სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12078

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ეფრემ იოანეს ძე ინასარიძე დაბ. 1865წ. დეკანოზი დაბ. სოფ მუსხი (ახალციხე) ეფრემ იოანეს ძე ინასარიძე დაბ. 1865წ. დეკანოზი დაბ. სოფ მუსხი (ახალციხე)
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ინასარიძე სია

ახალციხე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

11       ბეჭდვა

ეფრემ იოანეს ძე ინასარიძე დაბ. 1865წ. დეკანოზი დაბ. სოფ მუსხი (ახალციხე)

დეკანოზი ეფრემ ინასარიძე

დეკანოზი ეფრემ იოანეს ძე ინასარიძე 1865
წელს თბილისის გუბერნიაში, ახალაქალაქის მაზრაში, სოფ. მუსხში გლეხის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარიის ხუთი კურსი. 1891 წლის 20 იანვარს საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) დიაკვნად აკურთხა და ახალციხის წმ. მარინეს სახ. ტაძარში მედავითნის შტატში განამწესა. იმავე წელს ახალციხის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.


1893 წლის 14 ოქტომბერს ახალციხის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1894 წლის 13 თებერვალს მღვდლად დაასხეს ხელი და ერკოთის ფერისცვალების სახ. ტაძარში დაინიშნა.
1894-1905 წლებში იყო ერკოთის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგე და საღვთო სჯულის პედაგოგი. 1901 წლის 15 თებერვალს ახალციხის სანთლის ქარხანაში სარევიზიო კომიტეტის წევრად აირჩიეს და ამ პოსტზე 1906 წლამდე დაჰყო.

1903 წელს აღმოსავლეთ საქართველოს სასწავლო საბჭოს ახალციხის განყოფილების წევრად დაინიშნა. 1904 წლის 26 აპრილს აწყურის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში გადაიყვანეს და იმავე დღეს ტაძართან არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედდა საღვთო სჯულის პედაგოგად დაადგინეს. 1907
წლის 17 ნოემბრიდან ახალციხე-ახალაქალაქის სამთავარხუცესო საბჭოს წევრია. 1910-1914 წლებში გორის ოლქის სასწავლო საბჭოს წევრია. 1910 წლის ნოემბერში ახალციხის სანთლის საწყობის გამგედ დაინიშნა. 1914 წლის 27 მაისიდან ახალციხე-ახალქალაქის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების
მეთვალყურეა. 1914 წლის 1 სექტემბერს აწყურის ქალთა სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგად დაადგინეს. 1925 წლის 20 თებერვალს ახალციხე-ახალქალაქის ოლქის მთავარხუცესი, დეკ. ს. სარალიძე არაოფიციალურ წერილს უგზავნის ურბნელ ეპ. ქრისტეფორეს (ციცქიშვილი), სადაც მადლობას
უხდის დახმარებისათვის, რომ მან წერილი მისწერა ახალციხის მრევლს. თქვენი ლოცვა-კურთხევით ისინი მიწევენ დახარებას შეძლებისდაგვარად. შემდეგ წერს, რომ „აქ თურმე მრევლს უნდოდა მოძღვრად აწყურის მღვდ. ეფრემ ინასარიძე, რომელიც აქაური (რაბათელთა) სიძეა, მღვდელ ზედგენი

28-1  საპატრიარქოს უწყებანი N28 6-12ოქტომბერი 2017წ გვ.19
დეკანოზი ეფრემ ინასარიძე (გაგრძელება)

ძის გასვენებაში მრევლს მისთვის უთხოვია წინამძღოლობა და ისიც დათანხმებულა. ტელეგრამაც კი გამოუგზავნია თქვენთან. აქ ეკლესიის საბჭოს წევრია მისი ქვრივი ცოლისდა, ყოფილი ფოსტის უფროსის ხმალაძის მეუღლე. შემდეგ მე რომ ჩამოვედი აქ, თითქოს კი
შეწუხდნენ, მაგრამ მე აღარ გამიშვეს და დამპირდნენ ჯამაგირსაც. ისე კი ეს ქალი ამბობს, რომ მღვდ. ეფრემი რომ დანიშნულიყო, უფრო იაფად გამოვიდოდნენ. ამიტომ უკეთესი იქნება, მღვდ. ეფრემიც დაინიშნოს აქ მეორე მღვდლად და ჩვენ ორნი უფრო უკეთ მოუვლით საქმესო. მართალია, ჯამაგირი მე მომაკლდება, მაგრამ საქმის ვითარებისთვის ასე აჯობებს, რადგან ორ კაცს უფრო გაგვიადვილდება შრომა და აქეთიქით სიარული. ვალესაც უფრო ადვილად მოვემსახურებით“, 1925 წლის 27 ნოემბერს იგი სადგერის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვრად ჩანს, სადაც 1929 წლის ჩათვლით მსახურობდა. 1930 წლის 3 ოქტომბერს აღარ იხსენიება მოქმედი სამღვდელოების რიგებში. 1932 წლის 1 ოქტომბერს წაღვერის
სატყეო მეურნეობაში მეკურდღლეობის ფერმაში მუშაობდა. 1932 წლის 15 ოქტომბერს ქვაბისხევის სასოფლო საბჭოს წევრები დახასიათებას აძლევენ
ყოფ. დეკანოზს, რომ იგი 23 წელია აქტიურ პედაგოგიურ მუშაობას ეწევა როგორც ჩვენი სოფლის მოსახლეობაში, ისე გარშემო სოფლებში, როგორც
ქართველებში, ისე მაჰმადიანებში, სომხებსა და ებრაელებში. როგორც წერა-კითხვის მცოდნემ, მან მრავლი ალზარდა და აზიარა განათლებას. ასევე დიდი ღვაწლი მიუძღვის მას ჩვენს კუთხეში მეფუტკრეობის განვითარების მხრივ. იგი დაუზარელად ეხმარებოდა ყველას, ვინ ინტერესს იჩენდა ამ საქმეში, ეხმარებოდა მათ სკების შეძენაში და თაფლის მოყვანაში. არ გვაკლებდა ზნეობრივ დარიგებებს, ხშირად უშლიდა ხალხს ლოთობას  და ცუდ ყოფაქცევას, რასაც ვადასტურებთ ჩვენი
ხელმოწერით. 1933 წლის 3 ნოემბერს ყოფ. დეკანოზი წალვერის თემ-აღმასკომის თავმჯდომარეს სწერდა: „აგერ ოთხმა წელმა განვლო, რაც ხმა
ჩამორთმეული ვარ. გასულ წელს ამ დროს ამის შესახებ განცხადება შემოვიტანე თქვენთან ჩემ საბუთებთან ერთად, რომ აღგედგინათ ჩემთვის
ხმა, მაგრამ რაღაცა მიზეზებისა გამო ეს არ მოხერხდა. ეხლა კიდევ განმეორებით გთხოვთ, შეხვიდეთ ჩემ მდგომარეობაში, აღმიდგინეთ ხმა და
მით გამომიხსენით ტანჯვისაგან. ამასთანავე გთხოვთ, რომ მიაქციოთ ჯეროვანი ყურადღება მასაც, რომ მე  კულტურულად მომუშავე ვარ
საზოგადოებაში. დაწვრილებით გთხოვთ, გადაათვალიეროთ ჩემი საბუთები -– „ატესტაცია“ მოცემული ქვაბისხევის საბჭოს მიერ. ეს საბუთი გასულ 1932წ. ამ დროს განცხადებასთან ერთად მოგეცით. დასასრულ, ყოვლისა ვიმედოვნებ ,რომ თქვენგნით მე ხმით აღდგენილი ვიქმნები“.
1933 წლის 29 ნოემბერს წაღვერის თემ-აღმასკომისთავმჯდომარე მ. ლაცაბიძე ბორჯომის რაიაღმასკომის პრეზიდიუმს წერდა, რომ დეკ. ეფრემ ინასარიძემ მღვდლობას თავი დაანება 1930 წელს, არის ძალზე მოხუცებული და იმყოფება კმაყოფაზე თავისი შვილებისა და სიძისა, რომლებიც არიან საბჭოთა მოსამსახურეებათო. გთხოვთ, აღადგინოთ იგი მოქალაქეობრივ უფლებებშიო. 1934 წლის 28 მარტს ბორჯომის რაიაღმასკომის პრეზიდიუმის სხდომაზე იმსჯელეს ყოფ. მოძღვრის შესახებ და დაადგინეს: „ვინაიდან მოქ. ეფრემ ინასარიძე ყოფილი მღვდელია და თავი დაანება მხოლოდ 1930
წელს, ამიტომ საარჩევნო უფლებებში აღდგენაზე უარი ეთქვას“. ყოფილი დეკანოზი დაახლოებით XX ს-ის 50-იან წლებში გარდაიცვალა. დაკრძალულია ბორჯომის სასაფლაოზე.  იგი დაჯილდოებული იყო: 1900 წლის 6 მაისს საგვერდულით; 1904 წლის 2 ივლისს სკუფიით;
1914 წლის 6 მაისს -- კამილავკით; 1918 წლის 15 მაისს -- სამკერდე ოქროს ჯვრით; 1928 წლის 24 აპ

28-2  საპატრიარქოს უწყებანი N28 6-12ოქტომბერი 2017წ გვ.20
დეკანოზი ეფრემ ინასარიძე (დასასრული)

რილს -- დეკანოზის წოდებით. მამა ეფრემს ჰყავდა მეუღლე სი იფიო დავითის ასული (დაბ. 1868წ.) და შვილები: (დაბ. 1891წ.), ტა.რასი (დაბ. 1894წ.), ნინო (დაბ. 1896წ.).

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.01.2026
ბოლო რედაქტირება 10.01.2026
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0