სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11923

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
გაბრიელი (გელა) ზაქარიას ძე ნათენაძე 1964-2025წწ დეკანოზი დაბ. ასპინძა გაბრიელი (გელა) ზაქარიას ძე ნათენაძე 1964-2025წწ დეკანოზი დაბ. ასპინძა

1964-2025 წწ. გარდ. 61 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ნათენაძე სია

ასპინძა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

20       ბეჭდვა

გაბრიელი (გელა) ზაქარიას ძე ნათენაძე 1964-2025წწ დეკანოზი დაბ. ასპინძა

მამა გაბრიელი, გელა ზაქარიას ძე ნათენაძე დაიბადა 1964 წლის 1 მაისს ასპინძის რაიონში. გარდაიცვალა 2025 წლის 20 ნოემბერს, დაკრძ. ყვიბისი (ბორჯომი) კვირაცხოველის ეკლესია.


1981 წელს დაამთავრა ასპინძის საშუალო სკოლა.

1982 წელს გახდა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის პირველი კურსის სტუდენტი.

1983-1985 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში /ქალაქ მინსკში.

1989 წელს დაამთავრა ზემოთ აღნიშნული ინსტიტუტი და პედაგოგიური მუშაობა განაგრძო ქალაქ თბილისში, მუხიანში - დუმბაძის ქუჩაზე არსებულ რუსულ სკოლაში, რომელშიც განთავსებული იყო პროფესიული სკოლა-ლიცეუმი - „პრომეთე“, სადაც ასწავლიდა გერმანულ ენას.

1990 წელს შექმნა ოჯახი. ჯვარი დაიწერა მოხევის ქალზე ლია წიკლაურზე. თბილისში ზემო ბეთლემის ეკლესიაში ჯვარი მამა დანიელ ლობჟანიძემ დასწერა.

შეეძინათ სამი შვილი – ზაქარია, ზაბულონი და თეონა.

მამა გაბრიელი იგონებს - მეგობრებთან ერთად სამთავროს დედათა მონასტერში მივედი სანთლის დასანთებად. ეზოში მოხუცი ბერი იდგა, რომელმაც მითხრა, რომ „შენ აუცილებლად იქნებ მოძღვარი“.

სიცილით შევედით ტაძარში, უკან რომ გამოვედით ისევ იქ იდგა, მომეკვეთა მუხლები და დავეცი...

სახლში სულ ვფიქრობდი...

და ისევ მივედი იქ...

ზურგით მდგარმა - „მოხვედიო“ მითხრა.. და ის თურმე მამა გაბრიელი იყო – შემდგომში სალოსი და აღმსარებელი...

2000 წლის ზაფხულში გაიცნო მეუფე სერაფიმე, მაშინ ბორჯომისა და ახალქალაქის ეპისკოპოსი.

2001 წლის 2 სექტემბერს მეუფემ დიაკვნად აკურთხა იგი.

2002 წლის 28 აგვისტოს კი მღვდლად – ტიმოთესუბნის მონასტერში.

დღეს მამა გაბრიელი მსახურობს სოფელ ყვიბისის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში.

ასევე გასვლით წირვებს ატარებს ვაშლოვანის წმიდა გიორგის სახელობის და რველის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრებში.

ზაქარიამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიურ ფაკულტეტზე ჩააბარა, სწავლობდა საუკეთესოდ, მესამე კურსიდან დაანება თავი და სწავლა სასულიერო აკადემიაში გააგრძელა, საიდანაც საბერძნეთში სტაჟირებაზე გაგზავნეს.

მისი მეუღლე მედავითნე და მგალობელია.

ზაბულონმა – ოქროს მედალზე დაამთავრა საშუალო სკოლა და მანაც სწავლა ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიურ ფაკულტეტზე გააგრძელა. დაამთავრა მაგისტრატურაში ჩაბარება სურს და გერმანიაში წასვლა.

თეომ თეოდორამ ძმებივით წარჩინებულმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტმა, გადაწყვიტა იურიდიული.




ისმენ, მშვიდდები და ღმერთის საუფლოში გადადიხარ. ჩემი თვალით ვიხილე, რა შთაგონებული სახეებით, რა მოკრძალებით შემოდიოდა დიდ-პატარა ღვთის სახლში. იწერდნენ პირჯვარს ქრისტეს წმინდა ხატთან, ემთხვეოდნენ და თავს მოწიწებით ხრიდნენ მის წინაშე. გაწყნარებს, ყველანაირ ტკივილს გიყუჩებს ტაძარში გამეფებული სიწყნარე და მგალობელთა საამური ხმა - მამა გაბრიელის ღვთიური მომართვა მრევლისადმი – „ღმერთმა დაგლოცოთ“...

მრევლიც დიდ მოწიწებას, სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატავს თავისი სულიერი მოძღვრისადმი. მეც უსაზღვროდ მადლიერი ვარ მისი, რადგან მამა გაბრიელის ლოცვა-კურთხევის წყალობაა, რომ ამ ხნის ქალი ტაძრისაკენ მოვბრუნდი და ახლა მოუთმენლად ველოდები ყოველ წირვა-ლოცვას.

მრევლის სახელით ვულოცავ, ამ წმინდა ადამიანს უპირველესად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და დაბადების დღეს.

ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს, სიმშვიდეს, სიყვარულს... მის მრევლს კი, კიდევ უფრო გამრავლებას, ურთიერთ-მიმართ პატივისცემასა და გულისხმიერებას.

2010 წელი, ოქტომბერი

„ვულოცავთ“ – ნათელა ნოზაძე

ყვიბისის მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის მრევლი ჩემი ოჯახის სახელით ვულოცავ ყვიბისის მთავარანგელოზის, ვაშლოვანის, ზანავის, კორტანეთის წმიდა გიორგისა და რველის მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ტაძრების წინამძღვარს, ამჟამად ყოვლად ღირსს - მამა გაბრიელს დეკანოზის ხარისხს და უმაღლესი ხარისხის საეკლესიო ჯილდოს.

ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ღვთის წყალობას, სულიერ სიძლიერეს ოჯახთან და სამწყსოსთან ერთად.

ღმერთმა გააძლიეროს, დალოცოს მიტროპოლიტი მეუფე სერაფიმე თავისი ეპარქიით. მადლობა, რომ დააფასა მამა გაბრიელის შრომა და გარჯა, ამავე დროს ყველა მოძღვრის მიერ გაწეული ღვაწლი.

2011 წელი, მაისი

„ვულოცავთ“ – პავლე რაზმაძე - ოჯახით ყვიბისის მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის მოძღვარს მამა გაბრიელს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ დაბადების დღეს.

ვუსურვებთ ჯანმრთელობას, სიკეთეს... კიდევ დიდხანს ელოცოს ერის ნათელი მომავლისათვის. მისი კურთხევა არ მოკლებოდეს ეკლესიას, ყვიბისსა და მთელ საქართველოს, რადგან სადაც ლოცვა კურთხევაა, იქ სიყვარული და სათნოებაა.

ღმერთმა დალოცოს და ადღეგრძელოს მამა გაბრიელი და მისი სამწყსო.

2013 წელი, მაისი


„გილოცავთ. საყვარელო მოძღვარო“! – მრევლის სახელით - ნაზი ბურჯანაძე

„გიყვარდეს მოყვასი შენი“ გვასწავლის „სახარება“, სწორედ მოყვასის უდიდესი სიყვარულის მომადლებული ნიჭით არის დაჯილდოებული ყვიბისის, ვაშლოვანის, რველის დეკანოზი მამა გაბრიელი /ნათენაძე/. სხვისი ტკივილის, განსაცდელში ჩავარდნილის თანამდგომი და შემწე, გაჭირვებულის ლუკმის მიმწოდებელი, უდიდესი მოძღვარი, მრევლის სულისა და გულის სალბუნი გილოცავთ. საყვარელო მოძღვარო „გიყვარდეს მოყვასი შენი" – გვასწავლის სახარება.. სწორედ მოყვასის, უდიდესი სიყვარულის მომადლებული ნიჭით არის დაჯილდოებული ყვიბისის, ვაშლოვანის, რველის დეკანოზი მამა

გაბრიელი /ნათენაძე/.

სხვისი ტკივილის, განსაცდელში ჩავარდნილის თანამდგომი და შემწე, გაჭირვებულის ლუკმის მიმწოდებელი, უდიდესი მოძღვარი, მრევლის სულისა და გულის სალბუნი – აი, მისი დამახასიათებელი ეპითეტები... თუმცა მე, ცოდვილს, როგორ შემიძლია ვისაუბრო ამ დიდი ადამიანის შესახებ, ის ხომ თავისი

დიდი ადამიანობით, შეგონებებით ყველას მხნეობას მატებს, მომავალს. იმედიანად უსახავს და სიკეთის ქმნის უნარს უძლიერებს, რადგან ყოველი მისი სიტყვა იმდენად ახლობელია თითოეული ჩვენგანისათვის, რომ ძალაუნებურად გვაღელვებს, გვაფიქრებს, გვაწყნარებს და ცხოვრებაზე ხელჩაქნეულს ცხოვრებისკენ გვაბრუნებს.

მამა გაბრიელს 1 მაისს დაბადების დღე აქვს. მინდა მთელი მრევლის სახელით მივულოცო ეს დღე. ვუსურვო ძალიან, ძალიან დიდხანს სიცოცხლე, თავის ლამაზ ოჯახთან ერთად სამი სანიმუშო შვილი ეზრდება/.

ამ შესანიშნავმა მოძღვარმა თავისი მრევლის, ყველა ქრისტიანის სანუგეშოდ უმრავლოს ერს

მისი მსგავსი სულიერი მოძღვრები.

2005 წელი

როლანდი გოგოლაძის ოჯახი „ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი სულიერი მამები“- მერი ღონღაძე - ვარდგინეთის დაწყებითი სკოლის პედაგოგი გაზაფხულის ულამაზესი თვის, მაისის პირველივე დღეს, ყვიბისის საკრებულოში შემავალი სოფლების მრევლი დაბადების დღეს მიულოცავს თავის სულიერ მოძღვარსა და ყველასათვის პატივსაცემ.


ბიოგრაფია მოგვაწოდა დეკანოზმა ალექსანდრე კურტანიძემ.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.11.2025
ბოლო რედაქტირება 27.11.2025
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0