დეკანოზი იოანე 1843 წელს თელავის მაზრაში, სოფ. ზემო ხოდაშენში მღვდელ ისააკ და ელისაბედ გურგენის ასულ შიუკაშვილების ოჯახში დაიბადა. წარჩინებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1868 წლის 12 მაისს დიაკვნად აკურთხეს, ამავე წლის 18 მაისს მღვდლად დაასხეს ხელი და ზემო ხოდაშენის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში დაინიშნა. 1871 წლის 4 ოქტომბერს საინგილოში,ყორაგანის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში გადაიყვანეს. მისი ქადაგებების მეშვეობით მრავალი ინგილო მოექცა ქრისტეს რჯულზე და დაუბრუნდა თავის უწინდელ სარწმუნოებას. ამასთან დაკავშირებით, 1874 წლის 13 თებერვალს, ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1874 წლის 22 მარტს ალიბეგლოს წმ. ნინოს ეკლესიაში დაადგინეს.
1876 წლის 13 აგვისტოს თელავის ღვთისმშობლის შობის ტაძარში განამწესეს. 1877 წლის 25 იანვარს თელავი-სიღნაღის მაზრის საეპარქიო სხდომის წევრია. ამავე წელს თელავის სასულიერო სასწავლებლის მმართველ კომიტეტში შეიყვანეს. 1879 წლის 20 დეკემბერს თელავის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრის მეორე მღვდლად დაინიშნა. 1880 წლის 20 იანვარს მიცემული იყო სამართალში უკანონო ჯვრისწერის გამო. 1880 წელს გაზეთ „დროების“ 140-ე და 145-ე ნომერში გამოქვეყნდა წერილი, რომელშიც უცნობი ავ-
39-1 საპატრიარქოს უწყებანი N39 26ნოემბერი-2დეკემბერი 2015წ გვ.17
დეკანოზი იოანე შიუკაშვილი (გაგრძელება)
ტორი ამხელდა სამღვდელოების წარმომადგენლებს მრევლისთვის საეკლესიო წესების შესრულებაში დამატებით ფულის გამოძალვის გამო, საუბარია ე. წ. „ტაქციაზე“. წერილში თელავის მაზრის უფროსი თბილისის გუბერნატორს წერდა, ეშუამდგომლა მას საქართველოს ეგზარქოსთან, რომ ყოველი საეკლესიო წესისათვის: ნათლობა, ჯვრისწერა, დაკრძალვა და სხვ. მოჭრილი ფასი ყოფილიყო დანიშნული. მამა იოანე გაეცნო აღნიშნულ წერილს და საკადრისი პასუხიც გასცა იმავე გაზეთის ფურცლებზე. იგი წერდა: „არ ვიცი, რისი თქმა სურთ ამით ჩვენს მწერლებს: მათ სურთ, ხალხი დაიხსნან მღვდლების შეწუხებისაგან, თუ მღვდლების ღარიბულ და ცუდ მდგომარეობაში შედიან? ვიმეორებ: თუ ხალხი ებრალებათ, რომ მღვდლები ძრიელ აწუხებენ მათ და მეტ გადასახადს ახდევინებენ ქრისტიანული წესების შესრულებისათვის, მაშ, რაღა ტაქციას სთხოვენ გუბერნატორსა? უნდა ეთხოვნათ, რომ ხალხი სრულებით გაენთავისუფლებინათ მღვდლების ხარჯისაგან, რადგან მღვდლებს, უსასყიდლოთ მიუღიათ და უსასყიდლოთ უნდა მისცენ, როგორი აზრიც არის გატარებული მთლად ხსენებულს მოწინავე სტატიაში... ვისაც არ შევხედავთ, მცოდნეს თუ უცოდინარსა, ყველანი გაცხარებით და ჭექა-ქუხილით ამტკიცებენ და ბაასობენ როგორც საზოგადოებაში, ეგრეთვე ჟურნალ-გაზეთებში მღვდლების უვარგისობაზე და უსწავლელობაზე, რომ მღვდლები ვერ ასრულებენ თავის მოვალეობას, ხალხს ღვარძლიან, აწუხებენ და სხვა /როგორც ამ წერილიდან ჩანს, მარტო დღეს არ ხდება სამღვდელოებისა და ეკლესიის მძაფრი კრიტიკა. მსგავსი შემთხვევები XIX ს–შიც ხშირი ყოფილა გ. მ.) მე ამას ვიტყვი ამაზედ, რომ თუმცა ათასში ერთი იქნება მოიპოვებოდეს ამისთანა მღვდელი, მაგრამ ამისთანა შეუსაბამო აზრის შედგენა საზოგადოდ მღვდლებზედ დიდი თავხედობაა და სიცრუე... უბედურობა ამ დროისა ის არის, რომ კაცი თავის თავს ვერ სცნობს და სხვას სჯის, სხვას ჰკიცხავს. სჯობს, ამისთანა ხალხმა ამოიღონ ჯერ თავიანთ თვალიდან დირი, რომ უკეთ დაინახონ სხვის თვალში ბეწვი. ძრიელ ხშირად მოიპოებიან ჩვენში ისეთნი პირნი, რომელნიც თვისის ცრუ-მსოფლიო დიდებისათვის და თავდაუხედავ თავის მოყვარეებისათვის, არ ზოგვენ არცა ძმასა, არცა მეგობარსა, არცა სარწმუნოებასა და არცა მის წარმომადგენელთა“... წერილის ბოლოში მამა იოანე წერდა, რომ შემდეგში უფრო ვრცლად ისაუბრებდა ამ საკითხის გარშემო და ზოგადად სამღვდელოების ავკარგიანობაზე, თუმცა, სამწუხაროდ, ის სტატია აღარ გაუშვია გაზეთის რედაქციას. 1880 წლის 28 ოქტომბერს მღვდელი იოანე თელავის საქალაქო სასწავლებელსა და თელავის წმ. ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. იგი გახლდათ საუკეთესო და გამოცდილი პედაგოგი და ამ დარგში ეწეოდა აქ- ტიურ და ნაყოფიერ მოღვაწეობას. მან დიდი ამაგი დასდო სახალხო განათლების საქმეს თელავის მაზრაში. ფინანსურად ეხმარებოდა ღარიბ და ხელმოკლე ოჯახებს, რომ მათ შვილები სკოლის კედლებში მიეყვანათ და სასწავლებელს არ გამოკლებოდნენ. ჩუქნიდა მათ წიგნებსა და სხვა სასწავლო ნივთებს. ხშირად უქადაგებდა ბავშვებს სწავლა-განათლების მნიშვნელობაზე და მათ გულებში სკოლისა და წიგნის სიყვარულს ნერგავდა. 1882 წელს თელავის კლუბში ჩატარდა საღამო, საქველმოქმედო მიზნით, სადაც წაიკითხეს ორი ლექცია. მათ შორის ერთ-ერთი გახლდათ მამა იოანე, რომელმაც ქალიშვილთა აღზრდაზე თავისი მოსაზრება გააცნო საზოგადოებას. იგი თვლიდა: „აღზრდა შვილთა საზოგადოდ იმ წლოვანობამდისინ, ვიდრე მათ სკოლას ჩააბარებდნენ, შეადგენს უუპირველეს მოვალეობას მშობელთა. რადგანაც მამა, თავის სხვადასხვა მოვალეობის გამო, არ იმყოფება ხშირად ოჯახში და არის იგი თითქმის სტუმარი თავის სახლობისა, ამისათვის მამა როგორღაც სცილდება თავიდგან ეს მოვალეობას და ეხვევა მთლად კისერზედ მშობელს დედას. ამისათვის დიდი და დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს მთავრობამ და საზოგადოებამ განსაკუთრებით ქალიშვილთა აღზრდას ყოველის მხრივ, რომ მათ ღირსეულად შეასრულონ შემდეგში თავიანთი მძიმე და ნაყოფიერი მოვალეობა შვილთადმი: ჩაუნერგონ სიყვარული ღვთისა და კაცისა და გაუღვიძონ მათ ლტოლვილება კეთილისადმი“. 1890 წლის 10 თებერვალს გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და ეთნოგრაფი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე. თელავის საზოგადოებამ საკათედრო ტაძარში პანაშვიდი გადაუხადა მათთვის ძვირფას მეცნიერსა და დაუღალავ მოქალაქეს. პანაშვიდის შემდეგ ბრწყინვალე ქადაგება წარმოთქვა მამა იოანემ, რომელმაც ვრცლად ისაუბრა მის ნაყოფიერ სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობაზე, დაახასიათა მისი დადებითი მხარეები და თავისი ქადაგება ამ სიტყვებით
დაასრულა: „ძმანო! განგებამ ღვთისამან ინება ესრედ, ჩვენდა სასჯელად, ჩვენდა საგრძნობელად, ჩვენდა გულის მხილებად, რომ არა კმარა მცირე მუშაკი ასე ვრცელსა სარბიელსა ზედა. დროა დავრწმუნდეთ და გამოვიღოთ თითოეულმა ჩვენგანმა ნაყოფი საზოგადო, შევუდგეთ საო საქმესა შეძლებისდაგვარად. უკეთუ ახლაც სასჯელსა ჩვენსა, მოვლინებულსა განგებისაგან, თვალს აარიდებს ერი, უკეთუ ახლაც გულსა და გონებას დაიხშობს, დაეცემა, დაირღვევა, განიბნევა თვის მამულისაგან და აღიგვება პირისაგან ქვეყანისა? შევერთდეთ ერთად, ქართველნო, წრფელისა
39-2 საპატრიარქოს უწყებანი N39 26ნოემბერი-2დეკემბერი 2015წ გვ.18
დეკანოზი იოანე შიუკაშვილი (გაგრძელება)
გულით და ქვეყნის სიყვარულით აღსავსენი. საერთო ძმურის კავშირით, დაცემულ ქართველთა ერის საკეთილდღეოდ. გვახსოვდეს და ვიხელთმძღვანელოთ აწ განსვენებულის დიმიტრი ბაქრაძის ცხოვრებითა და მაგალითით. მოვიდრიკოთ მუხლი და შევვედროთ მფარველსა, და პატრონსა ჩვენსა ღვთისმშობელსა, რომლის წილხვედრია ჩვენი ივერია, რათა მისის შუამდგომლობით წინაშე ძისა თვისისა, მისცეს ჩვენგნით დაუვიწყარსა, ღვაწლით შემოსილსა თანამემამულესა ჩვენსა დიმიტრის საუკუნო განსვენება წმინდათა შორის ზეციურ ცხოვრებაში. ამინ“. 1893 წლის 24-25 აპრილს საქართველოს ეგზარქოსი ვლადიმერი (ბოგოიავლენსკი) სტუმრობდა ალავერდის ეპარქიას. პირველად მან შუამთის მონასტერი მოილოცა, იქიდან კი თელავს ესტუმრა და ქალაქში შესვლისთანავე პირდაპირ საკათედრო ტაძარში მიბრძანდა, სადაც შეკრებილი იყო ადგილობრივი კრებული და აუარებელი მრევლი. მისასალმებელი სიტყვის წარმოთქმა სამღვდელოებამ მღვდელ იოანე შიუკაშვილს დააკისრა, რომელმაც ეგზარქოსს შესაფერისი ქადაგებით მიმართა. 1895 წლის 10 აპრილს გარდაიცვალა ქართველი პოეტი ქალი და საზოგადო მოღვაწე, ბარბარე ერისთავიჯორჯაძისა. თელავის საზოგადოებამ მას პანაშვიდი გადაუხადა, სადაც ასევე საკმაოდ ვრცელი და საინტერესო ქადაგება მამა იოანემ წარმოთქვა. დედაეკლესიაში პატიოსანი და ნაყოფიერი სამსახურისათვის დეკანოზი იოანე დაჯილდოებული იყო მრავალი საეკლესიო ჯილდოთი: 1877 წლის 20 ივნისს საგვერდულით; 1892 წლის 6 ივნისს სკუფიით; 1895 წლის 6 მაისს კამილავკით; 1903 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით; 1910 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდებით; 1913 წლის 15 მაისს წმ. ანას III ხარისხის ორდენით. დეკანოზი იოანე დაუფარავად უპირისპირდებოდა რუსეთის იმპერიის პოლიტიკურ ამბიციებსა და მისწრაფებებს. იმჟამად საქართველოში მრავლად ხდებოდა ისეთი ფაქტები, რომლებიც ქართველი საზოგადოების სრულიად სამართლიან გაღიზიანებას იწვევდა. ზოგიერთი რუსი საეკლესიო თუ
საზოგადო მოღვაწე განგებ ამახინჯებდა ისტორიულ სინამდვილეს, ცდილობდა ქართული ენის შევიწროებას, მიზანმიმართულად ლახავდა ქართულ კულტურასა და მის საუკუნოებრივ ტრადიციებს. სხვა ქართველ მამულიშვილებთან ერთად მამა იოანეც მტკიცედ იდგა ქვეყნის სადარაჯოზე და არაერთხელ გამოუხატავს თავისი აზრი და უკმაყოფილება ამ საკითხებთან დაკავშირებით. 1894 წელს გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე მან ამხილა მეცნიერი ალექსანდრე გრენი, რომელმაც რუსულ გაზეთ „კავკაზში“ თამარ მეფესა და საქართველოს სამეფოს მაშინდელ წეს-წყობილებაზე ტყუილი და ცილისმწამებლური წერილი გამოაქვეყნა. ეს ის გრენია, რომელმაც უკვე მოგვიანებით, კერძოდ კი, 1899 წელს გამოცემულ მეგრულ საანბანო სახელმძღვანელოს წინასიტყვაობაში წერდა: „ამ ანბანის შედგენისას მე მიზნად მქონდა, როგორმე, თუნდაც არაპირდაპირ, გამომეწვია ეროვნული ბრძოლისათვის მეგრელები, რომლებსაც ფეხქვეშ თელავს უფრო ძლიერი ქართველი ხალხი. ჭეშმარიტად, ასეთი ბრძოლა სრულიად შეუძლებელია საკუთარი ეროვნული ანბანის უქონლად, (იმ ანბანისა, რომლითაც მეგრელი ისევე გამოხატავდა თავის აზრებს, როგორც მისი მტერი, ამ შემთხვევაში – ქართველი“. თამარ მეფეზე წერილის გაცნობის შემდეგ გულმოკლული მოძღვარი წერდა: „უცნაურია და ყოვლად საოცარი ის შეურაცხყოფა, რომელიც მიაყენა ბ-ნმა გრენმა თამარ მეფეს კერძოდ და მეთორმეტე საუკუნეს საზოგადოდ. თუმცა არა ვარ ისტორიკოსი, მაგრამ საქართველოს ისტორია კი მიკითხავს და ცოტა მაინც გამიცვნია. მე მის წაკითხულ ლექციას კრიტიკულად ვერ გავარჩევ, რადგან იმისთანა მეცნიერთან შებრძოლება, რომელმაც ახალი ამერიკა აღმოაჩინა, სად შეუძლიან ჩემისთანა ცოდვილს, მაგრამ იმედი არ დამკარგვია, რომ საქართველოს ჰყავს განვითარებულნი და მცოდნე კაცნი, რომელნიც მიუსაჯავენ წესისამებრ და საქმისა მისისამებრ ბ-ნს გრენს. ქართველთა ერის წინაშე ჩვენი ისტორიკოსები მოვალენი არიან ზნეობრივად მიუდგომლად გაარჩიონ ბ-ნ გრენის ლექცია და დაგვარწმუნონ, რომ თამარ მეფე, ეს წმინდა და უმანკო ჭურჭელი ქრისტეს სარწმუნოებისა, ზნეობისა და ნიჭიერებისა, არ იყო ისე დაცემული ზნეობით, როგორც ბრძანებს ბ-ნი მეცნიერი გრენი თავისს ლექციაში.. ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ დროა, მოისპოს ცრუ, ტყუილი ცილისწამება ისეთ სანეტაროდ მოსაგონებელთა ადამიანთა, როგორიც იყო ჩვენთვის, ქართველთათვის, თამარ დედოფალი, რომლის სახელიც ყოველს ქართველს ეხლაც კი ბაგეზედ აკერია და რომელსაც ყოველთვის. კრძალვითა და პატივისცემით იხსენიებს“. 1904 წლიდან მამა იოანე ხელმძლვანელობდა თელავის საკათედრო ტაძართან არსებულ ორკლასიან სამრევლო-საეკლესიო სკოლას, სადაც პედაგოგად მისი ერთ-ერთი ქალიშვილიც მუშაობდა. 1910 წლის იანვარში მღვდელი იოანე თელავის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. ამავე წელს ტაძართან არსებული ორკლასიანი სკოლა ერთკლასიანად გადაკეთდა. ამასთან დაკავშირებით, გაზეთ „სახალხო გაზეთის" ფურცლებზე უცნობმა ავტორმა –– ფსევდონიმით „კლერიკალი“ და „ზარავანდა“ –– ორი სტატია გამოაქვეყნა, სადაც სკოლის დამცრობის საქმეში დეკანოზ იოანე შიუკაშვილსა
39-3 საპატრიარქოს უწყებანი N39 26ნოემბერი-2დეკემბერი 2015წ გვ.19
დეკანოზი იოანე შიუკაშვილი (გაგრძელება)
და მის ქალიშვილს ადანაშაულებდა. დეკანოზმა იოანემ ამავე გაზეთის ფურცლებზე საკადრისი პასუხი გასცა ცილისმწამებელს და დაასაბუთა თავისი უდანაშაულობა. როგორც შემდეგში გაირკვა, საეპარქიო მეთვალყურის რევიზიის დროს, მასწავლებლების მოუმზადებლობა გამხდარა საბაბი სკოლის ერთკლასიანად გადაკეთებისა. სტატიაში დეკანოზი იოანე თავის წერილს ასე ამთავრებს: „უკეთუ ჩემი პასუხის სიმართლეზე არ დარწმუნდებიან ბბ. კლერიკალი და ზარავანდა, მაშინ მათ ვთხოვ, ნიღაბი აიხადონ, ნამდვილის პირის სახით მეჩვენონ, სახელი და გვარი გამოაცხადონ, რის შემდეგაც სასამართლოში სამედიატორო წესით გაირჩეს ჩვენი დავა“. უცნობმა ავტორებმა (სავარაუდოთ, იგი ერთიდაიგივე პიროვნება იყო) თავისი ვინაობის გამჟღავნება არ ისურვეს, რადგან კარგად უწყოდნენ თავიანთი სიცრუე და მამა იოანემაც წყნარად გააგრძელა თავისი მოღვაწეობა. 1914 წლიდან დეკანოზი იოანე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი. 1916 წლიდან კი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი. 1917 წლის 12 მარტს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გამოცხადებულ ავტოკეფალიას უკვე მხცოვანი მოძღვარი დიდი სიხარულით შეხვდა. საქართველოს კათალიკოსის მოსაყდრეს, ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) თელავიდან მისალოცი დეპეშაც გაუგზავნა, სადაც ეწერა: „თელავის მაზრის ეკლესიის მსახურნი გილოცავენ მშობელი ეკლესიის ავტოკეფალური ცხოვრების აღდგენას. სამღვდელოების მონდობილობით დეკანოზი შიუკაშვილი და მღ. დეკანოზიშვილი“. 1917 წლის 8-17 სექტემბერს ჩატარდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი საეკლესიო კრება, სადაც 13 ეპარქია შეიქმნა. ერთ-ერთი იყო ალავერდის ეპარქია. თავად ეპარქიაში კი შეიქმნა საეპარქიო საბჭო, რომლის ერთ-ერთი წევრი დეკანოზი იოანეც გახლდათ. 1918 წლის შობის მარხვაში ალავერდელმა ეპისკოპოსმა პიროსმა (ოქროპირიძე), დეკანოზი იოანე დედაეკლესიაში ორმოცდაათწლიანი ერთგული და ნაყოფიერი სამსახურისათვის მიტრით დააჯილდოვა. 1920 წლის 3 აპრილს მოძღვარი ქვემო ხოდაშენის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის წინამძღვრად ჩანს, რადგან ხელს აწერს ამ ეკლესიის საბუთს. 1921 წლის 11 ივნისს ისევ თელავის საკათედრო ტაძრის წინამძლვრად იხსენიება. ამ დღეს შეიქმნა ეპარქიის ქვრივ-ობოლთა რომლის თავმჯდომარედ დეკანოზი სამზრუნველო, იოანე შიუკაშვილი დაინიშნა. წევრები იყვნენ: დეკანოზი იროდიონ შავლიაშვილი, მღვდელი იოანე ხატიაშვილი (შეთავსებით იყო მდივანიც) და მღვდელი სარდიონ ალადაშვილი. შემორჩენილია 1921 წლის ალავერდის ეპარქიის საკათედრო ტაძრისა და საეპარქიო საბჭოს წევრთა სახელფასო უწყისები, რომლის თანახმად 1921 წლის 7 ივნისს დეკანოზ იოანეს ხელფასი, როგორც საკათედრო ტაძრის წინამძღვრისა, 10 000 მანეთით განისაზღვრებოდა, ხოლო ამავე წლის 1 აგვისტოდან მას ხელფასი 30 000 მანეთი გაუხდა. როგორც მოგეხსენებათ, 1921 წლის თებერვალმარტის საქართველოს ანექსიის დროს ქვეყანაში მძიმე ვითარებამ დაისადგურა. კომუნისტებმა ეკლესიასა და მის მსახურებს გაშმაგებით შეუტიეს. მათი მსახვრალი ხელი მოხუცებულ დეკანოზსაც არ აცდა. 1921 წლის 3 მაისს თელავის საკათედრო ტაძრის კრებული თელავის რევკომის თავმჯდომარეს შალვა მათიკაშვილს წერდა: „1921 წლის 1 მაისს (ახ. სტ.), აღდგომას, თელავის საკათედრო ტაძარში შემოიჭრა მილიციონერი ბუღლიაშვილი. ამბიონზე მდგარ დეკანოზ დიმიტრი დეკანოზიშვილს არ აცალა ქადაგება და აღსავლის კარით შევარდა საკურთხეველში. მან განაცხადა, რომ აქვს შეკითხვები ღმერთთან დაკავშირებით. იქვე იყო მეორე შეიარაღებული მილიციელიც. ჩვენ აუხსენით, რომ მსახურების დროს ეს არ შეიძლება და ამისთვის სხვა დროს მოსულიყო. თუმცა ის გარეთ უპირებდა მამა დიმიტრის გაყვანას. მორწმუნე ხალხში ამან გამოიწვია დიდი ჩოჩქოლი და უკმაყოფილება. მან ასევე დაუმიზნა რევოლვერი გულში მამა იოანე შიუკაშვილს და მიაყენა შეურაცხყოფა მედავითნე ილია ქაჯაიას. გთხოვთ, მიაქციოთ ჯეროვანი ყურადღება თქვენს ხელქვეითებს, რომ აღარ მოხდეს მორწმუნეთა გრძნობების შელახვა“.
39-4 საპატრიარქოს უწყებანი N39 26ნოემბერი-2დეკემბერი 2015წ გვ.20
დეკანოზი იოანე შიუკაშვილი (დასასრული)
სამწუხაროდ, მსგავსი თხოვნები და მოწოდებები მხოლოდ ქაღალდზე დაწერილად რჩებოდა. ხელისუფლება არაფერს აკეთებდა სამღვდელოების დასაცავად, პირიქით, ხშირად ისინი გვევლინებოდნენ წამქეზებლებადაც. სავარაუდოდ, ამ ამბის შემდეგ, დეკანოზ იოანეს თელავში დიდხანს აღარ უმსახურია. 1922 წლის ივნისში კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს იგი რუისპირის ლვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრად იხსენიება. ოთხმოცს გადაცილებული მოძღვარი XX ს-ის 20-იან წლებში გარდაიცვალა დეკანოზ იოანეს ჰყავდა მეუღლე ანა იოანეს ასული (1851) და სამი შვილი: ანასტასია, ნიკოლოზი (17.05.1870-14.08.1938), ქართველი დრამატურგი, პედაგოგი, აროთონეირიარ. სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1932), თამარი.
იოანე შიუკაშვილი XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან იყო პატარა კახის კარის ეკლესიის დეკანოზი, სადაც XX საუკუნის 20-იან წლებამდე იღვაწა. მის ოჯახში სხადასხვა დროს სტუმრად ყოფილან ცნობილი და სახელოვანი ქართველი მამულიშვილები: ილია, აკაკი, ვაჟა, ალექსანდრე ყაზბეგი, ვასილ ბარნოვი, ანტონ ფურცელაძე, ეკატერინე გაბაშვილი და სხვ. იოანე შიუკაშვილს ურთიერთობა ჰქონდა ექვთიმე თაყაიშვილთან, მის მიერ 1916 წლის 26 მარტს დაწერილი წერილი ინახება დიდი მეცნიერის არქივში, მიმოწერა ჰქონია აგრეთვე მოსე ჯანაშვილთანაც (ხელნაწერთა ინსტიტუტი, №1458; ლიტერატურის მუზეუმი, №21695). 1890 წელს თელავში, მის მიერ დიმიტრი ბაქრაძის პანაშვიდზე წარმოთქმული სიტყვა გამოქვეყნდა გაზეთ "ივერიის" 1890 წლის №42. 1897 წელს იოანე შიუკაშვილს ცნობილი მჭერმეტყველური სიტყვა წარმოუთქვამს ნიკოლოზ ზაქარიას ძე ჭავჭავაძის ცხედრის გამოსვენებისას. მის მეუღლეს, ანა აბრამიშვილს დედის (ჩერქეზიშვილების) ოჯახიდან ჰქონია მდიდარი ბიბლიოთეკა, მათი ოჯახის უმთავრესი ინტერესის საგანი იყო ქართული ენა და ლიტერატურა, თეატრი, მუსიკა. დრამატურგ ნიკო შიუკაშვილის მამა.
წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.179
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილება, ნამდვილი წევრი (1914-)
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების სარევიზიო კომისია, წევრი (1916-)
1886 წლის 19 იანვარს ილია ჭავჭავაძემ ივანე ხატიაშვილისგან მიიღო წერილი, რომელშიც საუბარი იყო „ივერიაში“ ქართული ენის მართლწერის საკითხებთან დაკავშირებით დაბეჭდილ ალექსანდრე მირიანაშვილის სტატიაზე.
1889 წელს მღვდელმა იოანე შიუკაშვილმა თელავის სატუსაღოს წიგნსაცავს წიგნები შესწირა.
1889 წლის 9 მარტის გაზეთ „ივერიაში“ მიხეილ ხელაევმა თელავის სატუსაღოს წიგნსაცავისთვის წიგნების შეწირვისთვის მადლობა გადაუხადა ნიკო ჩოლოყაშვილს, იოანე შიუკაშვილს, ვასილ კიკნაძესა და სოსიკო მაჭავარიანს.