სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12092

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
შიო ბესარიონის ძე კაიშაური 1869-1940წწ დეკანოზი დაბ. სოფ. კაიშაურები (დუშეთი) შიო ბესარიონის ძე კაიშაური 1869-1940წწ დეკანოზი დაბ. სოფ. კაიშაურები (დუშეთი)

1869-1940 წწ. გარდ. 71 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი კაიშაური სია

დუშეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

11       ბეჭდვა

შიო ბესარიონის ძე კაიშაური 1869-1940წწ დეკანოზი დაბ. სოფ. კაიშაურები (დუშეთი)

დეკანოზი შიო კაიშაური 1869-1940
„ადგილობრივი საბჭოს პრეზიდიუმს დაუდგენია ზარის ჩამოხსნა და ფასანაურის ცენტრში დაკიდება საათის სამაგიეროდ, რაზედაც ადგილობრივი მკვიდრნიც ხელს აწერდნენ“ „ძალიან ცუდი თვალით მიცქერენ და რით დაბოლოვდება ჩემი საქმე, არ ვიცი. ამათი მიზანია, როგორმე ხელთ იგდონ ეს ვერცხლეული“

დეკანოზი შიო ბესარიონის ძე კაიშაური 1869 წლის 9 დეკემბერს თბილისის გუბერნიაში, დუშეთის მაზრაში, სოფ. კაიშაურში მღვდლის ოჯახში დაიბადა. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც არ დაუმთავრებია. 1888 წელს თბილისში ეგზარქოსის სასახლის წმ. ჯვრის სახ. კარის ეკლესიაში მედავითნედ განამწესეს. 1889 წლის 10 ნოემბერს ფასანაურის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1890 წლის 14 მარტს საქართველოს ეგზარქოსმა იოანიკემ
(რუდნევი) დიაკვნად აკურთხა და კაიშაურის წმ. გიორგის სახ. ტაძარში დანიშნა. 1892 წლის 26 აპრილს მღვდლად დაასხეს ხელი და იმავე ტაძრის წინამძღვრად დაადგინეს. 1897 წლის 24 მაისს დუშეთის სანთლის ქარხნის სარევიზიო კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1897 წლის 13 ივნისს რუსეთის იმპერიის პირველი საყოველთაო აღწერის დროს გამოჩენილი ერთგულებისთვის სამკერდე ვერცხლისფერი მედლით დაჯილდოვდა.
მღ. შიოს დანიშვნის დროს კაიშაურის ტაძარი ძველი, დარღვეული და პატარა ზომის იყო. ის აშენებული იყო 1800 წელს გლეხ ზარიბეგ კაიშაურის
მიერ. მოძღვრის დიდი ძალისხმევითა და მეცადინეობით გადაწყდა ახალი ეკლესიის აშენება. მღ. შიომ ორ წელიწადში შეაგროვა საკმარისი თანხა. ახალი ეკლესიის საძირკველი 1898 წლის 29 მაისს ჩაყარეს.
იმ დღეს კაიშაურში უამრავი ხალხი შეიკრიბა. კურთხევის წესი შეასრულეს: მთავარხუცესმა მღ. დავითაშვილმა, მღ. ირ. სისაურმა და მღ. შიო კაიშაურმა. ზოგიერთი მასალის მიტანა თვითონ ხალხმა იკისრა უფასოდ და სიხარულითა და ხალისით შეუდგნენ მუშაობას მღვდელი შიოს ლოცვა-კურთხევით. ტაძარი ერთ წელიწადში საკურთხებლად მზად იყო. მის აშენებას 5000 მან. დაჭირდა. ქართული პრესა ფართოდ აშუქებდა კაიშაურის ტაძრის აშენების ამბავს. აი, რას წერდა 1900 წელს ამის შესახებ ვინმე „მრევლთაგანი“ გაზეთ „ივერიაში“: „ასრულდა კაიშაურის მრევლის დიდი ხნის გულის წადილი და მისი აღმატებულობის, ქალაქ კიევში მცხოვრებელის, ანასტასია ალექსანდრეს ასულის ლაკიერის შემწეობითა და ადგილობრივი მღვდლის შიო კაიშაურის მეცადინეობით 1899 წელს აგვიშენდა სამრევლო ეკლესია წმიდის დიდის მთავარმოწამის გიორგის სახელობაზედ, რომელიც 6 000 მანეთამდე დაჯდა. მისი აღმატებულობის ლაკიერის შუამდგომლობით სასულიერო მთავრობის წინაშე კავკასიაში მართლმადიდებელ ქრისტიანობის აღმადგენელ საზოგადოების მიერ ოთხი ათას მანეთზედ მეტი იქმნა გადადებული, ხოლო დანარჩენი თვით მრევლისა და ლაკიერის მხრივ იყო დახმარება. ტაძრის დამთავრებას მთელი სოფელი დიდი სიხარულით შევცქეროდით და ეს მეორე
წელიწადია რაც დამთავრდა კიდევაც, მაგრამ ახლა კურთხევას შევცქერივართ და არ იქნა და ვერ ვეღირსეთ, რის მიზეზიც, ჩემის აზრით, ის უნდა იყოს, რომ ცოტათი კედლები და თაღი გაბზარულია... მაგრამ განა ამას არ ეშველება რა? კარგი იქნებოდა, მთავრობას ყურადღება დროზე მიექცია და ამისთანა ძვირფასი ეკლესია ამდენს ხანს უკურთხებელად არ დაეტოვებინა“. 1901 წლის 26 ნოემბერს კაიშაურის ტაძრის აღდგენის გამო იგი საგვერდულით დააჯილდოვეს. 1904 წელს მღ. შიოს ინიციატივითვე კაიშაურის ტაძართან გაიხსნა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, სადაც
თვითონვე ასწავლიდა საღვთო სჯულს, ხოლო მასწავლებლად გიორგი მალანია (შემდგომში –– სოფ. სიონის ტაძრის მღვდელი) დაინიშნა. გაზეთი „ცნობის ფურცელი“ წერდა: „სოფ. კაიშაური. შარშან ზაფხულს ეს სოფელი დაათვალიერა სამაზრო ზედამხედველმა საეკლესიო სკოლებისა, მამა ნიკიფორე კანდელაკმა და სთხოვა სოფელს, აეშენებინა სკოლა, რომ მათ შვილებს წერა-კითხვა მაინც ესწავლათ. სოფელი დიდი სიამოვნებით მიეგება ამ კეთილ განზრახვას და სკოლა უკვე ააგეს. ახა-

26-1  საპატრიარქოს უწყებანი N26 21-17სექტემბერი 2017წ გვ.18
დეკანოზი შიო კაიშაური 1869-1940 (გაგრძელება)

ლი სკოლა აკურთხეს 16 თებერვალს მრავალი ხალხის თანდასწრებით. კურთხევის შემდეგ ადგილობრივმა მღვდელმა, მამა კაიშაურმა
წარმოსთქვა სიტყვა. მასწავლებლად დანიშნული გიორგი მალანია სწავლებას კიდეც შეუდგა“. სკოლის აშენება 500 მან. დაჯდა. ასევე ყოველ წელს შეშასა და ყარაულს 100 მან. სჭირდება.
1905 წელს მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1911 წელს მისი მეცადინეობით აშენდა დანგრეული სოფ. ხადის ეკლესია. ამასთან დაკავშირებით, იმავე წლის აღდგომის დღესასწაულზე
სკუფია უბოძეს. 1917 წლის 1 ოქტომბერს მღ. შიო ფასანაურში
მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1918 წელს წილკნის ეპარქიის III ოლქის სამღვდელოებამ იგი სულიერ მოძღვრად აირჩია. 1926 წლის 10 სექტემბერს მღ. შიო წილკნელ ეპ. პავლეს (ჯაფარიძე) სწერდა: „1919 წლამდე ფასანაური იყო ცალკე სამრევლო და
შედიოდა გზათა უწყების გამგეობაში. 1919 წლიდან კი შევიდა კათალიკოს-პატრიარქის გამგებლობაში და როგორც მცირე სამრევლო,
მიეწერა ჩირიკის მრევლს, მაგრამ რადგანაც ჩირიკის ეკლესია დაშორებულია სოფ. ბახოდან 14 ვერსზე, ხოლო ბიბილიანთკარიდან 10
ვერსზე, და ფასანაურიდან კი 2-3 ვერსით არიან დაშორებული, ამისთვის გთხოვთ, რათა ფასანაური იქნეს შტატის ეკლესიად და ჩირიკი იყოს მასზედ მიწერილი". იმავე წლის 22 სექტემბერს მღ. შიოს თხოვნა ძალაში შევიდა. როგორც ამ წერილიდან ირკვევა, 1919 წლიდან მღ. შიო ჩირიკის
ღვთისმშობლის სახ. ტაძრის წინამძღვარია, რომელზედაც იყო მიწერილი ფასანაურის სამრევლო. XX ს-ის 20-იანი წლების დასაწყისში მღ. შიოს
„კამილავკა“ ეწყალობა. 1927 წელს მთავარხუცეს მღ, ბესარიონ მალანიას მოხსენებაში ვკითხულობთ: „ფასანაურის ეკლესია, მღვდელი შიო
კაიშაური 60 წლისა, მსახურებს 35 წელი, ითვლება შეგნებულ მღვდლად მთაში და მუყაითია წირვა-ლოცვაში“. ამასთან დაკავშირებით, 1927
წლის 15 მაისს იგი სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1928 წელს, როდესაც ხელისუფლებისგან წაქეზებული ახალგაზრდობა ანგრევდა და ძარცვავდა ეკლესიებს, მღ. შიომ თავისი სახსრებითა
და მრევლის თანადგომით ახლიდან თუნუქით
გადახურა, გაარემონტა და შეაკეთა ფასანაურის ტაძარი. იმავე წელს, წილკნელ ეპისკოპოსთან პავლესთან (ჯაფარიძე) გაგზავნილ იგი
აღნიშნავდა: „ფასანაუწერილში რის წმინდა მოციქულთა
თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაზე იმ დროს მიწერილი იყო ჩირიკისს· ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია. სამრევლო შედგება მთლიანად ქართველებისგან, რაოდენობა -– 255 კომლი. ტაძარს ჰყავდა მედავითნე გრიგოლ გივის ძე ბუჩუკური. მოლარე –- გრიგოლ სოლომონის ძე კობაიძე. სამრევლო საბჭოს შემადგენლობა: შიო გრიგოლის ძე ქავთარაძე, ვლადიმერ მოსეს ძე
ობგაიძე, დიმიტრი ადამის ძე ჩიგოევი, ალექსი დავითის ძე ბიბილაშვილი, მარიამ ხიზანას ასული ნაზღაიძესი, ქეთევან ჭრელას ასული
ტრიპოლსკისა. ორივე ეკლესიას აქვს სამკაული, მაგრამ განიცდის სიღარიბეს. ნაღდი ფული არ მოეპოვება. სანთელს ვყიდულობთ თბილისის საეპარქიო ქარხანაში“. 1931 წელს კომუნისტურმა ხელისუფლებამ მღ.
შიოს ჩამოართვა მთელი უძრავ-მოძრავი ქონება. ყოველ მხრივ შევიწროებული მოძღვარი არც ამან გატეხა და კვლავ უშიშრად აგრძელებდა ქადაგებას. 1932 წლის 25 ივნისს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ (ცინცაძე) ეკლესიაში 40-წლიანი

26-2  საპატრიარქოს უწყებანი N26 21-17სექტემბერი 2017წ გვ.19
დეკანოზი შიო კაიშაური 1869-1940 (გაგრძელება)


ერთგული და თავდადებული სამსახურის გამო დეკანოზის წოდება მიანიჭა. 1933 წელს ადგილობრივი ხელისუფლების დასმენით შუა აზიაში გადაასახლეს წილკნის ეპარქიის II ოლქის მთავარხუცესი,
მლეთის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ბესარიონ მალანია. 1934 წლის დასაწყისში წილკნელმა ეპისკოპოსმა ალექსიმ (გერსამია) მის ადგილზე დეკანოზი შიო კაიშაური დანიშნა. 1935 წლის 3 აპრილს ოლქში არსებული მძიმე მდგომარეობისა და ფასანაურის
ეკლესიის გარშემო ატეხილი აურზაურის გამო, დეკ. შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს სწერდა: „თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, სრულიად საქართველოს მამამთავარო, უწინარეს ყოვლისა, ვითხოვ თქვენი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევას და მუხლმოდრეკით გეამბორებით მარჯვენასა ზედა. მე
ბოდიშს ვითხოვ თქვენი უწმიდესობის შეწუხებისათვის, მაგრამ საქმის ვითარებამ მაიძულა, მომემართნა პირადად თქვენთვის. თქვენს უწმიდესობას მოეხსენება, რომ ჩვენი ორივე არაგვის ხეობის ეკლესია-სამლოცველოები მთლიანად განადგურებულია ბოროტმზრახველთაგან
და ამ მიზეზით იძულებული ვიყავი ფასანაურის ეკლესიის ვერცხლეული (ინვენტარი), როგორმე
მაინც მიგვემალა სადმე და ასეც მოვიქეცით, რომელიც ეს მეორე წელიწადია დამალული გვაქვს. ამ სამი კვირის წინათ ადგილობრივი გეპეუს უფროსმა მოითხოვა ფასანაურის ეკლესიის ვერცხლეულის სიის ნახვა და მე კატეგორიულად უარი უთხარი იმ მიზეზით, რომ მთლად დამალული
გვაქვს შიშის გამო-თქო. რომ ვერაფერი გააწყვეს, ბოლოს მომთხოვეს სია ვერცხლეულობისა, რომელიც მაშინვე ამოვწერე და გადავეცი. ახლა ამ აპრილის პირველს, ადგილობრივი საბჭოს თავჯდომარის თანაშემწე და ვიღაც რაიონიდან ამოსული მოვიდნენ და მთხოვეს ეკლესიის გაღება და აღწერა და მე ისევ იმ მიზნით, რომ დამალული გვაქვს-მეთქი, არ ავაწერინე და უთხარი, და მოლარეს დაუკითხაეკლესიის საბჭოსა მე არ ძალმიძს-მეთქი. მოვიწვიე მოლარე და
რამდენიმე პირიც შეგროვდნენ და იმათი თანდასწრებით გავუღე ეკლესია. როცა იხილეს, რომ იქ ვერცხშიგადაშიგ ლეული ზეზე არ მოიპოვებოდა, იმათაც მთხოვეს ვერცხლეულის სია. მე მოვთხოვე ოფიციალური განკარგულება, თუ ვისი ბრძანებით თხოულობდნენ ეკლესიის ქონების
სიას. თუმცა კი, როდესაც ეკლესიები რეგისტრაციაში იქნა გატარებული, ერთი პირი ამ სიისა რაიონში მოიპოვებოდა, მეორე კი ეკლესიაში. მეორე დღეს მითხრეს, რომ უნდა შევაფასოთ, თუ რა ღირებულებისა არის ვერცხლეულიო და ახლა არ ვიცი, ძალას იხმარენ თუ არა. ამ ორი კვირის წინ ადგილობრივი საბჭოს პრეზიდიუმს დაუდგენია ზარის ჩამოხსნა და
ფასანაურის ცენტრში დაკიდება საათის სამაგიეროდ, რაზედაც ადგილობრივი მკვიდრნიც ხელს
აწერდნენ და რა გავიგე ეს, მაშინვე მე და მოლარე პარტკომის მდივანთან შევედით და აუხსენით, თუ აქვთ უფლება, საეკლესიო საბჭოს დაუკითხავად ჩამოხსნან ზარი? პარტკომის მდივანმა თქვა, ყოვლად შეუძლებელია დაუკითხავად საეკლესიო საბჭოსი მისი ჩამოხსნაო და ჯერჯერობით ისევ თავის ადგილზე ჰკიდია ზარი და
იქიდან დღეში სამჯერ რეკავენ ჩვენის ნებართვით. ახლა ვთხოვ თქვენს უწმიდესობას რჩევადარიგებას, თუ როგორ მოვიქცეთ. ეკლესია თუ
სახელმწიფოს ჩამოშორდა, მაშინ რაღა სუყველანაირად გვიშლიან ხელს? მე ყოველ კითხვაზე და მოთხოვნაზე ვპასუხობ ხოლმე, რომ ეგ ჩემს
ქონებას არ შეადგენს, სამრევლოს შეეკითხეთ და
როგორც ისურვებენ, მე წინააღმდეგობა არ ძალმიძს-მეთქი. ძალიან ცუდი თვალით მიცქერენ და რით დაბოლოვდება ჩემი საქმე, არ ვიცი. ამათი
მიზანია, როგორმე ხელთ იგდონ ეს ვერცხლეული. ორჯერ გამიტეხეს ეკლესია, საიდანაც გაიტანეს პირველად ფულის ყუთი  130 მანეთით და
მეორედ  საუკეთესო ხალიჩა და ორი კილოგრა

26-3 საპატრიარქოს უწყებანი N26 21-17სექტემბერი 2017წ გვ.20
დეკანოზი შიო კაიშაური 1869-1940 (დასასრული)

მი წმიდა სანთელი. ახლა თქვენს განკარგულებას ველი. მე მინდოდა წილკნის ეპისკოპოსისათვის მიმემართნა შუამდგომლობის აღსაძვრელად, მაგრამ ნაგვიანები იქნებოდა, რადგან აქვე ფასანაურში არიან ის პირები და ამის გამო გავკადნიერდი პირდაპირ თქვენი უწმიდესობის
შეწუხებას.“ XX ს-ის 30-იანი წლების ბოლოს ოფიციალურად მთიულეთში სამი მოქმედი მღვდელმსახური იყო დარჩენილი: დეკ. შიო კაიშაური, მღ. გრიგოლ ჩოხელი და მღ. იოანე ბექაური, ხოლო ხევში ერთი
მღ. მიხეილ იტონიევი, რომელიც სოფ. კობში მსახურობდა. 1938 წლის 14 მარტის განკარგულებით, კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ წილკნის
ეპარქიის II ოლქის სამღვდელოებას შორის შემდეგნაირად გადაანაწილა სოფლები. თეთრი არაგვის ხეობა დაუტოვა კაიშაურსა და ჩოხელს. პირველს წილად ხვდა 712 კომლი, ასევე მათ დაევალათ ფასანაურის ტაძარში 504 კომლი, მეორეს კი წირვა-ლოცვის დაყენება, ისე რომ, ხან ერთი იყოს
მწირველი და ხან მეორე პირველის თანამწირველი. თუ რომელ კვირას რომელი იმსახურებს, ეს განაწესოს დეკანოზმა შიო კაიშაურმა. შავი არაგვის ხეობა კი -- 277 კომლით მთლიანად ჩაბარდა ბექაურს, რომელიც გუდამაყარში ცხოვრობდა და მისთვის ადვილი იყო იქიდან  ამ ხეობის მოვლა. ხელისუფლებაც თითქოს ამას უცდიდაო. ამ გადანაწილებიდან
ერთი თვეც არ იყო გასული, რომ იმავე წლის 12 აპრილს მღ. იოანე ბექაური დააპატიმრეს, ხოლო 12 ივნისს დეკ. შიო კაიშაური ორთაჭალის ციხეში გამოამწყვდიეს. 1939 წლის 31 იანვარს სამეულის გადაწყვეტილებით მოძღვარს სისხლის სამართლის კოდექსის 58-10 (აგიტაცია, პროპაგანდა, რომელიც შეიცავს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდებას) მუხლის საფუძველზე მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. დეკანოზი შიო 1940 წლის 10 მარტს ციხეში გარდაიცვალა. მოძღვრის ცხედარი ოჯახს არ გაატანეს და მისი საფლავი დღემდე უცნობია. ჰყავდა
მეუღლე - სოფიო იოსების ასული და შვილები: მართა, მარიამი, ბესარიონი, ექვთიმე, არჩილი, თეკლე, მარგალიტა, გიორგი, ეფემია (დეკ. ლევან ტლაშაძის მეუღლე).


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.01.2026
ბოლო რედაქტირება 09.01.2026
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0