სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12053

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
გერასიმე (გიორგი) დარჩია 1822-1907წწ არქიმანდრიტი გერასიმე (გიორგი) დარჩია 1822-1907წწ არქიმანდრიტი

1822-1907 წწ. გარდ. 85 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი დარჩია სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

6       ბეჭდვა

გერასიმე (გიორგი) დარჩია 1822-1907წწ არქიმანდრიტი


არქიმანდრიტი გერასიმე (დარჩია) 1822-1907
არქიმანდრიტი გერასიმე, ერისკაცობაში გიორგი დარჩია 1822 წელს გურიის სამთავროში, სასულიერო წოდების ოჯახში დაიბადა. ბაბუა მღვდელი ჰყავდა. დაამთავრა ჯუმათის მონასტერში არსებული გურიის ორკლასიანი სასწავლებელი. მან სიყრმიდანვე უფლის სამსახური აირჩია და მონასტერს მიაშურა.

1853 წლის 13 მაისს შემოქმედის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. საკათედრო ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1860 წლის 2 თებერვალს გურიის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ტუსკია) ამავე ტაძრის კერძო დიაკვნად დაადგინა. 1864 ია) წლის 4 ივნისს შემოქმედის მონასტერში არქიმანდრიტმა ანთიმოზმა ბერად აღკვეცა და სახელად გერასიმე უწოდა. ამავე წლის 14 ივნისს ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ტუსკია) დიაკვნად აკურთხა. 1865 წლის 15 აგვისტოს მღვდლად დაასხა ხელი. 1872 წლის 20 მაისს ჯუმათის მთავარანგელოზთა სახ. მონასტერში გადაიყვანეს და გურიის ეპარქიის საეკლესიო მამულების მმართველად დაინიშნა. 1873 წლის 20 ივლისს იღუმენის წოდება მიენიჭა. 1874 წლის 30 აპრილს პატიოსანი და თავდადებული სამსახურისთვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1877 წლის 12 სექტემბერს, რუსეთ-თურქეთის ომის დროს, გენერალ-მაიორ შერემეტიევის ბრძანებით, გურიის IV ფეხოსან დრუჟინაში საეკლესიო წესების შესრულება დაევალა. 1878 წლის 26 მარტს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1880 წლის 14 იანვრიდან შემოქმედის მაცხოვრის სახ. მონასტრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებელია.



1881 წელს გაზეთ „დროებაში“ უცნობი ავტორი  „ვინმეს“ ფსევდონიმით წერდა: „ამ სამის წლის წინათ ჩვენს ეპარქიაში ერთმა ფრიად პატივცემულმა ბერმა, სახელდობრ, მ. გერასიმე დარჩიამ, ჩამოიარა მთელი გურია აქაურის ეპისკოპოსის (ესე იგი დ- ძეების) ნებართვით და ჩამოითხოვა შესაწირავი ქობულეთში ტაძრის ასაგებლად. მორწმუნე გურულებს არ დაუზოგავთ თავიანთი ღარიბი ოჯახი: ვინ მანეთობით შესწირა, ვინ მეტი, ვინ ნაკლები. გავიდა ამის შემდეგ აგერ სამი წელიწადი და ქობულეთის ეკლესიაზე მ. გერასიმე ხმასაც არ იღებს და არც შემდეგში ამოიღებს, რასაკვირველია. აქ მეტი არ იქნება ვკითხოთ მამა გერასიმეს: რა უყავით, მამაო, ის ჩვენი ნაოფლარი გროშები, რომელთაგანაც, ცოტა რომ ვსთქვათ, 200-300 მანეთი მაინც შეგროვდებოდა? მრავალი შემწირველის სურვილით, ვითხოვთ, რომ უსათუოდ საქვეყნო პასუხი და ანგარიში მოგვცეთ იმ ფულებში, თუნდ ამავე გაზეთის საშუალებით. ყოველთვის კოკა წყალს ვერ მოიტანს, მამაო,იქნება ყველა ბოროტმოქმედება ვეღარ შეგრჩესთ თქვენ და მრავალს თქვენისთანა სიმართლის წარმომადგენელს ჩვენებურ სულიერ მამებს!“, მართლაც, წერილის გაცნობის შემდეგ, 1881 წლის 15 მარტს მამა გერასიმე ვრცელ სტატიას აქვეყნებს და ცილისმწამებელს საკადრის პასუხს აძლევს: „ბ. რედაქტორო  წარსული კვირის „დროების“ #41-ში წავიკითხე ჩემ შესახებ სტატია, ვითომც ნება ამეღოს ჩემის მთავრობისაგან, შემეკრიბოს ფულები ქობულეთში აღსაშენებელის ეკლესიისათვის და ეს ფულები არსად არ წარმედგინოს, არამედ მომეხმაროს ბოროტად და სხვა. წამკითხველი რა ამგვარის უსაფუძვლო ცილისწამებისა ჩემზედ, ვალდებულად ვრაცხ ჩემს თავს ამ საგანზედ გამოვაცხადო საზოგადო მოსასმენად შემდეგი. კინტრიშის უჩასტკის ნაჩალნიკმა თვისის მოწერილობითა 29 ივნისიდან 1879 წლისა
N900 გააგებია გურიის ეპისკოპოსს, რომ ქობულეთში უმეტეს 1000 სულისა არიან მართლმადიდებელნი ქრისტიანენი, ეკლესია არ აქვსთ და ძლიერ
საჭიროება არისო, ერთის მხრით, მათთვის და, მეორეს მხრით, ახალ შემოერთებულ ძველ ქართველთათვის ეკლესიის აღშენებაო, და ამისთვის ითხოვა რაიმე შემწეობის აღმოჩენა. გურიის ყოვლადსამღვდელომ, შემხედველმა ამ მიუცილებელ საჭიროებისა, გარდმომცა მე წიგნაკი და მომანდო ფულების შეკრება აღსაგებელად ქობულეთში ეკლესიისა;
ხუთი თუმანი თვითონ მისმა მეუფებამაც შესწირა.
თანახმად მონდობილებისა ჩემისა მეუფროსისა, მე შევკრიბე ამ კეთილსაქმისათვის 553 მანეთი და 6 კაპეიკი, ყოველივე ანგარიში და წიგნიც მე უკვე დიდი ხანია წარუდგინე მთავრობას, ესე იგი 4 ივლისს წარსრულის წლისას; ამაზედ ეპარხიის უმფროსმა დანიშნა კამისია (დეკანოზი სიმონ ქიქოძე და მღვდელი ნიკოლოზ ინწკირველი) და შეამოწმებია,

40-1  საპატრიარქოს უწყებანი N40 22-28დეკემბერი 2016წ გვ.20
არქიმანდრიტი გერასიმე (დარჩია) 1822-1907 (დასასრული)

ხოლო წიგნი და ფული გურიის საეკლესიო ხაზინაში არის შენახული დრომდის. საშინლად გაკვირვებული ვარ, ავტორი, რომელმაც არ იცის არაფერი და არც არასფერი საბუთი არა აქვს, რაზე აფუძნებს თავის სტატიას, რომელიც სხვათა და სხვათა  შეუსაბამო და ცრუ გარემოებითა გვიხსენიებს მეც და სხვებსაც გურიის ეპარხიის სამღვდელოებათა. ნათქვამია სოფლის ანდაზა: „სოფელი ვნახე უძაღლო, შით გავიარე უჯოხოო“.
არქიმანდრიტ გერასიმეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა წმ. მღვდელმთავარ ალექსანდრესთან (ოქროპირიძე),) რომელიც ორჯერ განაგებდა გურიის ეპარქიას. ამის დასტურია მათი მიმოწერაც. 1884 წლის 21 აგვისტოს მამა გერასიმე მეუფეს წერდა: „ყოვლად უსამღვდელოესო მეუფეო, მოწყალეო მწყემსმთავარო! ყოვლის შემძლებელს ღმერთსა ვსთხოვ, თქვენი მწყემსმთვარული ლოცვა-კურთხევა არ მოკლებოდეს სამოც წელიწადს საწყალ გურიის ეპარქიას. სხვა ვიცი თქვენი მეუფების მოწყალების გულის ამბავი და ჩვენი მონასტრის ამბავსაც იკითხავთ. თქვენის წმინდის ლოცვით მშვიდობა გახლავსთ. სხვა მეუფეო, თუ გახსოვთ, მე რომ გთხოვეთ წასვლის დროს, ჩემი საქმე არ დაივიწყოთ. თქვენდა სადღეგრძელოთ, და
თუ რამე საჭირო იყოს ჩემი მანდ ხლება, ნება მიბოძეთ და გიახლებით, იმედი მაქვს, ჩემს თხოვნას მიიღებთ ყურადღებაში“. ჩვენი აზრით, მამა გერასიმეს თხოვნა მის სხვა ადგილზე გადაყვანას ეხებოდა, რადგან 1885 წლის 30 მაისს (მეორე ვერსიით -– 12 აპრილი) იგი გურიის უდაბნოს წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. მამათა მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1887 წლის 6 მაისს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა.
1890 წლის 17 მარტს რუსეთის წმ. სინოდმა მადლობა
გამოუცხადა. 1891 წლის 20 აპრილს წმ. ანას!III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1892 წლის 30 ივლისს არქიმანდრიტი გერასიმე გორის ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძე) სწერდა: „ყოვლად უსამღვდელოესო მეუფეო, მოწყალეო მწყემსმთავარო! კრძალვით თაყვანისმცემელი და შიშით მეტაანის მომყრელი, ამბორს უყოფ წმიდასა
სამოსელსა თქვენსა და ლმობიერად წარმოვსთქვავ თქვენის მეუფებისათვის ისპოლლა დესპოტას! ბატონო ყოვლადსამღვდელოვ! ერთს პუდს ღომს გაახლებ ჩვენებურს, იქნება გესიამოვნოს, სხვა,
ჩემო ხელმწიფევ ბატონო, ამის მომრთმევს, ალექსი სიხარულიძეს ვგზავნი, მანდ, კანტორაში საქმე აქვს. ჩემი მონათლული არის, ოცდარვა წლის კაცი
არის, მაგრამ უბედურ მღვდელს მეტრიკა არ შეუდგენია, თუმცა, რომ რასმეზედ შეგაწუხის, თქვენს მოწყალებიანს ყურადღებას ნუ მოაკლებ, რამდენიც შეიძლებოდეს, ყოველი კაცის გაჭირვებულის შემწე და მხსნელი ბრძანდები. მაგიორში თქვენს მეუფებას განუმზადებს ასს წელიწადს ნეტარებას ყოვლისშემძლებელი და მხსნელი ჩვენი მწყემსმთავარი. მსურდა, რომ ერთი თქვენი მეუფების თაყვანისცემას ვღირსებოდი, მაგრამ ვერ გავხდი მაგის ბედნიერი. ნუ მომაკლებ თქვენის მეუფების
ჩვეულებრს ხსოვნას თქვენის წერილით“. 1898 წლის 15 ნოემბრიდან არქიმანდრიტი გერასიმე კვლავ ჯუმათის მონასტრის წინამძღვარია. 1901
წლის 15 მაისს წმ. ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1904 წელს მისი ლოცვა-კურთხევით ჯუმათის ტაძრის დასავლეთის ფასადზე აშენდა ახალი სამრეკლო, რომელსაც აქვს შესაბამისი წარწერაც: „1904 წ. ხელობა ივანე მენაბდისა, არქიმანდრიტი გერასიმე დარჩიასაგან“. მხცოვანი არქიმანდრიტი უკანასკნელად 1907 წელს იხსენიება, სავარაუდოდ იგი ამავე წელს გარდაიცვალა.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2026
ბოლო რედაქტირება 01.01.2026
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0