სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12002

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
დიონისე (დავით) ჯანდიერი 1795-1852წწ დაბ. სოფ. ვაჩნაძიანი (გურჯაანი) დიონისე (დავით) ჯანდიერი 1795-1852წწ დაბ. სოფ. ვაჩნაძიანი (გურჯაანი)

1795-1852 წწ. გარდ. 57 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ჯანდიერი სია

გურჯაანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

13       ბეჭდვა

დიონისე (დავით) ჯანდიერი 1795-1852წწ დაბ. სოფ. ვაჩნაძიანი (გურჯაანი)

არქიმანდრიტი დიონისე (ჯანდიერი) 1795-1852
არქიმანდრიტი დიონისე, ერისკაცობაში -– დავით ჯანდიერი 1795 წელს, კახეთში, სოფ. ვაჩნაძიანში, თავადის ოჯახში დაიბადა. ჰყავდა უფროსი ძმა ზაალ ჯანდიერი (დაბ. 1792წ.). 1808 წლის 25 მაისს მომავალი არქიმანდრიტი მშობლებმა დავით გარეჯის მონასტერში მიაბარეს ალსაზრდელად. აქ იგი ცნობილი სასულიერო მოღვაწის, მეფის კარის ყოფილი წინამძღვრისა და ქართული გალობის უბადლო მცოდნის, არქიმანდრიტ გერონტის (სოლოღაშვილი) მეთვალყურეობის ქვეშ იზრდებოდა. პატარა დავითმა საფუძვლიანად შეისწავლა ქართულ ენაზე წერა-კითხვა, გალობა, საეკლესიო ტიპიკონი, ლრა-
15-1 საპატრიარქოს უწყებანი N15 17-23აპრილი 2015წ გვ.19
არქიმანდრიტი დიონისე (ჯანდიერი) 1795-1852 (გაგრძელება)
მატიკა, კატეხიზმო და საღმრთო ისტორია. 1817 წლის 29 მაისს გარეჯის ლავრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ილარიონმა (ვაჩნაძე) ანაფორა უკურთხა. მამა დიონისეს ჰქონდა კარგი კალიგრაფია და მოძღვრის ლოცვა-კურთხევით წლების განმავლობაში გადაწერა სხვადასხვა უძველესი ქართული ხელნაწერი, რომლებიც დღეს საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ არქივშია დაცული. ამ ნაწერებს აქვს შესაბამისი წარწერებიც. 1814 წელს გადაწერა „დასდებელნი და ძლისპირნი აღდგომისანი“: „აღიწერა წიგნი ეს, რომელ არს სძლისპირი, მრავალმთის მონასტერსა დავით გარეჯისასა, ხელითა უღირსის კერძო დიაკონის დავით ჯანდიეროვისათა, ივლისის 8, ჩყიდ-სა წელსა“. ხელნაწერზე არის შემდგომი მინაწერიც -- წიგნის პატრონი, იღუმენი დიონისიოსი. 1821 წლის 29 ივნისს იგი ბოდბის წმ. ნინოს სახელობის მონასტერში გადაიყვანეს და ამავე წლის 15 აგვისტოს ბოდბელმა მიტროპოლიტმა იოანემ (მაყაშვილი) დიაკვნად აკურთხა. ბოდბეში მამა დიონისე მეუფე იოანეს უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და იყო მისი სულიერი შვილი. ბოდბეში მაშინ საუკეთესო სკოლა და ბიბლიოთეკა არსებობდა და მამა დიონისემ აქაც წიგნების გადაწერას მიჰყო ხელი. 1824 წელს გადაწერა მაქსიმე აღმსარებლის ნაშრომი: „აღიწერა წიგნი ესე ღირსისა მამისა მაქსიმე აღმსარებელისა მონასტერსა შინა წმიდისა ნინასსა წელსა ჩყკდსა, ივლისის კვ-სა, ხელითა უღირსისა ბერისა, იეროდიაკონის დიონვისი ჯანდიეროვისათა, რომლისა აღმომკითხუელთა ვჰსთხოვ, რათა ჰყოფდეთ ლოცუასა, ხოლო შეცთომა თუ რაიმე იხილოთ, ნუ მწყევთ, რომლისათვისცა ვითხოვ მოტევებასა“. როგორც ამ მინაწერით ირკვევა, 1824 წლის 26 ივლისს იგი უკვე ბერად არის აღკვეცილი დიონისეს სახელით. 1824 წლის 25 დეკემბერს მიტროპოლიტმა იოანემ მღვდლად დაასხა ხელი. მეუფე იოანეს ლოცვა-კურთხევით მღვდელ-მონაზონ დავითს სიღნაღის ეპარქიის საეკლესიო მამულების გამგეობა და ხაზინადრობა დაევალა. 1825 წელს მამა დიონისემ გადაწერა „საეკლესიო ისტორია“: „სრულ იქმნა ეს საეკლესიო ისტორია მნებებელობითა ღმრთისათა, უღირსისა იერომონახისა ბერის დიონოსესაგან ჩყკე-სა წელსა, სეკდემბრის ი-სა დღესა. წარმკითხველთა ვჰსთხოვ შენდობასა შეცთომილებათათვის“. 1826 წელს გადაწერა „ბოროტთა ანგელოსთათვის“, ავტორი პლატონ ლევშინი: „აღმწერი ამის წიგნისა ითხოვს წარმკითხუელთაგან ცთომისა მოტევებასა 1826, უღირსი ბერი დიონოსი“. უკან რუსულად აწერია, რომ დიონისე არის გვარად ჯანდიერი. 1832 წლის 26 აპრილს მლვდელ-მონაზონი დიონისე ერთგული და პატიოსანი სამსახურისათვის სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა, ხოლო 1834 წლის 8 თებერვალს საქართველოს ეგზარქოსის მოსეს (პლატონოვ-ბოგდანოვი) ლოცვა-კურთხევით მეუფე იოანემ იღუმენის წოდება მიანიჭა და გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა უშტატო მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა, თუმცა იგი უმეტესად ბოდბეში იყო და იქიდან განაგებდა მონასტერს. 1837 წელს მიტროპოლიტ იოანეს გარდაცვალების შემდეგ, იღუმენი დიონისე, საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის ბრძანების საფუძველზე, სიღნაღის ყოფილი ეპარქიის საეკლესიო მამულების მმართველად და ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძრისა და მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. მართალია, რუსულმა მმართველობამ მონასტერში ბერების მიღება შეზღუდა, მაგრამ მამა დიონისე, მცირეოდენი საძმოთი, კვლავ განაგრძობდა უძველესი ტრადიციების მქონე მონასტერში მოღვაწეობას და შეძლებისდაგვარად ცდილობდა, არ მოშლილიყო მონასტრის განგება და ტიპიკონი. 1842 წლის 16 მაისს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1848 წლის 10 აპრილს ბოდბეში ამოვარდა ძლიერი ქარი, გუმბათზე დადგმული ქვა-ჯვარი მოგლიჯა და ძირს გადმოაგდო, სენაკებს მოგლიჯა სახურავები და ძლიერ შეარყია. სამრეკლო, რომელიც იდგა ოთხხის ბოძზე, წაიქცა და ზარები დაიმსხვრა. არქიმანდრიტი დიონისე შეშფოთებული წერდა საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას და ფინანსურ დახმარებას სთხოვდა მონასტრის აღსადგენად. არქიმანდრიტი დიონისე 1852 წლის 11 ივნისს აღესრულა. დაკრძალულია მონასტრის ეზოში. 1889 წელს ბოდბის უკვე რუსულ დედათა მონასტერში მოხდა შემაძრწუნებელი ფაქტი, რასაც გაზეთი „ივერია“ გამოეხმაურა: „სიღნაღი: დღეს ბოდბის წმ. ნინოს მონასტრის გალავანში დამარხეს მონაზონი, რომელიც აპრილში ჩამოვიდა რუსეთიდან.
15-2  საპატრიარქოს უწყებანი N15 17-23აპრილი 2015წ გვ.20
არქიმანდრიტი დიონისე (ჯანდიერი) 1795-1852 (დასასრული)
დასაფლავებაზე ხალხი ბლომად შეიყარა. პანაშვიდისა და წირვის ასასრულებლად წინამძღვარმა მოიწვია ხირსის მონასტრის წინამძღვარი და ზოგიერთი გარშემო სოფლის მღვდლები. ყველაფერი რიგიანად იყო, ხოლო საფლავის მოთხრაზე დიდი აყალმაყალი მოხდა. საქმე ის არის, რომ წინამძღვრის ბრძანებით საფლავი გაუთხრიათ, სადაც არ უნდა გაეთხარათ: გაუთხრიათ იქ, სადაც დასაფლავებული ყოფილ დიონისი, რომელიც მონასტრის წინამძღვრად იყო ოცდაათ წლებში ბოდბელის შემდეგ (ეს დიონისი შთამომავლობით თავადი ჯანდიერია). საფლავი ზედ მიცვალებულზე ისე გათხარეს, რომ ძვლები ამოიღეს და კიდევ კარგად დაცული ნაკუწები ბერის შესამოსლისა. ამ ამბავმა ძლიერ შეაძრწუნა ყველანი. ეს ამბავი გაიგო სიღნაღში მყოფმა თავადმა ა. ივ. ჯანდიერმა, რომელიც არა სთანხმდებოდა დიონისის საფლავის გათხრას, ხოლო ბევრის თხოვნის შემდეგ,  დათანხმდა. ამისდა მიუხედავად, საჩივარს მაინც  აპირობს თურმე“.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 15.12.2025
ბოლო რედაქტირება 15.12.2025
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0