1933 წლის 8 მარტს საკათალიკოსო სინოდის გადაწყვეტილებით ურბნისის ეპარქია ჩაბარდა წილკნელ ეპისკოპოს ალექსის (გერსამია)..მეუფე ალექსი დროგამოშვებით ახერხებდა ურბნისის სამწყსოს მონახულებას, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევების დროს, როდესაც ხელისუფლება ავიწროებდა გადარჩენილ სამღვდელოებას. 1934 წლის 29 იანვარს იტრიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი არტემ ჩხაიძე დახმარებას ითხოვს ადგილობრივი ხელისუფლების უსამართლო საქციელიდან გამომდინარე. საქმე ისაა, რომ ტაძრის დღესასწაულზე, 28 აგვისტოს მრევლმა ეკლესიას შესწირა ხუთი ფუთი ხორბალი სეფისკვერის გამოსაცხობად, რომელიც მამა არტემმა ტაძარში შეინახა. 1933 წლის 21 სექტემბერს სტალინარის რაიონის (ეხლანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტი) თავჯდომარე არჩილ ხვედელიძე მილიციელ შალიკო გაჩეჩილაძის თანხლებით მივიდა ეკლესიაში, ძალის გამოყენებით წაართვეს მღვდელს გასაღები, გააღეს ტაძარი და წაიღეს აღნიშნული ხორბალი, რისი მომსწრენიც სურამის თემის მცხოვრებნი გახდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით მოძღვარმა ადგილობრივ მთავრობაში საქმე აღძრა, მაგრამ ოთხი თვის ძიების შემდეგ მას განუცხადეს, რომ პურის ეკლესიიდან გატანა კანონიერი გზებით მოხდა. შეშფოთებული და დამცირებული მღვდელი სამართლის აღდგენას ითხოვდა.
დეკანოზი არტემ ჩხაიძე
ეპარქიაში იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა საეკლესიო საბჭოს ჩაგდებული ჰქონდა ხელში ეკლესიის შემოსავალ-გასავალი, შეთანხმებულად მოქმედებდნენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და არ ემორჩილებოდნენ საეკლესიო მმართველობას. 1934 წლის 5 ოქტომბერს ეპისკოპოსმა ალექსიმ ატოცის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მოინახულა და იქ ნანახი შთაბეჭდილებები კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) მოახსენა: „თანახმად თქვენი უწმინდესობის ივნისის ბრძანებულებისა, ამა თვის ხუთს გავემგზავრე სოფ. ატოცში. ვინახულე ეკლესია, რომელიც საშინელს მდგომარეობაშია. უსუფთაობა მეტისმეტი, მინგრეულ-მონგრეული, ბევრი ხატი არ არის კანკელში, აღსავლის კარებში არც ერთი ხატი, ტრაპეზზე გადაფარებული იყო მხოლოდ ძველი, უვარგისი გარდამოხსნა, შესამოსელი დახეული, წიგნები აგრეთვე. მოვიდნენ საბძოს წევ
44-1 საპატრიარქოს უწყებანი N44 26დეკემბერი-9იანვარი 2014წ გვ.18
ურბნისის ეპარქია 1917-1952 წლებში (გაგრძელება)
რები და მოვსთხოვე შემოსავალ გასავლის წიგნი, მომცეს რაღაც წიგნი, რომელსაც არც ბოლო აქვს და არც დასაწყისი. შიგა და შიგ ამოხეულია ფურცლები. როგორც ისინი ამბობენ, ქურდებმა გატეხეს ეკლესია და წაიღეს ბარძიმ-ფეშხუმი, საცეცხლური, დიდი სანაწილე, ჯვარი და სხვა ვერცხლის ნივთები. ჩემს შეკითხვაზე, თუ რამდენი აქვთ ფული, მითხრეს, რომ ფული საერთოდ არ გვაქვსო. შეკითხვაზე, გაქვთ თუ არა შესავლის წიგნიო, ან რამდენი იყო შემოსავალიო, მათ მითხრეს, რომ ალბათ ქურდებმა წაილესო, ხოლო ფულს ხშირად გვთხოვს ადგილობრივი მთავრობა და ჩვენც ვაძლევთო. მე დავიბარე სოფლის თავჯდომარე, მაგრამ მთელი სამი დღის მანძილზე, რაც იქ ვიყავი, არ გამოჩნდა, სადღაცას დაიმალა. 7 ოქტომბერს ვსწირე ეკლესიაში, მლოცველები ბევრნი იყვნენ, მოეყვანათ მოსანათლი ბავშვებიც, მაგრამ მონათვლით არცერთი მოგვინათლავს. შემდეგ გავიგე, რომ საბჭოს წევრებმა მათ ფული მოთხოვეს იმდენი, რომ მათ ვერ შეძლეს გადახდა და წავიდნენ, ბავშვები უნათლავები წაიყვანეს. როგორც გამოვიკითხე ისინი ადრეც თხოვდნენ მლოცველებს ფულს. ხსნებეული საბჭოს წევრები ანგარიშს არავის უწევენ და უპასუხისმგებლოდ იქცევიან. უმორჩილესად ვსთხოვ თქვენს უწმინდესობას, მიიღოთ ზომები მთავრობის წინაშე, რომ ეს ხალხი, ქონების გამფლანგველები მიცემულ იქნენ სისხლის სამართალში და ჩვენ კი მოგვცენ დახმარება, რათა მოვახდინოთ არჩევნები და ახალი საბჭოს წევრები ავირჩიოთ“. ეპარქიაში დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ზოგიერთი სოფლის ხელმძღვანელობა არ ცნობდა წილკნელი ეპისკოპოს ალექსის გაცემულ ოფიციალურ მანდატს და არ აძლევდა მოძღვარს საეკლესიო წესების შესრულების უფლებას. ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისის ეკლესიის წინამძღვარი,
მარცხნილან სხედან: მიტროპოლიტი ეფრემი (სიდამონიძე, შემდგომში პატრიარქი), რელიგიის რწმუნებულთა საბჭოს თავჯდომარე კ. ქადაგიშვილი, კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე), მიტროპოლიტი მელქისედეკი ფხალაძე შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი), ეპისკოპოსი ტარასი (კანდელაკი.
დგანან: ბათუმის საკათედრო ტაძრის დეკანოზი ალექსი სობჩუკი, თბილისის წმ, ალ. ნეველის ეკლესიის პროტოპრესვიტერი იოანე ლოზოვოი, ეპისკოპოსი დიმიტრი (ლაზარიშვილი), სოხუმის საკათედრო ტაძრის დეკანოზი სვიმონ გიგინეიშვილი (შემდგომში ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ანტონი).
ფოტო გადალეგულია 1947 წლის 5 მაისს
მღვდელი ლეონტი გელაშვილი 1935 წლის 10 აგვისტოს უწმინდეს კალისტრატეს წერდა: „ვინაიდან ზოგიერთი სოფლის ხელისუფალი არა სცნობს ყოვლადსამღვდელო წილკნელის მანდატს და მაბრკოლებს წესების შესრულებას მორწმუნეთათვის, გთხოვთ, მიბოძოთ სათანადო მანდატი. მე მაბარია სოფლები: ყვიბისი, ბერის საყდრები, ვარდგინეთი, ზემო ბეშეთი, ქვემო ბეშეთი და კორტანეთი, და უმღვდლოდ დარჩენილი მასზედ მიწერილი სოფლები: გაღმა ახალდაბა, გამოღმა ახალდაბა, სადგური ახალდაბა, სავანის ხევი, გუგულიძეები, რიკაძეები, სათივე, სალმანაშვილის კარი, ჭაჭარაქი და ნეძვი“. კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ ამ საბუთსზედვე გაუკეთა მინაწერი: „მიეცეს მანდატი, ხოლო დაბრკოლებათა შესახებ მოხსენდეს მთავრობას“. ხელისუფლების წარმომადგენლები ყველა ხერხით ცდილობდნენ სამღვდელოებისთვისწირვა-ლოცვის ჩატარების უფლება არ მიეცათ. განსაკუთრებით ისეთ დიდ დღესასწაულებზე, როგორებიცაა ბრწყინვალე აღდგომა, შობა, მარიამობა, გიორგობა. ამ დროს ეკლესიებში დიდძალი მლოცველი იყრიდა თავს, რაც ულვთო ხელისუფლებას აღიზიანებდა. როდესაც ვერ ახერხებდნენ მსახურების ჩაშლას, პირდაპირ იერიშზე გადადიოდნენ და მოძღვრებს რამდენიმე დღით აპატიმრებდნენ. ასეთი შემთხვევები მრავლად არის დაფიქსირებული იმ წლებში. 1936 წლის 26 აპრილს ეპისკოპოსი ალექსი უწმინდეს კალისტრატეს წერდა: „ცნობა მივიღე, რომ ხაშურის მღვდელი არჩილ ნებიერიძე დაუტუსაღებიათ დიდ ხუთშაბათს. არ იციან, რისთვის. აღდგომის დღესასწაულზე მორწმუნეები უმღვდელოდ დარჩნენ. მე თბილისიდან რომ დავბრუნდი, ავად გავხდი და მხოლოდ გუშინ ავდექი, მისთვის დამიგვიანდა მომეხსენებია თქვენთვის. იქნება რომ მოხერხდეს, რომ დაეხმაროთ, ან გაიგოთ, რაშია საქმე, რისთვის დაიჭირეს. თვითონ ისეთი ფრთხილი და მშიშარაა, რომ არას ჩაიდენდა, მე მგონია, რომ დატუსაღების ღირსი იყოს“. აღდგომის დღესასწაულის შემდეგ მამა არჩილი ციხიდან გაათავისუფლეს. მსგავსი რამ მოხდა მოხისის ტაძრის წინამძღვარ, მღვდელ სამსონ მძინარაშვილის შემთხვევაში, თუმცა იქ ყველაფერი მოძლვრის დახვრეტით დამთავრდა. მოხისის სამრევლო, პატიოსანი მოძღვრის წყალობით, სულიერ ოაზისად იქცა. ამაზე კომუნისტები მრისხანებდნენ და მამა სამსონს ათას განსაცდელში აგდებდნენ. ხშირად აპატიმრებდნენ. დროსაც შესაფერისს არჩევდნენ –- ქრისტეს აღდგომის წინა პერიოდს. დადგებოდა თუ არა მარხვა, აპატიმრებდნენ. ჩაივლიდა აღდგომა და გამოუშვებდნენ ხოლმე. იცოდნენ უღმერთოებმა, რომ აღდგომა და დიდმარხვა ყველაზემნიშვნელოვანი პერიოდია საეკლესიო ·ცხოვრებაში.დიდმარხვისა და აღდგომის მადლით, განსაკუთრებით
44-2 საპატრიარქოს უწყებანი N44 26დეკემბერი-9იანვარი 2014წ გვ.19
ურბნისის ეპარქია 1917-1952 წლებში (გაგრძელება)
ძლიერდება ქრისტიანი. არ უნდოდათ ბოლშევიკებს სააღდგომო ლიტანიობა, ანთებული კელაპტრები, „ქრისტე აღდგას“ გალობა, ამიტომაც ატარებდა ხშირად მამა სამსონი აღდგომის დღესასწაულს ციხეში დატუსაღებული, მაგრამ სულით თავისუფალი, დაპატიმრებული, მაგრამ არა -- დამორჩილებული. 1938 წლის 23 მარტს კი, დიდმარხვის | კვირას, მამა სამსონი ხელახლა დაიჭირეს, 24 აპრილი,აღდგომა კვლავ საპატიმროში გაატარებინეს, 3 მაისს კი სამეულისგანჩინებით სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. 1937 წლის 2 ივნისს ქ. გორის მართლმადიდებელმა რელიგიურმა საზოგადოებამ და მრევლმა კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს თხოვნით მიმართა: „როგორც თქვენს უწმინდესობას მოეხსენება, ურბნისის ეპარქია არის მიტოვებული უმღვდელმთავროდ, რის გამოც დიდი მითქმა-მოთქმა და საყვედური ისმის მორწმუნეთა შორის. არაერთხელ მივმართეთ გორის საკრებულო ტაძრის წინამძღვარ ბიბილურს, ეშუამდგომლა თქვენს წინაშე, რომ დანიშნულ ყოფილიყო მღვდელმთავარი, მაგრამ დღემდის არავითარ ზომებს არ ღებულობს. ახლა პირდაპირ მოგმართავთ თქვენს უწმინდესობას, რომ დაგვინიშნოთ ეპისკოპოსი ვარლაამი (მახარაძე) ან სხვა ვინმე, რომელიც იქნება დაკმაყოფილებული ეკლესიის შემოსავლიდან“ -- წერილს ხელს აწერდა ამავე ტაძრის საბჭოს თავჯდომარე ვანო საური, წევრები: ნ. სალუკაშვილი და ბ. გელდიაშვილი, დეკანოზი გიორგი დავითაშვილი, მედავითნე ნიკოლოზ გეტმანი და მრევლის 16 სხვა წევრი. სამწუხაროდ, გამართლდა მამა გიორგის ვარაუდი. 1937 წლის 17 ივლისს საკათალიკოსო სინოდმა იმსჯელა ამ საკითხზე და შემდეგი რეზოლუცია გამოიტანა: „ვინაიდან მოხსენებაში არარის აღნიშნული ადგილობრივი წყაროების მდგომარეობა, საიდანაც შესაძლებელი იქნება მღვდელმთავრის ჯამაგირის დანიშვნა, არც ბინა იმექონება, –– საკათალიკოსო სინოდი განაჩინებს: საკითხი საკუთარი მღვდელმთავრის დანიშვნისათვის გადადებულ იქმნას“
1937-1938 წლების რეპრესიების ტალღამ ურბნისაწყურის ეპარქიასაც გადაუარა. გარდა ოფიციალურად მოქმედი მოძღვრების დახვრეტა-დაპატიმრებისა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ დაინდეს არც განმოსილი სამღვდელოება, რომელთაც მიტოვებული ჰქონდათ ეკლესიაში მსახურება და საბჭოთა ხელისუფლების სამსახურში იყვნენ ჩამდგარი. ასეთები იყვნენ: ცხინვალის რაიონის, სოფელ ქურთაში მცხოვრები მედავითნე კირილე ანტონის ძე ბასიშვილი; ცხინვალში მცხოვრები მღვდელი ელისე ზაქარიას ძე კვანჭახიძე; ქ. გორში მცხოვრები მღვდელი ნიკოლოზ გრიგოლის ძე მაისურაძე; გორის რაიონის, სოფელ მეღვრეკისში მცხოვრები მღვდელი ვასილ გიორგის ძე კუ- ლუმბეგაშვილი; ბორჯომში მცხოვრები მღვდელი იოსებ გიორგის ძე ჯომარჯიძე; გორის რაიონის, სოფელ დგვრისში მცხოვრები მღვდელი გიორგი ივანიძე; ახალციხის რაიონის, სოფელ არალში მცხოვრები, კათოლიკური ეკლესიის მოძღვარი, პასტორი გაბრიელ პავლეს ძე გოზალაშვილი.1939-1944 წლებში ურბნისისა და აწყურის კათედრას წილკნელი ეპისკოპოსი ტარასი (კანდელაკი) განაგებდა, რომლის დროსაც საერთოდ მოიშალა ეპარქიაში საეკლესიო ცხოვრება. გაუქმდა თითქმის ყველა ტაძარი, გარდა ხაშურის საკათედრო ტაძრისა, სასულიერო პირები თითზე ჩამოსათვლელნიღა იყვნენ.ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ასეთი რთული და დაძაბული მდგომარეობა 1943/44 წლამდე გაგრძელდა. აქედან მოყოლებული, სახელმწიფომ ეკლესიას მისცა უფლება გაეხსნათ დაკეტილი ტაძრები და სამღვდელოებასაც ოფიციალურად დართეს ნება აღესრულებინათ წირვა-ლოცვა და საეკლესიო წესები მორწმუნეთათვის. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან შეზღუდული და შეკვეცილი იყო ეკლესიის უფლებები. იმჟამად მოქმედი ყველა ეპარქიის ეპისკოპოსს დაევალა შეედგინათ სიები იმ სასულიერო პირთა შესახებ, რომელთაც სურვილი გამოთქვეს, მღვდელმოქმედება და ეკლესიაში სამსახური გაეგრძელებინათ. ურბნისის ეპარქიას 1944 წლის 30 აპრილიდან განაგებდა მიტროპოლიტი მელქისედეკი (ფხალაძე, შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი). 1944 წლის 29 ივლისს იგი თავის ეპარქიაში დარჩენილ სამლვდელოებას ასეთი განცხადებით მიმართავს: „თანახმად მისი უწმინდესობის განკარგულებისა გეძლევათ წინადადება: 1) ეცადეთ სარწმუნოებრივი წესები შეუსრულოთ მოქალაქეებს გამოსასვლელ დღეებში (კვირაობით), ხოლო სადაგ დღეებში -– საღამოობით, რომ კოლმეურნეობაში მომუშავენი არ დაბანდნენ სახლში და ამით არ დაბრკოლდეს საზოგადო საქმე; 2) თუ ჯერ არა ხართ დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით, გამოცხადდით ფინსახკომის განყოფილებაში და მოახსენეთ, თუ რა აიღეთ დღიდან სამსახურის განახლებისა. ასევე მოიქეცით სექტემბრის გასულს, ხოლო 1945 წლის 10 იანვრამდე შეიტანეთ განწესებული დეკლარაცია დასაბეგრ თანხის საბოლოოდ გამოსარკვევად. აუცილებლად საჭიროა, რომ გაიღოთ შეძლებისდაგვარი წვლილი; 3) საკათოლოკოზოს საზოგადო საჭიროებათ დასაფარავად; 4) თავდაცვის ფონდის გასაძლი-
44-3 საპატრიარქოს უწყებანი N44 26დეკემბერი-9იანვარი 2014წ გვ.20
ურბნისის ეპარქია 1917-1952 წლებში (დასასრული)
ერებლად. შენიშვნა: მესამე და მეოთხე მუხლში აღნიშნული ფული უნდა წარმოადგინოთ კათოლიკოზ-პატრიარქის სამდივნოში, სამ თვეში ერთხელ. 1945 წლის 28 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს მიერ შედგენილ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ განაცხადში ურბნისის ეპარქიაში მსახურობდნენ შემდეგი სასულიერო პირები და მოქმედებდა სამი ეკლესია. აი ისინიც: ხაშურის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ეკლესია (არ დახურულა) -–- მღვდელი დავით ბუზიაშვილი, მედავითნე გიორგი იაშვილი. ამ ეკლესიაზე მიწერილი იყო -- დეკანოზი გიორგი ბიბილური (გორი), მღვდელი ლაზარე კოჟორაძე (ქვაბისხევი, ბორჯომის რაიონი), მღვდელი რაჟდენ ციცქიშვილი (მოხისი, ქარელის რაიონი), მღვდელი ალექსი ჩიტაძე (ახალციხე), მღვდელი მოსე ჩოხელი (ჭვარები, გორის რაიონი), მღვდელი გიორგი ინანიშვილი (ალევი, გორის რაიონი). თაგვეთის წმინდა გიორგის (ქაშვეთის) სახელობის ეკლესია (გაიხსნა 1944 წელს) -- მღვდელი გრიგოლ იაშვილი. ცხინვალის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (გაიხსნა 1945 წელს) დეკანოზი იოანე ოდიშვილი. 1946 წელს მოქმედ ეკლესიებს კიდევ ორი ტაძარი შეემატა: ატოცის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მღვდელი გრიგოლ ზაბახიძე, მედავითნე ვასილ ღვთისავარიშვილი. სურამ-იტრიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია -- მღვდელი ლაზარე კოჟორაძე, მედავითნე მალაქია ლომიძე. მიუხედავად უმძიმესი და უსაშინლესი წლებისა, კათოლიკოს-პატრიარქებმა და წმინდა სინოდის მღვდელმთავრებმა, სამღვდელოებისა და მრევლის თანადგომით შეძლეს და გადაარჩინეს ქართული ეკლესია, რომლის აღორძინებისა და განახლების მომსწრენიც ვართ დღეს.