1937 წელს საბჭოთა კავშირში დაწყებული რეპრესიების სუსხი საქართველოშიც შემოვიდა, რომელმაც 1921-1924 წლებში გადარჩენილ თავადაზნაურთა ნაწილი, ინტელიგენცია და ქვეყნის პროგრესიულად მოაზროვნე საზოგადოება შეიწირა. რეპრესიები ეკლესიის მსახურებმაც განიცადეს და ამ პერიოდში დაახლოებით 100-ზე მეტი სასულიერო პირი დაიხვრიტა. ნაწილი გადაასახლეს.
დახვრეტილთა სიაში იყო წილკნის ეპარქიის მღვდელმსახური, მღვდელი მიხეილ დიმიტრის ძე ჩოხელი, რომელმაც მეტად ტრაგიკული ცხოვრება განვლო. მისი წინაპრები სასულიერო პირები იყვნენ. დიდი ბაბუა, მღვდელი გიორგი მახარებელის ძე ჩოხელი, 1800 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა. წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი თავისივე სოფლის ეკლესიაში ისწავლა. ხელდასხმამდე ჩოხის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში მედავითნედ მსახურობდა. 1834 წლის 15 ივნისს საქართველოს ეგზარქოსმა მოსემ (ბოგდანოვ-პლატონოვი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 22 ივნისს მღვდლად დაასხა ხელი და ჩოხის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. ჰყავდა მეუღლე ელისაბედი (დაბ. 1796წ.) და შვილები: თეკლა (18311), მიხეილი (1834) და სოფიო (1840). მისმა ერთადერთმა ვაჟმა მიხეილმა საერო ცხოვრება აირჩია და სოფელში მეურნეობით იყო დაკავებული. სასულიერო გზა გააგრძელა მიხეილს ვაჟმა დიმიტრიმ, რომელიც 1856 წელს დაიბადა. მიღებული ჰქონდა შინაური განათლება. 1881 წლის 30 ოქტომბერს დუშეთის წმ, ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის უშტატო მედავითნედ დაინიშნა, ხოლო 1882 წლის 31 იანვარს ანანურის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში შტატის მედავითნედ. 1888 წლის 6 მარტს საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) დიაკვნად აკურთხა. 1890 წლის ნოემბერში თბილისში, კუკიის წმ. ნინოს სახელობის ეკლესიაში განამწესეს. 1894 წლის დეკემბერში ანჩისხატის ტაძარში გადაიყვანეს. XIX ს-ის 90-იანი წლების ბოლოს მღვდლად დაასხეს ხელი. ჰყავდა მეულლე ეფემია ზურაბის ასული (1862) და შვილები: მღვდელი მიხეილი და დავითი. ' მღვდელი მიხეილ ჩოხელი 1881 წელს დუშეთის მაზრის სოფ. ანანურში დაიბადა, სადაც იმ პერიოდში მამამისი ცხოვრობდა. დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი და სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. ავადმყოფობის გამო მესამე კურსიდან სწავლას თავი დაანება. 1902 წლის 8 ნოემბერს სტეფანწმიდის ორკლასიანი სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1904 წლის 1 სექტემბერს არანისის სკოლაში გადაიყვანეს. ამავე პერიოდში ჯვარი დაიწერა ნატალია იოსების ასულზე (1885), რომელთანაც ხუთი შვილი: ნიკოლოზი, ელენე, დიმიტრი ეყოლა. ორი შვილის სახელი უცნობია. 1905 წლის 9 აპრილს გორის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ელიაშვილი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და სიღნაღის მაზრაში, სოფ. ფხოვი-ზიარის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1907 წლის 5 აპრილს დუშეთის მაზრის სოფ. ქაისხევის მცხოვრებთა თხოვნით, ამავე სოფლის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძლვრად გადაიყვანეს. 1914 წელს 30 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა.
33-1 საპატრიარქოს უწყებანი N33 2-8ოქტომბერი 2014წ გვ.19
მღვდელი მიხეილ ჩოხელი 1881-1937 (გაგრძელება)
1916 წლის 3 თებერვალს საშაბურო-საკრამულას წმ. ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიის წინამძლვრად დაინიშნა. 1923 წელს სამღვდელოების დევნის დროს გაიხადა ანაფორა და დუშეთის მეცხრე შრომით სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 1925 წლის 24 დეკემბერს მამა მიხეილმა წერილი მისწერა წილკნელ ეპისკოპოს პავლეს (ჯაფარიძე) და სასულიერო ხარისხში აღდგენა სთხოვა. აი, რას წერდა იგი: „რევოლუციას, როგორც სტიქიური მოვლენის, მძვინვარების ჟამს ყველაზე უწინ მის ცენტრში მოქცეულს, უნუგეშოდ მიტოვებულის, როგორც მოსხლეტილი ცხვრის, ჩემი განცხადებანი არ მისულან დანიშნულებისაებრ: მისი უწმინდესობა კათოლიკოსი ამბროსი მაშინ პატიმარი ბრძანებულა, მრავალგზის სხვადასხვა სახით ტანჯულ-წამებულის, უკიდურესად დამცირებულის წინ დადგა ამნაირი დილემა: ყოფნა (უანაფოროთ) ან არ ყოფნა. კარგა ხნის შინაგანი ბრძოლის 1922-23 წლის 26 აპრილამდე, ჩემდა სამწუხაროდ, გაიმარჯვა ჩემში ხორცმა სულზე, როგორც ხორციელების (ისე სულის) ერთადერთმა შემნახველმა მე ვარჩიე ე.ი. პირველი. თუმცა ამნაირ არანორმალურ მოვლენას ბევრჯელ ჰქონია ადგილი უფრო დიდსულოვან პიროვნებებში, საეკლესიო და თუ სამოქალაქო ისტორიაში და თვით საღმრთო წერილში აღნიშნულებში, მაგრამ მე იგინი ჩემ გასამართლებელ არგუმენტებად არ მომიყვანია, ვცნობ რა თავს ფრიად დამნაშავედ წმინდა ეკლესიის წინაშე, როგორც უძღები შვილი მის მამის წინაშე. მე გავკადნიერდი მომემართა თქვენთვის, როგორც უდიდეს ცოდვილს, მოსხლეტილ ცხოვარს თქვენი წმინდა სამწყსოსაგან, ცრემლით პეტრე მოციქულისა, სინანულით მეზვერისა და ცეცხლისებური სარწმუნოებით პავლე მოციქულისა, გამოვედი რა იმ მოსაზრებიდან, რომ ამქვეყნად კაცი სრული არაა, რომ მისი სულის კანონები შედგება მისი სხეულის კანონებისა, მექანიკურად ფიზიკური მოვლენებით წარმოშობილებისა, რაიცა ჰქმნის აუცილებლობას არა თუ იმ მოქმედებისას და, მაშასადამე, არა ისეთი დანაშაული, რომლის არმიცემით უმეტეს ეკლესიის მიერ, მის სინანულით მაძიებელს, რაიცა მტკიცდება თვით სახარების სიტყვებით, როდესაც ამას ახერხებენ არტისტები, როს იგონებენ ლლოთოფთფოსის სიტყვებს: „არ არიან ქვეყნად დამნაშავენიო“. გავწყვიტე რა საერო ცხოვრებასთან ყოველნაირი კავშირი დღიდან თხოვნის გამოგზავნისა, ყვავილის ამორჩეულის წლით (10 ოქტომბერი), მე ველი თქვენს რეზოლუციას. რაც შეეხება ერს, სადაც ვთხოულობ მღვდელმსახურების გაგრძელებას, მან ღრმად ჩახედულმა ჩემს გარემოებაში, ჩემი საქმის კარგად მცოდნემ, დიდი ხანია შემითვისა და როგორც მისმა წარმომადგენლობამ გამომიცხადა დღეს, არაერთხელ აღძრა თურმე შუამდგომელობა ადგილობრივი მთავარხუცესის წინაშე ჩემის თხოვნის დაკმაყოფილების შესახებ. არ ვიცი, თქვენ გაეცანით მას, თუ არა“. ეპისკოპოსმა პავლემ გაუწია მას რეკომენდაცია და საკათოლიკოსო საბჭოს მისი აღდგენა სთხოვა, თუმცა კანცელარიამ მამა მიხეილს თხოვნას შემდეგი რეზოლუცია დაადო: „საკათოლიკოსო საბჭო ვერ სცნობს შესაძლებლად დააკმაყოფილოს მეუფე პავლეს შუამდგომლობა და წინადადებას აძლევს მის მეუფებას, აუკრძალოს მღვდელმოქმედება მღვდელ მიხეილ ჩოხელს“. ამასთან დაკავშირებით 1926 წლის 11 იანვარს მეუფე პავლე წერდა წილკნის ეპარქიის II ოლქის მთავარხუცესს, მღვდელ სიმონ ტყემალაძეს, რომ მღვდელ მიხეილ ჩოხელს ეკრძალება ყველანაირი მღვდელმოქმედება. 1926 წლის 9 ნოემბერს მამა მიხეილმა კვლავ ითხოვა ეკლესიის წიაღში დაბრუნება. ამჟამად მან წერილი კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის (ხელაია) მისწერა: „უმოწყალესო მეუფეო და მწყემსმთავარო განვლო ერთმა წელმა მას შემდეგ, რაც მე პირველად შეგაწუხეთ წრფელის სინანულით გამსჭვალულ თხოვნით, ნება დაგერთვათ ჩემთვის მღვდელმოქმედება... მაგრამ უარი გამომეცხადა. მცხეთობიდან დაბრუნებულმა ჩემის სამშობლის (გუდამაყრის) მღვდელმა მინახულა სახლში და მთავარხუცეს ბ. მალანიასთან გამომიცხადა თქვენი ბრძანება, მაგვარი ამასთან თანდართულ ივანე წიკლაურის წერილში აღნიშ-
33-2 საპატრიარქოს უწყებანი N33 2-8ოქტომბერი 2014წ გვ.20
მღვდელი მიხეილ ჩოხელი 1881-1937 (დასასრული)
ნულისა. გადმოცემულ ბრძანებიდან ვსცანი რა, რომ თქვენ მიგიღიათ მხედველობაში ჩემი გულწრფელი სინანული, მრავალგვარ ქარცეცხლში გავლილი, განსპეტაკებული და განმტკიცებული იმდენად, რამდენადაც დიდია ჩემი დანაშაული წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესის წინაშე, მე საჭიროდ ვთვლი გაგაცნოთ მოკლედ ჩემი ოჯახური მდგომარეობა. მე გახლავართ მამა ხუთი შვილისა, წარსულით წლიდან დედით დაობლებულისა, რომელთაგანაც ორი უმაღლეს სასწავლებელშია, სამი კი აქ სწავლობს, ცხოვრობენ ჩემთან და როგორც პატარები, საჭიროებენ მოვლა-პატრონობას. არავითარ ორგანიზაციაში არ ირიცხებიან და მოწინავე მოწაფეებად ითვლებიან. ამისთვის გთხოვთ, მომცეთ განმარტება, თუ რა პირობებში იქნება ჩემთვის შესაძლო კანონიერ სასჯელის მოხდა და ცნოთ შესაძლოთ, ჩემი მომავალი მღვდელმსახურების ასპარეზე გახადოთ მუხრანი, ამჟამად უმღვდლო, სადაც უნდა დავსახლდე (იქაა ჩემი სახლ-კარი) ჩემი ორი პატარით (მესამე ათავებს 9-ს) და აღვზარდო იგინი იქაურ სკოლაში ჩემი ზეგავლენის ქვეშ. პასუხის მოლოდინში ვრჩები მარად თქვენი მეუფების ერთგული მსახური მიხეილ ჩოხელი“. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ გაითვალისწინა ეკლესიის იმჟამინდელი მძიმე მდგომარეობა და 1927 წლის 2 მარტიდან მღვდელი მიხეილ ჩოხელი აღადგინა სასულიერო წოდებაში, ოღონდ განამწესა მანგლისის ეპარქიაში და დიდი ენაგეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. 1927 წლის 22 მაისს მამა მიხეილი ითხოვდა წილკნის ეპარქიაში დაბრუნებას და სნო-ყაზბეგის სამრევლოში დანიშვნას, რაზედაც იმავე წლის 2 ივნისს უარი ეთქვა. შემდგომ წლებში იგი კვლავ განაგრძობდა დიდ ენაგეთში მსახურებას, სადაც 1937 წელს დააპატიმრეს. საბრალდებო დასკვნაში წერია: „დადგენილია, რომ აღბულაღის რაიონის სოფ. ენაგეთის მღვდელი ჩოხელი, არ ჰქონდა რა განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი, ხშირად ჩადიოდა სოფლებში: ამლევი, ბუჯგულეთი და ქსოვრეთი და ასრულებდა საეკლესიო წესებს. ამასთანავე, ეწეოდა ანტიკოლმეურნეულ აგიტაციას. 1937 წლის ოქტომბერში სოფ. ფარცხისში შეკრიბა კოლმეურნეები: გიორგი წიკლაური, ზაქარია ბეგიაშვილი, დარჩო წიკლაური და დაუწყო მათ ანტისაბჭოთა და ანტიკოლმეურნეული აგიტაცია. მოძღვარი თურმე ამბობდა: „თქვენ გატყუებენ, გართმევენ უკანასკნელ ლუკმა-პურს და ასე სიღატაკემდე მიგიყვანენო“. ჩოხელი იქვე მიუბრუნდა ანტისაბჭოთა ელემენტს, ზაქარია ბერიძეს და უთხრა: „მე შენ გაფასებ იმიტომ, რომ ტროცკისტი ხარო“. 1937 წლის 2-3 ნოემბერს იგი ჩავიდა სოფ. ამლივში, შეკრიბა გლეხები და დაიწყო ქადაგება: „სახელმწიფო თქვენ გატყუებთ, არ მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში და არ მისცეთ ხმა საბჭოთა დეპუტატებსო“. ყოველივე ამის საფუძველზე, 1937 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში მღვდელი მიხეილ ჩოხელი დააპატიმრეს და იმავე წლის 25 ნოემბერს გაასამართლეს. სამეულის გადაწყვეტილებით, მას დახვრეტა მიუსაჯეს, რაც იმავე დღეებში სისრულეში მოიყვანეს.