სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11923

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია და სარწმუნოებრივი მდგომარეობა ფშავში XIX ს-ის დასაწყისში თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია და სარწმუნოებრივი მდგომარეობა ფშავში XIX ს-ის დასაწყისში
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

20       ბეჭდვა

თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია და სარწმუნოებრივი მდგომარეობა ფშავში XIX ს-ის დასაწყისში

თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია და სარწმუნოებრივი მდგომარეობა ფშავში XIX ს-ის დასაწყისში
თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მდებარეობს. იგი მოიცავს არაგვისა და ივრის ხეობების ისტორიულ კუთხეებს: ერწო-თიანეთსა და ძველი ფხოვის ტერიტორიას. ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება თუშეთი, რომელიც ალავერდის ეპარქიის შემადგენლობაშია, დასავლეთიდან -- სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია, სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან -- გუდამაყარ-მთიულეთი, რომელიც წილკნის ეპარქიას მიეკუთვნება, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან -- მცხეთა-თბილისის ეპარქიას, ჩრდილოეთის საზღვარი საქართველორუსეთის სახელმწიფო საზღვარს ემთხვევა, ძველი ქისტეთის, იგივე ინგუშეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან. თანამედროვე თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიაში შემავალ კუთხეთა საერთო ქართული წარმომავლობისა და აქაური მოსახლეობის უმჭიდროესი გენეტიკური სიახლოვის მიუხედავად, IV ს-ში წმ. მეფე მირიანის რელიგიურ რეფორმას ყველა ერთნაირი განწყობით არ შეხვედრია. მემატიანის უწყებით, წმ. ნინომ და ეპისკოპოსმა იოანემ „მოუწოდეს მთიულთა, ჭართალელთა, ფხოელთა, გუდამაყრელთა და უქადაგეს მათ სჯული ქრისტიანეთა ჭეშმარიტი, მიმყვანებელი ცხორებად საუკუნოდ; ხოლო მათ არა ინებეს ნათლისღება; ფხოველთა დაუტევეს ქუეყანა მათი და გარდავიდეს თუშეთს“, ხოლო ერწოთიანელებზე უწყებულია, რომ „მათ შეიწყნარეს და ნათელ-იღესო“. ფშავ-ხევსურთა გაქრისტიანება მიეწერება მირიანის ძეს მეფე ბაქარს: „ესე არს მორწმუნე, ვითარცა მამამისი მირიან, და ამან მოაქცივნა უმრავლესნი მთიულნი, რომელნი ვერ მოექცივნეს  მამასა მისსა“ და ცოტა მოგვიანებით, წმ. მღვდელმთავარ აბიბოს ნეკრესელს: „რომელნიმე უკანასკნელ მოაქცივნა წმიდამან აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოზმან“, აქაური მოსახლეობის საბოლოო გაქრისტიანება და საქართველოს საპატრიარქოსადმი მათი სრული საეპარქიო-ორგანიზაციული დაქვემდებარება წმ. დავით აღმაშენებლისა და წმ. თამარის ეპოქებს უკავშირდება. თუმცა ეპარქიას საფუძველი ჯერ კიდევ V ს-ში ჩაეყარა, ოღონდ თავდაპირველად მას სხვა სახელით მოიხსენიებდნენ. დაახლოებით 466-468  წლებში წმ. მეფე ვახტანგ გორგასალმა თორმეტ სხვა საეპისკოპოსოსთან ერთად დააარსა ჩელეთის (იგივეჟალეთის) საეპისკოპოსო, სადაც შედიოდა ერწო-თიანეთი, ფშავ-ხევსურეთი და ხერკი: „გორგასალ აღაშენა ეკლესია კეთილშუენიერი, გუმბათიანი, და და-
35-1  საპატრიარქოს უწყებანი N35 24-30ოქტომბერი 2013წ გვ.18
თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია და სარწმუნოებრივი მდგომარეობა ფშავში XIX ს-ის დასაწყისში (გაგრძელება)
სუა ეპისკოპოზი, მწყემსი ერწო-თიანეთისა, ფშავხევსურისა და ხერკისა“. დროთა განმავლობაში მტრის დამარბეველი ლაშქრობების დროს ჩელეთის საეპისკოპოსო რეზიდენცია მოიშალა. ამის შემდეგ კათედრა ხარჭიშოს ეკლესიაში გადაუტანიათ. ხარჭიშოს ტაძარი მდ. ფშავის არაგვის მარცხენა მხარეს, სოფელ თვალივში, მწვერვალ გორმაღლის დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 900 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდ. არაგვის მარცხენა ნაპირის ტყიან ზეგანზე, შემონახულია ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რომლის მთავარი ნაგებობაა წმ. გიორგის სახელობის ეკლესია. იგი ხარჭაშნელ ეპისკოპოსთა მთავარი ტაძარი ყოფილა. დარბაზული ეკლესიის უძველესი სამშენებლო ფენა ადრინდელ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება, რომელიც XV ს-ში გადაუკეთებიათ და განუახლებიათ. ტაძარი ნაგებია კლდის დამუშავებული ქვითა და შირიმის გათლილი კვადრებით. ინტერიერში, საკურთხევლის წინ, აღმართულია აგურის კანკელი, რომლის არქიტრავის ფრესკაზე გამოსახულია 15 წმინდანი. ეკლესიას გარს არტყია წვრილი გალავანი, რომლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ოთხსართულიანი შესასვლელი კოშკია ჩაშენებული. გალავნის შიგნით შემორჩენილია სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა და მომცრო დარბაზული ეკლესიის ნანგრევები. ცნობილია 14 ხარჭაშნელი ეპისკოპოსი. როგორც ვარაუდობენ, პირველი მათგანი იყო მეფე ლაშა-გიორგის ღრმად მოხუცებული მოძღვარი, ეპისკოპოსი გიორგი, ხოლო ბოლო მღვდელმთავარი -- ნიკოლოზი: „რომელსაცა მიუბოძა მღვდელმთავრობა მეფემან გიორგი და ესე იყო უკანასკნელი ხარჭაშნელი, გარდაცვლილი რუსეთისა მმართებლობასა. გარდა ამისა, მეფისა გიორგისა მეფობაში არვინ კურთხეულა ეპისკოპოსად, რადგან იყვნენ ყოველივე ცოცხალნი“. ხარჭიშოს წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ეკლესია უკანასკნელად 1749 წელს, ერეკლე II-ის მზრუნველობით შეკეთებულა.
ხარჭაშნელი მღვდელმთავრები (არასრულისია)
1. ეპისკოპოსი გიორგი XIIIს.
2. ეპისკოპოსი კლიმენტი 1556-1560
3. ეპისკოპოსი ელისე 1562-1590
4. ეპისკოპოსი კლიმენტი 1599-1603
5. უცნობი ეპისკოპოსი (დაეცა მარაბდის ბრძოლაში) 1625
6. ეპისკოპოსი მათე 1650
7. ეპისკოპოსი გრიგოლი (ერისთავი) 1690-1701
8. ეპისკოპოსი პართენი 1701-1713
9. ეპისკოპოსი ფილიპე (ჩოლოყაშვილი) 1713-1722
10. ეპისკოპოსი ზოსიმე (ჩოლოყაშვილი) 1722-1752
1 1. მიტროპოლიტი იოსები
12. (ჯანდიერი) 1764-1770 
13. ეპისკოპოსი გრიგოლი(სეფაშვილი) 1783-1784
14. ეპისკოპოსი ვიქტორი 1784-1797
15. ეპისკოპოსი ნიკოლოზი _ (ჩოლოყაშვილი) 1798-1812
XIX ს-ის დასაწყისიდან საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქ- მების შემდეგ კახეთში არსებული ეპარქიები და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის საეკლესიო ცხოვრება ერთ, კახეთ-ალავერდის, ეპარქიას დაექვემდებარა. 1917 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისას შეიქმნა 13 ეპარქია. ფშავ-ხევსურეთი და ერწო-თიანეთი თავდაპირველად ალავერდიის ეპარქიაში შედიოდა, ხოლო 1926 წლის 17 ნოემბრიდან იგი  წილკნის ეპარქიას დაექვემდებარა. 2003 წლის 18 აგვისტოს ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის კრებაზე წილკნისა და ალავერდის ეპარქიათა ტერიტორიების საფუძველზე დაარსდა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია. ეპარქიის ამგვარი სახელწოდება –- „თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის“ –– არ გვხვდება საქართველოს საეკლესიო წარსულში, თუმცა იგი არსით საუკუნეთა წინათ გაუქმებული „ჟალეთის“, შემდეგ კი ძველი „ხარჭაშოს“ ეპარქიის განახლებას ნიშნავს (ხარჭაშოს ეპისკოპოსი „ხარჭაშნელად“ იწოდებოდა). წმინდა სინოდის განჩინებით, ახლად დაარსებული  ეპარქიის მღვდელმთვარად კრებამ გამოარჩია სტეფანწმიდისა და ხევის ეპარქიის, აჩხოტის წმიდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იეგუდიელი (ტაბატაძე). 2005 წლის 27 ივნისს ეპისკოპოსი იეგუდიელი ბოლნისის ეპარქიაში გადაიყვანეს, ხოლო ბოლნელი მთავარეპისკოპოსი თადეოზი (იორამაშვილი) –– თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის კათედრაზე დაადგინეს. 2013 წლის 11 ოქტომბერს წმინდა სინოდის განჩინებით, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის მმართველად შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე) დადგინდა, რომლის ეპისკოპოსად ქიროტონია 2013 წლის 20 ოქტომბერს
სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღესრულა. გთავაზობთ ერთ საინტერესო ისტორიულ ცნობას, სადაც აღწერილია, თუ რა სულიერი მდგომარეობა იყო ზუსტად 200 წლის წინ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიაში. დოკუმენტი დაცულია საქართველოს სახელმწიფო ცენტრალურ საისტორიო არქივში. „1819 წელს ნოემბრის 8 დღესა ფშავის ერთ მღუდელნი: მახარობელი ბურდული და მახარობელი წოწკორაული, კანცელარიასა შინა მათის მაღალყოვლადუსამღვდლოესობის საქართველოს ექსარხოსის და კავალერისასა კითხულ იქმნენ და აჩუენეს. ფშაველნი არიან ერთისა ნათესავნი. სამფლობელო მათი განიყოფების ფშავის მდინარით, რომელიცა გამომდინარებს სოფლის უკანა ფშავთაგან და ერთვის არაგვსა სოფელს ჟინვანთან, ერთის საათის სავალზედ
35-2  საპატრიარქოს უწყებანი N35 24-30ოქტომბერი 2013წ გვ.19
თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია და სარწმუნოებრივი მდგომარეობა ფშავში XIX ს-ის დასაწყისში (გაგრძელება)
ანანურითგან ტფილისისაკენ.ჰსცხოვრობენ ზამთრით მთაში, ზაფხულით სხვა და სხვათა ადგილთა შინა თელავის უეზდისათა, ხოლო უმეტეს ერწოს ხეობასა შინა რიცხვით არიან მაგალითებრ სამას კომლამდინ. ძველთაგან უპყრიესთ ქრისტიანებრი სარწმუნოება, ბერძენთ ქართულისა აღსარებისა და ყოველთავე იციან ქართული, ყოველნივე არიან თავისუფალნი. არა არს აზნაურობა მათ შორის. განეგებიან უფროს უფროსთა კაცთა მიერ, შუათგან მათთა აღრჩეულთა თანხმობითა მოურავისათა. მათ აქვსთ მთაში თერთმეტნი სოფელნი, რომელნიცა არიან: უკანა ფშავი, წითელაური, ოხადა, გაბიდაური, მატურა, მუქო, წირჩო, გოგოლაური, ცაბაური, შუაფხო და ჩარგალი. საზრდო აქვსთ ხვნა და თესვისაგან და პირუტყვთაგან, სახნავნი მიწანი აქვსთ მცირედ და ხვნენ უმეტეს ერწოს ხეობაში, პირუტყვ ჰყავსთ ფრიად საშუალად. არა აქუსთ ვენახნი. ოტკასა ხდიან ქერისასა და ხარშვენ ლუდსა. მთაში აქუსთ ოთხნი ეკლესიანი და ოთხნი მლუდელნი ჰყვანან. ეკლესია სოფელსა შინა ახადსა სახელსა ზედა ყოვლად წმიდის ღვთისმშობლის მიძინებისა, ქვისა ძუელი; სხვებრ მას შინ წირვა-ლოცვა არს დროებითად; არა არს მღუდელი მას შინა. სოფელსა შინა მუქოს სახელსა ზედა ღვთისმშობლის მიძინებისასა ქვისა ძუელი; მაგრამ წირვა-ლოცვა აღსრულებულ იქმნების, მას შინა არს მღუდელი მახარებელი წოწკორაული წლისა ოცდაათისა, ფშაველთ ნათესავი. მლღუდლად ხელდასხმულ არს ყოვლად სამღვდელოს ნიკოლოს ხარჭაშნელ ეპისკოპოსისგან წინარე ათისა წლისა, კუთხევისა ღრამოტა არა აქვს, არ იცის წერა. მას ჰყავს შვილები: ივანე, ხუთისა წლისა და ბეჟან, სამისა წლისა (გარდ. 1858 წლის 14 ოქტომბერს
გ: მ.). სოფელსა შინა შუაფხოს ეკლესია სახელსა ზედა წმინდის გიორგისა, ქვისა ძუელი, რომელსა შინა არს მღუდელი იოანე მამუკას ძე ხუცურაული წლისა ორმოცდარვისა; არს ნათესავით ფშაველი. ხელდასხმულ არს ყოვლადსამღვდელო ხარჭაშნელ ეპისკოპოსის ნიკოლოსის მიერ; შვილები არ ჰყავს; არ იცის წერა (გარდ. 1837 წლის 1 ივნისს -– გ. მ.). სოფელსა შინა ჩარგალს ეკლესია წმინდის გიორგისა ქვისა ძუელი; რომელსა შინა მსახურება წარმართებულ იქმნების. მას შინა არს მღუდელი დავით ბაშარაძე არს განწესებულ ხევსურის ერისა შორის. მეოთხე მღუდელი ჰსცხოვრობს სოფელსა შინა წირჩოს, რომესაცა შინა არა არს ეკლესია; მას ჰქვიან მახარებელი ბურდული, არის წლისა ორმოცისა; ხელდასხმულ არს ხარჭაშნელ ეპისკოპოსის ნიკოლაოზისაგან, წინარე თუთხმეტისა წლისა. შვილები არა ჰყავს. მღუდელთა მათ არა ჰყავსთ მრევლნი განყოფილნი,
35-3 საპატრიარქოს უწყებანი N35 24-30ოქტომბერი 2013წ გვ.20
თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია და სარწმუნოებრივი მდგომარეობა ფშავში XIX ს-ის დასაწყისში (დასასრული)
საზრდო აქვსთ მიწითგან და ფრიად მცირედ სარგებლობენ მრევლთაგან. ფშაველთა გულსმოდგინება აქუსთ მცირედ; იშვიათად მათგანნი იტყვიან აღსარებასა და ეზიარებიან; მარხვას ინახვენ წმიდათა ორმეოცთა დღეთა, მარიამობასა და შობისას ორსა კვირასა. გარდა ჰსჯულიერთა (ცოლთა, რომელთამე ჰყავსთ არასჯულიერნიცა. გაყრანი ცოლ-ქმრობისაგან იქმნებიან არაიშვიათად. და გაყრილთა მღუდელნი დააგვირგვინებენ სხვათა თანა. სამღუდელონი წინარე იყვნენ დამოკიდე- ბულნი სახარჭაშნელოს ეპარხიასა ზედა, განქარვებამდე მისსა; ხოლო შემდგომად მისსა არა იყვნენ არავისა ხელ ქვეშე. ხოშორას ადგილთან იმყოფება ერთი სალოცველი ადგილი, წოდებული (ლაშარი), რომლისადმიცა სრულიადსა ხალხსა ფშავისასა აქვს დიდის გულსმოდგინება და შევრდომებაი. ერთ ესე ძუელთაგან მყოფს მათ შორის ჩუელებისამებრ 29 დღესა ივნისისა თვითოეულისა წლისასა შეკრბების და ჰყოფს შეწირვასა მისდამი სანთლითა, საკმლითა, პირუტყვთა და სხვათა ვეცხლეულის ნივთებითა, ვითარნიცა შემოსავალნი შედიან განმგებლობასა შინა აღრცეულისა მათგან უფროსის კაცის სახელად წოდებულის ხახა ხევისბერისა, რომელსაცა აქვს ჯვარი დიდი მსგავსი დროშისა, წოდებული ლაშარის ჯვრად და მით ხელმძღვანელობს ხალხსა, და თვით ერიცა ფრიად უსმენს და მორჩილებს მას. ესე ვითარი შეკრებილება ერისა განგრძელდების ორს დღეს და შემდგომად ამისა უკმოიქცევიან სახლთა შინა. მრევლის მღუდელნი ზემორე თქმულთა შემოსავალთაგან არა მიიღებენ არარაიმესა და თვით იქმნებიან მხოლოდ მაყურებელად; მსახურება არავითარიმე იქმნების, ე. ი. კითხვა წიგნისა და გალობა; ხოლო ხახა ხევისბერი დგას დროშითურთ და ილოცავს ხალხსა თანა. ლოცვა იქმნების დილით და საღამოთი, პირჯვრისწერითა და მუხლის მოყრითა. ნაშენობა ტაძრისა არს ქვისა დაწყობილი ფილაქნის ქვით უკიროდ. გარეთგან არის მსგავსი სახლისა, დახურვილი არის მითვე ფილაქნის ქვითა, უთაღოდ. სიდიდით არის მცირე, რომ დაეტევა ოცდახუთი კაცი; ზარი არის მომცრო, შიგნითგან არა არს არავითარიმე შემკულება და არცა ხატი. დიდი ხანია რაც არის აშენებული და როგორც ამბობენ, იქმნება ათასის წლისა“.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 25.11.2025
ბოლო რედაქტირება 25.11.2025
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0