სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12220

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
კურტანიძე სიმონ პავლეს ძე დეკანოზი 1836-1910-იანი წწ. დაბ. სოფ. ღორეშა (ხარაგაული) კურტანიძე სიმონ პავლეს ძე დეკანოზი 1836-1910-იანი წწ. დაბ. სოფ. ღორეშა (ხარაგაული)
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი კურტანიძე სია

ხარაგაული გამოჩენილი ადამიანები სრული სია

121       ბეჭდვა

კურტანიძე სიმონ პავლეს ძე დეკანოზი 1836-1910-იანი წწ. დაბ. სოფ. ღორეშა (ხარაგაული)

წყარო 1811-1917წწ ეგზარქოსობისდროინდელი იმერეთის ეკლესიები და მღვდლები, ავტ. მერაბ კეზევაძე სრული სია 

1100-ზე მეტი წმიდა გიორგის ტაძარი საქართველოში, მოგვაწოდეთ რაც, გამოგვრჩა.

კურტანიძე სიმონ პავლეს ძე 1903-1904 წწ მერევის წმ. გიორგის ეკლესია 1904-1906წწ ტყემლოვანის ღმრთისმშობლის ეკლესია. ჭიათურა. 1865-1903წწ ღორეშის წმ. გიორგის ეკლესია ხარაგაული


დაიბადა 1840-იან წლებში, ხარაგაულის სოფელ ღორეშაში, სასულიერო განათლება მიიღო სიმონეთის წმიდა გიორგის წინამძღვართან დეკანოზ სიმონ ჭუმბურიძესთან.

ხელდასხმულია იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელ ქიქოძის მიერ ღორეშის წმ. გიორგის ეკლესიაში 1870-იანი წლების ბოლოს. 1885წ ეპისკოპოსმა გაბრიელმა დააჯილდოვა საგვერდულით. 189ა წლის 6 მაისს მანვე უბოძა სკუფია. ,ა,ა სიმონი იყო შორაპნის მაზრაში წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. მან დიდი წვლილი შეიტანა მთელ ამ საქმეში ქართველთა შორის წერა კითხვის გავრცელების საქმეში. გაწეული სამსახურისთვის სინოდმა 1901 წლის 6 მაისს დააჯილდოვა კამილევკით, ხოლო 1908 წლის 6 მაისს მიიღო სამკერდე კვარი. 1910-იან წლებში მიენიჭა   დეკანოზის წოდება. გარდაიცვალა 1910-იან წლების ბოლოს. დაკრძალულია ნოტყიერის წმიდა გიორგის ეკლესიაში.

ფოტოს ოწოდებისათვის მადლობას ვუხდით მამა სიმონის ძმის შვილიშვილს გივი კურტანიძეს.

საპატრიარქოს უწყებანი 8-14 დეკემბერი 2005წ. გვ. 24





მღვდელი სიმონ კურტანიძე 1836-1910-იანი წლები

მღვდელი სიმონ პავლეს ძე კურტანიძე 1836 წელს იმერეთში, შორაპნის მაზრის სოფ. ღორეშაში მღვდლის ოჯახში დაიბადა.  მამამისი, მღვდელი პავლე, 1797 წელს საბატონო ყმის ოჯახში დაიბადა. ეკუთნოდა საერო წოდებას. ქართულ ენაზე საღმრთო და საეკლესიო წიგნების კითხვა, ტიბიკონი და გალობა მღვდელ თეოდორე რამინიშვილთან ისწავლა. 1816 წელს (მეორე ვერსიით -- 1819 წელს) ნინოწმინდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) მღვდლად დაასხა ხელი და ღორეშის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწა. მღვდელი პავლე 1867 წლის 7 აგვისტოს გარდაიცვალა. დარჩა შვილები: იობი (დაბ. 1831წ.),იოსები (დაბ. 1835წ.) და დეკანოზი სიმონი. მამა სიმონს სასწავლებელში არ უსწავლია. მიღებული ჰქონდა შინაური განათლება. მის აღზრდაში დიდი წვლილი შეიტანა მღვდელმა სიმონ მიხეილის ძე ჭუმბურიძემ, რომელიც სოფ. სიმონეთში მსახურობდა. 1864 წლის 6 დეკემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა და ღორეშის წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაინიშნა. 1865 წლის 25 დეკემბერს მეუფე გაბრიელმა მღვდლად დაასხა ხელი და ამავე ტაძრის მეორე მღვდლად დაადგინა. 1867 წლის 23 აგვისტოდან წინამძღვარია. 1877 წლის 17 ივლისს კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენი კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1887 წლის 15 ივლისს საგვერდულით დაჯილდოვდა. მამა სიმონი იყო შორაპნის მაზრაში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. მან დიდი წვლილი შეიტანა მთელ ამ მხარეში ქართველთა შორის წერა-კითხვის გავრცელების საქმეში. ამასთან დაკავშირებით ქართული პრესა წერდა: „სოფ. ღორეშა (იმერეთი). შვიდს თებერვალს სოფ. ღორეშას მამა სიმონ კურტანიძის მიერ აგებულ სასკოლო შენობაში დაიწყო სწავლა. ამ დღისათვის მოწოდებული იყვნენ ყმაწვილები და მათი მამები. სკოლის შენობა აკურთხა ბლაღ. მღვდ. ერმოლაოზ ვეფხვაძემ, რომელიც სულითა და გულით მოწადინებულია სამრევლო სკოლების გამრავლებასა და განკარგებას. როცა სასკოლო შენობა ასხურა აიაზმის წყლით, მამა ბლაღოჩინი მიიქცა ხალხისაკენ, მოულოცა სკოლის გამართვა და აუხსნა სწავლა-განათლების მნიშვნელობა... იქვე ოცამდე კაცმა განაცხადა ბავშვის შემოყვანის სურვილი. დღეს ამ სკოლაში ორმოცამდე ყმაწვილი სწავლობს. სწორედ მისწრება იყო ამ სკოლის გამართვა ღორეშელთათვის“. იგივეს წერდა ჟურნ. „მწყემსში“ ღორეშის დაწყებითი სამრევლო სკოლის მასწავლებელი სიმონ ჭუმბურიძე: „... აი, ამ გარემოებამ აიძულა ღორეშის
მღვდელი ს. სიმონ კურტანიძე საკუთარი ხარჯით დაეარსებინა თავისი სამრევლოსათვის საეკლესიო სკოლა. სასკოლო შენობა აგერ ოთხი წელიწადია მზათ არის, მაგრამ მასწავლებელი კი აქამომდე ვერ ეშოვნა მ. კურტანიძეს. რადგან მე დიდი ხნიდან მქონდა ფიქრათ სამრევლო სკოლაში სამსახური, ამიტომ ამ ბოლო დროს, მ. კურტანიძის წინადადებით მე დავტოვე ამაშუკეთის საერო სკოლა და გადავედი ღორეშის სამრევლო სკოლაში, რომელიც ამა წლის 7 თებერვალს აკურთხა ბლაღოჩინმა მ. ერ. ვეფხვაძემ და წარადგინა დასამტკიცებლად, სადაც ჯერ არს“. 1889 წელს მღვდელ სიმონს გაძარცვის მიზნით ავაზაკები დაესხნენ თავს. ზოგადად, იმ პერიოდში შორაპნის მაზრაში მოქმედებდა 13-14 კაცისგან შემდგარი კარგად შეიარაღებული ყაჩაღთა რაზმი, რომელსაც დაწიოკებული ჰყავდა მთელი მაზრა. ოქტომბრის თვეში 12 შეიარაღებული ავაზაკი
ღამის 12 საათზე მიუვარდა მოძღვარს და დაყაჩაღება მოუნდომა. ამასთან დაკავშირებით მღვდელი სიმონი ქართული პრესის ფურცელზე წერდა: „...
ამავე თვეში მეც კინაღამ არ შევიქენი ავაზაკების მსხვერპლი. ყველას მოეხსენება, რომ მღვდლებზე საზოგადოდ ისეთი შეხედულება აქვთ, რომ არ ფიქრობენ, თუ იგინი სიმდიდრით მეგე კრეზს დაუვარდებიან. თუ მღვდელი უშვილოა, მაშინ ხომ ეს უსაფუძვლო ფიქრი ერთი ათად უფრო გაზვიადებულია. საიდამ, რითი და რა საშუალებით უნდა შეიძინოს მღვდელმა,განსაკუთრებით სოფლისამ, ასეთი სიმდიდრე, ამას არავინ არ კითხულობს. აი, ამ უსაფუძვლო აზრის გამო დამესხა თავზე ცამეტამდე შეიარაღებული კაცი. ავაზაკებმა გამოანგრიეს თურმე საჯალაბო სახლის ქვის საძირკველი, გააღეს კარები, შემოიტანეს დიდი ხის დვირო და დაუწყეს მითი მტვრევა და ცულებით ჩეხა იმ კარებს, რომელიც დიდი სახლიდამ ჩემს
ოთახში შემოდიოდა. წამოვცვივდით ფეხზე, მაგრამ რას იზამ მოუმზადებელი კაცი? ჩემმა სიძემ, ამაშუკეთის სკოლის მასწავლებელმა ჭუმბურიძემ ჩამოავლო ხელი რევოლვერს, რომელშიაც სამი პატრონა იდო, და ესროლა კარებში, მაგრამ ავაზაკებმა თავისი მაინც არ დაიშალეს. როცა შევატყვეთ, რომ ძალით ვეღარას გავაწყობდით ავაზაკებთან, მასწავლებელმა ჭუმბურიძემ ამჯობი-

2-1 საპატრიარქოს უწყებანი N2 17-23იანვარი 2019წ გვ.20
მღვდელი სიმონ კურტანიძე 1836-1910-იანი წლები (დასასრული)

ნა გარეთ გავარდნა და მეზობლებთან გაქცევა. ვერც მისმა ყვირილმა შეაშინა ავაზაკები. მე ვხედავდი, რომ ისინი რამდენიმე წამში კარებს შემოამტვრევდნენ და ამიტომ მეც გარეთ გამოვარდი, მაგრამ ერთი ავაზაკთაგანი, რომელიც თურმე გარეთ ყარაულობდა, დამედევნა, დამეწია სახლის მახლობლად ვენახში და ის იყო ხანჯალი უნდა ჩაეცა მუცელში, რომ ამ დროს ხელები მივაშველე, რის გამოც მძიმე ჭრილობა მივიღე მარცხენა ხელში. ბოროტების ჩამდენს ეგონა, რომ მღვდელი მოვკალიო და გაიქცა ამხანაგებთან. ამ დროს მოიჭრნენ მეზობლებიც და ავაზაკები გაიქცნენ.  მათ წაეღოთ: ერთი ცული, ჩემი კაბის ჯიბიდან სამი მანეთი და ერთი აბაზი, ერთი ნომერი გაზ. „მწყემსი“ და ერთი „ივერია“, ქარვის კრიალოსანი და სხვადასხვა გამოუდეგარი ქაღალდები“. 1891 წლის 6 ივნისს მღვდ. სიმონს სკუფია უბოძეს. 1898 წლის 9 სექტემბერს ხარაგაულის ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად დაინიშნა. 1899
წლის 19 მარტიდან ღორეშის ტაძრის მეორე მღვდელია. 1901 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1903 წლის 19 ნოემბერს შტატიდან გავიდა. ამავე წლის 20 დეკემბერს მერევის წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაადგინეს. 1904 წლის 19 ნოემბერს ტყემლოვანის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში დაინიშნა. 1906 წლის 29 მაისს პენსიაზე გავიდა. 1908 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1913 წლის 6 მაისს წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1912 წელს მამა სიმონმა გამოსცა პატარა ბროშურა „რას საჭიროებენ გარდაცვალებულთა სულნი და რით
შეიძლება მათი დახმარება“, იმავე წელს მან თავისი გამოცემული 1500 ეგზემპლიარი მოსახლეობაზე დასარიგებლად საჩუქრად გადასცა ჟურნალ „შინაური საქმეების“ რედაქციას, რისთვისაც მღვდელმა სიმონ მჭედლიძემ მას დიდი მადლობა გადაუხადა. შთამომავლების გადმოცემით გარდაიცვალა XX ს-ის 10-იანი წლების ბოლოს. თავისი ანდერძის თანახმად, დაკრძალულია მოტყიერის წმ. გიორგის სახ. ტაძარში. მეუღლე მატრონა მარკოზის ასული (დაბ. 1836წ., 1906 წელს უკვე გარდაცვლილია). შვილები არ ჰყავდა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 21.06.2023
ბოლო რედაქტირება 23.01.2026
სულ რედაქტირებულია 8





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0