„გურიის დედაქალაქ ოზურგეთიდან რომ აღმოსავლეთით, ქუთაისის მთავარი ქუჩით წახვიდეთ, დუაბზუს საზოგადოებას გაივლით და ერთი საათის სიარულის შემდეგ სოფ. ბახვში შეხვალთ. ეს ბახვი არის სამშობლო იმ გვამისა, რომელიც გახდა ამ ჩვენი მცირე შრომის საპატიო საგნად და რომლის ცხოვრების აღწერის ღირსი გაგვხადა ჩვენ ღმერთმა. სოფ. ბახვი დიდია. ის განიყოფება სამ ნაწილად: ზედა ბახვად, შუა ბახვად და ქვედა ბახვად. გაბრიელის სამშობლო შუა ბახვია“ ასე იწყებს თავის წიგნს „გაბრიელი ეპისკოპოსი იმერეთისა (მისი დრო, ცხოვრება და მოღვაწეობა)“ მღვდელი მელიტონ სპირიდონის ძე კელენჯერიძე და საკმაოდ ვრცლად და დეტალურად მოგვითხრობს წმინდა მლვდელმთავრის ცხოვრება-მოღვაწეობას, თუ რა როლი ითამაშა მან XIX ს-ის ქართული ეკლესიის ისტორიაში და რა დამსახურება მიუძღვრის მას მთელ დასავლეთ საქართველოში სარწმუნოების განმტკიცებაში. შესავალ ნაწილში მოკლედ არის მოთხრობილი მისი წინაპრების შესახებ და ჩვენი მიზანია, ცოტა მეტი ინფორმაცია გადმოგცეთ ამ დიდებული კაცის ოჯახის შესახებ. გერასიმე -– პაპის პაპა; იოსები -პაპის მამა; გიორგი -– პაპა. სწორედ ამ გიორგიდან გვინდა დავიწყოთ. როგორც საეკლესიო საბუთებიდან ირკვევა, იგი დაბადებული ყოფილა 1746 წელს გურიის სამთავროში, სოფ. ბახვში, აზნაურის ოჯახში. აღუზრდია საირმის მონასტრის არქიმანდრიტ ლაზარეს (აფაქიძე) და უსწავლებია მისთვის წიგნი, წერა და მცირედ გალობა. დიაკვნად უკურთხებია შემოქმედელ მიტროპოლიტ ნიკოლოზს (გურიელი, კათედრას განაგებდა 1717-1777 წლებში), ხოლო მღვდლად დაასხა ხელი დასავლეთ საქართველოს კათოლიკოზმა მაქსიმემ (აბაშიძე, მწყემსმთავრობდა 1776-1795 წლებში, აქედან მხოლოდ პირველი ხუთი წელი იყო იმერეთში, დანარჩენი პერიოდი გაატარა ექსორიობასა და ელჩობაში. იყო განდევნილი აღმოსავლეთ საქართველოში, 1781-1784 წლებში, ხოლო 1784 წელს გაიგზავნა ელჩად რუსეთში და იქიდან ცოცხალი აღარ დაბრუნებულია -–- გ. მ.) აქედან გამომდინარე ვასკვნით, რომ გიორგი ხელდასხმულია XVIII ს-ის 70–იან წლებში. XVIII ს-ის 80-იან წლებში მამამისი, მღვდელი გიორგი, მთელი ოჯახით თურქების შიშიანობის გამო გურიის სამთავროდან სამეგრელოში გადასახლდა, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ბერად აღიკვეცა და სახელად გერასიმე ეწოდა.
1826 წელს იგი ჭყონდიდის ეპარქიაში, ნამარნევის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტრის საძმოში იხსენიება. მისი ვაჟი გახლდათ მღვდელი მაქსიმე, მამა წმ. გაბრიელ ეპისკოპოსისა, რომელიც 1779 წელს დაიბადა. პატარა მაქსიმე სასწავლებლად მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში, არქიმანდრიტ ლაზარეს (აფაქიძე) მიაბარეს აღსაზრდელად. აქ მან საფუძვლიანად შეისწავლა წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი. 1800 წელს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ბესარიონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა. 1802 წლის სექტემბერში მღვდლად დაასხა ხელი. 1807 წელს მამა მაქსიმე გურიაში, სოფელ ბახვში, მშობლიურ სახლში დაბრუნდა და ბახვის ტაძარში დაინიშნა. მან მალევე გაითქვა სახელი, როგორც პატიოსანმა და დაუზარელმა მოძღვარმა. ამავე წელს იგი გურიის მთავარმა მამია V გურიელმა კარის მოძღვრად წაიყვანა. ოზურგეთის კარის წმ. მარინეს ეკლესია 1816 წელს აშენდა, და 1835 წელს განახლდა. 1820 წლის სექტემბრიდან ეს ტაძარი გურიის დროებითი სასამართლოს შენობაში იყო განთავსებული. 1812 წელს მამა მაქსიმე ბრინჯაოს ჯვრით დაჯილდოვდა. იგი ასევე დაჯილდოებული იყო პატარა სამხედრო მედლით და სამოქალაქო მთავრობისაგან პენსიის სახით წელიწადში 150 მან. ეძლეოდა, რადგან მამა მაქსიმე პერიოდულად ასრულებდა საეკლესიო წესებს ოზურგეთში მდგარი რუსი სამხედროებისთვის. ჰყავდა მეუღლე -–– მარიამ დგებუაძე და შვილები: მღვდელი იოანე (1803), ბასილი (1806-1893, სქემმონაზონი ბესარიონი), მღვდელი ათანასე (1809-1892), დეკანოზი სვიმონი/ფირანი (1823-1891) და გერასიმე (1825-1896, წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი). მღვდელი მაქსიმე ქიქოძის გარდაცვალების წელი უცნობი გახლდათ. ამჟამად მოძიებული საეკლესიო საბუთების თანახმად დადგინდა, რომ იგი 1841 წელს აღესრულა, თუმცა დღემდე უცნობია მისი საფლავის ადგილმდებარეობა: „მაქსიმეს საფლავი თვით გაბრიელს უძებნია და ვეღარ უპოვია; ეტყობა, დიდი გვამებიც ცდებიან, ქვეყნისა და ათასი გლახაკ-გაჭირვებულის ჭირისუფალმა მღვდელმთავარმა თავის მამას და დედას უბრალოქვაც ვეღარ დაადვა გულზე და ვერ დაკრძალა მათი საუკუნო განსასვენელი!“ -– წერს მელიტონ კელენჯერიძე თავის ნაშრომში ეპისკოპოს გაბრიელზე.
მღვდელი მაქსიმეს ვაჟები: მღვდელი იოანე –- დაიბადა 1803 წელს. წერაკითხვა, საღმრთო ისტორია და საეკლესიო ტიბიკონი მამია გურიელის კარის ეკლესიაში, თავის მამასთან ისწავლა. 1825 წელს ჯუმათელმა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (შერვაშიძე) დიაკვნად აკურთხა. 1827 წლის სექტემბერში მღვდლად დაასხა ხელი და ბახვის ყოვლად- წმინდა ლვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში განამწესა. 1864 წელს იგი ისევ ბახვის ტაძრის მოძღვარია და ამავე წლის 25 აპრილს სკუფიით დაჯილდოვდა.
36-1 საპატრიარქოს უწყებანი N36 5-11ნოემბერი 2015წ გვ.19
ბახველი ქიქოძეების სამღვდელო ოჯახი | ნაწილი (გაგრძელება)
ეპისკოპოს გაბრიელის ცხოვრებაში მოყვანილია იღუმენ გრიგოლის (ჩხაიძე) მოგონება მეუფის მოწყალე ხასიათზე, სადაც ის ასეთ ამბავს იხსენებს: „ერთხელ არფიანკები (იმ დროს არფიანკებს ეძახდნენ ბოშებს და მათ ცირკს -– გ. მ.) ჩამოვიდენ ეზოში. ბატონის ძმამ, ივანე მღვდელმა იწყინა და გაყრა დაუპირა. ბატონმა უთხრა ძმას: „შენ რა იცი! ერთი ქვეყანაა, იქ მაგ ხელობით რჩება ხალხიო“. ამოიღო ერთი მანეთი და გამატანა“. როგორც ამ წერილიდან ირკვევა, მლვდელი იოანე სიცოცხლის ბოლო წლებში ქუთაისში, მეუფეს გვერდით იმყოფებოდა და სავარაუდოდ, საკათედრო ტაძარში მსახურობდა. ალბათ ამიტომაც მისი საფლავი გელათის მონასტრის ეზოშია, როგორც ამას დეკანოზ მელიტონ კელენჯერიძე გადმოგვცემს თავის წიგნში. იოანეს დარჩა ერთი ვაჟი -– გრიგოლი.
სქემმონაზონი ბესარიონი, ერისკაცობაში -- ბასილი 1806 წელს დაიბადა. სიყრმიდანვე ნამარნევის მონასტერში თავის პაპასთან იზრდებოდა, სადაც შეისწავლა წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. პაპის გარდაცვალებისთანავე მორჩილი ბასილი ათონის მთაზე გაემგზავრა. ეს შემდეგნაირად მოხდა: მისი მეზობელი იერუსალიმის მოსალოცად გაემგზავრა, ხოლო როდესაც უკან ბრუნდებოდა, გზად ათონის მთაზე შეიარა. იქ მამა ბენედიქტეს (ქიოტიშვილი) შეხვდა, რომელმაც იგი ბერად აღკვეცა. როდესაც საქართველოში დაბრუნდა, მრავალ რასმე ჰყვებოდა თავისი სულიერი მოძღვრის წმინდა „ცხოვრების შესახებ. მსმენელთა შორის ახალგაზრდა ბასილიც იყო, რომელმაც მოისურვა ათონზე მოძღვართან გამგზავრება. ბასილი ქუთაისში ჩავიდა, პასპორტი აიღო, შემდეგ ფოთიდან კონსტანტინეპოლისკენ მიმავალ გემს გაჰყვა. გემზე ბასილმა ერთი სომეხი ვაჭარი გაიცნო. როდესაც მან მისი სურვილისა და ხელმოკლეობის შესახებ შეიტყო, ურჩია ტრაპიზონის ფაშასთვის ეთხოვა დახმარება, რომელიც ქრისტიანებს ფრიად წყალობდა. მართლაც, ბასილი ფაშას სასახლეში ეწვია. როდესაც შევიდა, ფაშა აღმოსავლური წესის მიხედვით ფეხმორთხმული იჯდა. ბასილმა მოკრძალებით თავი დაუკრა, მიუახლოვდა და დივანს ემთხვია, რომელზეც ფაშა იჯდა. თუ რატომ არ ემთხვია იგი ფაშას ხელზე ან მუხლზე, შემდგომში იგი ასე პასუხობდა: „ქრისტიან კაცი როგორ უნდა ვმთხვეოდი ხელზე ან მუხლზე თურქსო“. ფაშამ ბრძანა, მისთვის 180 ლევი მიეცათ, რაც იმ დროისათვის დიდი თანხა იყო. 1835 წელს ბასილი ათონის მთაზე ჩავიდა. მამა ბენედიქტემ ფრიად გაიხარა, როდესაც შეიტყო, რომ ახალგაზრდა მორჩილს სასულიერო განათლება მიღებული ჰქონდა და გალობაც შეეძლო: „დიდი ხანია მსურდა მოწაფესთან ერთად განმარტოებით მეცხოვრა, მაგრამ ქართველი ვერავინ ვნახეო“. ისინი საცხოვრებლად წმ. ილია წინასწარმეტყველის სენაკში გადავიდნენ, სადაც მალე მამა ბენედიქტემ იგი დიდ სქემაში აღკვეცა და სახელად ბესარიონი უწოდა. მათ ერთად 27 წელი იცხოვრეს. სქემმლვდელ-მონაზონ ბენედიქტეს სულიერი ხელმძღვანელობით მან მოსაგრეობის დიდ სიმაღლეს მიაღწია. ის ფრიად თავმდაბალი, უბრალო და ჩვილივით უბოროტო იყო. ბერი იაკობი, რომელიც მათთან მოდიოდა ხოლმე წირვაზე ივერიის მონასტრიდან, მამა ბესარიონის შესახებ ამბობდა, რომ ის ისეთი კრძალვით აღასრულებდა მნათის მოვალეობას, იფიქრებდით, კაცი კი არა ანგელოზიაო. მონასტრის დიდ დღესასწაულებზე მამა ბესარიონი ტრაპეზს ემსახურებოდა. ეხმარებოდა ბერ-პროესტოსების მოწაფეებს საჭმლის მომზადებასა და სუფრის გაშლაში. მონასტრის მუშები, რომლებმაც იცოდნენ მამა ბესარიონის კეთილი გულის ამბავი, მუდამ მის სიახლოვეს ტრიალებდნენ. მაგალითად, როცა მას მიჰქონდა დიდი ტაბლა, გადასცემდა თითქმის ნახევარ ტაბლას. ამას ამჩნევდნენ მორჩილები და ბერებთან ჩიოდნენ, მაგრამ ბერებმა იცოდნენ მამა ბესარიონის ალალი გულის ამბავი და ხმას არ იღებდნენ. მამა ბესარიონი დიდ სულიერ თანადგომას უწევდა XIX ს-ის 60-იანი წლების ბოლოს ათონის მთაზე ჩასულ ბენედიქტეს (ბარკალაია) და სხვა ქართველ მორჩილებს. თავის მხრივ, ეპისკოპოსი გაბრიელიც აქტიურ მხარდაჭერას იჩენდა მათ მიმართ და დასავლეთ საქართველოში შემოწირულობების შესაკრებადაც დი დი დახმარება გაუწია. მათ 12 000 მან. მოაგროვეს და ათონზე გაემგზავრნენ, მეუფე გაბრიელმა წერილიც გაატანა მათ მამა ბესარიონთან: „თქუენის მშვიდობას ღმერთს ვსთხოვ. თუ ჩემს ამბავს იკითხავთ ესენი ყოველიფერს მოგახსენებენ ჩემს მდგომარეობას. ამათ ღმერთი შეეწია და კარგად გაისარჯნენ. ახლა უთუოდ უნდა იშოვოთ საკუთარი ბინა და კინოვია გააწყოთ ცალკე ჩვენი ქვეყნის შვილებთათვის. ისე სჯობია, რომ საკუთრად იყიდოთ ადგილი და თავისუფლად დადგეთ იქ. კიდევ მოვლენ ესენი და კიდევ შეუძლიათ იშოვონ. ღვთის მადლით, ახლაც იმდენი უშოვნიათ, რომელ კარგს სამონასტრო ადგილს იყიდით. მე ამასთანავე ვსწერ წიგნს რუსიკონის მამებს იერონიმეს და მაკარის, რომ შემწეობა მოგცენ
36-2 საპატრიარქოს უწყებანი N36 5-11ნოემბერი 2015წ გვ.20
ბახველი ქიქოძეების სამღვდელო ოჯახი | ნაწილი (დასასრული)
საქმე საიდუმლოთ შეინახეთ, რომ ბერძნებმა არ დაგიშალონ შურით“. სიცოცხლის ბოლოს მამა ბესარიონსაც სტანჯავრევმატიზმი: ხელის თითები დაეკრუნჩხა, დაწოლილს ერთი ხელი და ათონელ ბერთა ჩვეული სენი მუდამ ჭერზე მიმაგრებულ საკიდზე ჰქონდა ჩამოკიდებული, სისხლი აღარ უთბობდა დაუძლურებულ სხეულს, არც თბილი სამოსი და საბანი შველოდა. შვებას მხოლოდ ცხელი ჩაი ჰგვრიდა. ათონზე მოღვაწეობის განმავლობაში ბერი დაუცხრომელი იესოს ლოცვით იღვწოდა და ამგვარ ლოცვით ღვაწლში იყო უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. როდესაც უკიდურესად დაუძლურდა, შენიშნეს, რომ ლოცვის სრულად გამოთქმის ძალა აღარ ჰქონდა და მოუკლებელად მხოლოდ ამას გამოთქვამდა: „უფალო, უფალო!..“ 1893 წლის7 ოქტომბერს, საღამოს, მოულოდნელად მან თქვა, რომ მისი მოწაფის, ქრისტეფორეს ძმა, დეკანოზი გიორგი ჩამოვიდა. მასთან მყოფები დაეკითხნენ: „სად არის იგი?“. ბერმა მიუგო: „ნუთუ არ იცით, რომ სხვებთან ერთად ათონზეა?“ გარშემომყოფთ ბერის სიტყვები ბოდვად მიიჩნიეს და ყურადღება არ მოაქციეს. სინამდვილეში იმ დღეს მართლაც ჩამოვიდა საქართველოდან ათონზე დეკანოზი გიორგი ახვლედიანი, ორ თანამხლებ ქართველთან ერთად. მეორე დღეს ისინი წმ. იოანე ღვთისმეტყველის ქართულ სავანეში მივიდნენ, მაგრამ არ გაჩერდნენ, სასწრაფოდ ითხოვეს წმ. ილია წინასწარმეტყველის სენაკში გაცილება, რადგანაც მამა გიორგის დაუყოვნებლივ სურდა მმისა და მამა ბესარიონის მონახულება. წვიმდა, მაგრამ დეკანოზმა დაუცხრომელი სურვილი გამოთქვა, რაც შეიძლება მალე მოენახულებინა ბერი და გაემგზავრა. მამა ბესარიონს მოახსენეს, რომ ჩამოვიდა მამა გიორგი და მას ღვიძლი ძმისგან -– იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელისგან წერილი მოართვა, მან ოდნავ გასაგონი ხმით თქვა: „მომაწოდეთ ჩემი წერილი!“ აიღო, გაუხსნელად ემთხვია და კვლავ დაუბრუნა ისე, რომ არ უკითხავს წერილის შინაარსი. შემდეგ აღარაფერი უთქვამს, დაუცხრომელად ლოცულობდა და ბაგეზე ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. საბედნიეროდ, უნდა ითქვას, რომ შემორჩენილია ეს წერილი, რომელიც სახელმწიფო არქივში ინახება. წერილი დაუთარიღებელია და მამა მელიტონ კელენჯერიძესაც ბოლო მიუწერია „სამწუხაროდ, წელი და თვე იყო დარჩენილიო“, მაგრამ დანამდვილებით უნდა ითქვას, რომ ეს ზუსტად ის წერილია, რომელიც მამა გიორგიმ ათონზე ჩაიტანა. აი, მისი შინაარსიც: „საყვარელო ძმაო ბესარიონ! გიგზავნი ამ წიგნს დეკანოზ გიორგი ახვლედიანის ხელით. მადლობა ღმერთს, რომ მშვიდობით და სიცოცხლით ხარ. მე, ღვთის მადლით, გვარიანად ვარ. შენი ლოცვით უთუოდ კარგად ვარ. ნუ დასცხრები, მამა ბესარიონ, ბეჯითად ჩემზე ლოცვას. გიგზავნი ოც მანეთს. თუ საჭიროდ გინდა, თუ არა -- ღარიბებს მიეცი. შენნი ძმისწულები და ნათესავნი კარგად არიან. მე ძლიერ დავბერდი, ჩვენღა ორი დავრჩით უწინდელი შთამოებისა, ვიდრემდის სოფელში ვართ, უნდა მტკიცედ ვლოცულობდეთ. --– გაბრიელ ეპისკოპოსი“. მამა ბესარიონმა ათონზე 58 წელი ერთ ადგილზე იღვაწა. აღესრულა 1893 წლის 9 ოქტომბერს, შობიდან 86 წლის.
37 საპატრიარქოს უწყებანი N37 12-18ნოემბერი 2015წ გვ.17
ბახველი ქიქოძეების სამღვდელო ოჯახი II ნაწილი
მღვდელი ათანასე -–– 1809 წელს დაიბადა. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მამა ათანასეზე ბევრის თქმა არ შეგვიძლია. ცნობილი, რომ მანაც დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი და მალევე სოფელს დაუბრუნდა. XIX ს-ის 50-იანი წლებიდან მღვდლად მსახურობდა ბახვის ლვთისმშობლის ეკლესიაში. 1892 წლის 16 იანვარს ეპისკოპოსი გაბრიელი ათონის მთაზე თავის ძმას უგზავნის წერილს: „საყვარელო ძმაო და მამაო ბესარიონ! ამით გაცნობებ, რა დიდი მწუხარება და უბედურება გვეწია ჩვენ ყოველთა შენთა ძმებთა და ბიძაშვილებთა საბრალო ჩვენი ძმა დეკანოზი სიმონ გარდაიცვალა დეკემბრის 8 წარსული წლისას, და ამ წელს 8 იანვარს გარდაიცვალა ათანასე, ჩვენი ძმა. ამას გწერ მისთვის, რომ ბეჯითად და ხშირად და გულსმოდგინეთ ილოცოთ მათთვის, რათა განუსვენოსთ სასუფეველსა შინა“. მოძღვარს მეუღლე ქრისტინე 1871 წელს გარდაეცვალა. მათ დარჩათ შვილები: მიხეილი, მოსე (ცნობილი ადვოკატი), იოსები, ნინო, მატა, ვასილი. მღვდელი ათანასე დასაფლავებულია სოფ. ბახვში, საგვარეულო სასაფლაოზე.
დეკანოზი სვიმონი “ 1823 წელს დაიბადა. 1837-1841 წლებში თბილისის სასულიერო სასწავლებელში უფროს განყოფილებაზე სწავლობდა. 1841 წელს სწავლა რუსეთში, ტვერის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც 1845 წელს წარჩინებით დაასრულა. 1848 წელს გურიის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (წულუკიძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე
37-1 საპატრიარქოს უწყებანი N37 12-18ნოემბერი 2015წ გვ.18
ბახველი ქიქოძეების სამღვდელო ოჯახი II ნაწილი (გაგრძელება)
წელს მღვდლად დაასხა ხელი და გურიის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად განაწესა. 1848 წლის სექტემბერში გურიის სასულიერო სასწავლებელში პირველი კლასების მასწავლებლად დაინიშნა. 1849 წელს გურიის ეპარქიის საეკლესიო შემოსავლების ხაზინადრად დაადგინეს. 1850-1868 წლებში იყო ოზურგეთის ოლქის მთავარხუცესი. 1850 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1850 წლის სექტემბერში ოზურგეთის კეთილშობილურ სასწავლებელში საღვთო სჯულის პედაგოგად დაადგინეს. 1853 წელს ოზურგეთის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა და 1854 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1854 წელს ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა. 1857 წელს სკუფია უბოძეს. 1861 წელს კამილავკა ეწყალობა. 1865 წლის 4 აპრილს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1867 წელს წმ, ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1870 წელს წმ. ანას II ხარისხის ორდენი ეწყალობა. XIX ს-ის 80-იანი წლების დასაწყისში ბათუმის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად განამწესეს. 1889 წლის 9 აპრილს წმ. ვლადიმერის III ხარისხის ორდენი უბოძეს. ჰყავდა მეუღლე სოფიო გრიგორიევი (თბილისის მამადავითის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ იოსების ასული) და შვილები: პლატონი, ლეონიდე (+1934, ბათუმის საბაჟოს ერთ-ერთი დამაარსებელი, მეუღლე ნინო წულუკიძე), გრიგოლი (ინჟინერი), ტიტე (ცნობილი ექიმი), გერასიმე, ვალოდია, ნიკოლოზი, მარიამი (გათხოვილი სახელმწიფო პალატის წევრ პავლე სემენენკოზე), ოლღა (გათხოვილი მჭედლიშვილზე). როგორც ზემოთ მოყვანილ ათონის მთაზე გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, დეკანოზი სვიმონი 1891 წლის 8 დეკემბერს გარდაიცვალა. გაზეთი „მწყემსი“ გამოეხმაურა მის გარდაცვალებას და საკმაოდ ვრცელი ნეკროლოგიც გამოაქვეყნა თავის ფურცლებზე: „8 დეკემბერს ქ. ბათუმში გარდაიცვალა სამი დღის ავადმყოფობის შემდეგ ადგილობითი მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი მ. სიმონ ქიქოძე (უფროსი ძმა იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელისა). თუმცა ჭირისუფლებმა ყოველივე საშუალება იხმარეს ავადმყოფის მოსარჩენად, მაგრამ ულმობელმა სიკვდილმა მაინც თავისი ჰქმნა. მამა დეკანოზის სიმონის გარდაცვალებამ შეაწუხა არა მარტო მისი სულიერი სამწყსო, არამედ მთელი ბათუმის მკვიდრნი სარწმუნოების განურჩევლად. 11 დეკემბერს დანიშნული იყო განსვენებულის წესის აგება ადგილობით ეკლესიაში. ამ დღეს, დილის 9 საათზე, მობრძანდა იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი, თავის კრებულით. პირველად მიცვალებულს სახლში გადაუხადეს პანაშვიდი. შემდეგ მიცვალებული წაასვენეს ეკლესიაზე. თუმცა ამ დღეს ძლიერ ცუდი ამინდი იყო, მაგრამ თითქმის მთელი ქალაქის მკვიდრი მოვიდა გარდაცვალებულის გამოსვენებაზე დასასწრებლად. ყველას სახეზე იხატებოდა მწუხარება და გლოვა. ყველანი სწუხდენ თავისი საყვარელი სულიერი მამის გარდაცვალებას. ამ დღეს მწირველი ბრძანდებოდა იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი, თავის კრებულით. წირვის შესრულების შემდეგ მიცვალებულს აუგეს წესი. როცა წესის აგება შესრულდა, ბათუმის ეკლესიის მეორე მღვდელმა მამა ალ. რალცევიჩმა წარმოსთქვა სიტყვა, რომელშიაც მოიხსენა განსვენებულის მოღვაწეობა და სამსახური. აი, ეს სიტყვა: „დღეს შევიკრიბეთ ჩვენ, ძმანო, ამ ტაძარში არა სასიხარულოდ, არამედ რა თა უკანასკნელი პატივი ვსცეთ ჩვენს წინაშე მდებარე განსვენებულს, ჩვენს სულიერს მამას და შევავედროთ მისი სული უფალს, რათა ყოვლადმოწყალე ღმერთმა დააწესოს სული მისი სასუფეველსა შინა. დიდი ხანი არ არის მას აქეთ, როცა ჩვენ ამავე ტაძარში ვხედავდით ამ სულიერ მამას, როცა ის ჩვენ ყოველთათვის აღავლენდა ხოლმე მხურვალე ვედრებას ღვთისადმი, დღეს კი მას ვხედავთ კუბოსა შინა უსულოდ მდებარეს და ამ კუბოდგან გვთხოვს იგი, რათა ჩვენ შევევედროთ უფალს განსვენებისათვის სულისა მისისა. განსვენებულის ცხოვრება იმდენად საყურადღებო და საგულისხმიეროა ჩვენთვის, რომ არ შეგვიძლია არ მოვიხსენოთ მისი მოღვაწეობა. თუ მთლად არა, ცოტაოდენი მაინც, როგორც წმიდა ტრაპეზის მოსამსახურისა, რომელ სამსახურშიაც გაატარა განსვენებულმა ორმოც წელზე მეტი. აქვე უნდა მივიხსენიოთ განსვენებულის სულის ზოგიერთი მაღალი თვისებანი, რომელნიც ცხადად იხატებოდენ მასში, როგორც საზოგადოდ კაცში და განსაკუთრებით სულიერ მწყემსში. განსვენებული იყო სასულიერო წოდებისაგან, მან შეასრულა სწავლა ტვერის სასულიერო სემინარიაში. პატარაობიდგანვე დიდი მიმზიდველობა ჰქონდა სასულიერო სამსახურისადმი და ამიტომ, მსგავსად თავის წინაპრებისა, მანაც იტვირთა დიდი და ძნელი მოვალეობა სულიერი მწყემსისა, რომლის აღსრულებას ყველანი ვერ სძლებენ, მაგრამ განსვენებული თავის დიდს მოვალეობას მტკიცედ ასრულებდა უკანასკნელს წამამდე. როგორც შუამავალს ღმერთსა და კაცთა შორის, რო- გორც სარწმუნოების და ზნეობის მქადაგებელს, განსვენებულს ჩვენს თანამოძმეს, თავისი ხანგრძლივი სამსახურის დროს, მაღლა ეკავა დროშა ცხოველსმყოფელი სარწმუნოებისა, სიყვარულისა და ზნეობისა. მაგრამ განსვენებულმა თავისი ძნელი მოვალეობა გაიორკეცა კიდევ იმით, რომ თავის ნებით მოჰკიდა ხელი უფროს ძნელს და პასუხის საგებელს საქმეს, როგორიც არის ხალხის განათლების საქმე, რომელსაც, როგორც პირველს, შესწირა თავისი ძალა, რადგან კარგად ხედავდა მის
37-2 საპატრიარქოს უწყებანი N37 12-18ნოემბერი 2015წ გვ.19
ბახველი ქიქოძეების სამღვდელო ოჯახი II ნაწილი (გაგრძელება)
სარგებლობას. ახალგაზრდა სულიერმა მწყემსმა განიზრახა სკოლის გამართვა, რომელშიაც შესძლებოდათ აღზრდა ადგილობითი სამღვდელოების შვილებს. მაგრამ როგორც ყოველს კეთილ საქმეს, განსვენებულის კეთილს განზრახვასაც შეხვდა ბევრი დაბრკოლება, მაგრამ მათ ვერ შეაჩერეს სულიერი მამა, განსვენებულმა მაინც შეასრულა თავის განზრახვა საკეთილდღეოდ გურიის სამღვდელოებისა: მან თავის საკუთარ სახლში გახსნა სკოლა და თავის საკუთარი საშუალებიდგან ამკობდა სკოლას საჭირო ნივთებით და კიდეც ასწავლიდა ყმაწვილებს. საზოგადოებამ თანდათან შეიგნო ახალგაზრდა მწყემსის სასარგებლო მოღვაწეობა და თანაგრძნობას უჩენდა მას ამ კეთილს საქმეში და ამ სახით ეს პატარა სკოლა შემდეგ გადაკეთებულ იქმნა გურიის სასულიერო ოთხკლასიან სასწავლებლად, რომლიდგანაც გამოდიან პატიოსანნი და მუყაითნი მუშაკნი ქრისტეს ეკლესიისა. ერთსა და იმავ დროს განსვენებული იყო ამ სასწავლებლის ზედამხედველად და სჯულის მასწავლებლად ადგილობით სამოქალაქო სასწავლებელში, სადაც მოწაფეებს ასწავლიდა საღმრთო სჯულს არა მარტო სიტყვით, არამედ თავისი კეთილი ცხოვრების მაგალითებით. როცა ბათუმის ოლქი შემოუერთდა ქუთაისის გუბერნიას, განსვენებული გადაყვანილ იქმნა ბათუმში, სადაც მისი მეცადინეობით დაარსებულ იქმნა პირველი მართლმადიდებელი ეკლესია. ეს ტაძარი, რომელშიაც დღეს ჩვენ ვართ შეკრებილნი, რა თა უკანასკნელი ამბორება უყოთ განსვენებულს, –- მეორე საქმეა გურიის სასწავლებლის შემდეგ, რომლის შესაფერად შემკობას და გამშვენებას ცდილობდა უკანასკნელს წამამდე. უკანასკნელად განსვენებულმა განიზრახა ამ პატარა ტაძრის გადიდება, რადგან კარგად ხედავდა, რომ მართლმადიდებელთა რიცხვი თანდათან მატულობდა. განსვენებულის უკანასკნელს მოღვაწეობას მიეწერება სახალხო საკითხავის დაარსება ბათუმში, რომელიც სხვადასხვა კეთილ შემწირველთა მეცადინეობით დღეს წარმოგვიდგენს მშვენიერს საშუალებას, რათა გავრცელებულ იქმნეს სარწმუნოებრივ-ზნეობრივი განათლება, მეორეს მხრით, განსვენებულის მეცადინეობით დაარსდა ბათუმის ეკლესიასთან სამზრუნველო, რომელსაც სახეში აქვს გამშვენება განსვენებულის მიერ დაარსებული ეკლესიისა და მისი საჭიროების დაკმაყოფილება. ასეთია მოღვაწეობა განსვენებული სულიერი მწყემსისა. როგორც შუამავალის ღმერთსა და კაცთა შორის, როგორც ქრისტეს მხედრისა, როგორც ღვთის საიდუმლოთა მშენებლისა, თუ არ მოვიხსენებთ სხვა მის მოღვაწეობას, რომლითაც დამშვენებულია მისი ნამსახურებათი სია. ბოლოს, თუ მივაქცევთ ყურადღებას განსვენებულს, როგორც............