„მზად ვართ, მტლად დავედოთ საყვარელ და კოპწია ივერიის ეკლესიას და მის აღორძინებულს ავტოკეფალიას“ მღვდელი იროდიონ შიოს ძე თურქაძე 1864 წელს თბილისის გუბერნიაში, თბილისის მაზრის სოფ. მამკოდაში მღვდლის ოჯახში დაიბადა. ასევე სასულიერო პირები იყვნენ მისი ძმები -– გიორგი და გერასიმე. 1888 წელს მან დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია პირველი ხარისხის დიპლომით. 1888 წლის 11 ივლისს დიაკვნად აკურთხეს, იმავე წლის 20 ივლისს მღვდლად დაასხეს ხელი და მამკოდის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში დაინიშნა.
1894 წლის 20 თებერვალს ზემო თიანეთის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1898 წლის 26 თებერვლიდან ოკამის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარშია. 1898, 1907 და 1910 წლებში სამი წლის ვადით სამჯერ იყო არჩეული საეპარქიო კრებაზე დამსწრე დეპუტატად. 1906 წლის 6 სექტემბერს რუისის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. ტაძარში დაინიშნა. 1906 წელს რუისის სამინისტრო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. ამავე წელს IV ოლქის სამღვდელოებამ საბლაღოჩინო საბჭოს წევრად გამოარჩია. 1908 წლის 11 ივლისს გორის ჰოსპიტალმა მამა იროდიონს, როგორც სამედიცინო საქმეებში გარკვეულს, ნებართვა მისცა რუისის მოსახლეობაში ექიმის თანამდებობაზე ემუშავა. 1911 წლის 24 აგვისტოს გორის მაზრის IV ოლქის სამღვდელოებამ მთავარხუცესად აირჩია. 1911 წელს მღ. იროდიონის მოღვაწეობის შესახებ იმჟამინდელი ქართული პრესა წერდა: „წლევანდელმა ფერისცვალობის დღეობამ მშვიდობიანათ ჩაიარა მღვდ. იროდიონ თურქაძის მეოხებით, რომელმაც სთხოვა ადმინისტრაციას, რომ ეკლესიის გალავანში და გარშემო არ გაეშვათ სხვადასხვა მოვაჭრეები, უფრო კი ღვინის ურმები, რომელთაც თან სდევს ლოთობა და ყოველი უწესობა. მართალია. ზოგიერთი დაინტერესებული მოვაჭრეები უკმაყოფილო დარჩა ამ გარემოებით, სამაგიეროდ, მომეტებული ნაწილი საზოგადოებისა სიხარულით მიეგება ამ გადაწყვეტილებას“. ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის მღ. იროდიონი დააჯილდოვეს: 1905 წელს საგვერდულით; 1909 წელს –– სკუფიით; 1913 წლის 6 მაისს -– კამილავკით; 1916 წლის 6 მაისს –– სამკერდე ოქროს ჯვრით; ასევე მიღებული ჰქონდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის სახ. სამახსოვრო ვერცხლის მედალი. მღ. იროდიონი დიდი სიხარულით შეხვდა 1917 წლის 12 მარტს (ძვ. სტ.) მცხეთაში გამოცხადებულ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას. ამასთან დაკავშირებით იგი საქართველოს საკათალიკოსოს მმართველობას წერდა: „გულწრფელად და განუსაზღვრელის სიხარულით მივეგებებით მრავალსაუკუნოებით შებორკილებულ, სიბნელიდან გამოყვანილს თავისუფლებას. ვესალმებით
23-1 საპატრიარქოს უწყებანი N23 29ივნისი-5ივლისი 2017წ გვ.19
მამა-შვილი --– იროდიონ და შიო თურქაძეები (გაგრძელება)
მკვდრეთით აღდგენილს ივერიის ავტოკეფალიას და მის საუკუნოდ დამკვიდრებას. მზად ვართ, მტლად დავედოთ საყვარელ და კოპწია ივერიის ეკლესიას და მის აღორძინებულს ავტოკეფალიას. მე, ღარიბი სოფლის მღვდელი, ა.ა _ ჩემის მედავითნით -–- გიორგი. ბახტაძითურთ, ვწირავთ ოთხ თუმანს ჩვენის საკუთარის ჯიბიდან და ექვს თუმანსაც ეკლესიის თანხიდან, სულ ას მანეთს ჩვენს სასიქადულო საქართველოს საკათალიკოსო მართველობისათვის. იმედი მაქვს, სხვებიც მოგვბაძავენ და არ დაიშურებენ ხსენებულ დაწესებულებისათვის თავის წვლილს. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ არავითარი დაწესებულება არ იარსებებს უსახსროდ, უთანხოდ, ამიტომ ჩვენ ყველანი უნდა მივეშველნეთ ჩვენის წვლილით. მის გაძლიერებისათვის საჭიროა, დაუყოვნებლივ დავეხმარნეთ ამ დაწესებულებას საერთო ქონებიდან. ძრიელ კარგი იქნება გორის მაზრის სამღვდელოებამ ხსენებული საქმისთვის გადასდოს გორის სამღვდელოების საკუთარი შენობის ქირა, რომელიც ათას მანეთს აღემატება იმ დრომდის, ვიდრემდის ხსენებული დაწესებულება რიგიანათ განმტკიცდებოდეს“. მღვდელი იროდიონი 1918 წელს შავი ჭირის ეპიდემიის დროს გარდაიცვალა. ჰყავდა მეუღლე მღვდლის შვილი მარიამ მაკარის ასული და შვილები: დეკანოზი შიო (1889-1977წწ.), ანა, დავითი (გარდ. 1916წ.), სიმონი, მაქსიმე, ელენე, სარა, ბარბარე, ელიზბარი. სასულიერო გზა გააგრძელა მისმა უფროსმა ვაჟმა, დეკანოზმა შიომ, რომელიც 1889 წელს სოფ. წილკანში დაიბადა. 1900-1904 წლებში გორის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა.
1910 წლის 6 აგვისტოს ხიდისთავის „წედისის“ ახალჯვრის წმ. გიორგის სახ. ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1911 წლის 1 ნოემბერს, თავისი თხოვნის საფუძველზე, შტატიდან გადადგა და დუშეთის მაზრის სოფ. სიონის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1914 წლის 25 სექტემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და ყანობის მთავარანგელოზთა სახ. ტაძარში განამწესეს. 1915 წლის 19 აპრილს ახალდაბის წმ. კვირიკესა და ივლიტას სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1916 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1918 წლის 6 თებერვალს გომეწრის წმ. გიორგის სახ. ტაძარში ჩანს. 1924-1925 წლებში ახადო-ნოიხეთის ეკლესიაში მსახურობს. 1925 წელს მღ. შიომ მღვდელმსახურება შეწყვიტა და თბილისის ერთ-ერთ რაიონში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 1927 წლის 24 იანვარს ცხვარიჭამიაში ცხოვრობდა და შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს საარჩევნო ხმის უფლების აღდგენა სთხოვა. იმავე წლის 29 იანვარს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი სრ. საქართველოს ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს წერდა: „ა/წ. იანვრის 24-ს, #85, 31, 13 მომართვის საპასუხოდ შ.ს.ს. კომისარიატი გაცნობებთ, რომ თურქაძე ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნილებებს, რომელსაც საარჩევნო ინსტრუქციის მე-8 მუხლი საჭიროდ სთვლის მოქალაქეობრივი უფლების აღდგენისათვის: იმისათვის, რომ მოქალაქეს, რომელიც წინათ რელიგიურ კულტის სამსახურისაგან მიღებული შემოსავლით ცხოვრობდა, კერძო ვაჭრობას ეწეოდა და სხვა, მიენიჭოს უფლება არჩევნებში მონაწილეობისა, სხვათა შორის, საჭიროა, რომ ის არანაკლებ ხუთი წლისა ეწეოდეს სარგო და ზოგად-სასარგებლო შრომას; მოქ. თურქაძე კი თითონ აცხადებს, რომ მან მღვდლობას თავი დაანება 1923 წელში, ე. ი. მხოლოდ სამი წლის წინეთ, რის გამოც ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით (ოქმი #2 მუხლი მე-8) მოქალაქე თურქაძეს უარი უნდა ეთქვას მის განცხადებაზე საბჭოთა არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ“. მღ. შიო 1930- 1935 წლებში ქ. თბილისის ფოსტის თანამშრომელია. 1935-1937 წლებში ქ. თბილისის მეოთხე საფოსტო განყოფილებაშია. 1937-1939 წლებში ტრამვაიში კონტროლიორად მუშაობდა. 1939-1948 წლებში სადაზღვეო აგენტია. 1948-1952 წლებში ისევ ფოსტალიონად მუშაობდა. 1953 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა მელქისედეკ III-მ (ფხალაძე) სასულიერო ხარისხში აღადგინა და თბილისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახ. ტაძრის მღვდელმსახურად დანიშნა. 1955 წლის 10 იანვარს დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძრის მღვდელმსახურად გადაიყვანეს. 1956 წელს კუკიის წმ. ნინოს სახ. სასაფლაოს ტაძარში განამწესეს. 1961 წლიდან თბილისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახ. ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა და დეკანოზის
23-2 საპატრიარქოს უწყებანი N23 29ივნისი-5ივლისი 2017წ გვ.20
მამა-შვილი --– იროდიონ და შიო თურქაძეები (დასასრული)
წოდება მიენიჭა. 1966 წლის 1 სექტემბერს დეკანოზი შიო სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებულს საქართველოს სსრ რესპუბლიკაში დ. ა. შალუტაშვილს სწერდა: „მე ვთხოვე პატრიარქ ეფრემ II-ს გადაყვანა ველისციხეში ან კიდე სადმე გადაკარგულ ალაგას კახეთის მხრივ, ან კიდე მოხსნა სულ და აღრიცხვიდანაც მოხსნა. მის უწმინდესობას არ სურს. ახლა თქვენ გთხოვთ, რათა თქვენ იქონიოთ მის უწმინდესობასთან, რათა მომხსნას აღნიშნულ ეკლესიის მრევლიდან და აგრეთვე მომხსნას აღრიცხვიდან, რითაც მე დიდი მადლობელი ვიქნები, წინააღმდეგ შემთხვევაში დემონსტრაციულად ვტოვებ ჩემს მრევლს და დღეიდან აღარ ვცხადდები“. უწმინდესმა ეფრემმა გაითვალისწინა რა ეკლესიის უმძიმესი ვითარება, რაც გამოწვეული იყო სამლვდელო კადრების სიმცირით და დეკანოზი შიო 1966 წლის მიწურულს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახ. ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანა, თუმცა მხცოვანი მოძღვარი ვეღარ ახერხებდა მსახურებას. მომდევნო წლებში მან რამდენიმეჯერ მიმართა პატრიარქს: „განა არ გეცოდებით, უწმიდესო, რომ ამ ხნის განმავლობაში მარტო ერთი მოხუცი მღვდელი გთხოვთ პენსიაზე გამიყვანოთ ან მომცეთ დასვენება ერთი თვით, ან კიდევ გამოგვიგზავნოთ ვინმე დეამხმარე მღვდელი 1968 წლის 29 მაისით დათარიღებულ განცხადებაში დეკანოზი შიო აღნიშნავდა: „არ ვიცი, რა გაწყენინეთ, რომ ჩემი პენსიაზე გაშვება არ გსურთ“. უწმინდეს ეფრემს მოძღვრისათვის ასეთი პასუხი გაუგზავნია: „ვმადლობ დეკანოზ შიო თურქაძეს დავალების კეთილად შესრულებისათვის. შ. თურქაძეს ჩემთვის არაფერი უწყენინებია. სხვა არავინ მყავს და მიზეზიც ეს არის, რომ პენსიაზე არ გადამყავს. ცოტაც გავუძლოთ საერთო გაჭირვებას. ამას გვეუბნება დღევანდელი სინამდვილე“. 1970 წლის 26 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის მდივანი ქ. კაპანაძე სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებულს საქართველოს სსრ რესპუბლიკაში ა. შალუტაშვილს სწერდა: „საქართველოს საპატრიარქო გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 23 მარტს გარდაიცვალა თბილისის წმ. სამების ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი შიო თურქაძე“.