სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12049

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ისააკ აბრამის ძე ჩეკურიშვილი 1878-1937წწ დეკანოზი დაბ. სოფ. შაშიანი (გურჯაანი) ისააკ აბრამის ძე ჩეკურიშვილი 1878-1937წწ დეკანოზი დაბ. სოფ. შაშიანი (გურჯაანი)

1878-1937 წწ. გარდ. 59 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ჩეკურიშვილი სია

გურჯაანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

23       ბეჭდვა

ისააკ აბრამის ძე ჩეკურიშვილი 1878-1937წწ დეკანოზი დაბ. სოფ. შაშიანი (გურჯაანი)

საპატრიარქოს უწყებანი N34 10-16ნოემბერი 2016წ გვ.16
დეკანოზი ისააკ ჩეკურიშვილი „შევიყვაროთ შრომა, რომ რიგიანათ მოუაროთ ქრისტეს „ვენახს“. 1878 –- 1937

ვაგრძელებთ 1927-1938 წლებში საქართველოში რეპრესირებულ სასულიერო პირთა ამსახველი ცხოვრების მოძიებასა და მათზე ინფორმაციის შეკრებას. ულმობელმა ეპოქამ უამრავი კეთილშობილი და ერისათვის თავდადებული მამულიშვილის სიცოცხლე შეიწირა. მათ რიგებშია დეკანოზი ისააკ ჩეკურიშვილი.

დეკანოზი ისააკი 1878 წელს თბილისის გუბერნიაში, თელავის მაზრის სოფ. შაშიანში, მედავითნე აბრაამ ისააკის ძისა და მაკრინე დიმიტრის ასულ ჩეკურიშვილების ოჯახში დაიბადა. 1900 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1900 წლის 27 აგვისტოს დიაკვნად აკურთხეს, ამავე წლის 29 აგვისტოს მღვდლად დაასხეს ხელი და ამტნისხევის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესეს. 1900 წლის 19 სექტემბერს ამტნისხევის კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. ასევე ორი წელი უსასყიდლოდ ასწავლიდა გალობას. 1902 წლის 23 ივლისს სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახ. საკათედრო ტაძარში მედავითნის შტატში დაინიშნა. 1902 წლის 2 დეკემბრიდან 1903 წლის 29 მარტამდე ევალებოდა თბილისის | სახალხო სასამართლოში მოწმეთა დაფიცება. 1903 წლის 15 თებერვლიდან ამავე წლის 10 ნოემბრამდე თბილისის საოლქო სასამართლოში, ხოლო 1903 წლის 23 მარტიდან ამავე წლის სექტემბრამდე სასამართლო პალატაში იგივე მოვალეობას აღასრულებდა. 1903 წლის 25 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1903 წლის 17 ოქტომბერს თბილისის ვერის II დაწყებით სასწავლებელში სალვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. 1905 წლის 5 ნოემბერს სიონის საკათედრო ტაძრის დიაკვნის შტატში გადაიყვანეს. 1906 წლის 15 მარტს სკუფია უბოძეს.



1908 წლის 23 სექტემბერს საკურთხევლად მომზადებულ პირთა გამომცდელი კომისიის წევრი და საქმის მწარმოებელია. 1912 წლიდან სიონის საკათედრო ტაძართან დაარსებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახ. ძმობის წევრია. ამ კომისიას დავალებული ჰქონდა შეეკრიბა ქადაგებები კვირა–უქმე დღეებისათვის, დაებეჭდა და დაეგზავნა სხვადასხვა მრევლის მღვდლებისათვის. ამრიგად, 1913 წელს ძმობის მიერ გამოიცა მთელი წლის ქადაგებათა კრებული, რომელიც დაიბეჭდა და მისი ფასი ერთი მანეთი იყო. კრებულში იყო მღვდელ ისააკის მიერ წარმოთქმული რამდენიმე ქადაგებაც. გთავაზობთ მოძღვრებას მეცამეტე კვირიაკესთან დაკავშირებით: „ერთმა სახლის უფროსმა გააშენა ვენახი, შემოღობა, გააკეთა მარანი, ჩადგა საწნახელი, დაიქირავა მებაღეები და თვითონ წავიდა სხვაგან. სთვლის დროც დადგა, მოსამსახურეები გაგ ზავნა ყურძნის დასაკრეფად. მებაღეებმა სტაცეს ხელი მოჯამაგირეებს, ზოგსა სცემეს, ზოგი დახოცეს და ზოგი ჩააქვავეს. კიდევ გაგზავნა მოსამსახურეე-

34-1  საპატრიარქოს უწყებანი N34 10-16ნოემბერი 2016წ გვ.17
დეკანოზი ისააკ ჩეკურიშვილი „შევიყვაროთ შრომა, რომ რიგიანათ მოუაროთ ქრისტეს „ვენახს“. 1878 –- 1937 (გაგრძელება) 

ბი, წინანდელზე მომეტებულები და იმათაც ისეთი დღე დააყენეს, რაც პირველებს. ბოლოს გაგ ზავნა ერთადერთი თავისი შვილი და სთქვა: შერცხვებათ ჩემი შვილისაო. მაგრამ მებაღეებმა იხილეს რა ძე მისი, სთქვეს: „ესე არს მკვიდრი (მემკვიდრე), მოვედით და მოვკლათ იგი და დავიმ) ვიდროთ სამკვიდრებელი მისი. და შეიპყრეს იგი და განიყვანეს გარეში ვენახისა მის და მოჰკლეს“. როდესაც მოვა ვენახის პატრონი, რას უზამს მებაღეებს? მათ მიუგეს: „ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდნეს და ვენახი იგი მისცეს სხვათა, რომელთა მისცენ მას ნაყოფი ჟამსა თვისსა“. ეს იგავი უთხრა იესო ქრისტემ ურიებს და ამ რამდენიმე სიტყვით მოაგონებდა, ამხელდა თავიანთ წარსულ ცხოვრებას და მომავალ ბედს. რანაირი მოწყალება არ უნახავთ ღვთისაგან ურიებს: როგორც არწივს ფრთებით გადაჰყავს ბარტყები სხვადასხვა ადგილას, ასე ღმერთმა ებრაელები გაიყვანა მეწამულ ზღვაში, განათავისუფლა ეგვიპტის ტყვეობისაგან და მისცა მათ სამფლობელოდ მშვენიერი და ნაყოფიერი ქანაანის ქვეყანა. მოსეს და სხვა წინასწარმეტყველების პირით გამოუცხადა მათ თვისი ნება-სურვილი, მისცა მათ მცნებები, რომლების წყალობითაც შეეძლოთ ესწავლათ ჰეშმარიტი გზა ცხოვრებისა; გამოირჩია ისინი თავის რჩეულ ერად, ჩააბარა მათ თავისი საუკეთესო „ვენახი “ და ელოდდა, რომ ისინი კარგათ მოუვლიდნენ და შეიმუშავებდნენ ვენახს და თავის დროზე ჩააბარებდნენ ანგარიშს, კეთილ ნაყოფს მიუზღვავდნენ უფალსა, ელოდდა, რომ ებრაელები მცნებების საშუალებით საუკეთესოდ მოაწყობდნენ თავიანთ ცხოვრებას, გაავრცელებდნენ მეზობელ ხალხთა შორის სიმართლეს, მოჰფენდნენ ქვეყანაზედ სიყვარულს, ერთის სიტყვით იქნებოდნენ სხვა ხალხისათვის მაგალითად და თავიანთი წმიდის ცხოვრებით ადიდებდნენ სახელსა დამბადებლისა უფლისასა. მაგრამ საუბედუროდ, ებრაელები დაემსგავსნენ ბოროტ მებაღეებს: „ვირმა იცის პატრონი თვისი, ამბობს წინასწარმეტყველი და ხარმა ბაგა და ებრაელმა კი დაივიწყა უფალი თვისი“, იქმოდა სასწაულებს, უგზავნიდა წინასწარმეტყველებს; სასწაულთმოქმედებს ყურადღებას არ აქცევნდნენ, ჩააქვავებდნენ ხოლმე მათ. მაშინ ყოვლადმოწყალე მამა ზეციური უგ ზავნის მათ თავის ერთადერთ საყვარელ ძეს. კაცობრიობის გულისათვის შეუდარებელი მოწყალება შეასრულა მაცხოვრმა; ისე შეიყვარა ური, რომ მათთვის თავი თვისი შესწირა მსხვერპლად; გადაუშალა ხალხს საუნჯე ზეციური სიბრძნისა, ასწავლიდა მსმენელთ ჭეშმარიტ და გონივრულს ღვთიურ ცხოვრებას და ურიებმა კი გადაუწყვიტეს მას საშინელი სასჯელი როგორც ავაზაკი ჯვარზედ აცვეს ავაზაკთა შორის. აღსრულდა განგება ღვთისა, ბოროტ მებაღეებისაგან წართმეული იქმნა მშვენიერი „ვენახი“. აღსრულდა სიტყვა მაცხოვრისა: „აჰა ესერა დაეტეოს თქვენგან სახლი თქვენი ოხრად“. ასეთი დედააზრი არის გატარებული ხსენებულ იგავში ურიათა შესახებ; მაგრამ სახარების სიტყვა არ განისაზღვრება რომელიმე ადგილით და დროით, მას აქვს მსოფლიო მნიშვნელობა და ყოველ დროსათვის არის ნათქვამი. თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავის სიტყვაში ამბობს: „უკეთუ ვისმე სწყუროდეს, მოვედინ ჩემდა და სვემდინ“/იოან. 7, მ7), ამიტომაც ჩვენც, ქართველები, როგორც ქრისტიანენი, უნდა ვეძებდეთ აქ ამ იგავში ჩვენთვის გაკვეთილს. ჩვენც უფალმა მოგვცა საუკეთესო ვე- ნახი, რომლის სანახავადაც მრავალი ხალხი მოდის, რომლის სიმშვენიერითაც სტკბებიან უცხონი და სხვადასხვა მასალასა ჰპოებენ თავიანთი მოგ ზაურობის ასაწერად. ჩვენ გვაქვს მართლმადიდებელი სარწმუნოება; წმიდა სახარება გვასწავლის ჩვენ გზას სიმართლისას და ამქვეყნიურ დაცემისაგან გვაყენებს ღვთიურ გზაზედ, რომელსაც მიჰყავს ადამიანი სასუფეველში ნეტარების დასამკვიდრებელად. ქრისტეს ეკლესია ლოცვებითა და საიდუმლოებით გულის სიმშვიდესა და სიწმიდესა ჰბადავს ადამიანის სხეულში და აძლიერებს სულიერ ძალას. ერთის შეხედვით, უფლის ვენახი უნდა ყვაოდეს და ბრწყინავდეს, ხსახუფეველი ღვთიბა ქვეყანაზედ მკვიდრ ნიადაგს უნდა ჰპოებდეს, სახარება სიმართლისა ვრცელდებოდეს ხალხში, სიყვარული ქრისტესი აცისკროვნებდეს ყოველს ჩვენს ფეხის გადადგმას; მაგრამ ნამდვილად ასე არ არის: ცხოვრებას ჩვენსას არ მოაქვს კეთილი ნაყოფი; მოწყობილობა ჩვენის ცხოვრებისა გვიმტკიცებს, რომ ჩვენ ეხლაც,

34-2  საპატრიარქოს უწყებანი N34 10-16ნოემბერი 2016წ გვ.18
დეკანოზი ისააკ ჩეკურიშვილი „შევიყვაროთ შრომა, რომ რიგიანათ მოუაროთ ქრისტეს „ვენახს“. 1878 –- 1937 (გაგრძელება) 

როგორც ურიები ორი ათასი წლის წინად, „ბოროტი მებაღეები“ ვართ; აბა დავფიქრდეთ, საით არის მიქცეული ჩვენი გულისყური, ჩვენი გონება, ცოდნა, ფიქრი და საქმე? ყველაზე უმეტესად რას გეტრფით და რას ვეძებთ? სასუფეველს თუ თავის შექცევას და დროს გატარებას? ჩვენ გარშემო გვახვევია სხვადასხვა ეროვნების ხალხი; ჩვენი მამა-პაპა სცდილობდა (როგორც ისტორია გადმოგეცემს) მათში ქრისტეს სწავლის დანერგვას არა სიტყვით მარტო, არამედ საქმით. აბა გავიხსენოთ, დავით აღმაშენებელის ძლევამოსილი შესვლა ქ. ანისში, სადაც ეკლესიები გაანთავისუფლა მაჰმადიანთაგან და სომხის ერს თავისუფლება მიანიჭა! აბა მოვიგონოთ, წმ. თამარ მეფის ბრძნული შორსმჭვრეტელობა, რომელიც ქრისტიანულს სათნოებითა და სიყვარულით ატყვევებდა და იმორჩილებდა საქართველოს მტერთა და შიგ სამეფოში შურს და ქიშპობას ადგილი არა ჰქონდა? და ჩვენ რაღას ვაკეთებთ? ქრისტეს მცნებას ისე უნდა ვუფრთხილდებოდეთ, როგორც თვალის ჩინს და ჩვენ კი სიყვარული ქრისტესი ორგულობაზედ შევცვალეთ; ძმა-ძმას აბეზღებს, შვილი მამას მტრობს, ქმარი ცოლს მეგობრად არა სთვლის, ცრლი ქმარს ჰღალატობს; ჩვენი დიდებული მასწავლებლების ამაგს არაფრად ვაგდებთ, იმათ გაკაფული გზით არ დავდივართ. მეზობელს არას ვარგივართ, ნათესავს შავი გულითა ვხვდებით, ეკლესიები მივატოვეთ, მამა-პაპათაგან სისხლით შეღებილ მიწას აბუჩად ვიგდებთ, ხელის ჭუყყივით ვიშორებთ თავიდან, წირვა-ლოცვას გულის დამამშვიდებელს და სულის ჩამდგმელ ძალას თავს ვანებებთ; რათა ძმანო, რის ბრალია ეს? იმისი, რომ ჩვენ ბოროტი და უვარგისი მებაღეები ვართ, დაბარვის მაგიერ ფეხითა ვტკეპნით ვენახის ნიადაგს; გათოხნის მაგიერ ღორღით ვამსებთ; გამარგვლის მაგიერ ეკალსა ვთესთ შიგ. ჩვენ ურიებს ვკიცხავთ ქრისტეს ჯვარზედ ცმისათვის და ჩვენ განა მათზედ უკეთესად ვიქცევით!? ჩვენ ქრისტიანებად ვიწოდებით და ქრისტეს სახელს წმიდათ ვინახავთ, ვიმარხამთ გულში მის უკვდავ მცნებას სიყვარულისას!? არა, შეიძლება ვინმემ იკითხოს –– რატომ? იმიტომ, ძმანო, რომ ჩვენ „ბოროტი მებაღეები“ვართ. რომ ჩვენზედაც არ გამართლდეს მაცხოვრის სიტყვა: „აჰა ესერა დაეტეოს თქვენგან სახლი თქვენი ოხრად“, შეუდგეთ, ძმანო, ვიდრე დრო ხელთ გვაქვს, ქრისტეს მცნების აღსრულებას. შევიყვაროთ შრომა, რომ რიგიანათ მოუაროთ ქრისტეს „ვენახს“. გვახსოვდეს მუდამ, რომ ბედნიერება შრომაშია, რომ ზარმაცები ღმერთს არ უყვარს და ვინც შრომობს, მხოლოდ ის მოიმკის კეთილ ნაყოფს თავისს შრომისას. გიყვარდეთ, ძმანო, შრომა და კურთხევა უფლისა მარად იქმნება თქვენზედ. ამინ“ 1918 წელს მამა ისააკს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1920 წლის 1 ივნისს საკათალიკოსო სინოდის 179 განჩინებით თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების მამათა მონასტერი გაუქმდა და სამრევლო ტაძრად გადაკეთდა. მის წინამძლვრად დეკანოზი ისააკი დაინიშნა. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოებას მოჰყვა ეკლესია-მონასტერთა მიწებისა და ტერიტორიების მისაკუთრება როგორც სახელმწიფოს, ისე რიგითი მოქალაქეების მხრიდან. პრობლემები შეიქმნა ფერისცვალების მონასტერთან მიმართებითაც. ამასთან დაკავშირებით 1922 წლის 16 მაისს დეკანოზი ისააკი სრულიად საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს წერდა: „საკათოლიკოზო საბძოს უმდაბლესად ვთხოვ, მიბოძოს მოწმობა, რომ შენობები ფერისცვალების ეკლესიის ზღუდეები (მაცხოვრის-სპასკი შესახვ. M7) და ზღუდის გარეშე (ფერისცვალების ქ. M2) ეკუთვნიან აღნიშნულ ეკლესიას /მონასტერს)“. ამ წერილიდან რამდენიმე თვეში, კერძოდ, 1922 წლის 17 ოქტომბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) მიიღო ახალი გადაწყვეტილება და ფერისცვალების ტაძარი ისევ მამათა მონასტრად გადააკეთა. იგი საკათოლიკოსო საბჭოს წერდა: „ავლაბრის ფერისცვალების მონასტერი ჩემის წინამოადგილის განკარგულებით გადაქცეულ იქმნა სამრევლო ტაძრად და მღვდლად დანიშნულ იქმნა დეკ. ი. ჩეკურიშვილი, რომელიც ახლა #20 მიერ გადაყვანილია წინამძღვრად მარტყოფის სამრევლო ტაძრისა. მე სასარგებლოდ მიმაჩნია ფერისცვალების მონასტერი აღდგენილ იქმნას, რის შესახებაც უკვე მოვახდინე განკარგულება და წინამძღვრად გადმოვიყვანე არქიმ. დიმიტრი, ხირსის მონასტრის წინამძღვარი. ვსთხოვ საქათ. საბჭოს ეს ჩემი განკარგულება დამიდასტუროს, ხოლო ხირსის მონასტრის წინამძღვრად დანიშნულ იქმნას მიტროპოლიტი გიორგი, რომელსაც საქათ. საბძოს დადგენილებით ის საცხოვრებლად აქვს მიჩენილი“. 1923 წელს კვლავ მარტყოფშია და იხსენიება მოქმედი სამღვდელოების რიგებში. 1927 წელს საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი აქვეყნებს საარჩევნო ინსტრუქციის მე-8 მუხლში გათვალისწინებულ მოქალაქეთა სიას, რომელთა შესახებ არის სათანადო შუამდგომლობა საარჩევნო უფლების მინიჭების შესახებ. გრაფაში მეოთხე რიგში წერია ისააკ ჩეკურიშვილი და მის შესახებ ვკითხულოთ: „მღვდელი, როდის დაანება თავი მღვდლობას –– ცნობა არ არის. ამჟამად არის სკოლის გამგედ და პროფკავშირის წევრად, აგრეთვე არის ჩაბმული სხვადასხვა ორგანიზაციებში“. 1928 წლის 7 ივლისს ცაკი თელავის მაზრის აღმასკომს წერდა: „ს.ს. ცენტრალური აღმასრულებელი ჰომიტეტის საორგანიზაციო განყოფილება გაცნო-



34-3  საპატრიარქოს უწყებანი N34 10-16ნოემბერი 2016წ გვ.19
დეკანოზი ისააკ ჩეკურიშვილი „შევიყვაროთ შრომა, რომ რიგიანათ მოუაროთ ქრისტეს „ვენახს“. 1878 –- 1937 (დასასრული) 

ბებთ, რომ ცაკის პრეზიდიუმის ა/ნ. ივნისის 28-ს დადგენილებით (ოქმი 3, მუხ. 2) აღდგენილ არიან საარჩევნო ხმის უფლებებში მოქალაქე ჩეკურიშვილი ისააკ მიუხედავად იმისა, რომ დეკანოზმა ისააკმა გაიკრიჭა წვერი, ანაფორა გაიხადა და საბჭოთა ხელისუფლების სამსახურში ჩადგა, კომუნისტები მას ბოლომდე მაინც არ ენდობოდნენ. 1937 წლის რეპრესიების დროს ვინმე გუტიკაშვილის დასმენის საფუძველზე ყოფილი მოძღვარი დააპატიმრეს. 1937 წლის 16 სექტემბერს შედგა სამეულის სხდომა. საბრალდებო დასკვნაში ეწერა, რომ: „მღვდელმა ისააკმა მიატოვა მღვდლობა და სოფ. შაშიანის სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 1929-1930 წლებში იგი შეთავსებით მუშაობდა მოანგარიშედ სოფ. შაშიანის კოლმეურნეობა „მნათობში“ სადაც მიითვისა კოლმეურნეთა თანხები. 1934 წელს მან კვლავ მიითვისა თანხები, რამაც გამოიწვია მშრომელთა მასების დიდი აღშფოთება. ჩეკურიშვილი დაკავშირებული იყო ანტისაბძოთა და ჰრიმინალურ ელემენტ უბთან, ყოფილ მენშევი 7 რცხილაძესთა6 და ყოფილ მეფის რუსეთის ჩინოვნი) ძიგივლაშვილთა6 და სხვ. მსგავს პიროვნებებთნ. მათთან ერთად 1935-1937 წლებში იგი შაშიანის საშუალო სკოლაში მუშაობის დროს გაკვეთილების ხარჯზე ეწეოდა ანტისაბოთა აგიტაციას. ჩეკურიშვილი ითვლება ხალხის მტრად და ხელსაყრელ შემთხვევაში მას შეუძლია თავის გარშემო შემოიკრიბოს ანტისაბძოთა ელემენტები სახელმწიფო წყობის დასამხობად“ სამეულის განჩინებით მამა ისააკს დახრეტა მიუსაჯეს. განაჩენი მალევე აღასრულეს. დეკანოზ ისააკის მეუღლე გახლდათ სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზ გიორგი ასათიანის ასული თამარი (1885-1964წწ.), რომელთანაც ერთი შვილი: მარიამი (დაბ. 1902წ.) ჰყავდა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.12.2025
ბოლო რედაქტირება 30.12.2025
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0