სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12098

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ილარიონ თეოდორეს ძე თურქაძე 1865-1927წწ მღვდელი დაბ. სოფ. მამკოდა (მცხეთა) ილარიონ თეოდორეს ძე თურქაძე 1865-1927წწ მღვდელი დაბ. სოფ. მამკოდა (მცხეთა)

1865-1927 წწ. გარდ. 62 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი თურქაძე სია

მცხეთა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

14       ბეჭდვა

ილარიონ თეოდორეს ძე თურქაძე 1865-1927წწ მღვდელი დაბ. სოფ. მამკოდა (მცხეთა)

მღვდელი ილარიონ თეოდორეს ძე თურქაძე 1865-1927

 საქართველოს ეკლესიის ისტორიაში იყვნენ ისეთი სასულიერო პირები, რომელთა წინაპრები საუკუნეების განმავლობაში ერთგულად და თავდადებით ემსახურებოდნენ დედაეკლესიას. ერთ-ერთი ასეთი ოჯახი გახლდათ ქართლში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მამკოდას მცხოვრები თურქაძეები, რომელთა გვარიდან რამდენიმე ათეული ღირსეული სასულიერო პირი აღიზარდა ქართული ეკლესიის წიაღში. მათ თავიანთი მსახურებითა და მოღვაწეობით მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭირეს ქართულ საეკლესიო ისტორიაში. მღვდელი დავით იოსების ძე თურქაძე 1776 წელს ქართლში, სოფ. მამკოდაში გლეხის ოჯახში დაიბადა. ქართულ ენაზე წერა-კითხვა, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი ქაშვეთის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ ფილიპე არჯევანიძე-მაკარიძესთან ისწავლა. 1801 წლის 8 ნოემბერს თბილელმა მიტროპოლიტმა არსენმა (ნადიბაიძე-ბაგრატიონი) დიაკვნად აკურთხა. 1806 წლის 8 მაისს რუსთველ-ნინოწმინდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (ჯორჯაძე) მღვდლად დაასხა ხელი და დიდი ლილოს ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარში დანიშნა. 1812 წელს ბრინჯაოს ჯვარი მიიღო. 1828 წლის მაისში დიდი ავჭალის მთავარანგელოზთა სახ. ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა და მასვე ჩააბარეს პატარა ავჭალის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძარიც. მეუღლე ანა დარჩიას ასული ბანეთაშვილი (დაბ. 1780წ.) და შვილები: ნინო (დაბ. 1806წ., მედავითნე იოანე მღვდლის ძე ბესარიონიშვილის -მეუღლე); მღვდელი შიო (დაბ. 1821წ.), იოაკიმე (დაბ. 1824წ.), მღვდელი თეოდორე (დაბ. 1826წ.), მიხეილი (დაბ. 1832წ.).  მღვდელი თეოდორე 1826 წელს დაიბადა. დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებლის სამი კლასი. 1849 წელს ქვემო ავჭალის მთავარნგელოზთა სახ. ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1851 წელს ბოკოწინის წმ. ილია წინასწარმეტყველის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1867 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) დიაკვნად აკურთხა. 1870 წლის 24 ოქტომბერს მღვდლად დაასხა ხელი და მამკოდის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში განამწესა. 1875 წლის 21 ოქტომბერს მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1879 წლის 16 ოქტომბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1883 წლის 28 დეკემბერს ისევ მადლობა გამოეცხადა. 1884 წლის 20 მაისს სკუფია უბოძეს. მღვდელი თეოდორე 1888 წლის 8 აპრილს გარდაიცვალა. 1888 წლის 11 დეკემბერს მისმა მეუღლემ პენსიის დანიშვნა ითხოვა. მეუღლე სალომე ამირანის ასული (დაბ. 1836წ.) და შვილები: დიაკვანი ზაქარია (1853-1911წწ.), მღვდელი ილარიონი (1865–1927წწ.), ვლადიმერი (დაბ. 1867წ.), ალექსანდრე (დაბ. 1870წ.), ბასილი (დაბ. 1872წ.), ალექსანდრა (დაბ. 1879წ.).

საწინამძლვრო ჯვარი წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის გამოსახულებით.
ჯვარი ხელთ უპყრია სოფ. ყვავილას წმ. მარინეს სახ. ტაძრის წინამძლვარ, მღვდელ გიორგი მიხეილის ძე ჭელიძეს (1885-1924წწ.). მისგან მარცხნივ დგას მედავითნე ილარიონ თურქაძე. 

მღვდელი ილარიონ თეოდორეს ძე თურქაძე 1865 წელს დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. მონასტერში ისწავლა. 1884-1889 წლებში ხევსურეთში, შატილის წმ. გიორგის სახ. ტაძრის მედავითნეა. 1889 წლის 11 თებერვალს მჭადიჯვრის მთავარანგელოზთა სახ. ტაძარში დაინიშნა. 1894 წლის 13 მაისს, მრევლის მოთხოვნის საფუძველზე, სამრევლოდან დაითხოვეს. 1896 წლის 28 თებერვლიდან კობიაანთკარის ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარში დაადგინეს.
1911 წლის 2 მარტს არანისის ღვთისმშობლის ხარების სახ. ტაძარში გადაიყვანეს. იმავე წლის 30 სექტემბერს მილახვრიანთკარის წმ. გრიგოლი ღვთისმეტყველის სახ. ტაძარში დაადგინეს. 1912 წლის 28 იანვარს, თავისი თხოვნის საფუძველზე, ისევ არანისის ტაძარში დააბრუნეს. 1915 წლის 6 მაისს ეკლესიაში 30-წლიანი ერთგული სამსახურისათვის სტანისლავის ლენტით შემკული ვერცხლის მედალით წარწერით „სიბეჯითე“ დააჯილდოვეს. 1917 წლის 27 მაისს, თავისი თხოვნის საფუძველზე, ისევ მილახვრიანთკარის ტაძარში დაინიშნა. 1925 წლის 12 დეკემბერს ილარიონი დუშეთის მაზრის II ოლქის მთავარხუცეს, მღვდელ სიმონ ტყემალაძეს სწერდა: „კარგად მოეხსენება თქვენს მაღალ კურთხევას, რომ მცირე სამრევლო მილახვრიანთკარისა შემოუერთდა დუშეთს 1923 წელს. მღვდელი ევგენი ყაველაშვილის იმერეთის ეპარქიაში გადარიცხვის შედეგად მე მას აქეთ დავრჩი აღნიშნულ სამრევლოში. დუშეთის სამრევლოში მედავითნედ იმყოფება გედეონ კარიაული, სადაც გარდა წირვა-ლოცვისა არავითარი მღვდელმოქმედების შესრულების მოთხოვნილება არ არის და ამ რიგად, რასაკვირველია ორივენი ვართ დაქვეითებული ნივთიერი მხრივ. მე იმედი მქონდა ყვა

15-1  საპატრიარქოს უწყებანი N15 3-9მაისი 2018წ გვ.19
მღვდელი ილარიონ თეოდორეს ძე თურქაძე 1865-1927 (გაგრძელება)

ვილის სამრევლოს შემოერთებისა დუშეთის სამრევლოზე, რითაც, გაუმჯობესდებოდა ცოტათი მაინც ჩემი ცხოვრება, მაგრამ დღეს ეს იმედიც გამიცრუვდა. მრავალრიცხოვან ოჯახის შენახვა ამ ზღაპრულ სიძვირის ხანაში, ჩემთვის ყოვლად შეუძლებელია. მოგახსენებთ რა აღნიშნულს, გთხოვთ იშუამდგომლოთ ყოვლადუსამღვდელოეს პავლე წილკნელის წინაშე, რომ მედავითნე გედეონ კარიაული იქმნეს გადაყვანილი ყვავილას სამრევლოში და მე დავრჩე დუშეთის სამრევლოში, რადგან იგი ცხოვრობს კარიაულთკარში და მე კი ვცხოვრობ ქ. დუშეთში, თანაც ორთავესთვის
უფრო ადვილი იქნება სამსახურის შესრულება“. იმავე წლის 20 დეკემბერს ეპისკოპოსმა პავლემ დააკმაყოფილა ილარიონის თხოვნა. 1927 წლის 14 ოქტომბერს მედავითნე ილარიონი წილკნელ ეპისკოპოს პავლეს (ჯაფარიძე) თხოვნით მიმართავს: „ამჟამად თავისუფალია ანანურის ეკლესიის სამრევლოს მღვდლის ადგილი და გთხოვთ ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო მღვდლობის ხარისხის შესაფერ გამოცდილისამებრ მომეცეს მღვდლის ადგილი აღნიშნულ სამრევლოში“. ილარიონმა დაქვრივების შემდეგ შეირთო მეორე ცოლი, თუმცა 1927 წლის 21-27 ივნისის IV საეკლესიო
კრებაზე მიღებული დებულების თანახმად, მეორედ ჯვარდაწერილს ან ქვრივზე ჯვარდაწერილ ერისკაცს ნება ეძლეოდა მთავარდიაკვნის და მღლვდლობის ხარისხის მიღებისა.
1927 წლის 15 ოქტომბერს წილკნელ ეპისკოპოს პავლეს (ჯაფარიძე) ლოცვა-კურთხევით შეიკრიბა კომისია, რომელშიც შედიოდნენ: დეკანოზი ბესარიონ მალანია, იღუმენი ექვთიმე (კერესელიძე), მღვდელი ნიკოლოზ დიდებაშვილი და გამოცადეს მედავითნე ილარიონ თურქაძე, რათა იგი მღვდლის ხარისხში აეყვანათ. დასკვნაში ეწერა: „მიცემულ იქნა შეკითხვები, რაზედაც მან უპასუხა დამაკმაყოფილებლად და ვაცხადებთ თანხმობას მის კურთხევაზე. შობიდგან არის 62 წლის“.
1927 წლის 23 ოქტომბერს სიონის საკათედრო ტაძარში ნინოწმინდელ-ალავერდელმა პოსმა ეფრემმა (სიდამონიძე) დიაკვნად აკურთხა. 1927 წლის 30 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ეპისკოპოსმა პავლემ (ჯაფარიძე) მღვდლად დაასხა ხელი და ორკვირიანი პრაქტიკის ეპისკოგავლის შემდეგ, იმავე წლის 17 ნოემბერს, ანანურის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.
1927 წლის 30 ნოემბერს წილკნელი ეპისკოპოსი პავლე კათოლიკოს პატრიარქ ქრისტეფორეს (ციცქიშვილი) სწერდა: „უმორჩილესად მოვახსენებ თქვენს მეუფებას, რომ სოფელ ანანურის
სამრევლოში დანიშნული ახალნაკურთხი მღვდელი ილარიონ თურქაძე ამა წლის 17 ნოემბერს შეუდგა სამსახურს. 26 ნოემბერს იგი დილით გაემგზავრა თავის სამრევლო ჟინვალში, სადაც შეუსრულებია სამი ნათლობა, ამის შემდეგ წასულა სოფელ არანისში მღვდელ ნიკოლოზ დიდებაშვილთან და იქაც მოუნათლავს მისი ვაჟი. აქედან მობრუნებულა ანანურში დაახლოებით სამ საათზე და იგი იმ დროიდან დღემდე უგზოუკვლოდ დაიკარგა“.
1927 წლის 15 დეკემბერს ეპისკოპოსმა პავლემ ამის შესახებ აცნობა საკათალიკოსო სინოდს. ასევე დუშეთის მაზრის მილიციის უფროსს წერილით მიმართა და დახმარება სთხოვა, თუმცა ამ თხოვნას შედეგი არ მოყოლია. მღვდელი ილარიონი ორჯერ დაქორწინდა. პირველი მეუღლე იყო მარიამ გიორგის ასული (დაბ. 1872წ.), რომელთანაც ხუთი შვილი ჰყავდა: იაკობი (დაბ. 1893წ.), იოანე (დაბ. 1895წ.), ისიდორე (დაბ. 1897წ.), არჩილი (დაბ. 1901წ.) ლუდმილა (დაბ. 1905წ.). მეხუთე შვილის გაჩენის შემდეგ მარიამი

15-2  საპატრიარქოს უწყებანი N15 3-9მაისი 2018წ გვ.20
მღვდელი ილარიონ თეოდორეს ძე თურქაძე 1865-1927 (დასასრული)

მალევე გარდაიცვალა და ამის გამო ილარიონმა მეორედ იქორწინა მარიამ დავითის ასულ ილურიძეზე.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 14.01.2026
ბოლო რედაქტირება 15.01.2026
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0