სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11923

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
გიორგი ბართლომეს ძე ბიბილური 1866-1962წწ დეკანოზი გიორგი ბართლომეს ძე ბიბილური 1866-1962წწ დეკანოზი

1866-1962 წწ. გარდ. 96 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ბიბილური სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

17       ბეჭდვა

გიორგი ბართლომეს ძე ბიბილური 1866-1962წწ დეკანოზი

დეკანოზი გიორგი ბიბილური 1866-1962



დეკანოზი გიორგი ბართლომეს ძე ბიბილური 1866 წელს გორის მაზრაში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. მამამისი, მღვდელი ბართლომე იოსების ძე ბიბილური, 1836 წელს დაიბადა. დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი. 1851 წლის 24 ოქტომბერს გორის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1861 წლის 3 ივლისს გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1863 წლის 11 ივლისს დიაკვნად აკურთხეს და იმავე სამრევლოში დატოვეს. 1868 წლის 13 მაისს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) მღვდლად დაასხა ხელი და ბობნევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის  წინამძღვრად დანიშნა. 1869 წლის 12 თებერვალს სვენეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1880 წლის 22 ოქტომბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1884 წლის 20 მარტს წმინდა სინოდმა მადლობის ფურცელი უბოძა. 1887 წლის 17 მარტს სკუფია ეწყალობა. გარდაიცვალა უეცრად, 1890 წელს. მამა ბართლომე ადრე დაქვრივდა. ჰყავდა სამი შვილი: გიორგი, ალექსანდრე (რომელიც ასევე მღვდელი გახდა) და ნინო. გიორგიმ წარჩინებით დაამთავრა გორის ოთხწლიანი სასულიერო სასწავლებელი. 1889 წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1890 წლის 3 მაისს პირველი კურსიდან სწავლა მიატოვა და გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკ-
39-1  საპატრიარქოს უწყებანი N39 21-27ნოემბერი 2013წ გვ.18
დეკანოზი გიორგი ბიბილური 1866-1962 (გაგრძელება)
ლესიის უშტატო მედავითნედ დაინიშნა. ამავე წლის 27 ოქტომბერს შტატში დაამტკიცეს.

ფეხზე დგას გიორგი ბიბილური.

გორში მსახურების დროს მან ჯვარი დაიწერა სოფიო დავითის ასულ ყიფშიძეზე, რომელიც წარმოშობით გორის მაზრის, სოფელ ბრეთადან იყო. მამა გიორგისა და სოფიოს შვილი არ ეყოლათ, რის გამოც იშვილეს სოფიოს ძმის ვაჟი -- ირაკლი ყიფშიძე. იგი ღირსეულად აღზარდეს და გზაზე დააყენეს. 1899 წლის 7 მარტს გორის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) გიორგი დიაკვნად აკურთხა. 1899 წლის 10 ივლისს იგი ბორჯომის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1902 წლის 26 ოქტომბერს დიაკონი გიორგი თელავის მაზრის, სოფელ ართანის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გამოარჩიეს და ამავე წლის 15  ნოემბერს სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) მღვდლად დაასხა ხელი. 1904 წლის 29 აგვისტოს მამა გიორგი წალკის მხარეში, სოფელ სანამერის (ყოფილი კოხთა) წმინდა იოაკიმ და ანას სახელობის ბერძნულ სამრევლოში განამწესეს. 1907 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა. 1908 წელს ხელთუბნის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. 1915 წლის 23 ივლისს სკუფია უბოძეს. 1916 წლის 26 მარტს ბორჯომის ხეობაში, სოფელ ჭობისხევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1918 წლის ნოემბერში ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) კამილავკა უწყალობა. ამავე პერიოდშივე მიიღო მან ჯილდო – სამკერდე ოქროს ჯვა- რი. XX ს-ის 10-იანი წლების ბოლოს მღვდელი გიორგი საღოლაშენის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1921 წლის გასაბჭოებიდან ქვეყანაში დაწყებული რეპრესიების მიუხედავად, მამა გიორგის ანაფორა არ გაუხდია და მღვდელმსახურება არ მიუტოვებია. მრავალი დევნა და შევიწროება გადაიტანა იმ წლებში. ურბნისის ეპარქიის საქმეებში დაცულია ერთი ასეთი ცნობა: „1923 წლის 22 აგვისტოს საღოლაშენის მღვდელი გიორგი ბიბილური დააკავეს დირბის თემის აღმასკომის თავჯდომარის მიხეილ ჭყოიძეს ბრძანებით. წაართვეს მას 158 ჩანახი ჭირნახული, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყობა, დაამწყვდიეს ბოსელში, შემდეგ ღამე გადაიყვანეს დირბში. აიძულეს, წერილობით უარი ეთქვა სამრევლოზე, მღვდელმოქმედების შესრულებაზე, სამრევლოდან სრულიად წასვლაზე და მღვდლის ხარისხის დატოვებაზე. სანამ ყველაფერს ხელი არ მოაწერა, იქამდე არ გამოუშვეს. მეუფეო, გთხოვთ მისი გათელილი პრესტიჟის გამო დასჯილ  იქნას კანონისამებრ თავჯდომარე მიხეილ ჭყოიძე, რადგან მას არ ჰქონდა საბჭოთა მთავრობის მიერ გამოცემული ცირკულარი, რომლის თანახმად მღვდელთა შეურაცხყოფის მიყენება დასაშვებია“. იმ პერიოდში მსგავსი ქმედებები ხშირი მოვლენა გახლდათ სასულიერო პირთა ცხოვ-რებაში. უმეტესობამ ვერ გაუძლო ასეთ დამცირებებსა და ზეწოლას და მიატოვა ღვთისმსახურება, მაგრამ, მამა გიორგის არც უფიქრია დანებება, მან კვლავ განაგრძო მსახურება. 1926 წლის ბოლოს ურბნისის ეპარქიის სამღვდელო დასში იგი კვლავ მოიხსენიება მოქმედი სამღვდელოების  რიგებსა და საღოლაშენის ეკლესიის წინამძღვრად.

დეკანოზი გიორგი შვილიშვილთან ერთად. ფოტო გადაღებულია 1945 წლის 16 მაისს.

1929 წლის 17 მარტს გორელ მორწმუნეთა აქტიური ქმედებების შედეგად ახლიდან დაიწყო დალუქული ოქონის ეკლესიის მშენებლობა, რომელიც თითქმის ორ წელიწადს გაგრძელდა და, საბოლოოდ, 1931  წლის ბოლოსთვის დასრულდა. სწორედ ამ ტაძრის მშენებლობის პერიოდში გადმოვიდა მამა გიორგი ქ. გორში და აღნიშნული ტაძრის წინამძღვრად გააგრძელა თავისი საეკლესიო მოღვაწეობა. ამავე პერიოდში მიენიჭა მას დეკანოზის წოდება და ურბნისის ეპარქიის, გორი-მეჯვრისხევის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1931 წლის 23 მარტს დეკანოზი გიორგი ურბნისის ეპარქიის დროებით მმართველს, ეპისკოპოს ეფრემს (სიდამონიძე, შემდგომში -–- სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) წერდა: „მეუფეო! ამ თვის 16-ში შესდგა გორის ოქონის ეკლესიის სამრევლო საბჭოს კრება ვანო საურის თავჯდომარეობით. კრებას წაუკითხე თქვენ მიერ მოწერილობა 72 მან. სანთლის ვალისა, სჯა-ბაასის შემდეგ კრებამ გამოიტანა ამნაირი დადგენილება: რადგან ოქონის ეკლესია ჯერ არ არის სრულიად დამთავრებული და აგრეთვე, კერძო პირების ვალიც მართებს, ამიტომ ეთხოვოს ყოვლადუსამღვდელოესს ეპისკოპოს ეფრემს, რათა შუამდგომლობა გაგვიწიოს წინაშე სინოდისა ზემოხსენებული 72 მანეთის პატიობისა, რომელიც ეპისკოპოს სიმეონის დროს ნისიად წამოღებული სანთლის ვალია. ამასთანავე საბჭომ დაადგინა, გადაეგზავნოს 10 მან. ეპისკოპოს პავლეს ძეგლის ასაგებად. კრებული კიდევ თავის მხრივ წარმოგიდგენთ  მან.“.  დეკანოზი გიორგი ბევრს ზრუნავდა გორის ოქონის ტაძრის გამშვენებასა და განახლებაზე. იმ ურთულეს წლებში, როცა ღვთისმსახურება გმირობის ტოლფასად ითვლებოდა იგი შეძლებისდაგვარად ახერხებდა  და პოულობდა სახსრებს ეკლესიის კეთილმოსაწყობად. მან დეკანოზ კონსტანტინე დათაძისაგან შემთხვევით გაიგო, რომ ქვათახევის მონასტრის მღვდელმონაზონ ნეოფიტეს თავის დროზე დროებით შესანახად მიბარებული ჰქონდა შვიდი ცალი კანკელის ხატი. 1935 წლის 23 ივლისს მან თხოვნით მიმართა მის უწმინდესობა კალისტრატეს (ცინცაძე), ნება. დაერთო აღნიშნული ხატების გორის ოქონის ეკლესიაში გადმოტანაზე, რაზედაც თანხმობა მიიღო. 1937 წლის 25 მაისს დეკანოზი გიორგი, როგორც  ურბნისის ოლქის დელეგატი ესწრებოდა საქართვე-
39-2 საპატრიარქოს უწყებანი N39 21-27ნოემბერი 2013წ გვ.19
დეკანოზი გიორგი ბიბილური 1866-1962 (დასასრული)
ლოს საკათალიკოსო სინოდის გაძლიერებულ სხდომას. განსაკუთრებულ წუხილს გამოთქვამდა დეკანოზი გიორგი ურბნისის უძველესი ეპარქიის უმღვდელმთავროდ დარჩენის გამო, თუმცა თავს ზევით ძალა არ იყო. 1933 წლის 8 მარტს ეპისკოპოსმა ეფრემმა (სიდამონიძე) უარი თქვა ეპარქიის მართვაზე. ამის შემდეგ საკათალიკოსო სინოდის გადაწყვეტილებით ეპარქიის მართვა დროებით წილკნელ ეპისკოპოს ალექსის (გერსამია) მიენდო. იგი თავდაპირველად ახერხებდა დროგამოშვებით ურბნისის სამწყსოს მონახულებას, თუმცა შემდგომ წლებში ავადმყოფობისა და მოხუცებულობის გამო ჯეროვან ყურადღებას ვერ უთმობდა აქაურობას. მამა გიორგის მრევლი თხოვდა, მიემართა უწმინდესი კალისტრატესათვის ეპისკოპოსის დანიშვნის თაობაზე, რაზედაც მამა გიორგი შეგნებულად თავს იკავებდა. მან კარგად უწყოდა, რომ იმდროინდელი ეკლესიის გაჭირვებული მდგომარეობა ამის საშუალებასა და ფუფუნებას არ იძლეოდა. შემცირებული სამღვდელოება და მრევლი ვერ შეძლებდა ადგილობრივი ეპისკოპოსის შენახვას. საბოლოოდ, ქ. გორის მართლმადიდებელმა რელიგიურმა საზოგადოებამ და მრევლმა 1937 წლის 2 ივნისს თავად მიმართა კათოლიკოსპატრიარქ კალისტრატეს თხოვნით: „როგორც თქვენს უწმინდესობას მოეხსენება, ურბნისის ეპარქია არის მიტოვებული უმღვდელმთავროდ, რის გამოც დიდი მითქმა-მოთქმა და საყვედური ისმის მორწმუნეთა შორის. არაერთხელ მივმართეთ გორის საკრებულო ტაძრის წინამძღვარ ბიბილურს, ეშუამდგომლა თქვენს წინაშე, რომ დანიშნულ ყოფილიყო მღვდელ მთავარი, მაგრამ დღემდის არავითარ ზომებს არ ღებულობს. ახლა პირდაპირ მოგმართავთ თქვენს უწმინდესობას, რომ დაგვინიშნოთ ეპისკოპოსი ვარლაამი (მახარაძე) ან სხვა ვინმე, რომელიც იქნება  დაკმაყოფილებული ეკლესიის შემოსავლიდან“ წერილს ხელს აწერდა ამავე ტაძრის საბჭოს თავჯდომარე ვანო საური, წევრები: ნ. სალუკაშვილი და ბ. გელდიაშვილი, დეკანოზი გიორგი დავითაშვილი, მედავითნე ნიკოლოზ გეტმანი და მრევლის 16 სხვა წევრი. სამწუხაროდ, გამართლდა მამა გიორგის ვარაუდი. 1937 წლის 17 ივლისს საკათალიკოსო სინოდმა იმსჯელა ამ საკითხზე და შემდეგი რეზოლუცია გამოიტანა: „ვინაიდან მოხსენებაში არ არის აღნიშნული ადგილობრივი წყაროების მდგომარეობა, საიდანაც შესაძლებელი იქნება მღვდელმთავრის ჯამაგირის დანიშვნა, არც ბინა იმექონება, -- საკათ. სინოდი განაჩინებს: საკითხი საკუთარი მღვდელმთავრის დანიშვნისათვის გადადებულ იქმნას“. 1938 წლის 19 მაისს დეკანოზი გიორგი უწმინდესსა და უნეტარესს კალისტრატეს ატყობინებდა გორის ოქონის ეკლესიის რემონტის შესახებ: „გორის ოქონის ეკლესიას სჭირდებოდა სახურავის შეღება. ამისთვის მოვიწვიეთ საბჭოს წევრი ალექსი ხარატიშვილი და ჩვენ კრებულის თანა დასწრებით მოვიწვიეთ მალიარი ივანე გალავაცკი, რომელსაც გაურიგდით ეკლესიის სახურავის, სამლოცველო ოთახის, დეკანოზ გიორგი დავითაშვილის ოთახისადა საკუჭნაოს შეღებაზე. ამ ზემო ხსენებული სახურავების შესაღები იმათი მასალით და ოსტატებით ეკლესიამ გაიღო საფასური 1200 მანეთი, რისაც პატივი მაქვს მოგახსენოთ“. ამ წერილზე უწმინდესმა კალისტრატემ 1938 წლის 20 მაისს პატარა მინაწერი გააკეთა: „გაიწეროს დავთარში. მშრომელთ მიუძღვნით ლოცვა-კურთხევას“.სავარაუდოდ, 1939-1940 წლებში გორის ოქონის ეკლესია კვლად დაიხურა და მამა გიორგი უეკლესიოდ დარჩა. 1944 წლიდან დეკანოზი გიორგი ხაშურის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარზე მიაწერეს, როგორც უშტატო მღვდელმსახური. იგი ქ. გორში ცხოვრობდა და იქვე აღასრულებდა საეკლესიო წესებს. 1956 წელს კვლავ იხსენიება მოქმედი სამლვდელოების რიგებში. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მოხუცებულობისა და ავადმყოფობის გამო ვეღარ ახერხებდა მსახურებას. დეკანოზი გიორგი 1962 წლის მაისში გარდაიცვალა. დასაფლავებულია გორის საერო სასაფლაოზე.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 25.11.2025
ბოლო რედაქტირება 26.11.2025
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0