სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12038

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
 ილია ანტონის ძე მელია 1915-1988წწ დეკანოზი დაბ. ქუთაისი, გაიზარდა ბათუმი;  ილია ანტონის ძე მელია 1915-1988წწ დეკანოზი დაბ. ქუთაისი, გაიზარდა ბათუმი;

1915-1988 წწ. გარდ. 73 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი მელია სია

ბათუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

ილია ანტონის ძე მელია 1915-1988წწ დეკანოზი დაბ. ქუთაისი, გაიზარდა ბათუმი;

დეკანოზი ილია მელია 1915-1988
          „არც ერთი ღალატი, არც ერთი გაცემა!
დიდება უფალს და ბრავო ჩემს მრევლს!“
დეკანოზი ილია ანტონის ძე მელია 1915 წლის 20 თებერვალს ქ. ქუთაისში შეძლებული პირის ოჯახში დაიბადა. დედა ნინო ქაჯაია გახლდათ. მისი დაბადების შემდეგ მელიები საცხოვრებლად ბათუმში გადავიდნენ. 1922 წლის დასაწყისში მამამისი ანტონი სავაჭრო ურთიერთობისთვის კონსტანტინოპოლს მიავლინეს. მას თან ახლდნენ მეუღლე და სამი შვილი: ილია, ანტონი და მერი, ხოლო ქალ-ვაჟი ნინო და ოთარი ბებიასთან დარჩნენ ბათუმში. კონსტანტინეპოლში ილია და მისი და-ძმა წმ. გიორგის იეზუიტურ სკოლაში მიაბარეს აღსაზრდელად. ამავე წლის დეკემბერში ქელამ ფაშამ აკრძალა პანსიონები, რის გამოც ხსენებული პანსიონი ბელგიაში, მთავარ პანსიონს შეუერთდა. ამასთან დაკავშირებით ანტონსა და მის ოჯახს ბელგიაში მოუხდათ გამგზავრება და იქ ბავშვები მიაბარეს ქალაქ ნამიურის წმ. გიორგის სახელობის პანსიონატში, სადაც მათ საფუძვლიანად შეისწავლეს ძველი ბერძნული და ლათიჩური ენები. 1926 წელს ილიას მშობლები სამშობლოში დაბრუნდნენ, ხოლო იგი და-ძმასთან ერთად იქვე დატოვეს სწავლის გასაგრძელებლად.


1933 წელს ილიამ პანსიონი დაამთავრა და ამავე წელს ნამიურის ღვთისმშობლის სახ. მშვიდობის ინსტიტუტში იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა, ხოლო 1935-1939 წლებში სენ-სერჟის ორთოდოქსული თეოლოგიის ინსტიტუტი დაამთავრა. მამა ილიას უმცროსი ძმის, ოთარის გადმოცემით, ამ პერიოდში პატარა  ილიას ცნობილი საეკლესიო მოღვაწე წმ. გრიგოლ ფერაძე მფარველობდა. სასწავლებლის დასრულებლის შემდეგ მიტროპოლიტი ელიოზი ახალგაზრდა ილიას საფრანგეთის  აღმოსავლეთში მიავლენს, რათა იგი მოემსახუროს დიდ ქარხნებში უწესრიგოდ აღმოცენებულ სალოცავებს. ამ ქარხნებში 1920 წლის შემდეგ რუსეთიდან მასობრივად ჩასული ემიგრანტები მუშაობდნენ. 1943 წლის 12 ივლისს ილია მელიამ ჯვარი დაიწერა ალა  მელნიკოვაზე. აქედან იწყება  მისი სასულიერო მოღვაწეობა.  1943 წლის 8 აგვისტოს იგი დიაკვნად აკურთხეს, ხოლო ამავე წლის 19 აგვისტოს პარიზის წმ. ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარში მღვდლად  დაასხეს ხელი და ქ. ბელფორის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში დაინიშნა. ამ დროს საფრანგეთი გერმანელი ფაშისტების მიერ იყო ოკუპირებული. მსახურების პირველ წლებში ახლად ნაკურთხი მოძღვრის სასულიერო მოღვაწეობა განსაკუთრებული მამაცობით ხასიათდებოდა. თეოლოგიის პროფესორი
ელისაბედ ბეერ-სიეგელი წერდა, რომ ბელფორში მცხოვრებმა მამა ილიამ ველოსიპედით გაიარა ვოგეზები (საომარი მოქმედების ზონა), გადაკვეთა ფრონტის ხაზი და ჩამოვიდა ჩვენთან ჩემი ბიჭის მოსანათლად, რომელიც 1944 წლის ოქტომბერში დაიბადა. იგივე ელისაბედი თამაზ ნასყიდაშვილს უყვებოდა, რომ მამა ილია ზრუნავდა  ებრაელებზე, აფრთხილებდა მათ მოსალოდნელი დაჭერების შესახებ. ჩვეულებრივად ეს ხდებოდა ბუნების წიაღში სეირნობისას. მას არ ასვენებდა პოლიცია. გერმანელები (კდილობდნენ გაეგოთ, ჰყავდა თუ არა მრევლში ებრაელები. მამა ილიას ჩანაწერებში აღწერილია, თუ როგორ ცდილობდა  ის გერმანიაში სამუშაოდ გასაგზავნი განწირული ადამიანების, მათ შორის, ქალიშვილებისა და აღმოსავლეთ ფრონტზე ტყვედ აყვანილი რუსების გადარჩენას. მამა ილიას თავდადებული საქციელით 500-ზე მეტი ადამიანი გადაურჩა სიკვდილს. მის ჩანაწერებში ვკითხულობთ: „ეს გაგრძელდა 1944 წლის 6 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდე, ორ თვეზე მეტხანს... და არც ერთი ღალატი, არც ერთი გაცემა დიდება უფალს და ბრავო ჩემს მრევლს!“

3-1 საპატრიარქოს უწყებანი N3 28იანვარი-2თებერვალი 2016წ გვ.18
დეკანოზი ილია მელია 1915-1988 (გაგრძელება)

1945 წლიდან მღვდელი ილია წმ. სერაფიმე საროველის ტაძრის წინამძღვარი იყო ნორმანდიაში. 1946 წელს დაინიშნა ქ. კოლომბელის (კალვადოსი) წმ. სერჟის ეკლესიის მლვდლად. იგი წლების მანძილზე ემსახურებოდა მონბელიარის, სოშოს, ბეზანსონისა და ნანსის თემების ეკლესიებს, ვიდრე 1949 წლის მარტში პარიზის წმ. ნინოს ეკლესიაში
არ დამკვიდრდა. ამიერიდან უფრო მრავალმხრივი და დაუცხრომელი ხდება ღვაწლი მამა ილიასი. იგი ორმოც წელზე მეტ ხანს იყო წმ. ნინოს ქართული სამრევლოს წინამძღვარი და ზნეობრივი ავტორიტეტი ლტოლვილი ქართველებისა არა მარტო საფრანგეთში, არამედ მთელს ევროპაში. მის გარშემო ერთიანდებოდნენ უცხოეთში გაბნეული ქართველები და მწყსიდა მათ ყოველთა მწყემსის შემწეობით.
პარიზის წმ. ნინოს სახელობის ეკლესია 1929 წელს დაფუძნდა იქ მცხოვრები ქართველი მართლმადიდებლებისაგან. 1944 წლიდან ლვთისმსახურება კერძო მესაკუთრისაგან ნაქირავებ პატარა სამლოცველოში სრულდებოდა; 1973 წლის სექტემბერში საფრანგეთში არსებული ქართული
სათვისტომოს თავჯდომარის, ბატონ ლევან ზურაბიშვილის ინიციატივითა და მამა ილიას ლოცვითა და გარჯით (მეორე ვერსიით ეს მოხდა  1964-1965 წლებში  ავტ.) როზიერების ქუჩაზე ქართველებმა შეიძინეს მრავალსართულიანი ბინის ქვედა სართული. იქ გაიხსნა წმ. ნინოს სახელობის ეკლესია, სადაც ჟამისწირვა დღემდე ქართულ ენაზე შეიწირება და ქართული საგალობლები აღევლინება. სალოცავი გააფორმა არქიტექტორმა ალექსი კობახიძემ. წმ. ნინოს ეკლესია უცხოეთში მკვიდრ
ღვთის სიტყვას მონატრებულ ქართველ მართლმადიდებელთა საყუდელია, ხოლო წინამძღვარი ხსენებული ეკლესიისა, აწ განსვენებული მაღალლღირსი მამა ილია, გაბნეულ ცხოვართა ჭეშმარიტად
ღვთივგანჩინებული მოძღვარი იყო. იგი სულიერად თუ მატერიალურად შეეწეოდა თავის მრევლს; მის გარშემო ერთიანდებოდნენ ქართველები; მან
დააწესა „ხუთშაბათობა“ დღე. ამ დღეს პარიზში მცხოვრებ ქართველთა ბავშვებისათვის დეკანოზი ილია თავის ბინაზე სასულიერო შინაარსის შემცველ გაკვეთილებს ატარებდა. მოგვიანებით ეს დღე
ქართველთა შეკრებების დღედ გადაქცეულა. მამა ილიას სულიერი შვილის და ოჯახის ახლობელის ქალბატონ რუსუდან კალატოზიშვილის გადმოცემით ხუთშაბათი დასვენების დღე იყო და ბავშვებთან ერთად უფროსებიც იკრიბებოდნენ. შემდგომ უკვე ფართო ხასიათი მიუღია ამ შეკრებებს და ამიტომ „ხუთშაბათობა“ მორიგეობით ქართულ ოჯახებშიც ეწყობოდა, სადაც იმართებოდა საუბრები, საღამოები, რაც უცხოეთში გაბნეულ ქართველთა დაახლოებას უწყობდა ხელს. „ხუთშაბათობის“
გარდა, დიდი სადღესასწაულო შეხვედებიც დააწესა მოძღვარმა. კერძოდ, 25 დეკემბერს, საშობაო წირვის შემდეგ შეიყრებოდნენ ქართველები და
მართავდნენ „შობის ხეს“. მრავალმხრივი და დაუცხრომელი იყო მამა
ილიას ღვაწლი. 1951 წელს მან რადიოთი უქადაგა და მიულოცა მრევლს ახალი წელი და აღდგომა. 1963 წლის 13 იანვარს მას დეკანოზის წოდება მიენიჭა. დეკანოზ ილიას 1946 წლიდან სიკვდილამდე პროფესორის თანამდებობა ეკავა პარიზის სენსერჟის მართლმადიდებლური თეოლოგიის ინსტიტუტში. კითხულობდა ლექციებს თეოლოგიასა და ძველი ეკლესიის ისტორიაში. გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი მართლმადიდებლობისა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის შესახებ.  მამულიშვილთა დამხმარე კომიტეტის საქართველოს ერთ-ერთი დამაიგი იყო რეპრესირებულ სოლიდარობა არსებელი და გამგეობის წევრი;
აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პრესასთან („თავისუფლების ტრიბუნა“, „გუშაგი“ და სხვ.).



1971-1979 წლებში დეკანოზი
ილია, როგორც დელეგატი, მონაწილეობდა სემინარებში, სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში. ესწრებოდა ათენში, მადრიდში, კანადასა და სტოკჰოლმში გამართულ ეკუმენურ შეხვედრებზე. მსოფლიო საპატრიარქოს ეგზარქოსთა თხოვნით მამა ილია მელია სხებდასხვა კონფქ

3-2 საპატრიარქოს უწყებანი N3 28იანვარი-2თებერვალი 2016წ გვ.19
დეკანოზი ილია მელია 1915-1988 (დასასრული)

სიის ქრისტიანთა დასაახლოებლად გამართულ ამა თუ იმ ღონისძიებაში მსოფლიო საპატრიარქოს რეგულარულად წარმოადგენდა ხოლმე. ამასთან დაკავშირებით, მას შეხვედრა ჰქონდა მის უწმინდესობა რომის პაპთან, პავლე VI-თან. ღვაწლმოსილი მოძღვარი ოჯახის კეთილმმართველიც იყო. მას პარიზში დარჩა მეუღლე ალლა და სამი შვილი: ილია, ნინო და ქეთევანი. მამა ილიას თბილისში მცხოვრებ და-ძმასთან, ოთარ და ნინო მელიებთან მუდმივი კავშირი ჰქონდა. უცხოეთში მცხოვრები ქართველთა ღვთივგანჩინებული მწყემსის მაღალღირსი მამა ილიას ჯვარი მძიმე იყო, მშობლიური მიწის მონატრებით დიდ  ადამიანურ ტკივილს ეზიდებოდა: ერთხელ, პარიზში მასთან სტუმრად ჩასული დისთვის -– ნინოსთვის
გაუმხელია: „ჯერ დედა დამაკლდა და შემდეგ დედა სამშობლოო“.
დეკანოზი ილია განსაკუთრებული პატივისცემით იყო გამსჭვალული წმ. მოწამე არქიმანდრიტ გრიგოლის (ფერაძე) მიმართ. 1985-1987 წლებში
ჟურნალ „გუშაგში“ მან სამი მნიშვნელოვანი წერილი გამოაქვეყნა მამა გრიგოლის ცხოვრებასა და  მოღვაწეობაზე. ასევე, მან დაიყოლია პოლონელი მოძღვარი, დეკანოზი ჰენრიკ პაპროცკი შეესწავლა მღვდელმოწამის ცხოვრება. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მამა ილია არქიმანდრიტ გრიგოლის მსგავსი სულიერებით იყო აღსავსე. ორივე
მოძღვარმა ერთმანეთს შეუთავსა ღვთისმსახურება და სამეცნიერო კვლევები. გერმანელთა ოკუპაციის უმძიმეს პირობებში, საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით, ისინი იღვწოდნენ ქრისტიანული
ფასეულობების დასაცავად და განსამტკიცებლად. 1980 წლის 10 თებერვალს პარიზის წმ. ნინოს  ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ისა და დეკანოზ ილიას ერთობლივი წირვა აღევლინა. დეკანოზი ილია გარდაიცვალა 1988 წლის 15
მარტს ქ. ობერვილიეს (პარიზთან ახლოს) საავადმყოფოში. დაკრძალულია ლევილში, ქართველთა სასაფლაოზე. 1988 წლის 16 მარტს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, წირვის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მრევლს აუწყა, რომ ღვთივგანისვენა პარიზში მოღვაწე წმ. ნინოს ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია მელიამ და განსვენებულის სახელზე პანაშვიდი გადაიხადა. პანაშვიდს დიდძალი მრევლი დაესწრო. მათ შორის იყვნენ განსვენებულის ახლობლებიც.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.12.2025
ბოლო რედაქტირება 28.12.2025
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0