სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11923

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ალექსი ტარიელის ძე კურტანიძე დაბ. 1979წ. დეკანოზი დაბ. სოფ. ყვიბისი (ბორჯომი) ალექსი ტარიელის ძე კურტანიძე დაბ. 1979წ. დეკანოზი დაბ. სოფ. ყვიბისი (ბორჯომი)
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი კურტანიძე სია

ბორჯომი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

33       ბეჭდვა

ალექსი ტარიელის ძე კურტანიძე დაბ. 1979წ. დეკანოზი დაბ. სოფ. ყვიბისი (ბორჯომი)

მღვდელი ალექსანდრე /ალექსი კურტანიძე/

წმიდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის წინამძღვარი

წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური

აშენდა: წმიდა თამარ მეფის სახელობის ტაძარი - 2012-2015 წლები


მამა ალექსანდრე - /ალექსი კურტანიძე 1979 წლის 12 ოქტომბერს ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში ტარიელ კურტანიძისა და მანანა ხარაიშვილის ოჯახში დაიბადა. მშობლების უფროს შვილს - ორი და და ერთი ძმა ჰყავს.

ალექსიმ ყვიბისის არასრული საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ბორჯომის #7 პროფესიულ ტექნიკურ სასწავლებელში გააგრძელა.

პროფესიული ტექნიკური სასწავლებელის დამთავრების შემდეგ კი მისაღები გამოცდები გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბორჯომის ფილიალის ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩააბარა და შესაბამისად სწავლაც გააგრძელა.

უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, ხაშურში „ეკო-ჯორჯიას" ბენზინ-გასამართ სადგურზე მუშაობდა ოჯახის თანადგომისათვის.

1997 წელს მამამისს ტარიელს, მისთვის ყველაზე უსაყვარლეს ადამიანს მოულოდნელად უკურნებელი სენი აღმოაჩნდა. 1998 წლის 10 იანვარს კი გარდაიცვალა, რაც 18 წლის ჭაბუკისათვის დიდი სულიერი ტკივილი, სტრესი, შიში და დეპრესია იყო.

მძიმე განსაცდელში და სულიერ სიცარიელეში ჩავარდნილს მხსნელად მისი თანამშრომელი ლევან გელაშვილი მოევლინა. ლევანი მის გამხნევებას უფლისმიერი შეგონებებით ცდილობდა, უხსნიდა თუ რა იყო ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოება, რა იყო ეკლესიური ცხოვრება და მისი ახლად გარდაცვლილი მამის სულისათვის, რაოდენი თანადგომა იყო შვილის ლოცვა... და ალექსიმ ტაძარში სიარული დაიწყო. მამა არჩილმა  ბაღდავანიძე. თავისი ღვთივმოსავი დარიგებებით, დიდი სულიერი თანადგომით „მამის ადგილი დაიკავა“, რასაც პირველი აღსარების ჩაბარება, აღდგომის პირველი მარხვა და სისტემატიური: აღსარებები, მარხულობები, ლოცვები, ტაძარში სიარული მოჰყვა.

მარცხნიდან დგანან მეუღლე შორენა ხუციშვილი, შვილი ანა კურტანიძე,

სხედან ვაჟი ტარიელ კურტანიძე, მამა ალექსანდრე, უმცროსი ვაჟი გაბრიელ კურტანიძე.

2003 წელს დაოჯახდა ბორჯომელ შორენა ხუციშვილზე. 2004 წელს შეეძინათ პირველი შვილი ანა. 2005 წლის 29 იანვარს მამის სახელის გამგრძელებელი პატარა ტარიელი მოევლინა ამ ქვეყანას. 29 იანვარი, რამდენადაც პეტრე მოციქულის ჯაჭვების სასწაულის ხსენების დღეა, მამის მოსახელეს ნათლობისას პეტრე ეწოდა.

2016 წლის 05 სექტემდერს გაბრიელი (წმიდა გაბრიელ (ურგებაძე) აღმსარებელი და სალოსის სახელზე. ნათლიები: უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე. მიტროლიტი სერაფიმე ჯოჯუა, არქიმანდრიტი გაბრიელი (ჯამბაზიშვილი) დედა პარასკევა როსტიაშვილი).

2005 წლიდან ალექსიმ „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ დაცვის პატრულირებაში ციხისჯვარში გააგრძელა მუშაობა.

მარცხნივ ჯოჯუა სერაფიმე (თამაზ ილიას ძე)  1961-2025წწ მიტროპოლიტი, დაბ. სოხუმი აფხაზეთი  2014 წლის ფოტო


2009 წელს ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის მიტროპოლიტ სერაფიმეს ლოცვა-კურთხევით ციხისჯვარში. წმიდა თეოდორე ტირონის სახელობისა და ანდეზიტში - წმიდა გიორგის სახელობის ტაძრები გაიხსნა და შესაბამისი წირვა-ლოცვაც დაიწყო. მეუფე სერაფიმეს კურთხევით, იმჟამად ალექსის მოძღვარი ამ ტაძრების წინამძღვარი მამა გაბრიელი იყო, თვითონ კი სტიქაროსანი გახდა.

2011 წლის შემოდგომის ერთ ღამეს, ციხისჯვარში – მონასტერში, იმერეთის ეპისკოპოსის წმიდა გაბრიელ ქიქოძის სახელობის სამლოცველოში მამა გაბრიელმა ალექსის - მასზე გადასული უფლის დიდი მადლი შეახსენა და თხოვა საბოლოოდ გადაეწყვიტა - თავისი სიცოცხლის უფლისათვის მიძღვნა. „იყოს ნება უფლისა“, წარმოთქვა ალექსიმ და სამსახურში პატრულირებისათვის წავიდა.

ღამის 12 საათზე უძილო და დაღლილი ნამდვილად არ იყო, მაგრამ რულთან ჩაეძინა და თავის მეწყვილესთან ერთად მანქანა ხეს დაეჯახა. თავი დაარტყა, თუმცა ორივენი უვნებელნი გადარჩნენ. მანქანა კი დაზიანდა.

მიუხედავად იმისა, რომ „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ დაცვის ხელმძღვანელობამ საყვედური არ უთხრა, ალექსიმ მაინც დაწერა განცხადება და სამსახურიდან წავიდა.

მარცხნიდან დეკანოზი არჩილ ბაღდავანიძე, დეკანოზი ზოსიმე გიორგაძე, არქიმანდრიტი გაბრიელი ჯამბაზიშვილი, მღვდელი (შემდგომ, დეკანოზი) ალექსანდრე კურტანიძე. 2013 წლის ფოტო.


სამსახურის დატოვებიდან ერთ თვეში, 2011 წლის 20 ნოემბერს, მამა არჩილის, მამა ზოსიმეს, მამა გაბრიელის წარდგინებითა და მეუფე სერაფიმეს ლოცვა-კურთხევით, იგი წმიდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დიაკვანი ალექსანდრე გახდა - წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელის უკვდავყოფისთვის, რომლის ხსენებაც წელიწადში ორჯერაა - 12 სექტემბერს და 6 დეკემბერს. წმიდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარშივე დაიწყო დიაკვან ალექსანდრეს საეკლესიო მსახურებაც.


2013 წლის 7 ივლისს, წელიწად-ნახევარში, იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს ახალდაბაში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში, ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის მიტროპოლიტ სერაფიმეს ლოცვა-კურთხევით მისი მღვდლად ხელდასხმა განხორციელდა და 2016 წლამდე წმიდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში მეუფე სერაფიმესთან ერთად მღვდელმსახურებას აღავლენდა.


2013 წლის ნოემბრიდან პარალელურად დვირის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში ყოველ შაბათს წირვა-ლოცვას ატარებს.


2012 წლიდან ბორჯომში არდაგნის დასახლებაში, ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის მიტროპოლიტი სერაფიმეს ლოცვა-კურთხევით და აქ მცხოვრები მრევლის მცირედი შეწირულობით წმიდა თამა მეფის სახელობის ბაზილიკური ტიპის ტაძრის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი და საძირკველი ჩაისხა.

2013 წელს მხოლოდ ორი მეტრის სიმაღლის კოლონები აშენდა.

2014 წლის გაზაფხულიდან მიტროპოლიტ სერაფიმეს ლოცვა-კურთხევით ტაძრის მშენებლობა სათავეში მამა ალექსანდრე ჩაუდგა. გაზაფხულიდანვე დაიწყო ტაძარში პარაკლისები სისტემატიური ჩატარება.


უფლის წყალობით 2014 წლის ბოლოს ტაძარი სახურავქვეშ მოექცა, 2015 წლის ბოლოს მშენებლობა დამთავრდა და დაიწყო მღვდელმსახურება, სადაც მუდმივად ჩატარდება წირვა-ლოც ტაძარი ქვისაა, რომლის სიგრძე 12 მეტრია, სიგანე კი – 6 მეტრი.

2016 წლიდან 2025 წლის მდგომარეობით არდაგანის (ბორჯომი) წმიდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის წინაძღვარი და ბორჯომში (პლატო) სერაფიმ საროველის დედათა მონატრის მწირველი მღვდელმსახური.

2017 წლის 13 ივლისს თორმეტი მოციქულის ხსენების დღეს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმიდემა და უნეტარემა ილია მეორემ, ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილის) წარდგინებით აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.

მამა ალექსანდრე (ალექსი კურტანიძე) ტარიელის ძე დაიბადა 12 ოქტომბერი 1979 წელს სოფელი ყვიბისი ბორჯომი


მამა ტარიელ ალექსანდრეს ძე კურტანიძის (05/09/1951 სოფ. თისელი -10/01/1998 სოფ. ყვიბისი) გარდაცვალების შემდეგ, სულიერად დამწუხრების ფონზე ახლობლების რჩევით მივიდა ბორჯომის ღვთიმსშობლის შობის ტაძარში.

მეუფე სერაფიმე (თამაზ ილიას ძე ჯოჯუა დ.1961) ტიტულოვანი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

2009 წელს ციხიჯვარში მუშაობდა ნავთობსადენის დაცვაში, იქ გაიცნო ციხიჯვრის მონასტრის წინამძღვარი მამა გაბრიელი, რომელიც შემდგომში გახდა მოძღვარი და ამ პერიოდიდან დაიწყო აქტიური ეკლესიური ცხოვრება. 

მოძღვარი მამა გაბრიელი (იოსებ ჯამბაზიშვილი) დ. 1972წ. არქიმანდრიტი დაბ. ბორჯომი 

20 ნოემბერი 2011 წელს მამა გაბრიელის წარდგენით ბორჯომ ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმემ ხელი დაასხა დიაკვნად.

თითქმის ორი წელი მსახურობდა დიაკვნად ბორჯომის წმიდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში.

07 ივლისი 2013 წლიდან იქნა დადგინებული მღვდელმსახურად იმავე ტაძარში.

მეუფე სერაფიმეს ლოცვა კურთხევით, არდაგანში დაიწყო წმიდა მეფე თამარის ტაძრის მშენებლობა, რომელიც დასრულდა 2016 წელს და აქვე დაადგინეს მსახურებაში.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.11.2025
ბოლო რედაქტირება 27.11.2025
სულ რედაქტირებულია 10





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0