მე მქონდა მხოლოდ მიზანი როგორმე ჩემი სამშობლოსათვის თავი დამედო
მღვდელ-მონაზონი იპოლიტე, ერისკაცობაში – ილარიონ ნიკოლოზის ძე ნათენაძე 1861 წელს ახალციხის მაზრაში სახაზინო გლეხის ოჯახში დაიბადა. ქორწინებაში არ ყოფილა. თავისი ცხოვრების პირველი 37 წელი მან მშობლიურ სოფელში გაატარა და მეურნეობით იყო დაკავებული. 1898 წლის 19 მარტიდან ქვათახევის ლვთისმშობლის მიძინების სახ. მონასტრის უშტატო წევრია. 1900 წლის მარტში სასულიერო უწყებაში მიიღეს. იმავე წლის 12 ივნისს შტატის მორჩილად დაადგინეს. 1901 წლის 4 მაისს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. მონასტერში გადაიყვანეს და ამავე წლის 17 ნოემბერს არქიმანდრიტმა კესარიოსმა (ჩეკურიშვილი) იპოლიტეს სახელით ბერად აღკვეცა. იმავე წლის 4 დეკემბერს დიაკვნად აკურთხეს. 1907 წლის 9 მარტს ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახ. მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა და იმავე წლის 18 მარტს ეგზარქოსების წმ. ჯვრის სახ. კარის ეკლესიაში საქართველოს ეგზარქოსმა ნიკონმა (სოფისკი) მლვდლად დაასხა ხელი. 1913 წლის 14 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1917 წლიდან მლვდელ-მონაზონი იპოლიტე მარტოდმარტო ცხოვრობდა ვარძიის მონასტერში და შეძლებისდაგვარად პატრონობდა იქაურობას. 1917 წელს ვარძია მოინახულა 20 წლის ახალგაზრდა მწერალმა ნიკო კეცხოველმა (შემდგომში ქართველი ბოტანიკოსი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და აკადემიკოსი), რომელმაც საკმაოდ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა პრესის ფურცლებზე. სტატიის სათაურია „ვარძია განცდის ნატეხი“. წერილში საინტერესოდაა აღწერილი ვარძიის მონასტერი... და მოხსენიებულია მამა იპოლიტეც. აი, რას წერდა იგი მის შესახებ: „... გამოქვაბულებში დავყავარ მოხუც ბერს, რა მშვენიერი დარბაზებია, არც კირი, არც აგური; ჩაქუჩი და
კლდე, აი მთელი მასალა... რა მოთმინება, რა მედგარი და უდრეკი ენერგია ჰქონდათ მათ, ვინც ამ კლდეებს ჰკვეთდდა, იმედი, იმედი, დიდი ამშეენებდა ამ მომუშავეთ... მიამბობს წყნარი ტკბილი ხმით იპოლიტე ბერი ყოველივე წვრილმანს ლეგენდებითა და ზღაპრებით დამშჰვენებულს. რა ტკბილია და რა კარგი ეს ლეგენდები, ამ მონასტრებში გაგონილ-ნასმენი, რა სიამაყეს და სიამოვნებას განიცდის ყოველი ადამიანი მის გაგონებაზე და მოსმენაზე... ბინდი სცემს ხშირ არემარეს, ცაზე ვარსკვლავნი ენთებიან და ციალობენ, ირგვლივ საშინელი გამოურკვეველი დუმილი მეფობს, მხოლოდ მტკვრის ჩხრიალი და ხუილი არღვევს ამ დუმილს... მარტო ვარ, ბერი იპოლიტე სენაკში წავიდა საღამოს ლოცვისათვის. ღმერთოო შენითა მადლითა, აღსრულდეს თქმულება ხალხისა და წელს მაინც შეაჰრეს ვარძიის ძველის ძველ კედლებს თამარის ცრემლი, რომელიც აოხრებუ ლ თვის სამშობლოს ზედ აფრქვევს“. 1920 წელს ვინმე არჩილ მაჭავარიანმა ბარონ) რა ვარძიის მონასტერში და იქ ნანახი და განცდილი გაზეთ „საქართველოს“ ფურცლებზე გამოაქვეყნა: „ბერი იპოლიტე, რომელიც ამჟამად იმყოფება ვარძიის მონასტერში და თავის თავი შეეწირა განდეგილობისათვის ამ ღირს შესანიშნავ და მიყრუებულ ადგილსა ყოვლადპატიოსანი და გულკეთილი ადამიანია. იგი მაგონებდა სხვა განდეგილებს, რომელთაც ყველაფერი მიეტოვებინათ, რათა ღვთისმსახურებაში გაე ჭარებინათ თავიანთი სიცოცხლე. ეხლაც, ამ მეოცე საუკუნეში, როდესაც მთელი კაცობრიობის აზროვნების ფართო ასპარეზი ერთგვარ უარყოფას ისახავს ორთოდოქსიულ მიმართულების წინააღმდეგ და ეძებს სულ სხვა გზებს საღვთისმეტყველო საკითხების გადაწყვეტაში, მოიპოება სადღაც ადამიანები,
35-1 საპატრიარქოს უწყებანი N35 29ნოემბერი-5დეკემბერი 2018წ გვ.18
რომელნიც წმინდად იცავენ ძველ სასულიერო ტრადიციებს და სულგრძელობით იტანენ წილად ხდომილ ბერულ ცხოვრებას. მისი საქმე იყო ლოცვა და სხვა არაფერი. მის სიმდიდრეს შეადგენდა რამდენიმე სასულიერო წიგნი და კრიალოსანი, რომელსაც ის აგორებდა ლოცვის შემდეგ, დასვენების დროს. მისვლისთანავე მოხუცი იპოლიტე დიდის თანაგრძნობით მოგვეპყრო და სიამოვნებით გაგვიძღვა წინ მონასტრის დასათვალიერებლად. უნებლიედ გებადება კითხვა: რა ხელმა და რა გონებამ გააკეთა ყველაფერი ეს?.. ყველგან დაცულია სილამაზე, მოხდენილობა, სისწორე. აი, რით შეგვიძლიან მართლა ვიამაყოთ ჩვენ. აი, რა შესძლებიათ და როგორები ყოფილან ქართველები ძველად. მაგრამ, საუბედუროდ, ჟამთა სიმუხთლე დასტყობია მას. ოსმალების შემოსევის დროს დიდი ზიანი მისცემია ამ მონასტერს. კედლებზე მხატვრობა დასერილია თოფის ტყვიებით, ზოგ ადგილას ოთახების ერთი მეორის გამყოფი შუა კედლები ჩამონგრეულია უხეშ მტრისაგან უმიზნოდ. ამას გარდა, ზოგ ალაგას კლდე ჩამოწოლილია და ოთახები დანგრეულა, რადგან წვიმისგან და ნიაღვრისგან ჩამოთლილი კლდე ვეღარ შემაგრებულა თავის ადგილს. ეს უკვე ჩვენი ბრალია, რომ მას ყურადღებას არ ვაქცევთ და საჭირო შეკეთებისათვის, რომელსაც დღეს ეს ძველი მონასტერი მოითხოვს არ ვფიქრობთ. მონასტრის სიმდიდრე, რომელიც მასში იყო წინად, ზოგი მოპარულია და გაძარცვული და ზოგიც ძალად წაღებული. ბერის სიტყვით, რაც კი ღირსშესანიშნავი იყო ამ მონასტერში ხატებიდან დაწყებული, რუსების ბატონობის დროს იქნა რუსეთში გაზიდული ურწმუნო ეგზარქოსების დროს –- როგორც აშკარად, ისე ფარულად. რაც რუსებს გადაურჩა, ის ოსმალებს წაუღიათ შემოსევის დროს, ხოლო ადგილობრივ თათრებს დაუმთავრებიათ მონასტრის გაქურდვა, ვინაიდან ამ დროს ბერები (წინად რამდენიმე ბერი იმყოფებოდა აქ) გაქცეულან და მონასტერი უპატრონოდ დარჩენილა. ამის მიუხედავად, მოხუცი ბერი ერთგვარ სიხარულს გამოსთქვამდა იმის შესახებ, რომ რუსები განდევნილნი არიან საქართველოდან და საქართველო ეხლა თვით არის თავის ბატონ-პატრონი. ბერმა შემოგვატარა მთელი მონასტერი და დაგვათვალიერებინა. ამასთან ყველაფერს გვიხსნიდა და საგულისხმიერო ცნობებს გვაწვდიდა. დავლის შემდეგ დავსხედით ეკლესიის წინ დერეფანში სვეტებთან, საიდანაც მოსჩანდა დაბლა გადაჭიმული მტკვრის ხეობა. – გუშინ, გვითხრა ბერმა, –– მთავრობის თავჯდომარე ბრძანდებოდა აქ მინისტრებით. მან დაათვალიერა აქაურობა. სხვათა შორის წაიღო ჩემ მიერ შედგენილი შეკეთების გეგმა და დამპირდა მონასტრის შეკეთებას. „ბერი იპოლიტე კმაყოფილი იყო ამით, მაგრამ სურდა ფართე საზოგადოებასაც მიეპყრო ყურადღება და მონასტრის შეკეთებას დაჰხმარებოდა...“ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ბატონ ნოე ჟორდანიას დაპირება დაპირებად დარჩა. 1921 წლის თებერვალში რუსეთის იმპერიამ საქართველო ხელმეორედ დაიპყრო და ვარძიის მონასტრისთვის აღარავის ეცალა. მამა იპოლიტე ისევ თავისი ძალებით (ცდილობდა სავანე დანგრევისა და გაუდაბურებისაგან ეხსნა, მაგრამ რა უნდა ექნა მარტო კაცს იმ უმძიმეს პერიოდში, რომელიც ახალმა კომუნისტურმა რეჟიმმა მოუტანა საქართველოს. 1921-1922 წლებში, როდესაც ეკლესიებისა და სამღვდელოების შევიწროება დაიწყო, ჯავახეთის მხარეში რამდენიმე სამრევლო მოძღვრის გარეშე დარჩა. შეწუხებული მრევლი მღვდელმოქმედების შესასრულებლად ვარძიის წინამძღვარს აკითხავდა და ისიც დაუზარელად მიჰყვებოდა მათ.
სხედან მარჯვნიდან - მამა იპოლიტე, ფილიპე მახარაძის დაცვა, ფილიპე მახარაძე, მისი ვაჟი - არჩილი, ვარძიის რაიკომის მდივანი პლატონ შუშანია (შემდგომში ცნობილი მეან-გინეკოლოგი). ფოტო გადაღებულია X ს-ის 20-იანი წლების შუაში;
1922 წლის გაზაფხულზე გოგაშენის სამრევლოში მიავლინეს ახალი მოძღვარი, რომელიც მრევლმა არ მიიღო და კვლავ მამა იპოლიტეს ეძახდნენ, ეს კი საეკლესიო კანონმდებლობის დარღვევად ითვლებოდა. ახალციხე-ახალქალაქის ოლქის მთავარხუცესმა საკათალიკოსო საბჭოს მიმართა ვითარების დასალაგებლად, რომელმაც, თავის მხრივ, მლვდელ-მონაზონ იპოლიტეს აუკრძალა სოფლებში სიარული. ამასთან დაკავშირებით, მამა იპოლიტე 1922 წლის ივნისში საკათალიკოსო საბჭოს წერდა: „მივიღე რა ახალციხე-ახალქალაქის მთავარხუცესის მიწერილობა ა/წ. მაისის 23 რიცხვით #127-ით შესახებ ჩემი შეურაცხყოფისა, ვითომ მე არ ვასრულებ ჩვენი სასულიერო მთავრობის განკარგულებებს და მათ კანონებს. ვკადნიერდები მოგახსენოთ საბჭოს და თუ საჭიროდ დაინახოთ მათ უწმინდესობას პატრიარქ ამბროსის |მოახსენეთ შემდეგი: ახალციხე-ახალქალაქის მაზრების აოხრების შემდეგ მაჰმადიანების მიერ (იგულისხმება 1918 წლის თურქთა შემოსევები მესხეთ-ჯავახეთში – გ.მ) მე ვცხოვრობდი თბილისში და შემდეგ როდესაც დაბრუნდნენ ქართველები თავიანთ აოხრებულს სახლ-კარში მე ყოვლად უწმინდესის განსვენებულის ლეონიდეს და სრულიად საქართველის საკათალიკოსო საბჭოს ბრძანებით ივლისის 15 რიცხვიში 1919წ. #3581, ვიყავი განსწესებული მთელი ახალქალაქის მაზრის მღვდლად, რათა მორწმუნე ქრისტეანთათვის არ მომეკლო მათთა აოხრებული ეკლესიების განახლება და შემთხვევისათვის მღვდელმოქმედება იმ დროს, როდესაც მათ
35-2 საპატრიარქოს უწყებანი N35 29ნოემბერი-5დეკემბერი 2018წ გვ.19
არაფრის მღვდელმოქმედებაში სასყიდლის მოცემა არ შეეძლოთ, რადგან მათაც არაფერი ჰქონდათ, როგორც აწიოკებულებს. მე მქონდა მხოლოდ მიზანი, როგორმე ჩემი სამშობლოსათვის თავი დამედო და გამემშვენებიოს ამ მხარეში რავდენადაც შესაძლო იქნებოდა ეკლესია-მონასტრები; და ღმერთმაც შემაძლებია და შევსძელი განვაახლე რამოდენიმე ეკლესია, მაგ. სოფ. ჩუნჩხისა, აფნიისა და სხვებიც და აგ- რეთვე განვაახლე მონასტერი: ვარძიის ეკლესია და სადგომი (1 მაღაროები, სადაცა ვცხოვრობ: განუშორებელად 1920 წლიდგან, ან როგორ შემიძლია, რომ ერთ დღეს სადმე წავიდე, როდესაც მომსვლელი ვარძიას არ აკლია. წარმოიდგინეთ კომუნისტებიც კი, რომლებსაც ყველა მნახველებს დიდად აკვირვებს ამისთანა დიდებული მონასტერი თავის გამოკვეთილ მრავალ სენაკპალატებით, რომელსაც სჭირდება ყოველ გამოკვეთილ მაღაროზედ თავისი აღსნა-განმარტება. აბა, ამისთანა დიდებულ ნაშთს როგორ შემიძლია, რომ სადმე მოვშორდე და ვიცხოვრო სხვა სოფელში ვითომდა მღვდლად; ბატონებო, როგორც დარაჯი და ყველასათვის დამრიგებელმა ვარძიის ბერმა, აბა როგორ უთხრა უარი იმ მორწმუნე ერს მღვდელმოქმედებაში, რომელიც მათ უმღვდლოობის გამო შეემთხვევოდათ, როდესაც მე მისთვის ვიყავი გამომწესებული ჩემს სამშობლო ქვეყანაში, მაგრამ აწ კი ღმერთმა დამიფაროს ამ ჩემს მონასტერს გავცილდე, რადგან ჩემი კეთილი სამსახურისთვის მადლობის ნაცვლად ვარ დიდი შეურაცხყოფილი საბჭოს და მთავარხუცესის მიერ ამ სიტყვებით: „თუ გოგაშნის მრევლისათვის თავი არ მიგინებებია, სასტიკად დაისჯებითო“. მე აგერ აღდგომის შემდეგ თავი დანებებული მაქვს და ფეხიც არ დამიდგავს და არც დავადგამ; დე, დასტოვეთ მორწმუნე ერი უმღვდელოდ. რაც შეეხება მე რომ კაველიძეს გოგაშნის მრევლი ჩავაბარო, ეს კი ძლიერ მიკვირს, მრევლი სასტიკ უარზეა და რა ჩემი საქმეა. ამასთანავე ვარდგენ ყველა იმ მოწერილობებს, რომლებიც დაგარწმუნებთ ყველა ჩემს სიმართლეს“. 1923 წლის 4 აგვისტოს ახალციხე-ახალქალაქის ოლქის მთავარხუცესი, დეკ. იოანე ცქიტიშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს ვარძიის ლვთისმშობლის მიძინების მონასტრისათვის და საკათოლიკოსო საბჭოს სთხოვდა გამოენახა გზები და საშუალება, რათა იქ მცხოვრებ ბერებს არ შეეწყვიტათ ლოცვა-ვედრება ერისა და საქართველოს გადარჩენისათვის. მამა იპოლიტეს შესახებ იგი წერდა: „მღვდელ-მონაზონი იპოლიტე მაღალი ზნეობისაა და მტკიცედ ასრულებს ბერულ აღთქმას. იგი 16 წელიწადია მოღვაწეობს აღნიშნულ მონასტერში. მას იქ გაუკეთებია სავანეში ასასვლელი კიბეები, გაუმშვენებია წყარო, შეუკეთებია წინამძღვრის ბინა. ასუფთავებს და უვლის მრავალ მაღაროებს. ასრულებს ღვთისმსახურებას, მუდმივ სასყიდელს კი არსაიდან იღებს. მას ახალციხე-ახალქალაქის ოლქშიაც მიუძღვის სამსახური, რაც გამოიხატება ოლქის ეკლესიებისათვის სამედავითნეო კანდიდატების მომზადებაში. თუ სადმე მესხეთ-ჯავახეთის ეკლესიებში მედავითნე კარგად გალობს, ამის მიზეზი აუცილებლად მამა იპოლიტეა, რადგან თვითონ მშვენიერი მგალობელია. გამოვდივარ რა ასეთი დებულებიდან, უმორჩილესად ვშუამდგომლობ თქვენი მეუფების წინაშე, რათა მამა იპოლიტე აღიყვანოთ არქიმანდრიტის ხარისხში, რადგან მან ეს უკვე დაიმსახურა“, 1923 წლის 2 სექტემბერს ამ წერილს ადევს ურბნელი ეპ. ქრისტეფორეს (ციცქიშვილი) რეზოლუცია, სადაც ვკითხულობთ: „მღვდელ-მონაზონი იპოლიტე, თავისი მოღვაწეობისათვის, განსაკუთრებით ვარძიის მონასტერში, აყვანილ იქმნეს იღუმენის და არქიმანდრიტის ხარისხზე“. თუმცა ეს ბრძანება არ შესრულებულა, მამა იპოლიტე შემდგომში კვლავ მღვდელ-მონაზვნის ხარისხში იხსენიება. 1928 წლის 17 დეკემბერს ვინმე ნიკო ასათიანი ურბნელ ეპისკოპოს სვიმეონს (ჭელიძე) სწერდა:
35-3 საპატრიარქოს უწყებანი N35 29ნოემბერი-5დეკემბერი 2018წ გვ.20
„თქვენო მეუფებავ არ ვიცი, მოგხსენდათ თუ არა, ვარძიაში უბედურების შემთხვევა ბერ იპოლიტეს შესახებ. ძაან ვნანობ, რომ შემაგვიანდა ამ ცნობის მოწოდება. სამი-ოთხი დღის შეგვიანებით გავიგე, რომ ვარძიაში იპოლიტე ბერი და მისი დიაკონი გადაჩეხილან ღამე კლდეში, და დახოცილან. ვინაიდგან გარკვევით არა ვიცოდი რა, დავახანე, ვიდრე წასასვლელად გამზადებული გამომძიებელი და ექიმი დაბრუნდებოდნენ ვარძიიდან. აგერ გაწვდით წასულთაგან ნაამბობს: დაახლოებით ათი დღის წინ, ბერ იპოლიტეს სამზარეულოში ჩაუგზავნია საქმისათვის, სადაც თურმე მჭადს აცხობდენ, ბნელი ღამე იდგა. თავისი შვილობილი, სოფ. აფენიდან 12 წლის ბიჭი; ბიჭი გადავარდნილა, დაჩეხილა, ყვირის, შველას ითხოვს, კვნესის. ბიჭს რომ დაუგვიანია, იპოლიტე გამოსულა გარეთ, შემოსმენია კვნესა, გადაყუდებულა, ხელები ქვაზე მოუჭიდნია, რომ გადაზნექილა, ხელ ქვეშ ქვა გაგორებია-გასხლეტილა, თითონაც გადაყოლია და თხემით დაცემულა კლდეზე. სივრცე სიმაღლის ორი საჟენი ყოფილა, თავი შუაზე გაუჩეხია, ორივე მხრივ თავზე ტყავი თუ კანი გადამძვრალა, მაშინვე განუტევებია სული. ბოვშვი ცოცხალია -- აქიმობენ. ორს მღვდელს დაუსაფლავებია ვარძიაში. ბერ იპოლიტეს დარჩა მოძრავი ქონება: ცხვარი 150 სული, ძროხები, ცხენი, ყველი, ერბო, ფქვილი, ფუტკარი და ყოველი საწუთხო. ცხვრებს სწირავდნენ მონასტერს თუშები, სათალალოდ ცხვრების ფარას მომყოლი პატრონები და სარქალნი. ასე რომ ყველა რაც დარჩა მონასტრის საკუთრებას შეადგენს. ყველა ზემოთ მოხსენებული აღნუსხვა რეგისტრაციაში ჰქონია გატარებული გამომძიებელს. სასწრაფოდ საჭიროა მიპატრონება, მხნე და გამჭრიახე პიროვნების მივლინებით. ეთნოგრაფიულ-არქეოლოგიური საზოგადოების რწმუნებული კოტე გვარამაძე თავის მხრივ ზრუნავს. თქვენი უმორჩილესი სულიერი შვილი ნიკო ასათიანი“. მღვდელ-მონაზონი იპოლიტე 13 დეკემბერს დაასაფლავეს ზემო თმოგვის წმ. გიორგის სახ. ტაძრის მღვდელმა ევსტათი კაველიძემ და საროს მთავარანგელოზთა სახ. ტაძრის მღვდელმა ისიდორე ასპანიძემ ვარძიის მონასტრის სასაფლაოზე. მისი დარჩენილი ქონება ზემო თმოგვის მცხოვრებლებს: პოლია მაისურაძეს და მიხეილ მაღრაძეს ჩააბარეს.