ძე მექანარიშვილი
1905-1908 მლვდელი ქრისტესია ნიკოლოზის ძე თხინვალელი
1908-1914 მღვდელი ვასილ იოანეს ძე ხახიშვილი
1916-1929 მღვდელი ალექსანდრე სოლომონის ძე ელისაბედაშვილი (+08.05.1942)
1929-1933 დეკანოზი ილია იოანეს ძე კოტეტიშვილი (+1 1.02. 1933)
საპატრიარქოს უწყებანი N32 3-9 ოქტომბერი 2013წ გვ.17
თბილისის მამა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესია
თბილისის მამა დავითის ტაძარი ერთ-ერთი გამორჩეული და წმინდა ადგილი ყველა ქართველისათვის. თავისი ადგილმდებარეობით, სილამაზითა და საუცხოო ხედებით იგი თავისკენ იზიდავს უამრავ ადამიანს, როგორც ადგილობრივებს, ისე უცხოელ ტურისტებს. ყოველ წელს, წმინდა დავით გარეჯელის გარდაცვა- ლების დღეს, ამაღლების მომდევნო ხუთშაბათს, თბილისში მამადავითობა აღინიშნება. იგი თბილისელთა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაულია. დილაადრიან იწყება მთაწმინდისაკენ ხალხის საზეიმო სვლა. ტრადიციაა მლოცველების მამადავითის ეკლესიის გარშემო ფეხშიშველი სამჯერ შემოვლა. დღესასწაულზე ქალაქის ახლომახლო სოფლებიდანაც ჩამოდიან ღამისმთევლები. ტაძრის ისტორია უკავშირდება VI ს-ში საქართველოში ანტიოქიიდან ჩამოსულ ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთს –– დავით გარეჯელს. გადმოცემის თანახმად, VI ს-ში ამ მიდამოებში ცხოვრობდა წმინდა მამა დავით გარეჯელი. მას შემდეგ, რაც მამა დავითმა თბილისი დატოვა და გარეჯში დაემკვიდრა, ამ ადგილზე დარჩა სალოცავი. მამადავითის პირველი ეკლესიის შესახებ მატიანეს ზუსტი ცნობები არ შემოუნახავს. ცნობილია, რომ IX საუკუნეში აქ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია იდგა, რომელიც ათონის ივერთა მონასტერს ექვემდებარებოდა. ამიტომაც, ათონის მთის მსგავსად, მამადავითის მთას მეორე სახელი -– მთაწმინდა დაერქვა. სავარაუდოდ, X საუკუნეში აქ დაარსდა მონასტერი, რომელიც XIII-XIV საუკუნეებში უკვე აღარ არსებობდა, თუმცა 1826 წელს შედგენილ ტაძრის აღწერილობაში დეკანოზი იოსებ გრიგორიევი მიუთითებს, რომ ტაძარი 1318 წელსაა აშენებულიო. მოგვიანებით კი, 1542 წელს ძმებ ნიკოლოზ და დავით გაბაშვილების თაოსნობით ღვთისმშობლის სახელობის სავანე აღდგა. მამა დავითის მთაწმინდის სავანე ხშირად გამხდარა თბილისის მოსახლეობისთვის თავშესაფარი. 1795 წელს, როდესაც აღა-მაჰმად-ხანმა ქალაქი აიღო და სასტიკად ააოხრა, 50-მდე თბილისელმა მოქალაქემ ვერ მოასწრო დედაქლაქის დატოვება და თავი მამა დავითის ტაძარს
32-1 საპატრიარქოს უწყებანი N32 3-9 ოქტომბერი 2013წ გვ.18
თბილისის მამა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესია (გაგრძელება)
შეაფარა. სპარსელები თხუთმეტი დღის განმავლობაში არბევდნენ თბილისს და ღვთისა და წმინდა დავით გარეჯელის მეოხებით ისინი, ამ ხნის განმავლობაში არც კი გაკარებიან იქაურობას.. ქართველი მეფეები ყოველთვის დიდ პატივს მიაგებ- დნენ მამა დავითის ტაძარს. სამეფო ტახტიდან გადამდგარი ქართლის მეფე დავით X (1505-1525) ბერად აღკვეცის შემდეგ დამიანეს სახელით ცნობილი მამადავითის ტაძარში მოღვაწეობდა. ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორის მცირეწლოვანი შვილის სოლომონის გარდაცვალების შემდეგ მამა დავითის ტაძარში განმარტოვდა და აქ ევედრებოდა უფალს ცოდვების მიტევებას. აქვე აკითხავდა მას კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ I და ერთად აღავლენდნენ ლოცვებს საქართველოს ერთიანობისა და მშვიდობისათვის. ქართლ-კახეთის უკანასკნელ მეფე გიორგი XII-ს ჰქონდა ასეთი ტრადიცია: ყოველ წელს, მამა დავითობას, იგი აქ თავისი ამალით ადიოდა და მიტოვებულ და ნახევრად დანგრეულ ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდებოდა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა ტაძრის აღდგენა, თუმცა მისმა ნაადრევმა სიკვდილმა ამ კეთილ წამოწყებას ხელი შეუშალა. როგორც ავღნიშნეთ, XVIII საუკუნეში მონასტერი უმოქმედო იყო, დაზიანებული ნაგებობები თანდათან ინგრეოდა. 1810 წელს კათოლიკოს-პატრიარვქმა ანტონ II-მ ქაშვეთის ეკლესიის მოძღვარს, მამა თომა გრიგორიევს, მამა დავითის ტაძრის აღდგენა დაავალა. თბილისელ მოქალაქეთა და მრევლის შემოწირულობებით აიგო ტაძარი, რომელიც აგურით იყო ნაშენი და უგუმბათო ხის სახურავი ჰქონდა. კათოლიკოს ანტონ II-ის რჩევით, ტაძარი მაცხოვრის ფერისცვალების სახელზე აკურთხა მცხეთის წმ. ჯვრის მამის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ტრიფილემ (ჯორაშვილი), ვინაიდან გარეჯის უდაბნოში ღირსი მამა დავითი სწორედ ფერისცვალების მონასტერშია დაკრძალული. ტაძრისკენ მიმავალი ფართო და ხვეული გზა საქართველოს მთავარმართებლის, გენერალ ერმოლოვის ხელმძღვანელობით გაიჭრა 1817 წელს. ასეთი სახით ეკლესიამ 1861 წლამდე იარსება. ამ წელს გადაწყდა ძველი ტაძრის მაგივრად უფრო დიდი ზომის ტაძარი აეშენებინათ და მღვდელ თომა გრიგორიევის ვაჟმა, დეკანოზმა იოსებმა მრევლში მშენებლობისთვის ფულის შეგროვება დაიწყო. ძველი ეკლესია დაშალეს და ჩაყარეს ახალი ტაძრის ბალავარი. ტაძრის მშენებლობა უსახსრობის გამო ძალზე გაჭიანურდა,,ამის გამო ახალი ტაძრისათვის ანჩისხატის ეკლესიის კანკელის დადგმა გადაწყდა. ათწლიანი შრომის შედეგად, 1871 წლის 22 სექტემბერს, საქართველოს ეგზარხოსმა ევსევიმ (ილინსკი) საზეიმოდ აკურთხა ახლად აშენებული ტაძარი. 1877 წელს დეკანოზმა იოსებ გრიგორიევმა ტაძარს გუმბათიც დაადგა. მოგვიანებით, XX საუკუნის დასაწყისში, ძველი სამრეკლოს ადგილას მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის პატარა ტაძარიც აიგო. ტაძრის მახლობლად მდებარეობს წმ. მამა დავით გარეჯელის სენაკი, აგრეთვე საკურნებელი თვისებების მქონე წყარო. 1889 წელს ტაძარი მოიხატა დეკანოზ იოსების ვაჟის, მლვდელ ზაქარია გრიგორიევის წინამძღვრობის პერიოდში. 1891 წელს ტაძართან დაარსდა სამრევლო-საეკლესიო საქალებო სკოლა. მამა დავითის ტაძართან არსებულ სენაკებში წლების განმავლობაში მოღვაწეობდნენ მონაზვნებიც, რომელთა დაუღალავი შრომით აშენდა ეკლესიის გალავანში ორსართულიანი შენობა, ოთხი ოთახით, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. მათ ტაძართან გახსნეს სკოლა, სადაც ბავშვებს ხელსაქმესა და კითხვას ასწავლიდნენ. მათი გარდაცვალების შემდეგ ეს, სახლი: ეკლესიის საკუთრებაში გადმოვიდა, თუმცა იქ შემდგომშიც ცხოვრობდნენ სხვა მონაზვნები. 1831 წელს აქ ცხოვრობდა ოთხი ადამიანი. მათ შესახებ საეკლესიო საბუთები მოწმობს: „მონაზონი სალომე (ფორაქიშვილი), 29 წლის, ქართველი, სახელმწიფო მოქალაქის ბეჟან ფორაქიშვილის ასული, იცის წერა-კითხვა. 1810 წელს კათოლიკოზ-პატრიარქ ანტონ II-ის ლოცვა-კურთხევით დასახლდა მთაწმინდის ტაძართან. 1816 წელს არქიმანდრიტმა ელეფთერმა (ზურაბიშვილი) მონაზვნად აღკვეცა. გარდაიცვალა 1864 წლის 19 იანვარს, დასაფლავებულია იქვე.“ „მონაზონი ანასტასია (კობიაშვილი), 30 წლის, ქართველი, აზნაურ ფარსადან კობიაშვილის ასული, 1816 წელს მოვიდა მთაწმინდის ტაძარში დუშეთიდან. 1816 წელს არქიმანდრიტმა ათანასემ (ბიბილური) მონაზვნად აღკვეცა. გარდაიცვალა 1872 წლის 10 ნოემბერს, დასაფლავებულია იქვე.“ „მორჩილი ანა, 88 წლის, ქართველი, გლეხთაგანი, 1814 წელს მოვიდა მარტყოფიდან.“ „მორჩილი ელისაბედი, 46 წლის, ქართველი, სასულიერო წოდების, მისი ქმარი მღვდელი გრიგოლი მოკლეს ოსმალებმა, მოვიდა 1818 წელს ახალციხიდან და დაბინავდა აქვე.“ შემდგომში აქვე მოღვაწეობდნენ მათი აღზრდილები და მოწაფენი, რომლებიც სხვადასხვა წლებში აღიკვეცნენ მონაზვნებად. ესენი იყვნენ: ნინო (ასათიანი-ახვლედიანისა), ბარბარე (შალამბერიძე), ოლიმპიადა (ანა გრიგორიევი) და სიდონია (სალომე ნათაძე ყანჩაველისა). მონაზონი ნინო 1795 წელს აზნაურის ოჯახში იყო დაბადებული. იგი 60 წელზე მეტხანს მოღვაწეობდა მამა დავითის ტა-
32-2 საპატრიარქოს უწყებანი N32 3-9 ოქტომბერი 2013წ გვ.19
თბილისის მამა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესია (გაგრძელება)
ძართან არსებულ სენაკში. მოხუცებულობის მიუხედავად, ყოველ- თვის მხნედ გამოიყურებოდა და სიკვდილამდე კარგად ჰქონდა შერჩენილი თვალის სინათლე, სმენის სიმახვილე და სულის სიმტკიცე. დედა ნინოს ბევრი იცნობდა თბილისში და დიდი პატივისცემით ეპყრობოდა. იგი საკუთარი ხელსაქმით ირჩენდა თავს. მხოლოდ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ახლობელნი ხელს უმართავდნენ და ეხმარებოდნენ. “ დედა ნინოს სენაკის კარი ყოველთვის ლია იყო გაჭირვებულ ქვრივთა და ობოლთა საშველად. ასე მან მრავალი ობოლი გამოზარდა და კეთილ გზაზე დააყენა. „როგორც დიდად მორწმუნე ქრისტიანი, ზრუნავდა რა სულისა თვისისათვის, თავისის გვამის საუკუნო სამკვიდრებელისათვისაც იზრუნა განსვენებულმა სიკვდილის წინ“. სასულიერო მთავრობის ნებართვით მან ადრევე განამზადა სამარე წმინდა მამა დავითის ეკლესიის ეზოში. მონაზონი ნინო 1897 წლის 30 აპრილს გარდაიცვალა. მონაზონი ბარბარე გარდაიცვალა 1900 წლის 25 დეკემბერს. მამა დავითის ეკლესიის უკანასკნელი მონაზონი იყო დედა სიდონია. იგი 1916 წლის 20 ივლისს გარდაიცვალა და 24 ივლისს დაკრძალეს ტაძრის ეზოში. მთაწმინდის მამა დავითის ეკლესიის პირველი წინამძღვარი გახლდათ მღვდელი თომა გრიგოლის ძე ფირალოვი-გრიგორიევი. დაიბადა 1761 წლის 21 მარტს, ქ. თბილისში. წარმოშობით ყოფილა სომეხი, გვარად ფირალოვი. მამამისი გრიგოლი ეჩმიაძინის მონასტრის არქიმანდრიტი იყო. სამლვდელო ხარისხის ახდის შემდეგ ჩამოსულა თბილისში, დაუგმია მონოფიზიტური ერესი და შეურთავს ქართველი ქალი, მასთან შეეძინა შვილი, სახელად თომა. ყმაწვილმა თომამ ადრეული ასაკიდან ქაშვეთის ეკლესიაში საფუძვლიანად შეისწავლა ქართული წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. XVIII საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს კალოუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. ამ პერიოდში ჯვარი დაიწერა ბარბარეზე. ეყოლა ორი ასული და ოთხი ვაჟი. 1793 წლის 25 მარტს დიაკვნად აკურთხეს. 1797 წლის 23 აპრილს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში თბილელმა მიტროპოლიტმა არსენმა (ბაგრატიონი) მლვდლად დაასხა ხელი და ამავე ეკლესიის მესამე მღვდლად დაინიშნა. 1804 წლის 25 თებერვალს კათოლიკოს-პატრიარქის ანტონ II-ის ლოცვა-კურთხევით რუსეთში გაემგზავრა, სადაც იულონ ბატონიშვილისა და მისი ოჯახის სულიერ მოძღვრად და კარის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1808 წლის 25 თებერვალს (1802 წლის 5 თებერვალს) ერთგული სამსახურისათვის რუსეთის '" წმინდა სინოდმა იასამნისფერი ხავერდის კამილავკით დააჯილდოვა. კათოლიკოს-პატრიარქ კალისტარტეს (ცინცაძე) ჩანაწერე- “ ბიდან ვიგებთ, რომ მამა თომას რუსეთში წაუღია რაღაც „სიგელი (მიტროპოლიტ არსენისა) „ხელმწიფესთან დასაბეჭდავად“ ქვაშვეთელების „წინააღმდეგობით“. თუმცა ფილიპე დეკანოზს უთხოვია პავლე ციციანოვისათვის, მეუფე არსენის სიგელი არ გაატანო თომას პეტერბურგშიო (ალბათ ეხებოდა შუამდგომლობას ქვაშვეთის კრებულის „შტატის“ გადიდების შესახებ), მაგრამ მთავარმმართებელი ამ საქმეში არ ჩარეულა. 1809 წელს მამა თომა საქართველოში დაბრუნდა. იგი ყოფილა იმ დროის საქართველოს სამღვდელოებაში ცნობილი და დამსახურებული მოძღვარი. გამოირჩეოდა ენერგიულობითა და სამართლიანობით. 1810 წლის 24 თებერვალს კათოლიკოს-პატრიარქ ანტონს მისთვის დაუვალებია, შეუდექი მთაწმინდის მონასტრის ტაძრის განახლებასო. მამა თომაც გულმოდგინედ შედგომია საქმეს და 1810 წელს ახლად აგებული ტაძარი, კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, არქიმანდრიტმა ტრიფილემ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფერისცვალების სახელზე აკურთხა. მამა თომას თხოვნით, მთავარმართებელმა ერმოლოვმა მესანგრეებს გააკეთებინებნა ის გზა, რომლითაც დღეს ავდივართ ტაძარში. ამავე წლის 10 მაისს იგი საგვერდულით დაჯილდოვდა. 1812 წელს ბრინჯაოს ჯვარი უბოძეს. 1823 წლის 23 დეკემბერს, თავისი თხოვნის საფუძველზე, მამა თომა გადადგა ტაძრის წინამძღვრობიდან და უშტატო მსახურად დარჩა. მის ადგილზე მისი უფროსი ვაჟი, მლვდელი იოსები დაინიშნა. 1841 წლის 5 ნოემბერს საქართველოს ეგზარქოს ევგენის (ბაჟენოვი) ლოცვა-კურთხევით იგი დროებით კვლავ დაინიშნა შტატის მღვდელმსახურად. 1843 წლის 5 ნოემბრიდან კი ისევ შტატგარეშეა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მამა თომამ ბერად აღკვეცა გადაწყვიტა. მან თავისი მრევლი თავის შვილს გადააბარა და 1843 წლიდან თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტერში გადავიდა. 1845 წლის 1 აპრილს ამავე მონასტერში არქიმანდრიტმა ფლაბიანემ (ოსტროუმოვი) ბერად აღკვეცა და სახელად ფილოთეოსი უწოდა. მამა ფილოთეოსი შიომღვიმის მონასტერში განამწესეს, თუმცა ასაკის გამო უმეტესად ფერისცვალების მონასტერში ცხოვრობდა, სადაც აღესრულა 1859 წლის 3 თებერვალს. დაკრძალულია ამავე მონასტრის ეზოში. მამა თომას ქაშვეთის ტაძრის ეზოში ჰქონდა საკუთარი სახლი, რომელიც შემდგომში ქაშვეთის ეკლესიისათვის შეუწირავს.
საპატრიარქოს უწყებანი N33 10-16ოქტო,ბერი 2013წ გვ.18
თბილისის მამა დავით გარეჯელის ეკლესია II ნაწილი
მამა დავითის ტაძრის წინამძღვრებს შორის გამორჩეული და საპატიო ადგილი უკავია დეკანოზ იოსებ თომას ძე გრიგორიევს. იგი 1795 წლის 3 ნოემბერს ქ. თბილისში დაიბადა. 1805 წელს მამამ ათი წლის იოსები თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში მიაბარა. სასწავლებელში მას დადებითად ახასიათებდნენ. კარგად სწავლობდა და კლასიდან კლასში მადლობის ფურცლითა და ზოგჯერ ჯილდოთიც გადაჰყავდათ. ასეთი წარმატებები და გამორჩეული ნიჭიერება იოსებს თავმოყვარეობასა და თავდაჯერებულობას ჰმატებდა. იგი ჩაკეტილი იყო საკუთარ თავში, სასწავლებელში არ ჰყავდა ბევრი მეგობარი და გულშემატკივარი, სამაგიეროდ, მთელი გულით უყვარდა კითხვა, რაც სიცოცხლის უკანასკნელ წლებშიც კი არ მიუტოვებია. კითხულობდა ჟურნალ-გაზეთებს, განსაკუთრებით გატაცებული იყო ხატვით. მის მიერ შესრულებული სურათები და ხატები მრავლად იყო მთელ თბილისში, მისი ნათესავების ოჯახებსა და ეკლესია-მონასტრებში. ხატვა მან ჯერ კიდევ დიაკვნობის პერიოდში დაიწყო. 1812 წლის 29 მარტს ჩვიდმეტი წლის იოსები თბილისის მამა დავითის ეკლესიის მედავითნედ ინიშნება. 1815 წლის 3 აპრილს საქართველოს ეგზარქოსმა ვარლაამმა (ერისთავი) იგი დიაკვნად აკურთხა. 1824 წლის 6 იანვარს საქართველოს ეგზარქოსმა იონამ (ვასილევსკი) მღვდლად დაასხა ხელი და მამა დავითის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1827 წლის 20 დეკემბერს მამა იოსებს დაევალა თბილისის სამედიცინო პუნქტებში ყვავილით აცრაზე კონტროლი. 1834 წლის 15 მაისს სკუფიით დაჯილდოვდა, 1835, წლის დიდ მარხვაში მამა იოსებმა 30 ფიცარზე დახატა ჯვრები და საჩუქრად გაგზავნა ოსეთის ეკლესიებისთვის, რის გამოც 1835 წლის 6 ივლისს საქართველოს ეგზარქოსმა ევგენიმ (ბაჟენოვი) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1837 წლის 20 დეკემბერს საეკლესიო გუჯართა და ძველი საბუთების გამრჩევ კომისიაში დაინიშნა. დეკანოზი იოსები წლების მანძილზე იყო ზნეობითი სასამართლოს წევრი. 1842 წლის 23 სექტემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა, ხოლო 1844 წლის 8 აპრილს კამილავკა ეწყალობა. წლების განმავლობაში ერთგული და თავდადებული სამსახურისთვის და მამა დავითის ტაძრის გამშვენება-განახლებისათვის საქართველოს ეგზარქოსმა ისიდორემ (ნიკოლსკი) დეკანოზის წოდება მიანიჭა. 1850 წლის 7 ივლისს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. 1861 წლის 22 აპრილს წმინდა ანას III ხარისხის ორდენი ეწყალობა, 1866 წლის 26 მარტს წმინდა ანას II ხარისხის ორდენი საიმპერატორო გვირგვინის გარეშე მიიღო. 1872 წლის 20 აპრილს ენქერით დაჯილდოვდა, ხოლო 1875 წლის 22 თებერვალს დედაეკლესიაში ორმოცდაათწლიანი უმწიკვლო სამსახურისათვის წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი უბოძეს. მიღებული ჰქონდა ჯილდო ბრინჯაოს ჯვარი, ვლადიმერის ლენტით, 1853-1856 წლების ყირიმის ომის სამახსოვროდ. ცხრამეტი წლის ასაკში იოსებმა ჯვარი დაიწერა
კავთისხეველ ანასტასია კანდელაკზე. მათ შესანიშნავი ქართული სულისა და ტრადიციებით სავსე ოჯახი შექმნეს. დეკანოზი იოსები გამოირჩეოდა უბრალო ხასიათითა და ქცევით. ყოველდღიურად მზის ამოსვლისას დგებოდა, პირდაპირ ტაძარს მიაშურებდა და ლოცვას იწყებდა. ზამთარ-ზაფხულ ყველას
ასწრებდა დილით ადგომას, თავად დარეკავდა ზარებს და დიაკვანსა და მედავითნეს მოუხმობდა. მის სახლში ყოველთვის ცხოვრობდა რამდენიმე მოჯამაგირე, რომლებიც მის ოჯახს ემსახურებოდნენ. ასევე, ისინი მონაწილეობდნენ სატაძრო მსახურებაში. კითხულობდნენ ფსალმუნებს და სწავლობდნენ გალობას. მამა იოსების დახმარებით ეცნობოდნენ საღვთო სჯულსა და ღვთისმსახურებას. შემდგომში რამდენიმე მათგანი სასულიერო პირიც გახდა და საქართველოს ეკლესიის სხვადასხვა ტაძრებში გააგრძელეს მოღვაწეობა. ეს ყველაფერი კი დეკანოზ იოსების დამსახურება იყო. დეკანოზი იოსები ბევრს მოგზაურობდა. უყვარდა ძველი ტაძრებისა და სიწმინდეების მოლოცვა. რამდენჯერმე ეწვია კახეთს, მოილოცა ალავერდის უძველესი ტაძარი, გადავიდა საინგილოში, სადაც ერთი პერიოდი მსახურობდა მისი ვაჟი, დეკანოზი სოლომონი, რომელიც ზაქათალაში მდგარი სამხედრო პოლკის კაპელანი და საინგილოს ოლქის მთავარხუცესი გახლდათ. 1879 წლის ზაფხულში, გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, დასავლეთ საქართველოში არსებული საეკლესიო სიწმინდეები მოილოცა. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი იოსები თბილისი-ფოთის სარკინიგზო ხაზის გახსნამდე, მცხეთაში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე აუცილებლად ფეხით მიემგზავრებოდა. იგი დილაადრიან გაუდგებოდა ხოლმე გზას და რამდენიმე კილომეტრს ფეხით გადიოდა. ნავთლულში მას ჰქონდა პატარა ბაღი, სადაც თავისი ხელით ამუშავებდა მიწას და იქაც ფეხით მიდიოდა. დეკანოზი იოსები ქ. თბილისის სამღვდელოებაში დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობდა. მის სიტყვას ენდობოდნენ ეპისკოპოსები და ქალაქის წარჩინებულნი. განსაკუთრებით უყვარდა
33-1 საპატრიარქოს უწყებანი N33 10-16ოქტო,ბერი 2013წ გვ.19
თბილისის მამა დავით გარეჯელის ეკლესია II ნაწილი (გაგრძელება)
იგი რიგით მრევლს, რომელიც მასში მზრუნველ მამასა და კეთილ მწყემსს ხედავდა. მთელი ცხოვრების განმავლობაში მას არაერთ კეთილ და სასარგებლო საქმეში აქვს მონაწილეობა მიღებული და ყველგან პა- ტიოსანი და კეთილსინდისიერი სახელი დატოვა. იცოდნენ რა მისი წმინდა ცხოვრებისა და ასკეტური მოღვაწეობის შესახებ, თბილისის სამლვდელოებამ იგი თავის სულიერ მოძღვრად გამოარჩია. დიდია დეკანოზ იოსების დამსახურება მამა დავითის ტაძრის აღდგენისა და გამშვენების საქმეში. ზოგადად, ეს არ ხერხდება მხოლოდ მრევლის უხვი შემოწირულობებით, დიდი შრომა და განსაკუთრებელი ღვაწლი მართებს ტაძრის მაშენებელსაც. წარმატების მისაღწევად და საქმის ბოლომდე მისაყვანად აუცილებელია რამდენიმე პირობაა: 1) განუწყვეტელი ფიქრი ტაძრის კეთილად მოწყობაზე, გულმოდგინება და სიფხიზელე, გულის სიღრმიდან მომდინარე მუდმივი ფიქრი. ეს კი შეუძლებელია, თუ პიროვნება შინაგანად არ არის მოწოდებული ამისთვის; 2) საჭიროა, არსებობდეს სრული ნდობა და ურთიერთგაგება მღვდელსა და მრევლს შორის, რისი მიღწევაც ადვილი საქმე არ არის. მხოლოდ მრავალწლიანი ერთგული და პატიოსანი შრომის შედეგად ახერხებს მოძღვარი ამგვარი სიყვარულის მოპოვებას. მამა იოსების შემთხვევაში გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან მთელი თავისი ცხოვრება და ენერგია ქრისტეს ეკლესიის შენებას მიუძღვნა. ნახევარ საუკუნეზე მეტი წინამძღვრობდა იგი მამა დავითის ტაძარს. ამ ხნის განმავლობაში მან დაკარგა ძვირფასი მეუღლე (გარდ. 1870 წლის 22 მაისს) და ორი ვაჟი: ნიკოლოზი (გარდ. 1874 წლის 15 დეკემბერს) და იაკობი. სიბერეს ავადმყოფობაც დაერთო, რაც ბოლო წლებში უფრო დამძიმდა.1880 წლის 17 თებერვალს დილით, მამა იოსებმა თავი შეუძლოდ იგრძნო. მან განსაკუთრებული ყურადღება არ მიაქცია ამას და წამოდგომა დააპირა, მაგრამ ძალა არ ეყო. საღამოს უარესად შეიქმნა. ასეგაგრძელდა რამდენიმე დღეს. 27 თებერვალს, სამშაბათს, სიკვდილის მოახლოება იგრძნო, უხმო სამღვდელოებას, რათა შესრულებულიყო შვიდგზის ზეთისცხება. თბილისის ფერისცვალების მონასტრიდან ბერებთან ერთად მოვიდა არქიმანდრიტი კესარიოსი (ჩეკურიშვილი). დაუძლურებულმა მოძღვარმა უკანასკნელი ძალები მოიკრიბა, ლოგინიდან წამოდგა, თვითონ მოამზადა ყველაფერი ზეთისცხებისთვის. საოცარი და გულისამაჩუყებელი ყოფილა მოხუცის უკანასკნელი მსახურება. მეორე დღეს, წირვაზე, აღსარება ჩააბარა თავის მოძღვარს, ფერისცვალების მონასტრის მღვდელ-მონაზონ ნიკოლოზს (მიქელაძე) და ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს. წირვის შემდეგ მან თავისთან მოიხმო თავისი ვაჟი, მღვდელი ზაქარია და უთხრა: „შვილო ჩემო, მე უკვე ვგრძნობ სიკვდილის მოახლოებას. გთხოვ, დამასაფლავო ტაძრის ეზოში, ჩემი მეუღლის გვერდით და ამის შემდეგ აღასრულე, როგორც წესია, ის სამღვდელო მოვალეობა, რაც ღვთისაგან დაკისრებული გაქვს“. იმავე საღამოს ზაქათალიდან ჩამოვიდა მისი უფროსი ვაჟი, სამხედრო დეკანოზი სოლომონი, რამაც დიდად გაახარა მომაკვდავი. შვილის დანახვაზე მისი პირველი სიტყვები იყო: შვილო ჩემო, ჩემი სული მხოლოდ შენ გელოდებოდა. ნუ გეშინია, მამა, მალე გამოკეთდები. არა, შვილო, დადგა ჟამი ჩემი ამქვეყნიდან გასვლისა... მართლაც, შუაღამისას, 2 საათსა და 25 წუთზე დეკანოზი იოსები გარდაიცვალა. სიკვდილის წინ გამუდმებით ლოცულობდა, უკანასკნელად მიაპყრო მზერა მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატებს, ოთახს მოავლო დაშრეტილი თვალები, თქვა: „მშვიდობით“ და განუტევა სული. 1 მარტს, შაბათს, დასაფლავების დღეს, უამრავი ხალხი მოაწყდა მამა დავითის ეკლესიას. ყველა დაამწუხრა დამსახურებული და პატივცემული მოძღვრის გარდაცვალებამ. წირვა აღასრულა საქართველოს ეგზარქოსმა იოანიკემ (რუდნევი), გორის ეპისკოპოს ალექსანდრესა (ოქროპირიძე) და უამრავი სამღვდელოების თანდასწრებით. განსაკუთრებით დიდხანს გაგრძელდა გამომშვიდობება. ყველას უნდოდა უკანასკნელად შეევლო თვალი მისი სათნო და სანდომიანი სახისათვის, სათითაოდ მიდიოდნენ მოძღვრები და მრევლის წევრები და ასე ემშვიდობებოდნენ მას. მისი ცხედარი მამა დავითის ეკლესიაში დაკრძალეს. აქვე უნდა აღინიშნოს ერთი საინტერესო მოვლენა, რომელიც დეკანოზ იოსების სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. როდესაც მამა იოსებმა თავი ცუდად იგრძნო და ლოგინად ჩავარდა, მასთან უამრავი ხალხი მიდიოდა სანახავად და მოსაკითხად. ისინი
33-2 საპატრიარქოს უწყებანი N33 10-16ოქტო,ბერი 2013წ გვ.20
თბილისის მამა დავით გარეჯელის ეკლესია II ნაწილი (დასასრული)
ანუგეშებდნენ მოხუც მოძღვარს და ეუბნებოდნენ, რომ ის აუცილებლად გამოკეთდებოდა და სააღდგომო ლიტანიობას თავად შეასრულებდა. ამაზე მამაო მიუგებდა: „რას ამბობთ, მე ვგრძნობ სიკვდილის მოახლოებას და გეუბნებით თქვენ, რომ ჩემი დასაფლავება ჩაივლის არა მგლოვიარედ, არამედ სიცილი-კისკისით“. ეს ნათქვამი ყველას უკვირდა და ვერ ხვდებოდნენ, რას გულისხმობდა მოძღვარი. მართლაც, მისი დაკრძალვის დღეს, თბილისში, დილიდან თოვა დაიწყო. შუადღისას ისე გაყინა და რომ მამა დავითის ციცაბო აღმართი სულ მოილიპა. წირვისა დაწესის აგების დასრულების შემდეგ ტაძრიდან გამოსული ხალხი ფრთხილად კი ეშვებოდა ქვევით, მაგრამ უმეტესობა მოყინულ დაღმართზე იქცეოდა. ერთი რომ დგებოდა, მეორე იქცეოდა, მეორეს მესამე მიჰყვებოდა და ხალხის მთელი ეს მასა სულ ცურვა-გორაობით ჩამოვიდა ტაძრიდან, რასაც თან სიცილი და მხიარულება ახლდა. დეკანოზი იოსები XIX საუკუნის საქართველოს ეკლესიის გამოჩენილი და ავტორიტეტული პიროვნება იყო. მან თითქმის სამოცდაათი წელი იმსახურა მის წიაღში და მისი ცხოვრებით კიდევ ერთი ისტორიული ფურცელი დაიწერა მრავალსაუკუნოვან ქართულ ეკლესიაში. საქართველოს ეგზარქოსმა იოანიკემ მამა დავითის ტაძრის წინამძღვრად დეკანოზ იოსების უმცროსი ვაჟი მღვდელი ზაქარია დაადგინა. იგი 1822 წელს დაიბადა. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიის ქვედა განყოფილებაზე. 1846 წლის 5 დეკემბერს იგი ნავთლუღის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1856 წლის 12 ოქტომბერს მამა დავითის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1864 წლის 3 აპრილს დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1869 წლის 14 იანვარს სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) მლვდლად დაასხა ხელი და თელოვანის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1875 წლის 19 მაისს, მოხუცებული მამის თხოვნის საფუძველზე, მამა დავითის ტაძარში გადმოიყვანეს და მედავითნის შტატში დაინიშნა. 1877 წლის 12 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა. მამა ზაქარია დაოჯახებული იყო ეფემია ლუარსაბის ასულ ხატიაშვილზე და ჰყავდა ოთხი შვილი: ბარბარე, გაბრიელი, მარიამი და გიორგი. მღვდელ ზაქარიას არანაკლები ღვაწლი მიუძღვის მამა დავითის ტაძრის აღდგენაში. ჯერ კიდევ ყმაწვილობაში იგი გვერდით ედგა მამასა და ბაბუას და მონაწილეობდა ტაძრის აღმშენებლობისა და გამშვენების საქმეში. მედავითნეობისა და დიაკვნობის პერიოდში იგი საეკლესიო მსახურებებშიც დაუზარელად მოღვაწეობდა, ხოლო როდესაც მღვდლად დაასხეს ხელი და მამა დავითის ტაძარში დაინიშნა, მამის ავადმყოფობისა და უძლურების ჟამს თითქმის მარტო უწევდა მრავალრიცხოვანი მრევლის დამწყემსვა და საეკლესიო წესების შესრულება. იგი ხელმძღვანელობდა ტაძრის მშენებლობას და მანვე დაასრულა სამრეკლოს შენებაც, ხოლო 1889 წელს, მისი წინამძღვრობის დროს, მოიხატა მამა დავითის ტაძარი. მღვდელი ზაქარია 1891 წლის 14 ნოემბერს აღესრულა. დაკრძალულია მამა დავითის ტაძარში. მისი გარდაცვალებით დასრულდა გრიგორიევების ისტორიული და საეკლესიო ოჯახის მოღვაწეობა მამადავითის ეკლესიაში.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
34 საპატრიარქოს უწყებანი N34 17-23 ოქტომბერი 2013წ გვ.17
მამა დავითის წმინდა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესია
III ნაწილი
მღვდელ ზაქარია გრიგორიევის გარდაცვალების შემდეგ, 1891 წლის 14 ნოემბერს, მამა დავითის ტაძრის წინამძღვრად მღვდელი ნესტორ მაჭარაშვილი დაინიშნა. მისი წინამძლვრობის პერიოდში მრავალი სასიკეთო რამ გაკეთდა მამა დავითის ტაძარში. (მისი მოღვაწეობის შესახებ იხილეთ ვრცელი მასალა „საპატრიარქოს უწყებანი“ 2011წ. N18.) 1921 წელს საქართველო კომუნისტებმა დაიპყრეს და ქვეყანაში განუკითხაობა დაიწყო. უღმერთო ხელისუფლება განსაკუთრებით ეკლესიებსა და მის მსახურებს ემტერებოდა. მრავალი ეკლესია-მონასტერი დაიხურა პირველივე წლებში. მამა დავითის ტაძარს, როგორც ისტორიულ და გამორჩეულ ძეგლს, ფრთხილად ექცეოდნენ. თუმცა ვერც იმას ურიგდებოდნენ, რომ სამღვდელოება კვლავინდებურად აგრძელებდა ტა- ძარში მსახურებას და თანაც იქვე ცხოვრობდნენ. ამ პერიოდში ტაძარი სიძველეთა და ხელოვნების ძეგლთა დაცვის განყოფილებამ აღრიცხვაზე აიყვანა და კულტურის ძეგლად გამოაცხადა. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების შემდეგ ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ დადგა ხელსაყრელი ჟამი სამღვდელოების იქიდან გამოსახლებისათვის. საბინაო მუშათა კოოპერატივი სასწრაფოდ ამოქმედდა და უძრავ ქონებათა სამმართველოს მიმართა, იქიდან მღვდლები გამოესახლებინა. მათ აქტიური ქმედებები დაიწყეს, ოფიციალური წერილებით და განცხადებებით აავსეს თბილისის აღმასკომი და უძრავ ქონებათა სამმართველო. ქართულ ინტელიგენციასა და მეცნიერებს კარგად ესმოდათ, თუ რა საფრთხე ელოდა მამა დავითის ტაძარს ამ შემთხვევაში. ამის გამო, 1924 წლის 23 ოქტომბერს სიძველეთა და ხელოვნების ძეგლთა დაცვის კომიტეტის თავჯდომარე, პროფესორი სარგის კაკაბაძე თხოვნით მიმართავს თბილისის აღმასკომს: „მიღებული ცნობით, განზრახულია მთაწმინდის მამა დავითის ეკლესიის ბინაზე მცხოვრებ სასულიერო პირთა გადასახლება და მათ მაგიერ ამ ბინაზე კერძო პირების ჩასახლება. მთაწმინდის მამა დავითის ეკლესია აყვანილია აღრიცხვაზე, როგორც ღირსად ცნობილი შენობა. ამის გარდა, ეკლესიის გალავანში დაკრძალულია ცნობილი რუსი პოეტი გრიბოედოვი, ჩვენი პოეტები: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, დიმიტრი ყიფიანი და სხვ. ყველა ამის
34-1 საპატრიარქოს უწყებანი N34 17-23 ოქტომბერი 2013წ გვ.18
მამა დავითის წმინდა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესია (გაგრძელება)
გამო მამა დავითის ეკლესია და მისი მიდამო, თავისი ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროებს მუდმივ თვალყურისდევნებას. განათლების სახალხო კომისარიატს ამჟამად საშუალება არა აქვს საგანგებოდ მიუჩინოს ეკლესიას საკმაოდ მცოდნე და შეგნებული მეთვალყურე, და ამიტომ ეს ვალდებულება, მათივე სურვილით, დაკისრებული. აქვთ აქვე მცხოვრებ სასულიერო პირებს უსასყიდლოდ. ეკლესიის შენობისა და მასთან მდებარე ძეგლების უკეთ დაცვისათვის საჭიროა, რომ მათი მეთვალყურე და მცველი მუდმივად ეკლესიის ახლოს სცხოვრობდეს. გთხოვთ მიიღოთ მხედველობაში ყველა ზემოაღნიშნული გარემოებანი და მოახდინოთ განკარგულება, რათა მამა დავითის ეკლესიის ბინიდან არ იქნენ გადასახლებულნი ხსენებული სასულიერო პირები“. თავის მხრივ, მამა დავითის ტაძრის მღვდელმსახურმა, მლვდელმა ალექსი სოლომონის ძე ელისაბედაშვილმა, წერილი გაუგზავნა სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავჯდომარეს: „მთაწმინდის მამა დავითის ეკლესიას აქვს თავის დასაწყისი მეექვსე საუკუნის ნახევარში. იმ დროიდან ეს ძველთაძველი ნაშთი ბევრჯელ იყო აოხრებული. ბევრჯელ აღდგენილი და აყვავებული. ამ ადგილს დიდი ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა ქართველი ერისთვის ძველათ და ახლაც არ არის ყურადღებას მოკლებული, არამცთუ ქართველთაგან და სხვა კავკასიის ეროვნებათაგან, არამედ მით დაინტერესებულნი არიან ყველა თბილისში საზღვარგარეთიდან ჩამოსულნი ევროპელნი... ამ ადგილს თავის ძველთა ნაშთებით და უკვდავ ძეგლებით, ინახავდა და დარაჯობდა მამა დავითის ეკლესიის რელიგიური კულტის მოსამსახურენი, რომელნიც ჰსცხოვრობდენ და ჰსცხოვრობენ იქვე
ეკლესიის სახლში, რომელიც ეკლესიასთან ერთად განიცდის მის ბედს. ამისდა მიხედვით, მამა დავითის ეკლესია და მისი მიდამო აღებულია აღირცხვაზე ძეგლთა დაცვის განყოფილების მიერ. მისი დაცვა და მეთვალყურეობა კი დაკისრებული მაქვს მე, როგორც იქვე მცხოვრებს... მამა დავითის ეკლესია არ არის დახურული მთავრობის მიერ და დღემდე სრულდება რელიგიური წესები მორწმუნეთა საზოგადოების წევრებისათვის, და იგიც არ შეიძლება დახურულ იქმნეს თანახმად ცეკას პლენუმის რეზოლუციისა, მანამდის არსებობს მამა დავითის ეკლესიის მორწმუნეთა საზოგადოება. ზემოხსენებული განკარგულება „ჟილ- რაბიკოპისა“ რელიგიურ კულტთა მოსამსახურეთა გადასახლების შესახებ, ზემოხსენებული მიზეზების გამო ფაკტიურად ჰკეტამს მამა დავითის ეკლესიას. მოგახსენებთ რა ამას, გთხოვთ მიიღოთ მხედველობაში ყველა ზემო აღნიშნული გარემოებანი და მოახდინოთ ჯეროვანი განკარგულება, რათა მამა დავითის ეკლესიის ბინიდან არ იქნენ გადასახლებულნი რელიგიურ კულტის მოსამსახურენი“. მღვდელი ალექსი სოლომონის ძე ელისაბედაშვილი 1877 წელს გორის მაზრაში, სოფელ ერთაწმინდაში გლეხის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი. 1894 წლის 20 ოქტომბერს ალექსი მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერში მორჩილად მიიღეს. 1896 წლის 4 სექტემბერს ქ. ნუხის სამი მლვდელმთავრის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1899 წლის 26 მარტს ელიზავეტოპოლის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1900 წლის 2 იანვარს დიაკვნად აკურთხეს და მედავითნის შტატში დატოვეს. 1901 წლის 20 აპრილს დიაკვნის შტატში დაამტკიცეს. 1902 წლის 12 მაისს მღვდლად დაასხეს ხელი და დოესის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1910 წლის 23 აპრილს საგვერდულით დაჯილდოედა. 1916 წლის 7 სექტემბერს თბილისში, მამა დავითის წმინდა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესიაში მედავითნის შტატში დაინიშნა. 1928 წლის 4 აპრილს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. XX საუკუნის 30-იანი წლებიდან აღარ მსახურობდა. გარდაიცვალა 1942 წლის 8 მაისს. დასაფლავებულია კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე. ჰყავდა მეუღლე -–- სოფიო სიმონის ასული (1878წ.) და შვილები: თამარი (1902წ.), მარიამი (1903წ.), ნინო (1905წ.), და მარგალიტა (1906წ.). პროგრესიულად მოაზროვნე ადამიანებისა და ძეგლთა დაცვის კომიტეტის ჩარევის შედეგად სასულიერო პირები იმჟამად გადაურჩნენ ტაძრის ეზოდან გამოსახლებას, თუმცა ასე დიდხანს არ გაგრძელებულა. 1929 წელს მამა დავითის ეკლესიის ირგვლივ არსებული ტერასა ოფიციალურად გამოცხადდა მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეოჩად და იქაურობას სელი უფლებისაგან დადგენილი პიროვნებები იცავდე · 1930 წლის ბოლოს დააპატიმრეს და დახრიტეს დეკანოზი ნესტორ მაჭარაშვილი, რის შემდეგაც მამა ალექსიმაც დატოვა იქაურობა. 1931 წლის 3 აპრილს მამა დავითის ტაძრის წინამძღვრად ეპისკოპოსი ეფრემი (სიდამონიძე, შემდგომში
34-2 საპატრიარქოს უწყებანი N34 17-23 ოქტომბერი 2013წ გვ.19
მამა დავითის წმინდა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესია (გაგრძელება)
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) დაინიშნა. მეუფე ეფრემი იქ ამავე წლის 6 აგვისტომდე მსახურობდა. იგი დეკანოზმა ნიკიფორე სვიმონის ძე კანდელაკმა შეცვალა. მისი წინამძღვრობის პერიოდში ბოროტმოქმედებმა რამდენჯერმე გატეხეს მამა დავითის ეკლესია. აი, რას წერდა შეშფოთებული მამა ნიკიფორე 1934 წლის 1! სექტემბერს კათოლიკოსპატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე): „უმდაბლესად მოვახსენებ თქვენს უწმინდესობას, რომ ამა სეკდემბრის 4-ს, ღამით, კიდევ დაეცნენ ჩემდამო რწმუნებულ წმ. მამა დავითის ეკლესიას გაძარცვის მიზნით. ჩრდილოეთის მხრივ ფანჯრიდან გადასულა მძარცველი და საკურთხევლის კარები გაუღია ამხანაგებისათვის და გაძარცვის შემდეგ იმავე კარებით გასულან. არის წაღებული ნივთები და ფულიც ნაღდად, რომელთა სიას ამასთანავე წარმოგიგზავნით. ამის შესახებ ყოველივე ეცნობა თავის დროზე მილიციას“. დეკანოზი ნიკიფორე 1864 წელს რაჭის მაზრაში, სოფელ ველევში მედავითნის ოჯახში დაიბადა. 1881-1887 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაასრულა. 1889 წლის 24 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა, 1889 წლის 1 ოქტომბერს მღვდლად დაასხა ხელი და ველევის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1901 წელს 1 თებერვალს მამა ნიკიფორე აღმოსავლეთ საქართველოში გადმოვიდა და სტეფანწმინდის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და დუშეთის მაზრის IV ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1903 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1904 წლის 12 აპრილს ბაზალეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1904 წლის აღდგომას წმინდა ანასIII ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1905 წლის 7 თებერვალს ყვავილას წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში დაადგინეს. 1905-1906 წლებში იყო დუშეთის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურე. 1915 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1916 წლის 31 მარტს ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში დეკანოზის წოდება მიენიჭა. XX საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს მამა ნიკიფორე ავჭალის ეკლესიის დაკეტვის გამო ერთი პერიოდი უადგილოდ იყო. 1931 წელს თბილისის მამა დავითის წმინდა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1943 წელს თბილისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის მეორე მლვდლად გადაიყვანეს. 1946 წლის დასაწყისში თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში დაინიშნა. დეკანოზი ნიკიფორე 1948 წელს გარდაიცვალა. დასაფლავებულია პეტრე-პავლეს სასაფლაოზე მეუღლესთან, ზინობია (ზინაიდა) დავითის ასულ ბერიძესთან ერთად. 1943-1953 წლებში მამა დავითის ტაძარს დეკანოზი ხარლამპი ნიკოლოზის ძე ხუციშვილი წინამძლვრობდა. მასზე ვრცლად იხილეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ 2012წ. 36-ე ნომერში. 1953 წელს ტაძრის წინამძღვრად დეკანოზი იოანე ესტატეს ძე საყვარელიძე დაინიშნა, რომელიც ცნობილი საეკლესიო მოღვაწისა და მწერლის, გორის ეპისკოპოს პეტრეს (კონჭოშვილი) დისშვილი გახლდათ. იგი 1891 წელს ქ. თელავში დაიბადა. 1914 წელს თბილისის ვაჟთა გიმნაზია, ხოლო 1917 წელს დემიდოვის იურიდიული ლიცეუმი დაამთავრა. 1917 წელს გაიწვიეს მსოფლიო ომში. იბრძოდა დასავლეთ ფრონტზე, გრენადერთა მე-15, შემდეგ კი მე-6 მსროლელთა პოლკში. 1918-1919 წლებში თელავის ქალთა გიმნაზიაში ასწავლიდა. 1919-1922 წლებში თიანეთში მოსამართლეა. 1922-1924 წლებში თელავში ადვოკატთა კოლეგიაშია. 1924-1926 წლებში იმყოფება ხორხელში, ხოლო 1926-1928 წლებში ალავერდში --– სახალხო მასწავლებლად. 1928-1929 წლებში ქუთაისში, 1929-1930 წლებში ხონში, 1930-1931 წლებში თბილისში ბუღალტრის თანამდებობაზეა. 1931-1947 წლებში თბილისში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. 1947 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) დიაკვნად და მღვდლად დაასხა ხელი და ჯერ სიონის საპატრიარქო ტაძარში, შემდეგ კი აწყურის თეთრი გიორგისა და წითელწყაროს ეკლესიებში განამწესა. 1949-1951 წლებში თბილისის კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურია. 1951-1953 წლებში ისევ სიონის საპატრიარქო ტაძარში მსახურობდა. 1953 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ (ფხალაძე) მამა დავითის ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. 1955 წელს ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1957 წლის 3 მარტს საეკლესიო წესების დარღვევისათვის დროებით აეკრძალა მღვდელმსახურება. 1960 წელს დაუბრუნეს სასულიერო ხარისხი და 1961 წელს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1957-1959 წლებში მამა დავითის, ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლევან ალექსის ძე ტლაშაძე იყო. იხილეთ მასზე „საპატრიარქოს უწყებანი“. 1959 წელს მამა დავითის ტაძრის წინამძღვრად ცნობილი ქართველი რეჟისორის ვახტანგ ტაბლიაშვილის მამა -– დეკანოზი ვალერიან ალექსანდრეს ძე ტაბლიაშვილი დაინიშნა. იგი 1883 წელს დუშეთის მაზრაში, სოფელ მუხრანში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1897-1901 წლებში თელავის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1902-
34-3 საპატრიარქოს უწყებანი N34 17-23 ოქტომბერი 2013წ გვ.20
მამა დავითის წმინდა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესია (დასასრული)
1904 წლებში წინანდლის ერთკლასიან სკოლაში მასწავლებლად მუშაობს. 1905-1907 წლებში სევასტოპოლში მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. 1908 წელს დიაკვნად აკურთხეს და ყვარლის ეკლესიაში განამწესეს, 1910 წლის 2 აპრილს მღვდლად დაასხეს ხელი და ელე- ნოვსკის სამრევლოში დაინიშნა, სადაც ერთი წელი იმსახურა. 1912 წლის 11 იანვარს ყვარელის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1914 წლის 30 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1922 წლიდან შეწყვიტა მღვდელმსახურება და ჯერ ყვარელის შემნახველ სალაროში, შემდეგ კი – თბილისში, კოოპერატივ „კახეთის“ საწყობში მუშაობს. 1929-1942 წლებში თბილისში, სხვადასხვა კოოპერატივის არტელის თანამშრომელია. 1943-1944 წლებში ყვარლის საშუალო სკოლაში მასწავლებლად მუშაობს. 1944 წლის 14 სექტემბერს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) მღვდლის ხარისხში აღადგინდა და გურჯაანის რაიონში, ველისციხე-მუკუზანის სამრევლოები ჩააბარა. 1946 წლის 3 ივნისს წითელწყაროსა და მის მიმდებარე სოფლებში განამწესეს. 1947 წლის 3 აპრილს მანგლისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში გადაიყვანეს. 1848 წელს თბილისში გადმოიყვანეს და დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისშობის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად განამწესეს. 1951 წლის 14 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1952 წლის 1 ივლისს თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის მეორე მღვდლად დაინიშნა. 1955 წლის 23 მარტს ენქერით დაჯილდოვდა. 1959 წლის 1 სექტემბერს მამა დავითის წმინდა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. 1966 წლის საქართველოს ეკლესიის აღწერილობაში უკვე აღარ მოიხსენიება მოქმედ სასულიერო პირებში. დეკანოზი ვალერიანი 1968 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისის საბურთალოს სასაფლაოზე. 1961-1971 წლებში ტაძარს დეკანოზი პანტელეიმონ იესეს ძე ბარნაბიშვილი წინამძღვრობს. იგი 1891 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა მანგლისის ოთხკლასიანი გიმნაზია. 1911 წელს თბილისის სასულიერო სასწავლებლში ჩააბარა, სადაც სამი კლასი ისწავლა. 1914-1917 წლებში პირველ მსოფლიო ომის დროს მსახურობდა 23-ე საინჟინრო პოლკში უნტერ-ოფიცრად. 1917-1943 წლებში თბილისში და სხვა რაიონებში ფოსტა-ტელეგრაფში მუშაობდა. 1943-1950 წლებში თბილისში მილიციის ინსპექტორია. 1950-1952 წლებში თბილისის ფოსტის თანამშრომელია. 1952 წლის აპრილში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ (ფხალაძე) დიაკვნად აკურთხა და ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ღვთისმსახურად განამწესა. 1957/58 წლებში კათოლიკოს-პატრიარქმა
მელქისედეკ III-მ (ფხალაძე) მღვდლად დაასხა ხელი და ქაშვეთის ტაძრის მლვდელმსახურად დანიშნა. 1961 წელს ვაკის სასაფლაოზე წესების შესრულება დაევალა. ამავე წელს მამა დავითის წმინდა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. დეკანოზი პანტელეიმონი 1971 წელს გარდაიცვალა.