რუსუდან კაიშაური დაიბადა 1957 წელს ქალაქ თბილისში.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1982 წელს.
მუშაობს საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ "კავკასიურ სახლ"-თან არსებულ საკვირაო სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად. ასევე "კავკასიურ უნივერსიტეტ"-ში კითხულობს ქართულ ენასა და ლიტერატურას.
1984-1987 წლებში მუშაობდა წიგნის მოყვარულთა საზოგადოებაში რედაქტორის თანამდებობაზე. მისი ლექსები ითარგმნა ლატვიურ ენაზე. იბეჭდება გაზეთ "ალტერნატივა"-ში და ჟურნალ "არილ"-ში.
ბიბლიოგრაფია
- ნახატის სიჩუმე (რედაქტორი). - თბილისი, კავკასიური სახლი, 2010. - 392გვ.. - ISBN: 978-9941-400-47-6
- ცოცხების გადაფრენა : ლექსების კრებული (ავტორი). - ქ. თბილისი, კავკასიური სახლი, 2004. - 100გვ.. - ISBN: 99928-71-54-7
- ლექსები : ლექსების კრებული (ავტორი). - ქ. თბილისი, კავკასიური სახლი, 2002. - 100გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000663/